რექვიემი
10.08.2017, 03:21
გამთენიისას,როცა ჯერ კიდევ ბნელოდა და ქალაქში კაციშვილის ჭაჭანება არ იყო,ჩაბნელებულ სადარბაზოში ერთმანეთის მიყოლებით განათდა ყველა სართული.ვიღაც სწრაფი ნაბიჯით ეშვებოდა კიბეზე.ნოემბრის ცივმა წვიმამ სადარბაზოდან გამოსული საბოლოოდ გამოაფხიზლა.თხელი ქურთუკის საყელო სახეზე აიფარა და თავი შიგ ჩამალა.დიდხანს იდგა და წინ და უკან გამალებით მოძრაობდა.აშკარა იყო ვიღაცას ელოდა და ეს ვიღაც დიდი ხანია აგვიანებდა.
გამხდარი იყო,შეიძლება ითქვას ავადმყოფურადაც გამხდარი.მისი სიმაღლე ორჯერ გამხდარს აჩენდა და რაღაც შესაბრალ იერს აძლევდა,მაგრამ საკმაოდ სიმპათიური ეთქმოდა.თხელ სახეზე ყვრიმალები ჩაცვენოდა,ყვითელი,თითქმის სითეთრეში გადასული თმა მოკლედ შეეკრიჭა,კანი ერთიანად გაფითრებული ჰქონდა და რომ არა მისი უცნაურად წითელი ტუჩები იფიქრებდით სისხლნაკლულობის უკიდურესი ფორმა ტანჯავსო.ყველაზე მეტად მაინც მისი თვალები გაგაოცებდათ.უცნაურად ღია,თმის ფერი,სიყვითლისა და სიმწვანის ნარევი,არაადამიანურად ელავდა და ნადირის გასაგლეჯად გამზადებული მგლის თვალებივით აფრქვევდა დაუცხრომელ ბრაზს.აშკარად ცუდად დაწყებულიყო დღე მისთვის.
გამხდარ მარჯვენას ხშირ-ხშირად წევდა ზევით და ძვირადღირებულ საათს კოპებშეკრული დასცექროდა.ბოლოს მოთმინებამ უღალატა და ტელეფონი მოიმარჯვა.დარეკვა არ დაჭირვებია.იმავ წამს მის ფეხებთან შავი,მინებდაბურული მანქანა შეჩერდა და ქერაც სასწრაფოდ მძღოლის გვერდით,სავარძელზე დაეშვა.
- სად ხარ ამდენ ხანს? - აშკარა უკმაყოფილება ვერ დამალა და ღვედი ნერვიულად გადაიჭირა - სიგარეტი მომეცი!დამრჩა.
- თათა ცუდად გახდა და ბაღში მე წავიყვანე საბა.
- მერე დაგერეკა მაინც რომ გაგვიანდებოდა,ნახევარი საათია ვდგავარ და გიცდი ამ საყინულეში! - სიგარეტის კვამლს ამოაყოლა და ფანჯარა ჩამოსწია.
- ამ ბოლო დროს შენთან ურთიერთობა ნელ-ნელა შეუძლებელი ხდება - უკმაყოფილოდ შენიშნა მძღოლმა
ქერათმიანმა უხმოდ ჩაიცინა და საზურგეს მიყრდნობილმა თვალები დახუჭა.ათიოდე წუთს ასე იჯდა,გაუნძრევლად.მარმარილოს ქანდაკებას გავდა,ნატიფად გამოკვეთილი ოსტატის ნამუშევარს.ბოლოს,თითქოს სული ჩაბერესო,ღრმად ამოისუნთქა და თვალები გაახილა.
- მომიტანე რაც გთხოვე?
- მოგიტანე,მაგრამ...
- მომეცი! - აღარ დაასრულებინა ქერათმიანმა,რადგან უკვე იცოდა რასაც გვერდით მჯდომისგან მოისმენდა,ეს ყველაფერი კი იმდენად ამოსვლოდა ყელში,ლამის მთელი ცხოვრებისთვის წიხლი ეკრა და ის სახლი,რასაც ამდენი ხნის განმავლობაში აშენებდა,ხუხულასავით ჩამოენგრია.ვინ იცის,იქნებ ნანგრევებში მოყოლილს სულიც ვეღარ გამოეტანა გარეთ.იქნებ ეს შვებისმომგვრელიც ყოფილიყო მისთვის.
თუმცა კი რა ღლიდა არ მესმოდა არც მე და არც მის გარშემომყოფებს.მიუხედავად იმისა,რომ უცნაურ და შეიძლება ითქვას პირქუშ ტიპაჟად მოიხსენიებდნენ,გართობა მაინც ყველაზე კარგად გამოსდიოდა.საზოგადოებაში განსაკუთრებული რეპუტაციით სარგებლობდა,ყველგან ცნობდნენ და პატივისცემით ეპყრობოდნენ,მაგრამ ერთი შეხედვით,ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა,თითქოს მას ეს ყველაფერი ეპატარავებოდა და მწვერვალისკენ მიმავალ გზას ჯიუტად მისდევდა,საიდანაც მრავალჯერ ჩამოგორებულიყო თავპირისმტვრევით.
- საიდან მოგაფიქრდა ახლა იქ წასვლა?! - კითხა საჭესთან მჯდომმა და ქერათმიანს გახედა.
- მომაფიქრდა ახლა მივფრინავ მეც!წუხელ საერთოდ არ მეძინა,საერთოდ...წარმოგიდგენია მაინც რა ამბავი ტრიალებს?!წელიწადნახევარი ვიწვალე და ახლა რომელიღაც ჭკუათხელის გამო ყველაფერი წყალში გვეყრება. - ქერათმიანმა ნერვიულად მოისრისა საფეთქლები - ისინიც ჩამოვიდნენ და აქ მე მიშლიან ხელებს,თითქოს მე რამეშუაში ვიყო...ხანდახან მინდა საერთოდ სამივე მოვკლა.
- შენ ამ ბოლო დროს ყველას მოკვლა გინდა - გაიცინა და ქერათმიანს მუჯლუგუნი წაკრა - ჰა,გეყოფა,ცოტა მოხასიეთდი...ბათუმში მიდიხარ ბოლოსდაბოლოს.
- ბათუმიც ახლა ზღვაში გავინავარდებ რასლაპარაკობ! - ცალყბად ჩაიცინა და ამინდს გახედა
- იქნებ ვინმე ლამაზი გოგოც შეგხვდეს და...
სიტყვა შუაზე გაუწყდა.მიხვდა ეს არ უნდა ეთქვა,ოღონდ თავისით,თუ ქერათმიანის დაჟუნებულმა მზერამ ეგ ვერ დაადგინა.
- სანდრო,სანდრო,შენ არასოდეს არ შეიცვლები - ღიმილითა და თავის ქნევით თქვა და თვალებში უცნაური,აქამდე უცნობი სევდა ჩაუდგა.

***

მატარებლის სადგურზე ერთმანეთს დაშორდნენ.
- ნევრებს გაუფრთხილდი,არ აყვე და ეცადე ბევრი არ იყვირო - ღიმილით უთხრა სანდრომ და მხარზე ხელი მეგობრულად დაკრა
- ვერ შეგპირდები - მხრები აიჩეჩა და მატარებლისკენ შებრუნდა.
- ლაშა!
ქერათმიანი მოტრიალდა და სანდროს მიაჩერდა.მას შემდეგ,რაც მისთვის ზურგი შეექცია,მზერა საშინლად შეცვლოდა.
- მიხედე ყველაფერს და მალე დაგვიბრუნდი.
- მიხედვით მივხედავ,მალე დაბრუნებას ვერ შეგპირდები.სანდრო,აქაურობას მიხედე,აქაც რამე პრობლემა არ გაჩნდეს,თორემ იმათ კი არა,თავს მოვიკლავ.
- აფსუს!წადი და უსმინე იმ იაპონკების ჭყვიტინს...მეცოდები,მაგრამ...
- მაგრამ არც იმდენად,რომ შენ წახვიდე! - გაიცინა და მეგობარს ხელი დაუქნია.
ვაგონში უხალისოდ ავიდა და კუპისკენ გაემართა.დაღლილი იყო,ვერ იგებდა რითი,მაგრამ ვერც ის საშინელი დაღლილობა გამოედევნა ორგანიზმიდან,მის ყველა უჯრედს რომ შეჩვეოდა და საუკუნეზე მეტია ტანჯავდა.
ადამიანები არ უყვარდა,ყოველშემთხვევაში თვითონ ასე ფიქრობდა და დიდი ალბათობით არც ცდებოდა.ზიზღზე მეტად არ აინტერესებდა ისინი.ადამიანებს უფრო სუსტ არსებებად თვლიდა და ხანდახან საკუთარ თავსაც ვერ იტანდა იმის გამო,რომ თვითონაც მათ რიგებში ირიცხებოდა.
ზედ არავისთვის შეუხედავს ისე შევარდა საკუთარ კუპეში და კარი ფრთხილად მიხურა.მის პირდაპირ მჯდარი გოგონასთვის ყურადღება არ მიუქცევია,გამარჯობაც არ უთქვამს ისე დაეშვა სკამზე და ჩანთა სადღაც მიაგდო.იმავ წამს დაეხუჭა თვალები და ალბათ დაეძინებოდა კიდეც,რომ არა გოგონას ხმა.
მიუხედავად იმისა,რომ შემოსვლისას მათი თვალები რაღაც წამით ერთმანეთს გადააწყდა და მისი შეთვალიერება,შეიძლება ითქვას მოასწრო,ახლა რომ გეკითხათ როგორ გამოიყურება ის ქალი,რომელიც შენ პირდაპირ ზისო ვერაფერს გეტყოდათ.ის,რომ უსარგებლო ინფორმაციით გონებას არ ღლიდა,შეიძლება ითქვას მისი საუკეთესო თვისება იყო.შეეძლო ხსომებოდა ის რაც უნდოდა და დაევიწყეინა ის რაც უნდა დავიწყნოდა,მაგრამ მის ცხოვრებაშიც კი,იყო მოვლენების რაღაც პატარა ჯაჭვი,რომლის თავიდან ამოგდებაც ვერანაირად შეძლო,უფრო სწორად არც უცდია,რადგან იცოდა ვერც შეძლებდა და რომც გამოსვლოდა ეს უფრო დიდი ჯოჯოხეთი იქნებოდა ვიდრე საკუთარ თავთან დამარცხება.დამარცხებას კი,ვინც არ უნდა ყოფილიყო მისი ოპონენტი,ვერასდროს იტანდა.
ქალის ხმა გარკვევით ისმოდა.მისი პასუხით თუ ვიმსჯელებდით,აშკარად იმ ადამიანისგან მიიღო ზარი,ვინც ელოდა და ვისკენაც მიემგზავრებოდა.მერე ყველაფერი მიწყნარდა.
თვალები დაეხუჭა და რამდენიმე ღამის უძილოს თავისთავად ჩათვლიმა.

- მოვდივარ,მეტი როგორ ვიჩქარო?! - სადღაც შორიდან მოესმა ქალის ხმა და გაუკვირდა.ადამიანთა რიგებში ყველაზე მეტად ქალები სძულდა.
თვალები ფრთხილად გაახილა და რამდენიმე წუთს გაუნძრევლად იჯდა.ბოლოს ყველაფერი გაახსენდა,გაახსენდა დილა,პრობლემები,სანდრო,საკუთარი თავი და ის გოგონაც,მის წინ რომ იჯდა და კვლავ ტელეფონზე საუბრობდა.ოღონდ რაღაც მომხდარიყო,მისი ხმა ისეთი აღარ იყო,როგორიც თავიდან.გაბზარვოდა,შიში შეპარვოდა,შეიძლება ტიროდა კიდეც.მისი გაღვიძება ქალისთვის შეუმჩნეველი დარჩა და დაბალი ხმით საუბარი განაგრძო.
- მარტო არ ვარ და ვინც ზის აქ ძინავს,რა ვქნა ვიკივლო,დავცე ბნედა?!
ჩუმად ჩაეღიმა.ინტერესმა საბოლოოდ შეიპყრო და მიაყურადა.
- ბიჭია.
- ...
- მე რა ვიცი,საიდან უნდა ვიცოდე? ოპერაცია?
- ...
- ნუ გეშინია,ყველაფერი კარგად იქნება... - აქ ხმა ჩაუწყდა და საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო - ფული არ იქნება პრობლემა,სწავლისთვისაც რომ მომიწიოს თავის დანებება,საზღვარგარეთაც რომ მომიწიოს წასვლა,მაინც დავფარავ მაგ ვალს...უბრალოდ...უბრალოდ მთავარია თეომ გაუძლოს.კარგი,სადაცაა მატარებელი გაჩერდება,მანდ მოვდივარ პირდაპირ.

მატარებელი გაჩერდა თუ არა მაშინვე არ წამომხტარა.საერთოდ არ უნდოდა მის თანამგზავრს გაეგო,რომ უსმენდა.ამიტომაც ჯერ გოგონა გაუშვა,შემდეგ კი თვითონაც აიკრა გუდა-ნაბადი და ვაგონი დატოვა.
ნოემბერი იყო.თბილისისგან განსხვავებით აქ არ წვიმდა,ზღვიდან მონაბერი თბილი ჰაერი სახეს არ ყინავდა,მაგრამ სიცივემ მაინც ერთიანად დაუარა ძვალ-რბილში.ეს ამინდის ბრალი არ ყოფილა,თავადაც იცოდა,ამიტომ სასწრაფოდ მიმოიხედა და იმ მანქანისკენ გაეშურა რომელიც ელოდებოდა.მძღოლი მოწიწებით გადმოვიდა და უკანა კარი გაუღო.რამდენიმესაათიანი მგზავრობისგან გულგაწვრილებულს მანქანაში ჯდომა ყველაზე საშინელ კოშმარად ესახებოდა.უხალისოდ ჩაჯდა და თვალები მაშინვე დაეხუჭა.
- საით წავიდეთ? - იკითხა მძღოლმა
- სასტუმრო სად დაჯავშნეს?იქ მიმიყვანე.

თვალები გაახილა და აქეთ - იქით მიმოიხედა.გაოგნებული წამოიწია და რამდენიმე წამის შემდეგ საწყის პოზიციას დაუბრუნდა.ცოტახანს გაბრუებული იწვა და აზრზე მოსვლას ცდილობდა.ფიქრიდან ტუმბოზე აბზუებულმა ტელეფონმა გამოიყვანა.
- რა?! - უპასუხა ნაცნობ ნომერს და მარჯვნივ გადაბრუნდა
- ...
- ახლა მივდივარ და აქ ჩამოსვლის თავი რომ არ გაქვს,მაქედან მაინც ნუ ღადაობ!
- ...
- სანდრო,შენ წარმოდგენაც არ გაქვს აქ რა ამბავი ტრიალებს.ეს საქმე თუ ვერ მოვაგვარე,მილიონნახევარს დავკარგავთ.წავედი წავედი,ჯობს ყველაფერი თავიდანვე გავარკვიო,მეყოფა იმ წვრილთვალა მახინჯებისგან თავის შორს დაჭერა.

სასტუმროში,სადაც მისთვის კარგად ნაცნობი იაპონელები იცდიდნენ,იმავე მძღოლმა მიიყვანა,რომელმაც წინა საღამოს საკუთარ ნომერში.დეჟა ვუს გრძნობამ ტვინის ყველა უჯრედი აუწვა.ამ ამბამდე ორი წლით ადრე ზუსტად ამავე მძღოლმა,ზუსტად ამავე სასტუმროდან,იგივე ადგილას წაიყვანა,მაშინ ყველაფერი ძალიან უცნაურად დასრულდა.იმ ღამეს მან კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წარმატებისკენ,მაგრამ არ გახარებია...იმ საღამოსაც წვიმდა,ახსოვს რა ეცვა,რამდენი ნაბიჯი გაიარა სანამ დიდ ოთახში შევიდოდა,რომლის ცენტრშიც მრგვალი მაგიდა იდგა,მის ირგვლივ კი სამი იაპონელი იჯდა,ჩია ტანით,ვიწრო,საპირისპირო მხარეს გაწელილი თვალებით და უცნაურად ჭყვიტინა ხმით.ბედის ირონია იქნებოდა ის ყველაფერი,რაც სამი წლის წინ ამ ადგილას დაიწყო,აქვე დასრულებულიყო.
გაჩერებული მანქანიდან მშვიდდად გადმოვიდა და ქოლგა გაშალა.წვიმა არ უყვარდა,უფრო მეტიც,წვიმა ერთადერთი იყო,რაც ქალებზე მეტად სძულდა.სწრაფი ნაბიჯით შევიდა სასტუმროში და არც გაკვირვებია,როცა ნაცნობი ოთახისკნენ გაუძღვნენ.
მრგვალ,მაღალჭერიან ოთახში,რომელსაც ბროლის ჭაღი ანათებდა,მრგვალი მაგიდა იდგა,მაგიდის გარშემო კი სამი იაპონელი იჯდა და მშვიდი იერით აკვირდებოდა ახალმოსულს,რომელიც იმდენად შეცვლილიყო,წამიერად ერთმანეთსაც გადახედეს,ცდილობდნენ დარწმუნებულიყვნენ,რომ მათ წინ ნამდვილად ის ადამიანი იდგა,ვინც სამი წლის წინ.
- დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდი,ამინდმა ხელი შემიშალა დროულად მოსვლაში - მშვიდად დაიწყო და საკუთარი ადგილი დაიკავა.აქ ის მათი თანასწორი იყო.
- ძალიან მშვიდად ხარ,სიტუაციისთვის შეუფერებლად მშვიდად - თავი გააქნია ერთ- ერთმა მათგანმა
- მე არ მიყვარს ნერვიულობა,ვაი ვიში და სახის ხოკვა. - მოყვითალო - მომწვანო თვალები შეანათა მოსაუბრეს და მშვიდად განაგრძო - როცა სხვები მოთქვამენ,მე ვზივარ და გამოსავალს ვეძებ.
- ახლა თუ იპოვე გამოსავალი?!
- მეჩვენება,თუ ჩხუბის ხასიათზე ხარ?!შენ მე კარგად მიცნობ,ყველა კარგად მიცნობთ და იცით რომ ამ დონეზე ასაფრენად მე ბუმბულები სხვებისთვის არ დამიცლია,ჩემით მივაღწიე.მე არ დაგიწყებთ ხვეწნას,უნდა დარჩეთ თუ არა ეს თქვენი გადასაწყვეტია,მე ერთადერთი ის შემიძლია გითხრათ,რომ არცერთი ჩვენგანის პრობლემა ეს არაა,უფრო მეტიც მასალების გამოგზავნა თქვენ დააგვიანეთ.მოთხოვნა თავის დროზე გამოიგზავნა და ეს შეგიძლიათ თქვენც ნახოთ - ამ სიტყვებთან ერთად პორტფელიდან საქაღალდე ამოაძვრინა და იქიდან საჭირო დოკუმენტი ამოიღო - მე არ ვაგებ პასუხს იმაზე,რაშიც დამნაშავე რაღაც ასპექტში თქვენ ხართ.თქვენ შეგიძლიათ წილი გაიტანოთ,მაგრამ კომპენსაციის გადახდა ნამდვილად მოგიწევთ,თანაც არც ისე ცოტა.ისე ჩემ რჩევას თუ გაითვალისწინებთ,ჯობს უკან დაბრუნდეთ,ხელშეკრულებას ხელი მოაწეროთ,მოთხოვნილი მასალები გამოგვიგზავნოთ და ჩვენ ჩვენ საქმეს განვაგრძობთ,ყველაფერი ერთითვის დაგვიანებით დასრულდება და ამის გარანტიას მე ვიძლევი,თუ რათქმაუნდა კვლავ რამე გაუთვალისწინებელი პრობლემა არ შეგვექმნა.

შეხვედრა ნახევარსაათზე მეტხანს არ გაგრძელებულა.ყველაფერმა ისე ჩაიარა,როგორც უნდა ჩაევლო.საკუთარი გამარჯვებით ტკბობამ საოცარ ხასიათზე დააყენა.მანქანაში მძღოლის ადგილას დაჯდა და კარი მიხურა თუ არა ქურთუკი გაიხსნა.
- შენ სად მიგიყვანო მითხარი,დღეს მანქანას მე დავიტოვებ.
მძღოლი მიიყვანა თუ არა ტელეფონი მოიმარჯვა და გაზეპირებულ ნომერზე დარეკა.
- გამირკვიე რაც გთხოვე?
მოპასუხემ ზუსტად ის უთხრა,რის მოსმენაც ახლა ყველაზე მეტად გაახარებდა.ცივმა ღიმილმა გაუპო მუდამ მოკუმული თხელი ბაგეები.
- კარგი!სად ვიპოვო?
ტელეფონი გათიშა და მანქანა მოაბრუნა.გული უგრძნობდა დღეს მისი ცხოვრება საბოლოოდ შეიცვლებოდა და ვინ იცის ეს რა შედეგს მოუტანდა.

^^^

მატარებლიდან ჩამოვიდა თუ არა ტაქსი გააჩერა და მძღოლს მისამართი უთხრა.საშინელ დაღლილობას გრძნობდა,თითქოს ვიღაცას კარგად ეცემოს,სხეული ისე ტკიოდა,ლამის ხმამღლა ეყმუვლა.ბარგი არ ქონდა,თითქოს საკუთარი თავიც არ ყავდა თან,თითქოს მის სხეულს სადღაც შორიდან უყურებდა და ახლა მანქანაში თვითონ არ იჯდა.
- მოვედით - უთხრა დაბნეულმა ტაქსის მძღოლმა,როცა მანქანის გაჩერებიდან ხუთი წუთის შემდეგაც არ უცდია მის კლიენტს მანქანიდან გადასვლა.
- უკაცრავად - შეხტა,როცა ტაქსის მძღოლი ხელზე შეეხო - მაპატიეთ,მე...უბრალოდ ფიქრში წავედი.დიდი ბოდიში,თანხა აიღეთ.

მანქანიდან ჩამოვიდა თუ არა მიმღებს მიაშურა
- უკაცრავად,ჯიქიძე თეა,რომელ პალატაშია? - მოღლილი ხმა ჰქონდა,საშინლად გატეხილი და დაუძლურებული ჩანდა,თითქოს მისთვის ყველაფერს დიდი ხნის წინ შეეწყვიტა არსებობა.

კიბეებზე ალასლასდა და რეანიმაციის განყოფილებამდე როგორც იქნა მიაღწია.მაშინვე იცნო ყველა იქ მყოფი და საკუთარმა უძლურებამ უფრო მეტად აუწვა ყელი.სამივე იქ იყვნენ,სსამივე,მეოთხე თავად იყო და ოთხივე ეზიზღებოდა,რადგან არცერთ მათგანს არ შეეძლო ახლა თეოს შველა.
როგორც იქნა წელში გასწორდა და გაუსაძლისი ტკივილის მიუხედავად მაინც შეძლო წინ წასვლა.
- მოხვედი?! - მისი დანახვა აშკარად გაუხარდათ იქ მყოფთ,მაგრამ თავად არ გახარებია არავის დანახვა ამ მდგომარეობაში.
- როგორ არის?
- ცუდად - თავი გააქნია ყველაზე მაღალმა ბიჭმა და თავით კარისკენ მიუთითა - არც გვიშვებენ,არც გვეუბნებიან დამაიმედებელს არაფერს.ოპერაციაო,საზღვარგარეთო...ძალიან ძვირია,ვერ შევწვდებით.
- შევწვდებით!რამეს მოვიფიქრებ - საფეთქლები ნერვიულად მოისრისა და თვალები დახუჭა.

თეონას ავადმყოფობამ ყველა თავდაყირა დააყენა.მათი ცხოვრება რაღაც უცნაურად იყო გადაჯაჭვული ერთმანეთს.თეონა მისი ბავშვობის მეგობარი იყო.მის გარდა კიდევ სამნი იყვნენ,ლევანი,ლუკა და ნიკა.ერთად დაიზარდნენ,ყველაფერი ახსოვს.ახსოვს როგორ შეხვდნენ პირველად.იმ ადგილას,სადაც მთელი ბავშვობა გაატარეს პირველი ლევანი მიიყვანეს.ლევანი მათ შორის ყველაზე მაღალი და ჭკვიანი იყო.მუდამ დინჯი,თავს არასოდეს მოგაბეზრებდათ,უფრო მეტიც,მათი პირველი შეხვედრის შემდეგ საუკუნე გასულიყო,მაგრამ ლევანი ხანდახან იმაზე მეტად ენატრებოდა,ვიდრე უყვარდა,მიუხედავად იმისა,რომ ის ყოველთვის მის გვერდით,სულ რაღაც ერთი ხელის გაწვდენაზე გახლდათ.
მეორე თეონა იყო,არავისთვის ყოფილა დაფარული,რომ ლუკას,რომელიც თეონას შემდეგ მიიყვანეს იმ ადგილას,მათი პირველივე ნახვის შემდეგ უყვარდა თეონა და ახლა ყველაზე მეტად ლუკას ტკიოდა ეს თავზარდამცემი რეალობა.მეოთხე ნიკა იყო,ნიკა ყველაზე მხიარული იყო მათ შორის,მაგრამ ახლა მის თვალებშიც ჩამქრალიყო ბედნიერების ის სხივები,რომლებიც მის გარდა კიდევ ოთხ ადამიანს აბედნიერებდა,ბოლო თვითონ იყო.სულ ბოლოს ის მიიყვანეს იმ დაწყევლილ ადგილას,სადაც საბოლოოდ ნამდვილი სამოთხე იპოვა.სადაც ბედნიერი არასდროს ყოფილა,მაგრამ არც უბედურად უგრძვნია თავი.ყველაზე მეტად მას გაუჭირდა იმ ადგილთან შეგუება,რომელსაც ბავშვთა სახლი ერქვა.სამი წლისას მოუწია იმ ფაქტთან შეგუება,რომ მისმა დედამ და მამამ უარი თქვეს მასზე და იმ ადგილისთვის გაიმეტეს,სადაც ახლა იყო.მერე გამოჩნდა ლევანი,რომელიც სხვა ბავშვებისგან მუდამ იცავდა,ნიკა,რომელმაც პირველმა შეძლო მისი გაღიმება და ლუკა და თეო,რომლებიც მუდამ ამ სამის ყურადღების ცენტრში იყო.მათში ყველაზე უფროსიც ლევანი იყო,პირველად რომ შეხვდა თვითონ სამის,ის კი ექვსის გახლდათ,ნიკა ლევანზე ერთი წლით უმცროსი გახლდათ თეო და ლუკა კი მისი თანატოლები იყვნენ.ბავშვთა სახლს თავი პირველმა ლევანმა დააღწია,შემდეგ ნიკამ,ბოლოს მათაც ხვდათ წილად ეს ბედნიერება და საბოლოოდ დააღწიეს თავი იმ ჯოჯოხეთს.მერე ყველაფერი თავისთავად მოხდა,მაგრამ არა ისე,როგორც მუდამ ხდება ხოლმე.უმაღლესში ხუთივემ ჩააბარა,მაგრამ არ დაფანტულან,თეონა და თვითონ ერთად ცხოვრობდნენ,ბიჭები მათ მეზობლად.ყველაფერი ზუსტად ისე იყო როგორც წლების წინ,ახლა კი...ახლა თეონა რამდენიმე მეტრის იქით უგონოდ იწვა,ის ოთხი კი,ტოტმოკვეთილი ხესავით ტორტმანობდა პალატის გარეთ და ფიქრობდა...ფიქრობდა საკუთარ უსუსურობაზე,იმაზე,რომ მათი უღონობის გამო შეიძლება ის გოგონა დაღუპულიყო,რომელიც ახლა შველას მათგან ელოდა.

- გაიღვიძე!გაიღვიძე ვიღაცას შენი ნახვა უნდა! - სადღაც შორიდან მოესმა ლევანის ხმა და თვალები გაახილა.
- ალექსი მოვიდა? - ამოიზმუვლა და ზეზე წამოჯდა
- არა,ალექსი არაა,გირეკავდა,ჩამოსვლას ვერ ვახერხებო...
- აბა ვინაა?
- არ ვიცი - მხრები აიჩეჩა ლევანმა - გვერდით პალატაში გიცდის

პალატაში შესულმა ყურადღებით შეათვალიერა უცნობი მამაკაცი,რომელიც მისგან ზურგშექცევით იდგა და ფანჯრიდან გაჰყურებდა წვიმიან ამინდს.კარის ხმაზე მოტრიალდა და ქალს დამცინავი იერით დააკვირდა,შემდეგ ფეხის თითებიდან თმის ბოლო ღერამდე აათვალიერა და ფანჯრის რაფას მიეყრდნო.
- გამარჯობა,ნიტა!
- ვიცნობთ ერთმანეთს? - კითხა მას შემდეგ,რაც მის წინ მდგარ მამაკაცში,ის პიროვნება ამოიცნო,რომელთან ერთადაც წინა დღეს იმგზავრა.
- შენ არა,პრინციპში არც მე...მაგრამ ერთმანეთის გასაცნობად საკმაოდ დრო გვექნება.
- ვერ გავიგე... - სერიოზულად დაიბნა ნიტა და მის გაყინულ თვალებს ძრწოლით შეხედა.არასდროს ენახა ასეთი უცნაური ფერის თვალები,არც მწვანე,იყო,არც ყვითელი,არც ლურჯი და იმდენი რაღაც იკითხებოდა,სათვალავი აერია,მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ის ზიზღი აშინებდა,რომელიც მისი წილი იყო,რეალურად კი დანამდვილებით იცოდა,მეორედ ხედავდა ამ მამაკაცს.
- ნიტა,მე შენთან ერთი წინადადებით მოვედი და შენ ადგილას კარგად დავფიქრდებოდი...შენ ფული გჭირდება და თანაც არც ისე ცოტა.შენ ხომ გინდა იმან იცოცხლოს? - ლაშამ თეონას პალატისკენ მიუთითა თავით და საუბარი განაგრძო - მე შემიძლია ამ ფულის მოცემა.
- მაგრამ სანაცვლოდ რაღაც უნდა გავაკეთო - მისი წინადადება დაასრულა ნიტამ და უსაზღვროდ ლურჯი,სევდის გუბურებად ქცეული თვალებით ახედა მასზე მაღალ მამაკაცს.
- ჭკვიანი გოგო ხარ - შენიშნა ლაშამ და ცივად ჩაიცინა - 200 000 ევრო არც ისე ცოტა ფულია და მსხვერპლის გაღება მოგიწევს.
- ცოტა უფრო გასაგებად საუბარი შეგიძლია?
- მე ფულს მოგცემ,თეონას დღესვე გადაიყვანენ საჭირო საავადმყოფოში და მიხედავენ,ყველაფერს გააკეთებენ რაც მისი ჯანმრთელობისთვის საჭიროა...
- სანაცვლოდ რა უნდა გავაკეთო? - შეაწყვეტინა და პასუხის მოლოდინში გაინაბა
- ცოლად უნდა გამომყვე - ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიახალა ლაშამ და ქალის რეაქციებს დააკვირდა.
- ვერ გავიგე?!
- მარტივია,ჯერ ბეჭდის ჩუქნით იწყება,შემდეგ ხელის მოწერა,ჯვრისწერა და ასე შემდეგ...მაგრამ აქ ერთი პუნქტია,რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო,არასოდეს არ გამშორდები,სამუდამოდ ჩემი ცოლი უნდა იყო.
- ეს სიგიჟეა - ჩაილაპარაკა ნიტამ და კედელს მიეყრდნო. - შენ მე საერთოდ არ მიცნობ...მე...მე სხვა მიყვარს,მე..მე მისი ცოლი...მე...
- მე მსხვერპლი ტყუილად არ მიხსენებია საყვარელო.მე შენზე იმაზე ბევრი ვიცი ვიდრე წარმოგიდგენია...აბა?! თეონას სიცოცხლე თუ ალექსთან ერთად ბედნიერი სიბერე,რომელიც კაცმა არ იცის იქნება თუ არა ბედნიერი,თუ თეონას რამე დაემართა.
- გაეთრიე აქედან!
- მოსაფიქრებლად ოცდაოთხი საათი გაქვს,შეგიძლია ამ მისამართზე მოხვიდე,ან დამიკავშირდე ამ ნომერზე და თვითონ გნახავ - ამ სიტყვებთან ერთად საკუთარი სავიზიტო ბარათი ჩაუსრიალა ჯიბეში და გასვლის წინ დაამატა - შენ მაინც მოხვალ ჩემთან და მთხოვ,რომ შენი მეგობარი გადავარჩინო,ალექსსაც შემომწირავ და საკუთარ თავსაც ოღონდ ეს ვქნა და ეცადე ცოტა კორექტული იყო,რაიცი,იქნებ მერე სხვა ქალი მომინდეს.
- გაეთრიე - გაიმეორა ნიტამ და ზურგი შეაქცია.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa
ნანახია: 1254 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar