სანამ შემიყვარებ.[2]
22.08.2018, 18:44
-გასაქცევი ვარ ლაშ, უეჭველი უნდა წავიდე, მაზეგ მივდივარ, ხვალ გნახავ და ზეგაც გაგაცილებ.-მოსათაფლად მთელი თავისი არსებით გაუღიმა.
-კარგი რა, დარჩენილიყავი ცოტახანს, წლებია არ მინახიხარ..-სახეზე წყენა დაეტყო ლაშას.
-წასვლას აპირებ?-საუბარში კატია ჩაერთო.-იქნებ მატილდას მანქანით წასულიყავი, თან გაიყოლებდი, თორემ ისეთი მთვრალია ვერც თავის თავს ვანდობ და ვერც ტაქსს.-სიცილი წასკდა, ცალი თვალით გახედა დაქალს, რომელიც მთელი ძალით ეჭიდავებოდა კიდევ ერთ ჭიქას.
-გავიყვან, სახლთან დავტოვებ და ტაქსით გავალ სასტუმროდე, არ ინერვიულო.-თბილად გაუღიმა ახლადდაქორწინებულებს იოანმა, თუმცა კატიას გეგმით არც ისეთი კმაყოფილი იყო.
ფორთხვა-ფორთხვით გაიყვანეს მატილდა შენობიდან, არაფრით ნებდებოდა, ჩემი დაქალის ქორწილიდან ბოლო უნდა წავიდეო, კიოდა როგორც შეეძლო, თუმცა მის წინააღმდეგობას არავინ მიაქცია ყურადღება.
მანქანაში ისხდნენ, გვერდიგვერდ, თუმცა ისეთი სიმშვიდე და სიჩუმე იდგა მათ შორის, ხმის ამოღებას ვერცერთი ბედავდა. მატილდა ფანჯრიდან უყურებდა ღამის თბილისს, თუმცა ყველა ფერი ერთმანეთში ირეოდა, ყველაფერს თითქოს ბინდი, ბურუსი ჰქონდა გადაკრული, ერთმანეთში აზელილი გამოსახულებების ყურება მოსწყინდა და თვალი იოანისკენ გააპარა, რომელიც აუღელვებლად მართავდა საჭეს.
დააკვირდა მის სახეს, მთელს სხეულში იგრძნო წვა, იგრძნო როგორ აენთნენ ვნების ნაპერწკლები, ნერწყვმოდენილმა იკბინა ქვედა ტუჩზე და მომენტალურად გაიაზრა ის, რომ ერთადერთი რაც სურდა, მისი შეხება, მასთან სიახლოვე იყო. გონდაკარგულმა თავის გამოსაფხიზლებლად რამდენჯერმე გაიბრძოლა, თუმცა აზრი არ ჰქონდა მის ბორგვას. იოანის სექსუალურობა, მისი მამაკაცურობა, მისი არისტოკრატული მომხიბლაობა, მისი აზრიანი გამომეტყველება, მისი დიდი, ვარდისფერი ტუჩები, მისი მწვანე თვალები, სწორი ცხვირი, წითური წვერი, მისი დაძარღვული, მზისგან შეფერილი კისერი, მისი განიერი მხრები, ნავარჯიშები სხეული ვნების კორიანტელს იწვევდა მასში..
თვალები დახუჭა და წარმოიდგინა როგორ ეხებოდა შიშველ სხეულზე, სიამოვნებისგან ტანში გააჟრჟოლა..
იოანი იმ წამს ალბათ საერთოდ არაფერზე ფიქრობდა, თუმცა ისე ჩაეცინა, თითქოს მატილდას განცდებს მიუხვდა.
-რა გაცინებს??-მატილდა მაშინვე შეტევაზე გადავიდა.
-პირველად მიზის მთვრალი ქალი გვერდით, თანაც საკუთარ მანქანაში.
-მთვრალი არ ვარ.-მატილდას ორგანიზმი მართლაც იბრძოდა გამოფხიზლებისთვის.
იოანმა მოძრაობა შეანელა, მატილდასკენ მობრუნდა, გრძელი თითებით მიუახლოვდა სახეზე და ნაზად, ძალიან ნაზად შეეხო.
-ნუ მეხები!-დაიკივლა მატილდამ, თუმცა მისი აკანკალებული ხმა თავისთვის, ჩუმად ცალკე იწვევდა იოანს. მისი თვალები, რომლებსაც ჯერ კიდევ ჰქონდათ შერჩენილი მაგიური სილამაზე, იოანს უხმობდნენ.. მისი აბრეშუმივით ნაზი კანი იზიდავდა, უნდოდა კიდევ შეხებოდა, კიდევ, კიდევ და დაუსრულებლად დაეკარგა საკუთარი თავი მის სხეულში..
იოანი მიხვდა რომ უკვე იქ იყო, სადაც მატილდა უნდა დაეტოვებინა, თუმცა მატილდას გარეთ არც კი გაუხედავს, საერთოდ არ ადარდებდა სად იყო, ან სად მიდიოდა.
-მგონი მოვედით.-ხრინწიანი ხმით ჩაილაპარაკა იოანმა. მისი სიტყვები ორივეს ისარივით შეესო გულში.
-სახლამდე მიგაცილებ.-იოანმა მანქანა მისთვის განკუთვნილ ადგილას გააჩერა, აღელვებული გადმოვიდა, მატილდას გადმოსვლაში დაეხმარა და ხელი ხელზე მაგრად მოუჭირა. თავისდაუნებურად თვალები მატილდას მოღეღილი მკერდისკენ გაექცა, ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა, თავი ზევით აატრიალა ვნებებს რომ გამკლავებოდა და სასურველ ქალს ხელმკლავი გამოსდო.
-რომელი სადარბაზოა?
-პირველი.-წყენით ამოთქვა ერთი სიტყვა და თვალები იოანს შეანათა.
იოანმა ახლა ყველაზე მძფრად იგრძნო ქალის თვალებში გამეფებული ვნება.
სადარბაზომდე ჩუმად გაუყვნენ გზას, მატილდას კიბეებზე ასვლის თავი არ ჰქონდა ამიტომ ლიფტთან ჩამოდგა, თითი ღილაკს მიაჭირა და კედელთან აეტუზა.
თავში მხოლოდ ერთი ფრაზა უტრიალებდა, “არ წახვიდე, ახლა არა, არ წახვიდე..” მისი აღგზნებული სხეულიც გონებასთან შეხმატკბილებული გაჰკიოდა ამ სიტყვებს.
ლიფტში გამეფებულ სიჩუმეს მატილდასა და იოანის აღგზნებული, მხურვალე სუნთქვა ახშობდა. ერთმანეთს თვალს არიდებდნენ, მაგრამ ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა?!
მატილდამ სახლის კარი გააღო, იოანიც შეჰყვა. ქალი სასურველი მამაკაცისკენ თითქოს დასამშვიდობებლად მობრუნდა და სახე მის სახესთან ძალიან ახლოს გააჩერა. ერთმანეთის სუნთქვა ახლა მხოლოდ კი არ ესმოდათ, არამედ გრძნობდნენ კიდეც, სახეზე ორივეს ცხელმა ოფლმა დაასხა და ეს ალბათ ბოლო წვეთი იყო, ვნებების ვულკანი ამოიფრქვა ბოლოს და ბოლოს.
იოანი მხეცივით დააცხრა მატილდას შესიებულ ტუჩებს, უკანალზე ხელები შემოსდო, თავისკენ კიდევ უფრო მიიზიდა და ხელში აიყვანა, ტუჩიდან ყელს დაუყვა, მატილდა სიამოვნებისგან კვნესოდა, თითოეული იოანის სველი შეხება სიამოვნებასთან ერთად ტკივილსაც იწვევდა მასში, ვნებებისგან გონდაკარგული მამაკაცი აშკარა იყო, თავს კონტროლს ვეღარ უწევდა..
მატილდა მაგიდაზე შემოსვა, ჯერ თვითონ გაიხადა ტანისამოსი, შემდეგ მის კაბას მიადგა, უხეშად შემოაგლიჯა, სადღაც ჯანდაბაში მოისროლა და შიშველ სხეულს, რომელიც ყველანაირ ემოციას აღვიძებდა მასში ზემოდან დააცქერდა. უყურებდა და კმაყოფილებისგან თვალებს ჭუტავდა..
ჯერ თითებით დაუწყო თამაში, შემდეგ კი მთელი თავისი არსებით შეეცადა მასთან სიახლოვეს..
მატილდას კივილი ქვეყნის დასალიერშიც კი აღწევდა, რაც უფრო ყვიროდა მატილდა, მით უფრო უმატებდა ძალებს იოანი.
მათი სექსი ნამდვილად მომაჯადოვებელი იყო, რადგან არ ფიქრობდნენ მხოლოდ საკუთარ სიამოვნებაზე, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის რომ პარტნიორს თავი კარგად ეგრძნო.
ვნებებდანთხეულები გონს საკმაოდ გვიან მოეგნენ, სიგარეტს ერთდროულად გაუკიდეს და ლოგინზე ერთმანეთის გვერდიგვერდ მოთავსდნენ.
იოანმა თვალები ისევ მოჭუტა, თავისებურად გაიღიმა და მატილდას გახედა, მატილდამაც არ დააყოვნა და თვალი თვალში გაუყარა.
-უნდა ვაღიარო, ასეთი სექსი ჯერ არავისთან მქონია.-გამოტყდა იოანი და თავის ნათქვამზე თავადვე გაეცინა.
-არც მე.-მატილდასაც გაეღიმა.
-სასტუმროში უნდა დავბრუნდე, იმედი მაქვს ამ ყველაფრის დალაგებას თავადაც მოახერხებ.-თვალი ჯერ ოთახს, შემდეგ კი მთლიანად სახლს მოავლო, ცდილობდა ცოტათი მაინც გაეხსენებინა ამხელა ამბავი რამ გამოიწვია.
-არ მგონია რამის დალაგება მოვახერხო, მგონი პარალიზებული დამტოვე.-ხმაურით გაიცინა მატილდამ და თავისი ნათქვამის გადასამოწმებლად ხელ-ფეხი რამდენჯერმე გაიქნია.
-ფეხები გააჩერე, თორემ ნელ-ნელა ისევ მინდები.-ეშმაკურად გაიღიმა და გრძელი თითებით ფეხებზე წაეთამაშა.
-გაგაცილო თუ შენით გააგნებ?
-შენი სხეულივით რომ შევისწავლი ამ სახლს გაცილება აღარ დამჭირდება, ახლა კი მოგიწევს ადგომა.
მატილდა მძიმედ მოშორდა ლოგინს, კარებამდე გააცილა იოანი, დასამშვიდობებლად კიდევ ერთი ცხელი კოცნა დაუტოვა ტუჩთან ახლოს და ლოგინს დაუბრუნდა.
დაწვა, ხელ-ფეხი ერთიანად გაშალა, სიამოვნების ზენიტში მყოფს, იმ წამსვე ჩაეძინა.
იოანი სასტუმრომდე ტაქსით წავიდა.
არ უნდოდა მატილდაზე ფიქრი, ამიტომ ხელში ტელეფონი მოიმარჯვა. პირველ რიგში ცოლს გადაურეკა, რომელმაც ერთი ღამის განმავლობაში ზუსტად 26ჯერ დაურეკა.
-გისმენ.-ქალის მკაცრი ხმა მის გაბრაზებაზე მიუთითებდა, აშკარა იყო ეძინა, მაგრამ ხმის დაყენება მაინც მოასწრო.
-გაგაღვიძე პატარავ?
-როგორ მოხდა ჩემთვის რომ მოიცალე?!
-ქორწილში ვიყავი, ხომ იცი, როგორ უნდა მელაპარაკა?
-ახლა სად ხარ?-ხმა ოდნავ დაუტკბა დანიელას.
-სასტუმროში ვბრუნდები.
-როდის მოდიხარ? უკვე მომენატრე მეც და ტანიასაც, უშენოდ ძლივს დავაძინე.-წუწუნს მოჰყვა ქალი..
-ზეგ პატარავ. მეც მომენატრეთ.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა იოანმა.
-ქორწილმა როგორ ჩაიარა?
-კარგად, კარგი ცოლი ჰყავს ლაშას, გაუმართლა.
-ისევე როგორც შენ?-ხმამაღლა გაიცინა ქალმა.
-ხო, ისევე როგორც მე. ახლა მიდი, დაისვენე, მერე შეგეხმიანები.
-გკოცნი იოან, მიყვარხარ მხოლოდ შენ.
-მეც პატარავ.
ტელეფონი ჯიბეს დაუბრუნა, თუმცა ვინ დააცადა, ვიღაც ისევ ცდილობდა მასთან დაკავშირებას.
-გისმენთ.
-იოან, მაპატიე თუ გაგაღვიძე, მატილდას ვერ ვუკავშირდები და მინდოდა გამეგო რომ კარგად არის.. ხომ დატოვე სახლში..
-აჰ, კატია.. კი, სახლში დავტოვე, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ ტელეფონი დაუჯდა.
-და შენ სად ხარ?
-მეეე? სასტუმროში მივდივარ.
-კი მაგრამ ახლა?
-ხო., საქმეები მქონდა.-ისევ იცრუა, თუმცა ტყუილებს ისეთი შეჩვეული იყო, რეაქციაც არ ჰქონდა.
-აა, ხომ იცი დღეს გელოდებით! აუცილებლად მოდი.
-აუცილებლად მოვალ, დროებით.
ტელეფონი ახლა საერთოდ გამორთო, აღარ უნდოდა კიდევ ვინმესთან საუბარი, ტაქსიც მივიდა მითითებულ მისამართზე, ფული გადაიხადა და სასტუმროში შეაბიჯა დაღლილი ფეხები.
მიმღებში გრძელფეხება, გარუჯულ ქერა გოგონას მოკრა თვალი, რომელიც აქეთ-იქით გზააბნეული დააბიჯებდა.
-შემიძლია რამით დაგეხმაროთ?-მიუახლოვდა და მკერდზე დააცქერდა.
ქერათმიანმა პირი დააღო გაოცებისგან, იოანის მომხიბვლელობაზე ენაც კი დაება..
-მე.. მეე.. მეგობარს ველოდები დაა..
-აუცილებლად აქ უნდა დაელოდო მეგობარს?-ცალი თვალი მოჭუტა და ტუჩის კუთხე ჩატეხა.
-არა.
-ხოდა ჩემთან ავიდეთ, ვფიქრობ ჩემი ოთახი მოსაცდელს სჯობს.
ერთი გაიცინა, გოგონას ზურგზე ხელი მოკიდა და გზას გაუდგა. ოთახში შესვლისთანავე თავის საყვარელ სავარძელში მოთავსდა, კოსტიუმი შემოიძრო, საროჩკის ღილები შეიხსნა და მოკლე კაბაში გამოწყობილ ქერას მიაშტერდა.
-გაიხადე!-წარმოთქვა მკაცრად, თვალი თვალში გაუყარა გრძელფეხებას, რომელიც მამაკაცის ბრძანებას მაშინვე დაემკრჩილა. გამოგონილი სექსუალურობით გაიძრო წელში გამოყვანილი შავი კაბა, მას მიაყოლა წითელი თეთრეულიც და დადგა ახალი ბრძანების მოლოდინში. იოანი ფეხზე წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა, ცოტახანს წინ დაუდგა, აათვალიერ-ჩაათვალიერა შიშველი სხეული, შემდეგ კისერში ხელი უხეშად მოკიდა და მისი ყური თავის ტუჩთან ძალიან ახლოს მიიტანა.
-გაეთრიე.-თითქმის უჩურჩულა, თავად კი საწოლისკენ დაიძრა.
გრძელფეხება დიდხანს იდგა უძრავად, ეგონა რომ იოანი ისევ დაუძახებდა, თუმცა სულ ტყუილად, იოანს მისთვის აღარ დაუძახია. ძირს დაყრილი ტანსაცმელი აკრიფა, ჩაიცვა და გიჟივით გავარდა, პროტესტის ნიშნად კარიც გაიჯახუნა.
იოანი დიდხანს ებრძოდა უძილობას, თავის თავსაც კი ვერ უხსნიდა რატომ გააგდო ანგელოზივით ქალი, ან რატომ არაფერი მოუნდა მასთან, ასე არასდროს ხდებოდა. იოანი დღე ღამეში ათამდე ქალს იცვლიდა, თუმცა თითოეული მათგანი უნდოდა.. ქორწილის დღეს გადაავლო თვალი და გაახსენდა რომ მატილდას გარდა არავისთან მონდომებია სექსი. მატილდას გახსენებაზე, ისევ მისი შიშველი სხეული გაახსენდა.. მისი სწორი, გძელი ფეხები, დიდი, შეკრული მკერდი, მისი გამოყვანილი უკანალი.. მასზე ფიქრებში ჩაეძინა კიდეც..
საათი უკვე საღამოს შვიდს უჩვენებდა, მატილდას კი ისევ ეძინა, ტელეფონი რომელიღაცა ოთახის, რომელიღაც სავარძელზე ეგდო, რა თქმა უნდა, გათიშული.. კატიასთან ოთხზე უნდა ყოფილიყო, თუმცა გაცოფებული კატია თავად მივიდა მასთან.
კარზე იმდენხანს აბრახუნა, სანამ მასპინძელი გონებაში არ ჩააგდო.
შიშველ სხეულზე ადიელა მიიფარა და კარი პირჯვრისწერით გამოაღო.
-არც კი გაბედო ხმის ამოღება!!! სად ჯანდაბაში გაქვს ტელეფონი??? ან საერთოდ როგორ დამტოვე ასეთ დროს?-კატია ტონს სულ უფრო და უფრო მაღლა წევდა.
-კატი, კატ.. გთხოვ ცოტა ჩუმად მეჩხუბე კარგი, თავი მტკივა..
აწეწილ თმაზე ხელი დაიდო და დაიჭყანა.
-ააა თავი ტკივა პრინცესას??? და აქ რა ხდება?-პირველად მოავლო თვალი სახლის ქაოსს.
-რა ხდება?
-მეც მაგას გეკითხები, რა ხდება??? რას გავს აქაურობა? ან შენ რას გავხარ?
-ისა... მეეე.. -ტყუილის მოფიქრებას შეეცადა, თუმცა გონება ისეთი გათიშული ჰქონდა, არაფერი გამოუვიდა.
-მატილდა, თუ გინდა რომ ცოცხალი გადარჩე, ახლავე მითხარი აქ რა მოხდა!-თითის ქნევით მიუახლოვდა და მის გვერდზე ჩამოჯდა.
-სექსი მქონდა.
-რაა??? ვისთან??? ახლა არ მითხრა რომ იმ სიმპატიურ იოანთან, არადა როგორ ლანძღავდი, ღმერთოო. არ მჯერააა.-ლაპარაკს არ ამთავრებდა კატია.
-იოანი არაფერ შუაშია კატია და თუ შეგიძლია დაწყნარდი.
-აბა?-ყბა ძირს დაუვარდა გაურკვევლობისგან.
-ის ფოტოგრაფი, შენს ქორწილში რომ იყო.
-ნუ იოანივით სიმპატიური არ არის, მაგრამ წავა რა, უყურე შენ, რამდენი შეძლებია, ჩემი უკარება დაქალი რომ დაკერა.-გულიანად გადაიხარხარა.
-მთვრალი ვიყავი.- საკუთარ ტყუილზე თავად გაბრაზდა.
-ლაშა სად არის?
-ვაიმე ლაშა, სულ დამავიწყდა. ქვევით მელოდება. შენ არ წამოხვალ ჩვენთან ერთად?
-ასე??-ზედ დაიხედა მატილდამ და ორივეს სიცილი აუტყდათ.
-დავიბან, მობწესრიგდები და მოვალ.
-მიდი, მე მიკას დავურეკავ, დავპატიჟებ.-დაქალს თვალი ჩაუკრა და კარებისკენ დაიძრა.
-ვიიის??? მიკას???
კატიას პასუხი აღარ გაუცია ისე გაიჯახუნა კარი.
“დღეს ძაან შარში ვარ.”-თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ და ტანსაცმლის მომზადებას შეუდგა..
___________________
გაამარჯობათ ბავშვებოო.
მოგწონთ ეს ისტორია? გავაგრძელო? ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი აზრი ჩემთვის. იმედია გამიზიარებთ ყველაფერს..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 680 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar