რექვიემი (5)
04.09.2017, 02:54
- შენ შეგიძლია წახვიდე და რამდენიმე დღით დაისვენო - მძღოლს გაუღიმა ლაშამ და მხარზე ხელი მეგობრლად დაჰკრა. - არ გადმოხვიდე,მე მივხედავ,ბავშვთან წადი,თორემ ლაპარაკს რომ ისწავლის პირველი ვისაც შეაგინებს მე ვიქნები.
- მინი შვებულებას მაძლევ? - გაიღიმა მძღოლმაც
- რაც გინდა ის დაარქვი,წადი და ცოტახანს თვალით არ დამენახო,რომ გიყურებ სამსახური მახსენდება და ვკვდები - ხელები გაასავსავა ლაშამ და საჩქაროდ ნიტას გახედა,რომელიც საცოდავად აბუზულიყო მანქანასთან და სიცივისგან კანკალებდა.
- მეტი არაფერი გახსენდება ჩემს დანახვაზე?
- შენი დაბღვერილი შვილი...
- თუ დაგჭირდე დამირეკე
- მაგას არ გამოგაპარებ - ლაშამ ხელი ჩამოართვა,შემდეგ საბარგულიდან ჩემოდანი გადმოიღო და ჭიშკარი გახსნა.
ჭიშკრიდან სახლამდე დიდი გზა იყო გასავლელი.ფილებით მოკირწყლული გზა სახლის წინ მდგარ პატარა,მაგრამ საკმაოდ მიმზიდველ შადრევანს წრეს ურტყამდა და სახლში ასასვლელ ორმხრივ კიბესთან მთავრდებოდა.სახლი დიდი იყო,სამსართულიანი,განიერი.იმ ბარბის სახლს გავდა ბავშვობაში რომ თამაშობდა და ოცნებობდა,დიდი რომ გაიზრდებოდა ზუსტად ასეთი ჰქონოდა.ოცნება აუხდა,ეს სახლი იმაზე უფრო ლამაზი იყო,ვიდრე მის ოცნებებში,მაგრამ...კარგად იცოდა,რომ ამ სახლში ბედნიერების არცერთი დღე არ ელოდა.თავს საშინლად გრძნობდა,იმ უდაბნოსავით გამოფიტულიყო,საუკუნეების განმავლობაში რომ არ უხილავს მაცოცხლებელი წვიმის არცერთი წვეთი.ლაშამ კარი გახსნა და სიგნალიზაცია გამორთო.ნიტას ჩემოდანი,რომელსაც მთელი გზა მოაგორებდა,იქვე კედელთან დატოვა.ნიტა ჯერ კიდევ გარეთ იდგა და შიგნით შესვლას ვერ ბედავდა.
- ნიტა მოსაწვევს თუ ელოდები,არ მოგივა...შენს სახლში ვერ დაგპატიჟებ. - კარს მიეყრდნო ლაშა და ფიქრებში გაფრენილ ნიტას პირქუში გამომეტყველებით მიაჩერდა.ბოლოს მიხვდა,რომ ქალი სადღაც შორს დაფრინავდა,მკლავში ჩაავლო ხელი და სახლში შეაფრიალა. - არ გცივა მაინც?
- ჰა?!რა?! - თვალები ააფახულა ქალმა
- არაფერი,უბრალოდ ძალიან დაფრინავ,ცოტაც და გაიყინებოდი...მოკლედ წამოდი ახლა ცოტას დაგათვალიერებინებ,მერე რაც გინდა ის ქენი ყველაფერი შენს განკარგულებაშია.
- როგორ თბილა - ლაშას არც კი უსმენდა.ინტერიერით გაოცებული თავისთვის ბუტბუტებდა და ცნობისმოყვარე ბავშვივით აცეცებდა თვალებს.
