რექვიემი (4)
18.08.2017, 01:27
მანქანის ფანჯარას მიყრდნობილი გაჰყურებდა ქალაქს და რაღაც უცნაური ფიქრი აეკვიატებინა.ფიქრიც არ იყო,უფრო იდეა.რა იქნებოდა ახლა კარი რომ გაეხსნა,მანქანიდან გადასულიყო და მტკვარში გადამხტარიყო?სიკვდილზე არასოდეს უფიქრიაო ვერ დააბრალებდით,მაგრამ არც სამუდამო,უგონო მარადისობაზე ფიქრით გაუცხელებია თავი არასდროს.უეცრად წარმოიდგინა,რომ დიდ მუქ სასახლეში უძრავად იწვა.წარმოიდგინა სიკვდილის თანმდევი პროცესი,წარმოიდგინა რომ არაფერი ესმოდა,ვერაფერს გრძნობდა და იმდენად შეეშინდა ფიზიკურადაც შეეტყო.
- ნამდვილად კარგად ხარ? - ისე უჩურჩულა ლაშამ მძღოლს რომ არ გაეგო და შუბლე ხელი მიადო - მგონი სიცხეც გაქვს.
- კარგად ვარ,არაფერი მიჭირს - ამოილუღლუღა ნიტამ და თვალები დახუჭა.
მისი ცხოვრება კონკიას ცხოვრებას დაემსგავსა,ოღონდ იმ განსხვავებიტ,რომ თავად საკუთარი პრინცი არამცთუ არ უყვარდა,ძულდა კიდეც.მატარებლიდან ჩამოსვლისთანავე მძღოლმა მოაკითხათ და სახლში წაიყვანათ.ქალაქს,რომელშიც გაიზარდა,ვეღარ ცნობდა.ეგონა სადღაც სხვაგან წაიყვანეს,ის ქუჩები ეუცხოვებოდა,რომელ ქუჩებსაც ყოველდღიურად დაუყვებოდა ხოლმე ფიქრში გართული.
- ნიტა მოვედით - მშვიდად ჩაილაპარაკა ლაშამ და მანქანიდან გადავიდა,საბარგულიდან პატარა ჩანთა ამოიღო და მძღოლი გაუშვა.

ბინა საერთოდ არ შეეფერებოდა იმ ფაქტს,რომ მისი მფლობელის ქონება მრავალნულიანი რიცხვით იყო შეფასებული.გემოვნებით მორთულ ბინას მხოლოდ სამზარეულო,სააბაზანო,სამუშაო ოთახი,მისაღები ოთახი და ერთი საძინებელი ჰქონდა.
- რამდენიმე დღე აქ ვიყოთ და მერე გადავიდეთ დიდ სახლში. - ფანჯრები გახსნა ლაშამ და თან საუბარი განაგრძო - დაღლილი იქნები,საძინებელი იქითაა,შეგიძლია წახვიდე და დაიძინო.
ნიტა უხმო იდგა შუა ოთახში.მთელი სხეული უხურდა და საშინლად სციოდა.ამ ამაზრზენი მამაკაცისთვის ხმის გაცემა არ უნდოდა,საშინლად არ უნდოდა მასთან საუბარი,მაგრამ კიდევ ერთი წუთიც და ალბათ ჩაიკეცებოდა.
- ლაშა,გემუდარები,ფანჯრები დახურე - როგორც იქნა აჯობა გრძნობებს და ამოილუღლუღა
ონიანი სწრაფად მივიდა ქალთან და მისი სახე ხელებში მოიქცია.
- მგონი სიცხე გაქვს,წამოდი საწოლში ჩაწექი და ტემპერატურა გაიზომე.
ნიტა ექიმი იყო,უფრო სწორად წარმატებული სტუდენტი,რომელსაც დიდ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ.ნიტა მომავალი ქირურგი იყო და თავადაც კარგად ხვდებოდა რომ საშინლად ავად იყო.ტემპერატურა სულ უფრო ემატებოდა და ისიც იცოდა ეს კარგად არ დასრულდებოდა.საკუთარ ორგანიზმს კარგად იცნობდა,ტემპერატურა იმიტომ არ მოემატა,რომ გაცივდა ან რამე მსგავსი,უბრალოდ მისი სხეული სულთან შედარებით საოცრად სუსტი იყო და ასეთ ემოციურ დატვირთვას ვერ უძლებდა.უკვე გონება ებინდებოდა და ბოლოს გაითიშა კიდევაც.გადაქანცულს მკვდარივით ჩაეძინა.
გონს რომ მოვიდა ჯერ კიდევ ბნელოდა.იქვე,საწოლთან მოწეულ სავარძელში ლაშა იჯდა და მშვიდად სუნთქავდა.ტუმბოზე მიგდებულ მის ტელეფონს დაწვდა და საათს შეხედა.ხუთის ნახევარი იყო.ერთ საათში გათენდებოდა.
ლაშამ ამოიხვნეშა და სავარძელში გვერდის შეცვლა სცადა.ღრმა ძილით ეძინა.თითქოს რაღაც საშინელი ესიზმრებაო,ტუჩები ზუსტად ისე მოეკუმა,როგორც მატარებელში და თითქმის არ სუნთქავდა.ბოლოს სიზმარმა საბოლოოდ წაართვა თავი და რამდენიმე წუთში ოფლში გახვეულ ონიანს გამოეღვიძა.ნიტამ გვერდის შეცვლა მოასწრო და თავი მოიმძინარა.ონიანს დაუწყო ქურდულად მზერა.ლაშამ ამოისუნთქა და შუბლს მომსკდარი ოფლი ხელის კანკალით შეიმშრალა.სახე ხელებში ჩარგო,ერთ წუთს გაუნძრევლად იჯდა,შემდეგ ნიტასკენ წაიწია და შუბლზე ფრთხილად შეეხო.ტემპერატურას შედარებით დაეწია.ონიანი ფრთხილად წამოდგა და საძინებლიდან გავიდა.რამდენიმე წუთში უკან დაბრუნებულმა ტანსაცმელი გაიძრო და საწოლში ნიტას გვერდით შეწვა.ცოტახანს პირქვე იწვა და რაღაცაზე ფიქრობდა,სუნთქვა გახშირებოდა,შემდეგ ნიტას მოეჩვენა რომ ონიანმა მკვეთრად გააქნია თავი,ზურგი შეაქცია და თვალები დახუჭა.ცოტახანში ნიტასაც ჩაეძინა.

თითქმის შუადღე იყო რომ გამოეღვიძა.ლაშა უკვე წასულიყო,ეშმაკმა იცის სად.ალბათ სამსახურში.გაჭირვებით აზიდა საკუთარი სხეული საწოლიდან,ყველა კუნთი სათითაოდ სტკიოდა.კართან მივიდა და ჩაკეტა.სახლში სასიამოვნოდ თბილოდა,მაგრამ სიცივემ მაინც აიტანა და მიხვდა თითქმის შიშველი დადიოდა.ლაშას ყველაფერი გაეხადა მისთვის.ტანსაცმელი საძინებელში იპოვა და როგორც იქნა ჩაცმაც შეძლო.სხეული იმაზე მეტად სტკიოდა,ვიდრე წარმოდგენა შეიძლებოდა.საშინელ ხასიათზე იყო,წამიერად შუა მისაღებში გაჩერდა და გემოვნებით მოწყობილ ოთახს ყურადღებით დააკვირდა.უცებ მომხდარმა მთელს სხულში დაუარა და იატაკზე დასცა.გაჭირვებით მიხოხდა კედელთან,ზურგით მიეყრდნო და ატირდა.
გონს კარის გაუთავებელმა ბრახუნმა მოიყვანა.ტირილი როდის შეწყვიტა არ ახსოვდა,უბრალოდ აღარ ტიროდა.კართან ფრთხილად მივიდა და სწრაფად გახსნა,როდესაც კარს იქით ონიანის მეტისმეტი სიბრაზისგან გაწითლებულ სახეს მოჰკრა თვალი.
- ჩაგეძინა?გავიყინე - წაიდუდუნა ლაშამ და ქურთუკი საკიდზე დაკიდა
ნიტამ არ უპასუხა,უბრალოდ მხრები აიჩეჩა და საძინებელს მიაშურა.
- ნიტა წამლები მოგიტანე,დანიშნულებაც პარკში დევს.ექიმმა თქვა აუცილებლად დალიოსო...ჰო და კიდევ,მანქანის ტარება ხომ იცი?
ლაშა ცოტახანს ელოდა პასუხს და რომ არავინ გაეპასუხა თავადაც საძინებელს მიაშურა.ნიტა საწოლზე იჯდა,თავი მუხლებში ჩაერგო და ტიროდა.ლაშა ცოტახანს გაუნძრევლად იდგა ღია კარში და მისთვის ერთობ უჩვეულო სურათს გულგრილი შეჰყურებდა.არ უკვირდა,რომ მასზე ვერანაირ გავლენას ვერ ახდენდა ის ფაქტი,რომ ფულის გამო სრულიად უცხო გოგოს ცხოვრება დაუნგრია და თანაც როგორ.აღარ უკვირდა,რადგან დიდი ხანია ადამიანური გრძნობები მისთვის ისეთივე უცხო გამხდარიყო,როგორც საკუთარი თავი.ბოლოს თავი ვალდებულად ჩათვალა და ქალს საწოლზე ჩამოუჯდა.წლების განმავლობაში პირველად იგრძნო ვიღაცის მიმართ ვალდებულება,ეს ვიღაც კი ქალი იყო.ო!როგორ სძულდა იმ მომენტში ატირებული ქალი,მაგრამ ვალდებული იყო და ამის გამო ორმაგად ეზიზღებოდა.ბოლოს როგორც იქნა დაიოკა ყელში გაჩრილი ბურთი და მხარზე შეეხო.
- ლაშა გეხვეწები თავი დამანებე,შენს ხასიათზე არ ვარ! - ხელი აუქნია ნიტამ და საკუთარ მუხლებს უფრო მაგრად ჩაეხვია.
- ნიტა,მისმინე...
- ლაშა დამანებე თავი! - ბოლო ხმაზე იღრიალა ქალმა და თავი ასწია.თვალები ჩაწითლებოდა,სახე დანამვოდა და ტუჩები უკანკალებდა.თვალებში კი სიცარიელესთან ერთად ტკივილი ჩამდგარიყო და ნელ - ნელა სრულიად იკავებდა მის ადგილს.
- ნება შენია,უბრალოდ ვიფიქრე ლუკასთან საუბარი გენდომებოდა. - ლაშა წამოდგა და ოთახიდან ისე გავიდა ნიტას ძახილისთვის ყურადღება არ მიუქცევია.
ათი წუთის შემდეგ უკანვე შემობრუნდა,აბაზანიდან ახალგამოსულმა თმები შეიმშრალა და ტანსაცმლის კარადას მიადგა.
- ლაშა.
- რა?!
- ლუკას ელაპარაკე?
- ჰო.
- მერე რაო?
- დარეკვა თუ გინდა დაურეკე და დაელაპარაკე, მე ფოსტალიონი არ ვარ! ტელეფონი მანდ დევს და ბოლოს შემოსულ ნომერზე დარეკე.
ონიანმა საჭირო ტანსაცმელი აარჩია და გასასვლელად გამოეწყო.ჩანს ის,ვისაც უნდა შეხვედროდა მნიშვნელოვანი პიროვნება იყო,რადგან ლაშა განსაკუთრებულად ემზადებოდა.ნიტასთვის,რომელიც ლუკას გაცხარებული ესაუბრებოდა ყურადღება თითქმის არ მიუქცევია.
- აბა,რაო?
- ჯერჯერობით არაფერი,ისევ ისეა - ჩაილაპარაკა ნიტამ და თვალები დახუჭა.
- მე გავდივარ,მნიშვნელოვანი შეხვედრა მაქვს და ალბათ დამაგვიანდება,შენ არამგონია წამოსვლა გინდოდეს,ამიტომაც არ შემოგთავაზე...
- კარგი ქენი - ირონია გაურია ხმაში ნიტამ
- დამამთავრებინე! - დაიღრინა ონიანმა და შუბლი შეიკრა - მანქანის ტარება ხომ იცი?ან მოდი მძღოლს გამოგიგზავნი,გადი შენს სახლში და რაც გჭირდება,რაც გინდა წამოიღე...და კიდევ - ლაშამ ამ სიტყვებთან ერთად ხელში პლასტიკური ბარათი შეათამაშა - ეს გამომართვი.შენთვის დავამზადებინე.ალბათ დაგჭირდება დღესაც,იყიდე შენთვის საჭირო ნივთები,თან საჭმლის მოტანაც ვერ მოვასწარი,შენ კიდევ კარგი კვება გჭირდება,წუხელ საშინლად იყავი...მძღოლს რომ გამოვგზავნი დაგირეკავ და თვითონაც შეგატყობინებს აქ რომ იქნება.სადაც გინდოდეს ნებისმიერ ადგილას შეგიძლია სთხოვო წაყვანა,შენს განკარგულებაშია.
ნიტამ უხმოდ დაუქნია თავი.ლაშა სახლიდან გავიდა,თუმცა ხუთიოდე წუთის შემდეგ უკანვე ამობრუნდა და კარზე კვლავ ბრახუნი ატეხა.
- გასაღების დატოვება დამავიწყდა. - ხელში სასწრაფოდ შეაჩეჩა გასაღები და ლიფტს არც დალოდებია ისე დაეშვა კიბეებზე.

^^^
ნოემბერს უკვე ყველა ყელში ამოეყვანა.გაუთავებლად წვიმდა,თუ არ წვიმდა უსიამოდ ცრიდა და სიცივე ძვალ - რბილში ატანდა.ქალს ამინდისთვის შეიძლება ითქვას შეუფერებლად ეცვა,იმ დღეს,როცა სახლიდან გავიდა ასე არ ციოდა,არც წვიმდა.მანქანის კარი გახსნა თუ არა სიცივემ ერთიანად დაუარა სხეულში და კანკალმა აიტანა.სიცივეზე მეტად ეს შიშის რეფლექსი იყო.სიცოცხლეზე მეტად ეშინოდა ახლა იმ სახლის,რომელშიც ბევრი,ბევრი ბედნიერი საათი გაეტარებინა.
- მე დაგელოდოთ თუ წავიდე და მერე მოვიდე? - მორიდებით იკითხა მძღოლმა და ქალს გახედა
- შეგიძლიათ წახვიდეთ,როცა დამჭირდებით მე თვითონ დაგირეკავთ.

ნიტას დაბრუნება სამეზობლოს არ გამოჰპარვია.მართლაცდა იქ სადაც ნტა ცხოვრობდა ყველას გააოცებდა ის მანქანა,რომელმაც ნიტა მოიყვანა.მანქანის კარი ჯერ კიდევ ღია იყო,ის კი იდგა გაშეშებული და ვერ გაეგო,გაეშვა მძღოლი უკან თუ თან გაყოლოდა და სამუდამოდ დაევიწყებინა ეს ყველაფერი.ეშინოდა,რომ თუ იმ სახლში ფეხს კიდევ ერთხელ შეადგამდა,იქიდან გამოსვლას და ლაშას სახლში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდა და თეონაც დაიღუპებოდა.
- ხომ არ გადაიფიქრეთ? - ჰკითხა ერთიანად გაყინულმა მძღოლმა და ქალი ფიქრებიდან გამოიყვანა
- მაპატიეთ,გავერთე ფიქრებში.არა!წადით და თვითონ დაგირეკავთ.
მანქანა დაიძრა.ნიტამ ღრმად ამოისუნთქა და სადარბაზოში შევიდა.
ერთი...
ორი...
სამი...
ადრე სულ რაღაც ოცდასამი კიბის ავლა უწევდა,ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეს ოცდასამი ერთიასად გაზრდილიყო და თან ვიღაცას მხრებზე მისთვის მძიმე ჯვარი დაედგა.გაჭირვებით მივიდა კარამდე და გასაღები წვალებით მოარგო.
სახლში შეაბიჯა თუ არა მარტოობის და კიდევ რაღაც უარესის,სიცარიელის გრძნობა დაეტაკა და ლამის კედელს მიანარცხა.როგორც იქნა გამოერკვა.გონს რომ მოვიდა კარი ღია იყო,თვითონ კი ერთიანად გათოშილიყო და კანკალებდა,არც ის ახსოვდა იატაკზე როდის ჩამოჯდა და არც ის,როდის ატირდა.უეცრად რაღაცის ფაჩუნმა გააშეშა,სუნთქვაც კი შეიკრა ისე ჰგავდა ეს ხმაური თეონას ფრთხილი ნაბიჯების ხმას.ტანზე ხორკლმა დააყარა,იწამა,რომ ახლა რომელიმე ოთახიდან მომღიმარი თეონა გამონარნარდებოდა და გაუღიმებდა,რომ განვლილი მძიმე დღე მხოლოდ მისი დაუცხრომელი ფანტაზიის ნაყოფი იყო და მეტი არაფერი.მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა,თავადაც იცოდა არც მოხდებოდა.უბრალოდ ხანდახან იმედი ერთადერთი რამეა,რაც სიცოცხლეს გვაიძულებს,თუ კი ჰქვია საერთოდ ამას სიცოცხლე.
ნიტამ საბოლოოდ გააანალიზა,რომ ყველაფერი კარგი წარსულში დარჩა და ამის შემდეგ არაფერი აღარ იქნებოდა ისე კარგად როგორც ადრე.ახლა მიხვდა,რა ბედნიერი ყოფილა იმ დღეებშიც კი,როცა ტკივილისგან გასიებულ ცრემლებს ღამღამობით ჩუმად ყლაპავდა.ფეხზე წამოდგა,კარი დაკეტა.ჯერ ოთახები გაანიავა,შემდეგ მაგარი ყავა გაიკეთა.საკუთარ სახლში დაბრუნებამ ცოტა არ იყოს დაამშვიდა,მაგრამ უეცრად ონიანის ცივი თვალები გაკრთა გონებაში და განწყობა ისევ გაუფუჭდა.მოგონებები ეთამაშებოდნენ და იმ გადაწყვეტილებისთვის სჯიდნენ,რომელიც მიიღო.საკუთარი ქვეცნობიერი უთხრიდა ძირს.
კარადიდან ჩემოდანი გადმოიღო და საკუთარი ნივთები მოხვეტა.დრო ისე გავიდა ვერც გაიგო.მერე ერთი იდეა დაებადა თავში,რა იქნებოდა ახლა ლაშასთვის რომ დაერეკა და აეხსნა,რომ ქორწილამდე საკუთარ სახლში დარჩენაზე არ იტყოდა უარს?ლაშასთან დარეკვა არ დაჭირვებია,თვითონ დაურეკა.უმართავი ზიზღის გრძნობა ისე მოაწვა ხელები აუკანკალდა და გაჭირვებით შეძლო ეპასუხა.
- გისმენ ლაშა.
- სად ხარ ნიტა?!
- ჩემს სახლში.
- ისევ?
- ისევ.
- კარგი,მე გამოგივლი და ერთად წავიდეთ.
- ლაშა არსად წასვლის თავი არ მაქვს.
- ერთ საათში მზად იყავი,გამოგივლი.
- მისამართი მაინც იცი?
- ვინც შენ მოგიყვანა ის მომიყვანს მეც,ამან იცის. - ცოტა ხნის დუმილის შემდეგ კი დაამატა - გახსოვს რომ გითხარი ახალ სახლში უნდა გადავიდეთთქო?
- მახსოვს.
- ჰოდა ახალ სახლში უნდა გადავიდეთ.ერთ საათში მანდ ვიქნები და ეცადე მალე მომემზადო.

ნიტამ ტელეფონი იქვე მიაგდო და ჩაფიქრდა.ცოტა არ იყოს ეჩვეოდა ლაშას და მისი ხმის გაგონებისას საკუთარ ზიზღს აკონტროლებდა.
- რაო,ფულის ტომარამ? - მოესმა ვიღაცის საშინლად ბრაზიანი,გატეხილი ხმა და ერთიანად აკანკალდა.
წეღან,როცა საბოლოოდ მოვიდა ნიტა გონს,საკუთარი სხეულიდან ყველანაირი გრძნობა განდევნა და გულგრილობას მისცა თავი.ახლაც,სასწრაფოდ დაირეგულირა პულსაცია,გრძნობები,საკუთარი თავის კონტროლი შეძლო და ზუსტად იმავე მზერით მიაჩერდა ალექსს,როგორც მაშინ,როცა უკანასკნელად ნახა და სიმართლე გაუმხილა.
- აქ რას აკეთებ ალექს? - დამცინავად შეხედა მამაკაცს,რომელსაც ერთ დროს ყველაზე კარგად იცნობდა,არაფერი ქონდა საერთო მის წარსულ ანალოგთან.
- შენ გელოდებოდი - ალექსის ლურჯ თვალებს ტკივილი ისე შეესისხლხორცებინა,გეგონებოდათ დაბადებიდან მისი თანმდევიაო.
- მე რატომ მელოდი ალექს? - ნელ - ნელა უფრო დამცინავი ხდებოდა ნიტას ტონი.
- მიყვარხარ ნიტა და იმიტომ - ნიტასდაგასაოცრად ალექსის ხმა უეცრად დამშვიდდა
- მე არ მიყვარხარ - ჩაილაპარაკა ქალმა,მაგრამ რაღაც იდუმალი,ეჭვნარევი იყო ეს სიტყვები.
ალექსს სევდიანად გაეღიმა,მაგრამ ყველაფერი იყო ეს ღიმილის გარდა.
- რამდენიც არ უნდა ილაპარაკო,შენს თვალებს ტყუილი არ შეუძლიათ ნიტა და რამდენ კაცსაც არ უნდა მიყიდო საკუთარი თავი,შენს თვალებში იმას ვერასოდეს ვერავინ ვერ დაინახავს,რასაც მე ვხედავ.
- ილუზიებს იქმნი ალექს.მიყვარდი,მართლა მიყვარდი,მაგრამ ყველაფერი მორჩა გესმის?რატომ არ შეგიძლია უბრალოდ ადგე,წახვიდე და დამივიწყო?
- იმიტომ,რომ ეგ რომ გავაკეთო,ჩვენს სიყვარულს შევაფურთხებ და ჩვენი გრძნობა არ ყოფილა ასეთი ცუდად მოპყრობის ღირსი.
ალექსის ყოველ პასუხთან ერთად სუსტდებოდა ქალი და ნელ - ნელა ისე დაპატარავდა,ეგონა ჭიანჭველა იყო ევერესტის ფონზე.ერთ წამს ისიც კი ინატრა,ლაშა მალე მოვიდესო,მაგრამ რომ დაფიქრდა რა შეიძლება მოჰყოლოდა მის აქ მოსვლას გადაიფიქრა.თვითონ უნდა დაესრულებინა ყველაფერი.
- ლაშას მიმართ ვგრძნობ ახლა იგივეს...
- რას?
- ლაშა მიყვარს.
- თვალებში შემომხედე და ისე მითხარი,თუ ასე მეტყვი დავიჯერებ.
ნიტამ თვალები ალექსის თვალებს გაუსწორა და წარბშეუხრელად გაიმეორა იგივე.
ალექსს ნირი შეეცვალა,დამცინავად ჩაიღიმა და ქალს ჯიქურ მიაშტერდა.ისეთი მზერა ჰქონდა,ნიტას სისხლი გაეყინა ძარღვებში.
- მაპატიე ნიტა - ჩაილაპარაკა მკაცრად
- რა,რა გაპატიო?
- არ მოგცემ უფლებას სხვისი იყო. - ალექსი მკლავში მაგრად ჩააფრინდა და გასასვლელისკენ გაათრია
- უკვე სხვისი ვარ და ხელი გამიშვი - განწირულმა იკივლა ნიტამ და თვალები ცრემლებით აევსო.
ალექსზე ჰიპნოზივით იმოქმედა ქალის სიტყვებმა.
- რა თქვი?
- ლაშასთან ვიწექი,არც თუ ისე ცოტახნის წინ და მალე შვილიც გვეყოლება...ალექს შეიგნე,რომ ლაშა მიყვარს და მისი ცოლი მაინც გავხდები,გინდა ეს თუ არა.მაპატიე ალექსანდრე,უბრალოდ მაპატიე და წადი.დამივიწყდე...
- ეს...შენ...მატყუებდი...მატყუებდი და ამ დროს სხვას უწვებოდი საწოლში?
- ალექს გეყოფა - ნიტა კვლავ აიტანა შიშმა
- შე კახპა - ამოიღმუვლა მამაკაცმა და უკანასკნელი რაც ნიტამ დაინახა ალექსის მარჯვენა იყო,რომელიც ალბათ მოხვდებოდა კიდეც სახეში,რომ არა ვიღაც მესამე პირი.
- აბა!აბა!მოუსვი აქედან თუ არ გინდა ცხვირ - პირი მიგინაყო- დაიღრინა ონიანმა და ალექსს ხელით იმდენად ძლიერად უბიძგა,ბარბაცით მოისროლა.
შემდეგ,როცა ნიტა ამ დღეს იხსენებდა და ეს არცთუ იშვიათად ხდებოდა,პირველი რაც ახსენდებოდა,ონიანის სახე იყო,მისი გამომეტყველება და ის უსაზღვრო ზიზღი,რომელსაც ალექსის მიმართ გრძნობდა.სახე გაფითრებოდა,თვალებში თითქოს ცრემლი ედგაო,თითქოს იმ ადამიანს უყურებს ვინნც სამყაროზე მეტად სძულსო,თითქოს მისი მოკვლაც უნდოდა და ამავდროულად ამოუხსნელი სიამოვნება ტრიალებდა მის თვალებში როცა ალექსს დამცირებულს და შეურაცხყოფილს ხედავდა.
- ესე იგი შენ ხარ ლაშა?!
- შენი საქმე არაა მე ვინ ვარ,წადი აქედან - როგორც იქნა დაიოკა ნერვები ონიანმა და ნიტას მშვიდად შეხედა - მზად თუ ხარ ჩადი ქვემოთ მანქანაში დამელოდე,შენს ნივთებს მე წამოვიღებ...გასაღები დამიტოვე კარსაც მე დავკეტავ.
- არ წავალ - გაჯიუტდა ქალი
- წახვალ ნიტა!აი უკვე მიდიხარ - თვალიო თვალში გაუყარა ლაშამ და ქალი უკუსვლით გავიდა ბინიდან,მანამდე კი მუდარის თვალებით ჯერ ლაშას შეხედა,შემდეგ ალექსს,რომელიც ცდილობდა იმ შოკიდან გამოსულიყო,რომელიც წინა დღეებში დაიწყო.
- ათი მეტრის რადიუსზეც რომ მიუახლოვდე,მოგკლავ! - ონიანის მუქარა სიმართლეს მოკლებული არ იყო.
- განანებ,ამას განანებ,აუცილებლად განანებ! - დაიღრინა ალექსმა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავარდა.
ონიანმა სიგარეტს მოუკიდა,ღრმა ნაფაზი დაარტყა,შემდეგ საძინებლიდან ნიტას ჩემოდანი გამოათრია,ფანჯრები დაკეტა,სახლის კარიც გამოკეტა და კიბეზე დაეშვა.
მანქანაში რომ ჩაჯდა პირველი რაც თვალში მოხვდა ნიტა იყო.არ ტიროდა,უფრო მეტიც არც კი ემჩნეოდა,რომ რამდენიმე წუთის წინ ასეთი საშინელი რაღაცის გადატანა მოუხდა.არ იცოდა რაზე ფიქრობდა ამ დროს ქალი.ნიტას კი ერთადერთი სიტყვა უტრიალებდა გონებაში “კახპა”.
- წადი - უბრძანა მძღოლს ლაშამ და მანქანა დაიძრა.
წვიმდა.ნიტამ მორიდებით გახედა ონიანს.ვინ იცის,ის რომ არა რა შეიძლებოდა მომხდარიყო.ლაშა ფიქრებში წასულიყო,შემდეგ,თითქოს იგრძნო,რომ მას უმზერდნენ და თავადაც გადახედა ქალს მეტყველი თვალებით.ნიტას გააჟრჟოლა,ლაშას თვალები აღარ იყო ცივი,სიძულვილით სავსე.მის თვალებში საშინელი ტკივილი,ვიღაცისადმი მონატრება,რაღაცის მძაფრი სურვილი და სინანული იკითხებოდა.მომენტალურად შეებრალა კიდევაც მამაკაცი,რომელიც რამდენადაც საშიში იყო,ორმაგად საწყალობლად გამოიყურებოდა ახლა,ბოლოს ვეღარ გაუძლო ამ ყველაფერს.ალექსის თვალები გაახსენდა,მის თვალებშიც კი არ იყო ამდენი ტკივილი რამდენიც ლაშას უცნაური ფერის თვალებში.ერთი წუთით იფიქრა,რომ არაფერი არ ყოფილა დადგმული,რომ ონიანს დიდი ხანია უყვარდა და ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლი იყო მის ხელში ჩასაგდებად,რამაც ომაგი ზიზღი გაუჩინა ლაშას მიმართ.
მაგრამ ცდებოდა და ეს თავადაც იცოდა.ლაშას დიდი ხანია არ იცნობდა,მაგრამ იმ მამაკაცთან კატეგორიას ნამდვილად არ მიეკუთვნებოდა,ვინც ქალისთვის ამხელა რამეზე მიდის.ონიანი ამაყი იყო,ძალიან ამაყი და ვინ იცის,იქნებ სწორედ ეს სიამაყე იყო იმის მიზეზი,რომ ბედნიერი არ იყო.ნიტა უეცრად შეკრთა,ამ ახალმა აზრმა საბოლოოდ წაართვა ძალა და ლაშას მიმართ ზიზღის გრძნობა უცნაურმა,სიბრალულის უკიდეგანოდ ძლიერმა გრძნობამ დაიკავა.ლაშა არ იყო ბედნიერი,და იქნებ არც არასდროს ყოფილა,ანდაც იქნებ იმდენად დიდი ხნის წინ იყო ეს ყველაფერი,რომ უკვე დავიწყებოდა საერთოდ რა იყო ბედნიერება.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa | ტეგები: (4), undefined, რექვიემი
ნანახია: 1272 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar