სანამ შემიყვარებ.[1]
07.05.2018, 23:35
ჯერ კიდევ შვიდი საათი იყო მზის სხივებმა ფანჯრის მინა რომ შეულეწეს ღრმა ძილში გადავარდნილს. სინათლემ ძილშიც დააფეთა, ზანტად გაამოძრავა ჯერ ხელი, შემდეგ ფეხი და გაცეცხლებულმა დახედა საათს, უხასიათოდ აეწეპა ლოგინს ისე, თითქოს მთელი ღამე ამაგრებდნენ.
ერთ საათში მოწესრიგდა, ყავის დალევაც კი მოასწრო. რკინის კარი ორჯერ გადაკეტა და ქუსლების კაკუნით ჩაუყვა კიბეებს.
-გამარჯობა მატილდა.
-გამარჯობა.-ყველაზე ყალბი მისალმება მიუგდო ყველაზე ყალბ მეზობელს და გზა განაგრძო.
“ჯანდაბა, ისევ ადრე მივდივარ".. ხმამაღლა გაიფიქრა გულის ტკივილი, არ იცოდა როგორ ახერხებდა რომ ყველგან ყოველთვის ადრე მისულიყო..
ტელეფონის წკრიალმა ფიქრებიდან გამოარკვია.
-მატი, სად ხარ?
-სახლიდან გამოვედი, რა ხდება?
-მანქანით ხარ?
-კი.
-აეროპორტში უნდა გაიარო, ძალიან გთხოოოოვ.-დაქალის მუდარის ხმაზე თვალები დაყვლიფა, იცოდა თავის ქორწილში კარგს არაფერს თხოვდა, ნერვიულად აათამაშა ნაზი ხელები.
-აეროპორტში?-ხმაშიც ეტყობოდა როგორი მოღუშული იდგა, დასჯილი ბავშვივით.
-ლაშას ძმაკაცი ჩამოვიდა მოულოდნელად, ვინმემ ჩვენამდე უნდა მოიყვანოს, აქ ყველა რაღაცაზეა წასული, ერთი შენ დამრჩი.
-კატია!! უნამუსო ხარ! ჩემი დაქალის ქორწილი აეროპორტში უნდა გავატარო? ვინმე სხვას ვერ დაავალე?
-ნუ გეშინია მატილდა, მეჯვარის გარეშე ქორწილი არ მექნება, მშვიდად წადი არ იდარდო.-სიცილით მიახალა დაქალს რამდენიმე სიტყვა, ქორწილის დღეს ყველაფერი ეპატიებოდა, დარწმუნებული იყო, ამიტომ კიდევ უფრო უმატა სიცილს, თითქოს მთელს თავის ნერვიულობას მასში აქსოვდა.
-მოკეტე! რომელზე ჩამოდის ან ვინ არის?! ან ტაქსის ფული არ აქვს?
-მატი კარგი რა, ჩვენ გამო ჩამოდის და ჩვენი მხრიდან ყურადღება იქნება შენ რომ დახვდე. თვითონ გიცნობს, აღუწერეთ შენი თავი.
-აჰა, ესეიგი არც კი მკითხე ისე გადაწყვიტე ჩემი აეროპორტში გამწესება.-ცხვირი აიბზუა და მანქანას მიეყრდნო.
-მატიი, დილის რვა საათია, მიხვალ და წამოხვალ, ვიზაჟისტებიც შენი მოსვლის დროს მოვლენ.
მატილდამაც იცოდა უკვე დაგეგმილს რომ ვეღარ შეცვლიდა, მაგრამ რა ექნა უაზრო წუწუნი ყველაზე დიდ სიამოვნებას რომ ჰგვრიდა?! შეეძლო საათობით ეწუწუნა თუნდაც იმაზე რომ ყავა გაცივდა..
დაქალს ყველაფერი დეტალურად გამოკითხა და აეროპორტისკენ გაემართა, ახლა გონებაში გააგრძელა საკუთარი ბედის წყევლა, მართალია არც კი იცნობდა, თუმცა უკვე ეზიზღებოდა ადამიანი, ვისთან შეხვედრაც მიუსაჯეს.
ყველაზე არაკომფორტულ სკამზე კომფორტს მოწყურებული იჯდა და ვულკანისფერ თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა, მოულოდნელად თვალში მუქ ლურჯ შარვალ კოსტიუმში გამოწყობილი მამაკაცი მოხვდა, კატიას აღწერილს ნამდვილად ჰგავდა ამიტომ ნივთები მოკრიფა და მისკენ გაემართა.
-გამარჯობა, მე მატილდა ვარ, ლაშას და კატიას მეგობარი.-გაუღიმა როგორც შეეძლო ზრდილობიანად.
-გამარჯობა, არ გელოდით.-32 ერთმანეთზე ჩაწიკწიკებული თეთრი კბილი გადმოფინა, მოურიდებლად.
-მეგონა გაგაფრთხილეს რომ უნდა დაგხვედროდით.-მიმიკებს თავისუფლება მისცა მატილდამ და ერთიანად მოიღუშა.
-აღწერილს არ ჰგავხართ..- ოკიანისფერი თვალებით რამდენჯერმე აათვალიერ-ჩაათვალიერა შეურაცხყოფილი მატილდა.
-წავიდეთ, ამდენი დრო არ გვაქვს.-მოკლედ მოუჭრა გაღიზიანებულმა.
-თქვენ რა მართლა ფიქრობთ რომ თქვენთან ერთად მოვდივარ?!-ირონიულად გაიღიმა ლურჯ პიჯაკიანმა.
-ბატონო?!-სახეზე გაურკვევლობა დაეტყო მატილდას.
-ნა ხვა მდის!-ხელი აუწია, წელში გასწორდა და გზა მარტომ გააგრძელა. მატილდამ გაოცებული მზერა გააყოლა მის ათლეტურ ზურგს, რამდენჯერმე ყბის აწევა სცადა და როცა მიზანს მიაღწია დაქალს მაშინვე დაურეკა.
-კატია! ქორწილის დღეს დაგასამარებ!-უკიოდა როგორც შეეძლო და ვერც კი ამჩნევდა ხალხის ყურადღებით გაჟღენთილ მზერას.
-რა ხდება მატი? რა გაღრიალებს?!
-ეს შენი ვიღაც ლურჯ პიჯაკიანი ძალიან თავხედი ვინმეა! ნახვამდის-ო, დამტოვა აქ ასე და წავიდა, წარმოგიდგენია?! ეს სად გამომგზავნე? კატია არ გაცოცხლებ!!-ხმის წასვლამდე კიოდა, თავისი წკრიალა ხმის გარდა არაფერი ესმოდა, მხოლოდ მაშინ შეწყვიტა საყვედურები, როცა ვიწრო, მზისგან გაშავებულ მხარზე მძიმე ხელი იგრძნო, უკან შეურაცხადივით შეტრიალდა, მზად იყო მთელი ჯავრი ეყარა იმ ადამიანზე, ვინც მოურიდებლად ეხებოდა შიშველ სხეულზე.
-დამშვიდდი, შენი კივილი ტაქსიში გავიგე, თუ ასე გინდა შენ რომ წამიყვანო, მზად ვარ დაგნებდე.-წარბები აათამაშა, კბილები ისევ სარეცხივით გადმოფინა, თვალები კი მატილდას სიბრაზისგან ანთებულ თვალებს გაუსწორა.
-ჯანდაბამდე გზა გქონია! უზრდელო! ვიგინდარავ!
ხელები ნავარჯიშებ მკერდზე რამდენჯერმე მიარტყა და ახლა თვითონ გაეცალა. ლურჯ პიჯაკიანმა წვერი ორი თითით შეისწორა, საკუთარი თავით ნასიამოვნებმა გაიღიმა და თავის გზას დაადგა, თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ ანიჭებდა სიამოვნებას გამწარებული მუშტი მკერდზე..
მანქანაში მჯდომი მატილდა საცობში მოწოლილმა ფიქრებმა ისე გააგიჟეს, მზად იყო საერთოდ უარი ეთქვა 14წლით ადრე დაგეგმილ მეჯვარეობაზე და სადღაც გადაკარგულში გაქცეულიყო, თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობა არსად უშვებდა.
თეთრ კარზე, საიდანაც ხმაური იმაზე მეტად გამოდიოდა ვიდრე საჭირო იყო, ზარი ფრთხილად დარეკა და ატუზული დაელოდა მასპინძელს.
სიძემ ხელების კანკალით გადაკოცნა, ყველა მოძრაობაში ეტყობოდა როგორი აღელვებული იყო საკუთარი ქორწილით.
-მოიცა მარტო ხარ?!-თვალებით დიდი ხნის უნახავ ძმაკაცს დაუწყო ძებნა.
-გამარჯობა ლაშა.-უკმაყოფილოდ გაიღიმა და თვალებით ანიშნა დროზე გამეცალეო.
გაურკვევლობაში მოყოლილი ლაშა ჯერ კიდევ აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს როცა კიბეზე ნაცნობი სილუეტი დალანდა.
კარი ფართოდ გააღო და ხელებ გაშლილი შეეგება ძმაკაცს.
-გარეთ გაჩერდი? მეგონა შენ და მატილდა ერთად მოხვიდოდით.-დიდი ხნის ხვევნა-კოცნის შემდეგ გადაწყვიტა გაურკვევლობისგან თავი დაეღწია.
-აჰ, მატილდა!-სახეზე ღიმილი აუთამაშდა ლურჯ პიჯაკიანს.
ოთახიდან ხალხი გამოეყარა და საუბრის გაგრძელება ვეღარ მოახერხეს.
ბიჭები დარჩენილი საქმეების მოსაგვარებლად გავიდნენ, დიდ სახლში მხოლოდ გოგოები დარჩნენ ვიზაჟისტებთან ერთად. ვინ რას იკეთებდა, ვინ რას იშორებდა სამი საათი რომ გეყურებინა, მაინც ვერ გაიგებდი. როცა გინდა რომ ყველაზე ლამაზი იყო, შენი თავი ყველაზე მახინჯი სწორედ მაშინ გეჩვენება, ამიტომ დაუსრულებელი იყო წუწუნი და სლუკუნი, რომელმაც მთელი სახლი აიკლო.
მხოლოდ თავის თავში დარწმუნებული მატილდა იჯდა ამაყად და სხვებს უკეთებდა შენიშვნებს. ის იყო გოგო, რომელსაც თავიდან ბოლომდე ჰქონდა შესწავლილი საკუთარი თავი, რომელმაც ზუსტად იცოდა რა ჩაეცვა, როგორი მაკიაჟი გაეკეთებინა რომ სწორად წარმოეჩინა საკუთარი თავი და გარეგნობა. ამიტომ აღელვების გარეშე შეარჩია კაბა, სიმშვიდიდ მოცულმა აუხსნა ვიზაჟისტს როგორი მაკიაჟი და თმა სურდა, ხოლო როცა ყველაფერი იდეალურად დასრულდა, საკუთარი თავით აღფრთოვანებული იჯდა და სიგარეტის კვამლს უშვებდა ფილტვებში.
რამდენიმე გოგოს შურის თვალს ამჩნევდა, თუმცა მისთვის ეს არაფერი იყო, ღიმილით ცდილობდა მათთან გამკლავებას.
გვერდით ნახევრად გამზადებული პატარძალი მიუჯდა, ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა, სახე ყურთან ახლოს მიუტანა და თითქმის ჩურჩულით უთხრა.
-მეშინია.
-რისი კატია?!-თვალები ლამის ძირს დაუცვივდა.
-იქნებ არასწორ ნაბიჯს ვდგამ, იქნებ ლაშა არ არის ის, ვისი ცოლიც უნდა გავხდე..
მატილდამ ღიმილით გადაუსვა თმაზე გრძელი და წვრილი თითები.
-კატია, შენ ზუსტად იმას მიყვები, ვისაც უნდა მიყვებოდე, ამიტომ ვარ მე აქ. შენი ემოციები უბრალოდ წინასაქორწინო ციებცხელებაა, საღამოს ღმერთს მადლობას ეტყვი ეს ნაბიჯი რომ გადადგი.
თბილად გაუღიმა და გულში ჩაიკრა 14 წლის დაქალი.
-აეროპორტში რა მოხდა?-სიგარეტს გაუკიდა კატიამ და გამომეტყველება ერთიანად შეცვალა.
-დავტოვე ის ვიგინდარა და წამოვედი.
-მოიცა, აბა დამტოვაო?-ჭირვეული დაქალის ისტორიებზე სიცილს ვერ იკავებდა კატია.
-ჯერ თვითონ დამტოვა, მერე მოვიდა თუ ასე გინდოდა შენ რომ წაგეყვანე, წამოვალო, მე თვალები დავუბრიალე, ერთი ორი სალანძღავი სიტყვა ვესროლე, ერთი ორი ხელიც მივარტყი და წამოვედი.
-აუ ნეტა რომ მოვიდა გავსულიყავი და მენახა, არაუშავს ეკლესიაში ვნახავ.-იქამდე ხარხარებდა კატია სანამ ვიზაჟისტმა არ იხმო.
-ყველაზე ლამაზი მეჯვარე ხარ მატი.-გაუღიმა და თავის სკამს დაუბრუნდა.
-შენ კი ყველაზე ლამაზი პატარძალი..-თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ.
ჯვრისწერის ამბები ისეთი დამღლელი აღმოჩნდა, ხალხის ნახევარი ცალ ფეხს ხელით მიათრევდა. ერთმანეთში ირეოდნენ პატარძლისა და სიძის ნათესავები, მეგობრები, მეჯვარეები..
მატილდას თვალზე რამდენჯერმე მოადგა ობოლი ცრემლი, თუმცა ისე მოიშორა, არავის შეუმჩნევია, მისი სიმშვიდე მაშინ დაირღვა, როცა მანქანისკენ მიმავალს ლურჯ პიჯაკიანი შეეჩეხა, ისევ 32 კბილით გარეთ..
-ცხენივით დარბიხარ, ცოტა მოეშვი.
-ფეხებში ნუ მებლანდები!
-ხო, მართალი ხარ, თორე მაგ 25 სართულიანებზე ისედაც ძლივს დგახარ.-ხმაურით გაიცინა პიჯაკიანმა.
-ხომ არ შეგშურდა?! თუ გინდა გათხოვებ, არ მენანება.
-ფეხის ზომაც ცხენივით გაქვს?!-სიცილს კიდევ უფრო მოუმატა.
მატილდამ წარბები შეკრა და ერთიანად გაეცალა, კომფლიქტისგან თავი შორს დაიჭირა, თუმცა რა იცოდა, საკუთარი მანქანით თუ მოუწევდა წასვლა და გვერდზე ლურჯ პიჯაკიანსაც თუ მიუსვავდნენ.
-დაასიგნალე მაინც, თავი ავტობუსში მგონია.
-რამდენიმე საათში ისე შემაწუხე, მზად ვარ მანქანაც კი გიყიდო.
-ჯობია საჭე დამითმო თორემ ისე ნელა დადიხარ, მაქსიმუმ ბავშვის ნათლობას მივუსწროთ.
-სხვასაც ექნება ერთი თავისუფალი ადგილი შენთვის, შეგიძლია გადაჯდე.
-ისე სწრაფად ატარებ, თუ არ გააჩერე გადასვლას ვერ მოვახერხებ.-სიცილით აიკლო მანქანა ლურჯ პიჯაკიანმა.
-გადასვლა არც დაგჭირდება, ცოტაც და ფანჯრიდან ჩემი ხელით გაგტენი.
-ნერვოპათოლოგს ხშირად სტუმრობ ხოლმე?-გრძელ, სპილენძისფერ თმაზე სწორი თითები ჩამოუსვა და ტუჩის კუთხე თავისდაუნებურად მოიკვნიტა, აშკარა იყო, მატილდას სილამაზე მასზე მოქმედებდა.
-ხელი აღარასდროს მომკიდო და მითუმეტეს თმაზე!-თითქმის დაიკივლა მატილდამ.
-მოსკოვში რამდენიმე კარგ ფსიქოლოგს ვიცნობ, თუ გინდა დავითანხმებ ჩამოსვლაზე, ერთი კაი სეანსი არ გაწყენდა.-ერთი კიდევ გადაიხარხარა და შაბიამისფერი თვალები გზას გაუსწორა.
მატილდას პასუხი აღარ გაუცია, იცოდა სულ რამდენიმე წვეთი რომ აკლდა და მართლა ფანჯრიდან გატენიდა თავისი ლურჯი პიჯაკითა და 32 კბილით.
ტელეფონის ზარმა სიტუაცია განმუხტა, პიჯაკიანს მესენჯერში ვიღაც დაუღალავად ურეკავდა, ბოლოს გათიშვით რომ დაიღალა, ეკრანს თითი გადაუსვა და ყურმილი ყურთან მიიდო.
-ხო მა.
-მაა, სად ხარ? როდის მოხვალ? დღეს გახსოვს თეატრში რომ მივდივართ?
-ტანია, გუშინ ხომ გელაპარაკე?! დღეს საქმეებზე მომიწია საქართველოში ჩამოსვლა, ამიტომ თეატრის გადადება მოგვიწევს.
-მატყუარა ხარ!-ტირილი მორთო ბავშმა.
-ტანია, მა, გუშინ ხომ უკვე იტირე ამაზე?!-ბავშვის გულუბრყვილობაზე სიცილი ვერ შეიკავა.
-მა, უნდა წავიდე, საღამოს დაგირეკავ, არ იტირო, კარგი?
-არ ვიტირებ თუ თეატრში წამიყვან.
-ტანია!-ტონს აუწია.-თეატრში წავალთ მაგრამ არა დღეს, ახლა კი დამშვიდდი, საღამოს დაგირეკავ, ჩემო პრინცესა, გკოცნი.
ტელეფონი ჯიბეს დაუბრუნა და მატილდას გახედა, რომელსაც მთელ სახეზე გაოცება ჰქონდა გამოსახული, ყბა ისევ ძირს ეგდო, თუმცა მგონი აწევასაც არ ცდილობდა.
-ტანია ჩემი პირველი შვილია.
-არ მიკითხავს.
-კითხვა არ გჭირდება, სახეზე გაწერია რომ გაურკვევლობაში ხარ.-გაიცინა და გრძელი თითებით ახლა ცხელ ლოყაზე მოეფერა.
დანიშნულების ადგილამდე ისე მივიდნენ, ხმა აღარ ამოუღიათ. მატილდა ლამის გააგიჟეს ფიქრებმა, ვერ გაეგო ცოლ შვილიანი კაცი ასეთი არასერიოზულობით რატომ გამოირჩეოდა.. ვერც ის გაეგო რატომ კითხულობდა მის ოკეანისფერ თვალებში სითბოს..
მანქანა გააჩერა, ხელში რამდენიმე საჭირო ნივთი აიღო და გადავიდა, პიჯაკიანი მანქანას აეყუდა, დაელოდა როდის გაივლიდა მატილდა, მის უკანალს კარგად რომ დაკვირვებოდა და თავად მერე გააგრძელებდა გზას. მატილდა ტანის რხევით აუყვა კიბეებს, გამოყვანილ კაბაში სხეულის ყველა ნაწილი გამოკვეთილად ეტყობოდა, არისტოკრატული სიდინჯით მიაბიჯებდა, უკნიდანაც კი ისეთი სანახავი იყო, პიჯაკიანი ლამის თავის დორბლში დაიხრჩო, ძმაკაცის შეძახილებმა კვლავ დაუბრუნეს სამყაროს.
-მგონი ვიღაც დორბლებს ვერ იმორჩილებს.-სიცილით გადახვია ხელი მხარზე.
-რას გულისხმობ?-წამში შეცვალა გამომეტყველება.
-იოოან, ვერაფერს გამომაპარებ ხო იცი, ბებერმა ძვლებმა გაგყიდეს.-სახესთან საჩვენებელი თითი ღიმილით დაუქნია და აწ უკვე ცოლისკენ დაიძრა.
-ერთი ჩვეულებრივი გოგოა, დიდი არაფერი.-ისე დამაჯერებლად მოიტყუა, მატილდასაც კი დააჯერებდა რომ არაფერი ჰქონდა განსაკუთრებული.
-ლაშა, ფოტოგრაფი გაგვექცევა!-ცოლის როლი მოირგო კატიამ და ქმრისთვის საყვედურები არ დაიშურა, ლაშაც დაემორჩილა ცოლის ბრძანებას გადაეღოთ იმდენი ფოტო ჯერ რომ არავის არასდროს გადაუღია და უკვე ნაძალადევი ღიმილით მოხვია ხელები წელზე საყვარელ ქალს, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა მერამდენედ დგებოდა ასეთ პოზაში ან კიდევ რამდენჯერ მოუწევდა..
სანამ ყველა სურათის გადაღებით იყო დაკავებული, მატილდამ დრო იხელთა და სიგარეტის ღერთან ერთად განმარტოვდა.
-მიყვარს მიხვედრილი გოგოები.-ნაცნობმა ხმამ ისევ დაურღვია მყუდროება, უკმაყოფილოდ ამოიხვნეშა, ღია მწვანე თვალები მიანათა, თითქოს თვალებით ემუდარებოდა სამუდამოდ გამეცალეო.
-რას გულისხმობ?-ერთმანეთზე ძლივს გადააბა რამდენიმე ასო.
-მიყვარს რომ იცი როგორი მახინჯიც ხარ და ფოტოებს არ აფუჭებ.
-მომშორდი, ან შენს ცოლს გავაგებინებ მისგან დამოუკიდებლად როგორ ეფლირტავები გრძელფეხება გოგოებს!-თვითონაც ვერ მიხვდა რა წამოროშა ან რატომ, თავისი თავით გაკვირვებული თითქმის დაიბნა.
პიჯაკიანმა მათკენ მომავალი ერთ-ერთი გრძელფეხება დაძარღვული ხელებით დაიჭირა, თავისკენ მთელი ძალით მიიზიდა, სხეულის ყველა ნაწილით ჩაეხუტა და მატილდას მიუბრუნდა.
-ჩემი ცოლი მტკიცებულების გარეშე არაფერს იჯერებს, შეგიძლია სურათი გადაგვიღო და ფაქტებით მიადგე.
ირონიით გაიღიმა და გრძელფეხებას კისერში კოცნა დაუწყო, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გრძელფეხებას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მატილდას გულისრევის შეგრძნება დაეუფლა, თავს ისე დამცირებულად გრძნობდა, თანახმა იყო მთელი ღამე ეყურებინა როგორ აწამებდნენ იოანსა და გრძელფეხებას.
ფეხზე წამოდგა, შერჩენილი სიმშვიდით გადაადგა რამდენიმე ნაბიჯი, იოანი გრძელფეხებას მოშორდა, მატილდას ხელი მკლავში წაავლო, სახეზე კარგად დააკვირდა, რაღაცის თქმას აპირებდა, თუმცა იმხელა ენერგეტიკა მოდიოდა მატილდას თვალებიდან გაშეშდა, სიტყვებს თავი ვერ მოუყარა, ხელი გაუშვა და კიდევ დიდხანს იდგა გაშეშებული.
რესტორანში ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, სიყვარულით გაბრწყინებული წყვილი და ხალხი რომელიც მათ ბედნიერებას იზიარებს..
მატილდა ფოტოგრაფმა გაიტაცა, თითქმის მთელი ის დრო ერთმანეთს არ მოშორებიან, მიკა აღფრთოვანებული იყო მატილდას სილამაზით, მისი ლაპარაკის მანერით, მისი გონების ბრწყინვალებით, ამიტომ მაქსიმალურად ცდილობდა მის დაკერვას..
იოანი გრძელფეხებას ვერსად გაექცა, სულ თავში ირტყავდა ხელებს, რა მინდოდა რას ავიკიდეო. ტუალეტში ერთ-ერთი განმარტოების დროს მისი სხეული თავისას დიდი ძალისხმევით მოაშორა და გაქცევას შეეცადა.
-სად მიდიხარ?!-კაბა მთლიანად გაიძრო გრძელფეხებამ.
-აღარ გინდივარ?-ხელები შიშველ სხეულზე გაისვა და მოჭუტული თვალებით გახედა იოანს, რომელიც მზად იყო მთელი თავისი ღირსება დაეთმო, ოღონდ ეს გოგო მოეშორებინა.
-ცოტახანი დამელოდე, შემოვალ.-ცალი ტუჩით გაიღიმა და გარეთ შეურაცხადივით გავარდა, იცოდა ერთადერთი გამოსავალი ქორწილიდან გაქცევა რომ იყო, ამიტომ ლაშასთან მივიდა და ხალხისგან ცოტა მოშორებით გაიყვანა.
-რა ხდება? -ისეთი მთვრალი იყო ლაშა, ფოკუზს ვერ ასწორებდა, ამიტომ იოანის მაგივრად ხან საქორწინო ტორტს უყურებდა, ხან თეთრ კედლებს.
-გას
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 1346 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar