რექვიემი (3)
15.08.2017, 20:05
ახალი ცხოვრება დაიწყო.ახალი ყველა გაგებით.თეონა იმავე ღამეს გადაიყვანეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში და გადაუდებელი ოპერაციაც ჩაუტარეს.დანარჩენი მის გამძლეობაზე და სიცოცხლის წყურვილზე იყო დამოკიდებული.ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებდნენ,მაგრამ შანსი იმაზე ბევრად მეტი იყო,ვიდრე აქამდე,უფროსწორად ახლა თეონას გადარჩენის შანსი მაინც არსებობდა და ეს ერთადერთი იყო რაც მას საშუალებას აძლევდა ეცოცხლა.ბიჭებთან ამ ყველაფრის ახსნა საშინლად გაუჭირდა.უფრო მეტიც - ვერ შეძლო და არც განსაკუთრებულად უცდია.ცუდი იყო თუ კარგი ეს მისი ცხოვრება იყო და უნდოდათ ეს თუ არა მათ პატივი უნდა ეცათ ნიტას არჩევანისთვის.ყველა ხვდებოდა,რომ რაღაც რიგზე ვერ იყო,მაგრამ რა ხდებოდა ბოლომდე მაინც ვერ ხვდებოდნენ.საზოგადოებაში ლაშა და ნიტა ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ წყვილს გავდნენ,რაც მათთვის გამორიცხავდა იმ ვარიანტს,რომ ნიტა ფულის გამო გახდა ლაშას ცოლი და საერთოდ თეონას შესწირა საკუთარი თავი.მეორე მხარეს კი ალექსი იყო,რომელიც ნიტას ერთადერთ სიყვარულად ესახებოდათ.ლევანის,ნიკას და ლუკას თავში ყველაფერი აჯაფსანდალივით აირია,ალექსიც არ ენახათ მას შემდეგ და საერთოდ იმასაც ვერ ხვდებოდნენ რა საჭირო იყო ასეთი სასწრაფო ქორწილი.ვერ იგებდნენ როდის გამოჩნდა ონიანი ნიტას ცხოვრებაში.ვერ იგებდნენ როდის გადაიყვარა ალექსანდრე და შეიყვარა ლაშა ან საერთოდ რატომ?!ონიანი არავის ეხატებოდა გულზე.ანდაც ვის მოეწონებოდა გულქვა,ცივი და უკმეყი მამაკაცი,რომელსაც საშინლად ცივი თვალები და გამაღიზიანებელი ქცევები ჰქონდა
ნიტასთვის კი ნამდვილი ჯოჯოხეთი იმ საღამოდან დაიწყო როდესაც ონიანს მიაკითხა და ცოლობაზე თანხმობა განუცხადა.ლაშამ ტელეფონი მოიმარჯვა და რამდენიმე წამში ფრანგულად ალაპარაკდა.რაღაც პერიოდის განმავლობაში ჩუმად იყო,მხოლოდ პერიოდულად ეთანხმებოდა მოსაუბრეს,შემდეგ რაღაც უთხრა და ტელეფონი იქვე ფეხებთან მიაგდო.
- შენებს დაურეკე,სამ საათში მაინც თვითმფრინავი დაჯდება და თეონას მოაკითხავენ,ჰოდა წამოსაყვანად ხალხი რომ მივა პანიკა არ დაეწყოთ.
ნიტამ უხმოდ მოიმარჯვა ტელეფონი და ლევანს მისამართი უკარნახა.დაახლოებით ნახევარ საათში სამივე იმავე სასტუმროს ნომერში იჯდა,რომელშიც ნიტა და ლაშა.ონიანს მშვიდი,გულრგილი მზერა ჰქონდა,ნიტა დაძაბული იყო და მძიმე საუბრისთვის ემზადებოდა.ხელები გაუოფლიანდა,ეს ბავშვობის ჩვევა იყო.ყოველთვის,როცა რამეს განიცდიდა ხელები ეოფლებოდა და ეს უფრო მეტად უბნევდა სათქმელს.
- ბოლოსდაბოლოს იტყვი ან შენ რა გინდა აქ,ან ჩვენ? - მოთმინება ამოეწურა ლევანს და ნიტას შეხედა
- წესიერად! - შეუღინა ონიანმა და სავარძელში შესწორდა
- შენ საერთოდ ვინ ხარ?! - საბოლოოდ დაკარგა მოთმინება ლევანმა და სკამიდან წამოიწია.
- ლევან! - ხმა გაეყინა ნიტას,როცა იგივე მოძრაობა მის გვერდით მჯდომმა ონიანმაც გაიმეორა. - დაწყნარდით!ლევან,ლაშა,თქვენ ორივემ კარგად იცით,რომ ბოლო რამდენიმე კვირა ადამიანს არ ვგავარ და პატივი დამდეთ,ნერვები მოთოკეთ,მითუმეტეს ამის შემდეგ ხშირად მოგიწევთ ერთმანეთის ნახვა და არ მინდა თქვენ შორის რაიმე დაძაბულობა არსებობდეს.
- ჰოდა თქვი რა ხდება?ალექსი უკანმოუხედვად გავარდა,არც კი გაგვესაუბრა,შენ პალატაში ჩაიკეტე და მერე შენც გიჟივით გავარდი იქიდან,მერე ზარებს არ პასუხობ,ბოლოს გვკადრულობ და რაღაც მისამართზე გვთხოვ მოსვლას,მოვდივართ და ეს გვიბღვერს,შენც სარგადაყლაპულივით ზიხარ და ხმას არ იღებ,პლუს ყველაზე კარგად იცი,რომ ლევანი დიდი მოთმინების უნარით არ გამოირჩევა. - მშვიდად ამოთქვა ლუკამ და ჯერ ლაშას,შემდეგ ლევანს ჭკვიანი თვალებით გადახედა.
- რამდენიმე საათში საავადმყოფოში ექიმების ჯგუფი მოვა.ისინი თეონას სამგზავროდ მოამზადებენ და საფრანგეთში წაიყვანენ სადაც კვალიფიციური ექიმები მიხედავენ.ოპერაციასაც გაუკეთებენ და...თეონა გამოჯანმრთელდება.აქ იმიტომ მოგიყვანეთ,რომ ასეთი რამის უთქვენოდ გაკეთება არ მინდოდა,თქვენ დამთანხმდებით თუ არა მე თეონას მაინც გავუშვებ სამკურნალოდ,უბრალოდ მინდა თქვენც იცოდეთ,ამასთან ერთად ლუკა შენ შეგიძლია გაყვე.
- ჰო მაგრამ,ფული?! - ამოილუღლუღა ლუკამ - ძალიან ბევრ ფულზე იყო საუბარი და შენ ეს ფული დღეს დილით არ გქონდა.
ლუკას სიტყვებზე ლევანს ცივად ჩაეცინა.
- ფული პრობლემა არაა - ნიტას ნაცვლად უპასუხა ლაშამ - ხარჯებს მე დავფარავ.
- მოდი ერთი გამარკვიე ბოლოსდაბოლოს ვინ ხარ შენ და რატომ დაფარავ იმ ხარჯებს,რომლებიც ჩვენი თავშისახლელია?! - ნერვების მოთოკვა მაინც ვერ შეძლო ლევანმა
- ლევან, ლაშა ჩემი საქმროა და ვფიქრობ მეტი პატივისცემა გმართებს! - სიტუაციის განმუხტვა სცადა ნიტამ
- ვინ ვარ გაიგე,რატომ ვაკეთებ და ალბათ იმიტომ,რომ ნიტას ბედნიერება ჩემთვის ყველაზე მთავარია...მე ვფიქრობ თქვენ პრობლემები არ უნდა გქონდეთ.მე ვიცი,რომ დიდი ხანია რაც თქვენი მეგობარი ავადაა და შეიძლება ითქვას უკანასკნელ დღეებს ითვლის,რაც ნიტაზე საშინლად მოქმედებს.ჩემთვის მთავარი მისი ჯანმრთელობა და ბედნიერებაა,ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და აქ ფული მეორეხარისხოვანია.თეონა გამოჯანმრთელდება,ნიტა აღარ იდარდებს და ვფიქრობ ყველაფერი კალაპოტს დაუბრუნდება.
- ბიჭებო,ნურაფერზე ნუ ფიქრობთ თეონას გარდა,მთავარი ახლა მისი კარგად ყოფნაა - ამოილუღლუღა ნიტამ და გაჭირვებით შეიკავა თავი,როცა საკუთარ ხელზე ონიანის მარმარილოს ქვასავით ცივი თითები იგრძნო.
- ახლა მე დავიბენი, თანაც სერიოზულად...ალექსი?! - ჩვეულად მოიფხანა კეფა ნიკამ და თან განაგრძო - მე მაინც ვფიქრობ,რომ შენ არ ხარ ვალდებული ამხელა თანხა გაიღო სრულიად უცხო ადამიანისთვის,მაგრამ თუ ეს შენი პირადი არჩევანია,მე ხმას არ ვიღებ.
- ალექსანდრეზე საუბარი არ მინდა,უბრალოდ იცოდეთ,რომ ეს თემა ჩემთან ტაბუდადებულია.
- მე ერთი რაღაც არ მესმის!როდის მოასწარი იმის გადაყვარება და ამის შეყვარება? - თავით ონიანისკენ ანიშნა ლევანმა და თვალებში ავი ბრაზი ჩაუდგა.
- რაღაც არამგონია ნიტას რამე ავალდებულებდეს,ეგ შენ აგიხსნას. - სრული სიმშვიდით შენიშნა ლაშამ და სიგარეტს მოუკიდა
- მე ეგ რაღაც არ მესმის ნიტა!თეონა თუ კარგად იქნება მე მაგ ფაქტს მივესალმები,აი დანარჩენში...არასოდეს არ ვეცდები გაგიგო,რომც ვცადო,მაინც ვერ გაგიგებ. - მშვიდად თქვა ლევანმა,შემდეგ ფეხზე წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდა.
- მოდი დაწყნარდი,ისიც დაწყნარდება...საავადმყოფოში მე და ლუკა დავხვდებით,შენ არაფერზე არ ინერვიულო. - ნიკამ შუბლზე აკოცა და შემდეგ ლაშას მიუტრიალდა - იცოდე,არაფერი არ უნდა ეწყინოს,არ უნდა იტიროს,არ უნდა დარდობდეს!უბრალოდ ბედნიერი უნდა იყოს.
ონიანმა უხმოდ,მაგრამ მთელი შეგნებით დაუქნია თავი და ნიტას შეფარვით გახედა.ქალი თავჩახრილი იჯდა,ერთ წამს ისიც მოეჩვენა,რომ ტიროდა,მაგრამ მხოლოდ მოეჩვენა.
ნიტა კი იჯდა და ფიქრობდა.მაშინაც,შემდეგაც.ყოველთვის რაღაც აფიქრებდა.უპირველესად კი ონიანის ოინები.დღემდე ვერ გაიგო,როგორ შეძლო ორი კაცისთვის ასე სწრაფად ვიზისა და საჭირო საბუთების შოვნა,უპრობლემოდ გადაფრენა საფრანგეთამდე და მათი იქ დაბინავება.ვერ ეგუებოდა იმ ფაქტს,რომ ამ კაცში ერთდროულად რამდენიმე პიროვნება ცხოვრობდა და ვერც იმას ეგუებოდა,რომ ყველა მათგანი სძულდა.


^^^
ონიანი სიტყვის კაცი აღმოჩნდა.ზუსტად სამ საათსა და ოცდათვრამეტ წუთში,საავადმყოფოში,სადაც თეონას ღრმა ძილით ეძინა,ფრანგი ექიმების შვიდკაციანი ბრიგადა გამოცხადდა.მთავარ ექიმს საბუთები და ლიცენზია წარუდგინეს,აუხსნეს,რომ დღეიდან ისინი იზრუნებდნენ პაციენტზე და საამისო დოკუმენტაციაც მოიშველიეს.შემდეგ უკვე მათ პაციენტს შეაკითხეს და გულმოდგინედ გასინჯეს.სამგზავროდ მზადებამ სულ რაღაც ნახევარი საათი წაიღო.
ლუკამ გაცილებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.დამშვიდობებას ვერასოდეს ვერ იტანდა.უკანასკნელად ვისაც დაემშვიდობა დედა იყო,რომელმაც ბედნიერი ცხოვრება უსურვა და ბავშვთა სახლში დატოვა.მას შემდეგ ლუკას არავისთვის უთქვამს ისეთი სიტყვები,როგორიცაა “ნახვამდის” ან “მშვიდობით”.გამონაკლისი არც ახლა იყო,ბიჭებს უსიტყვოდ ესმოდათ მისი.მათ თუ გადაიტანეს ის ფაქტი,რომ მშობლები ზედმეტ ტვირთად თვლიდნენ,ლუკამ ვერ გადაიტანა და მისი ეს ახირება დისკომფორტს არავის აღარ უქმინდა.
ხუთ საათსა და ოცდასამ წუთზე თვითმფრინავი,რომელშიც თეონა იწვა ჰაერში აფრინდა.
- წესით ახლა უკვე ჰაერში უნდა იყვნენ - მარცხენა ხელს დახედა ონიანმა და ამინდზე უფრო მოღუშულ ქალს დაძაბულმა გახედა.
- ძალიან კარგი,ახლა შემიძლია დავიძინო.
- ბევრი ბარგი გაქვს აქ? - მოულოდნელად საერთოდ შეცვალა თემა ონიანმა და დივანზე მიწვა
- გკითხე ბევრი რამე გაქვს წამოსაღები აქედან?ხვალ თბილისში ვბრუნდებით და მაინტერესებს რამდენად სწრაფად შეძლებ მომზადებას.
ნიტამ ერთხანს ჩუმად უყურა ონიანის მარმარილოს ქანდაკებასავით გამოკვეთილ თეთრ ნაკვთებს.სიყვითლეშეპარულ,ჩაცვენილ ყვრიმალებს და რაღაც უცნაურად მოელვარე თვალებს,შემდეგ მხრები აიჩეჩა და სივრცეს გახედა.
ლაშა კატასავით სწრაფად და ჩუმად წამოიწია,დემონსტრაციულად ჩამოუჯდა სავარძლის კიდეზე და საოცრად გრძელი,უცნაურად სწორი თითები ნიკაპში ჩაავლო.ო,რა ცივი იყო ეს ერთი შეხედვით მომხიბვლელი თითები.ალმასივით მოელვარე თვალებში სიძულვილის და შეუბრალებლობის გრძნობა ორი ფერივით აირია ერთმანეთში და გალიაში გამომწყვდეულ მრისხანებად იქცა.
- მე დეტალებს ხშირად ვუღრმავდები.არც ისე მარტივი პიროვნება ვარ და მიუხედავად ამისა წესებს მკაცრად ვიცავ.წესების მკაცრად დაცვა შენც გევალება,წინააღმდეგ შემთხვევაში დაისჯები. - ლაშა ნელა დაიხარა,ქალს საფეთქელზე გაყინული ტუჩები მიადო და ისე აკოცა,ნიტას თავიდან ფეხებამდე გააჟრჟოლა.ონიანი უკიდურესად დაბალი ხმით აჩურჩულდა - წესი ნომერი პირველი:არასოდეს არ გაბედო ჩემი დაიგნორება.

ლაშა ფეხზე წამოდგა და საძინებელს მიაშურა.ნიტა ჯერ კიდევ ვერ იაზრებდა რა მოხდა.ონიანის ცივმა ტუჩებმა თავგზა აუბნია,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს თვით სიკვდილი ეამბორა და იქნებ ასეც იყო.საკუთარ თავს ცოცხლად აღარ თვლიდა.გაჭირვებით ადგა და იქვე დივანზე მიწვა.ათიოდე წუთიც არ იყო გასული,რომ გამოეღვიძა.თავიდან ვერ გაიაზრა რა ხდებოდა,შემდეგ კი,როცა ნახევრად შიშველმა ონიანმა საძინებელში შეიყვანა და საწოლზე ფრთხილად დააწვინა,ტვინისკენ გაქცეულმა სისხლმა ცივი შხაპივით იმოქმედა და საშინელი შეკივლების შემდეგ ნიტა საბოლოოდ გამოფხიზლდა.
- ნუ წიკვინებ. - მშვიდად ჩაილაპარაკა ლაშამ და საბანი წაახურა.
- რა ჯანდაბას აკეთებ?შენ გგონია რადგან ცოლობა მაიძულე ოდესმე შენთან დავწვები?!
ონიანმა არაფერი უპასუხა,ქალს აგდებით შეხედა,შემდეგ კი დაამატა
- ტანსაცმელი გაიხადე და საწოლში ჩაწექი!
ნიტა არ აპირებდა მისი ბრძანების შესრულებას,მაგრამ ლაშას თვალებმა მასზე ჰიპნოზივით იმოქმედა.შიშმა ფეხის ფრჩხილიდან თმის უკანასკნელ ღერამდე დაუარა და მექანიკურად გაექცა ხელი მაისურისკენ.
- ეგეც!
და ნიტამ ბიუსტჰალტერიც შეიხსნა.ნელნელა გაუარა სიმორცხვემ და მისი ადგილი არნახულმა მძვინვარებამ დაიკავა.
ქვედა საცვლის ამარა დარჩენილი ნიტა სუნთქვის დაოკებას ამაოდ ცდილობდა.საშინლად უნდოდა ახლა სამზარეულოში გაქცეულიყო,რომელიმე დანა აეღო და ამ მწვალებლისთვის გულში ღრმად ჩაესო,მაგრამ სურვილი უფრო ძლიერი იყო,ვიდრე გამბედაობა.
ლაშას ცივი ტუჩები კვლავ აღმოჩნდა ნიტას ყურებთან.ონიანმა ღრმად ამოიხვნეშა და ქალს ნიჟარაზე ნაზად მოეფერა.ნიტას გააკანკალა და ზიზღი სხეულს ბუსუსების სახით ამოასკდა.
- ახლა კი ძილინებისა.

^^^

თბილისამდე ხმა არცერთს ამოუღია.ნიტა თეონაზე ფიქრობდა,რომელიც ახლა უკვე საავადმყოფოში იწვა და ოპერაციისთვის ემზადებოდა.წარმოიდგინა საავადმყოფოს დერეფანში ატუზული ლუკა,რომელიც ნერვიულად სცემდა ბოლთას და ცერა თითს ბავშვივით ღეჭდა.უნებურად ჩაეღიმა.იმ ფაქტმა,რომ მისი მსხვერპლი უკვალოდ არ ჩაივლიდა ოდნავ შეუმსუბუქა განსაცდელი.წარმოიდგინა წლების შემდეგ ლუკა და თეონა ერთად,მათი შვილები,ბევრი შვილები და კიდევ ლევანი,ნიკაც.ლევანის გახსენებამ ისევ აუშალა სევდიანი ფიქრები და უნებურად ამოიოხრა.შეკრთა.თვითონვე გააოცა საკუთარმა რეაქციამ,გრძნობებმა,რომლებსაც ეგონა აჯობა.შეფარვით ონიანს გახედა,რომელიც ფანჯარაში იყურებოდა და რაღაცაზე ფიქრობდა.უცნაურად მოეჩვენა ეს ყველაფერი,წუხანდელი მამაკაცისგან არაფერი დარჩენილიყო.წამით ისიც კი დაუშვა,რომ ეს ყველაფერი საშინელი და თან აუცილებელი სიზმრის ნაწილი იყო,სიზმრები კი აუცილებლად მთავრდება.ონიანს სახის კანზე სიყვითლე შეპარვოდა,ტუჩები მკაცრად მოეკუმა და თითქმის არ სუნთქავდა.თვალებმა ყველაზე მეტად შეაშინა,გუშინდელი ყინული უკვალოდ დამდნარიყო და მის ადგილას სიმარტოვე,ტკივილი,რაღაცის დაუძლეველი სურვილი ისე იყო არეული,ნიტამაც ვერაფერი გამოარკვია.საბოლოოდ მართლა იწამა,რომ ახლა სხვა კაცთან ერთად იჯდა ვაგონში და კაცმა არ იცის საით მიდიოდა.მოულოდნელად ალექსი გაახსენდა,გული ისე საშინლად შეეკუმშა სუნთქვა ვეღარ შეძლო და საშინლად ამოიხავლა.
- რა დაგემართა? - მოულოდნელად ლაშას სახიდან სიყვითლე გაქრა და ტუჩებიც კი გაუთეთრდა კანთან ერთად
- კარგად ვარ!
- ექიმს დავუძახებ.
- გითხარი კარგად ვარ მეთქი! - ნიტამ ხელი აუკრა და ზურგი შეაქცია.
ონიანი ცოტახანს ჩუმად იჯდა.ალბათ ისევ ფიქრებმა წაიღო,მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო სიჩუმე მისმა გამოზომილმა და ფრთხილმა სიტყვებმა დაარღვია.
- ნიტა მომისმინე!ჩვენ ორმა ერთად უნდა ვიცხოვროთ,გინდა ეს თუ არა.არ მინდა სახლში მუდმივი მესამე მსოფლიო ომი.მაგრად არ გაინტერესებს,მაგრამ მე საკმარისი ქაოსი მქონდა ცხოვრებაში და მეორედ მის შემოშვებას აღარ ვაპირებ,პატივს დამდებ ამას შენც თუ გაითვალისწინებ.
- ხვდები მაინც,რომ ახლა საერთოდ არაა მაგაზე საუბრის დრო?
- დრო...დრო!არასდროს არაფრის დრო არაა და ყოველთვის ყველაფრის დროა.დრო ერთადერთი რამეა რის დამორჩილებაც არ შეგიძლია.ერთადერთი რაც შეგიძლია მისი მაქსიმალური გამოყენებაა.დროს ნუ დაკარგავ,ხვალ შეიძლება აღარ იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი დაგრჩეს უთქმელი.სიტყვებს კი ხანდახან ყველაფრის შეცვლა შეუძლიათ და უბრალოდ ძალიან ცუდია,როცა ასეთი სიტყვები უთქმელი რჩება.
- ერთ რაღაცას ვერ ვხვდები... - ჩაფიქრებულმა იკითხა ნიტამ - რატომ მაინც და მაინც მე?!
- თავს რჩეულად ნუ ჩათვლი,მე უბრალოდ სასწრაფოდ მჭირდება გვერდით ქალი,რომელიც სრულ ნდობას გამომიცხადებს,ანუ ცოლი.ცუდი სახელი უნდა ჩამოვირეცხო,თორემ ჩემი ჩია ინვესტორი აღარ დამაფინანსებს და მილიონიან პროექტს დავკარგავ,ეგ კიდევ ჩემთვის გაკოტრების ტოლფასია და შენ ადვილად მიხვდები რა ძნელია მწვერვალიდან მიწაზე თავით დანარცხება.
იმ დღეს ერთად ვიმგზავრეთ,შენ საუბრობდი,გეგონა მეძინა,მაგრამ ასე არ იყო.ადამიანი ვარ და სულმა წამძლია,მოგისმინე.მივხვდი,რომ სერიოზული პრობლემა გქონდა,ჩემნაირი კაცისთვის შენი ვინაობის დადგენა საკმაოდ მარტივია,ასე გიპოვე.შენ ჭკვიანი ქალი ხარ ნიტა,ამას ვხვდები და მე ჭკვიანი ქალი ძალიან მჭირდება.
- ცუდი სახელი?!
- ჩემს ინვესტორს გონია რომ მის ცოლთან ვწევარ - დამცინავად და ცოტა ისტერიულადაც გაეცინა ლაშას.წამიერად ვერც ნიტამ შეიკავა სიცილი
- მერე?!მართლა წევხარ,თუ?
- არა...ახლა აღარ.
- ყოჩაღ - თავი გააქნია ნიტამ და ლაშას გაურკვეველი ფერის თვალებს,რომელიც ახლა ლურჯი იყო უინტერესო მზერით მიაშტერდა - მე და შენ გარიგება დავდეთ და თანამზრახველები ვართ.საზოგადოებაში მე იმას გავაკეთებ,რაც გინდა რომ გავაკეთო,მაგრამ...არ დაივიწყო ის ფაქტი,რომ ერთადერთი ადამიანი , ვინც სამყაროში საკუთარ თავზე მეტად მძულს შენ ხარ და არც ის დაივიწყო,რომ რამდენჯერაც არ უნდა დავწვე შენთან,იმ დროს ერთადერთ მამაკაცზე ვიფიქრებ და ეს მამაკაცი ალექსი იქნება.
ონიანს გაეღიმა,გესლიანად,ავად და დაცინვით.თხელი მუდამ მოკუმული ტუჩები ამაზრზენმა ღიმილმა გაუპო.
- იცი,ნიტა?! იმ ინვესტორის ცოლსაც უყვარს თავისი ქმარი,მაგრამ მაგ ფაქტმა სულ არ შეუშალა ხელი ფეხების ასოთხმოცი გრადუსით გაშლაში.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa | ტეგები: undefined, (3), რექვიემი
ნანახია: 1208 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar