სანამ შემიყვარებ.[10]
03.10.2018, 00:05
*

-ყოველდღე ურეკავს ლაშას იოანი, შენ და ბავშვს გკითხულობთ.. ხანდახან დღეში სამჯერაც დაურეკავს, რამე ხომ არ სჭირდებათ კითხეო. სულ ვცდილობ ამ თემაზე არ გელაპარაკო, მაგრამ მატი, ამ ბიჭის საცოდაობა, შიგნიდან მჭამს და მღრღნის..-სევდიანად ამოიხვნეშა კატიამ და ყავა მოსვა.
მატილდას ცოტახანს თვალი გაუშტერდა, შემდეგ თავი გამოიფხიზლა და ცივად, გულგრილად მიუგდო რამდენიმე სიტყვა.
-ცოდოა, მაგრამ თავის თავს დააბრალოს.
-როდის გახდი ასეთი?-თავი დანანებით გაიქნია კატიამ.-ყველაფერი დაკარგა რაც უყვარდა.. მხოლოდ ორი გოგონა დარჩა, რომლებიც გამუდმებით რაღაცას ითხოვენ მისგან.. წარმოგიდგენია მაინც რას გრძნობს? როგორ ენატრები.. როგორ უნდა მის გვერდით იყოთ შენ და ელია..-თვალები აუცრემლიანდა კატიას.
-მე როდის გავხდი ასეთი? თუ შენ როდის გახდი ასეთი გულჩვილი?-წარბი აზიდა მატილდამ.-მგონი ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდოთ..-დარწმუნებით თქვა და ხმით გაიცინა.
-რააა?-კატია დაფეთდა.
-ხო, ორსულობის ტესტი უნდა ვ ი ყ ი დ ო თ!-დამარცვლით გაუმეორა და უფრო აკაკანდა.
-რეებს ბოდავ რა..-ცრემლები მოიწმინდა.
-რამდენი ხანია რაც შენ და ლაშა დაქორწინდით? ბავშვი ჩვეულებრივი ამბავია ამ დროს..-სიცილს არ წყვეტდა.
-ჩვეულებრივი ამბავი არაა?-სიბრაზისგან სახე დაჭიმა.- და შენზე რას იტყვი?-თავი ვერ შეიკავა და მასაც გაეცინა..
-ლაშამ მითხრა გუშინ, იოანი ჩამოდისო..-უცებ დასერიოზულდა მატილდა.
-ვაიმეე, ეგ ბიჭი ხო უბნის ჭორიკანააა რაააა, ვუთხარი არ თქვა მატისთან-მეთქი და ნახეე რაა, მოუთმენელი ვირი.-ქმრის ლანძღვას მოჰყვა კატია განაწყენებული.
-შენ რა ჩემთვის დამალვას აპირებდი?-პირი დააღო გაოცებისგან.
-არ მინდოდა გცოდნოდა..
-ყოჩაღ კატია რა! ყოჩაღ! უბეში გველი გამიზრდიხარ.-თვალები აატრიალა.
-სამაგიეროდ, თუ გინდა ერთ მაგარ ამბავს გაგიმხელ.
-რა ამბავს?-ყურები დაცქვიტა მატილდამ.
-იოანმა ჩემი ძიძა ვერ მომყავსო, აქ ჰყავს ოჯახი და გადმოსვლას ვერ შეძლებსო და ლაშას სთხოვა, ვინმე ქართველი მომიძებნეო..
-მერე? ეს არის მაგარი ამბავი?-ხელი ჩაიქნია მატილდამ იმედგაცრუებულმა.
-არა მოუთმენელო, დამაცადე! მაგარი ამბავი არის ის, რომ ლაშამ განცხადებები ყველგან გამოაქვეყნა, ბევრს ადამიანსაც შეხვდა და საბოლოოდ იცი ვინ აარჩია?-ბოლო ხმაზე გაეცინა კატიას და ლაპარაკის გაგრძელება ცოტახანს ვეღარ შეძლო..
-ვიინ? მალე თქვი!-ხელით შეანჯღრია ინტერესში ჩავარდნილმა.
-თეონა..-კაკანით ამოთქვა ძლივს-ძლივობით.
-თეონაა? ის თეონა?-თვალები ძირს დაუცვივდა გაოცებისგან.
-ხოოო, ის თეონა.-დაქალის რეაქციაზე უფრო აკაკანდა.
-მეღადავები ხო?
-არა, სერიოზულად.. უკვე შეთანხმდნენ ყველა დეტალზე, messenger-ში ულაპარაკიათ, იოანთან იცხოვრებს..
-კატია, ახლავე თქვი რომ ხუმრობ!-ფეხზე წამოხტა და თითი სახესთან დაუქნია.
-ლაშას კითხე თუ ჩემი არ გჯერა.
-ღმერთო, რა შევცოდე ასეთი?-ზევით აიხედა და სახეზე ხელები აიფარა.
-ისე შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?-წარბები აათამაშა კატიამ.
-პრინციპში არანაირი.-ცოტათი მოეშვა.-მაგრამ ხომ იცი როგორ ვერ ვიტან იმ საზიზღარ გოგოს? დარწმუნებული ვარ რომ გაიგო რომ მარტოხელა მამას უნდოდა ძიძა, ამიტომ დათანხმდა..-მოწყენილი დაუბრუნდა თავის ადგილს.
-მერე რა გინდა? თუ იოანსაც მოეწონა, ახალი ოჯახიც შეიქმნება..
მატილდამ მხოლოდ ბრაზით სავსე მზერა ესროლა..
-მატი, შენ ხომ იცი, უბრალოდ უნდა აპატიო იოანს და ის შენ იქით, აღარ გაიხედავს..
-ვიცი კატი, მაგრამ მისი საქციელი უპატიებელია!
-არ არსებობს უპატიებელი შეცდომა! არსებობენ ადამიანები, რომლებსაც პატიება არ შეუძლიათ!-მკაცრად უპასუხა და ფეხზე წამოდგა.-სჯობს ამ თემაზე თუ აღარ ვისაუბრებთ, თორემ სულ კამათით დავამთავრებთ..-მკაცრად უპასუხა...

მატილდა უკვე რამდენიმე თვეა მარტოხელა დედაა..
ბავშვის გაზრდაში კატია ეხმარება, როცა ელენა თბილისს უბრუნდება, არც ის იშურებს დროს ელიასთვის..
თავისიანები დიდ სურვილს გამოთქვამენ, დედა იმასაც კი სთხოვს ჩვენთან გადმოდიო, მაგრამ მატილდა უარობს.
არ უნდა მათთან, რადგან იცის რომ გულის სიღრმეში მათთვის მატილდაც და ელიაც მიუღებლები არიან.
იცის, რომ მიუხედავად დიდი მცდელობისა, როცა მისი დედა მის შვილს უყურებს, მასში შვილიშვილის ნაცვლად ხედავს საწყალ ბავშვს, რომელიც შემთხვევითი სექსის შედეგად მოევლინა ქვეყანას.
უყურებს და ეცოდება რომ დედამისმა ასეთი უპატიებელი შეცდომა დაუშვა.
მატილდას კი არ უნდა ვინმე ასე უყურებდეს ელიას, რადგან თავად თვლის, რომ მის პატარას ყველაზე მეტად გაუმართლა!
ის იმ ღამით ჩაისახა, როცა ოთახის კედლები ინგრეოდა მისი მშობლების ბედნიერებით...

ბევრი ფიქრის შემდეგ ისიც აღიარა, რომ იოანს იმხელა უფლებები აქვს ბავშვზე, რამხელაც თავად, ამიტომ როცა უნდა მოუნდეს იოანს ელიას ნახვა, უარს არ ეტყვის..
იოანი ყოველთვიურად უგზავნის ფულს, უფარავს ყველანაირ ხარჯს და ერთი სიტყვით, ის შორიდან უზრუნველყოფს მატილდასა და ელიას მატერიალურ მხარეს..

ვერ გეტყვით, რომ იოანის დაკარგვა მატილდამ რთულად გადაიტანა, რადგან ეს საერთოდ არ გადაუტანია.
ამაზე ლაპარაკს ყოველთვის ყველასთან თავს არიდებს.
თითქმის არ ახსენებს იოანს, მხოლოდ მაშინ როცა ამის აუცილებლობაა..
რადგან მისი სახელის გაგონებაც კი ჟრუანტელს ჰგვრის და გონებას უბინდავს...
ვერაფრით დაივიწყა, ვერაფრით მოინელა ერთი იოანი..
ელიას მამის თვალები აქვს, მისი გამოხედვა მისი იერი, ნაკვთები..
ზუსტად ისე უყურებს მატილდას, როგორც იოანი უყურებდა..
ზუსტად ისეთი გამომცდელი მზერით..
ზუსტად ისე, მომაჯადოვებლად იღიმის როგორც მისი მამა და იოანის მსგავსად, ელიაც არც თუ ისე ხშირად იღიმება, თუმცა საოცრად თბილი ბავშვია.
ყოველთვის, როცა მატილდა მის მზერას ვერ უძლებს და თვალები ცრემლებით ევსება, ელია ეხუტება.
იცის, რომ როცა ადამიანები ტირიან, ყოველთვის უნდა მოეხვიოს მათ.
მატილდას კი ეს ნამდვილად შველის.

ყოველდღე იხსენებს იოანთან გატარებულ დროს.
თვალებიდან არ ამოსდის მისი სახე, როდესაც ის ბოლოს ნახა.
სულ თვალწინ უდგას იოანის განადგურებული მზერა, რომელიც მატილდასგან მხოლოდ ერთ სიტყვას ელოდა, მხოლოდ ერთ ისეთ სიტყვას, რომელიც ორივეს აპოვნინებდათ ახალ ბილიკებს ერთმანეთთან დასაბრუნებლად..
ხანდახან თავსაც იდანაშაულებს და თვითგვემისგან დეპრესიასაც კი იმართებს როცა წარმოიდგენს რამხელა ტანჯვისთვის გაიმეტა იოანი, თუმცა ამასთან გამკლავება ისწავლა...

*

-მამა, შეიძლება კიდევ სულ ცოტაც?-დიდი ცისფერი თვალები შეანათა მამას პატარამ.
-შეიძლება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სანაცვლოდ მამას ძალიან, ძალიან ბევრს ჩაეხუტები.-თვალი ჩაუკრა და ხმით გაუცინა. ტანია ხელებ გაშვერილი გაექანა მამისკენ და კისკისით დაუკოცნა სახე.
-ახლა შეგიძლიათ მიირთვათ კიდევ ერთი კექსი პატარა ქალბატონო.-მაგრად უჩქმიტა ლოყაზე და ხელში აყვანილი დააბრუნა მაგიდასთან.
-მამა, მართლა სხვაგან უნდა გადავიდეთ?-ცოტათი მოიწყინა ტანიამ.
-ხო, ჩემო პატარა, სხვაგან უნდა გადავიდეთ.
-მაგრამ.. დედას უყვარდა ეს სახლი...-თვალები დახარა პატარამ.
-დედას ეს სახლი მხოლოდ იმიტომ უყვარდა, რომ აქ თქვენ იყავით.. მისთვის ყველა სახლი საყვარელია სადაც თქვენ იცხოვრებთ.-თბილად გაუღიმა და ჭამაში მიეხმარა.
-ხომ მაგრამ.. ეს დიდი სახლია და მე აქ ჩემი ოთახი მაქვს.. ლისისაც.. თვალი გააპარა ჭოჭინაში მოთამაშე დისკენ.
-იქაც გექნებათ თქვენი ოთახი. მამიკო ბევრს, ძალიან ბევრს იმუშავებს რომ არაფერი მოგაკლდეთ.
-თუ შენ იმუშავებ, მაშინ მე მომიწევს ლისენიას დედა ვიყო?-გაურკვევლობისგან თვალების ცეცებას მოჰყვა ტანია.
-არა მა, ეს საიდან მოიტანე?-ბავშვის ნათქვამზე გაეცინა იოანს.
-მაშინ ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მასზე, როცა მამა სამსახურშია? შენ რა წესები დაგავიწყდა?-გამომცდელად, წარბაწეულმა შეხედა მამას.-როცა დედა სამსახურშია, ბავშვებზე მამა ზრუნავს, როცა მამაა სამსახურში, მაშინ დედა..-გულნატკენად გაიმეორა დაბეჯითებით ნასწავლი ტექსტი.
-ჩემო პატარა.-ბავშვთან ჩაიმუხლა და მისი პატარა, უსუსური სახე ხელებში მოიქცია.-წესების შეცვლა მოგვიწევს, იმიტომ რომ არსებობს სხვა, უკეთესი ვარიანტებიც.
-მაგალითად?-ეჭვისთვალით დააკვირდა მამას.
-მაგალითად შენ შეგიძლია ბაღში იარო და უამრავი მეგობარი გაიჩინო.. ხოლო როცა მამიკო იმუშავებს, შენთან და ლისენიასთან ძალიან კარგი გოგო დარჩება.
პატარამ ცხვირი აიბზუა, აშკარა იყო რომ მამის ახალი გეგმებით კმაყოფილი არ ჩანდა..
-შენ თვითონ არ ამბობდი რომ ყველაფერი ერთად უნდა მოვიფიქროთ?
-ხო, ასე ვამბობდი.
-მაგრამ მარტომ მოიფიქრე.-განაწყენებულმა გაატრიალა სახე.
-ტანია, მამიკოს ხომ ენდობი? ახლა მამიკომ უკეთ იცის რა უნდა გააკეთოს. ამიტომ დაუჯერე, კარგი?
-არავის აზრი არ არის მნიშვნელოვანი, როცა შენ საკმარისზე მეტი არგუმენტი გაქვს!-ისევ ჩამოურაკრაკა მამას მისივე ნასწავლი ‘წესი’ და ხელები პატარა მუცელზე დაილაგა. იოანს უხმოდ გაეცინა.
-და რა არგუმენტები გაქვს?-გვერდით ჩამოუჯდა.
-მე ეს სახლი მომწონს, ბაღში სიარული არ მინდა, არც ახალი გოგონა მჭირდება რომელიც მომივლის და მგზავრობაც არ მიყვარს.-კმაყოფილმა ჩამოთვალა თითებზე..
-მაგრამ მამიკომ ხომ გასწავლა? ხანდახან შეიძლება დათმო შენი არგუმენტები, როცა ამას სხვისთვის გააკეთებ.-მსუქანი კისერი ჩაუკოცნა პატარას.
-ამაზე ვიფიქრებ.-ჭამა განაგრძო ტანიამ და მამას მზერა მოაშორა..

*
-მალე მივალთ ახალ სახლში?-მგზავრობისგან ზედმეტად გადაღლილმა ტანიამ თავი მამას მიადო და თვალები თავისით მიეხუჭა..
-ძალიან მალე, ოღონდ არ დაიძინო, კარგი?-თავზე აკოცა.
-ლისის თუ სძინავს?-თავი აწია და მამის მკლავებში მოკალათებულ მძინარე ლისენიას დახედა.
-მამიკო, ის ხომ შენზე პატარაა?-თბილად გაუღიმა ორივეს..

ტანია ძალიან მოიხიბლა ახალი სახლით, ლისენიაც..
სიცილ-კისკისით დარბოდნენ და ყველაფერს ედებოდნენ.
იოანიც კმაყოფილი იყო მათი ბედნიერებით.
მათთან ერთად თამაშობდა ათასნაირ თამაშს, რომელსაც ტანია თავის პატარა თავში იგონებდა..
ერთი სული ჰქონდა ელიასა და მატილდას სანახავად წასულიყო, მაგრამ ჯერ ძიძას ელოდებოდა, თან უნდოდა გოგოები მასთან ერთად მიჩვეოდნენ სახლს..

გული გამალებით უცემდა.
ახლა უკვე თავადაც იმ ქალაქში იყო, სადაც მისი შვილი და ერთადერთი ქალი სუნთქავდნენ..
ნერვიულობისგან ყელში სულ რაღაც ჰქონდა გაჩხერილი.
თავადაც არ იცოდა რაზე ღელავდა..

-მამა, რამეზე ნერვიულობ?-თოჯინა სავარძელზე დააწვინა და მამას კალთაში ჩაუხტა ტანია.
-რატომ მეკითხები?
-უკვე რამდენი ხანია წვერს ხელით ისწორებ, ამას მაშინ აკეთებ, როცა რაღაცაზე ნერვიულობ.. აი მაგალითად, ერთი კვირის წინ ლისენია რომ წაიქცა გახსოვს?
-რა თქმა უნდა, მახსოვს..
-სანამ ექიმი მოვიდოდა, ლისისთან იჯექი და ზუსტად ასე შვებოდი.-კისკისა ხმით გაიცინა ტანიამ.
-ხო, მამიკო ცოტათი ღელავს.-საბოლოოდ აღიარა იოანმა და მიხვედრილ ბავშვს ცხვირზე უჩქმიტა.

უკვე სამი საათი გავიდა რაც იოანი და გოგოები ჩამოვიდნენ, იოანმა დაღლილი ბავშვები დააძინა, თავად სავარძელში ჩაჯდა ძიძის მოლოდინში და სანატრელი ზარის ხმაც გაისმა..

-გამარჯობათ.-თავმომწონედ გაიღიმა ახალგაზრდა გოგონამ.
-გამარჯობა.-არც იოანმა დაუგვიანა თავაზიანი ღიმილი. ხელიდან ჩემოდნები გამოართვა და შინ შეიპატიჟა.
-გოგონები სად არიან?-თვალებით დაუწყო ძებნა ახლადმოსულმა.
-გოგონებს სძინავთ. ცოტახანს დავსხდეთ, ვისაუბროთ.
ხელი სავარძლისკენ გაიშვირა და თვითონაც იქით წავიდა.

-ესეიგი, თეონა ხომ?-ისევ გაიღიმა.
-დიახ.-მორიდებით უპასუხა ახალგაზრდამ..
-თეონა, ძალიან მინდა ჩემი მოლოდინები გაამართლო. ვეცდები ყველანაირად შეგიწყო ხელი იმაში რომ გოგოებს შეუყვარდე, თუმცა ალბათ ხვდები ეს რამხელა პასუხისმგებლობაა.-იოანმა ვისკი დაისხა და წამებში გადაკრა.. აშკარად ძაბავდა ეს საუბარი.
-კი, ძალიან კარგად მესმის. დარწმუნებული ვარ ყველაფერი გამომივა, იმედია გოგოებიც მალე შემიყვარებენ.
-მთავარია მოინდომო და ხელი არ ჩაიქნიო.. მათი გულის კარი იშვიათად იღება, მითუმეტეს დედის დაკარგვის მერე.-ნერწყვი გადაყლაპა.-თუმცა მგონია რომ შენ მოეწონები.-გაიღიმა და კიდევ ერთხელ აათვალიერ-ჩაათვალიერა ახალგაზრდა გოგონა, რომელიც საოცრად გამოიყურებოდა.
-ახლა უნდა გავიდე, რაღაც საქმე მაქვს,ტანიამ იცის, რომ გასვლას ვაპირებდი, ამიტომ თუ ჩემ მოსვლამდე გაიღვიძა, აუცილებლად გთხოვს ჩემთან დარეკვას. თაროზე ტელეფონი დევს, ჩემი ნომერია მხოლოდ ჩაწერილი და იქიდან დამირეკე..-გაიღიმა და ფეხზე წამოდგა.
თეონამ კარამდე მიაცილა უფროსი და სახლში კმაყოფილი შებრუნდა.
ასეთი სიმპატიურიც არ ჩანდა ფოტოებში იოანი.
ტუჩზე იკბინა, მთლიანად იყო მონუსხული მამაკაცით.
იმ ადგილას დაჯდა, სადაც იოანი იჯდა და მისი სუნის ხარბად შესუნთქვას მოჰყვა..

მატილდას სახლის კართან იდგა, ოფლიან ხელისგულებს შარვალზე იწმენდდა და ღრმად სუნთქავდა თავის დასამშვიდებლად..
‘ღმეთო, იაონ რა გჭირს?’-საკუთარ თავს შემოუძახა..-‘პატარა ბავშვივით
ღელავ..’
დააზარუნა, კარი წითელ კაბაში გამოწყობილმა მატილდამ გაუღო.
ერთ-ერთი დიალოგის დროს იოანმა უთხრა რომ ყველაზე მეტად წითელი უხდებოდა, ეს სიტყვები მის ქვეცნობიერში დაილექა და ახლა როცა ისევ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს, თავისდაუნებურად შეარჩია წითელი კაბა..
იოანი დაიბნა და 15 წლის ბიჭივით გაიღიმა.
-გამარჯობა.-ხმა გამწყდარმა უთხრა და ეცადა თვალი მოეშორებინა ქალის მოღეღილი მკერდისკენ..
-შემოდი.-მატილდამაც გაიღიმა, კარი ფართოდ გააღო და მამაკაცი შინ შეიპატიჟა.
იოანმა როგორც ყოველთვის, ახლაც წინ გაუშვა მატილდა და მის გამოკვეთილ უკანალს ნერწყვმოდენილი დააკვირდა.
მატილდა მისაღებში გაჩერდა.
-ცოტახანს აქ დამელოდე, ელიამ ახლა გაიღვიძა, ტანსაცმელს გამოვუცვლი და გამოვიყვან.-ისევ გაიღიმა და ბავშვის ოთახსკენ დაიძრა.
იოანი ჯერ დაჯდა, მერე მიხვდა რომ მოსვენება დაკარგული ჰქონდა, ამიტომ ისევ ფეხზე წამოდგა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო.
მატილდას ნაბიჯების ხმა რომ გაიგო, შეკრთა, დაბნეული დატრიალდა მისაღებში და მას შეეჩეხა..
მისთვის ყველაზე სასურველი ქალი, ბავშვით ხელში იდგა მის პირდაპირ და კმაყოფილი უღიმოდა მომაჯადოვებელი ღიმილით..
მისი თვალები ვარსკვლავებივით ანათებდნენ..
იოანი კიდევ უფრო მიუახლოვდა ბავშვს და თავი მისკენ დახარა.
-გამარჯობა ჩემპიონო.
თვალები აუწყლიანდა, გაუწითლდა, ბედნიერებისგან აკანკალდა..
მატილდამაც კი იგრძნო მისი ემოციები და შეუმჩნევლად ატირდა..
იოანმა ელია ხელში აიყვანა და გულზე ძალიან მაგრად მიიკრა.
რბილ თავზე რამდენჯერმე აკოცა და ხელით ცრემლები შეიმშრალა.
-რა სასწაულია..-თითქმის ჩურჩულით თქვა, თანაც უმისამართოდ.
-ძალიან გგავს.-თვალცრელიანმა გაუღიმა მატილდამ.
იოანი სავარძელში დაჯდა, ელია დაიჯინა და ჯიუტად დააცქერდა სახეზე.
პატარამ მისი ცერა თითები დაიჭირა ხუთი თითით და ხმაურით გაუცინა.
-აბაზანაში შევალ, ცოტახანს ხომ დაიტოვებ?-დაბნეულმა ენის ბორძიკით იკითხა მატილდამ. ბავშვთან ყოფნით გართულმა იოანმა პასუხად მხოლოდ თავი დაუქნია.

მატილდა სააბაზანოში შევარდა და სარკესთან აიტუზა.
ხელები ნიჟარაზე დააწყო და საკუთარ ანარეკლს დააკვირდა.
‘სიმშვიდე შეინარჩუნე მატილდა, სიმშვიდე..’-თავს შემოუძახა და ღრმად ჩაისუნთქა.-‘სად გაქრა შენი სიამაყე? რა დაემართათ შენს პრინციპებს?’-განაგრძო და თავის თავთან საუბარს..-‘ნუთუ უფლებას მისცემ ერთი ღიმილით ყველაფერი დაგავიწყოს?
ღმერთო, ის ისეთი სიმპატიურია..’თვალები დახუჭა და სახეზე ხელები აიფარა.-‘მხოლოდ ერთი შემოხედვით შეუძლია თავი დედოფლად მაგრძნობინოს.. მხოლოდ ერთი ღიმილით შეუძლია გამაშიშვლოს.. ერთი ხმის ამოღებით შეუძლია დამათროს..’ნერწყვი გადაყლაპა და ტუჩები დაისველა.
‘როგორ შეიძლება რომ ადამიანის მიმართ ლტოლვა არასდროს გაგიქრეს? როგორ შეიძლება სულ მისი სხეულის სითბოზე ფიქრობდე? საკმარისია! შენ ძლიერი ქალი ხარ!’-ფეხზე წამოდგა და კაბა გაისწორა..
კიდევ ერთხელ შეათვალიერა საკუთარი თავი და მისაღებში დაბრუნდა..

______________
დღეისთვის სულ ეს იყო, თუმცა ახლა იწყება რაც იწყებააა..... :დ
მადლობა ვინც კითხულობთ..❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 662 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 10 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 10
avatar
0 Spam
1
ყველა თავი ერთად გადავიკითხე და როგორ მომეწონა რაღაც განსხვავებულ და საინტერესოა ველოდები -:*
avatar
0 Spam
2
ნეესიი❤️მადლობა.
avatar
0 Spam
3
ოხ,მატილდა, მატილდაა biggrin იცი, რა მიკვირს? რატომ ვერასდროს აბიჯებენ ამ სიამაყეს და რატომ არ უნდათ რომ ბედნიერება შეირგონ? cry ეს თეონაც რა დროულად, მაგრამ მაინც უდროო დროს გამოჩნდა?! biggrin არაუშავს, იმედია მიხედავს მას ჩემი ტანია და ლისენია biggrin cool
ბოდიში, აქამდე ვერ მოვახერხე წაკითხვა და ახლა ჩავუჯექი და ხო, გელოდები მოუთმენლად happy
avatar
0 Spam
6
ჩემო საყვარელო❤️❤️❤️<3
avatar
0 Spam
4
აღარ გრძელდება? surprised
avatar
0 Spam
7
ნეეს, რაღაც მიზეზების გამო ვეღარ ვდებდი.. კვირას დავდებ მომდევნო თავს.❤️
avatar
0 Spam
5
dzalian momwons ❤️ da shendeg tavs rodis daddbt? an radgeebshi debt xolme?
avatar
0 Spam
8
მადლობა დიდი, მიხარია თუ მოგწონს.❤️კვირას დავდებ შემდეგ თავს.
avatar
0 Spam
9
გამარჯობა საყვარელო ❤️ როგორც გითხარი ძალიან მომწონს ეს ნაწარმოები და უკვე რამდენი დღეა ტყუილად შემოვდივარ საიტზე და სამწუხაროდ იმედგაცრუებული ვრჩები რადგან ახალ თავს ვერ ვხედავ აღარ აგრძელებ? ❤️
avatar
0 Spam
10
ძალიან კარგია საინტერესო და ემოციებით სავსე იმედია გააგრძელებ ორივე ისტორიას
avatar