- ახლა თუ არ გაიხდი,შეიწვები - ლაშა კარგ ხასიათზე იყო,ან ცდილობდა ყოფილიყო.ნიტას ისევ არ გაუგია მისი ნათქვამი,მოთმინება დაკარგულმა ონიანმა ფრთხილად შეუხსნა ქურთუკის ღილები და იქვე მიაგდო. - საერთოდ ამ პლანეტაზე ხარ?
- საერთოდ ამომასუნთქებ? - პატარა ბავშვივით გაწითლდა ნიტა და კოპები შეიკრა.
- ისუნთქე,ვინ გიშლის - დანებების ნიშნად აწია ხელები ლაშამ - ჰა,გამოფხიზლდი ბოლოსდაბოლოს თუ ვერა?
- რაღაც კარგ ხასიათზე მეჩვენები - წაიბუტბუტა ნიტამ და ზიზღით აიბზუა ტუჩები.
- ცუდ ხასიათზე რატომ უნდა ვიყო? - მხრები აიჩეჩა ონიანმა - ბოლოსდაბოლოს მშვენიერი დღე იყო.
- ლაშა! - აღმოხდა მღელვარებისგან გათანგულ ნიტას და ონიანს გახედა,რომელმაც თავი ოდნავ გაიქნია და ყურადღებით მიაჩერდა.ნიტა ღრმად სუნთქავდა.გამალებით ცდილობდა,მაგრამ ცრემლების შეკავება არ გამოსდიოდა. - საერთოდ...საერთოდ გული გაქვს?
- ექიმის კვალობაზე ზედმეტად სულელური კითხვა ხომ არ დამისვი? - სახე დაუსერიოზულდა ონიანს,მაგრამ უკან დახევაზე არც უფიქრია?
- შენ...წარმოდგენა მაინც გაქვს დღეს რა გადავიტანე? - ბოლო ხმაზე იყვირა ნიტამ
- იმაზე ბევრად მეტი საშინელების წარმოდგენა შემიძლია,რაც შენ დღეს გადაიტანე,ასე რომ,ჰო!და მერე რა?
- საერთოდ არ გეცოდები?ოდნავადაც არ გეცოდები? - უკანასკნელ იმედს ჩაებღაუჭა ნიტა
- რატომ უნდა მეცოდებოდე ნიტა? - თვალი თვალში გაუყარა ქალს.
- ჩემი დაქალი რამდენიმე ასეული კილომეტრით შორს სიკვდილს ებრძვის და მე მხოლოდ ჯდომა და ლოდინი შემიძლია,ადამიანი,რომელიც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს მე თვითონ გავაგდე ჩემი ცხოვრებიდან და საერთოდ ის ერთეული პიროვნებებიც დავკარგე,ვისთან ურთიერთობასაც ვახერხებდი...ერთ დღეში ყველა და ყველაფერი დავკარგე!საერთოდ გესმის მაინც ეს რას ნიშნავს?! - ნიტა ისტერიულად ტიროდა,ხმა უკანკალებდა და სიტყვებს ყლაპავდა.
- ყველა არ დაგიკარგავს ნიტა,მე გყავარ - მშვიდად შენიშნა ლაშამ და ქალს ისე შეხედა,თითქოს შუშის ჭურჭელი ყოფილიყოს.
ნიტას გააჟრჟოლა.ისევ ის უცნაური გამოხედვა,ისევ ის აკვიატებული აზრი ონიანის ბედნიერებაზე.მომენტალურად კვლავ შეებრალა ონიანი.მუდმივი ავადმყოფური იერი წაშლოდა და ერთიანად გაფითრებულიყო.სამყაროში ყველაზე უბედურ ადამიანს ჰგავდა და ნიტას საკუთარი სიტყვები პირზე შეახმა,მაგრამ მისდა გასაოცრად,თითქოს ლაშამ იცოდა რაზე ფიქრობდაო,ძალიან მშვიდად და ამასთან საშინლად გატეხილი ხმით აღმოხდა ონიანს:
- უბედური არ ხარ ნიტა,საერთოდ არ ხარ - ორივე ხელი მხრებზე მოხვია და სულ ოდნავ მოუჭირა - შენ მაშინაც უბედური გეგონა შენი თავი,როცა ბავშვთა სახლში დაგტოვეს და ფიქრობდი,რომ ეს ყველაზე დიდი უბედურება იყო სამყაროში.როცა თეონა ავად გახდა,მიხვდი,რომ ამაზე დიდი უბედურებებიც არსებობს ვიდრე მშობლის მიერ შვილის დატოვებაა.რადგან თეონა შენთვის მარტო მეგობარი არ იყო,ის შენი არჩევანი იყო.სხვა ბევრ გოგოში გამოარჩიე და დაუმეგობრდი,შენ კიდევ ვერ დაუშვებდი შენს არჩევანში შემცდარიყავი,ან მას რამე დამართნოდა.ორმაგად დაიტანჯე ნიტა,რადგან გეგონა შეცდი.გეგონა საუკეთესო მეგობარში შეცდი,რადგან ის ავად გახდა და ამ აზრის გამო,რომელიც ტვინში ღრმად გაგიჯდა - ონიანმა ორი თითი მიუკაკუნა საფეთქელზე სულმთლად გადაფითრებულ ქალს და განაგრძო - საკუთარი თავი შეიზიზღე.ბოლოსდაბოლოს მშობლების არჩევა შენთვის არავის მოუნდვია,აი თეონა კი შენ აირჩიე,ის აზრიც შენ აირჩიე რომელსაც დაემონე და ისიც,რომ ამ აზრის გამო საკუთარი თავი უნდა შეგეძულებინა.საბოლოოდ,როგორც იქნა განთავისუფლდი ამ იდიოტური ფიქრებისგან და შენ და შენი ალტერეგო დემოკრატიულად შეთანხმდით,რომ საკუთარ უსუსურობაზე უფრო დიდი უბედურება არარსებობს,თეონას ავადმყოფობაც ამას გაგრძნობინებდა..მაგრამ,შენ საბოლოოდ მოგიწია ალექსზე და ლევანზეც კი უარის თქმა,თეონას გადასარჩენად,შენ მე გამომყევი,მე ამირჩიე,ისევ და ისევ თეონას გამო.საკუთარი არჩევანის გამო და ახლაც იგივეს ფიქრობ,რომ ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს და არც იარსებებს შენთვის.მაგრამ თეონა რომ ვერ გამოძვრეს,წარმოგიდგენია როგორ შეიცვლება ყველაფერი? .რაღაცნაირად მედეას მაგონებ,იასონის გამო ყველას და ყველაფერს რომ დაუპირისპირდა,იასონიც ხომ მისი არჩევანი იყო...მაზოხისტი ხარ ნიტა,ეგოისტიც ხარ,მაგრამ უბედური არა,რადგან წარმოდგენაც კი არ გაქვს რას ნიშნავს ყველაფრის დაკარგვა,აზრზე არ ხარ რა გრძნობაა როცა მართლა უბედური ხარ.
ონიანმა ცივად ჩამოასრიალა გამხდარი თითები ქალის აკანკალებული მხრებიდან და თვალებში ჩააშტერდა.ნიტა ღრმად სუნთქავდა,მაგრამ აღარ ტიროდა.ლაშას სიტყვებს ჰიპნოზივით ემოქმედა მასზე.ვერ ინძრეოდა,ვერ აზროვნებდა,სუნთქვაც კი უჭირდა.
- ახლა ხვდები რატომ არ მეცოდები? - დუმილი ისევ ონიანმა დაარღვია და ნიტას,რომელსაც მეტისმეტი აღელვებისგან ძალა წართმეოდა და კიბეზე ჩამომჯდარიყო,გვერდით მიუჯდა.
- რა გინდა ლაშა ჩემგან? - წუთიერი დუმილის შემდეგ აღმოხდა ქალს და ამოიოხრა - შენ ხომ სხვა ნებისმიერი გოგო დაგთანხმდებოდა.ისეც ხომ შეგეძლო იმ ფულის მოცემა...ჩემი ცხოვრების დაუნგრევლად,ხომ შეგეძლო ამის გაკეთება?ის ფული ხომ კაპიკებია შენთვის.
- ერთადერთი რაც შენგან მინდა სიმშვიდეა...ადრეც გითხარი,ჩემს ცხოვრებაში საკმაო ქაოსი იყო და მის უკან დაბრუნებას აღარ ვაპირებ.ასეთი სცენები აღარ მჭირდება,ვგონებ არც შენ.ჩემთან კამათი ძალას გაცლის ნიტა.ის გრძნობები,რომლებიც შენში ჯერ კიდევ ცოცხლობს,ჩემში დიდი ხნის წინ მოკვდა და ამ ყველაფრით მხოლოდ შენ ზარალდები...საკუთარ თავზე იფიქრე,ცხოვრებაში ერთხელ მაინც...
- რატომ მაინც და მაინც მე?! - იგივე კითხვა გაიმეორა დაპროგრამებულივით და ლაშას გახედა.
- იმიტომ,რომ ასე მინდოდა!შენი ცხოვრება მე არ დამინგრევია,შენი ცხოვრება არ დანგრეულა ნიტა.ადამიანები უცნაური არსებები არიან,განურჩევლად პრობლემისა,ყველაფერზე სახეს იხოკავენ,მაგრამ ჭრილობები უშუშდებათ.
- ყველა ჭრილობა არ შუშდება ლაშა!
- შუშდება...აბსოლიტურად ყველა.უბრალოდ,ნაწიბურები რჩება და ხანდახან ისეთი ღრმა,ჭრილობაზე მეტად მტკივნეულია მისი ტარება.ფიზიკური ტკივილი დროებითია,მაგრამ იმ ნაწიბურით გამოწვეული ტკივილი სამუდამო,აი ის ნამდვილად არასდროს არ შუშდება.უბრალოდ დროთა განმავლობაში ეჩვევი ტკივილთან ერთად ცხოვრებას და ისეთი აუტანელი აღარ გეჩვენება სიცოცხლე როგორიც აქამდე იყო.
- საიდან იცი?
- იმაზე ბევრად მეტი ვიცი,ვიდრე შენ წარმოგიდგენია - სევდიანად გაიღიმა ონიანმა - არაფერს არ გთხოვ,საერთოდ არაფერს.არც სექსს,არც თანაგრძნობას,არც ჩემი პრობლემების მოსმენას...უბრალოდ ჩემი ცოლი უნდა იყო და ხალხი უნდა ხედავდეს ამას...ესაა და ეს...და ჰო! - შუბლს მომდგარი ოფლი ხელის კანკალით მოიწმინდა ონიანმა და ორივე ხელი მუხლებს შორის მოიქცია - მაპატიე ნიტა,ამას არასდროს არ გავიმეორებ!და მინდა იცოდე,რომ უკან რომ დამაბრუნონ და ვიცოდე შენს ტანჯვას უნდა ვუყურო,მაინც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებდი და არც შენ შეცვლიდი რამეს.ახლა წამოდი,ოთახს გაჩვენებ!
ლაშა რეტდასხმულივით წამოდგა ფეხზე და კიბეს ბარბაცით აუყვა.ნიტას საძინებელში შეუძღვა,თვითონ კი სადღაც გაუჩინარდა.
ლაშა ოთახში არც შესულა.სიტყვის უთქმელად გაიუხურა კარი და გაქრა.ნიტამ გულგრილად მოათვალიერა მოზრდილი,ნათელი ოთახი,რომლის ჭერიდან იატაკამდე აზიდულ,აივანზე გასასვლელ კარსსქელი ფარდები ფარავდა და მზის სხივებს ოთახში შემოღწევის საშუალებას არ აძლევდა.ნიტამ ფარდები გადაწია და კარი გახსნა.მასიური შუშა მარჯვნივ გასრიალდა და მიწაზე ჩამოყრილი ნესტიანი ფოთლების მაცოცხლებელი სურნელით გაივსო ოთახი.ისევ წვიმდა.წვიმდა ისე,თითქოს არასოდეს აპირებს გამოდარებასო.ნიტა ფართო აივანზე გავიდა და სცადა ხელი დაესველებინა,მაგრამ აივანი იმდენად საიმედოდ იყო გადახურული,სიცივის მეტი ვერაფერი აღწევდა.ცივი,ზამთრის დადგომის მომასწავებელი ნიავი სცემდა სახეში და ცხვირ-პირს უყინავდა.
აივანი მოათვალიერა.საკმაოდ ფართო იყო,მარცხენა უკიდურეს კუთხეში პატარა მაგიდა იდგა,ზედ საფერფლე იდგა.მაგიდასთან კომფორტული სავარძელი იდგა,მის ზემოთ კი მომცრო წიგნების თარო.თაროზე ორი წიგნი იდო.”ტრამალის მგელი” ამოიკითხა ნარინჯისფერ ყდაზე და წიგნი გადაშალა.უცნაურია,აქამდე არ წაეკითხა.წიგნი მოცულობით ვერ დაიკვეხნიდა,ეპატარავა.კარი დახურა,სავარძელში ჩაჯდა და წიგნის დათვალიერება დაიწყო.სადღაც ბოლოსკენ სანიშნი იდო,ჩანს ვიღაც კითხულობდა.ვიღაც,ანუ - ლაშა.პირველ გვერდზე გადაშალა და კითხვა დაიწყო

ჰარი ჰალერის ჩანაწერები
მხოლოდ შეშლილთათვის.
ლაშას შეშლილობამდე აღარაფერი ეკლდა.არ გაკვირვებია წიგნის დასაწყისში მსგავსი წარწერის აღმოჩენა,მაგრამ ამან ცნობისმოყვარეობა უფრო გაუღვივა და კითხვა დაიწყო...

ლაშა პირველ სართულზე ჩავიდა და ბნელი დერეფნის ბოლოს დაკეტილი კარი ხელით მოსინჯა.გასაღები ვარაუდით მოარგო,ოთახში შევიდა.მტვრის სუნთან შეზავებულმა მარტოობამ ფილტვები ამოუვსო და პულსაცია აუჩქარა.ონიანი დამნაშავესავით შედგა ოთახის შუაში,რომელსაც არც ერთი ფანჯარა არ ჰქონდა და წყვდიადში გახვეულიყო.
ლაშამ ხელის ცეცებით მოძებნა მასიური მუხის მაგიდა,ზედ ვისკით სავსე ბოთლი და იქვე მდგარი ჭიქა შეივსო.მესამე ჭიქამ სიმშვიდე და ფორიაქი ერთად მოჰგვარა.მშვიდ ოკეანეში მოტორტმანე გემს დაემსგავსა.სევდიანი,რაღაცნაირი თვალებით სადღაც სიცარიელეში გაიხედა,თითქოს იქ რაღაც ეგულებოდა,რაღაცას ხედავდაო და მეოთხე ჭიქაც გამოცალა.
- მაპატიე - მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა და ოთახი დატოვა.
წამის შემდეგ საკეტმა გაიჩხაკუნა და კარი კვლავ ჩაიკეტა.
ალკოჰოლმა თავისი გაიტანა.ლაშამ მსუბუქი თავბრუსხვევა და მოთენთილობა იგრძნო.კიბის მოაჯირს დაყრდნობილმა,ნელა აიარა ყველა საფეხური და საძინებლის კარი შეხსნა.მომენტალურად იგრძნო როგორ გაქრა ყოველგვარი სიმთვრალისმაგვარი მისი სხეულიდან.
“-სად წავიდა? “ - ჰკითხა საკუთარ თავს და მაშინვე კიბეებთან გაჩნდა.ზემოდან გადმოჰხედა კართან მდგარ ჩემოდანს.საძინებელში დაბრუნდა და პირდაპირ კარს გაუსწორა მზერა,რომელშიც ფარდა მოყოლილიყო და ბოლომდე ვერ დაკეტილიყო.ლაშამ კარი გახსნა და აივანზე გავიდა.
წვიმდა...ორჯერ უფრო ძლიერად ვიდრე წეღან და ალკოჰოლით გახურებულ სხეულშიც კი შეატანა ცივად მქროლავმა ქარმა.გაოცებულმა ონიანმა მოკლედ შეკრეჭილ თმაზე გადაისვა ხელი და სულმთლად გალურჯებულ ქალთან დაიხარა.
ქალი ოთხად მოკეცილიყო,გადაშლილი წიგნი მკერდზე მიედო,მეორე ხელი თავქვეშ ამოედო და მშვიდად სუნთქავდა.ლაშამ წიგნი ფრთხილად აარიდა და ყდას დააკვირდა.გვერდზე სადაც ნიტა გაჩერებბულიყო,საკუთარი სანიშნი ჩადო და მაგიდაზე მიაგდო.ნიტასთან დაიხარა.სახე იმდენად ახლოს მიუტანა,ქალის ცხელი სუნთქვა სახეში ეფრქვეოდა.ნიტა ლამაზი იყო,რბილ,უკიდურესად ლურჯ ტუჩებს ბავშვივით აცმაცუნებდა,მაგრამ ამ ყველაფერმა ლაშაში არაფერი გამოიწვია.უბრალოდ აკვირდებოდა ქალს და მის სახეზე,რომელსაც ახლა არცერთი ნიღაბი ფარავდა,იმ დღეების კვალის ამოკითხვას შეეცადა,რომლის გადატანაც მოუხდა.
არაფერი...
მხოლოდ თოვლივით თეთრი კანი.
მშვიდი სუნთქვა.
მოლურჯო ტუჩები.
ლაშამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი და აუცილებლობის გრძნობით განმსჭვალულმა ქალი ხელში აიტაცა.საწოლში ჩააწვინა და ტანსაცმლის დახდა დაუწყო.მაისური,ბიუსტჰალტერი,შარვალი.ქვედა საცვლის ამარა დარჩენილმა ნიტამ საბანი ლაშას დაუხმარებლად წაიხურა,მაგრამ ონიანი არ მოეშვა.კარადიდან გადმოღებული საკუთარი მაისურო ჩამოაცვა და ზუსტად ისე დაიხარა მის სახესთან,როგორც რამდენიმე წუთით ადრე.
- რამდენი ქალი მინახავს და შენნაირი სულელი არც ერთი ყოფილა. - ონიანის ტონს ზიზღი დაჰკრავდა - მაგრამ,გაგიმართლა.ჯერ კიდევ მჭირდები.
ლაშამ მაშინღა იგრძნო როგორ დაღლილიყო და როგორ ერეოდა ძილი.ტანსაცმელი გაიძრო და საწოლში შეწვა.ნიტას ჩვეულად აქცია ზურგი,თითქოს მასში გაღიზიანებას იწვევდა ის ფაქტი,რომ ქალს მის გვერდით მისსავე საწოლში ეძინა.ლაშას ჩაეძინა.

^^^
ფერდაკარგული,შლეგიანივით ავარდა კიბეებზე და საკუთარ კარს დაუწყო ბრახუნი.მდგომარეობიდან იმდენად იყო გამოსული,აზროვნების ის პატარა ნამცეციც დაკარგვოდა,რომელიც გააჩნდა.საბოლოოდ გააანალიზა,რომ სახლიდან გასვლის წინ საკუთარი სახლი თავად ჩაკეტა გასაღებით და ახლაც,თავად თუ არ გახსნიდა ამას არავინ იზამდა.
გასაღები გაჭირვებით მოარგო კარს და სახლში შესვლას აპირებდა,,რომ კარს რაღაც ფურცელი მოსწყდა.უცნაურია,აქამდე რომ ვერ შენიშნა.ცივმა ოფლმა დაუფარა მთელი სხეული და ააკანკალა.ქაღალდი შეათვალიერა,კონვერტი იყო და შეიძლება ითქვას გახსნა აღარც ჭირდებოდა,ისედაც იცოდა შიგნით რაც იდო.ნებისყოფამ უღალატა და საჩქაროდ გახსნა.კარს ხელი ჰკრა,სახლში შევარდა და სასწრაფოდ გადარაზა.ფოტოსურათს,რომელიც კონვერტში იდო,კიდევ ერთხელ დახედა და არაადამიანურად იღრიალა.მდგომარეობიდან გამოსული ხმამაღლა ატირდა,ფოტო მეტისმეტი გააფთრებისგან ნაკუწებად აქცია და იატაკზე ჩაწურდა.გაყინულ რკინის კარს გახურებული კეფა მიადო.ვიღაც ძალიან მწარედ ეთამაშებოდა და წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ.
ალექსის ცხოვრებაში პრობლემები ნიტასთან დაშორებამდე ოდნავ უფრო ადრე დაიწყო.ნიტა უყვარდა,ძალიან უყვარდა.სამყაროში მასზე ძვირფასი არავინ არ გააჩნდა.თეონას ავადმყოფობასთან ერთად ალექსის უცნაური საქციელებიც დაიწყო და ამის გამო ნიტა ხშირად ფიქრობდა,რომ ალექსი რაღაცამ შეაშინა.ნიტა თუ არა ალექსი დარწმუნებული იყო,რომ ნიტა ამ აზრზე იდგა.ალექსს არ აშინებდა ის ფაქტი,რომ თეონასთვის ფული იყო საჭირო და ვინ იცის,ამხელა ფსიქოლოგიური წნეხი რომ არა,იქნებ ორჯერ მეტის შოვნაც მოეხერხებინა.ბოლო პერიოდში ალექსი ვერაფერზე ვერ ფიქრობდა,ვერაფერზე,გარდა იმ კონვერებისა,რომლებიც კართან თითქმის ყოველდღე ხვდებოდა.ეს კონვერტები უცნაურ,მძაფრ მოგონებებს ურევდა მის თავში და აზროვნების უნარს აკარგვინებდა,სიმართლის გამხელა კი ნიტასთვისაც ვერ გაებედა.შემდეგ იყო ნიტასთან უკანასკნელი შეხვედრა და ბოლოს დღევანდელი,სადაც საიდანღაც ონიანიც გამოჩნდა.ლაშაზე რაღაც-რაღაც ცნობები ინტერესის გამო შეეკრიბა და მის პიროვნებას ოდნავ მაინც გასცნობოდა,თუმცა ამაოდ.ისე კი,შეეძლო დაეფიცა,რომ ეს მამაკაცი,აქამდე არასდროს არსად არ ენახა.ალექსი საბოლოოდ აირია,ნიტასთან უკანასკნელმა შეხვედრამაც საშინლად ატკინა გული,ერთაერთი რაც სურდა თვითმკვლელობა იყო და ალბათ ასეც მოიქცეოდა,რომ არა ახალი გრძნობა,ახალი ტალღა,რომელიც მის ორგანიზმში აგორდა და მომაკვდავის აგონიიდან გამოსვლა აიძულა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa | ტეგები: (5), undefined, რექვიემი
ნანახია: 1115 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar