რექვიემი (2)
12.08.2017, 21:59
დამღლელი დღე იყო.საკუთარი თავით კმაყოფილმა შეაღო ნომრის კარი და საწოლზე მიესვენა.ხვალ ამ დროს ცოლიანი მამაკაცის სტატუსს მიიღებდა და ვინ იცის ეს რას მოუტანდა.ნიტა ლამაზი ქალი იყო,ძალიან ლამაზი და ძალიან ჭკვიანი.ნიტას ბევრი იცნობდა,თვითონ არა,უფროსწორად მისი ფოტოები ენახა რამდენჯერმე,მეტი არაფერი.ნიტას მოსვლა გარდაუვალი იყო.ნიტა აუცილებლად მოვიდოდა,მაგრამ არა ახლა და არა ასეთ დროს.ხვალ საღამომდე როგორმე უნდა გაეყვანა მოწყენილობა,ისე კი რომ არა ეს ქალი,ახლა უკვე მატარებელში იჯდებოდა და თბილისისკენ მიმავალს მძიმე ფიქრები წაართმევდნენ თავს.
გონება დაძაბა და ნიტას გახსენება სცადა.გამხდარი იყო,არც მაღალი,მაგრამ არც დაბალი ეთქმოდა.კუპრივით შავი თმა და თოვლივით თეთრი კანი ჰქონდა,სახეზე არცერთი წერტილი,მხოლოდ ოდნავ შეწითლებული ლოყები და მოვარდისფრო ტუჩები.თვალები კი...ყველაზე მეტად ნიტას თვალები მოეწონა,რაც არ უნდა დაემალა მის თვალებში ყველაფერი ჩანდა.მიუხედავად მისი გარეგნობისა,ამ გოგოს მიმართ ამოუხსნელ ზიზღს გრძნობდა და ვერ იგებდა რატომ.


წინა დღის ტრიუმფი საერთოდ არ ემჩნეოდა მის სიყვითლეშეპარულ ყვრიმალებს.ამინდივით ცივი იყო.რაღაც უნდოდა,რაღაც აკლდა მის უაზრო არსებობას.რაღაც რიგზე ვერ იყო,ნიტას მოსვლამდე კიდევ უნდოდა რაიმე განსაკუთრებული შემთხვევით ტკბობა,მაგრამ მისი ფანტაზია იმ უდაბნოსავით იყო გამოფიტული,საუკუნეების განმავლობაში რომ არ უხილავს წვიმის ერთი წვეთიც კი.ვერაფერს ვერ ფიქრობდა და უსახლკარო ძაღლივით აწურული დაეხეტებოდა ბათუმის ქუჩებში,ხელში კი საღამოს ბილეთს ატრიალებდა.ამ ბილეთს ზუსტად სამ საათსა და თორმეტ წუთში იგი თბილისში უნდა დაებრუნებინა.დრო ჯერ კიდევ იყო,მაგრამ რისთვის?
გვერდით სახეარეულმა ქალმა ჩაუარა და ანაზდად მიიპყრო მისი ყურადღება.ქალი მაღალი იყო,გამხდარი,გრძელი,მიწისფერი თმა წელს სრულიად ფარავდა.ძალიან ჰგავდა მას,ძალიან.მომენტალურად მოწყდა ადგილს და ქალს აედევნა.მისი შეთვალიერება კარგად ვერ მოასწრო,მხოლოდ წამიერად დაინახა სიცივისგან გალურჯებული,მაგრამ ულამაზესი ტუჩები,ხშირი თმების გროვაში მეტი ვერაფრის გარჩევა ვერ შეძლო.მაგრამ მისი სიარულის მანერა,მისი მხრები,მისი თმის ფერი და სურნელი,შემოდგომის უსიცოცხლო წვიმას შერეული ისეთივე იყო როგორიც მისი.შეეძლო დაეფიცა,რომ მის წინ მიმავალ ქალს ელვარებადაკარგული ზურმუხტივით მწვანე ჰქონდა თვალები.ამაში დასარწმუნებლად მხარში ნაზად ჩააფრინდა და ყვრიმალებაკანკალებული,მომწვანო - მოყვითალო თვალებით,რომელიც ლურჯის და ნაცრისფერის გასაყარზე იდგა, კარგად დააკვირდა.გააცია,როცა ხშირი,მიწისფერი თმების იქიდან გაზაფხულის ახლად გამოსული ფოთლებივით მწვანე თვალები აელვარდა,მაგრამ ის მაინც არ იყო.ის ვერ იქნებოდა.
- მაპატიეთ - ჩაილაპარაკა და დასჯილი ძაღლივით გაიქცა უკანმოუხედავად.კბილების ხრჭიალით,რადგან გარბოდა.მერამდენედ გარბოდა უკვე და ვის გაურბოდა?
განა შეიძლება იმათ გაექცე ვინც შენგან დიდი ხნის წინ გაიქცა?!არ შეიძლება,პარადოქსია,მას კი პარადოქსების არასოდეს არ სწამდა.გულამოვარდნილი სადღაც შეჩერდა და ამოისუნთქა,თუ ამას ამოსუნთქვა ერქვა.დაჭრილი ცხოველის ღმუილი აღმოხდა და ფილტვებიდან ჰაერი ისე გამოდევნა,როგორც ერთ დროს ბედნიერება ამოტუმბა ცხოვრებამ მისგან.

სასტუმროში რომ მივიდა სრულიად სველი იყო.კანკალებდა,მაგრამ არა სიცივისგან.საერთოდ ლაშასთვის დიდი ხნის წინ დაეკარგა ყველა ადამიანურ გრძნობას ძალა.არაფერს არ გრძნობდა,საერთოდ არაფერს.სიამოვნება თუ დაუვლიდა ზაფხულის სუსტი სიოსავით მის ლპობაშერეულ უჯრედებს ხანდახან და ამ სიამოვნებასაც საძირკვლად ვიღაც ედო,ვიღაც საშინლად დამცირებული.
ცხელი შხაპი გადაივლო თუ არა,მაშინვე საწოლს მიესვენა.წინდაუკან სირბილში ორი საათი გასულიყო.ერთი საათი კიდევ ჰქონდა,დრო უნდა გაეყვანა.ტელეფონი მოიმარჯვა და კარგად ნაცნობ ნომერზე უხალისოდ დარეკა.
- ბათუმში ხარ? - მისალმების ნაცვლად მიახალა მოპასუხეს და სიგარეტის ღერი ამოაძვრინა კოლოფიდან. - ჰოდა თუ აქ ხარ მეც აქ ვარ,იგივე სასტუმროში,იგივე ნომერში და ათ წუთში თუ შეძლებ აქ მოსვლას გელოდები.

თხუთმეტი წუთის შემდეგ კარში მისთვის კარგად ნაცნობი ქალი იდგა და ხელოვნური ღიმილით აკვირდებოდა მამაკაცის არაბუნებრივად თეთრ,შიშველ სხეულს,რომელსაც პატარა პირსახოცის ნაგლეჯი ფარავდა.
- გელოდებოდი - ჩაილაპარაკა ლაშამ და ქალი გულგრილად შეათვალიერა
- ვიცი! - უპასუხა ამინდისთვის შეუფერებლად გამოწყობილმა ოცდაათწლამდე ქალმა და მამაკაცს სუროსავით ჩაეხვია.

ლელა,ასე ერქვა იმ ქალს რომლის ალერსშიც კლავდა ონიანი დროს.ოცდარვა წლის,საკმაოდ ენერგიული ქალი იყო,რაც ლაშას ყოველთვის მოსწონდა,მაგრამ იყო რაღაც ამ ქალში,რაც ონიანში მუდმივად გაღიზიანებას იწვევდა,ამიტომაც იყო მათი ურთიერთობა ერთჯერადის დონეზე დაყვანილი,თუმცა ერთჯერადი ნამდვილად არ ერქვა.ლელას არც პირველად ხვდებოდა,არც მეორედ და არც უკანასკნელად.ეს ქალი მის ცხოვრებაში სულ ყოველთვის იყო,რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მაშინაც კი,როცა...იმ პერიოდის გახსენება ლაშას საშინლად არ უყვარდა.ვერ ხვდებოდა უფრო მეტ ტკივილს გრძნობდა,ზიზღს თუ სისუსტეს,მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო,ამ თემასთან დაკავშირებით საუბარი ყველას აკრძალული ჰქონდა.ლაშას მოსწონდა ლელასნაირი ენერგიული ქალები,უფრო მეტიც საშინლად იზიდავდა და მასთან სიახლოვე თავბრუს ახვევდა,მაგრამ ეს ლელას პიროვნებით არ იყო გამოწვეული,რა ექნა თუ ბუნებამ ასეთი საოცარი ნიჭით დააჯილდოვა,მას საოცრად მარტივად შეეძლო მამაკაცების თავისკენ მიზიდვა და თავბრუს დახვევა და არც ლაშა ყოფილა გამონაკლისი,თუმცა თავად ონიანს არც არასდროს უცდია თავის დაღწევა ამ მახიდან.ყველაფრის მიუხედავად ლელა ლაშასთვის რიგით ქალად დარჩა,რომლისნაირიც ძალიან ბევრი დადის ქუჩაში და ვერაფრით ვერ გადაიქცა მისთვის აუცილებელ პიროვნებად,რაზეც ქალი უარს ნამდვილად არ იტყოდა,მაგრამ,ხვდებოდა,რომ ამ მამაკაცთან,რომელიც საერთოდ არ ჰგავდა სხვებს,ჯერ კიდევ მაშინ დამარცხდა,პირველად რომ აღმოჩნდა მის საწოლში და გამარჯვებაზე ფიქრს აზრი არც ქონია მას შემდეგ,სწორედ ამიტომ ლაშას მკლავებში,როგორც სხვა ყველა,ლელა იმ მკვდარ თევზად იქცა,რომელიც მდინარეს მიყვება და კაცმა არ იცის სად გამორიყავს წყლის სწრაფი დინება.
ალერსში გართულმა ონიანმა ვერ გაიგო როგორ ჩამოიღო ვიღაცამ მისი ნომრის კარი.
- ელოდები ვინმეს?! - გაოცება ვერ დაფარა ლელამ,რადგან ლაშას ძალიან კარგად იცნობდა და იცოდა,რომ ვერ იტანდა როცა რამით დაკავებული იყო და აწუხებდნენ.
- არა!
- აბა ვინ ჩამოიღო კარი?
- უფროსწორად,კი!ჯანდაბა - ონიანი ფეხზე წამოხტა და ტანსაცმელს წაეპოტინა. - ახლავე!
წამში გადაიცვა შარვალიც და მაისურიც,შემდეგ კი კარისკენ წავიდა და კარი მშვიდად გახსნა,რადგან დანამდვილებით იცოდა,ვინ იდგა მის უკან.

^^^
გაოგნებული დიდხანს იდგა ფანჯარასთან და მოჟამულ ამინდს უფრო მოჟამული გასცქეროდა.მამაკაცის უცხო,საშინლად სასიამოვნო სურნელი ჯერ კიდევ იდგა პალატაში,რაც გულს ურევდა.თავბრუსხვევამ მთელ სხეულში დაუარა და უცებ შეჩერდა.მოეჩვენა,თითქოს ფეხქვეშ მიწა გამოეცალა და უღონოდ ჩაიკეცა.ვინ ჯანდაბა იყო?!რა უნდოდა მისგან?!საერთოდ პირველად ხედავდა და შეძლო თამამად ეთქვა,რომ მეორედ მის გაყინულ თვალებს ნამდვილად ვერ გაუძლებდა.საერთოდ როდის დაიწყო ეს ყველაფერი?რაღაც აშმორებული ძაფი იყო,რომლის ერთ ბოლოში უცნობი ბიჭი იდგა,მეორე მხარეს თეონა,რომელიც ვინ იცის,იქნებ უკანასკნელ დღეებს ითვლიდა,ან დღეებსაც აღარ.ამის გაფიქრებაზე გააჟრჟოლა და უნებურად გადმოვარდა მძიმე ცრემლი თვალებიდან.სასწრაფოდ შეიმშრალა.მოკვდებოდა და ახლა გარეთ მყოფ ბიჭებს არ დაანახვებდა საკუთარ სისუსტეს.ახლა ძლიერი უნდა ყოფილიყო,ახლა ლუკას ვერ დაანახვებდა რომ ტიროდა,ლევანივით ძლიერი უნდა ყოფილიყო და ნიკასავით ცხოვრების ხალისი შეენარჩუნებინა,მაგრამ ყველანაირი ძალა,თუ მისი ნარჩენი გაქრა სხეულში,როცა პალატის კარი ლევანმა შემოგლიჯა და ნიტას გვერდით ჩამოჯდა.ასეთი ფერწასული ლევანი მხოლოდ ერთხელ ნახა,იმ საშინელ დღეს,მეტი არ ახსოვს.
- რა,რა მოხდა? - ხმა ჩაუწყდა და ფეხზე წამოხტა
- კვდება ნიტა!კვდება გესმის?თეონა კვდება.
- გაჩუმდი! - მის გვერდით დაენარცხა იატაკს და თავი ლევანის მხარზე ჩამოადო
- ექიმმა მაქსიმუმ ხუთი დღის სიცოცხლე დარჩაო,ეგეც ორგანიზმზეა დამოკიდებული რამდენს გაუძლებსო და მერე...
- კარგად იქნება,დამიჯერე - ნიტას ხმა იმდენად მტკიცე იყო,წამით ლევანმაც ირწმუნა მისი სიტყვები,ოღონდ მხოლოდ წამით
- ჰო,მართლა,ვინ იყო ის ბიჭი წეღან?
- ლაშა იყო.
- ლაშა?!
- ჰო,ლაშა!
- სხვათაშორის ალექსი მოვიდა და გარეთ გიცდის...
- ალექსი? - ნიტას საშინლად გააჟრჟოლა,არც კი ახსოვს ოდესმე ასეთი ტკივილი ეგრძნოს.
- შემოვიდეს უთხარი! - ქალის სიტყვები ბრძანებას უფრო გავდა ვიდრე თხოვნას და ამან ლევანზეც სწორად იმოქმედა.კითხვის გარეშეც მიხდვა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო.ნიტასთან უცხო მამაკაცი მოვიდა,რომელიც აქამდე თვალით არასდროს ენახა,რაც საეჭვო იყო,რადგან ნიტას ყველა ახლო მეგობარს იცნოდა,ის ბიჭი კი მანამდე არსად არასდროს არ ენახა.თავის მხრივ ნიტა აფორიაქებული ჩანდა,უცხოს აქ ყოფნის დროს კი მისი ხმამაღალი საუბარიც შემოესმა რამაც ლოგიკურია ეჭვებში ჩააგდო.მაინც უხმოდ წამოდგა და ალექსს უხმო.ალექსი უხმოდ შემოვიდა ოთახში.ნიტას ფანჯარასთან მისვლა მოესწრო.იქ ჯერ კიდევ იდგა ონიანის გულისამრევი,საშინლად სასიამოვნო სურნელი,რასაც ქალმა ფანჯრის გახსნით უპასუხა და გაყინული ჰაერი მაზოხისტურად,საშინლად ღრმად ჩაისუნთქა.
- არ აპირებდი ჩამოსვლას - მომაბეზრებელი დუმილი დაარღვია ნიტამ და ალექსისკენ შებრუნდა.
- სამსახურიდან გავნთავისუფლდი,ჯანდაბას ყველა,ახლა შენთან უნდა ვიყო. - ცოტაც და ნიტას წინ აესვეტა,ლურჯი თვალები შეანათა და აცრემლებული ქალი მკერდში ჩაიკრა.
ალექსანდრე ერთადერთი იყო,ვისთან ტირილისაც ნიტას არ რცხვენოდა.ალექსნადრე ერთადერთი იყო,ვინც იცოდა,რომ მის მკლავებში აქვითინებული ქალი,სამყაროში ყველაზე სუსტი არსება იყო და ამ არსებას დაცვა სჭირდებოდა,მხოლოდ ამ ბიჭმა იცოდა ეს და იცავდა როგორც შეეძლო.საერთოდ ძნელად თუ მოიძენება ადამიანი ასე ძლიერ რომ უყვარდეს მეორე,ისე,როგორც ალექსს უყვრდა ნიტა.ამბობენ ურთიერთობაში ერთ ადამიანს ყოველთვის მეტად უყვარს მეორეო,ალექსსაც მეტად უყვარდა ნიტა,ალბათ ასეც იყო,რადგან ბოლოს მაინც ნიტა იყო ის პიროვნება,ვინც ასე დაუნდობლად გადადგა ნაბიჯი საპირისპირო მხარეს და ალექსანდრეს ზურგი აქცია.უფრო მეტი სიყვარულის დამტკიცება იყო ეს,თუ უფრო მეტი სიძულვილის ეს მაინც მოხდა.ნიტამ გადაწყვეტილება მიიღო და თავადაც არ ესმოდა რას უფრო მეტად ემსახურებოდა ეს ნაბიჯი,თეონას გადარჩენას თუ დასჯას იმის გამო,რომ ალექსს გული ატკინა.ასე იყო თუ ისე ნიტას არჩევანში ალექსანდრე არ ფიგურირებდა და ამის გამო ნიტას მთელი ცხოვრება უნდა განეცადა ზიზღი საკუთარი თავის მიმართ,რადგან ცხოვრება თავის თავს კი არა,მის წინ მდგარ მამაკაცს დაუნგრია,რომლის მკერდშიც ასე ურცხვად ჩაეყო თავი და ტიროდა.ეს ბოლო იყო,ნიტა ალექსთან ერთად საკუთარ სისუსტესაც გამოეთხოვა და ბოლოჯერ შეატოვა იგი მამაკაცის მაისურს.
ოდესღაც ყველაფერი ხდება არა პირველად,არამედ უკანასკნელად.
ნიტა იმ დღეს უკანასკნელად იყო სუსტი...
- რა გემართება ნიტა?! - დაძაბული მიაჩერდა ქალს,რომელმაც მისი მკერდიდან თავი მომენტალურად ასწია.ცრემლი ჩაშრობოდა,ნიტა აღარ ტიროდა.სუნთქვაც მშვიდი ქონდა,თვალები კი საშინლად ცარიელი.თითქოს მისი თვალებიდან წარსული ბედნიერება ვიღაცას გამეტებით ამოეგლიჯა და მის ადგილას მწუხარება ჩაეკერებინა,მაგრამ ნიტას თვალებში ჩაბუდებული ბნელი შუქი მწუხარებაც არ იყო,ეს იყო ყველაზე საშინელი რამ დედამიწაზე -- სიცარიელე.
- თეონა კვდება ალექს და მე ვერაფრით ვშველი,მეტი უნდა მემართებოდეს კიდევ რამე?
- რას ამბობენ ექიმები? - ოხვრას ამოაყოლა მამაკაცმა და ქალის ჩახუტება სცადა,მაგრამ ეს უკანასკნელი არ იძვროდა.
- ფულს თუ არ იშოვით და საოპერაციოდ არ გაგზავნით სამ დღეში მოკვდებაო...
- გპირდები,მაგ ფულს ვიშოვით...
- არ გინდა! - უკმაყოფილოდ გააქნია თავი ქალმა - სამყაროში ყველაზე მეტად ცრუ დაპირებებს ვერ ვიტან,ისეთებს,როგორიც ახლა შენი სიტყვებია.ჩვენ ორივემ ვიცით,რომ ამ ფულს ვერ ვიშოვით,ჩვენ ორივემ ვიცით...
- არ იტირო გეხვეწები...
- არ ვტირი!შენც ხომ ხედავ...შენ იმასაც ხედავ რომ...რომ სათქმელი გაგიქრა,ყველა სიტყვა გაგიფრინდა.დიდი ხანია მიცნობ,მაგრამ ახლა დგახარ ჩემ წინ და ვერაფრით მამშვიდებ...შენც კი გაუცხოვდი.განა ასე მოქმედებს მწუხარება ადამიანებზე?
- მწუხარება არაფერ შუაშია,ხანდახან სიტყვები არაფერს ცვლის,არაფრის მაქნისია...
- აბა რა იყო წეღან ის ცრუ დაპირება?! - აფეთქდა ქალი
- მე...
- ის თუ იცი რამდენიმე საათის წინ აქ ერთი ბიჭი რომ იყო?
- არა,არ ვიცი...
- არც გაინტერესებს ვინ იყო?
- კარგი...ვინ იყო?
- ჩემი საქმრო!ვგონებ შენი ადგილი აქ აღარ არის.
- ვერ გავიგე?
- ვთხოვდები,რა არის ამაში გაუგებარი?
- რას ქვია თხოვდები?
- ალექსანდრე წადი და არასოდეს,არასოდეს არ დაბრუნდე ჩემ ცხოვრებაში.შემიძულე,საშინლად შემიძულე როგორც ადამიანი,რომელმაც ბედნიერება წაგართვა.შემიძულე ისე,რომ ჩემი სახელის გაგონებაზე გაკანკალებდეს.ჩემს გახსენებაზე ჩემს სიკვდილს ნატრობდე.არასოდეს არ დამივიწყო,მუდამ გახსოვდე როგორც ქალი,რომელმაც შენ ბედნიერების მწვერვალზე აგიყვანა და იქ ასულს ხელი გკრა.წადი და ჩემგან წართმეული ბედნიერება სხვაში ეძებე,თუ იპოვი მხოლოდ მაშინ დამივიწყე და არასოდეს,არასოდეს არ ეცადო ჩემი გამართლება,პირიქით,მუდამ იცოდე,რომ შენზე უპირატესი გამჯობინე.ჩემი ჯიბრით გახდი კარგი,იმდენად კარგი,იმდენად ძლიერი,რომ შენს დანახვაზე საკუთარ არჩევანს ვწყევლიდე და სიმწრისგან ფრჩხილებს ვიკვნეტდე.ჩემი პატიება არ სცადო,რადგან თავად არასდროს მოგთხოვ ამას და რომც გთხოვო მაინც არ მაპატიო.გძულდე,აუცილებლად გძულდე და თუკი ოდესმე სადმე შემხვდები არასოდეს დამიმალო ეს,მაგრძნობინე,რომ გეზიზღები,ოღონდ ახლა წადი,აქედან წადი და გახსოვდეს,რომ მიყვარდი,ძალიან მიყვარდი.

ნიტამ აღსარებასავით ნათქვამი სიტყვები დაასრულა თუ არა თვალები დახუჭა და მის წინ მდგარი გაქვავებული მამაკაცის ბაგეებს ნაზად შეეხო.გაოგნებული მამაკაცი დიდხანს იდგა მილურსმულივით ერთ ადგილას,შემდეგ ქალის თითებს შეავლო მზერა,რომელსაც არ ამშვენებდა ავბედითი ბეჭედი,სხვისი ნაჩუქარი.ვერაფრით ვერ გაიგო რა ხდებოდა,მაგრამ როცა ნიტას გაფითრებულ სახეს ფერი დაუბრუნდა,თვალებს კი მშვიდი იერი,მიხვდა ქალი არ ხუმრობდა და არც რაიმეს შეცვლას აპირებდა.იგრძნო რომ ყველაფერი დასრულა და ნელი ნაბიჯით,უკუსვლით გავიდა პალატიდან.

ნიტას არ უტირია.არც ერთი ნაკვთი არ შერხევია სახეზე.მისი ცხოვრების წიგნი ახალ ფურცელზე გადაიშალა და ეს ფურცელი საერთოდ არ იყო მარტივი.კლდოვან უფსკრულს გავდა,რომელშიც ურჩხულები ილესავდნენ კბილებს,მაგრამ მასში წამიერად მბჟუტავი ბედნიერების სხივი იმდენად მიმზიდველად ეჩვენებოდა,მაინც შედგა ამ ფურცელზე ფეხი,შედგა მაშინ,როცა საყვარელი მამაკაცი მისი ცხოვრებიდან გაუშვა.თავად სწრაფად გადაიცვა კურტკა და საავადმყოფოდან გავარდა.ხელში ჯერ კიდევ ეჭირა ონიანის დანატოვარი ბარათი,სადაც სასტუმროს მისამართი და კიდევ რამდენიმე საჭირო ინფორმაცია ეწერა.
ნომრის კართან ატუზულმა თვალები ცივად დაახამხამა და კარზე ბრახუნი ატეხა.ახლა არაფრის დიდებით არ აპირებდა ადგილიდან ფეხის მოცვლას.ახლა მთავარი იყო თეონას ეცოცხლა და მისი მსხვერპლი ამაო არ ყოფილიყო.ხუთწუთიანი უშედეგო ბრახუნის შემდეგ საკეტმა გაიჩხაკუნა და წელს ზემოთ შიშველი ონიანი ცბიერი ღიმილით გაიჩხირა კარში.
ონიანს ლელაც მოყვა და ნიტას სახეზე ზიზღის ჩრდილებმა დაიწყო თამაში.
- მეგონა შენს შესაძლებლობებში დარწმუნებული იყავი და ნამდვილად მელოდი - დამცინავად შეათვალიერა ლელა და კვლავ ონიანს მიუბრუნდა - ხუთ წუთში თუ ჩემი ოთახი არ განთავისუფლდება ზედმეტი ხალხისგან,მე წავალ!

ნიტამ ოთახში შეაბიჯა და კურტკა იქვე მიაგდო.სავარძელში ჩაესვენა და მის წინ მდგარ გაოცებულ ლაშას ცივად შეხედა.
- აბა?იშოვე სხვა,თუ ისევ გინდა ქმრობა გამიწიო.
- ჯერ ერთი შენ უნდა გამიწიო ცოლობა,ჩემი ქმრული მოვალეობები მერე შევათანხმოთ,მეორეც,მე ზუსტად შენ მინდიხარ ნიტა და ამას შეგიძლია მამაკაცური ახირება დაარქვა,ან რაც შენ მოგინდება.ერთია,შენ აუცილებლად უნდა გამხდარიყავი ჩემი ცოლი და ეს რომ ასე იქნებოდა უკვე შეგპირდი...
- გეყოფა ლაქლაქი...ჩემი მეგობარი!შენ ახლავე დარეკავ იქ სადაც დარეკვას აპირებდი და თეონას საუკეთესო ექიმებს ჩააბარებ,მან უნდა იცოცხლოს,დანარჩენი მეორე ხარისხოვანია ჩემთვის!
- თეონას მაქსიმუმ ოთხ საათში წაიყვანენ აქედან,შენ შენს მეგობრებთან მოაგვარე,ჩემს ხალხს პრობლემები რომ არ შეუქმნან.
- ლაშა!ერთადერთი რამე დაიმახსოვრე,ჩვენ შორის რაც არ უნდა მოხდეს,შენ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ხარ,ვინც საკუთარ თავზე მეტად მეზიზღება.
- დამიჯერე ძვირფასო,ეგ საერთოდ არ მადარდებს - მხრები აიჩეჩა ონიანმა და ტელეფონს დასწვდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa
ნანახია: 1023 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
შეიძლება ითქვას რომ რაღაცით ჰგავს შინაარსით სხვა ისტორიებს თუმცა მომწონს შენეული წერის სტილი და ვნახოთ აბა როგორ გაგრძლედება, ველი ახალ თავებს
avatar