საბედისწერო მემკვიდრეობა თავი 3
12.09.2018, 19:31
როლანდ ემხვარი-ცნობილი როგორც "რენო".
ორმოცდაცამეტი წლის, მაღალი გამხდარი კაცი იყო. მის თავზე, ისევე წარმოუდგენელი იყო თმა, როგორც ანტარქტიდაზე ნაძვი. ალბათ ბავშვობის მერე, მის მოტვლეპილ თავზე ღერი თმა არავის უნახავს. ახალგაზრდობაში, მისივე ახირებით. ასაკში, კი გენეტიკამ იმძლავრა და მთლიანად გაცვივდა თმები.ძალიან თხელი, თითქმის შეუმჩნეველი, ქერა წარბების ქვემოდან ნაცრისფერი თვალები იმზირებოდნენ. სქელ ტუჩებს, კი გამუდმებით აცმაცუნებდა.თითქოს, მუდამ საუბრობდა, ან უფრო სწორად, საკუთარ თავს ესაუბრებოდა.
ადვილად გამოარჩევდით სიარულის მანერით. ძალიან მსუბუქად მოძრაობდა. ისეთი შთაბეჭდილება ექმნებოდა ადამიანს, თითქოს ნაბიჯებით მელოდიის აწყობას ცდილობდა. ერთი შეხედვით ვერავინ შეამჩნევდა, რომ ეს მომღიმარი, მხიარული ცეკვით მოსიარულე კაცი, ქუთაისის საგამომძიებლო სამსახურის, ხერხემალსა და ტვინს ერთდროულად წარმოადგენდა.

რენომ მხიარულად შეხსნა კაბინეტის კარი და ღიმილით დაიძრა, დიდი ხნის უნახავი მეგობრისაკენ.
გეგა გულთბილად გადაეხვია და სავარძელში დაჯდომა სთხოვა.
-ჩიხში ხარ მეგობარო?
დაცინვით თუ ნიშნისმოგებით მიუგო რენომ და მხიარულად გააბოლა.
გეგამ უხმოდ გადახედა რენოს. უჯრიდან მასალები ამოიღო და წინ დაუდო. სანამ ბოლომდე არ ჩაიწვა, სიგარეტიც და გეგას ნერვებიც, ხელი არ უხლია მასალებისთვის.
მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი, ენის წვერით დაისველა და ზანტად გადაფურცლა. ზოგ ადგილს საერთოდ არ კითხულობდა, ზოგსაც რამდენიმეჯერ დაუკვირდებოდა. შემდეგ, თავს ჭერისაკენ აღმართავდა, სივრცეს გაუღიმებდა და  კვლავ ჩარგავდა ფურცლებში თავს.
ორიოდე საათში, ზანტად წამოდგა ფეხზე, გვერდებზე ხელები მიიბჯინა და გადაიზნიქა. მერე, მაჯები აათამაშა.
-წამოდი.
მხიარულად შესძახა და კარებისაკენ დაიძრა.
-სად?
გაკვირვებით შეხედა გეგამ.
-უნდა დავკითხო ჩიტი, რომელიც გალიაში ზის.
მხიარულად წაუსტვინა რენომ და ქუსლებზე შეტრიალდა. გეგას, არაფერი უთქვამს. მორჩილად გაჰყვა უკან.
ზუსტად შენობის ცენტრში გაჩერდა რენო და გეგას ხმამაღლა მიმართა.
-ის შენი პროტეჟე წამოიყვანე, თვალებდაქაჩული რომ გვიყურებს.
ლევანზე ანიშნა თავით.
გეგა გაწითლდა.
-ის ჩემი პროტეჟე არ არის.
ჩაიალაპარაკა გეგამ.
-რაც არის, წამოიყვანე.
გეგამ ხელით ანიშნა ლევანს, რომ გაჰყოლოდა.
-ვეტყვი, რომ ამოიყვანონ.
ბრძანების გასაცემად მოემზადა.
-არაა საჭირო თავად ვეწვიოთ.
-მაგრამ, ის წინასწარი დაკავების იზოლატორშია.
მიხვდა, რომ აზრი არ ჰქონდა, შეკამათებას და უკან გაყვა. დემნა იატაკზე იჯდა და თვალმოუშორებლივ შესცქეროდა სივრცეს. გეგას ,კიდევ უფრო მეტად, გამხდარი ეჩვენა ექიმი.
-გამარჯობა მეგობარო.
არხეინად მიმართა რენომ. დემნამ, კიდევ ერთი გულისგამაწვრილებელი საუბრის მოლოდინში, თვალები აატრიალა და რენოს სალამი უპასუხოდ დატოვა. თავის მხრივ, რენო სულაც არ შეუწუხებია ზემოთხსენებულ ფაქტს.
-მე რენო ვარ და სულ ორიოდე კითხვა მაქვს.
ასევე მხიარულად განაგრძო რენომ.
-მე არ მომიკლავს.
უემოციოდ ამოილაპარაკა, ნაცნობი ფრაზა.
-არც გეკითხებით მოკალით თუ არა.
უდარდელად აიჩეჩა მხრები.
-მე თქვენი სიმამრის, ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს.
-დემნამ გაკვირვრბისგან წარბები აზიდა.
-რას გულისხმობთ?
-ზუსტად იმას, რაც გკითხეთ. თქვენი სიმამრის, ნოდარ დვალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებს. 70 წლის კაცს, ალბათ რაღაც აწუხებდა ხომ?
თქვენ ექიმი ხართ. თქვენზე უკეთ ვინ უმკურნალებდა?
დემნა რენოს კითხვამ გააოგნა, თუმცა მაინც უპასუხა.
-მას სახსრები აწუხებდა, კიდევ გულის პრობლემები ჰქონდა და სიმსივნეც.
-სიმსივნეც?
გაკვირვებით ჰკითხა რენომ.
-დიახ, თანაც ავთვისებიანი. ჩემი უახლოესი მეგობარი, ექიმ-რადიოლოგია. მისივე რჩევით, ჯერ მკურნალობის კურსი უნდა გაევლო, შემდეგ კი შეძლებდნენ მისთვიდ ოპერაციის გაკეთებას. მაგრამ, ეს რა შუაშია საქმესთან? დავიფიცებ რომ ნოდარი სიმსივნეს არ მოუკლავს. ის მოწამლეს!
-შუაში არა, თავშია მეგობარო.
იმ შენს, ექიმ- რადიოლოგს რა ჰქვია?
-გიორგი ბუნტური.
-ახლა წავალ, შესაძლოა კვლავ დამჭირდეს თქვენთან გასაუბრება. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით?
-არა რათქმაუნდა, თუ საჭირო იქნება.
-დროებით.
ქუდი მოიხადა რენომ პატივისცემის ნიშნად და ღიმილით გაუყვა დერეფანს.
ლევანმა და გეგამ გაოცებულმა გადახედეს ერთმანეთს.
-რა იყო ეს?
ვერ გაიგებდით, ლევანმა ეს კითხვა გეგას დაუსვა, თუ საკუთარ თავს.
-ეს რენო იყო.
ჩაიცინა გეგამ.

-ამიხსნი რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?
სერიოზული სახით ჰკითხა გეგამ.
-მე არა, ბატონი ექიმ-რადიოლოგი, გიორგი ბუნტური აგიხსნის.
გაიცინა რენომ და მანქანისაკენ აიღო გეზი.
საჭესთან გეგა დაჯდა, მის გვერდით რენო, ხოლო უკან სავარძელზე ლევანი მოთავსდა.
-ის ნიკოლოზი რას ამბობს?
უგემურად იკითხა რენომ.
-შოკშია. ჩემი სიძე მაგას არ იზამდა, სიგიჟემდე უყვარდა ჩემი დაო.
-მერე?
-როდესაც წინ დავუდევით, მისივე სიძის ჯიბიდან ,ამოღებული შუშა გაჩუმდა და საღ აზრს მიემხრო.
-საღი აზრი ხანდახან, ისევე შორსაა სიმართლისგან, როგორც მზე დედამიწიდან.
ცალყბად გაიცინა და სარკეში სახის დათვალიერება დაიწყო რენომ.

გიორგი ბუნტური, ორმოცდასამ წლამდე, სიმპატიური კაცი აღმოჩნდა. გამომძიებლის დანახვამ ცოტა გააკვირვა, მაგრამ როგორც კი დემნა ავალიანი ახსენეს, თვალებში სევდა გამოესახა და უხმოდ წარუძღვა კაბინეტიდაკენ.
-რამდენი ხანია იცნობთ ბატონ დემნას?
მაშინვე ჰკითხა გეგამ, როგორც კი  დასხდნენ.
-დაახლოებით თხუთმეტი წელია.
წამიერი დაფიქრების შემდეგ, უპასუხა გიორგიმ.
-ალბათ იცით, რომ სიმამრისა და მეუღლის მკვლელობაში არის ეჭვმიტანილი.
-დიახ, თუმცა არ მჯერა.
-რატომ?
-ასე ვთქვათ, დემნა არ არის ის კაცი, რომ ადამიანი მოეკლა. მითუმეტეს, ვინც უყვარდა.
რენო წინ და უკან დადიოდა და კედლებს, ინტერესით ათვალიერებდა.
-რატომ ხართ დარწმუნებული, რომ უყვარდა. იქნებ თვალთმაქცობდა?
იკითხა ლევანმა.
გიორგი სკამზე აწრიალდა.
-როგორ გითხრათ.
ძნელია სხვის გრძნობებზე საუბარი. უბრალოდ ვფიქრობ, რომ უყვარდა.
გეგა დაღალა რენოს გაუთავებელმა ბოდიალმა ოთახში და აღელვებულმა უთხრა.
-რენო! არაფერს იტყვით?
რენო მოტრიალდა, სხარტად ჩაჯდა სავარძელში.
-ოჰ მეგობარო, რათქმაუნდა ვიკითხავ, თუ მორჩით ბატონი დემნას, ფსიქოლოგიური პორტრეტის შექმნას.
მთელი ტანით მიბრუნდა გიორგისკენ და ამჯერად მას მიმართა.
-ბატონ ნოდარს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა, ხომ ასეა?
გიორგიმ უსიტყვოდ დაუქნია თავი.
-თქვენ მას მკურნალობდით?
-დიახ!
-ოჰ როგორ მიყვარს, ექიმებთან საუბარი.
ხელები შემოჰკრა რენომ.
-აბა მეგობარო, როგორ მკურნალობდით, ბატონ ნოდარს?
გიორგიმ ჩაახველა და დაფიქრების შემდეგ უპასუხა.
-ბატონი ნოდარი, ძალიან უფრთხილდებოდა ჯანმრთელობას. უბრალო გაციების დროსაც, კი ექიმთან გარბოდა.
როგორც ვიცი, დემნას შესჩივლა, რომ თავისტკივილები და თავბრუსხვევა დასჩემდა. დემნამ ანალიზები გაუკეთა და ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. რადგან, მე ექიმ-რადიოლოგი ვარ, ერთად დავიწყეთ მისი მკურნალობა.
გადავწყვიტეთ, რომ ახალი ინოვაციური მეთოდით გვემკურნალა.
-კერძოდ?
ნაამბობით დაინტერესებულმა ჰკითხა რენომ.
-რადიოსიხშირული აბლაციის მეთოდით.
რადიოსიხშირული იმპულსი, ანადგურებს სიმსივნურ უჯრედებს. თუმცა, იქამდე მკურნალობის პირველი კურსი, უნდა გაევლო.
ბატონი ნოდარი, იღებდა პრეპარატებს, რომლებიც სიმსივნური უჯრედების გამრავლებას უშლიდა ხელს.
-საიდან იღებდა პრეპარატებს? თქვენ აძლევდით?
-არა. თავად დემნა უზრუნველყოფდა, მის მედიკამენტებს.
რენო სავარძელში გადაწვა. რამოდენიმე წამი ჭერს მიაპყრო მზერა.
-გასაგებია, მადლობას მოგახსენებთ გაწეული სამსახურისთვის, ბატონო გიორგი.
თავი მდაბლად დაუკრა და კაბინეტი დატოვა.
გეგა და ლევანი გაოცებულნი დაემშვიდობნენ გიორგის.
-ბოლოსდაბოლოს ამიხსენი, რა ჯანდაბას აკეთებ რენო? რაში გაინტერესებს, ეს წყეული რადიოსიხშირული იმპულსი?
მაშინვე ყვირილზე გადავიდა გეგა, როგორც კი, საჭესთან დაჯდა.
რენომ ერთი გადახედა დამცინავად და ფანჯარაში გაიხედა.
აბსოლუტური იგნორისგან გაგიჟებული გეგა კი, გაჩერებას არ აპირებდა.
-ნოდარი მოწამლეს გესმის. კიბო არაფერ შუაშია. მ ო წ ა მ ლ ე ს !
თან ყვიროდა და თან საჭეს ძლიერად უჭერდა ხელს.
-გააჩერე.
გამყინავად გაისმა რენოს ხმა.
გეგამ შენწინააღმდეგება ვეღარ გაბედა და მანქანა გადააყენა.
-გადმოდი.
მოკლედ მოუჭრა და მანქანა დატოვა.
გეგამ ღრმად ჩაისუნთქა და თვითონაც გადავიდა.
რენოს თითებშუა მოექცია ,სიგარეტი და უგემურად აბოლებდა.
გვერდით დაუდგა გეგა, დასჯილი ბავშვივით. შედარებით დაწყნარებული ტონით, უთხრა რენოს.
-გაიგე რა რენო, სხვა გზაზე დავდივართ. არ გვაქვს დასაკარგი დრო.
ხმაჩახლეჩილი ლაპარაკობდა და ნერვიულად ტოკავდა.
რენომ უსიტყვოდ გაუწოდა სიგარეტი, მანაც ერთი ღერი ამოიღო.
-შენ პროტეჟეს დაუძახე.
მკაცრად თქვა და სიგარეტის ნამწვავი ისროლა.
გეგამ ხელით ანიშნა ლევანს, მასთან მისვლა. რომელიც, დაუყოვნებლივ მათ გვერდით გაჩნდა.
-აბა მეგობრებო, დაფიქრდით გვაძლევს თუ არა, ხელს იმის ცოდნა, რომ ბატონი ნოდარი მედიკამენტებს მოიხმარდა.
-არა.
მყისიერად თქვა ლევანმა და დაიფრუტუნა.
-შენ რას იტყვი მინდელო?
გეგამ ინტერესიანი მზერა შეახვედრა, რენოს ნაცრისფერებს.
რენომ ირგვლივ მიმოიხედა, თითქოს იქაურობას ზვერავდა და როდესაც დარწმუნდა, რომ ვერავინ გაიგებდა დაბალი, მელოდიური ხმით დაიწყო:
-ნატალია ციანიდის მიღებიდან 5-7 წუთში გარდაიცვალა. ეჭვი არ არის, რომ საწამლავი შამპანურში იყო.
თუმცა ნოდარმა, გარდაცვალებამდე 38-40 წუთით ადრე მიიღო საწამლავი.   ნოდარის სხეულში, ატროპინი, რომ მომხვდარიყო
მხოლოდ ოთხი გზა, არსებობს. სასუნთქი სისტემა, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტება და პირის რღუ.
სასუნთქი სისტემა უნდა გამოირიცხოს, რადგან მაშინ ჰაერი უნდა მოეწამლა მკვლელს, რაც მარტო ნოდარის კი არა, სხვების სიკვდილსაც გამოიწვევდა. მათ შორის თავად მკვლელის, რადგნ დიდი ალბათობით, ის წვეულებაზე იმყოფებოდა. კანიდან, რომ მომხვდარიყო ჭრილობაზე უნდა დაედო შხამი. შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ნოდარის მოწამვლა, ამ გზით თითქმის შეუძლებელი იქნებოდა. სისხლის მიმოქცევის სისტემაში, რომ მომხვდარიყო ატროპინი, მაშინ ის შპრიცით უნდა შეეყვანათ. ეს ვერსიაც გამოირიცხა. რა დაგვრჩა?
თეატრალურად იკითხა რენომ.
-პირის ღრუ. როგორ, მოხვდებოდა მის პირის ღრუში შხამი? სასმელით ან საჭმელით. მკვლელმა მოახერხა ნატალიასთვის მოწამლული ჭიქის მიწოდება, მაგრამ მოიტანდა კოკა ყოველთვის წყალს? რათქმაუნდა არა. მკვლელმა ალტერნატიული ვარიანტი იპოვა.
-მედიკამენტები.
წამოიყვირა გეგამ.
-დიახ ჩემო მეგობარო.
თავის კანტურით დაემოწმა რენო.
-მედიკამენტები, რომლებსაც მხოლოდ ნოდარი იყენებდა. მას ტაბლეტები შეუცვალეს.
ახლა კი,წავიდეთ განყოფილებაში. საქმე გვაქვს.
რენო მსუბუქად მოტრიალდა, სივრცეს მზერა გაუსწორა და მანქანაში ჩაჯდა.
გეგა დაფიქრებული ჩასჭიდებოდა საჭეს. მის სახეზე ემოციები, ელვის სისწრაფით იცვლებოდა. ხანაც, წარბებს შეკრავდა და თვალებს ისე მიაპყრობდა სივრცეს, თითქოს წარმოსახვით სიუჟეტებს აცოცხლებდა. ხანაც, სახის კუნთებს მოადუნებდა და მის სიმშვიდე გადაფენილ სახეზე, ეჭვით მომზირალი ორი სფერო, ისეთივე შეუთავსებლობას ჰქმნიდა მიმიკასთან, როგორც მზესუმზირებით სავსე მინდორზე, ამოსული ჟასმინი.
რენო ყურადღებით სწავლობდა, მისი გამომეტყველების ცვალებადობას და იცოდა,  გეგას უკვე ეჭვი, აღარ ეპარებოდა, რომ დემნა მკვლელი იყო.
ლევანი გაკვირვებით უცქერდა ფიქრებში ჩაძირულ, გეგასა და ცალყბად მომღიმარ რენოს. ვერაფრით გაერკვია რა ჯანდაბა ტრიალებდა, ამ ორი უცნაური კაცის გონებაში.
ისე დატოვეს მანქანა, ხმა არცერთს ამოუღია. სამივე საკუთარ ფიქრებს წაეღო. რენო მოსაზრებებს სინჯავდა, თითქოს ყველაფერი სწორად აეწყო, მაგრამ აფიქრებდა სიტუაციის სიმარტივე. გეგა გონებაში მკვლელობის სცენას ჰქმნიდა და მისივე მახვილგონივრულობით გაოცებული, კმაყოფილი იღიმოდა. ლევანი კი, უკან მიყვებოდა დასჯილი ბავშვივით ორივეს და ცდილობდა მათი ფიქრები ამოეცნო.
-რენო ნამდვილად ყველაფერს ხსნის, ტაბლეტების შეცვლის იდეა.
წყალი არ გაუვა დემნა მკვლელია.
თავდაჯერებულად განაცხადა გეგამ და სავარძელში მოწყვეტით დაეშვა.
რენომ გაკვირვებით გახედა გეგას, თითქოს აინტერესებდა, სერიოზულად ამბობდა ამ ყველაფერს, თუ ხუმრობდა. როდესაც, გეგას სახეზე სერიოზული გამომეტყველება დაიჭირა, თავი გადააქნია.
-ნუთუ?
დამცინავად იკითხა მან და სავარძელში მოიკალათა.
-რათქმაუნდა!
საკუთარ აზრში ასი პროცენტით დარწმუნრბულმა განუცხადა, გეგამ.
ხელებით მაგიდაზე დაეყრდნო და  სხეული რენოს მიმართულებით გადახარა.
-ჩვენ მთლიანი მკვლელობის სურათი გვაქვს რენო.
რენომ სიგარეტი გააბოლა. მარჯვენა თვალი მოჭუტა და ლევანს ანიშნა დამჯდარიყო.
-მაშ, გამანდეთ თქვენი აზრი მინდელო.
დამცინავად მიუგო გამომძიებელს.
გეგამ მისი ტონი არ შეიმჩნია და ისე დაიწყო მოყოლა, თითქოს ლექტორი იყო და გაზეპირებული ლექცია უნდა ჩაეტარებინა.
-ნატალიას მკვლელობით დავიწყოთ.
დემნამ ნიკოლოზს გამოართვა, შამპანურიანი ჭიქა. შემოსასვლელი კარიდან სცენამდე ზუსტად 64 ნაბიჯია. ამ მანძილის დაფარვისას, ციანიდი შეურია შამპანურში და ქალს დაალევინა.
რენო ჩვეული ღიმილიანი სახით უცქერდა მამაკაცს.
-განაგრძე.
-ნოდარის მკვლობას რაც შეეხება, დღესავით ნათელია. მედიკამენტებით თავად უზრუნველყოფდა მოხუცს. საჭირო იყო უბრალოდ შეეცვალა ტაბლეტები. მან, ხომ ზუსტად იცოდა,  როდის უნდა მიეღო წამალი.
ბოლოსდაბოლოს ჩვენ მის ჯიბეში ციანიდიანი შუშა ვიპოვნეთ.
ბოლოს ნერვიულად წამოიძახა გეგამ, რადგან მიხვდა, რომ რენო მისმა მონათხრობმა არ დააკმაყოფილა.
ემხვარმა სიგარეტი საფერფლეში ჩააწვა და ირონიული ღიმილით უთხრა:
- მკვლელობაში ორი რამ არის, მნიშვნელოვანი.
მოტივი და სამხილი.
დემნას წინააღმდეგ, არცერთი გაქვს და არც მეორე.
მაგრამ, მოდი ამ შემთხვევაში მოტივს შევეშვათ. ჩავთვალოთ რომ ეს ოჯახური კომფლიქტის ბრალია. დემნას ნორმალური ადვოკატი
, რომ ყავდეს, ბავშვივით უმწიკვლოს გამოიყვანდა , რადგან მის წინააღმდეგ სამხილი არ გაქვს.
გეგა აღშფოთდა.
ფედზე წამოდგა და ზემოდან დახედა რენოს.
-მე შუშა მაქვს დემნას ანაბეჭდებით.
-ოჰ მეგობარო ასეთი შეცდომა არ გეპატიებათ.
ბრაზიანად წარმოთქვა რენომ.
-შეცდომა?
გაკვირვებით იკითხა გეგამ.
-დიახ შეცდომა. დემნას მისივე ხელით ამოაღებინეთ შუშა. რათქნაუნდა, მისი ანაბეჭდები იქნებოდა.
გეგა გაფითრდა.
-მაგრამ ანტიბიოტიკები?
უკანასკნელ გაბრძოლებას ჰგავდა დემნას ნათქვამი.
-შეეშვით ანტიბიოტიკებს. დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვით. ეს უბრალოდ ჰიპოთეზაა, სანამ ბატონი ნოდარის მედიკამენტებს ანალიზს არ ჩავუტარებთ, მაგრამ ტაბლეტები მოწამლულიც, რომ აღმოჩნდეს დემნას ბრალეულობის დამტკიცება გაგიჭირდებათ.
-დამცინი რენო? შავზე თეთრით ნაკერია ეს საქმე.
-ვითომ?
იჭვნეულად იკითხა რენომ.
-ტაბლეტების კოლოფის შეცვლა მარტივად შეეძლო ნებისმიერს, სტუმართაგან.
-რას გულისხმობ რენო?
-წვეულებაზე ას ოც ადამიანდე იმყოფებოდა. თითოეული მათგანი, ნოდარის ახლობელი ან მასთან მომუშავე პერსონალი იყო. სავარაუდოდ, რამდენიმე ადამიანს ეცოდინებოდა კიდეც, მისი დაავადების შესახებ. ნოდარი წვეულების მასპინძელი იყო. მისალმების და გადახვევის დროს, ისევე შეეძლოთ მათ ნოდარის ჯიბეში მოწამლული ტაბლეტების ჩადება, როგორც ეს დემნას შემთხვევაში გააკეთეს.
-მაშასადამე, დარწმუნებული ხარ, რომ დემნას საწამლავიანი შუშა ჩაუდეს.
-ზუსტად ისევე მჯერა, როგორც ის, რომ მე რენო ემხვარი ვარ და შენ, გეგა მინდელი.
ჩემს გონებაში ხელებს უფათურებ. ტვინს მირევ, გზას მაჩვენებ. მეუბნები აი წინ გიდევს ყველაფერი და მაინც, არასწორი გზისკენ მიბიძგებ.
ბრაზიანად ლაპარაკობდა გეგა.
-არა მეგობარო, მე ფაქტებს გაძლევ. უბრალოდ შენ რბილად, რომ გითხრა, ძალიან სწორხაზოვანი ხარ იმისთვის, რომ  მრუდე გზებზე იარო.
ახლა კი ლევან, შენი მუშაობის განმავლობაში, ერთხელ მაინც დაგვეხმარე რაღაცით და დვალიძის ოჯახის ყველა წევრზე, ინფორმაცია მომიტანე. 
ლევანმა თავი დაუკრა და ელვის სისწრაფით გავარდა ოთახიდან.
-შენ ანტიბიოტიკების მავნებლობა გამოიკვლიე.
მიუთითა გეგას.
-შენ?
-მე, კიდევ ერთხელ უნდა, შევუარო ბატონ დემნას.
ფეხზე წამოდგა და ჩვეული მსუბუქი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი.
-შეიძლება მეც დავესწრო?
გზაში დაადევნა სიტყვა გეგამ.
რენომ შემოუტრიალებლად ასწია მარჯვენა ხელი, შუა და საჩვენებელი  თითების წინ გადახრით ანიშნა, რომ შეეძლო გაჰყოლოდა.

-დღეს უკვე მეორედ გაწუხებთ დემნა. 
დემნამ დაღლილი სხეულისთვის შეუფერებლად, მკვირცხლად წამოდგა ფეხზე.
-არაფერია ბატონო რენო. რამე ახალია?
-სიმართლე გითხრათ არის, თუმცა თქვენთვის არასასიამოვნო.
რენომ თავი დანანებით გადააქნია.
დემნას სახეზე ფითრისფერმა გადაკრა.
-რაა..ას გულისხმობთ?
ენის ბორძიკით თქვა დემნამ და ჩაახველა.
-ბატონი ნოდარის წამლებით უზრუნველყოფას, თქვენ ახდენდით თუ ბატონი ბუნტური?
რენომ მისი კითხვა დააიგნორა.
-მე.
გაპარული ხმით წარმოთქვა და ხელები აუკანკალდა.
-ბატონი ნოდარის სხეულში, საწამლავი ტაბლეტების საშუალებით მოხვდა.
რენომ ხმადაბლა თუმცა ხაზგასმით წარმოთქვა.
-ქალბატონი ნატალია, თქვენმა მიწოდებულმა სასმელმა იმსხვერპლა. ბატონი ნოდარი, თქვენმა მიცემულმა ტაბლეტმა.
ხვდებით რა შარში ხართ?
გამომცდელად ჰკითხა რენომ და თვალი თვქლში გაუყარა.
დემნამ ჯერ გაოცებულმა შეხედა. თვალებში უცნაური სხივი გაუკრთა.
-წარმოუდგენელია.
წაილუღლუღა დემნა.
-ეს..ეს როგორ? .
რენოს სახე გაებადრა.
-ვგონებ, რაღაც მოგაგონდათ მეგობარო.
-არა, არა შეუძლებელია.
დავჩაღუნული ბურდღუნებდა დემნა.
-იქნებ შესაძლებელია.
ორჭოფულად ჩაილაპარაკა რენომ.
-ღვთის გულისთვის, გამარკვევთ რა ჯანდაბას გულისხმობთ?
მოთმინება დაკარგა გეგამ.
-პერანგზე შამპანური გადაისხით, ხომ ასეა?
-დიახ და მე მაშინ.. მაშინ.
-ნიკოლოზს დაეჯახეთ.
-სწორია.
წამოიყვირა დემნამ.
-ნოდარმა გადაწყვიტა, რომ ადრიამად მისულიყო რესტორანში, რადგან დარწმუნებული ყოფილიყო, რომ ყველაფერი მზად იყო. წინა კვირით მიტანილი ტაბლეტებიდან უკანასკნელი, დილით დალია. დამაბარა, რომ მისთვის წამლები რესტორანში მიმეტანა, რადგან საღამოს კიდევ უნდა მიეღო.
-თქვენ ნიკოლოზს დაეჯახეთ, პერანგზე შამპანური დაგეღვარათ. წამლებიანი კოლოფი ნიკოლოზს გადაეცით და დააბარეთ, რომ მამამისისთვის მიეცა, მანაც გამოგართვათ და შესაძლოა მოწამლული ტაბლეტებით ჩაანაცვლა.
დააბლოვა რენომ.
-ღმერთო.
წამოიძახა დემნამ.
-შამპანურის ჭიქაც მას გამოვართვი.
-ახლავე გავცემ ნიკოლოზის დასაკავებელ ორდერს.
წამოიძახა გეგამ.
-ოჰ ღმერთამანი, გადამრევთ გეგა.
ისე მიყვებით ნაამბობს, როგორც აფრიანი ნავი ქარის მიმართულებას.
გეგა ადგილზე გაშეშდა.
-მაგრამ, რენო...
-შეწყვიტე ისე ფიქრი, როგორც სხვებს უნდა.
დემნა ჩუმად იჯდა და გაფართოეული თვალებით უყურებდა რენოს.
-მოდი, მე სხვა სურათს დაგიხატავ.
ბატონმა დემნამ ჩვეულებრივი ტაბლეტების ნაცვლად, მოწამლული ტაბლეტები მიიტანა წვეულებაზე. ნიკოლოზს განგებ დაეჯახა, მოწამლული ტაბლეტები შეაჩეჩა და თავად მოქმედების არეალიდან გაუჩინარდა, რადგან ჩვენთვის ის ისტორია მოეთხრო რომელიც ასეთი გულდასმით ჩოაყალიბა რამდენიმე წუთის წინ.
რაც შეეხება, ქალბატონი ნატალიას მკვლელობას, შესაძლოა განგებ გამოართვა ნიკოლოზს მისი ჭიქა.
ამ ხერხით, პირდაპირ ნიკოლოზთან მიგვიყვანდა გამოძიება.
აბა რას იტყვით ბატონო გეგა?
ვინაა მკვლელო ნიკოლოზი თუ დემნა?
-თქვენ მე გამაგიჟებთ რენო.
აღელვებით წარმოთქვა გეგამ.
დემნას მიტკლისფერი დაედო.
-ეს მტკნარი სიცრუეა.
ამოლუღლუღა.
-აღიარეთ რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჯდება ასე არ არის?
ჰკითხრა რენომ.
-დიახ მაგრამ ეს ხომ მე არ ჩამიდენია.
წამოიყვირა დემნამ.
-ეს ჯერ კიდევ საკითხავია. ახლა კი დაგემშვიდობები ბატონო დემნა.
რენომ გაოცებულ გეგას ხელი დავლო  კარებისაკენ უბიძგა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: lilefuturidze
ნანახია: 319 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ჩემი სუუპერ ნიჭიერი გოგო ❤❤
avatar