საბედისწერო მემკვიდრეობა თავი 2
11.09.2018, 22:06
კომპანიის თანამშრომლების დაკითხვით, რომლებიც უშუალო თვითმხილვები იყვნენ, გამოძიებამ საინტერესო ვერაფერი შეიტყო. ყველა მათგანი აცხადებდა, რომ შეტევები ნოდარსა და ნატალიას, შამპანურის დალევის შემდგომ დაეწყოთ.
ამტკიცებდნენ, რომ ორივეს გარდაცვალება მოწამლულმა შამპანურმა გომოიწვია. მართლაც, ყველანაირ ლოგიკურ მსჯელობას, ამ დასკვნამდე მიჰყავდა გეგა, სანამ ექსპერტიზამ ახალი კვანძი არ შეიტანა გამოძიებაში. გვამების გაკვეთის და ნაღების ანალიზის შემდომ დადგენილ იქნა, რომ ნატალია დვალის ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვდა "ნატრიუმის ციანიდი" სასმელთან ერთად. შხამის მიღებიდან 5-7 წუთში ნატრიუმის ციანიდის დიდმა რაოდენობამ გამოიწვია სიკვდილი. სკრინინგის ტესტმა  დაადასტურა ნოდარ დვალის სხეულში შხამის არსებობა. ნაცხის სპექტომეტრული ანალიზის შედეგად შხამი აღმოჩენილი იქნა არა სისხლში არამედ შარდში, რაც ადასტურებს რომ მოწამვლა დიდხანს გრძელდებოდა. იგივეს მიუთითებს საწამლავის დაგროვება თმასა და ფრჩხილებში. გაკვეთამ დაადასტურა რომ სიკვდილი შხამის მიღებიდან 38-40 წუთში დადგა, თუმცა ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ნოდარის სხეულში აღმოჩენილი საწამლავი არა "ნატრიუმის ციანიდი" არამედ "ატროპინია".
ერთადერთი ეჭვმიტანილი ნატალიას ქმარი ნეიროქირურგი დემნა ავალიანია. მის ჯიბეში აღმოჩენილ შუშაში ნატრიუმის ციანიდის არსებობა დამტკიცდა. შუშაზე კი მისივე ანაბეჭდები.

* * *
-რას იტყვი ლევან?
ამოიოხრა გეგამ და კითხვის ნიშნით სავსე,  თვალებით შეხედა .
-ვერაფერს. თითქოს პაზლის ნაწილებივითაა ყველაფერი. უნდა ააწყო და მორჩა.
-რაში სჭირდებოდა წარმატებულ ექიმს, ასევე წარმატებული, ლამაზი და ჭკვიანი ცოლის მოკვლა?
-მემკვიდრეობა?
იჭვნეულად იკითხა ლევანმა.
-დავუშვათ, მაგრამ ის ექიმი იყო. რატომ, ჩაუდგებოდა სათავეში ელექტრო-ტექნიკის კომპანიას?
თავად რას ამბობს ეჭვმიტანილი?
-ამბობს, რომ არ იცის საიდან მოხვდა შუშა მის ჯიბეში, რომ ცოლი უყვარდა და მის სიცოცხლეს არასოდეს ხელყოფდა. მოკლედ ტიპური დამნაშავის სურათია. ისე შენ თვითონ რატომ არ დაჰკითხავ?
გეგამ ნერვიულად მოიქექა კეფა.
-დავკითხავ.
მტკიცედ თქვა გამომძიებელმა.
ცნობილი ნეიროქირურგი დემნა ავალიანი, თითქოს რამდენიმე დღეში მოტეხილიყო. შემოსულ გამომძიებელს უსიცოცხლო თვალები მიანათა. გეგამ სახე აარიდა. თითქოს რცხვენოდა რომ შეეხედა. მასში უდანაშაულობის ამოკითხვის ეშინოდა გამომძიებელს. სიგარეტს უგემურად მოუკიდა, შემდეგ კი ასანთთან ერთად ეჭვმიტანილს დაუდო წინ. დემნამ უარის ნიშნად, ხელის გვერდითა ნაწილით გააჩოჩა გამომძიებლისკენ.
თვალებში ინტერესით ჩააჩერდა. გეგამ კვლავ ვერ გაუძლო და ხელებზე დააკვირდა.  დემნას ხორბლისფერი გრძელი თითები ჰქონდა და მოვლილი ფრჩხილები. მისი ხელების ქალსაც კი შეშურდებოდა. კიდევ ერთხელ გააბოლა და საქმეს შეუდგა.
-არ გკითხავ როგორ ხარ. ისედაც გეტყობა.
მის დაღლილი სხეულს, შეავლო თვალი.
-დემნა, გულით მინდა დამნაშავე არ იყო, მაგრამ ყველა გზას შენამდე მოვყავართ.
-მე არ მომიკლავს.
-შენი მეუღლე ციანიდით მოკვდა. იმ ციანიდით, რომლის შუშაც, შენს ჯიბეში აღმოჩნდა.
-მე არ მომიკლავს.
მტკიცედ გაიმეორა კაცმა.
-კარგი. ვინ მიაწოდა ნატალიას შამპანურიანი ჭიქა?
-მე.
-საიდან აიღეთ?
-არ ამიღია. ნიკას გამოვართვი.
გამომძიებელს სახეზე გაოცებამ გადაურბინა.
-შესაძლებელია მას მოეწამლა ჭიქა?
იჭვნარევად შეეკითხა.
-არ ვიცი. არა მგონია. მას ძლიერ უყვარდა დაც და მამაც.
-დავუშვათ ჰქონდა მოტივი. საიდან იცოდა, რომ ჭიქა აუცილებლად მიაღწევდა ნატალიამდე. იქნებ თავად დაგელიათ.
შესაძლოა, საწამლავი შენთვის იყო გამიზნული და არა ნატალიასთვის.
სხაპასხუპით ჩამოაყალიბა გეგამ.
-ჰქონდა შენს მოსაკლავად მოტივი?
დემნა ჯერ დაფიქრდა, შემდეგ თავი გადააქნია.
-არა. მან იცოდა, რომ მე ვერ დავლევდი. ორი კვირის წინ ქუჩის ძაღლმა მიკბინა და შრატის გაკეთება მომიწია.
შარვლის ტოტი აიკეცა და წვივზე, ჯერ კიდევ, შემორჩენილი კბილების ნაკვალევი აჩვენა.
-ანუ, შხამი გამიზნული იყო ნატალიასთვის.
დაასკვნა გეგამ და ვერც კი მიხვდა, რომ ეჭვმიტანილის ყველა სიტყვა უპირობოდ სჯეროდა. თითქოს, ვალდებული იყო, ერწმუნა დემნას სიტყვები.
-ერთი ეს მითხარით: ნიკამ თავად მოგცათ, ნატალიასთვის მისატანად სასმელი.
წუთიერი დუმილის შემდეგ, ჰკითხა გეგამ.
-არა, თავად გამოვართვი.
-მისი სასმელი იყო?
-დიახ.
მტკიცედ განუცხადა დემნამ.
-თავისთვის მოწამლული სასმელი ჰქონდა? სრული სიბრიყვეა.
სად იდგა ნიკოლოზი?
-შემოსასვლელ კართან მელოდა.
-გელოდათ?
-დიახ.
-მაგრამ რატომ?
-შემთხვევით ნიკოლოზს დავეჯახე და მისი შამპანური ჩემს, პერანგზე დაიღვარა.
-მაგრამ, როდესაც გნახეთ, თქვენი პერანგი სუფთა იყო.
-დიახ ოფიციანტს გამოვართვი.
გეგამ თავი გადააქნია.
-რამდენი ნაბიჯი იქნება, შემოსასვლელი კარიდან სცენამდე?
გამომცდელად ჰკითხა გეგამ.
-ალბათ სამოცდაათამდე.
დაბნეულად უპასუხა დემნამ.
-ხომ ხვდებით, რომ მაგ მანძილის დაფარვისას, ჩვეულებრივ შეურევდით საწამლავს სასმელში.
დემნას მოთმინებამ უღალატა და ფეხზე წამოიჭრა.
-მე არ მომიკლავს, არა! რესტორანში სათვალთვალო კამერები ხომ არის.
-დიახ, არის.
მშვიდად მიუგო გეგამ.
-მაგრამ პრობლემა ისაა,  რომ ზურგით ხარ დაფიქსირებული.
-და რა გამოდის?
იღრიალა დემნამ.
-სამხილების გარეშე მიჭერთ?
-ჩვენ გვაქვს საწამლავის შუშა, თქვენივე ჯიბიდან, თქვენივე ანაბეჭდებით.
დაძაბული შეაჩერდა გამომძიებელი, ფეხზე წამომხტარ დემნას.
ექიმმა ნერვიულად გდაიხარხარა, მერე ხელებით მაგიდას დაეყრდნო და თვალებში ღრმად ჩახედა გეგას.
-კარგი დავუშვათ მე მოვკალი ნატალია. იმ ციანიდით, რომელიც ჩემს ჯიბეში იპოვეთ. ვინ მოკლა, ჩემი სიმამრი და რით? მიპასუხებთ ამაზე? მისთვისაც, მე ხომ არ მიმიწოდებია სასმელი?
გამომძიებელი გაფითრდა. გამომშრალ ტუჩებზე ენა გადაისვა.
უსიტყვოდ ადგა და ოთახი დატოვა.
კბინეტის კარი შეგლიჯა.
ორიოდე წუთი ბოლთას სცემდა ოთახში.
-ლევაააან!
ბოლო ხმაზე იღრიალა.
რამდენიმე წამში, ლევანი აისვეტა კარებში.
-რენოს დაურეკე.
თითქმის ყვირილით უთხრა გეგამ. ამის გაგონებაზე ლევანი შეკრთა.
-ასეა საქმე?
ძლივს ამოთქვა კაცმა.
გეგამ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
ლევანი კაბინეტიდან გავიდა. დიდხანს უყურებდა ეკრანზე გამოსახულ , წარწერას "რენო".
ბოლოს მწვანე ღილაკს დააწვა და ყურთან მიიდო ტელეფონი.
სამი ზარის შემდეგ, მამაკაცის დაბალი მელოდიური ხმა გაისმა.
-რამე საჩემოა? სალამის გარეშე იკითხა კაცმა.
-გეგამ დამავალა დამერეკა.
ყურმილში წასტვენის ხმა გაისმა, რაც კარგად იცოდა ლევანმა, რომ გაკვირვების გამომხატველი იყო.
-ხვალ მოვალ, არივედეჩი ლეო.
სიცილით ჩაილაპარაკა კაცმა და ტელეფონი გაუთიშა
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lilefuturidze
ნანახია: 316 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
avatar
1 Spam
1
საინტერესოდ წერ, მაგრამ პატარა თავებია გაზარდე და მალე დადე .
avatar
0 Spam
2
მადლობა. აუცილებლაფ გავითვალისწინებ ❤️
avatar
0 Spam
3
მიყვარს დეექტივები და ველოდები გაგრძელებას<3 სიუჟეტიც საინტერესოა, წერის სტილიც კარგი გაქვს,ოღონდ თავის მოცულიბა გაზარდე,უფრო გაშალე სიუჟეტი. წარმატებები <3
avatar
0 Spam
4
ძალიან დიდი მადლობა რომ კითხულობ. აუცილებლად გავითვალისწინებ ❤️
avatar