რექვიემი (8)
16.10.2017, 22:15

მიმავალ ქალს დაძაბური მზერა გააყოლა და მანქანის დაძვრა ფიქრადაც არ მოსვლია სანამ ის საავადმყოფოს კარში არ გაუჩინარდა.ლაშამ საჭე მარჯვედ,ამავდროულად ნერვიულად დაატრიალა და იქაურობას გაეცალა.სამსახურში მისასვლელად არც ისე პატარა გზა უნდა გაევლო რაც საშინლად ეზარებოდა.თავი ნიტაზე ფიქრით ჰქონდა გამოტენილი.გასული ღამე არ ავიწყდებოდა,მთვრალი ნიტას სიტყვები...ვერ იჯერებდა,რომ,ის ქალი,რომელიც ამდენ ხანს ასეთი სულელი ეგონა,ასეთ რამეებზე ფიქრს ახერხებდა.მანქანის სალონში სანთებელამ გაიჩხაკუნა,სიგარეტის კვამლში გახვეულმა მანქანა წითელზე შეაჩერა და აწკრიალებულ ტელეფონს დახედა.

-  საჭესთან ვზივარ თამთა,ოდნავ მოგვიანებით დაგირეკავ მე თვითონ.

ლაშამ ტელეფონი იმ სავარძელზე მიაგდო,რომელზეც არც ისე დიდი ხნის წინ იჯდა ნიტა.სალონში ჯერ კიდევ ტრიალებდა ქალის სურნელი.მწვანე ნათურა ანთებას არ აპირებდა,რამაც უარესად მოუშალა ნერვები.ბოლოს როგორც იქნა დაძრა მანქანა და სამსახურამდე მიაღწია.ფირმაში არანაკლები სიურპრიზი ელოდა.მანქანიდან გადმოვიდა თუ არა თამთასთან დარეკვა გადაწყვიტა,მაგრამ მისი გამოგზავნილი მესიჯი გახსნა თუ არა,მისსავე კაბინეტს მიაშურა.

-  ამას აქ რა უნდა? - კარი დახურა თუ არა მაშინვე კითხვა დაუსვა და თავით ალექსზე მიანიშნა,რომელიც იქვე მაგიდასთან იჯდა და სავარძელში ირწეოდა.

-  სწორედ მაგ თემაზე მინდოდა საუბარი.

-  გისმენ - ლაშა დაუპატიჟებლად ჩამოჯდა თამთას სამუშაო მაგიდაზე და სავარძელში ჩაფლულ ქალს მიაშტერდა

-  მოკლედ ჩემს ადგილს დაიკავებს...

-  სერიოზულად? - აღშფოთებისგან ჰაერი არ ეყო ონიანს და ალექსს გადახედა - მერე გამოცდილება ან საჭირო განათლება აქვს?

-  ალექსი ამ სფეროში საკმაოდ განათლებულია!გამოცდილება არ აქვს,მაგრამ ექნება,იმიტომ რომ მე დავეხმარები...

-  კარგი და შენ საით გაგიწევია?

-  ლაშა მე ძალიან დავიღალე,მომბეზრდა თვალებგაწელილი აზიელები,პუნქტუალური გერმანელები და ჯენტლმენი ინგლისელები, ყველა ჩამოსვლაზე თავიდან რომ მაბამენ...თანაც მე მას ვენდობი და მჯერა,რომ საქმეს ჩემზე უკეთესად მიხედავს.

-  საინტერესოა ამაზე ვაკო რას იტყვის - ონიანმა სიგარეტს მოუკიდა და გაეღიმა

-  ვაკოს ჩემს წილთან არაფერი ეკითხება ლაშა! - ხმა გაუმკაცრდა თამთას - მშვენივრად იცი ეს!და სხვათაშორის არც შენ!...მე ვისაც მინდა იმას დავნიშნავ ჩემს ნაცვლად და თქვენ ორი ამაში ცხვირს ტყუილად ყოფთ.შევამჩნიე,რომ თქვენ ორს მაინცდამაინც არ გეხატებათ ერთმანეთი გულზე,მაგრამ,ლაშა...ჩემ გამო მაინც,ჩვენი მეგობრობის გამო...ალექსი მიყვარს და არ მინდა ამის გამო არჩევანის წინაშე დავდგე...

-  თქვი,რომ იხუმრე...შენ პირად ცხოვრებაში მე არასდროს ჩავრეულვარ თამთა და არც ჩავერევი...ვინც გინდა ის შეიყვარე...უბრალოდ იმ მოგებას ერთად ვიღებთ და მე არ მინდა შენი სანდო კავშირების და ნაზი გრძნობების გამო ეს მოგება დავკარგო...

-  არ დაკარგავ,აკი გითხარი ვენდობითქო...

-  მე არ ვენდობი!არ ვიცი საქმის კაცია თუ არა!

-  ნიტას ხომ ენდობი ლაშა?

-  ჩემი საცოლე ამ ყველაფერთან არაფერ შუაშია და არ გარიო თამთა...ის ფაქტი რომ ვიღაც გვიყვარს,იმ პიროვნებას საერთოდ არ ცვლის...ნიტა ჩემ გარეშეც ნიტაა და ჩემთან ერთადაც...ალექსს შენი მისდამი გრძნობები არ ცვლის...მე პრეტენზია არ მაქვს,უბრალოდ დარწმუნებული უნდა ვიყო,რომ ჩემს შემოსავალს საფრთხე არ დაემუქრება და სკამზე შენ იჯდები,ეს თუ ვინმე იაპონკა,არ მაინტერესებს...

-  თქვენი კამათი მომბეზრდა...თუ არ გინდათ,რომ აქ ვიყო,პრობლემა არაა.

ონიანს ცივი ღიმილი მოერია სახეზე

-  რას ქვია პრობლემა არ გაქვს? - დენთივით იფეთქა თამთამ

-  თამთა იქ არ შევეტენები,სადაც არავის ვუნდივარ.

-  გაიქეცი,ფორესტ,გაიქეცი - ირონიულად გაუღიმა ონიანმა - მეტი რა შეგიძლია...მაგის გამო დაკარგე ყველაფერი.

ალექსს უეცრად აენთო ჩამქრალი მზერა და ონიანს მივარდა.პიჯაკის საყელოს ორივე ხელით ჩააფრინდა და თავისკენ მოქაჩა.

-  მისმინე ყვითელთავა იდიოტო!შენ ნამეტანი გითმინე და თავს გაგივიდა...ერთი გადაკრული სიტყვა და ცხვირ-პირს ამოგინაყავ გასაგებია?!

ონიანი გაუნძრევლად იდგა.წყობილებიდან გამოსულს ცინიკურად უღიმოდა და საჭირო მომენტს ელოდა.არ უცდია მამაკაცის მკლავების მოშორება.თამთა გაოგნებული იდგა და ვერ გადაეწყვიტა რა გაეკეთებინა,რაღაც ისეთი ხდებოდა,რაც მისთვის უცნობი იყო და არც ერთი ამ ორიდან მისთვის თქმას არ აპირებდა.

-  გვიანია ხელების შლა,ეგ მაშინ უნდა გექნა,ქალი უკანასკნელი გოიმივით რომ აგახიე... - ონიანმა ტუჩები გაილოკა და სახე დაუსერიოზულდა,მხოლოდ თვალებს შერჩათ დამცინავი იერი.

-  შენ არავის არავინ არ აახიე,ორსულად იყო და გამოგყვა... - ენის ბორძიკით ამოიხრიალა მამაკაცმა ის რაზეც დიდი ხანია ეფიქრა და რაშიც ეჭვი არ ეპარებოდა.

-  მოგატყუა  - ყოველგვარი შელამაზების გარეშე მიახალა ონიანმა და ოპონენტის დაუფარავი სიმართლისგან დაუძლურებული ხელები დემონსტრაციულად მოიშორა,შემდეგ ყურთან ძალიან ახლოს მიუტანა ტუჩები და აჩურჩულდა - იცი,რატომ გამომყვა ნიტა მე?იცი,როგორ არა...ნიტას უყვარდი,მაინც უყვარდი,კახპა უწოდე და უყვარდი...შენ კიდევ არ იკმარე და სხვა ქალს სთხოვე ცოლობა...გგონია თამთას ხელზე ბეჭედი ვერ დავინახე?უნიჭო მოთამაშე ხარ და დასაკარგი ზედმეტად ბევრი გაქვს,თუმცა ნიტა უკვე დაკარგე...და საერთოდ,ორსულადაც რომ ყოფილიყო,არ უნდა მიგეტოვებინა!

ონიანი მშვიდად მოშორდა და თვალებგაფართოებული თამთასთვის ,რომელიც მთელი სხეულით კანკალებდა,არც შეუხედავს,ისე დატოვა მისი კაბინეტი.

       ათიოდე წუთიც არ იყო გასული,რომ ფიქრებიდან კარის ბრახუნმა გამოიყვანა.თავი  რომ ასწია,ერთადერთი რაც დაინახია ქერათმიანი ქალის გაცეცხლებული მწვანე თვალები იყო.

-  რა ხდება თქვენ ორს შორის?ვინ ქალი აახიე?რატომ ჭამთ ერთმანეთს?!

-  თამთა მაგეებს მე რატომ მეკითხები? - ხმა გაეყინა ონიანს - წადი და მას ჰკითხე,თქმა თუ უნდა გითხრას...მე გითხარი შენს ურთიერთობაში არ ვერევითქო და ეს სულ ასე იქნება...

-  სხვა ჰყავს?

-  არა!

-  აბა?

-  თამთა გეხვეწები თავი დამანებე და თქვენ მოშველდით.ერთი რაღაც დაიმახსოვრე,არც ერთი წუთით,მსგავს გამოხტომებს არ ავიტან!ახლა ჩემი კაბინეტი დატოვე და თუ შეიძლება წყალი დალიე,იქნებ ცოტა დამშვიდდე...

-  სადღაც გავარდა...სადღაც წავიდა...- ტირილი დაიწყო ქალმა

ონიანს ჩაეღიმა,უკვე იცოდა სადაც წავიდოდა ალექსი,მაგრამ თამთასთვის არაფრის თქმას არ აპირებდა.აპარატიდან წყალი ჩამოასხა და უჯრიდან დამამშვიდებელი აბი ამოიღო.

-  დალიე,დაგაწყნარებს.

-  ნიტაზეა საუბარი?ნიტას გამო გადაეკიდეთ ერთმანეთს?

-  თამთა ნიტას თავი დაანებე!

-  ახლაც ნიტასთან წავიდა?

-  არამგონია,ალბათ გაისეირნებს,გულს გაიგრილებს და დაგირეკავს...ნიტასთან რომც წასულიყო,თვითონ ნიტა არ შეხვდება...აუცილებლად დაბრუნდება ჯანმრთელი და საღსალამათი,არ ინერვიულო...

-  რა მოგიხდათ? - ოდნავ დაწყნარდა ქალი და ხმა მშვიდი გაუხდა

-  არაფერი,უბრალოდ ვერ აიტანა ნიტამ რომ მე ამირჩია ესაა და ეს...მერე შენც გამოჩნდი და  ალბათ მიხვდა,ვინც უყვარდა ამ დროის განმავლობაში სინამდვილეში...თამთა წადი და სამსახურს დაუბრუნდი,შენი ადგილი აქაა,აუცილებელი არაა თითზე რგოლის წამოცმისთანავე სახლში დაჯდე,ცხრა თვეში გაიბერო და მინი ინკუბატორად იქცე...

-  ალექსი მიყვარს,ლაშა.

-  ვიცი,ვხედავ,მაგრამ რატომ მეუბნები მე მაგას?

-  შენ გიყვარს ნიტა?

-  შენი აზრით?

-  არ ვიცი...უბრალოდ წუხელ მის მეტს ვერავის ამჩნევდი... - მშვიდად ჩაილაპარაკა თამთამ და ფეხე წამოდგა - ალექსი ასეთია,პრობლემებს რთულად უმკლავდება,მაგრამ ძლიერი სიყვარული იცის,თუ უყვარს,ბოლომდე უყვარს...აუცილებლად დამირეკავს.

-  ავი ცოლივით ნუ იქცევი თამთა!მტკვარში გადასახტომად არსად წასულა,მოვა.

 

 

^^^

ლაშას მანქანიდან გადმოვიდა თუ არა მაშინვე საოპერაციოში უკრეს თავი.პაციენტი მცირეწლოვანი ბაშვი იყო,მძიმე დაზიანებებით.თავი უხურდა და ეს ორმაგად ცუდად ხდიდა.ქირურგის მოთქოვნები შორიდან ესმოდა.გაუმართლა,ოპერაციამ რომ წარმატებით ჩაიარა,მაგრამ შენიშვნას მაინც ვერ ასცდა

-  ნიტა,დღეს სადღაც დაფრინავ... - გვერდით გაიხმო ქირურგმა

-  მაპატიეთ,ავად ვიყავი,ახლახანს გამოვკეთდი და ჯერ კიდევ სუსტად ვარ...

-  ფორმას დაუბრუნდი სანამ დროა და როცა საოპერაციოში შედიხარ საკუთარი ჯანმრთელობაც გარეთ დატოვე!

 

უხმოდ დაუქნია თავი და ცარიელ ოთახს მიაშურა.სამსაათიანმა ოპერაციამ ძალები საერთოდ წაართვა და იქვე,პალატაშივე მიწვა.შესვენება დაწყებულიყო,შეეძლო ერთი საათი დაესვენა.ტელეფონმა რომ დარეკა ახალი ჩაძინებული იყო.უახლისოდ დასწვდა და ეკრანს იმ შეგნებით დახედა,რომ ლაშა იქნებოდა მაგრამ იმედი გაუცრუვდა.წარბშეჭმუხნულმა მიაგდო იქვე და თვალები დახუჭა.ალექსი კი რეკვას აგრძელებდა და ჩანს  მანამ არ შეწყვეტდა,სანამ ნიტა არ უპასუხებდა,ან საერთოდ არ გამორთავდა ტელეფონს.გაცხარებული კვლავ ტელეფონს ეცა და გამორთვასაც აპირებდა,მაგრამ სულმა წასძლია და უპასუხა.

-  რა გინდა?

-  ნიტა,უნდა ვილაპარაკოთ...სად ხარ? - ალექსს ხმა უკანკალებდა რაც ქალს არ გამოპარვია.

-  მე არ მაქვს შენთან სააპარაკო არაფერი!აღარ გაბედო ჩემთან დარეკვა.

 გამწარებულმა და ოდნავ კმაყოფილმა ნიტამ,რომ ალექსის მიმართ დაგროვილი ბოღმა ალექსზევე გადმოანთხია,ტელეფონი იქვე  საწოლზე მიაგდო და თითქოს აპარატი რამეში დამნაშავე ყოფილიყოს,დემონსტრაციულად შეაქცია ზურგი.

 

ათიოდე წუთი ასე იწვა...საკუთარ თავს ებრძოდა.ალექსის ხმამ უცნაურად იმოქმედა მასზე,ჯერ ოთხად მოიკეცა,შემდეგ გაბუტული ბავშვივით შეკრა წარბები და სცადა არ ეტირა.არ გამოუვიდა.რა უნდოდა ალექსს? უცნაური ხმა ჰქონდა.ქალს ამ ყველაფერზე ფიქრი ერთი წუთითაც არ მოშორებია და ამ დაშლილი მოზაიკასავით გაბნეულ ფიქრებში უეცრად ლაშას სახე გაკრთა.ლაშა რას იტყოდა,როცა გაიგებდა,რომ ალექსს ელაპარაკა?ჯანდაბას ონიანი და მისი გაურკვეველი ახირება ამ ორმაგად გაურკვეველ ქორწინებასთან დაკავშირებით.

ქალის საწოლი ოდნავ შეირხა,მაგრამ ვერ იგრძნო.ვერ იგრძნო როგორ ჩამოჯდა მის გვერდით ვიღაც და სიყვარულით სავსე მზერით დააჩერდა.გონს მაშინ მოვიდა,როდესაც მის ცხვირწინ ვიღაცამ ხელი ჩამოდო და ეს ხელი  მისთვის კარგად ნაცნობ,ამასთან ერთად კი უცხო ადამიანს ეკუთვნოდა.ქალმა თვალი ააყოლა ხელს და იმ თვალებს ჩააშტერდა,რომელშიც აქამდე ძალიან ბევრჯერ დაკარგულა,უკოცნია,მოფერებია,საკუთარი თავი დაუნახავს,ოღონდ სულ სხვანაირი.ალექსის თვალებში ნიტა საკუთარ თავს ყოველთვის ყველაზე ბედნიერს ხედავდა.ახლა იქ ზუსტად ისეთივე ნიტა ჩანდა,როგორიც სარკიდან უმზერდი დღის განმავლობაში არც ისე იშვიათად და ამ გამოსახულებას ნელ-ნელა ეპარებოდა სიყვარულის ფერი.ქალი საწოლში წამოჯდა და თვალი თვალში გაუყარა.ალექსმა თავი დახარა და ხელზე ხელით მოეფერა.მისდაგასაოცრად ქალი არ განძრეულა,არანაირი ქმედება,არც მისკენ,არ მისგან შორს.

ქალის სიჩუმემ სითამამე მოჰგვარა და შეძლო იმ თვალებისთვის შეეხედა,რომელში მცხოვრები ტკივილის ავტორიც ნაწილობრივ თვითონ იყო.

-  ნიტა...მე...

-  ჩშ!

-  მომისმინე გთხოვ...

-  მოუსმინე...კარგი,გისმენ.რა უნდა მითხრა?შენ შეგიძლია მოძებნო ისეთი სიტყვები,რაც შენ ან მე,ან ორივეს ერთად გაგვამართლებს?შეგიძლია მითხრა რამე ისეთი,რასაც სხვები არ მეუბნებიან და ამ სიტყვებმა დამამშვიდოს?

-  მე შემიძლია გითხრა,რომ მიყვარხარ...

-  ეგ ფაქტი არ მამშვიდებს,როცა სხვა ქალთან ერთად გხედავ.

-  ნიტა,შენ,სხვისი ცოლი,მაგას არ უნდა მეუბნებოდე.

-  ჯერ საერთოდ,მე ლაშას ცოლი არ ვარ,საცოლე ვარ,მერეც ნიშნს მიგებ და ამ ყველაფრის შემდეგ შეგიძლია სიყვარულზე მელაპარაკო...

-   რატომ მომატყუე,რომ ორსულად იყავი?

-  სხვანაირად თავს არ დამანებებდი,მე კიდევ შენი და ლაშას სცენების გარეშეც ბევრი საფიქრალი მაქვს...თანაც სიმართლე თუ გაინტერესებს,უბრალოდ ვერ წარმოვიდგენდი ეგ სიტყვები შენ დამოკიდებულებას თუ შეცვლიდა ჩემს მიმართ...მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება.

-  დამოკიდებულება არ შემცვლია,ნიტა...შენ ერთადერთი ხარ,ვისი სიყვარულიც შემიძლია...

-  თამთამაც იგივე იცის... - ისტერიულად ჩაეცინა ნიტას,გული უკვე აღარც კი ტკიოდა.მომენტალურად ონიანი გაახსენდა,ლაშას სიტყვები,მისი ალექსისადმი დამოკიდებულება და რაღაც სასტიკ რეალობას გადააწყდა - ლაშა მართალი იყო.

-  ლაშამ რა იცის?

-  ლაშამ?!განა ლაშა არ იყო ის ადამიანი,ვინც შენ სიმართლე გითხრა?ხომ ასეა?!

-  შენს ვითომ ორსულობას გულისხმობ?

-  ჰო,ზუსტად მაგას...

-  ჰო,ლაშამ მითხრა

-  კარგი...ახლა მე გეკითხები:რა იცის ლაშამ?

ალექსს ჩაეცინა და ქალის გაყინულ თვალებს ეჭვით შეხედა.ეჩვენებოდა,თითქოს იქ ნიტა კი არა,ვიღაც სხვა იჯდა,მაგრამ თვითონ ყველაზე კარგად იცოდა,რომ არანაირი სხვა არ არსებობდა და ეს ის ქალი იყო,რომელიც მთელი ცხოვრება ეყვარებოდა და მისი აღარასდროს იქნებოდა.

-  ის თუ იცი,აქ რისთვის მოხვედი? - დუმილით შეწუხებულმა ქალმა,რომელსაც ცინიკოსის ნიღაბი სადაცაა სახეზე დაეფშვნებოდა,კიდევ ერთი კითხვა დასვა.

-  აქ იმიტომ მოვედი...რომ...შეაფურთხე ნიტა ყველაფერს,ჩემთან წამოდი,დავივიწყოთ რაც იყო და...

-  წუხელ ლაშასთან ვიწექი.

-  რა?! - სუნთქვა შეეკრა მამაკაცს.

-  წუხელ ლაშასთან ვიწექი - გაიმეორა ნიტამ და თან ჩაფიქრებულმა,თითქოს ამაში საკუთარ თავსაც ახლა გამოუტყდაო - და შენ წარმოიდგინე მომეწონა.

ალექსის დუმილმა ნიტას საბოლოოდ მოაბეზრა თავი.

-  შეცდი ალექს.მაშინ უნდა დაგევიწყებინე,როცა ეს შეგეძლო,ზურგი უნდა შეგექცია და წასულიყავი...ჩემს ცოვრებაში ხელახლა გამოჩენა ჩემზე შურის საძიებლად არც ისე კარგი იდეა იყო და ამაში დრო რომ გავა დარწმუნდები,რადგან ჩემს გვერდით ლაშაა და შენც იცი ლაშა როგორია,შენს გვერდით კი ქალია,რომელიც იმასაც კი ვერ ხვდება,რომ არ გიყვარს.

-  მატყუებ...

-  რას გატყუებ? - ნიტას ხმამაღლა გაეცინა - რა რთული საქმეა იმ კაცთან წოლა,ვის საწოლშიც გძინავს...

-  არა,მაგას არა...არ მოგეწონა და თუ მოგეწონა მხოლოდ იმიტომ,რომ ჩემზე ფიქრობდი... - მოკლედ მოჭრა მამაკაცმა და ორივე ხელით საწოლს დაეყრდნო - ჯერ კიდევ გინდივარ!სხვათაშორის მე თამთასთან არ ვწოლილვარ.

მამაკაცი წამოდგა და იქაურობა უკანმოუხედავად დატოვა.ნიტა ჩაფიქრდა,ახლა ეტირა,ეცინა თუ უბრალოდ ნიჰილიზმისთვის მიეცა თავი ვერ იგებდა.ალექსის ბოლო სიტყვებიდან ტყუილი არც ერთი ყოფილა,გარდა ერთისა.ლაშასთან ყოფნა თუ მოეწონა ეს თვითონ ონიანის დამსახურება იყო და არა ალექსის ან ვინმე სხვის...მერე რა,რომ რამდენჯერმე ალექსზეც გაიფიქრა?არცერთხელ ჩაუნაცვლებია მის გონებას ონიანი ალექსით.ნიტა ვერც იმ ფაქტს გაურბოდა,რომ ლაშა საინტერესო,იდუმალებით სავსე პიროვნება იყო  და ეს გარკვეულწილად სურვილსაც აღძრავდა ქალში,მაგრამ ალექსის ნათქვამმა “თამთასთან არ ვწოლილვარ” - მა მასში რაღაც შეცვალა.გაუხარდა,ოღონდ რა ვერ გაიგო.ალბათ ის,რომ თამთა თავისდაუნებურად მის მეტოქედ ითვლებოდა და ეს მეტოქე პირველ რაუნდში დამარცხებული იყო.

 

                       ^^^

სახში დაბრუნებულ ონიანს ნიტა სამზარეულოში მოფუსფუსე დახვდა.ქალს ყურსასმენები ეკეთა და რომელიღაც სწრაფ მელოდიას სხეულს აყოლებდა.ლაშა კარში გაიხიდა და მოცეკვავე ქალს მომღიმარი მიაჩერდა.ამასობაში ნიტამ მაცივრიდან შოკოლადი მოიპარა და მადიანად ჩაკბიჩა,ქურაზე შემოდგმულ კერძს ცნობისმოყვარე ბავშვივით დააჩერდა,შემდეგ მოტრიალდა და...

-  ოდესმე გადაეჩვევი ამ ბნედიანობას? - ნიტას კივილით შეწუხებული ხელებგადახლართული ლაშა კვლავ კარში იდგა გაუნძრევლად და ცდილობდა არ გაეცინა.

ქალი უხმოდ იჯდა სკამზე და მარჯვენა ხელი გულზე დაედო.სწრაფად სუნთქავდა.ონიანის სიტყვებზე თავი აწია და ლაშას მიაჩერდა.ლაშა თავის შეკავებას ცდილობდა,მაგრამ არ გამოსდიოდა და იღიმოდა.ნიტას არაფერი უთქვამს სული მოითქვა და გაზქურა ჩააქრო.

-  გამებუტე? - ლაშამ სამზარეულოდან გამავალ ქალს მკლავში ხელი ნაზად ჩაავლო და თავისკენ მიიზიდა

-  თავი დამანებე - გასასვლელისკენ გაიწია ნიტამ,მაგრამ ვერაფერს გახდა,ჩანს ონიანი დღეს სიჯიუტის ხასიათზე იყო.

-  მითხარი ჰო ან არა და მაგის მიხედვით გადავწყვეტ უნდა გაგიშვა თუ არა.

-  იცი რას ვერ ვხვდები?რატომ გინდა ყოველთვის გული მატკინო და მაწყენინო,გამაბრაზო,მატირო.

-  დაჯექი და მისმინე - ონიანმა სკამთან მიიყვანა და ზედ დასვა თვითონ კი გვერდით ჩამოუჯდა და ორივე ხელით ქალის მხრებს შეეხო. - შენი გულის ტკენა აზრადაც არ მომსვლია,უფრო მეტიც არ მინდა ოდესმე ვნახო როგორ ტირი...უბრალოდ მე და შენ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ,შენ განსაკუთრებით,წარმოდგენაც არ გაქვს ვინ ვარ და ამასთან ერთად ყველაფერს აიდეალებ...ნიტა მე იდეალურისგან ძალიან შორს ვარ.რატომ არ შეგიძლია უბრალოდ მიიღო ის რაც გაქვს და იმ ყველაფერში იპოვო ბედნიერება?რომ გეუბნები სიყვარული არ შემიძლიათქო ეს იმას არ ნიშნავს,რომ შენში მხოლოდ ქალს ვხედავ,რომელთანაც უნდა დავწვე,საჭმელი მომიმზადოს,პერანგები მიუთოვოს,ხანდახან მელაპარაკოს და  ასე შემდეგ...შენთან ყოფნა მომწონს,თან  ძალიან და საერთოდ არ მადარდებს,რომ ალექსს ჩემ გამო დაშორდი.ეგოისტი ვარ და არ ცდები...ჰო!სამყაროს ყველა ცუდი თვისება ჩემში ცოცხლობს,მაგრამ რაც არ უნდა შენთვის გასაკვირი იყოს მე კარგი თვისებებიც მაქვს,უბრალოდ არ ეძებ.შენ მიდიხარ კართან,რომელიც დაკეტილია და არამცთუ მის გახსნას ცდილობ,იმ კარსაც არ ეძებ რომელიც ღიაა და შესვლა შეგიძლია.იქვე,იმ დაკეტილ კართან ჯდები და ნერვიულობისგან სახეს იხოკავ.

-  შენი ხასიათია პრობლემა?ლაშა უკანასკნელი ადამიანივით მექცევი...თვითონაც ვერ იგებ რა გინდა.ერთ დღეს იღვიძებ და გეზიზღები იმიტომ,რომ შენს გვერდით მძინავს ისევ შენივე სურვილით.მეორე დღეს ისე იქცევი მგონია მართლა შეგიყვარდი.მესამე დღეს საერთოდ ფეხებზე გკიდივარ და ეს დაუსრულებლად მეორდება და შენ თუ დაგავიწყდა მე გაგახსენებ შენსავე სიტყვებს...ბავშვი ვარ გესმის?პატარა ბავშვივით ვარ,მარტივად მწყინს და ყველაფერს ვაიდეალებ...ნუ მთხოვ დათმობას,მე საკმარისი დავთმე იმის გამო რომ აქ შენთან ერთად მეცხოვრა...ჩემი ცხოვრება გვერდით გადავდე და ყოველდღიურად ვცდილობ კარგი თუ არა ცუდი ურთიერთობა მაინც არ გვქონდეს.შენ თუ მართლა გინდა ჩემთან კარგი ურთიერთობა,ეცადე ის კარი გახსნა,რომელთანაც ვზივარ.

ონიანს გაეღიმა.

-  ესე იგი გამებუტე.

-  რაც გინდა ის დაარქვი,მე დასაძინებლად მივდივარ.თუ გშია ჭამე! - ნიტამ სამზარეულო დატოვა და საძინებელს მიაშურა.

     საწოლში რომ შეწვა დიდხანს ელოდა ონიანს,მაგრამ ლაშა არ გამოჩენილა.ფიქრებმა წაიღო.ალექსის ნახვამ უარყოფითად იმოქმედა მის განწყობაზე.რას გრძნობდა მის მიმართ? - არ იცოდა და ეს საერთოდ კონტროლს აკარგვინებდა.ნიტა ხვდებოდა მისი გრძნობების ცვლილების მიზეზი რაც იყო.ამ ხნის განმავლობაში თუ ალექსი ყველაზე მყარ და ახლოს მყოფ დასაყრდენად მიაჩნდა,სწორედ ის იყო პირველი,ვინც გამოეცალა.ლევანი ორ დღეში გაფრინდებოდა და ვინ იცის როდის ექნებოდა მისი ხილვის ბედნიერება.ლაშას მიმართაც შეეცვალა გრძნობები,ამას ხვდებოდა და ყველაზე მეტად სწორედ ეს არ მოსწონდა.მაგრამ საითაც არ უნდა წასულიყო,როგორც არ უნდა შეეხედა სიტუაციისთვის,ლაშა მაინც იმ ერთადერთ ადამიანად რჩებოდა,ვინც ნამდვილად მის გვერდით იყო და ამასთან ერთად ესმოდა კიდეც მისი.საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა,რომ ახლა,ამ წუთას ონიანი მასთან რომ მისულიყო,ყველაფერზე დათანხმდებოდა რასაც შესთავაზებდა.შანსს ნამდვილად მისცემდა,უფრო იმიტომ რომ ლაშას სისხლში ჰქონდა ტრაგედია,ისევე როგორც თვითონ და ეს ყველაფერი უფრო მეტად აახლოვებდა მამაკაცთან.ერთი საათი გასულიყო და ლაშა ჯერ არ აპირებდა ამოსვლას.ამასობაში ქალსაც მობეზრდა ლოდინი და ჩაეძინა.

 

 

                        ^^^

მიუხედავად იმისა,რომ ნიტამ ლაშასთან დაახლოვება გადაწყვიტა მომდევნო დღეებში მათ შორის არაფერი შეცვლილა.ინიციატივას ელოდა,რომელიც ონიანს უნდა გამოეჩინა,მაგრამ ლაშა არ ჩქარობდა,პირიქით თითქოს ეს ყველაფერი არც კი აინტერესებდა.მომდევნო დილას ყველაფერი მუნჯური კინოს მსგავსად მოხდა.ლაშამ გაიღვიძა,ტანსაცმელი ჩაიცვა,სახლში მოტანილ საბუთებს და ლეპტოპს ხელი დაავლო და პირველ სართულზე ჩავიდა.მიუხედავად იმისა,რომ ნიტასთვის ხმა არ გაუცია,სახლიდან მის გარეშე მაინც არ გასულა.მორჩილად იცდიდა ქალის მომზადებამდე.ინტერესით აკვირდებოდა მის ყველა მოძრაობას.ნიტამ კიბეზე სწრაფად ჩამოირბინა და სამზარეულოში შევარდა.თავისთვის ყავა მოიმზადა,ლაშას კი ჩაით სავსე ჭიქა დაუდგა ცვირწინ და თან საათს დახედა.დრო ჯერ კიდევ იყო.ლაშამ ქალის მომზადებული ჩაი დააგემოვნა და სასიამოვნოდ გაუკვირდა.ჩაი უშაქრო იყო და ეს ნიტას წესით არ უნდა სცოდნოდა.ცარიელი ჭიქებიც ნიტამ გაიტანა უკან,სამზარეულოში და სახლიდანაც პირველი გავიდა.ლაშას ქალი უკვე მანქანაში დახვდა.საავადმყოფოში მისვლისას რამდენიმე წუთს უხმოდ ისხდნენ მანქანაში.ერთმანეთს ელოდნენ,მაგრამ ხმა აქაც არცერთს ამოუღია.მხოლოდ წამიერად შეხვდნენ მათი თვალები ერთმანეთს და თითქოს ეს საკმარისი იყო,ნიტა მანქანიდან გადავიდა და ლაშაც მანამ უყურებდა ქალის გამხდარ სხეულს,სანამ საავადმყოფოს ფართე კარში არ გაუჩინარდა.

      ერთმანეთს არც სახლში მისვლისას დალაპარაკებიან.თითქოს დუმილს უფრო ჰქონდა ხიბლი,ვიდრე ასობით უაზროდ გაფლანგულ სიტყვას.მაგრამ ოდესმე ყველაფერი მთავრდება და ამ დუმილსაც მოეღო ბოლო.ლევანის გამგზავრება ნიტასთვის იმაზე რთულად გასააზრებელი აღმოჩნდა,ვიდრე ეგონა.დილიდან აფორიაქებული იყო,ყველაფერს არასწორად აკეთებდა და ამას ვერც კი ამჩნევდა.ლაშა დილით ადრე გავიდა სახლიდან,მიუხედავად იმისა,რომ კვირა იყო და წარმოდგენაც არ ქონდა სად წავიდა.

ლევანის თვითმფრინავი საათნახევარში მიფრინავდა.დრო ჯერ კიდევ ჰქონდა,თუმცა არც ისე ბევრი.სიმშვიდე ნიკას მოსვლამ დაურღვია.

-  რაო ფრიდა,მოემზადე თუ როგორც ყოველთვის,უნდა მალოდინო? - ნიკამ ქალი გულში ჩაიკრა და სახე დაუკოცნა -  ძალიან,ძალიან მომენატრე.

-  ლევანი სადაა?

-  ლევანი აეროპორტშია უკვე,რაღაც პრობლემა შეექმნა ბილეთთან დაკავშირებით და ადრე მოუწია წასვლა.

-  წავიდეთ,თორემ დავიგვიანებთ.

ტაქსიში მჯდარმა ნიტამ საუბარი განაახლა.

-  რაო,რას ამბობდი პრობლემაზე?

-  ჰო,რაღაც შეეშალათ და რეგისტრაცია არ ჰქონია გავლილი,დილით გავარდა და ყველაფერი მოაგვარა,ბარემ იქვე დარჩა.

მეტი არაფერი თქმულა.ნოემბერი ნელ-ნელა ილეოდა და შიშველი ხეებიც მოთმინებით ელოდნენ ქალაქის ზამთარს.უთოვლო,არც ისე ცივ და ხანგრძლივ ზამთარს.

აეროპორტში მისული ნიტა ლევანს ეცა და გულში ჩაეკრა.სამივეს გასაკვირად ნიტას არ უტირია.

-  არ გამებუტო გთხოვ,აქედან ისე არ გამიშვა არ დამელაპარაკო. - ხანგრძლივი დუმილით მობეზრებულმა ლევანმა ქალს მუდარის თვალებით შეხედა და ლოყაზე მოეფერა.

-  ადრე უნდა გეთქვა,ცოტა მეტ დროს გავატარებდი შენთან,ახლა მომენატრები.

-  სისულელეა ეგ,ნიტა.მაინც მოგენატრები,ვიმედოვნებ მაინც - სევდიანად გაიღიმა ლევანმა და ნიტას უკან მდგარ მამაკაცს ხელი ჩამოართვა.ქალმა თვალის ერთი შევლებით იცნო მამაკაცის მარჯვენა ხელს შემოხვეული,ონიანის საყვარელი საათი და პულსაცია აუჩქარდა.

-  დაიგვიანე - ლაშას გაუღიმა ლევანმა და მხარზე ხელი დაჰკრა.

-  ჰო,საშინელი საცობებია და თან სამსახურშიც პრობლემებია.

-  რატომ არ მითხარი თუ მოდიოდი? - ლევანს და ნიკას ზურგი შეაქცია ნიტამ და ონიანს ცხვირწინ აესვეტა.

-  იმიტომ,რომ დამაგვიანდა და არ მინდოდა თქვენთვის ერთად ყოფნის დრო წამერთმია. - ლაშამ გაუღიმა და მხარზე ხელი მოხვია.ნიტამ ლაშას ხელს საკუთარი ხელი მაგრად ჩასჭიდა და გაყუჩდა.

-  ხომ იცი,უნდა მოუფრთხილდე - ლაშას შეხედა ლევანმა და მას შემდეგ რაც ონიანმა უხმოდ,სერიოზულად დაუქნია თავი ნიტას წინ დადგა.ლაშამ ქალს ხელი უშვა და დამშვიდობების საშუალება მისცათ.ეს ერთადერთი შემთხვევა იყო,როცა ლევანმა საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და ქალს მთელი გულით მოეხვია.

-  ძალიან,ძალიან მიყვარხარ და ძალიან მინდა ბედნიერი იყო.

არ ვიცი რატომ გახედა ლაშას,მას შემდეგ რაც ნიტას ხელი უშვა და ონიანის თვალებში გადააწყდა იმ სიმართლეს,რასაც წლები უმალავდა საკუთარ თავს.და უცებ იგრძნო,რომ ონიანმა ყველაზე კარგად იცოდა,იქ მდგომი ოთხი ადამიანიდან ყველაზე მეტად რომელს უჭირდა და ეს სწორედ ის იყო ვინც მიდიოდა.არა ქვეყნის,დედის,მეგობრების ან საკუთარი თავის გამო,არამედ იმიტომ,რომ ნიტა უყვარდა და ეს ნიტა არასოდეს ეკუთვნოდა მას,არც წარსულში არც აწმყოში და არც მომავალში.ლაშას სახის გამომეტყველება აღარ შეცვლია,იდგა პირქუშად,მშვიდად და უყურებდა ლევანის მუქ თვალებს სადაც სწორედ ის ტკივილი იყო,რაც მის თვალებში.ლაშამ ლევანს ხელი გაუწოდა და ძალიან მაგრად ჩამოართვა,შემდეგ კი,ზუსტად ისე,როგორც ახლო მეგობრებთან სჩვეოდა გადაეხვია.

-  ბედნიერად ლევან,ეცადე ჩამოხვიდე - სრული გულწრფელობით ამოთქვა ონიანმა

-  შეხვედრამდე ბიჭებო და შენც,ფრიდა.

ნიტამ თავი დახარა,ღრმად ჩაისუნთქა და ლევანისკენ,რომელიც წავიდა ისე,რომ უკან არ მოუხედავს,რამდენიმე ნაბიჯი გადადგა,შემდეგ კი შედგა და უკან - უკან დაიხია,მანამ,სანამ ლაშას გამხდარ,მაგრამ ფართე მხრებს არ შეეჩეხა ზურგით და არ გაჩერდა.მამაკცმა ქალის თითები მოძებნა და საკუთარ თითებში ახლართა.

თვითმფრინავი რომ გაფრინდა აეროპორტის შენობა კიდევ სამი კაცით დაცარიელდა,ნიტას ცხოვრება კი ბევრად მეტით.ლევანი წავიდა და ახლა მის გარეშეც უნდა ეცხოვრა.

-  ნიკა,შენ მიდიხარ დღეს,თუ არა? - დუმილი ლაშამ დაარღვია და უკან მჯდომს სარკეში გახედა.

-  კი,კი.ცენტრალში მიმიყვანე.

-  სად მიდიხარ ნიკა? - სავარძელში დატრიალდა ნიტა და მეგობარს სევდიანი თვალებით გახედა.

-  ბათუმში.ახალი სამსახური შემომთავაზეს და გასაუბრებაზე.

-  თუ აგიყვანეს იქ უნდა დარჩე?

-  იქ უნდა დავრჩე.

-  ახლა ნიტა იტირებს - გაეცინა ლაშას და ქალს ლოყაზე მოეფერა -  გატყუებს,ერთი კვირით მიდის და მერე თბილისიდან კიდევ დიდხანს ვერ გაადგამს ფეხს,პირობას გაძლევ.

-  შენ ყოველთვის ყველაფერი რატომ იცი? - ჯავრის ლაშაზე ამოყრა სცადა,მაგრამ არ გამოუვიდა

-  იმიტომ,რომ გენიოსი ვარ.

-  გენიოსის რა გითხრა,მაგრამ სამსახურში ამიყვანა და ეგრევე მივლინება დამაჯახა,რაღაც დემონისებური კი ხარ - გაეცინა ნიკას და სიგარეტს მოუკიდა.

-  სერიოზულად? - ბავშვივით შეხტა ქალი და ჯერ ლაშას შემდეგ ნიკას თვალებგაბრწყინებულმა შეხედა,მაგრამ სიხარული მაშინვე გაუქრა და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა. - სატრანსფერო ფანჯრები არაა ღია ნიკა,სად წავიდა ლევანი?

-  აი მაგდენი კი მეც არ ვიცი.

ნიკა გულწრფელი იყო,ლევანის უცნაური გამგზავრება მასაც აფიქრებდა,მაგრამ რამდენჯერაც სცადა მასთან ამ თემაზე საუბარი,ლევანმა იმდენჯერ შეცვალა თემა და ბოლოს თვითონაც შეეშვა ამ ყველაფრის გარკვევას.იცოდა,როცა დრო მოვიდოდა ლევანი ამას თვითონ იტყოდა.

მატარებლის ბაქანზე მდგარი ნიკა ჯერ ლაშას შემდეგ ნიტას დაემშვიდობა და ვაგონში გაუჩინარდა.

სახლში დაბრუნებამდე ხმა არცერთს ამოუღია.ნიტა არეული იყო,ლევანზე ფიქრებს თავიდან ვერ იშორებდა.

-  კარგად ხარ? - ჰკითხა მას შემდეგ,რაც ჩაიდნიდან ჭიქაში მომავალი სითხე საზღვრებს გასცდა და მაგიდაზე გაიშალა.

-  არა.

-  მოდი დაჯექი მე გაგიკეთებ ყავას - ლაშამ იძულებით დასვა სკამზე და ყავის აპარატს მიუტრიალდა.

-  მადლობა - ჩაიბუტბუტა ქალმა და ცხელ ჭიქას თითები მოხვია

-  ნიტა,ყველაფერზე ასე ნერვიულობა არ შეიძლება გესმის?ისევ ავად გახდები...

-  შენთვის ადვილი სათქმელია,შეიძლება წლები ვეღარ ვნახო. - ქალმა სახე ხელებში ჩარგო და სცადა არ ეტირა.გამოუვიდა

-  ტირილი თუ გინდა იტირე,დამშვიდდები - ლაშა ქალთან ახლოს ჩამოჯდა და თმებზე მოეფერა

-  სხვა მეგობრები...არ მყავს - ამოიკვნესა ნიტამ და ატირდა - სხვა არავინ არ მყავს,სხვებთან არ ვარ ასე ახლოს.

ლაშამ ქალი მკერდზე მიიკრა და თავზე აკოცა.

-  მე მომიყევი ხოლმე რაც გაწუხებს,მოგისმენ,ცოტას დაგცინებ და მერე დაგეხმარები - გაიცინა ლაშამ

-  შენ წესიერად არც კი მელაპარაკები. - ჩაიდუდუნა ქალმა

-  იმიტომ,რომ სულელი ხარ...ჩემთან საუბარი თუ გინდა,მე რატომ მიცდი როდის ამოვიღებ ხმას?

-  იმიტომ,რომ სულელი ვარ - ამოიოხრა ნიტამ და თვალები დახუჭა

-  წამოხტი ახლა და ხელ-პირი დაიბანე.გავიდეთ,თორემ დავაგვიანებთ.

-  სადმე მივდივართ?

-  სასეირნოდ,რომ არ გაგიჟდე.

 

ლაშას ქალის ხელი ხელში მოემწყვდია და მშვიდად მოიუყვებოდა ტროტუარს.არამცთუ ქვეითები,მანქანებიც კი ცოტა იყო.თითქოს ქალაქს ყოველ წუთს ვიღაც ტოვებდა და სადაცაა მხოლოდ ორნი დარჩებოდნენ.ლაშას,რომელსაც სპორტული ქურთუკი ყელამდე შეეკრა,საერთოდ არ ემჩნეოდა ის ქაოსი,რომელიც მის ცხოვრებაში სუფევდა.რაღაცას გამალებით უამბობდა სიცილისგან გაწითლებულ ნიტას და თვითონაც იცინოდა.

მოულოდნელად ნიტას ტელეფონი აწკრიალდა.

-  სამსახურში მომიწევს წასვლა,გული მიგრძნობს.

ასეც იყო.ნიტა სასწრაფოდ გამოიძახეს საოპერაციოში და უნდოდა თუ არა მოვალე იყო წასულიყო.მისი კოლეგა,ვინც იმ დღეს უნდა ყოფილიყო ასისტენტი,ავად გახდა.ნიტას არ გაუმართლა და არ გაუმართლა ორმაგად,რადგან სახლში დაბრუნებული ქალი საერთოდ არ ჰგავდა იმას,ვინც სამსახურში წასვლამდე იყო.ლაშას გული გაუჩერდა,როდესაც კარში მიტკალივით თეთრი,ტუჩებგალურჯებული ნიტა აესვეტა და იქვე ჩაიკეცა.

კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: DaaDaa
ნანახია: 1216 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
avatar
0
1
საინტერესოდ წერ, "სუფთად". ძალიან მომწონს და სულ ველოდები ხოლმე. ბოლოს ძალიან დიდი პაუზა გქონდა და იმედია გამოასწორებ biggrin
avatar
0 Spam
2
კომპიუტერთან ჯდოის ბედნიერება და საერთოდ თავისუფალი დრო სამწუხაროდ არც ისე ხშირად მაქვს და როცა ვახერხებ ვწერ ხოლმე cool მიხარია თუ მოგწონს <3
avatar
0 Spam
3
ძალიან საინტერესოა და უკვე 3თვეა ველოდები...
ხომ მშვიდობაა? თვეში ერთჯერ უნდა დაგედო ახალი თავი და...
avatar