საბედისწერო მემკვიდრეობა 1 თავი
10.09.2018, 22:38
რესტორან "ლომისში" უამრავი ადამიამი ირეოდა. საღამოს კაბებში გამოწყობილი ქალბატონები, მალიმალ ისწორებდნენ მხრებზე კულულებად დაყრილ, მოკლედ შეჭრილ ან მსუბუქად მაღლა აწეულ თმებს. ერთმანეთს კაბის არჩევანს უწონებდნენ და ხელკავით დაყვებოდნენ კავალერებს. მამაკაცები ნაცრისფერ, ლურჯ ან შავ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილნი ღიმილით უკრავდნენ თავს ერთმანეთს.
-მოგესალმებით მეგობრებო.
დარბაზი მაღალმა ბოხმა ბარიტონმა მოიცვა. ხალხის ნაკადი, ისე მიტრიალდა ხმის მიმართულებით, თითქოს რობოტები ყოფილიყვნენ და ღილაკზე თითის დაჭერით იმართებოდნენ.
შემაღლებულ ადგილზე  70 წლამდე დაბალი, ჩასკვნილი კაცი იდგა.
კისერთან მოჭერილი, შავი ჰალსტუხი თითქოს სულს უხუთავდა. შავ შარვალსა და პიჯაკში გამოწყობილს კი სოლიდურ შესახედაობას მატებდა თეთრი პერანგი. თავზე სასწაულებრივად შემორჩენილ, რამდენიმე ჭაღარა თმას მალიმალ ისწორებდა და წითლად აღუებულ ფუმფულა ლოყებზე ხელის ზურგით იწმენდდა ოფლს.
-დღეს აქ იმისთვის მოგიწვიეთ, რომ სასიხარულო ამბავი გაცნობოთ.
მინდა ჩემი კომპანია, ჩემს მემკვიდრესა და ქალიშვილს ნატალია დოლიძეს გადავცე. დროა გზა მივცე ახალ ხედვას, სახლში წავიდე და ბებერი ძვლები ჩაით გავითბო.
კაცის სანდომიანი სახე ბედნიერმა ღიმილმა მოიცვა.
-ნატალია ძვირფასო ამობრძანდი.
მიმართა კაცმა მარჯვნივ მდგომ წითელ ერთიან კაბაში გამოწყობილ, 35 წლამდე ქალბატონს.
ტანის ნაზი რხევით გაემართა მამასკენ, მსუბუქად აკოცა ფუმფულა ლოყაზე და სიმბოლური გასაღები გადაიბარა.
ნატალიას მამა ბატონი ნოდარ დვალი სახეგაბადრული იდგა, როდესაც მსუბუქი თავბრუსხვევა იგრძნო. მაშინვე ჯიბეზე წაივლო ხელი და ტაბლეტების კოლოფი ამოიღო. სანამ ნატალია მადლობას უხდიდა თანამშრომლებს, ნოდარიმ სასწრაფოდ გადათვალა ტაბლეტები და როდესაც აღმოაჩინა, რომ წამლის მიღება არ დავიწყებია გულდამშვიდებულმა დააბრუნა კოლოფი ჯიბეში.
-ნატალია შესანიშნავი ქალია.
ჩაილაპარაკა საშუალო ასაკის კაცმა.
-ჩემი დაა.
სიამაყით გადაულაპარაკა გვერდით მდგომს 20 -21 წლის ახლაგზრდა ბიჭმა, რომელიც გაჭრილი ვაშლივით გავდა ნატალიას. ხელში შამპანურის ჭიქას ატრიალებდა და მალიმალ იხედებოდა შემოსასვლელი კარისაკენ. ოციოდე წამში ჩქარი ნაბიჯებით შემოვიდა 40 წლამდე მაღალი შავგვრემანი კაცი.
-იშოვე პერანგი დემნა? თავშეკავებული ღიმილით გადაულაპარაკა სიძეს.
-კი მიმტანს წავართვი.
მანაც ღიმილით დაუბრუნა პასუხი.
-სწრაფად მიდი ნატალიასთან უკვე წარდგენაა.
სხაპასხუპით მიაყარა ცოლიძმამ და ხელი უბიძგა.
დემნა წასასვლელად მოემზადა.
-მოიცა სასმელი წაუღე.
შეაჩერა ნიკოლოზმა და ირგვლივ მიმოიხედა.
-სად დაიკარგნენ ეს მიმტანები? ნერვიულად ჩაილაპარაკა ნიკოლოზმა და ერთ ადგილზე ტრიალს მოყვა რომ სადმე შეემჩნია მიმტანი, რომლებიც სცენასთან ახლოს იყვნენ.
დემნამ ნიკას ხელიდან ააცალა ჭიქა, თვალი ჩაუკრა და სწრაფი ნაბიჯით წავიდა სცენისაკენ.
-მეგობრებო და აწ უკვე თანამშრომლებო მამას ღირსეულ საქმეს ასევე წარმატებულად წარვუძღვები, რათქმაუნდა თქვენი გვერდით დგომით.
ნატალიამ სიტყვა დაამთავრა და მსუბუქად გაიღიმა.
-გილოცავ.
უჩურჩულა დემნამ და ლოყაზე მიაკრა ტუჩები.
-ჩემო ძვირფასო გზას დაგილოცავ
ბედნიერად მიმართა ნოდარმა და ბანჯგვლიან თითებში მოქცეული ჭიქა მაღლა აღმართა.
დემნამ ნატალიას მიაწოდა შამპანური.
-შენ?
უჩურჩულა ცოლმა.
-ხომ იცი შრატი მაქვს გაკეთებული. თავი გადააქნია დემნამ.
-თქვენს ახალ ბოსს გაუმარჯოს
ომახიანად თქვა ნოდარმა და სასმელი ქალიშვილის ჭიქას მიუჭახუნა.
-გაუმარჯოს
გაიმეორა ხალხის ნაკადმა და ჭიქები მოიმარჯვეს.
ნატალიამ მსუბუქად გაიღიმა და ჭიქა ტუჩებთან მიიტანა.
სულმოუთქმელად გამოსცალა შამპანური.
რამდენიმე წამში ნატალიამ თავბრუსხვევა იგრძნო. მსუბუქად დაეყრდნო ქმრის მკლავს.
-კარგად ხარ? ნერვიულად უთხრა დემნამ
-არ ვიცი.
წართმეული ხმით თქვა ქალმა და გამშრალი ტუჩები მოილოკა.
-თავი მტკივა.
წამოყვირებასავით გამოუვიდა ნატალიას. ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით საფეთქლები დაიზილა.
მთლიანად გაფითრდა და ვარდისფერ ტუჩებზე სილურჯემ გადაკრა.
-ნატალია რა გჭირს? კითხა ნოდარმა და თავბრუსხვევის მიუხედავად მთელი ყურადღება ქალიშვილზე გადაიტანა.
-ცუდადა ვა...
სიტყვის დამთავრებაც კი ვერ მოასწრო რომ ღებინება დაეწყო. ხელები ისე დაეკრუნჩხა თითქოს თასმებით სამართავი თოჯინა ყოფილიყოს.
დემნამ ძლივს მოასწრო ქალის სხეულის დაჭერა. მაშინვე ჰალსტუხი შეიხსნა. მასში პროფესიულმა ძალამ იმარჯვა. ნატალია გვერდზე დააწვინა, რომ სასუნთქი გზების გამავალობა უზრუნველყოფილი ყოფილიყო. თავი გვერდზე შეუტრიალა, პირნაღები მასა სასუნთ გზებში, რომ არ მოხვედრილიყო.
-სასწრაფოს დაურეკეთ.
იღრიალა ნიკოლოზმა და დის თითქმის უსულო სხეულს მივარდა. საკუთარ ხელებით ნატალიას უსიცოცხლო, გაფითრებულ ფალანგებს მასაჟს უკეთებდა და ცრემლიანი თვალებით  ჩასჩერებოდა მოკანკალე სხეულს.
ხალხის მასა აჩოჩქოლდა. ზოგიც შეშინებული და ზოგიც ცნობისმოყვარეობის გამო, ჯიუტად იწევდა სცენისკენ და იქ გამეფებული ტრაგედიისთვის თვალიდ შევლებას ცდილობდა.
ნოდარი მკერდზე ხელმიჭერილი დაყრდნობოდა მაგიდის ზედაპირს. ტანჯული ქალიშვილის შემყურეს თვალები ამღვრეოდა. თავბრუსხვევამ უმატა. მუხლებში ძალა წაერთვა. წყლის ფენას რომ არ დაეფარა მისი შავი, მკაცრი თვალები, აუცილებლად შეამჩნევდით როგორ გაუფართოვდა თვალის გუგები.
ყელში მოწოლილმა ბლანტმა მასამ, პირის ღრუდან იფეთქა.
ამჯერად ყურადღება ნოდარის მდგომარეობამ მიიპყრო. თვალებს აცეცებდა და უხმოდ ითხოვდა შველას.
ნიკოლოზი მოცელილივით ჩაჯდა იატაკზე. მამის ხელს ჩაებღაუჭა.
-მამაა!
ისე იქუხა ტკივილით გაჟღენთილმა ხმამ, რომ დემნაც კი გამოაფხიზლა, რომელსაც მაგრად ჩაებღუჯა ცოლის სიფრიფანა სხეული და ნერვიულად უსვამდა სახეზე ხელს.
ამჯერად არეული მზერა ნოდარის სხეულს მიაპყრო.
სასწრაფოს თანამშრომლები სწრაფი ნაბიჯით შემოვიდნენ რესტორანში. მაშინვე ორ უსიცოცხლო სხეულს მივარდნენ.
ნატალიას პირზე დუჟი მორეოდა და მძიმედ სუნთქავდა.
ნოდარის უსულო სხეულე კი ნიკოლოზი გადამხობიდა.
ნატალია საავადმყოფოში მისვლამდე გარდაიცვალა.

* * *

საათი პირველის ცხრა წუთს აჩვენებდა. გეგა მინდელი კი საბუთებში თავჩარგული, თავდავიწყებით მისცემოდა სამუშაოს და სულაც ვერ ამჩნევდა რომ უკვე გვარიანად დაღამებულიყო.
ტელეფონის წკრიალის ხმამ, უსიამოდ დაუარა ტანში და ჯიბეები მოიქექა.
-სახლის მისამართი დაგავიწყდა?
მკაცრად კითხა დალიმ.
მიუხედავად ცოლის ტონისა, გეგას შეეძლო დაეფიცებინა რომ დალი ტუჩზე მომსკდარ ღიმილს იკავებდა.
-რით გამახსენებთ? ღიმილით მიუგო და არხეინად გადაწვა სავარძელზე.
-ჩემი საფირმო წვნიანი გავაკეთე, რომელიც უკვე ცხრაჯერ გავაცხელე და ამდენჯერვე გაცივდა შენს ლოდინში.
ბოლოს ცოტათი ნაწყენი ტონი გაერია ქალს.
-ნახევარ საათში სახლში ვარ.
სიცილით ჩაილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
ქაღალდები ერთმანეთზე დააწყო, ქვიშის საათი გადმოაბრუნა და ის -ის იყო პიჯაკი უნდა ჩაეცვა ლევანმა ხმაურიანად შეაღო კაბინეტის კარები. ლევანი მაღალი, ხმელ-ხმელი კაცი იყო. არასოდეს შედიოდა გეგას კაბინეტში დაუკაკუნებლად თუ განსაკუთრებული შემთხვევა არ იყო.
-მშვიდობაა?
ინტერესიანი სახით იკითხა გაკვირვებულმა გეგამ.
-ნოდარ დოლიძე და მისი ქალიშვილი ნატალია მოკლეს... სავარაუდოდ.
ყოყმანით დაამატა და კარებში გაუჩინარდა.
გეგამ პიჯაკი მხრებზე მოიხვია.
-არ დამელოდო.
მხოლოდ ეს მისწერა დალის და სწრაფი ნაბიჯით აედევნა უკან ლევანს.

* * *

ადგილზე მისულ ლევანი და გეგა კრიმინალისტების ჯგუფს გაესაუბრა.
როგორც გაირკვა მათ საგულდაგულოდ დაეთვალიერებინათ დანაშაულის ადგილი. ცხედრები პროზექტურაში იყო გადაგზავნილი გაკვეთის ჩასატარებლად.  ნატალიასა და ნოდარის სხეულიდან ამონაღებ ბლანტ სითხეს კი უკვე უტარებდნენ გამოკვლევას.
დემნა პირდაპირ ბორდიულზე ჩამომჯდარიყო. სახეგაქვავებულს ვერცერთ ემოციას შეატყობდით სახეზე. ნიკოლოზი კი პირდაპირ შესასვლელთან ფილაქანზე დამჯდარიყო. ხელები ფეხებისთვის შემოეხვია და შიგ თავი ჩაერგო.
ბეჭები ისე უცახცახებდა ადვილად შეატყობდით რომ ტიროდა.
გეგა შეაძრწუნა ახალგაზრდა კაცის ასეთ მდგომარეობაში ნახვამ. მის გვერდით დაიმუხლა და ბეჭზე ხელი მეგობრულად დაარტყა.
-გამაგრდი.
უთხრა მტკიცედ.
ნიკოლოზმა თავი ნელა ასწია მკლავებიდან და დაწითლებული თაფლისფერები შეაგება გამომძიებელს.
-იპოვეთ მკვლელი.
გაბზარული ხმით მიმართა გეგას თუმცა მისი ტონი აშკარად უსვამდა ხაზს, რომ ეს მოთხოვნა უფრო მეტად იყო, ვიდრე თხოვა.
-რატომ ფიქრობთ რომ ეს მკვლელობაა და არა უბედური შემთხვევა?
იჭვნეულად შეხედა გამომძიებელმა.
-უბედური შემთხვევა?
ირონიულად ჩაიცინა ახალგაზრდამ, თუმცა საზე ისე მოექცა რომ ამას ჩაცინებას ვერც დაარქმევდით.
-და და მამა ამ ხელებში ჩამაკვდა.
აკანკალებული ხელები გაუწოდა გეგას.
- რომელი უბედური შემთხვევა? მათ რაღაც დამართეს! და ეს თქვენ უნდა გამოიძიოთ. ხედავთ იმ კაცს?
ხელი დემნასკენ გაიშვირა.
-მას ცოლი მოუკლეს. მე და და მამა. ეს არ უნდა შერჩეთ გესმით? იპოვეთ!
-ვიპოვით. ვიპოვით.
დამაჯერებლად უთხრა გეგამ და ამჯერად დემნასკენ გადაინაცვლა.
გვერდით ჩამოუჯდა. ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და ნერვიულად გააბოლა.
კოლოფი დემნას მიაწოდა, რომელმაც ხელის მარტივი მოძრაობით ანიშნა რომ არ უნდოდა.
-აიღე, დაგამშვიდებს.
დემნამ საჩვენებელი, შუა და ცერა თითით გამოაძრო სიგარეტის ღერი და ტუჩებშორის მოიქცია.
გეგამ ცეცცხლი მოუკიდა.
-ვიცი, რთულია მაგრამ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ფაქტის ცოდნა.
განყოფილებაში უნდა წამომყვეთ.
-მოწამლეს.
უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა დემნამ, ვიდრე გეგას გასაგონად.
-რა? სწრაფად მიტრიალდა მთელი სხეულით გამომძიებელი.
-მე ექიმი ვარ და ვიცი. ის მოწამლული იყო. უფროსწორად ისინი.
ბოლოს ხმა წაერთვა და ღრმად ჩაახველა.
-ყველა სიმპტომი ამას ადასტურებს. თავბრუსხვევა, პირღებინება, თავისტკივილი, კრუნჩხვები.
აფსოლუტურად ყველაფერი.
და მე... მე უბრალოდ ვერ ვუშველე.
ნიკოლოზისგან განსხვავებით დემნას წვეთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. მის ნერვიულობას მარტო აღელვებულ ტონსა და ხელების ნერვიულ მოძრაობაში თუ შეიცნობდით.
გეგამ ინტერესით აათვალიერა მამაკაცი. მაღალი უნდა ყოფილიყო. მოხრილი ფეხების მუხლები მკერდს ზემოთ წვდებოდა. შავი შარვალი ალაგ-ალაგ გასთეთრებოდა. თეთრი პერანგის ღილები ჩაეხსნა ხოლო მკლავები იდაყვებამდე აეწია.
თუმცა გეგას ყურადღება მამაკაცის ჯიბიდან ამოჩრილმა შუშის მცირე ზომის ბოთლის თავსახურმა მიიქცია.
-ეს რა არის?
იჭვნეულად ჰკითხა გამომძიებელმა და ჯიბეზე მიუთითა.
-რაა?
ხმამაღლა იკითხა კაცმა და გამომძიებელს მიაშტერდა.
-ამოიღეთ.
მკაცრად ბრძანა გეგამ.
აცახცახებული თითები ჯიბესთან მიიტანა და მომწვანო ფერის შუშის ბოთლი ამოიღო, რომელსაც დიდი ასოებით ეწერა ეტიკეტზე: " ნატრიუმის ციანიდი".
-დააკავეთ!
ხმამაღლა წარმოთქვა.
მაშინვე მივიდა დემნასთან ორი პოლიციელი. ერთმა მათგანმა ხელბორკილები დაადო, მეორემ კი თეთრი ხელთათმნით მოსილი ხელით, ჩამოართვა შუშა, რომელიც თეთრ, გამჭვირვალე პოლიეთილენის პარკში მოათავსა.
დემნა გახევებული იდგა.
წინააღმდეგობაც არ გაუწევია.
გეგას ყურთასმენას მისწვდა ნიკოლოზის ხრიალით ნათქვამი: "ოღონდ დემნა არა!".

***

კომპანიის თანამშრომლების დაკითხვით, რომლებიც უშუალო თვითმხილვები იყვნენ, გამოძიებამ საინტერესო ვერაფერი შეიტყო. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ შეტევები ნოდარსა და ნატალიას, შამპანურის დალევის შემდგომ დაეწყოთ.
ამტკიცებდნენ, რომ ორივეს გარდაცვალება მოწამლულმა შამპანურმა გომოიწვია. მართლაც, ყველანაირ ლოგიკურ მსჯელობას, ამ დასკვნამდე მიჰყავდა გეგა, სანამ ექსპერტიზამ ახალი კვანძი არ შეიტანა გამოძიებაში. გვამების გაკვეთის და ნაღების ანალიზის შემდომ დადგენილ იქნა, რომ ნატალია დვალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვდა "ნატრიუმის ციანიდი" სასმელთან ერთად. შხამის მიღებიდან 5-7 წუთში ნატრიუმის ციანიდის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია სიკვდილი. სკრინინგის ტესტმა  დაადასტურა ნოდარ დვალის სხეულში შხამის არსებობა. ნაცხის სპექტომეტრული ანალიზის შედეგად შხამი აღმოჩენილი იქნა არა სისხლში არამედ შარდში, რაც ადასტურებს რომ მოწამვლა დიდხანს გრძელდებოდა. იგივეს მიუთითებს საწამლავის დაგროვება თმასა და ფრჩხილებში. გაკვეთამ დაადასტურა რომ სიკვდილი შხამის მიღებიდან 38-40 წუთში დადგა, თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნოდარის სხეულში აღმოჩენილი საწამლავი არა "ნატრიუმის ციანიდი" არამედ "ატროპინია".
ერთადერთი ეჭვმიტანილი ნატალიას ქმარი ნეიროქირურგი დემნა ავალიანია. მის ჯიბეში აღმოჩენილ შუშაში ნატრიუმის ციანიდის არსებობა დამტკიცდა. შუშაზე კი მისივე ანაბეჭდები.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lilefuturidze
ნანახია: 316 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ჩემი გოგოო smile კარგად იცი რასაც ვფიქრობ შენს შემოქმედებაზე თუმცა აქაც გეტყვი რომ ძალიან მაგარი გოგო ხარ შენი ისტორიებიანად. ვინც წაიკითხავთ არ ინანებთ. ♡♡
avatar
1 Spam
2
ჩემი ანუკი აი როგორ მიყვარხარ ჩემო თბილო მადლობა რომ არსებობ და ჩემს "ნაჯღაბნებს" კითხულობ ❤
avatar
0 Spam
3
ჩემი თბილი ლილე ❤
avatar
0 Spam
4
ყოჩაღ** შესანიშნავი დასაწყისია
avatar