რექვიემი (6)
09.09.2017, 01:17
სიბნელისგან გაფართოებული ლურჯი თვალები გაახილა და გაჭირვებით მოიფშვნიტა.თავი უხურდა,სხეული უკიდურესად დაუძლურებული და გამოფიტული ჰქონდა.გამხმარი ტუჩები ნერვიულად გაილოკა.თავი საშინლად სტკიოდა,ისეთი შეგრძნება ჰქონდა,თითქოს ვიღაცამ ადუღებული რკინა ჩაასხა და ტვინი დაუდნო.სციოდა.ოთახის ტემპერატურისთვის შეუფერებლად კანკალებდა.მოცახცახე ხელი შუბლზე მიიდო და იგრძნო როგორ იშლებოდა სათითაოდ ყველა ცილა მის ორგანიზმში.საწოლიდან გაჭირვებით წამოდგა და ხელის ცეცებით მიაღწია ტანსაცმლის კარადამდე.სიცივე გაუძლებლად ეჩვენებოდა,საკუთარი კბილების ხმა თავს უბრუებდა,გული ერეოდა.არ დაუნახავს ტანთ რა ეცვა,არც ის შეუნიშნავს საიდან რას იღებდა,ლაშას მოსაცმელს დასწვდა და შიგ გაეხვია.ტემპერატურა სასწრაფოდ უნდა გაეზომა,წამალი დაელია.მისი ორგანიზმი სუსტი არ იყო,მაგრამ სტრესს საერთოდ ვერ იტანდა და ახლა რამე რომ არ ეღონა,ეს ყველაფერი კარგად ნამდვილად არ დასრულდებოდა.
დერეფანს გასცდა თუ არა სინათლე შენიშნა.კიბეს რამდენიმე სუსტი ბრა ანათებდა.ნიტამ გაჭირვებით შეძლო პირველ სართულზე ჩასვლა.სამზარეულომდე მისულმა ონკანი გახსნა და გრილი წყალი დალია.მაცოცხლებელმა სითხემ თავისი გაიტანა,ოდნავ დამშვიდდა,შიშმაც გადაუარა და აზროვნება დაიწყო.
“ - რა მჭირს?როგორ ჩამეძინა?ბოლოს აივანზე ვიყავი,შემდეგ?!შემდეგ რა მოხდა? - ნიტამ საფეთქლები ნერვიულად მოისრისა და ცრემლები წასკდა - რა მჭირს?!
- კარგად ხარ? - სადღაც შორიდან ჩაესმა ლაშას დაბოხებული,ნამძინარევი ხმა.
ონიანს თავი სტკიოდა,ალკოჰოლს ჯერ კიდევ ვერ გამოეღწია მისი ორგანიზმიდან.თვალებს გაჭირვებით ახელდა,მაგრამ რასაც მისი უკიდურესად დავიწროვებული თვალებით ხედავდა უცნაური იყო.მაგიდასთან იდაყვებში თავჩარგული ნიტა იჯდა და მხრები არაბუნებრივად უცახცახებდა - ნიტა ტიროდა.ტანზე მისი ძველი მოსაცმელი შემოეცვა,თმებში მაგრად აეხლართა თითები და ტიროდა.
- კარგად ხარ,ნიტა? - კითხვა გაიმეორა ონიანმა,როცა ქალმა ყურადღება არ მიაქცია.
ლაშამ პასუხი მეორედაც ვერ მიიღო.უფრო მეტიც,ქალის მდგომარეობამ შეაშინა.საშინელი სანახავი იყო,მოსაცმელს მაგრად ეკვროდა,კანკალებდა და რაღაც სიტყვებს ბუტბუტებდა.ლაშამ სკამი მის გვერდით დადგა და ჩამოჯდა.ქალს არც ამჯერად მიუქცევია ყურადღება
ბგერები,რომლებიც აქამდე გაურკვევლად ესმოდა სიტყვებად გარდაიქმნა და ლაშას განწირული ხმით ნათქვამი “რა მჭირს?!”მოესმა.ონიანმაც კი ვერ გაუძლო ქალის საცოდაობას,მარჯვენა ხელი ნიკაპში ამოსდო და თვალებში ჩახედა.
- რა დაგემართა? - ნიტას უცნაურმა გამოხედვამ საერთოდ აურია თავგზა,ერთ წუთს ისიც კი დაუშვა,რომ გოგონა ჭკუაზე შეიშალა. - ნიტა,რა დაგემართა? - ხმამაღლა იყვირა ლაშამ და მაგრად შეანჯღრია.
- არ ვიცი. - ჩაიჩურჩულა ქალმა და წყვილი ცრემლი მოწყდა მის თვალებს.
- როგორ თუ არ იცი,შენ ხომ ექიმი ხარ,რა დაგემართა? - ორჯერ უფრო მაგრად შეანჯღრია ქალი
- არ ვიცი...არ ვიცი...არ ვიცი - დაპროგრამებულივით იმეორებდა ქალი
- ჯანდაბა,იწვი - თითქოს გონს მოეგოო,ონიანმა ხმამაღლა შეჰყვირა - უბრალოდ სიცხე გაქვს,უბრალოდ სიცხე გაქვს და ბოდავ.მე კიდევ… -
ლაშა ფეხზე წამომოხტა და კარადების ქექვას მოჰყვა.შემდეგ მისაღებშში გავარდა და იქაურობის ჩხრეკა დაიწყო.
- სადღაც დავდე,ჯანდაბა სადღაც დავდე! - ყვიროდა გახვითქული ონიანი.
როგორც იქნა იპოვა,ის წამლები,რომლებიც ნიტასთვის იყიდა.იქვე თერმომეტრი მოიძია და ქალთან მიირბინა.ნიტა იგივე პოზაში დაუხვდა,როგორშიც დატოვა.კვლავ ციებიანივით კანკალებდა,კბილს კბილზე აცემინებდა.
- მოდი სიცხე გაიზომე და მერე წამალი დავლიოთ - შეეხვეწა ლაშა და ქალს,რომელმაც ორივე ხელი გაასავსავა,თერმომეტრი ჩაუდო.ხუთი წუთი ხუთ საუკუნედ გაიწელა.ნიტა არ წყნარდებოდა,ხელებს იქნევდა,ტიროდა,უცნობ ადამიანებს უხმობდა.
- ნიტა გეხვეწები დაწყნარდი - მოთმინება დაკარგული ონიანი მუქარაზე გადავიდა და როგორც იქნა ზუსტი ტემპერატურის შემოწმება შეძლო.ლამის გული წაუვიდა.39 გრადუსი...წამლებს ეცა და ექიმის დანიშნულება გაშალა.საჭირო აბი იპოვა,ჭიქა წყლით შეუვსო და მის გვერდით დაჯდა.
- დალიე! - ცხვირწინ დაუტრიალა წამლის აბი,მაგრამ ნიტა ყურადღებას არ აქცევდა.ლაშას უკიდურესად გალურჯებულ თვალებს ჩააშტერდა.
- ნიტა გეხვეწები დალიე,არ მინდა სასწრაფოს გამოძახება.
- თავი დამანებე! - ხელი აუკრა ქალმა და კვლავ მის თვალებს ჩააშტერდა.ლაშამ მოძრაობის უნარი დაკარგა,ქალის თვალებში ჩაბუდებული მისი წილი ზიზღი სიყვარულის გრძნობას შეეცვალა.ონიანი შეკრთა.წამალი და ჭიქა მაგიდაზე დადო და ქალს მიაჩერდა.ნიტამ ორივე ხელი სახეზე მოხვია და რაღაცნაირად გაუღიმა,სულ რომ არ შეეფერებოდა მის ახლანდელ მდგომარეობას.
- ძალიან ლამაზი თვალები გაქვს - ჩაიჩურჩულა ქალმა და მეტისმეტი ბედნიერებისგან ატირდა
- რას...რას ბოდავ? - ნიტას სიტყვებმა საბოლოოდ მოშალა ლაშა
- ძალიან მიყვარხარ ალექს,ძალიან მიყვარხარ - ნიტამ კვლავ გაუღიმა,ისევ ისე,როგორც პირველად და აკანკალებული ტუჩები ონიანის შუბლს ნაზად შეახო.
ლაშამ იგრძნო როგორ გაიყინა მის სხეულში არსებული სისხლის ყოველი წვეთი,შეერთდა ბლანტ სითხედ გადაიქცა და მისი კუნთის ყველა მოძრაობა დაბლოკა.მოზღვავებული მღელვარების დასაფარად,ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.
“- ბოდავს - ფიქრობდა ლაშა - ჯანდაბას...მთავარია წამალი დალიოს”
ლაშამ ნაძალადევად,მაგრამ მაინც გაუღიმა და წამლის დალევა კიდევ ერთხელ სთხოვა.ნიტამ უსიტყვოდ ჩამოართვა ჭიქა და წამალს წყალი მიაყოლა.
- ახლა წავიდეთ და დავიძინოთ - კვლავ ღიმილმა გაუპო თხელი ბაგეები ონიანს
- დავიძინოთ - დაეთანხმა ბედნიერი ნიტა და ლაშას გაჰყვა.
“-აი თურმე როგორი ყოფილა ბედნიერი ეს ქალი.როგორი უცნაური გამოხატვის მანერა აქვს,უხარია და ტირის...ტირის...უცნაურია,ყველაფერში გადამეტებულია,ყველაზე სულელია და ქალი,რომელსაც ყველაზე ძალიან უხდება ტირილი. - ლაშამ საკუთარი აზრების გასაფანტად თავი რამდენჯერმე გააქნია - ჯანდაბა!რატომ მებრალება?როდის გამიჩნდა მის მიმართ ასეთი გრძნობები?პრინციპში ზიზღის გრძნობა არც არასდროს დამიკარგავს და მაქედან სხვა დანარჩენამდე ერთი ნაბიჯია.ნეტავ მისი ცხოვრება ასეთ დღეში მე რომ არ ჩამეგდო,ისევ ისე შემებრალებოდა?იქნებ უფრო მეტადაც კი შემბრალებოდა,მე რომ არ ვიყო შუაში.
საძინებელში აღმოჩნდნენ თუ არა ნიტა მოსაცმელს დაეჯაჯგურა,მაგრამ გახდა ვერაფრით შეძლო.წამალს მოქმედება უკვე დაეწყო,მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი აკლდა სრულ ეფექტამდე.ერთია,ნიტას ძილი მოერია და სხეულზე კონტროლი დაკარგა.
- გახდაში დამეხმარე - სთხოვა ლაშას და ისევ ისე გაუღიმა.
“- ოდესმე მოგონდება?” - ძრწოლით გახედა გამხდარ,გასაცოდავებულ ქალს და ხელი შეაშველა,რომ არ დაცემულიყო.
- მცივა,საშინლად მცივა - ამოიკვნესა ქალმა და გაყინულ ლოგინში შეწვა.მის გვერდით მოწლიარე ონიანს მკერდზე ააცოცდა და გამდარი,ჯერ კიდევ ცხელი ხელები მოხვია.
- გათბი? - ჯერ კიდევ სველი თმები დაულაგა,მაგრამ ქალის პასუხი აღარ მიუღია,ნიტას ეძინა.ქალის სხეულის ფრთხილად მოცილება სცადა,მაგრამ ნიტა უფრო მაგრად ჩაეხვია და ძილი განაგრძო.ონიანმა ამოიოხრა და მანამ სანამ თვალებს დახუჭავდა საათს დახედა.ხუთი ხდებოდა,გათენებამდე რამდენიმე საათი კიდევ იყო...

^^^
ნიტას ავადმყოფობა რამდენიმე დღეს გაგრძელდა და შემდეგ უკვალოდ გაქრა.მაღალი ტემპერატურა,გულის რევა,საშინელი ნერვული აშლილობა,უმადობა,ყველაფერი ერთნაირად აეწყო და საწოლიდან წამოდგომაც ვერ შეძლო.ლაშას მინი შვებულება ჯოჯოხეთად იქცა.მისნაირი პიროვნებისთვისაც რთული იყო ქალის ისეთ მდგომარეობაში ხილვა,როგორშიც ნიტა იყო.უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში თითქმის არაფერი ეჭამა და საშინლად გამხდარიყო,უძილობისგან და ტირილისგან თვალები ჩაშავებოდა,ტუჩები გახმობოდა.ლაშას ხმას არ სცემდა,მთელ დღეებს მისგან ზურგშექცევით ატარებდა.
ლაშას უგრძნობი ბუნება ნელ-ნელა ფარ-ხმალს ყრიდა და მის ადგილს ნერვიული ალტერეგო იკავებდა.შეიძლება ითქვას ნიტას შემხედვარე სასიამოვნო ტანჯვას განიცდიდა,მაგრამ ტანჯვა რამდენადაც არ უნდა გსიამოვნებდეს ის,უპირველესად მაინც ტანჯვაა და ლაშა იტანჯებოდა.ნიტა არაფერს ჭამდა,ლაშას საერთოდ არ უსმენდა,სადღაც შორს იყურებოდა და კაცმა არ იცის რაზე ფიქრობდა.სახეზე უდიდესი ტანკვის კვალი აჩნდა.ლაშა იმასაც ფიქრობდა დაესრულებინა ყველაფერი,ნიტა თავის გზაზე გაეშვა და თვითონაც მოესვენა.ერთადერთხელ მოხდა ამ დღეების განმავლობაში,რომ ნიტა ლაშას დაეკონტაქტა და ისიც რაღაცნაირი უცნაური იყო,იმ ადამიანის სიტყვებს ჰგგავდა,ვინც სიკვდილს აპირებს და ეს წინდაწინ იცის.
- ლაშა - მისუსტებული ხმა ამოუშვა ნიტამ და სცადა საწოლზე ჩამომჯდარი ჩაფიქრებული მამაკაცისთვის შეეხედა.
ონიანი სწრაფად შეირხა და ნიტასკენ შეტრიალდა.
- გარეთ წვიმს? - ლაშას საშინლად დაემანჭა სახე,წვიმა არ უყვარდა...არა!მაშინაც წვიმდა,მერეც წვიმდა,იმ დღის შემდეგ აღარც გადაუღია,არც გამოიდარებდა არასდროს.ონიანმა უხმოდ დაიქნია თავი.
- წვიმა...არ გიყვარს,ლაშა? - პატარა ბავშვივით იკითხა ქალმა და ონიანი საბოლოოდ დაიბნა.რის მიღწევას ცდილობდა ეს ქალი?მარტივით რატომ იცვლებოდა?ერთი წუთით ისიც იფიქრა,რომ წუხანდელი გადარევა უბრალო ფალსიფიცირებული თავის მოგიჟიანება იყო და მეტი არაფერი,მაგრამ მხოლოდ ერთი წუთით.ნიტას თვალები საოცრად გულწრფელი ჩანდა.
- არ მიყვარს - ონიანის სიტყვებიც გულწრფელი იყო.
- რატომ?
- ცუდ მოგონებებს აღმიძრავს...
- მაინც?
- არ მინდა მაგ თემაზე საუბარი! - პასუხი საშინლად ცივი იყო.ქალი საშინლად შეკრთა და სუსტი ხელებით საბანში გახვევა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა.ზედმეტად იყო დასუსტებული,ხელი ლაშამ შეაშველა,მაგრამ იუარა.
- მე თვითონ!
- ბავშვივით ნუ იქცევი! - კოპები შეკრა ონიანმა და დაეხმარა.
- ჩემთან წოლას თუ აპირებ მთელი დღე,მოგიწევს აიტანო.
- საჭმელს რატომ არ ჭამ,ნიტა?
- ასე მგონია,ერთი ლუკმაც რომ ჩავყლაპო გული ამერევა. - ნიტა ისევ გულწრფელი იყო,საოცრად გულწრფელი
- იცი როგორ გახდი?
- მერე შენთვის აქვს რამე არსებითი მნიშვნელობა?
- შენი აზრით?
- ჩემი აზრით არა - ნიტა ლაშასკენ მთელი ტანით შეტრიალდა და თვალებში ჩახედა.ლაშას თავის თანასწორადაც კი ეჩვენა,თითქოს ღირდა ახლა ნიტასთვის ყველაფრის გადმოლაგება.ეს რომ გაეკეთებინა,ვინ იცის,ახლა ნიტა მის მკლავებში იწვებოდა და იქნებ ალექსს აღარც არასდროს გაიხსენებდა.ლაშა ცხოვრებამ რაღაცნირ ფსიქოლოგად აქცია,ადამიანებს მარტივად ცნობდა.ნიტა სანახევროდ გამოცანა იყო მისთვის,მაგალითად ვერაფრით ხსნიდა მის ცვალებად მდგომარეობას,იმას რომ ცხოვრებისეული კრიზისი ხან საერთოდ არ აინტერესებდა,ხან ლოგინად აგდებდა,მაგრამ რაც არ უნდა ყოფილიყო,მცირედი დაკვირვებების შემდეგ ლაშა მიხვდა,უფრო სწორად აღმოაჩინა,რომ ნიტას ერთობ უცნაური თვისება ჰქონდა და ეს თვისება სიბრალულში გამოიხატებოდა.ნიტას მძაფრი მიჯაჭვულობა უჩნდებოდა იმ ადამიანების მიმართ,ვის მიმართაც სიბრალულს განიცდიდა,შემდეგ კი მათსავით იტანჯებოდა.ღირდა მისი შვება ქალის ამდენ ტანჯვად?ალბათ არა!არა ამ ქალსაც ვერ გაიმეტებდა!არა!უბრალოდ არ შეიძლებოდა ასე.
- წვიმა რატომ გიყვარს? - საუბრის თავიდან დაწყება სცადა ლაშამ
- არ ვიცი...
- გამიბრაზდი?
- ახლა შენ იქცევი ბავშვივით,ყველაფრის შემდეგ შენი აზრით ამაზე უნდა გავბრაზდე? - ნიტას ხმა ისევ გულწრფელი ჩანდა და ცოტა სევდიანიც
- არ ვიცი ნიტა,მე შენ არ გიცნობ და შენ არც მაძლევ იმის საშუალებას,გაგიცნო.
- მაგრამ შენ არ ცდილობ! - უცებ წამოიყვირა და მიხვდა შეცდომა დაუშვა,მაგრამ ძალიან გვიანი იყო.ლაშას ქალისთვის შეუმჩნევლად ჩაეღიმა,სახეზე ჩამოშლილი თმა გადაუწია და თვალებში ჩახედა.
- და თუ ვცდი?
- არ ვიცი...მე ტყუილად არ მითქვამს შენთვის მძულხართქო,მაგრამ იმიტომ კი არა,რომ ჩემსა და ალექსს შორის ჩადექი...მართალი ხარ,მე რომ უკან დამაბრუნონ იგივეს ვიზამ და ისევ ამ საწოლში აღმოვჩნდები...იმიტომ მძულხარ,რომ... - ნიტა ცოტახანს გაჩუმდა,მიხვდა მამაკაცში რამხელა ინტერესი გამოიწვია,შემდეგ კი სასაუბრო თემა შეცვალა.ეს პატარა გამარჯვება იყო - ორი დღის წინ,რომ გავიღვიძე...
- რომ გაიღვიძე ჩემს მკერდზე გედო თავი...
- რა მოხდა ღამით არ მახსოვს...
- მაინც რა გაინტერესებს?
- არ ვიცი,ხომ გეუბნები არაფერი არ მახსოვს...
- მაღალი სიცხე გქონდა და საშინელი ისტერიკა...საბოლოოდ ისიც კი მეგონა ჭკუიდან გადახვედი...ალექსს მეძახდი და სიყვარულს მიხსნიდი...მერე მაკოცე კიდეც...
- მერე? - სუნთქვა შეეკრა ნიტას და ყველაზე საშინელის მოსასმენად შეემზადა
- რა მერე ნიტა?გგონია მომენტით ვისარგებლებდი და შენთან დავწვებოდი?თავს სხვა კაცად გავასაღებდი შენს საცვლებქვეშ რომ შევმძვრალიყავი? - ონიანი საშინლად გაბრაზდა - სისულელე!გციოდა,უბრალოდ ძალიან გციოდა,კანკალებდი და გაგათბე,ესაა და ეს...გასაგებია,ჩემზე შექმნილ შენს წარმოდგენებს არ ვამტყუნებ,მაგრამ რაღაცრაღაცეებს უნდა გადახედო!მე და შენ მაგას ბევრჯერ ვიზამთ და შენ არ იქნები წინააღმდეგი,უბრალოდ დრო გვჭირდება,ესაა და ეს...
- მაგას ამბობ იმ ყველაფრის შემდეგ?
- რა ყველაფრის?!
- ალექსი მეგონე,სიყვარულს გიხსნიდი...გკოცნიდი...
- შუბლზე...
- რა?!
- შუბლზე მკოცნიდი!და ჰო,მაგას ვამბობ,მერე რა?მონაზონივით ცხოვრებას თუ აპირებ მიდი!მაგრამ არც ერთი წუთით არ იფიქრო,რომ ვინმესთან და მითუმეტეს იმ შენს ალექსთან რამე მსგავსი მოხდება და ეს მშვიდად ჩაივლის...ჩემი რეპუტაციის შელახვას არ გაპატიებ...
- ალექსი გეზიზღება...
- ეგეც სისულელეა...
- შევამჩნიე,რამდენი მასზე ვსაუბრობთ მდგომარეობიდან გამოდიხარ...
- შენ კიდევ აღტაცებული ხარ...რატომღაც სწორედ შენი აღტაცების ობიექტმა გიწოდა კახპა!
- შენ რომ გითხრას ქალმა,რომელიც გიყვარს და რომელიც სიყვარულს გეფიცებოდა,სხვისგან ორსულად ვარ და ის მიყვარსო,რას იგრძნობდი?! - გააფთრდა ნიტა.
- რა უთხარი?
- რაც გაიგე!
- და ეგ ღიპი რომ არ დაგედება,მერე რას აპირებ?
- შენ აპირებ ალექსი ჩემამდე მოუშვა?ერთხელაც თუ მოხდება ეგ მიგატოვებ და გავყვები!
- ალექსი შენამდე არ მოვა და თუ მოვა,დამიჯერე სხვა ქალთან ერთად,რომ შური იძიოს შენზე,ძვირფასო...და საერთოდ ალექსს რომ ყვარებოდი იმ დღეს შენგან იმ ყველაფერს ასე მშვიდად არ მოისმენდა...არ მიგატოვებდა,თავს მოიკლავდა და იმ ფულს მაინც იშოვიდა...რომ ყვარებოდი არასოდეს....არც ერთხელ ენა არ მისცემდა იმის საშუალებას შენზე ცუდი ეთქვა...შენ ხომ მისი არჩევანი იყავი ნიტა...კახპა გიწოდა და რის გამო,როგორ დაიჯერა...შენში ასე როგორ შეეპარა ეჭვი?!რამდენი წელი იყავით ერთად,ვინმე რომ მოგდგომოდა დიდი მუცლით და ეთქვა ალექსისგან ვაჩენო,არ დაიჯერებდი,იმიტომ რომ შენი არჩევანის ბრმად გჯეროდა,მაგრამ ალექსის არჩევანი შენ არასოდეს ყოფილხარ,შენდასამწუხაროდ არა.არ უყვარდი ნიტა,რომ ყვარებოდი ამ ტკივილისთვის არ გაგწირავდა,ეცოდინებოდა რომ გიყვარს და მის გამო ხარ ასეთ დღეში...
- ასეთ დღეში შენს გამო ვარ!
- არა!არა!არა და არა!ჩემ გამო არა,საყვარელო...შენ ერთადერთი ის გაღიზიანებს,რომ მეტად აუტანელი უნდა ვყოფილიყავი შენთვის,მაგრამ მეგუები თანაც იმაზე სწრაფად და მარტივად,ვიდრე გეგონა...მეც იგივე სტადიას გავდივარ,მეც გეგუები,იმიტომ,რომ გამოცანასავით ხარ ჩემთვის...მაგრამ მე არ მეშინია რომ შემიყვარდები,ჩემთვის ეგ ყველაფერი დიდი ხნის წინ მორჩა,შენ კიდევ მაგ ყველაფერზე გაკანკალებს.რომ ფიქრდები ორ კვირაში როგორ განვითარდა მოვლენები,მომდევნო,თუნდაც ექვს თვეზე ფიქრი აღარ გინდა...თავს ვერ აპატიებ მე რომ გიყვარდე...ლოგინადაც მაგიტომ ჩავარდი,გეგონა ჩემთან იწექი,თან იცოდი ამას მე რომ არ დაგაძალებდი და ლამის გადაყევი...
- შენ საერთოდ რა იცი რა არის სიყვარული?
ლაშას გაეცინა...
- შენი ნაკლი ისაა,რომ ყველაფერს ზედაპირულად უდგები...იქნებ ყველაზე კარგად ეგ ვიცი...
- ან იქნებ შენც იგივესი გეშინია...ან... - ნიტას სიტყვა გაუწყდა...ლაშას სხვა უყვარდა,ვიღაც სხვა...ვიღაც უყვარდა ონიანს,ძალიან უყვარდა...მაგრამ მაშინ თვითონ რატომ იწვა ახლა მის საწოლში,მის გვერდით?ტვინი უხურდა,გრძნობდა როგორ იწევდა ტემპერატურა ზემოთ...გამხმარი ტუჩები გაილოკა და ონიანს სახეში მიახალა...
- გიყვარს...ვიღაც გიყვარს!საკუთარი სიყვარული ვერ შეინარჩუნე და ამან გაგაბოროტა,ლაშა?! - დაგესლა ქალმა
- სულელი ხარ,ნიტა!
- მიგატოვა?! - არ ცხრებოდა ქალი.
- გაჩუმდი!
- სხვასთან წავიდა?
- ნიტა გაჩუმდი!საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ!
- სხვას ეალერსება? - ავმა ღიმილმა გაუპო ბაგეები,ავადმყოფურად მოელვარე თვალებში სიძულვილმა და დაცინვამ ერთად იფეთქა,მაგრამ იმავ წამს ჩაქრა.ონიანის გაშლილმა ხელმა ლოყა აუწვა.ტკივილი არ უგრძვნია,უბრალო გამარჯვება იგრძნო,მაგრამ ლაშას რომ შეხედა...ლაშა სულ მთლად გალურჯებულიყო და კანკალებდა.მომენტალურად თვითონაც მოეღრიცა ყველა კუნთი,მაგრამ ლაშას თვალებისთვი მზერა არ მოუშორებია...ონიანმა ორივე ხელი სახეზე აიფარა.
- ნუ ცდილობ იმ ჭაობში გაცურვას,რომელიც იმავ წამს ჩაგითრევს - რამდენიმე წუთში სრულიად დამშვიდებულმა ონიანმა საუბარი განაახლა და ქალის ჯერ კიდევ გაწითლებულ ლოყას ბოდიშის ნიშნად ხელით მოეფერა. - ნუ ცდილობ ამდენს...მე ვერ მავნებ ნიტა,საკუთარ თავს კლავ...ლოგინად შენ ჩავარდი,მე კი არა,ეს სილაც შენ მოგხვდა,მაგრამ ამას ყოველთვის ვინანებ,ყველაზე მეტად ამ სააქციელს ვინანებ,იმიტომ რომ...მე შენგან ყველაფრის ღირსი ვარ,შენ კი არაფრის მსგავსის...უბრალოდ...ერთ დღეს სიმართლეს გაიგებ,მეყოფა ძალა ცხოვრება ბოლომდე დაგინგრიო და როცა ამას გაიგებ ორი გზა გექნება,ან შეგზიზღდები...
- ან?!
- ან გეყვარები...მე პირველს გირჩევდი,ეგ არ მოგკლავს მაინც...
ონიანმა ქალის გაბუჟებულ ლოყას საკუთარი ხელი მოაშორა და შუბლისკენ წაიღო.ნიტა იწვოდა,მეორე ლოყაც ალუბლისფერი გახდომოდა,ძლივს სუნთქავდა.
- ექიმთან წავალთ თუ საღამოსაც არ შეჭამ არაფერს!
- მგონი ვკვდები...
- ნუ გეშინია,უბრალოდ მაღალი სიცხე გაქვს,წამალს მოგიტან...
რამდენიმე წუთში წყლით სავსე ჭიქით და წამლის მოვარდისფრო აბით დაბრუნდა უკან.ნიტას უკვე თვალები ეხუჭებოდა.იმდენად დასუსტებულიყო,მისი დახმარების გარეშე ჭიქის აწევაც ვერ შეძლო.მოზრდილი აბი გაჭირვებით გადაუშვა კუჭში.ლაშამ იქვე ტუმბოზე დადო გამჭვირვალე,ნახევრად ცარიელი ჭიქა.ქალს შეხედა.ნიტა უცნაური მზერით უყურებდა,მისი თვალები რაღაცნაირ ჩუმ წყენას გამოხატავდა და თითქოს ამის რცხვენოდა კიდეც.უკვე ჩამცხრალ,მაგრამ ვერ გაყუჩებულ ლოყას ხელი ნაზად მოუსვა,ისე,რომ მის წინ მჯდარი გადაფითრებული ონიანისთვის მზერა არ მოუშორებია.ლაშამ ამდენი წლის შემდეგ პირველად იგრძნო რაღაც...ზიზღი,არა ნიტას,არა ალექსის ან სხვა ვინმეს ,არამედ საკუთარი თავის მიმართ...ლაშამ პირველად იგრძნო რომ ცოცხალი იყო და რის ფასად.ტანსაცმელი გაიხადა და საწოლში შეწვა...ბინდდებოდა,დაღამებას აღარაფერი აკლდა.ნიტა კანკალებდა,ბოდავდა,თითქოს ტირილს აპირებდა.ჯერ კიდევ წამომჯდარიყო და დაწოლას თითქოს არც აპირებდა.
- განა არსებობს დედამიწაზე სხვა ორი ადამიანი,ვინც ისე ტანჯავს ერთმანეთს,როგორც მე და შენ?! - ნიტას ხმა არ კანკალებდა,პირიქით ასეთი მტკიცე არც არასდროს ყოფილა.
- კი - ჩუმად ჩაილაპარაკა ონიანმა - შენ და მე.
ხუმრობა არც მის ხმას ეტყობოდა,პირიქით,ქალის სიტყვებს დაეფიქრებინა.
- ნეტავ ოდესმე შევძლებ ზიზღის გარეშე გიყურო?
- ნეტავ მე თუ შევძლებ ოდესმე მასე შევხედო საკუთარ თავს,თორემ შენ გაქვს შანსი - ჩაეცინა ონიანს და ქალისკენ გადაბრუნდა. - სხვა რომ არ გყვარებოდა,რა იქნებოდა ჩვენ ორს შორის გიფიქრია?
- ისეთ რამეებზე ფიქრი,რაც არ მოხდებოდა სისულელეა... - ცივად მოუჭრა ნიტამ და ზურგი შეაქცია,შემდეგ თითქოს ისეთი რაღაც გამორჩა,რაც აუცილებლად უნდა ეთქვაო,ღრმად ჩაისუნთქა - რაც გინდა მოხდეს,ჩვენ ორს შორის რაც არ უნდა შეიცვალოს,არასოდეს დავივიწყებ,რომ დამარტყი.
ლაშას არაფერი უთქვამს,ან რა უნდა ეთქვა,მის საქციელს გამართლება არ ქონდა.უბრალოდ ჩაეღიმა,უცნაურად...თითქოს ყველაფერი ისე მიდიოდა როგორც უნდოდა,ყველაფერი ისე იყო,როგორც სჭირდებოდა.ნიტა ნელ-ნელა ეჩვეოდა მის გვერდით ყოფნას.ორ კვირაში მის კომპანიაში ახალი ეტაპი იწყებოდა,ახალი კადრები,ახალი ტენდერები,ახალი პროექტები,ახალი მსხვერპლი და გამარჯვება.ნიტას კიდევ ბევრი სიურპრიზი ელოდა წინ და არა მხოლოდ ნიტას.ონიანის ფიქრთა ჯაჭვი ქალის მშვიდხმა ფშვინვამ დაარღვია.ნიტა მისკენ შეტრიალდა და გახურებული შუბლი მხარზე მიადო.ონიანმა ხელი აარიდა და წელზე მოხვია,თავისკენ მიიზიდა.
რას გრძნობდა ამ ქალის მიმართ?უყვარდა?არა,არ უყვარდა.ალბათ არც არასდროს ეყვარებოდა.ნიტა საშინლად საჭირო იყო,ნიტა აუცილებელი ჭანჭიკი იყო მთელს მის მექანიზმში.უბრალოდ,ერთადერთი კითხვა არ ასვენებდა,მერე რა იქნებოდა,როცა საბოლოოდ მიიღებდა ყველაფერს,ქალს რა ბედი ელოდა?ერთადერთი იცოდა,რომ თუ ნიტას შეუყვარდებოდა და მასთან დარჩენას გადაწყვეტდა,უარს არ ეტყოდა,პირიქით,სიამოვნებით დაიტოვებდა სამუდამოდ გვერდით.
“სამუდამოდ...ყველაზე უაზრო სიტყვა სამყაროში.მატყუარა...სამუდამოზე ცოტა არაფერია ქვეყანაზე,უცებ მთავრდება.მხოლოდ სამუდამო ტანჯვაა დაუსრულებელი და ისიც ჩემი.იქნებ ამისიც? - ნიტას დახედა,მშვიდად ეძინა - არა,ეს გამოგონდა.მართლაც რომ ყველაფერს ეჩვევა ადამიანი.მე რატომ ვერ შევეგუე?ან იქნებ შევეგუე და ახლა ჩემს მკერდზე ამიტომაც სძინავს...ჯანდაბა...”
ლაშამ ქალს ხელი უშვა და ზურგი შეაქცია.წამიერად შეზიზღდა იქაურობა და ფეხზე წამოდგა.უკიდურესად იყო აღელვებული,ქალი საშინლად სძულდა.ოთახიდან გავიდა და სამზარეულოს მიაშურა,შემდეგ სამალავიდან გასაღები გამოაძვრინა და თავის სამყაროს მიაშურა.

^^^
ორმა კვირამ ელვის სისწრაფით გაირბინა.დეკემბერი დამდგარიყო,მაგრამ წვიმების სეზონი დასრულებას არ აპირებდა.ნიტას უხაროდა,ლაშას ცხოვრება სძულდა.ნიტას ავადმყოფობა უკვალოდ გაქრა,რამაც ონიანის აღფრთოვანება გამოიწვია.მათი უკანასკნელი საუბრის შემდეგ მსგავსი არაფერი მომხდარა.თითქოს ყველაფერი ერთი დიდი მაგიური წრე იყო,ყოველი დეტალი წინას მაქსიმალურად მიახლოებული ასლი გახლდათ.ნიტა ისევ გაუბროდა ლაშას,ლაშა ისევ არ ცდილობდა მასთან ახლოს მისვლას.მათი დიალოგები სააფრანგეთში გადახვეწილი ლუკასა და თეონას ამბებზე საუბრით შემოიფარგლებოდა.ნიტა მიკასა და ლევანსაც ეკონტაქტებოდა,მაგრამ პირადად ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ არ ენახა.ორივე საშინლად ენატრებოდა,თუმცა მათ ნახვას არ ჩქარობდა.ავადმყოფობის კვალი ჯერ კიდევ აჩნდა,თუმცა ბოლო დღეებში უკეთესად გამოიყურებოდა და შეიძლება ითქვას საბოლოოდ გამოჯანმრთელდა.ონიანი დილიდან დაღამებამდე რაღაც პროექტზე მუშაობდა.დიდ ქაღალდზე ხაზავდა და შლიდა,ისევ ხაზავდა,რაღაცეებს ითვლიდა,ხანდახან გამწარებული იგინებოდა კიდეც.თითქმის არაფერს ჭამდა და ძალიან ბევრს სვამდა.სწორედ სასმელს აბრალებდა ნიტა ლაშას ავადმყოფურ სიგამხდრეს,მაგრამ ბოლოს ისევ თვითონ მივიდა იმ დასკვნამდე,რომ ალკოჰოლი არაფერ შუაში იყო,ის უბრალოდ რიგითი თავშესაფარი იყო ლაშასთვის,რომელსაც მისი სევდა ფსკერიდან ზედაპირზე ამოჰქონდა.ლაშას მოსწონდა საკუთარი თავის ტანჯვა,ან იმ მოგონებების გახსენება,რომლებიც მას ტკივილის ჰგვრიდა.
ლევანმა და ნიკამ შეიძლება ითქვას სიურპრიზი მოუწყვეს.იმ დღეს როცა ისინი ესტუმრნენ,ნიტა სახლის დალაგებით ირთობდა თავს.ონიანი მივლინებით წასულიყო სადღაც,არც უკითხავს სად და მარტოობის გაფანტვას რამენაირად ცდილობდა.უკვე ყველაფერი ეცადა,სეირნობაც,ლუკასთან საუბარიც მოესწრო და გემრიელი ნამცხვრის გამოცხობაც.კარზე ზარი რომ ატყდა ეგონა ონიანი დაბრუნდა და რაღაცნაირად გუნება მოეწამლა.უხალისოდ მივიდა მონიტორთან და ჭიშკართან მდგარ ორ მამაკაცს ყურადღებით დააკვირდა.ლევანის ქურთუკი იცნო,მან და თეონამ უყიდეს ერთ-ერთ დაბადებისდღეზე და მას შემდეგ უბრალოდ აღარ იხდიდა.ქალი ბავშვივით აცეკვდა და წვიმაში ყოველგვარი მოსაცმელის გარეშე გავარდა,მანამდე ჭიშკარი გაუხსნათ და გზაში შეეგებათ.ნიკა დაწინაურდა და მათკენ მორბენალი ქალი ხელში აიტაცა.
- შენ უფრო გამხდარხარ,ფრიდა - გაუღიმა ბიჭმა და თმები აუჩეჩა.მუდამ სერიოზული ლევანი მშვიდად მიუახლოვდა ქალს და სცადა გაეღიმა.ნიკამ მუჯლუგუნი გაჰკრა და ლევანმაც დაიწყო.
- ბოდიში,ნიტა...მაშინ ზედმეტი მომივიდა.
- სუფთა დებილი ხარ! - ხელები გაასავსავა ნიკამ - ძლივს წამოვათრიე,ახლაც ბოდიში ნიტა,ბოდიში ნიტა!ბოდიში კი არა მიდი ჩაეხუტე,ხომ ვიცი მოგენატრა,რა ბოდიში!
- ნიკა,თვალი ჩაგილურჯდება! - სერიოზული სახით შეხედა ლევანმა და ნიტას შუბლზე აკოცა.
- ძალიან მომენატრე ლევან - ნიტა ორივე ხელით მოეხვია ბავშვობის მეგობარს - შენც მომენატრე გადარეულო.
- ჰოდა იქნებ სახლში შეგვიშვა,სანამდე გავყინეთ...ისე რომ იცოდე,მე მაგრად მშია.აი ლევანსაც შია,მაგრამ რა ათქმევინებს ისედაც ძლივს წამოვათრიე.სხვათაშორის ეს და ლაშა ერთმანეთს აღარ ხანჯლავენ,უფრო მეტიც,ცოტაც და გადაეხვეოდნენ კიდეც...
- ლაშა ნახეთ? - ნიტა სახლში შეუძღვათ და ნიკასკენ შეტრიალდა.
- არ იცოდი?
- არა,არ უთქვამს...საერთოდ ლაშას ლაპარაკი მაინცდამაინც არ უყვარს - ნიტამ გაღიმება სცადა - რაო ლაშიკომ,რა მინდაო?
- რა უნდოდა და...
- არაფერი!უბრალოდ ქუჩაში შევხვდით ერთმანეთს და თითო კათხა ლუდი დავლიეთ - არ დაასრულებინა ლევანმა
- ნიკა ფეხზე დაიხადე,ამ წამს მოვაპრიალე აქაურობა!მერე შეგიძლია სამზარელოსკენ გაქუსლო,მუცელი უნდა ამოგივსო! ლევან შენ რაღაც დგახარ და მიყურებ?სამზარეულოსკენ,ნაბიჯით იარ!
ნიკა გაუთავებლად საუბრობდა,სახლზე,ნიტაზე,ლაშაზე,ლევანს დასცინოდა და აბრაზებდა.საუბრობდა ლუკაზე და თეონნაზე.მათმა ხსენებამ ხასიათი ყველას გაუფუჭა.ნიტამ ნოუთბუქი მოარბენინა და ლუკასთან დარეკა.
- დღეს ორი საათი მელაქლაქე ნიტა,საქმე არ გაქვს? - იღიმოდა ლუკა და თვალებით ნიტას ეძებდა,რომელიც არ ჩანდა.
- სამწუხაროდ ნიტა მომსახურეობის ზონიდან გასულია,მაგრამ მე არ მოგაწყენთ მის დაბრუნებამდე და იქნებ ამ მჟავე ტიპის ხილვაც გაგიხარდეთ - ხელებს ასავსავებდა ნიკა
- ეეე!ნიტასთან ხართ? - ლუკას სახე გაებადრა,მაგრამ თვალებმა სევდა მაინც ვერ დამალა.
- როგორ ხარ? - ჰკითხა ლევანმა
- ნორმალურად...თეონას მდგომარეობას აკვირდებიან,მგონი კარგადაა ყველაფერი,მალე გონზეც მოვა.
- შენ ხომ ხარ კარგად,პრობლემები ხომ არ გაქვს რამე?თავს მიხედე.
- არაფერი...ყველაფერი მშვენივრადაა სხვა მხრივ.მთავარია თეონას ხმა გავიგო და მერე საერთოდ ყველაფერი მაგრად იქნება - სახეზე ნერვიულად მოისვა ხელი ლუკამ - გუშინწინ ლაშა იყო აქ,გვინახულა და მალევე წავიდა,რატომ არ გამოყევი ნიტა?
- ლაშას ეჩქარებოდა,აუცილებელი საქმე ჰქონდა და ჩემს საბუთებს დრო უნდა...მერე ვგეგმავთ ჩამოსვლას,ლაშას როცა ეცლება,მარტო ფრენის მეშინია - ნიტამ არ შეიმჩნია,რომ არაფერი იცოდა ამის შესახებ.
- აუ მალე ჩამოხვიდოდეთ რა,რომ მცოდნოდა ასე დავიშლებოდით ნიტას მაინც არ გავატანდი ლაშას - იხუმრა ნიკამ,ოთხივეს გაეცინათ.
- მერე მასე მღუპავდი? - კარში მომღიმარი ონიანი იდგა.მის ხმაზე ნიტას საშინელმა შეგრძნებამ დაუარა.ლაშა იღიმოდა,ასეთი ღიმილი არასოდეს ენახა ონიანის სახეზე.სახე დამშვიდებული ჰქონდა,ნიკას უღიმოდა.ლევანმა ღრმად ამოისუნთქა.
- როგორ ხართ ბიჭებო? - ონიანმა ორივეს ხელი ჩამოართვა და ნიტას შუბლზე აკოცა,შემდეგ ხელში ჩანთა მიაჩეჩა.
- რა არის?
- კაბა...საღამოს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შეკრება იქნება და უნდა წამოხვიდე...
- აბა ვნახოთ,რა მიყიდე - ნიტა ჩანთაში ჩაძვრა.ლაშამ ცოტახანს უყურა,შემდეგ ჩუმად ჩაიცინა და ბიჭებს მიუტრიალდა - თქვენ როგორ ხართ?
- ნორმალურად,ნიტას შემოვუარეთ.
- შენ როდის მიფრინავ? - ლევანს მიუტრიალდა
- მაზეგ...
- სად მიფრინავს? - სახეშეშლილი ნიტა აისვეტა კარში და ჯერ ონიანს,შემდეგ კი ბიჭებს გადახედა.
- არ გითქვამთ?
- რა არ უთქვამთ?
- ახალ გუნდთან გავაფორმე კონტრაქტი,ესპანეთში მივდივარ - ყრუდ ჩაილაპარაკა ლევანმა და ქალს შეხედა.
- როდის აპირებდით ჩემთვის მაგის თქმას?
- ახლა,დღეს...
- ნიტა დამშვიდდი,უნდა გიხაროდეს! - სიტუაციის განმუხტვა სცადა ლაშამ - კარგი ფეხბურთელია,კარგი შემოსავალი ექნებბა,კარგ გუნდში თამაშის პოტენციალი,ცნობილი გახდება...ნუ ხარ ეგოისტი.
- ესპანეთი ძალიან შორსაა ბატონო ლაშა!
- საფრანგეთიც ძალიან შორსაა - ცივად მოუჭრა ონიანმა - მაგრამ როცა საჭიროა,ადამიანები უნდა გაუშვა...ახლა ლევანისთვის ასე სჯობს,თანაც მან თუ სცა შენ გადაწყვეტილებას პატივი,შენ რა გჭირს?
- მართალია ლაშა - მშვიდად ჩაილაპარაკა ლევანმა და წამოდგა - შენ მოსამზადებელი ხარ,მე კიდევ ვიცი რამდენი დრო გჭირდება,თანაც ხელს აღარ შეგიშლით.
- მაშინ ხვალაც მოდით - ცრემლი მოიწმინდა ნიტამ
- მოვალთ - თქვა ნიკამ და ლევანი გაათრია. - ხვალამდე ფრიდა.
ნიტა გაიბუტა.ბიჭების გაცილება ლაშამ აიღო საკუთარ თავზე.
- გადაუვლის - უთხრა ლევანს და ნიკას მხარზე ხელი დაჰკრა
- ნიტას ცუდად იცნობ,მინიმუმ ერთი წელი შემახსენებს ამ მიქარვას - გაეცინა ლევანს - მაგრამ გადაუვლის,იმათ ვინც უყვვარს,დიდხანს ვერ ებუტება.

უკან დაბრუნებულ ონიანს ქალი კარში დაუხვდა.
- არ მეტყვი რას დაწანწალებ წინ და უკან?
- რა?!
- რა გინდოდა ლუკასთან?
- იქ ვიყავი და შევიარე,რა ავი ცოლივით ლაპარაკობ?
- ამ წუთას ავი ცოლი ვარ ლაშა!მეც რომ წაგეყვანე მოხდებოდა რამე?ან ეს ამბავი თუ იცოდი,როგორ არ მითხარი?
- ერთხელ მაინც რომ გეკითხა სად მივდიოდი,ალბათ წაგიყვანდი,მაგრამ არ გიკითხავს...ამ ამბავს რაც შეეხება,ლევანს თუ უნდოდა ეთქვა,მე არაფერ კავშირში არ ვარ. - ლაშა დივანზე ჩამოჯდაფეხეი მაგიდაზე შეაწყო და სიგარეტი გააბოლა.
- იცი რა არის უცნაური?! - გვერდით ჩამოუჯდა,თითქოს ონიანის აზრს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვსო. - აქამდეც ჰქონია შემოთავაზებები,მაგრამ წასვლით არ წასულა არსად.
- ცხოვრება შენს გარშემო გადაშლილი წიგნივითაა და შენ ხან და ხან კითხვა გავიწყდება - ლაშას გაეღიმა - მიდი მოემზადე,ერთი საათიღა დაგრჩა.
- ვერ მივხვდი რა მითხარი...
- წადი,ნიტა,მოემზადე! და მეც მაცალე ცოტახანს დასვენება,აეროპორტიდან მოვდივარ პირდაპირ.
- კაბა რომ არ მომერგოს?
- სათადარიგოც გიყიდე,უბრალოდ მე ეგ უფრო მომწონს,მიდი ჩაიცვი და დამენახე.
- დაღლილის კვალობაზე მშვენიერ ხასიათზე ხარ.
- შენ მუდმივად უჟმურს თუ არ მხედავდი ვეღარ მიტან თუ რა ხდება?
- წეღან რას გულისხმობდი,ლაშა?
- მეტჯერ აღარ გეტყვი მოემზადეთქო,მერე დავიყვირებ და უნდა გეწყინოს!

^^^
მანქანაში ორნი ისხდნენ.ნიტა არავის იცნობდა,ლაშას მეგობრებსაც კი.ეს აფიქრებდა.ვერაფერს ამჩნევდა,ვერც ლაშას,ვერც ხეებს,ვერც ოდნავ ჩაბნელებულ გზას,რომელსაც მკრთალად ანათებდა ლამპიონის შუქი.ისევ წვიმდა.ნიტა წვიმის ხმას უსმენდა.უცებ ერთი კითხვა ამოუტივტივდა გონებაში.
- ლაშა...ჰარიმ ჰერმინე რატომ მოკლა?
- ჰარის ჰერმინე არ მოუკლავს.ჰერმინემ სთხოვა,მაგრამ არ მოუკლავს,ილუზია იყო.
- მაშინ თვითონ რატომ არ მოიკლა თავი,ჰარის რატომ თხოვა?
- ეგ მეც მაფიქრებს...მესამედ ვკითხულობ და მაინც ვერ ვხვდები...იცი?აქ ბევრი ადამიანი დაგესევა,გაგიცნობენ,გამოგელაპარაკებიან.ზედმეტი ხათრიანობა საჭირო არაა,თავს ნუ დაიტანჯავ,უბრალოდ გაიღიმე ხშირად,ესაა და ეს.
- მოვედით? - ნიტამ განათებულ შენობას გახედა
- მოვედით...მოიცა,რაღაც უნდა გაჩუქო. - ონიანმა ლურჯი ხავერდის კოლოფი გახსნა და იქიდან პატარა ეჭედი ამოაძვრინა.ბეჭედი ვერცხლისფრად ელვარებდა,სადა იყო.მხოლოდ ერთადერთი,მოზრდილი,ცისფერი ბრილიანტი იწონებდა თავს.ბეჭდის მთელი ღირსება სწორედ ეს გახლდათ,არანაირი ზედმეტი დეტალები და ნებისმიერ შემხედვარეს მაინც დაატყვევებდა.პირველი ნიტა იყო.
- ჩემი თვალების ფერია.
- პირველად რომ დავინახე მეც ეგ გავიფიქრე - გაეღიმა ლაშას - გიხდება,ლამაზი თითები გაქვს.
- რომ არ გამომივიდეს?
- გამოგივა - ლაშამ ლოყაზე აკოცა და მანქანიდან გადავიდა,შემდეგ კი ნიტას დაეხმარა გადმოსვლაში.
საღამო ალბათ კარგად ჩაივლიდა,იმდენად იყო ბეჭდით აღფრთოვანებული ქალი,ონიანის თითებიც არ აღიზიანებდა,რომელიც მის წელს გველივით შემოხვეოდა.მაგრამ,მისვლიდან ნახევარ საათში ყველაფერი აირია.ლაშას გაკვირვება არ გამოუხატავს,როცა კარში ალექსი და მისი პარტნიორი გამოჩნდნენ.ნიტამ თავიდან თვალებს არ დაუჯერა,მაგრამ მაინც წაბარბაცდა.რომ არა ონიანი ალბათ დაეცემოდა კიდეც.ლაშამ ხელი უფრო მაგრად მოხვია და თავისკენ მიიზიდა სულმთლად გაფითრებული ქალი.
- კარგად ხარ? - ჰკითხა და შუბლზე აკოცა
- არა - გულწრფელად უპასუხა ქალმა და მკლავში ჩააფრინდა - ახლა შეიძლება წავიქცე.
- მე მიყურე ნიტა,შემომხედე,მე შენთან ვარ და გიჭერ,არ წაიქცევი.უბრალოდ ღრმად ჩაისუნთქე და დამეყრდენი...ყოჩაღ,კარგი გოგო ხარ. - ლაშამ საფეთქელზე აკოცა.ეს პირველი შემთხვევა იყო,როცა ქალი გულწრფელად ეცოდებოდა.
- ხელი არ გამიშვა ლაშა...გეხვეწები,არ გამიშვა ხელი.
- დაწყნარდი ბოლოს და ბოლოს.შენთან ვარ,შენს გვერდით ვარ და ხელის გაშვებას არ ვაპირებ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa | ტეგები: undefined, (6), რექვიემი
ნანახია: 1009 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar