რექვიემი (7)
12.09.2017, 03:01

ლაშას სუნამო სასიამოვნოდ უღიტინებდა ცხვირში.სცადა ამ პატარა დეტალს მოსჭიდებოდა და ის აღელვება,რომელიც ალექსის და ვიღაც ქალის დანახვამ გამოიწვია,ოდნავ მაინც ჩაეხშო.ლაშა ნაზად უჭერდა ხელს მის წვრილ წელს და მისკენ მომავალ,მომღიმარ ალექსის პარტნიორს თვითონაც უღიმოდა.

-  წელში გასწორდი და გაიღიმე! - ლაშამ ქალის წელს ხელი მოაშორა და ხელზე ხელი გამამხნევებლად მოუჭირა

-  ამ ნახევარ საათში,რაც დავაგვიანე,ყველა შენს საცოლეზე საუბრობს,ლაშა - ქერა,მწვანეთვალება ქალმა ონიანს კვლავ გაუღიმა და გადაკოცნა.

-  მაინც რას ამბობენ? - გაიღიმა ონიანმაც და ნიტას მრავლისმეტყველად შეხედა.მზერა იმდენად ოსტატური იყო,ნიტა ქვეცნობიერში გადაბჟირდა,ლამის თვითონაც დაიჯერა,რომ ლაშას უყვარდა,თანაც გონის დაკარგვამდე.

-  ამბობენ,რომ ძალიან ლამაზია და... - ქალმა ნიტას შეხედა,სიტყვა შუაზე გაუწყდა,რაღაცამ ჩააფიქრა.

-  ...და?!

-  მართალიც უთქვამთ - დაასრულა სათქმელი და ნიტას კვლავ შეხედა.საშუალოზე ოდნავ მაღალი,მოწითალო,მოკლე კაბაში გამოწყობილი თეთრი,ნაქანდაკევი სხეული,ორად გაყოფილი,კეფაზე კონად შეკრული მოყავისფრო-მოშავო თმები;მომსხო,ფერმკრთალი,ტუჩსაცხით აბრდღვიალებული ტუჩები,სწორი ცხვირი და თვალები - ლურჯი,ცისფერი,ღრმა და გამოცნით სავსე - ეს ყველაფერი არ იყო,რაც ქერათმიანმა ონიანის საცოლეში დაინახა.ნიტამ გაიღიმა,მორცხვად და ამავდროულად ძალიან თამამად.

-  ნიტა - ხელი გაუწოდა მწვანეთვალებას

-  თამთა - თავისი ნატიფი ხელი შეაგება თამთამ და მანაც გაიღიმა.

მთელი ამ დროის განმავლობაში ონიანი ნიტას უყურებდა,ნიტას და არავის მეტს,რაც იქვე სარგადაყლაპულივით მდგარ ალექსს ორმაგად აცხარებდა.იცოდა,რომ ნიტა აუცილებლად იქნებოდა ამ წვეულებაზე,მასთან შესახვედრად ფსიქოლოგიურადაც ემზადებოდა,მაგრამ ბოლო ჯამში ლაშას კისერში თავჩარგული “მისი” ნიტა უფრო იყო კმაყოფილი და მოზეიმე,ვიდრე თვითონ.

-  ეს ალექსია... - მიუთითა მამაკაცისკენ,რომელსაც უკიდურესად პირქუში გახდომოდა გამომეტყველება და სიტყვა კვლავ გაუწყდა - ეს ლაშაა,ჩემი ბიზნესპარტნიორი...ნიტა მეც ახლა გავიცანი.

-  ალექსი... - არ დააყოვნა მამაკაცმა და ამოღერღა

-  რა საჭიროა ასეთი ფორმალობა? - გაოცება დაეტყო ნიტას სახეს - ჩვენ ხომ ვიცნობთ ერთმანეთს,ასე არაა,ალექს?

მამაკაცს ენა გადაეყლაპა.ონიანს ცივმა ღიმილმა გადაურბინა თხელ ტუჩებზე და ნიტას თითებს მოეფერა.

-  იცნობთ? - გაიკვირვა თამთამ - არ ვიცოდი...

-  ვიცნობთ - ონიანს მობეზრდა უაზრო დაძაბულობა და ნიტა ახლადმოსული ინვესტორისკენ გაათრია - გნახავთ კიდევ.

ონიანმა ახლადმოსულს ხელი ჩამოართვა და საცოლე გააცნო.ქალმა მსუბუქად,მაგრამ ძალდატანებით გაიღიმა.უკვე საშინლად მობეზრებოდა ეს ყველაფერი.ლაშა საუბარში გაერთო.დრო და დრო იღიმოდა,თავს იქნევდა,პერიოდულად კი სერიოზულ სახეს იღებდა.ნიტას მობეზრდა მისთვის გაუგებარ თემებზე საუბრის მოსმენა და მიმავალი ოფიციანტის ლანგრიდან ჭიქა შამპანიური აიტაცა.გარეგანად მშვიდად გამოიყურებოდა,მაგრამ ალკოჰოლი იმას მოწმობდა,რომ შინაგანად საერთოდ გამოეფიტა უკანასკნელ ერთ საათს.ყველაფრისდა მიუხედავად თვალებით მაინც ალექსს ეძებდა და ჩანს ისიც იმავეს აკეთებდა,რადგან წამით მათი თვალები ერთმანეთს გადააწყდა,თუმცა მხოლოდ წამით,ესეც საკმარისი იყო.ნიტას სახეს აღარ ამშვენებდა ირონიული ღიმილი.მისი მზერა იმ პატიმრის მზერას ჰგავდა,მოსამართლეს რომ უყურებს,რომელმაც სამუდამო პატიმრობა გამოუტანა განაჩენად.მამაკაცს გულმა რეჩხი უყო,რაღაც ჩასწყდა,რაღაც ეტკინა.ყველაფერი ამაო იყო,უკან დახევა,სხვა არჩევანი,სინანულიც კი გვიანი იყო.

-  რას უყურებ? - ხელკავი გამოსდო თამთამ და ლოყაზე ლოყით გაეხახუნა

-  არაფერს - გაუღიმა მამაკაცმა - უბრალოდ ჩავფიქრდი.

-  წამოდი,ერთი ვიღაც მინდა გაგაცნო.

ალექსმა უკანასკნელად გადმოხედა ლამის ატირებულს და სხვა ქალს გაჰყვა.

-  იმედია სასმელს იტან - ყურში უჩურჩულა მთლად ფხიზელმა ონიანმა,რომელსაც ამასობაში საუბარი დაემთავრებინა და ქალის ქმედებებს ინტერესით მისჩერებოდა.

-  აშკარად ვერა,უკვე მთვრალი ხარ - უკმაყოფილოდ შენიშნა ონიანმა

-  რომ არ დავლიო აქვე ვიტირებ და ისტერიკებს მოვაწყობ...შენ წარმოდგენაც არ გაქვს და მე საშინლად ეჭვიანი ვარ...ნეტავ იცოდა აქ რომ ვიქნებოდი?

-  იცოდა...

-  შენ საიდან იცი?

-  ვიცი...შენ ის თუ იცოდი შენამდე თამთას რომ ხვდებოდა?

-  ვიღაც რომ იყო ვიცოდი,მაგრამ ვინაობით არასდროს დავინტერესებულვვარ...

-  გემოვნებას ვერ დაუწუნებ,ყოველშემთხვევაში ქალებში ვერა - შენიშნა ლაშამ და ცარიელი ჭიქა ქალის ნაცვლად დადგა იქვე მაგიდაზე - ვიცეკვოთ?

ნიტამ მის ხელს საკუთარი შეაგება და წრეში შეყვა.მამაკაცის ხელი წელზე შემოეხვია და თავისკენ მიიზიდა.ლაშას სუნამოს სუნმა ისევ შეუღიტინა ცხვირში,ისევ ჩაეჭიდა ამ პატარა დეტალს და დამშვიდა.ალკოოლით გაბრუებული მხოლოდ ლაშას უყურებდა,რომლის თვალებიც ახლა ისეთივე ყვითელი იყო,როგორიც მისი თმები,ნელ-ნელა კი მწვანეში გადადიოდა.ლაშას მოკრიალებულ,უცნაურ თვალებში საკუთარ ანარეკლს ხედავდა და გრძნობდა როგორ აბრუებდა ალკოჰოლი ნელ-ნელა.

-  ყველა ჩვენ გვიყურებს - აღტაცებით,პატარა ბავშვივით ჩაილაპარაკა და ლოყები უფრო აუჭარხლდა

-  იმიტომ,რომ ძალიან ლამაზი ხარ - გაუღიმა ლაშამ და მოეხვია.უეცრად აღმოაჩინა,რომ თვითონაც ნიტასნაირი იყო.ახლა ნიტას მიმართ არანაირ გრძნობას არ უფეთქია,არც შეყვარებია,არც რამე შეცვლილა,უბრალოდ ეცოდებოდა და ცდილობდა მისთვის კომფორტული გარემო შეექმნა რაც ნამდვილად გამოსდიოდა.ამ ფაქტმა მხოლოდ გაკვირვების გრძნობა გაუჩინა და ქალს უფრო მოეხვია.

-  ალექსიც მიყურებს?

-  გიყურებს და ახლა ალბათ ცხვირს გამიტეხავს - ერთდროულად იხუმრა და იცრუა ონიანმა

-  ვერაფერსაც ვერ გიზამს,მე დაგიცავ - ქალი მაგრად მოეხვია.ონიანი მიხვდა რომ ალკოჰოლს ელვის სისწრაფით ემოქმედა და იქაურობის დატოვების დრო იყო.

-  როგორ გამიმართლა,თორემ ხომ დამჩაგრავდნენ - გულწრფელად გაეცინა ონიანს

-  შეიძლება სახლში წავიდეთ? - ჰკითხა ქალმა და მკერდზე თავი ჩამოადო

-  შეიძლება,ჩანთა აიღე და წავიდეთ...

-  ჩანთა შენ აიღე,მე ტუალეტში გავალ და მალე დავბრუნდები.

-  დაგირეკავ,მალე გამოდი.

-  დარეკე,მაგრამ ტელეფონი სახლში დამრჩა.ჩანთა აიღე,მალე გამოვალ

 

ონიანმა უხმოდ დაუქნია თავი,ქალმა საპირფარეშოს მიაშურა.

ლაშამ საათს დახედა და ნიტას მოსაძებნად წავიდა.იგვიანებდა..პირველი რაც იფიქრა ის იყო,რომ ცუდად გახდა და მომენტალურად საშინლად გაბრაზდა ქალზე.ქალების საპირფარეშოს მიუახლოვდა თუ არა,მსუბუქად დააკაკუნა კარზე.

-  ნიტა!

ქალს რამდენჯერმე უხმო,მაგრამ პასუხი ვერცერთხელ მიიღო.საბოლოოდ მოთმინების ფიალა ამოეწურა და კარი შეხსნა.ნიტა იქვე,მის პირდაპირ მდგარ ხელსაბანს დაყრდნობოდა და მხრები უკანკალებდა.ტიროდა.სარკეში მისი სილუეტი გარკვევით ჩანდა.ლაშა მასთან მივიდა და მხარზე ხელი ნაზად დაადო.

-  რა დაგემართა?

ქალი უეცრად მოტრიალდა,გააფთრებით ეცა და მუშტებით ცემა დაუწყო.ხმას არ იღებდა,არ ყვიროდა,მხოლოდ მძიმედ სუნთქავდა  და სუსტ ხელებს ლაშას მკერდზე აბრაგუნებდა.ლაშამ უკმაყოფილოდ გააქნია თავი,ორივე ხელი გაუკავა და ჩაეხუტა.

-  შენი ბრალია!შენი ბრალია,რომ იმ ქალს კოცნიდა...შენი ბრალია! - სლუკუნებდა ქალი და თან ონიანს ეკვროდა - შენი ბრალია.

-  წამოდი სახლში წავიდეთ - ლაშამ ქალს მხრებზე ორივე ხელი მოხვია და დერეფნიდან ეზოში შეუმჩნევლად გავიდა.

მანქანაში ჩასხდნენ თუ არა ნიტამ ფეხსაცმელები გაიძრო და სავარძელში მოიკუნტა.

-  ლაშა - მოესმა ნაცნობი ხმა და მისკენ მომავალ თამთას ორი წყვილი თვალი მიაჩერდა - უკვე მიდიხარ?

-  კი,ნიტა ხვალ სამსახურშია წასასვლელი,თან სწრაფად იღლება და ცოტა დალია კიდეც - გაიღიმა ონიანმა

-  კარგი,მაშინ მიდი და სამსახურში შევხვდებით ჩვენც.

-  ძუკნა! - ბოღმიანი მზერა გააყოლა ქალს ნიტამ და მანქანის საზურგეს მიეყრდნო

-  თამთა კარგი გოგოა ნიტა,ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ,უბრალოდ ცუდი გემოვნება აქვს ესაა და ეს.შენზე აშკარად არაფერი იცის.ალექსი იყენებს,ესაა და ეს...

-  ახლა მინდა საშინლად გამოვთვრე და გაგუდვამდე ვიტირო

-  საშინლად უკვე გამოთვერი ძვირფასო,მაგრამ თუ კიდევ გინდა დალიე. - ლაშამ იქვე შენახული ვისკით სავსე მათარა გაუწოდა.

-  უბრალოდ...ალექსმა,რომელმაც ჩვენი ურთიერთობისთვის ამდენი იბრძოლა სამაგიეროს მიხდის...რისთვის?ჯანდაბა,რისთვის? - იყვირა ნიტამ და ცრემლები მოიწმინდა.

-  ნიტა გეხვეწები ღვედი გადაიჭირე რა...მელაპარაკე,მოგისმენ...

-  იცი როგორ გავიცანი?ბავშვთა სახლში მამამისს გამოჰყვა.დედამისი შვილს ელოდებოდა და დაკარგა.ოცნება გოგო ჰყოლოდა ჩაიფერფლა და მათ,ორმა გადაწყვიტა დედისთვის საჩუქარი გაეკეთებინათ,რადგან დედას მეტი შვილი აღარ ეყოლებოდა...ალექსი პატარა იყო,მე შვიდის ვიყავი,ის ცხრის.მამამისმა რომ დამინახა ჩემი წაყვანა მოინდომა,მე მორცხვი ვიყავი,ერთადერთი რასაც ვამჩნევდი დიდთვალება ბიჭი იყო,ზღვისფერთვალება ბიჭი,რომელიც საკუთარ თითს ასაკისთვის შეუფერებლად ღეჭდა და მე მიყურებდა - ნიტა სლუკუნებდა,სიტყვებს ისე გამოთქვამდა,თითქოს ეალერსებაო,თითქოს ამაზე ძვირფასი არაფერი გააჩნიაო - ბოლოს მამამისმა ჩემი სახლში “დედიკოსთან” წაყვანა გადაწყვიტა რასაც ალექსის ისტერიკა მოჰყვა.არ წამომიყვანეს,არც მე მინდოდა წამოსვლა.ალექსი გაზრდას ითხოვდა,რომ ცოლად მოვეყვანე...უცნაური იცი რა იყო?თეონას წაყვანა რომ დააპირეს,ლუკა გაეტირა...გჯერა რასაც გეუბნები?ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვიყავით...ალექსი იმ დღის შემდეგ ბავშვთა სახლში გადმოსახლდა,ყოველდღე მოდიოდა სკოლის შემდეგ და იქ რჩებოდა საღამომდე,ვიდრე სამსახურიდან სახლში მიმავალი მამა არ წაიყვანდა.ახლა....ახლა მე შენი ცოლი,თუ საცოლე ვარ,ალექსს სხვა ქალი ჰყავს,ლევანი მეც მტოვებს და ნიკასაც,ერთადერთი ვინც არ შეცვლილა ლუკაა,ზის იქ და თეონას დარჩენილ დღეებს სდარაჯობს...ნეტავ იცოდე,როგორ მენატრება ის ყველაფერი,თეონას ხმა როგორ მენატრება.ლუკა რომ უყურებს ხოლმე თეონას,უცნაურად ეგ მომენტი როგორ მენატრება...მაგრამ,ალექსი სულელია.ის პატარა ბედნიერებაც დამინგრია,რითაც ვცხოვრობდი...ეს კიდევ დაიცალა.

-  ფრიდას რატომ გეძახიან? - ლაშამ საუბარი პაუზის შემდეგ კვლავ განაახლა.ნიტას საუბარი შველოდა,გონებას უფანტავდა და საშუალებას არ აძლევდა ერთ კონკრეტულ საგანზე ეფიქრა.

-  ბავშვობაში გადაბმული წარბები მქონდა და ნიკამ შემარქვა...მწყინდა,საათობით ვიჯექი და ვტიროდი ხოლმე,მერე ლევანი სცემდა ხოლმე ნიკას და ამით სრულდებოდა ყველაფერი...იცი,ლაშა?ბავშვთა სახლშიც კი შეიძლება იყო ბედნიერი...მე ვიყავი...უფრო მეტიც,ბედნიერი მხოლოდ იქ ვიყავი.

-  ბედნიერი ისევ იქნები ნიტა...აი დამიჯერე,თეონა რომ გაიღვიძებს და ამდენი ხნის შემდეგ მის ხმას ისევ გაიგებ,იგრძნობ ამას.მერე ისევ ერთად იქნებით ყველა...ბედნიერი იქნები

-  ალექსი აღარ იქნება - ყრუდ ჩაილაპარაკა ნიტამ - და ძალიანაც კარგი...ოდესმე გამიხსენებს,მიხვდება ამხელა მსხვერპლი რისთვის გავიღე და შერცხვება იმ ყველაფრის,რაც მე გამიკეთა...წარმოგიდგენია?შენს მიმართაც კი არ მიგრძვნია არასდროს იმდენი ზიზღი,რამდენსაც ახლა მის მიმართ ვგრძნობ...

-  არ გეზიზღება,ნიტა - უკმაყოფილოდ გაიქნია თავი ლაშამ - გიყვარს.

-  სიყვარული და სიძულვილი ერთი თოკის ორი ბოლოა.თავისუფლად შეგიძლია ერთი პუნქტიდან მეორეში გადასვლა.

-  ალკოჰოლი და იმპულსები გალაპარაკებს,მაგრამ ილაპარაკე,მოგისმენ.

-  საერთოდ არ გესმის რას ვგრძნობ ახლა...ხომ ასეა,არ გესმის.

-  მართალი ხარ,არ მესმის...მაგრამ შემიძლია შენი ტკივილი ვიგრძნო.

-  შენ გრძნობ საერთოდ რამეს?სერიოზულად,მგონია,რომ მსგავსი არაფერია შენში...

-  ტკივილს ვგრძნობ.

-  სხვას არაფერს?

-  სიძულვილს ხალხის მიმართ და შენ...შენ მებრალები ნიტა,იმიტომ რომ გტკივა,მე კიდევ ყველაზე კარგად იმ ადამიანების მესმის,ვინც ტკივილს განიცდის.

-  რა უცნაური ხარ - ჩაილაპარაკა ქალმა და სიცილ-ტირილი ერთმანეთში აერია

-  შენ უბრალოდ პატარა ხარ,ხანდახან მგონია ბავშვს ვესაუბრები...მიამიტი და გულიბრყვილო ბავშვივით ხარ,ქცევეებიც ასეთი გაქვს...მაგრამ ხანდახან ისეთი გამონათებები....დღეს ალექსს ასე თუ დაადებდი ვერ წარმოვიდგენდი.

ნიტას ჩაეცინა,ღვარძლიანად რაღაც გაბოროტებით და ასეთივე მზერით გახედა ლაშას.ტირილი შეეწყვიტა.მაკიაჟი ცრემლებს გადაერეცხა,ორმაგად მიმზიდველი იყო,რომელიღაც ცნობილი მხატვრის პორტრეტს აგონებდა ონიანს.

აღარ წვიმდა და თითქოს ეს აკლდათ.აკლდა ონიანსაც წვიმა და ამ კონკრეტულ ვითარებაში მისი შხაპუნი მანქანის სახურავზე.

-  სიკვდილზე გიფიქრია? - ქალი ენას ძლივს აბრუნებდა პირში,ალკოჰოლი მეტი მოსვლოდა,სავარძელზე თავის შემაგრებაც უჭირდა და როგორც ჩანს გამოფხიზლებას არ ჩქარობდა.

-  გამუდმებით ვფიქრობ. - ონიანი ქალის სიმთვრალით სარგებლობდა.დიდი ხანი იყო ამ ყველაფრის ვინმესთვის გაზიარება და დასვენება სურდა,მაგრამ საკუთარი სიამაყე ამდენის საშუალებას არ აძლევდა.ახლა კი ნიტა უგონოდ იყო გალეშილი და საუბარიც ერთობ მარტივი,რადგან ალბათ არც არაფერი ემახსოვრებოდა ხვალ ამ მომენტიდან.

-  აი ისეთ სიკვდილზე კი არა,დაწვები და აღარ ხარ...ასეთ სიკვდილზე არა,თან ცოცხალი რომ ხარ და თან მკვდარი.

ლაშას გააცია.

-  რას გულისხმობ?

-  როცა შენ კი არა,ვინმე სხვა კვდება და ამით შენც გკლავს...

-  მონათესავე სულს თუ ეძებ,იპოვე,მაგრამ ხვალ არც შენ გაგახსენდება ამ საუბრიდან რამე და არც მე მინდა გახსოვდეს. - მოღლილი ხმით ჩაილაპარაკა და ქალს ინტერესით შეხედა.

-  დღეს...ალექსი ჩემთვის მოკვდა და თავს მეც მკვდარად ვგრძნობ.ვსუნთქავ,მაგრამ მკვდარი ვარ.არაფერი არ მტკივა,მაგრამ სიმწრისგან მაკანკალებს...კარგი იქნებოდა ოდნავ სხვანაირი ვყოფილიყავი... - დანანებით ჩაილაპარაკა

-  მაინც როგორი?

-  მატერიალისტი თუნდაც...უპრობლემოდ მიმეტოვებინა ჩემი კაცი და გამოგყოლოდი,ბედნიერი მაინც ვიქნებოდი.

-  უბედური ქალი იყო,ბედნიერ ღორს გერჩიოს ნიტა! - ცივად გამოსცრა ონიანს და მანქანა ჭიშკართან შეაყენა.მანქანიდან გადავიდა და რკინის კართან აეყუდა.სამიოდე წუთში მასიური კარი გაიღო და ლაშა მანქანაში დაბრუნდა.

-  იცი რას ვერ ვხვდები?

-  შენ ბევრ რამეს ვერ ხვდები,ნიტა - ონიანს რატომღაც ლევანის პირქუში გამომეტყველება დაუდგა თვალწინ - მაგრამ,ახლა რას ვერ ხვდები?

-  მე მაინც რატომ გძულვარ?

ლაშამ ღრმად ამოისუნთქა და მანქანა ადგილს მოსწყვიტა.ეზოში შლეგიანივით შევარდა და კიბეებთან გაჩერდა.ძრავი გამორთო თუ არა,ღვედი შეიხსნა და ქალისკენ შეტრიალდა.ნიტა საკუთარ თავს არ ჰგავდა.თვალები ეხუჭებოდა,სახე არეოდა.ონიანმა ორივე ხელი მოხვია და შუბლზე აკოცა.

-  არ მძულხარ,ნიტა...უბრალოდ სიყვარული არ შემიძლია.

-  მანქანიდან გადმოსვლაც არ შემიძლია - სიტყვებგამოლეულმა ქალმა საუბრის თემის შეცვლა სცადა,მაგრამ რეალობას გვერდი ვერ აუარა.

ლაშა მანქანიდან გადმოვიდა და ნიტას მხარეს კარი გახსნა.

-  მოდი ჩემთან...

წელზე ხელი მოხვია.ნიტას,წამოდგა თუ არა,თავბრუ დაეხვა და ფეხები აერია.

-  ხელი არ გამიშვა,ლაშა

-  არ გიშვებ,დაწყნარდი

-  ტვინი წავიღე,გასაგებია.

-  ჰო,ტვინი ნაღდად წაიღე- გაეღიმა ლაშას და სიცივისგან დაორკლილ ქალს მოეხვია - შემპირდი,რომ,როგორმე მსგავს არასასიამოვნო შემთხვევებს როგორმე გაუმკლავდები და ასეთ მდგომარეობაში თავს აღარასდროს ჩაიგდებ.

-  შეგპირდები,მაგრამ ხვალ აღარ მემახსოვრება,რომ პირობა მოგეცი.ღმერთო როგორ თბილა სახლში - ტაში შემოჰკრა ნიტამ და წონასწორობა ისევ დაკარგა.

-  ფრთხილად,მოდი აქ დაჯექი ცოტახანს და მერე დავიძინოთ.

ნიტა სავარძელში ჩაეფლო,ფიქრებმა წაართვა თავი.პარადოქსი იყო,ის კაცი რომ არა,რომელიც უკიდურესობამდე სძულდა ახლა კაცმა არ იცის სად იქნებოდა.ალბათ ალექსთან ერთად...ალექსი...სად იყო ახლა?ალბათ იმ თამთასთან ალერსში კლავდა დროს თვითონ კი ონიანის სახლში,საუკეთესო მეგობარს ზვარაკად შეწირული,იჯდა და იმ კაცზე ფიქრობდა ,რომელმაც პირველივე ხელის კვრაზე მიატოვა.

-  დავიძინოთ,წამოდი - ონიანი მასთან ჩაიმუხლა.ქალს მისი არ ესმოდა.ნიტას ფიქრებში ჩაძრომა საოცრად გამოსდიოდა.ქალი ამ სამყაროს აღარ ეკუთვნოდა.

-  ლაშა - მოუხმო მამაკაცს და როცა მის გვერდით აღმოაჩინა გაუღიმა

ონიანმა მზერა გაუსწორა.რას ფიქრობდა ეს ქალი?ახლა რას ფიქრობდა?ონიანს თვალები გალურჯებოდა.ასეთი ლურჯი არასოდეს ენახა ქალს,ულამაზესი იყო.

-  ძალიან ლამაზი თვალები გაქვს,ლაშა - ნიტამ გაიღიმა და სიმორცხვისგან დახარა თავი.გაეღიმა ლაშასაც.წამით,ვიდრე საკუთარ სახელს გაიგონებდა ეგონა ქალი ჭკუიდან საბოლოოდ გადავიდა.ნეტავ ახლა რას გრძნობდა ეს ერთობ უცნაური ქალი?

-  გახსოვს ერთხელ გკითხე,ჩვენს გარდა თუ აყენებს ასეთ ტკივილს ერთმანნეთს ვინმეთქო?!

-  მახსოვს - თავი დაუქნია ლაშამ

-  ჩვენ ტკივილს არ ვაყენებთ ერთმანეთზე,ერთმანეთზე ვვზრუნავთ...ჩვენ ერთმანეთის გვესმის...მე არ ვიცი რა გტკივა,მაგრამ შეუძლებელია ადამიანს ისე გაუგო,სულ ცოტა მაინც არ გესმოდეს მისი.მე რომ რამეს გეუბნები...მომისმინე,ამას ფხიზელი არ გეტყვი და ალბათ დიდი ხანი აღარც გამოვთვრები...

-  ახლა შენი კოცნა მინდა - ლოყაზე ლოყით მიეკრო ონიანი და ყურში უჩურჩულა

-  ჰოდა მაკოცე!

ონიანს ბევრი აღარ უყოყმანია.როცა ლაშას ტუჩები პირველად შეეხო ქალის ბაგეებს,ნიტას ალექსი გაახსენდა.პირველი კოცნა,პირველი მიყვარხარ და ეს უსიყვარულო,უბრალოდ კოცნა...განსხვავებას ვერ გრძნობდა,უცნაური იყო.მალე ალექსის ხატება ქვეცნობიერიდან წამოსულმა ნისლმა დაფარა და დარჩა ონიანი,სხვანაირი,ნაზი,უცხო,სასიამოვნო.

 

 

 

 

გათენებულიყო ნიტას ტელეფონი რომ აწკრიალდა.ვერანაირმა ძალამ ვერ ჩააგდო გონში.ტკბილად ეძინა,გაღიმებულს და რაღაც საინტერესო სიზმარს ხედავდა.ლაშას მაშინვე გამოეღვიძა და მის ქათქათა მკერდზე დაყრილ კუპრივით შავ თავს დააკვირდა.ტელეფონი რეკავდა,ქალი არ ირხეოდა,მხოლოდ ზმუოდა და გვერდს იცვლიდა.ონიანმა ეკრანს დახედა,ღირდა თუ არა ქალის გაღვიძება.ბოლოს,რადგან ვიღაც ყველანაირად ცდილობდა ნიტასთან დაკავშირებას გადაწყვიტა თავად ეპასუხა და გაეგო საჭირო იყო თუ არა ქალის გაღვიძება.ცხრა საათი სრულდებოდა.

-  გისმენთ...

-  ...

ნიტას ძინავს და აუცილებელი თუა გავაღვიძებ - ონიანმა თვალები დახუჭა და ქალს,რომელსაც ამასობაში მისთვის ზურგი შეექცია,მოშიშვლებულ წელზე მოეფერა.

-  კარგი.

ლაშამ ტელეფონი იქვე მიაგდო და ქალის გაღვიძება დაიწყო.

-  ნიტა - ჩურჩულებდა ყურთან ახლოს და ცდილობდა არ შეეშინებინა - ნიტა,გაიღვიძე.

ნიტამ ამოიზმუვლა და ხანგრძლივი ცდის შემდეგ თვალების გახელა შეძლო.

ჯერ ონიანს შეხედა,რომელსაც ხელები მის მხრებზე მოეთავსებინა და ეფერებოდა,შემდეგ თავის ნახევრად შიშველ სხეულს და სხეულში აგორებულმა არასასიამოვნო ტალღამ ყველაფერი წალეკა.

-  გირეკავდნენ...სამსახურიდან - ტელეფონი მიაწოდა ლაშამ ქალს,რომელსაც ნელ-ნელა ყველაფერი ახსენდებოდა და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა.

-  რა ხდება? - მოლაპარაკეს ჩასძახა ქალმა და ლაშას მკლავზე ჩამოადო თავი - როდის?...კარგი...

-  რაო,რა გვინდაო? - მისკენ შეტრიალდა ონიანი და იდაყვს დაეყრდნო

-  სამსახურში უნდა წავიდე...

-  რატომ?

-  ავარია მოხდა და საოპერაციოში დამხმარე დასჭირდებათ...თავი მისკდება.

-  არ მიკვირს...გახსოვს რამე?

ნიტამ უხმოდ დაუქნია თავი.

-  ყველაფერი მახსოვს,ოღონდ ფრაგმენტებად...

ქალი საწოლიდან ადგა და კარადასთან დოინჯით დადგა.ონიანის მწველი მზერა იგრძნო,იმავ წამს მისმა სანთებელამაც გაიჩხაკუნა და ცხვირში თამბაქოს მძაფრმა სურნელმა შეუღიტინა.სირცხვილისგან გაწითლდა,დედიშობილა იდგა იმ მამაკაცის წინ,რომელთანაც...ამაზე ფიქრიც არ უნდოდა,თავი უხურდა.საკუთარ თავზე ბრაზობდა,რადგან წუხანდელი ღამე მოეწონა...ლაშაც მოეწონე,აღარც ისეთ მონსტრად ესახებოდა მის ცნობიერებას.

-  რა დროს უნდა იყო იქ?

-  ნახევარ საათში.

-  ჩაიცვი და გაგიყვან,ადრე მივალ სამსახურში...

 

 

 

 

საავადმყოფოს შესასვლელთან მინებდაბურული მნქანა გაჩერდა.მგზავრები გადმოსვლას არ ჩქარობდნენ.

-  საღამომდე - მოკლედ მოჭრა ნიტამ და მანქანიდან გადასვლა სცადა,მაგრამ ლაშას ხელმა ადგილს მიაყინა

-  მე არ ვნანობ წუხანდელს...

-  არც მე! - მტკიცედ უპასუხა ქალმა და თვალები დახუჭა. - ძალიან კარგი იყო,უკან რომ დამაბრუნონ იგივეს ვიზამდი...

-  არა!არ იზამდი! - გაეცინა ლაშას - ალექსს რომ არ გაეცოფებინე არც არაფერი მოხდებოდა...ერთგვარი სამაგიერო იყო მისთვის შენი საქციელი...

-  ასე ფიქრობ? - გაცხარდა ქალი

-  ასეა...

-  ეს იცოდი და მაინც დაწექი ჩემთან?

-  გეუბნები ისევ იგივეს ვიზამდითქო!საკუთარ თავს ვერ ვიმორჩილებდი და რომც შემძლებოდა არ ვიზამდი ამას...უბრალოდ ერთი რაღაც იცოდე,ნიტა...ალექსს ვერაფერი დააკელი,ისევ საკუთარ თავს...ალექსს ორსულად გონიხარ,ხომ არ გავიწდყება?და მეორეც,რით ვერ გამიცანი?მე სიყვარული და მსგავსი გრძნნობები არ შემიძლიათქო,ხომ გითხარი.

ნიტა ერთ წამს ჩუმად იჯდა.ნიკაპი მეტისმეტი გააფთრებისგან უკანკალებდა და სათქმელისთვის თავის მოყრას ცდილობდა.

-  იცი რა,ლაშა?!ყველაფერი გააფუჭე - ცრემლნარევი ხმით თქვა და მანქანის კარები მიიჯახუნა.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa
ნანახია: 1076 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar