როგორ ახდა ჩემი სასწაული ანუ ისტორია მათთვის, ვისაც სასწაულების სჯერა (სრულად)
05.01.2019, 18:05
არასოდეს მჯეროდა სასწაულების და მძულდა ოცნება!
რატომ უნდა გჯეროდეს სასწაულების, როცა ბავშვთა სახლში გაიზარდე, საკუთარმა მშობლებმა მიგატოვეს და არც ერთი თბილი ჩახუტება, არც ერთი კოცნა, მზრუნველობა არავისგან არ გახსენდება? ხო, სწორად მიხვდით, მე მშობლებმა დაბადებისთანევე მიმატოვეს და ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი. რა თქმა უნდა, ეგ ფაქტი ნამდვილად არ მახსოვს, რადგან მაშინ ერთ თვისაც არ ვიყავი. თანაც, რა დიდად სამახსოვრო ეგ არის, რომც მახსოვდეს, თავს მაინც დავიწყებას ვაიძულებდი! ჩემი ყველა ბავშობის მოგონებაც წყნეთის ბავშვთა სახლს უკავშირდება, იქ ვცხოვრობდი 19 წლამდე და ამ ხნის განმავლობაში არასოდეს მიოცნებია...
თუმცა... ხო, კარგი ვაღიარებ! ბავშობაში მჯეროდა კი არა, მთელი გულით მწამდა სასწაულების და მათი ახდენის! ოცნება კიდევ ჩემი სატრფო იყო! 10 წლამდე ყოველ დღე და ყოველ წუთას ველოდი სასწაულის მოხდენას, განსაკუთრებით შობა დღეს, რადგან მჯეროდა, რომ სწორედ ამ განსაკუთრებულ დღეს, ღმერთი ჩემნაირ პატარებს სასწაულებით ასაჩუქრებდა და შობა ღამის დადგომას გულის ფანცქალით ველოდი.
5 წლის ვიყავი... შობის ღამე მოდიოდა და მე ისევ სასწაულის მოლოდინში, ფანჯრის რაფაზე საბანმოხვეული ვიჯექი და სიცივისკან ვკანკალებდი. ყველას ეძინა ჩემს გარდა. ფანჯრიდან თოვლზე აბრჭყვიალებულ მთვარის შუქს შევყურებდი და ვოცნებობდი.... უცებ, ქუჩაში პატარა მანათობელი შუქი გამოჩნდა, რომელიც ჩემი ფანჯრისკენ სივრცეში მოცურავდა და თანდათან იზრდებოდა, ბოლოს ბურთისოდენა გახდა და ზუსტად ჩემს პირდაპირ ფანჯრის მინასთან გაჩერდა. თვალები დავხუჭე, წამწამები ძალიან მაგრად დავაჭირე ერთმანეთს და ჩემდაუნებურად დავიწყე ჩურჩული:
-მინდა ბედნიერი ვიყო, ძალიან, ძალიან ბედნიერი, მინდა ოჯახი მყავდეს! -გულში დაუსრულებლად ვიმეორებდი. თვალები, რომ გავახილე სინათლის ბურთი უკვე გამქრალიყო...
იმ დღიდან ყოველ დღე ველოდი ჩემ წილ სასწაულს... განა რამე განსაკუთრებულს ვითხოვდი? მინდოდა ოჯახი მყოლოდა, დედა და მამა, და-ძმები და მეცხოვრა ისე, როგორც სხვა ბავშვები ცხოვრობდნენ. ბავშვთა სახლში ბავშვების უმეტესობას ნათესავები მაინც აკითხავდნენ, ჩემთან კი არასოდეს არავინ მოსულა... როცა ჩემი ნამდვილი მშობლების გამოჩენის იმედი გადამეწურა და მივხვდი, მათ არაფერში ვჭირდებოდი და არასოდეს დაბრუნდებოდნენ ჩემს წასაყვანად, უკვე იმაზე დავიწყე ოცნება, რომ რომელიმე ოჯახს მაინც გადაეწყვიტა ჩემი შვილად აყვანა და დედის სითბო მღირსებოდა, მაგრამ არც ეს ოცნება ამისრულდა და მთელი ბავშობა სრულიად მარტომ, ყველასა და ყველაფრისგან მიტოვებულმა გავატარე...
რატომღაც არც ოჯახი გამოჩნდა, რომელიც ჩემს შვილად აყვანას მოინდომებდა.... ცრემლიანი თვალებით ვადევნებდი თვალს ჩემს მეგობრებს, რომლებსაც მშობლები აკითხავდნენ ან ,,შვილად იყვანდნენ‘‘ და მერე მთელი ღამე ლოგინში ძალიან, ძალიან ბევრს ვტიროდი...
10 წლის ვიყავი, როცა მივხვდი რომ, ოცნებების ახდენა სულაც არ არის ისეთი მარტივი საქმე, როგორიც მე მეგონა... ჩემი ცხოვრების მე-10 ახალ წელს, ჩემთან თოვლის პაპის ნაცვლად რომელიღაც პოლიტიკური ორგანიზაციის წევრი რომ მოვიდა, პატარა პარკში ჩალაგებული რამდენიმე მანდარინითა და იაფფასიანი შოკოლადით ხელდამშვენებული, რომელსაც ყველაზე უნიჭოდ შენიღბული სანტა- კლაუსი მოჰყვა, ბამბის თეთრი წვერითა და წარბებით, აი, მაშინ უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირი თოვლის პაპა-ბაბუები არ არსებობენ და არც ჩემნაირი ობლებისთვის იმეტებდა განგება სასწაულებს.... ამის გაცნობიერება 10 წლის ბავშვისთვის ნამდვილი ფსიქოლოგიური კატასტროფა იყო და ის ახალი წლის დღეები, ტირილსა და საშინელი სიმარტოვის განცდაში გავატარე. 10 წლის ბავშვი უკე ვაცნობიერებდი, რომ სრულიად მარტო ვიყავი ამქვეყნად და არავის იმედი არ უნდა მქონოდა...
ყველას ვინც ბავშობაში ავად გამხდარა, ემახსოვრება მის საწოლთან ჩამომჯდარი დედა, გვერდით მამა და სხვა ახლობლები, რომლებიც თავს დასტრიალებენ, სიცხის შესამოწმებლად მალ-მალე შუბლზე ტუჩებს ადებენ, ეფერებიან და ეკითხებიან, რას შეჭამს სიამოვნებით. ოღონდაც რამე ჭამოს და მამა მზად არის შუაღამისას გაიქცეს მაღაზიაში და სასურველი საჭმელი მოუტანოს ანდა ტკბილეული, ნემსისა და მწარე წამლის სანაცვლოს ათას რამეს ჰპირებიან, ბასტი-ბუბუს კონცერტზე წაყვანას ან თოჯინების თეატრში ან ცირკში, ზოოპარკში, მუშტაედში ანდა სასურველ თოჯინას და მისთანებს... მე კი, მე მთელი ბავშობა როცა ავად ვიყავი, ჩემს საწოლში ვიწექი მარტოდმარტო, ხანდახან აღმზრდელი სიცხის გასაზომად და წამლის დასალევინებლად თუ შემოივლიდა და ისიც ყიველთვის გაღიზიანებული და აგრესიული იყო.. წამლის დალევის წინ თუ დავიჭყანებოდი_
-დალიე, დროზე ერთი, არ მაქვს შენთან ლოლიავის დრო და ნერვები! -წამლიან კოვზს უხეშად ჩამჩრიდა პირში და წარბაწეული ხვდებოდა ჩემს ცრემლებს...
როცა წავიქცეოდი ან რამეს ვიტკენდი, არასოდეს არვინ მკოცნიდა ნატკენ ადგილას და არავინ მეუბნებოდა:- გაკოცებ და მოგირჩებაო...
სამაგიეროდ აღმზრდელები ყველა ბავშვეს ყოველთვის ერთიდაიმავე დაზეპირებულ ფრაზას გვიმეორებდნენ:
-გაიზრდები და დაგავიწყედა! გაიზრდები და დაგავიწყდება!
გავიზარდე, მაგრამ არაფერი დამვიწყია.... პირიქით! ახლა რომ ვიხსენებ, უფრო მეტად მტკივა გული, ვიდრე მაშინ ნატკენი ადგილი მტკიოდა...
მერე? მერე ტირილსაც გადავეჩვიე, ობლის ხვედრს შევეგუე და ოცნება შევწყვიტე... თუმცა საშინელ სიმარტოვის გრძნობას ვერაფერი მოვუხერხე... მეგობრები არ მყავდა, ყველა ვისაც კი დავუმეგობრდი, ოჯახებში გააშვილეს და მათი ნახვის შესაძლებლობა აღარ მეძლეოდა, რაც უფრო მეტად მტკენდა გულს, ვიდრე უმეგობროდ ყოფნა... ხოდა, მერე უკვე ამის გამო, აღარავის ვემეგობრებოდი...
სასწაულბის აღარ მჯეროდა, მაგრამ მაინც ველოდი... ყოველ შობა ღამეს, ფანჯარაზე დასკუპებული მთვარის შუქით განათებულ არემარეს გავყურებდი ნაღვლიანი თვალებით და ჩემი სასწაულის ახდენას ველოდი... ველოდი... ვედლოდი... და კიდევ ველოდი, ასე დაუსრულებლად... გულის სიღრმეში ჯეროდა კიდეც, თუმცა არ ვაღიარებდი...
ასე გავატარე წყნეთის ბავშვთა სახლში 19 წელი... წესით 18 წლისას უნდა დამეტოვებინა იქაურობა, მაგრამ რადგან წასასვლელი არსად მქონდა და დირექტორსაც ვეცოდებოდი, როგორც დამხმარე დამტოვეს და ცოტა ჯიბის ფულსაც მიხდიდნენ. ვცდილობდი, რამე ისეთი სამსახური მეპოვა, ჩემი თავის გატანა და ბინის დაქირავება რომ შემძლებოდა, მაგრამ უბრალო გამყიდველის კანდიდატურაზეც კი, ისეთი მოთხოვნები იყო, მე ვერანაირად ვერ ვაკმაყოფილებდი, ნაცნობი კი არავინ მყავდა.
2012 წლის 31 დეკემბერს ჩვენს ბავშვთა სახლს ახალი დირექტორი გამოეცხადა საახალწლო სიურპრიზის სახით და ამ ,,პატივცემულმა‘‘ კაცმა პირველი რაც გააკეთა, გამომიცხადა, რომ ერთ საათში უნდა დამეტოვებინა ეს შენობა, რადგან ჩემი ადგილი იქ არანაირად არ იყო და მოჰყვა ძველი დირექტორის ლანძღვა-გინებას მის კორუმპირებულობასთან დაკავშირებით...
რა ვქენი მე? არც არაფერი, რა უნდა მექნა? ერთადერთი კურტკა და ბატინკები ჩავიცვი, ყელზე ჩემი მოქსოვილი კაშნე მოვიხვიე, ზურგჩანთაში ერთი ხელი ტანსაცმელი და პირადი ნივთები ჩავალაგე, ზურგზე მოვიგდე და ფეხით დავადექი გზას, რომელიც აზრზე არ ვიყავი სად მიმიყვანდა... არსად არ მქონდა წასასველი, არსად არ მელოდნენ, არსად არ შემიშვებდნენ...
ნელი ნაბიჯებით მივყვებოდი ჩაბნელებულ გზატკეცილს.. რომ გავჩერებულიყავი, უეჭველად გავიყინებოდი, ამიტომაც აუცილებელი იყო მემოძრავა.
უკვე გვარიანად ბნელოდა, გზაზე განათება არ იყო და მეც ვარაუდით ვდგავდი ნაბიჯებს... არც მეშინოდა, არც მაკანკალებდა... საერთოდ არანაირი გრძნობა არ მქონდა... ეგ კი არა, საერთოდ არც კი მეფიქრებოდა... მთლიანად ,,ბედს მივენდე‘‘. ვიცოდი, რომ მე არაფრის შეცვლა არ შემძლო... უფრო სწორად, ამ სიტუაციაში მე საერთოდ არაფერი შემეძლო... არც ნერვიულობასა და ცრემლების ყრას ჰქონდა აზრი, არც ისტერიკებს და საერთოდ, არაფერს არ ჰქონდა აზრი....
უცებ მანქანის ხმა გავიგონე, რომელიც დიდი სისწრაფით მიახლოვდებოდა... და წამებში ფარების სინათლემ მომჭრა თვალები... სიბნელეს შეჩვეულ თვალებს დამაბრმავებელი შუქი იმდენად არ ესიამოვნათ, რომ ინსტიქტურად დამეხუჭა ორივე და ინსტიქტურადვე ავიფარე თვალებზე ხელები. არც იმ მომენტში მიფიქრია არაფერზე, იმაზეც კი, რომ მანქანა მეჯახებოდა და ჩემს სიცოცხლეს შეიძლებოდა საფრთხე შექმნოდა... ალბათ, მინდოდა... თუმცა ახლა რა მნიშვნელობა აქვს ამას... დამუხრუჭების ხმა გავიგონე და არც მაგაზე მომიხდენია რეაგირება...
-შენ ნორმალური ხარ?- ვიღაცის ყვირილი გავიგონე და ღრმად ამოვიოხრე, მაგრამ თვალებიდან ხელი არ ჩამომიღია.
-გოგონა, კარგად ხარ?- მკლავზე შემეხო, არც გავნძრეულვარ, მითუმეტეს პასუხი არ გამიცია.
-დამუხრუჭება მოვასწარი, არ დაგჯახებივარ.- თბილი ხმით მითხრა, ხელზე ხელი მომკიდა და თვალებიდან ჩამომაღებინა.
-გაახილე თვალები, ნუ გეშინია, არც ისეთი საზარელი დასანახი ვარ.- გავიგე სიცილნარევი ხმა და მხოლოდ მისი დანახვით გამოწვეული ინტერესის გამო გავახილე თვალები და...
და ვინანე, ის დაახლოებით 2 წუთი, რომელიც მის არდანახვაში დავკარგე...
იყო თუ არა სიმპატიური? ხო, სიმპატიური იყო... არა, ძალიან სიმპატიური! მაგრამ... მაგრამ რაღაც სხვა უფრო იყო, აუხსნელი... აი, რომ შეხედავ და იგრძნობ, რომ ,,ის სულ სხვაა‘‘, რომ შენს ცხოვრებაში მისი დანახვით უკვე დაიწყო რაღაც ახალი და ძალიან კარგი...
-ბოდიში, რა... არ ველოდი , ამ ღამეში, ამ ტყე-ღრეში ვინმე თუ იქნებოდა ამ გზაზე, თორემ უფრო ფრთხილად ვატარებდი... რა გჭირს, რამე გატკინე?- შეშფოთებული ხმით მკითხა და სახეზე დამაშტერდა.
-არ მტკენია არაფერი...- ისე საცოდავად ვთქვი, ჩემი თავი მე თვითონ შემეცოდა.
-აბა, რა გჭირს?- გაეღიმა.
-რა უნდა მჭირდეს?
-რატომ არ მლანძღავ?
-და რატომ უნდა გაგლანძრო?- მხრები ავიჩეჩე.
-კინაღამ რომ დაგეჯახე...
-ხო, კინაღამ რომ დამეჯახე და არა მართლა, მაგის გამო მართლა საჩხუბარი ხარ!- ამოვიოხრე.- მაგრამ სამწუხაროდ ახლა ჩხუბის თავი არ მაქვს... -ზურგი ვაქციე და ისევ გზას დავადექი.
-მოიცა.- უკან გამომედევნა უცნობი. გავჩერდი და დაველოდე.
-სად მიდიხარ?
-რა ვიცი, გზას მივყვები...
-და სად მიყავხარ ამ გზას, არ მეტყვი?
-ეგ რომ მე თვითონ ვიცოდე...
-კარგი, ახლა სერიოზულად... მითხარი სად მიდიხარ და მე წაგიყვან.
-არ ვიცი-მეთქი!- გავღიზიანდი.
-მიდიხარ და არ იცი სად?
-ხო, მივდივრა და არ ვიცი სად! -ისევ განვაგრძე სიარული.
-მისმინე... არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ აქ მარტო ამ დროს საშიშია. - მომაძახა, მაგრამ არ გავჩერებულვარ.
- ახალი ამბავი!- ჩავიქირქილე. მისი ნათქვამის გარეშეც ძალიან კარგად ვიცოდი, რომ საშიში იყო, მაგრამ...
-მათლა გაგიყვან!- დამეწია.
-რას გადამეკიდე?- დავუყვირე.
-ასე ხომ ვერ დაგტოვებ?! მითხარი სად მიდიხარ და წაგიყვან-მეთქი!- მანაც აუწია ხმას.
-არსად -მეთქი, რამდენჯერ გაგიმეორო, რომ გაგაგებინო?
-ვერ გავიგე და...- აშკარად დაიბნა.
-ვერ გაიგე, რომ არ ვიცი სად მივდივარ? გზას მივყვები უბრალოდ... ეგეც მხოლოდ იმიტომ, რომ არ გავიყინო! ახლა გაიგე? თუ ისევ თავიდან გაგიმეორო? -მეც არ ვიცი რატომ დავუყვირე, მაგრამ ისე გამიჭირდა ემოციები კონტროლი...
-და მაინც... - ისევ დამეწია. -ახლა მარტო ყოფნა გინდა?
- რა სულელური შეკითხვაა!- გამეცინა.- საერთოდ, არსოდეს მდომებია მარტო ყოფნა, მაგრამ როგორ ფიქრობ, როდესმე ჩემს ცხოვრებაში რამე ჩემი ნება-სურვილით მოხდა? როგორ გგონია, განგება დამეკითხა, სრულიად უდანაშაულო ჩვილს სასჯელად სიმარტოვე რომ მომივლინა?- ვერც მივხვდი, რატომ ვთქვი სრულიად უცნობთან ასეთი რაღაცეები. როგორც წესი, ჩემი გრძნობების შესახებ მხოლოდ ჩემს დღიურთან ვლაპარაკობდი.
-ახლდა დავფიქრდი და მივხვდი... აღარც მე მინდა ახლა მარტო ყოფნა...- ჩუმად დაიწყო ლაპარაკი.- გთავაზობ, შენს გზას მიმართულება მივცეთ...
-ეგ როგორ?- დაბნეულმა ამოვიჩურჩულე და გამომცდელად შევხედე თვალებში.
-ცუდად არა! წამოდი! - უცებ ხელი ჩამკიდა და მანქანისკენ წამიყვანა. ინსტიქტურად მივყევი. არც ახლა მიფიქრია, არც შემშინებია...
მანქანის კარი გამოაღო და სავარძელზე დასაჯდომად მიბიძგა, ამჯერადაც უხმოდ დავყევი მის ნებას. კარი მომიხურა, მანქანას მეორე მხრიდან შემოუარა და საჭესთან მოკალათდა.
-მისმინე, მართლა არ გყავს არავინ ვისთანაც მიხვალ, თუ უბრალოდ ახლა არ გინდა მისვლა?
-დედამიწის ზურგზე ასეთი არავინ მეგულება...- ჩუმად ვთქვი და ცრემლების შესაკავებლად, წამწამები სწრაფა-სწრაფად დავახამხამე.
-მგონი მე და შენ საერთო ტკივილი გვაერთიანებს, ახლობელი ადამიანების დაკარგვით გამოწვეული ტკივილი...
-შენც არავინ გყავს?- გაკვირვებულმა შევხედე და მისკენ მივტრიალდი.
-მშობლები მყავს, მაგრამ...
-რა მაგრამ?
-სამაგიეროდ და და საყვარელი ადამიანი დავკარგე, მათ მერე არავინ და არაფერი აღარ მინდა...
-მშობლებს არავინად თვლი?
-იცი...- უცებ გაჩუმდა.
-რა ვიცი?
-მათი სიკვდილის შემდეგ, თითქოს მეც მოვკვდი... სახლში თითქმის არასოდეს მივდივარ...
-შენს მშობლებს ერთი შვილის დაკარგვა არ ეყოფათ, შენს თავსაც რომ ართმევ?
თავი ჩაღუნა, არაფერი უპასუხია...
-მათ ადგილას წარმოიდგინე თავი, ისინი ახლა მხოლოდ შენთვის ცოცხლობენ, შენ კი ბოლო სიცოცხლის წყაროს უსპობ... მშობლები გყავს და ვერ აფასებ!
-ვიცი...- თავი არ აუწევია, ისე თქვა.
-მითუმეტეს თუ იცი! მათ მაინც მიანიჭე სიხარული... მათ ადგილას წარმოიდგინე თავი!...
ხმა არ გამცა, ორივე გავჩუმდით....
-რაზე ოცნებობ?- მოულოდნელად დაიწყო ლაპარაკი.
-მე არ ვოცნებობ!- მტკიცედ ვთქვი და საქარე მინაში გავიხედე. მანქანის ფარების შუქზე ციდან წამოსული ფიფქები დავინახე...
,,ცას თოვა დაეწყო‘‘...
-ყველა ოცნებობს... მითუმეტეს შენნაირი პატარა გოგოები...
-მე აღარ!
-აღარ?-დაეჭვებულმა გადმომხედა.
პასუხის ნისნად თავი დავუქნიე და ფანჯარაში გავიხედე...
-რატომ აღარ?-ისევ ჩამეკითხა.
-მივხვდი, რომ ოცნებები მაინც არ ხდებიან ...
-ანუ ოცნებობდი...
-ჰმ. -ჩამეღიმა.- ანუს გარეშე...
რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ არ ვაცადე:
-მაინც არ გეტყვი რაზე!- გაეცინა, მის სიცილზე მეც გავიცინე.
-მაშინ მითხარი, ახლა ყველაზე მეტად რა გინდა?- თაფლისფერ თვალებში ინტერესი იკითხებოდა.
-ახლა.... ახლა მხოლოდ ერთი პატარა ოთახი მინდა მქონდეს, თუნდაც მხოლოდ საწოლი იდგეს...
-მეტი არაფერი?- გაიკვირვა.
-მეტი?- სიმწრით გამეცინა.- ჩემს სიტუაციაში, დამიჯერე, ეს მეტზე უფრო ბევრად მეტია...
-წამოხვალ ჩემთან?- ეს შეკითხვა ისე მოულოდნელად და წარმოუდგენლად ჟღერდა, მეგონა მომესმა და არაფერი ვუპასუხე.
-წამოხვალ -მეთქი ჩემთან საცხოვრებლად?- უფრო ხმამაღლა გამიმეორა, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ პასუხის გაცემას არ ვაპირებდი.
-სად?
-ჩემთან სახლში, საცხოვრებლად.
ვერაფერი ვუპასუხე....
-ჩემს მშობლებთან ერთად ვცხოვრობ.- დამიკონკრეტა.
-იცი მე... ჩვენ... ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ...- ენა ამება.
-დათა ლეჟავა. - ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა.
-იოანა კაპანაძე.- მის ხელს ჩემი ხელი შევაგებე.
-აი, უკვე ვიცნობთ ერთმანეთს და შეგიძლია გადაწყვეტილებაც თამამად მიიღო!- მომხიბვლელად გამიღიმა.
-ნუ გეშინია, სახლი იმხელაა, რომ ყველასთვისაა ადგილი და საკმარისი ოთახები.- თავისი ჭკუით გამამხნევა დათამ.
-შენი მშობლები რას იტყვიან?- გული ამიჩქარდა იმის წარმოდგენაზე, რომ შეიძლება სახლში არ შევეშვი, ან რა გასაკვირი იქნებოდა...
-დამიჯერე, ძალიან გაუხარდებათ!- დაბეჯითებით ჩაილაპარაკა და ძრავა აამუშავა.- მათ გონიათ, რომ ამ ახალ წელსაც არ მივალ სახლში და მარტო მოუწევთ შეხვედრა...- მის ხმაში უდიდეს სევდა და გულისტკივილი იგრძნობოდა.
-იოანა, რამდენი წლის ხარ? - გზისთვის თვალის მოუშორებლად შემეკითხა.
-19. ის. შენ?
-მე... მე უკვე დიდი ბიჭი ვარ.- გაეცინა.
-25 ის?
-ცოტა უფრო მეტის...
-რა ვქნა ახლა, ყველა რიცხვი სათითაოდ დავასახელო თუ შენით მეტყვი?
წარბებ აწეულმა გამომხედა, მერე გაეცინა.
- 29- ის ვარ.
-,,იმედია ბავშვად არ ჩამთვლის‘‘- გულში გავიფიქრე , თქმით კია არფერი მითქვამს.
მანქანა კერძო სახლის წინ გააჩერა, გადავიდა და მეც კარი გამიღო.
-ეს ჩვენი აგარაკია.- მითხრა და სახლის კარი გააღო. უცებ შიშმა ამიტანა, ხომ თქვა ჩემი მშობლების სახლში წაგიყვანო, ამ სახლში კი ახლა აშკარად არავინ იყო.
-ნუ გეშინია, უბრალოდ მინდა ლამაზი კაბა ჩაიცვა. - ფიქრებს მიმიხვდა დათა.- აქ ჩემი ცოლის უამარავი ტანსაცმელია. ვფიქრობ, ზუსტად შენი ზომა უნდ აიყოს, ხოდა, შეგიძლია რამე კაბა აირჩიო და ჩაიცვა...
-ცოტა იჩქარე, თორე ახალი წლის დადგომამდე ვერ მოვასწრებთ თბილისში ჩასვლას.
ოთახი მიჩვენა და მარტო დამტოვა.
კარადა გამოვაღე და გავოცდი, ტანსაცმლითა და ქალისთვის საჭირო სხვა ნივთებით იყო სავსე.
სადა შავი კაბა ავირჩიე, მთლიანად დახურული მოკლე მკლავით და ზემოდან მოსაცმელად კრემისფერი პიჯაკი ავიღე. სადა მაკიაჟიც გავიკეთე და დათასთან ჩავედი. მომენტალურად შეეცვალა სახე ჩემს დანახვაზე, უფრო ტანსაცმლის... მის თვალებში უდიდესი სევდა დავინახე.... მივხვდი, რომ მისთვის ძალიან მტკივნეული იყო, საყვარელი ქალის სამოსში გამოწყობილი სრულიად უცხო გოგოს დანახვა.
-ძალიან გიხდება-ო.- შეცვლილი ხმით მითხრა და მაქანისკენ წავიდა.
მშობლებისთვის, ნიკა ბიძიასა და იზა დეიდასთვის ამ დროს დათას სახლში მისვლა, ნამდვილი სასწაული იყო. თურმე, წინა ორ ახალ წელსა და შობას, დათა სახლში საერთოდ არ მისულა და მისგან ახლაც იგივეს ელოდნენ... დათას მშობლებმა აღარ იცოდნენ სიხარულისგან რა გაეკეთებინათ. დედამისი ყოველ წუთას გულში მიხუტებდა და მთელ სახეს მიკოცნიდა.... ეს ისეთი ბედნიერი შეგრძნება იყო... ასე მეგონა, მშობლები ვპოვე...
ცხოვრებაში პირველად ვიგრძენი სითბო, ოჯახური სიმყუდროვე და სიყვარული...
19 წლის განმავლობაში, ანუ რაც ამქვეყნიერებაზე ვარსებობდი, პირველად ვხვდებოდი ახალ წელს ასეთ გარემოში.... ოჯახთან ერთად....
-ამდენი ხნის შემდეგ, ჩვენს ცხოვრებაში ღიმილი დაბრუნდა და ეს შენი დამსახურებაა-ო.- მითხრა ნიკა ბიძიამ და შუბლზე მაკოცა.
ყველა გახარებული და ბედნიერი შევხვდით ახალ წელსა და შობას ...
ეს იყო ჩემი პირველი ახლი წელი, როდესაც ვიცინოდი, ვმხიარულობდი და რაც მთავარია, მქონდა შეგრძნება, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ბედნიერი ვიყავი და მათ ვუყვარდი... ,,ოჯახის შეგრძნება‘‘ მქონდა....
~~~~~~~
საცხოვრებლად რა თქმა უნდა, მათთან დავრჩი. იზა და ნიკა ისე მექცეოდნენ, თითქოს მათი ღვიძლი შვილი ვყოფილიყავი, ეტყობოდათ, რომ ჩემში დაღუპულ შვილს ხედავდნენ და ეს უფრო უათმაგებდათ ჩემდამი სიყვარულს. მე ვიყავი იმაზე ბევრად ბედნიერი, ვიდრე ზოგადად ბედნიერებაა შესაძლებელი, თუმცა ბედნიერებას ხომ საზომი არ აქვს...
დათაც ძალიან თბილად მექცეოდა, თუმცა მე მისგან სულ სხვა რამ მინდოდა.. სიყვარული, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ის ჩემდამი გამოხატავდა...
შემიყვარდა! უზომოდ შემიყვარდა! ანდა, რა გასაკვირია რომ შემყვარებოდა? ის ხომ ისეთი სხვანაირი იყო... ზედმეტად სხვანაირი და კარგი.....
მისგან კი საპასუხო გრძნობას ვერ ვიღებდი...
თავიდან დათა ყოველ დღე დადიოდა ცოლის საფლავზე, ზოგჯერ ღამითაც... მერე თანდათან მოუკლო და დაახლოებით 6 თვის შემდეგ, თავისი ცოლის ნივთები და ტანსაცმელი გაჭირვებულებს დაურიგა. ახლა უკვე სამსახურში რეგულარულად დადიოდა, თავისი საძინებელი ოთახის დიზაინიც შეცვალა და საერთოდ, ამ ქვეყნისკენ მობრუნდა, რაც მის მშობლებზე მეტად, მე მიხაროდა. ჩემდამიც სულ სხვანაირი გახდა.. ზუსტად ვერ ავხსნი როგორი, ცივი არც არასოდეს ყოფილა, მაგრამ სულ სხვანაირად მიყურებდა, სულ სხვანაირად მექცეოდა, სულ სხვანაირად მელაპარაკებოდა და მის თვალებში ჩემდამი სულ სხვანიარ სინაზეს ვხედავდი, რომელიც ჩემი ამ სახლში გადმოსახლების დროს, ნამდვილად არ შემიმჩნევია...
ერთხელ შემთხვევით ვთქვი, რომ უნივერსიტეტში სწავლა მინდოდა. ჩემმა უკვე ოჯახის წევრებმა ჩემი სურვილი სიხარულით აიტაცეს და მეც მასწავლებლებთან მომზადება დავიწყე. მართალია, დრო ცოტა მქონდა, მაგრამ პროგრამა ასე თუ ისე კარგად ვიცოდი, რადგან მთელი ცხოვრება ვმეცადინეობდი, მარტო იმიტომ , რომ ჩემს ცხოვრებაზე ფიქრის საშუალება არ მიმეცა საკუთარი თავისთვის. დიდი მონდომების შემდეგ, სტუდენტიც გავხდი, რითაც ყველა ძალიან გავახარე, დათა განსაკუთრებით და მისგან საჩუქრად ძალიან ლამაზი, ანგელოზის ფორმის კულონი მივიღე.
ერთხელ დათამ მკითხა, მინდოდა თუ არა ჩემი მშობლების მოძებნა, მაგრამ მე უარი ვთქვი... ვთვლიდი, რომ მე უკვე მყავდა ოჯახი, იმაზე ბევრად უკეთესი, როგორზეც ოდესმე ოცნება შემეძლო... თანაც არ ვიყავი იმდენად კარგი ადამიანი, რომ ჩემი ეგრედ წოდებული მშობელბისთვის ჩემი მიტოვება მეპატიებინა...
}}}
უკვე მეორე ახალი წელი მოდიოდა, მას შემდეგ რაც მე ოჯახი შევიძინე...
ამჯერად, მთელმა ოჯახმა ახალი წლის შეხვედრა რესტორანში გადავწყვიტეთ, ჩვენთან ერთად მათი ნათესავები და მეგობრებიც აღნიშნავდნენ.
ყველა განსაკუთრებით ვემზადებოდით და ყველას განსაკუთრებული მოლოდინი გვქონდა...
რაღაც ახლის და სასიამოვნოს...
31 დეკემბრის დილას, დათამ ყუთით კაბა და ფეხსაცმელი შემომიტანა ოთახში და მთხოვა:- ამ საღამოს ესენი ჩაიცვი აუცილებლად-ო და გავიდა.
ყუთს თავი ავხადე და გაოცებისგან პირი დავაღე...
ულამაზესი თეთრი კაბა ხელში ავიღე და გაკვირვებითა და აღტაცებით დავუწყე თვალიერება... მხრები ავიჩეჩე და ისევ ყუთში ჩავდე.
მთელი დღე თოვდა... ჰაერში თოვლის ფიფქები ცეკვავდნენ და ნამდვილ საახალწლო განწყობას ქმნიდნენ...
საღამოს იზა დეიდა დამეხმარა გამოპრანჭვაში. მაკიაჟიც თვითონ გამიკეთა და თმაც. როცა ყველაფერს მოვრჩი და მისაღებში გავედი, დათა უკვე წასული დამხვდა:- რესტორანში გველოდება-ო.- ასე მითხრა ნიკა ბიძიამ, მანქანის კარი გამიღი და დაჯდომაში დამეხმარა.
იზას და ნიკას ბედნიერებისგან გაბადრული და გაბრწყინებული სახეები ჰქონდათ. ჩავთვალე, რომ ახალი წლის მოსვლა უხაროდათ და არაფერი მიკითხავს... ნიკა ბიძიამ მანქანა რესტორნის შესასვლელთან გააჩერა და გადმოსვლაში დამეხმარა, მერე ჩემი და იზა დეიდას შუაში ჩადგა, ორივეს ხელკავისთვის ხელები გამოგვიწოდა და რესტორნისკენ წავედით.
თოვლიან ბილიკს მივყვებოდით და ფეხის მოძრაობაზე თოვლი სასიამოვნო ,,ხრაშუნის ხმას‘‘გამოსცემდა, ,,ზამთრის მელოდიას‘‘...
კარი შევაღეთ და გაოცებისგან ენა ჩამივარდა... მთელი დარბაზი ძალიან ლამაზად იყო მორთული. დარბაზის შუაგულში კი პატარა ყვავილებით გაფორმებული მაგიდა იდგა, რომლის წინაც შაც შარვალ- კოსტუმში გამოწყობილი დათა იდგა და ბედნიერი ღიმილით მომჩერებოდა. შესასვლელიდანაც კი შევამჩნიე, როგორ ციმციმებდნენ მისი ლამაზი თაფლისფერი თვალები...
იზა დეიდამ ხელში თაიგული მომაჩეჩა და ახლა უკვე მხოლოდ მე და ნიკამ განვაგრძეთ დათასკენ სვლა.... ნიკა მე და დათას ორივეს ერთად გადაგვეხვია და ბედნიერება გვისურვა. ვერ მივხვდი რა ხდებოდა... იზას გავხედე და თვალებით ვკითხე,- რა ხდება -მეთქი, მან საპასუხოდ ცრემლები მოიწმინდა და კოცნა გამომიგზავნა.
-დათა, რა ხდება?- ძლივს ამოვიბლუყუნე.
-ჩვენი ქორწილია, იოანა, ხელს ვაწერთ.- სახეზე მომეფერა დათა და გამიღიმა.
-კი მაგრამ, მე არ მეკითხები?
-განა სასწაული გვეკითხება ახდენას?- ჩუმად მიჩურჩულა დათამ და ჩემს ტუჩებს დასწვდა....
ოცნებები და სასწაულები აუცილებლად ხდება!
იცოდეთ, რომ ქარიშხალს ყოველთვის მოყვება მზე, ყინვას სითბო , ზამთარს გაზაფხული და გულის ტკენასა და უბედურებას დიდი ბედნიერება. მთავარია გწამდეთ, ელოდოთ...
ყველას გისურვებთ ბედნიერებას და ოცნებების ახდენას!
დ ა ს ა ს რ უ ლ ი
}}}
ამ ძველი მოთხრობით გილოცავთ შობა-ახალ წელს და საშობაო სასწაულებს გისურვებთ!
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Tamara
ნანახია: 229 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar