სანამ შემიყვარებ.[3]
26.08.2018, 23:37
დიდი დრო არ დასჭირვებია.. კარადიდან მოკლე კომბინიზონი გადმოიღო. ყვითელი, ნაზი ყვავილებით გაწყობილი. კომბინიზონი, რომელიც ძალიან კარგად კვეთდა მის უკანალსაც, მის ფეხებსაც, მის მკერდსაც და ა.შ.
სააბაზანომდე გზა ძლივს გაიკვლია, ტელეფონი მოიმარჯვა და დამლაგებელთან დარეკა.
-გამარჯობა მატი, როგორ ხარ?
-კარგად ინა, შენ?
-კარგად საყვარელო. აბა რა ხდება რამ შეგაწუხა?
-ჩემს სახლში სრული ქაოსია, მეც კი დავალაგებდი, უბრალოდ ნივთებია თავის ადგილას დასაბრუნებელი, მაგრამ ძალიან მეჩქარება და დღეს ვერ მოიცლი?-ტუჩები ისე გადმოატრიალა თითქოს ინა სადმე იქვე იდგა და მის საწყალ სახეს რომ დაინახავდა უარს ვეღარ ეტყოდა.
-დღეეს? უკვე გვიანია..
-ხო, მაგრამ ძალიან ცოტა საქმეა, გთხოვ.-ახლა ყელზე ჩამოიკიდა თითი.
-კარგი, კარგი.. გასაღები ისევ იქ დამიტოვე.
-მადლობა ინ, ჩემი ოქრო ხარ!
ტელეფონი დამტენზე შეაერთა და აბაზანის კარი შეაღო, უსიამოვნოდ დაიჭყანა. “ღმერთო ჩემო, აქაც?!?!” ყვირილით წარმოთქვა რამდენიმე სიტყვა და ცხელ წყალში შეეყუდა.
მალევე მოემზადა, მაკიაჟი არ გაუკეთებია, ტანისამოსი ისედაც გამომწვევი ეცვა და ზედმეტად გადაპრანჭვა აღარ უნდოდა. თანაც მის გარუჯულ სახეზე ტუჩები კიდევ უფრო წითელი ჩანდა და ასე ბუნებრივად უფრო მოსწონდა.
კიბეები ჩაირბინა, როგორც ყოველთვის, მაგრამ ფეხებში ტკივილი იგრძნო.
მანქანის კარი გამოაღო, გემრიელად მოკალათდა. მანქანაში გამეფებულმა სუნმა თავბრუ დაახვია.
“იოანი..”
გაიფიქრა თავისდაუნებურად და მანქანა დაძრა.
კარი ელენამ გაუღო, კატიასა და მატილდას ახლო მეგობარმა, მასაც ეტყობოდა სახეზე წინა დღის ლოთობის კვალი, ერთმანეთის დანახვაზე სიცილი აუტყდათ.
-როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები მატი.
-შენც არაგიშავს.-ღიმილით უპასუხა და მისაღები ოთახისკენ დაიძრა, სადაც უამრავი ადამიანი ირეოდა. პირველ რიგში ლაშა შეეგება.
-ვაა მატიი, რიტმს არ კარგავ ხო?
-ხო იცი მატილდას დევიზი “ქალი სულ ფორმაში უნდა იყოს” რომ არის, სიცილით უპასუხა ცოლმა და დაქალს მოეხვია.
მის ყურთან ახლოს მიიწია და ჩურჩულით უთხრა.
-მიკას ველაპარაკე, მოვა.
-დაურეკე, უთხარი არ მოვიდეს.-სიგარეტის ღერს გაუკიდა.
-რატომ ვითომ?-სახეზე გაოცება დაეტყო კატიას.
-იმიტომ რომ არ მინდა.-ცხვირი აიბზუა და ფარულად ხალხის შეთვალიერება დაიწყო, თუმცა ვერსად დალანდა ის, ვისაც მისი თვალები ეძებდნენ.
საუბრის გაგრძელება არ გამოუვიდათ, კატიას ვიღაცამ დაუძახა და სამზარეულოში გადაინაცვლა.
მატილდას ელენა მიუჯდა, მხარზე თავი ჩამოადო და ტუჩები დაბრიცა.
-რა გჭირს შენ?-მატილდამ მაშინვე შეატყო მეგობარს სევდიანი გამომეტყველება და ცოტახნით ძებნას შეეშვა.
-გიორგი..-ლამის ტირილით აღმოთქვა.
-ახლა რაღა მოხდა?-სახე ააწევინა, ცრემლები მოწმინდა და თვალებში ჩახედა.
-ისევ ვიჩხუბეთ.
-კი მაგრამ რატომ? ხომ ყველაფერი კარგად გქონდათ?
-გუშინ ქორწილიდან სახლში რომ მივედით მთვრალი იყო, მიზეზს ეძებდა საჩხუბრად, მერე გინდა თუ არა ვიღაცას ეპრანჭებოდიო ჩხუბი დამიწყო, მეც არ ავყევი, მაგაზე უფრო გაგიჟდა თავსაც კი არ იმართლებო, ნუ მოკლედ მიყვირა, მაგინა, ერთი ორი გამარტყა კიდეც. მეც წამოვედი ჩემი ბარგით, სასტუმროში გავჩერდი გუშინ. არ ვიცი როგორ ვაპატიებ ან ვაპატიებ თუ არა საერთოდ..
მატილდამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა, თვალები ცრემლით გაევსო და ელენას ხელები მოხვია. ეცოდებოდა, უნდოდა გიორგი მოეკლა, ყელი გამოეჭრა ასეთი არაკაცური საქციელის გამო..
-არ ინერვიულო ელა, დღესვე წამოდი მაგ სასტუმროდან და ჩემთან დარჩი. უფრო კარგად ვილაპარაკებთ, აქ ცოტა უხერხულია.-ხალხით სავსე მისაღებს გადაავლო თვალი, ორივე გაეცინათ.
-მართლა? არ მინდა შეგაწუხო..
-გაგიჟდი?! ისედაც მომბეზრდა მარტო ცხოვრება. ოღონდ კატიას არაფერი უთხრა, თორემ ხომ იცი, ისედაც გადარეულია ამ ქორწილის ამბებზე.. მერე რომ ჩამოვა ერთად მოვუყვეთ.
-არა, მეც ეგრე ვიფიქრე, არ ვეტყვი.
კარზე ზარის ხმა გაისმა, კარი კატიამ გააღო, სიხარულით გადაკოცნა სტუმარი, საჩუქარი გამოართვა და მისაღებში შემოიპატიჟა.
-ცოტახანს აქ დაჯექი, მაგიდასაც სულ მალე გავაწყობთ.-თბილად გაუღიმა და ყველა კუთხე კუნჭული დაუთვალიერა, ხომ უნდა შეეფასებინა დაქალის ბიჭი.
მატილდამ თვალები ზევით აატრიალა, ღმერთს შველა თხოვა და ფეხზე წამოდგა.
მიკას მოჩვენებითი ღიმილით მიუახლოვდა, ხელმკლავი გამოსდო და ასევე ღიმილით გაიტყუა აივანზე.
ელენას ყბა ჩამოუვარდა, ვერაფრით მიხვდა მატილდას ქცევებს.
-რა ხდება?-გაოგნებულმა იკითხა მიკამ.
-ისე უნდა მოიქცე თითქოს გუშინ ღამით სექსი გვქონდა.-მთელი სერიოზულობით თქვა, მაგრამ ფოტოგრაფის გაშტერებულ სახეს რომ წააწყდა, სიცილი ვეღარ შეიკავა.
-რა ხდება მატილდა?-ძლივს ამოიღო ხმა.
-ეგ მნიშვნელოვანი არ არის, მთავარია ის გააკეთო რასაც მე გეუბნები.
-კი მაგრამ, ვერაფერს ვხვდები..
მატილდა ფოტოგრაფს მიუახლოვდა, მის ტუჩებს ტუჩებითვე შეეხო, სწორედ ამ დროს აივანზე იოანი გამოვიდა, ტელეფონი ყურზე ჰქონდა აწეპებული და სერიოზული სახით საუბრობდა ვიღაცასთან, გვერდზე შემთხვევით აიხედა, საერთოდ არ იცოდა თუ მის გარდა ვინმე კიდევ იყო აივანზე, მაშინვე ამოიცნო მისთვის უკვე ნაცნობი სხეული..
ისე გაბრაზდა, თვალები ლამის გადმოსცვივდა, თავადაც არ იცოდა რატომ აძლევდა თავს ამის უფლებას.. ხვდებოდა რომ თუ კიდევ რამდენიმე წამსაც კი გააგრძელებდა მათ ყურებას, თავს საერთოდ დაკრგავდა, ამიტომ სახლში შებრუნდა და ჩუმად გაიპარა. იცოდა ლაშას რომ ვერ გადაურჩებოდა, თუმცა არ შეეძლო მატილდას დანახვა.
ლაშა თბილად მოეხვია ცოლს, ყელში რამდენჯერმე აკოცა და მთელი ძალით ჩაიხუტა.
-დაიღალე?
-არა, ერთი სული მაქვს როდის წავალთ..
-მეც, ჩემო სიცოცხლე. იოანი ხომ არ გინახავს? რამდენიმე წუთის წინ ვნახე, ახლა ვერსად ვპოულობ.
-არ მინახავს ლაშ. გამოჩნდება, არ ინერვიულო.
-კარგი წამოდი სტუმრები მაგიდასთან მივიპატიჟოთ.-თბილად გაუღიმა ცოლს, რამდენჯერმე აკოცა და მისაღებისკენ დაიძრა.
ყველანი მოთავსდნენ მაგიდასთან, რომელსაც მხოლოდ ერთი კაცი აკლდა. მოწყენილმა გახედა მის ადგილს მატილდამ და ეცადა განწყობა რამენაირად შეენიღბა.
გვერდზე მიკა ეჯდა, მწარედ ნანობდა კატიასთვის ნათქვამ ტყუილს. ის რომ არ მოეტყუებინა მიკასთან სიახლოვეც აღარ მოუწევდა და საერთოდ ყველაფერს თავს უფრო მარტივად გაართმევდა. ახლა კი იჯდა და ფიქრისგან ტვინი უდუღდებოდა..
ნელ-ნელა ყველა წავიდა, მატილდა, ელენა და ლაშას ერთი ძმაკაცი დარჩნენ მხოლოდ..
-კატ, მე და ელაც წავალთ ბარემ.-თმაზე ხელი ჩამოუსვა და თვალებით გაუღიმა.
-აუ კარგი რაა, დარჩენილიყავით ჯეერ.-ცხვირი აიბზუა კატიამ.
-დაისვენე კატი, ხვალ გამოგივლით.-საუბარში ელენაც ჩაერთო. ბოლოს სამივე უბრალოდ ერთმანეთს მოეხვივნენ და კარისკენ დაიძრნენ.
მანქანაში ისხდნენ, დაღლილები, ემოციურად დატვირთულები..
ელენა გიორგიზე ფიქრობდა, კაცზე, რომელსაც ცოლად გაყვა და რომელიც დაოჯახებამ მონსტრად აქცია.. შეყვარებულობის დროს გიორგი თეთრ ცხენზე ამხედრებულ პრინცს ჰგავდა, ხოლო როცა დაქორწინდნენ, ყველაფერი საპირისპიროდ დატრიალდა.. გიორგი ხშირად სვავდა, ფხიზელი თითქმის არ ლაპარაკობდა, მთვრალი კი მხოლოდ შარს ეძებდა. ჩხუბის დროს ისეთ აზარტში შედიოდა, შეეძლო მოეკლა კიდეც ქალი, რომელიც ერთ დროს სიყვარულით მოიყვანა ცოლად.. ელენა თავის თავს უბრაზდებოდა, პირველი ჩხუბის მერე კიდევ რომ დაბრუნდა მასთან. საკუთარ თავს სისუსტეში ადანაშაულებდა.. ფიქრებში მტკიცედ გადაწყვიტა რომ გიორგის აღარასდროს შეურიგდებოდა, აღარასდროს ერქმეოდა მისი ცოლი, რადგან ეს სტატუსი გულის ამრევი იყო მისთვის. სახეზე, მაკიაჟით დაფარულ სინიაკზე მოისვა ხელი, რომელიც ჯერ კიდევ ეწვოდა. ვერც კი ხვდებოდა როგორ დაეშვა აქამდე...
*
მატილდას ფიქრები მისი ქცევებივით ერთმანეთში იყო არეული.. ვერ იტანდა ტყუილს და განსაკუთრებით მაშინ როცა თვითონ ამბობდა, ამიტომ ძალიან იშვიათად აკეთებდა ამას. ახლა კი, სინანულით მთელი სხეული ეწვოდა, გული უფრიალებდა. კატიას გააცილებდა თუ არა, მიკასთან დარეკავდა, სირცხვილით მაგრამ ყველაფერს მოუყვებოდა, ასე გადაწყვიტა ბევრი ფიქრის შემდეგ. რა თქმა უნდა, მიკა მისი მეგობარი არ იყო, მასთან გულრწფელობის ვალდებულება რომ ჰქონოდა, მაგრამ არ უნდოდა ფოტოგრაფს რაიმე ცალმხრივი გრძნობა გასჩენოდა კოცნის შემდეგ, თანაც თავს დამნაშავედ გრძნობდა რომ გამოიყენა.. მატილდას ფიქრები იოანსაც სტუმრობდნენ, ან მას სტუმრობდნენ ყველაზე მეტად. მისი ხელების სიძლიერე, მისი ღრმა, ყოველთვის ორაზროვანი თვალები, რომელშიც შეუძლებელია არ ჩაიძირო.. მისი მკაცრი, ბოხი, ხრინწიანი ხმა, რომელიც იშვიათად ხდება თბილი და შეუალი, მოსვენებას არ აძლევდნენ.. იმაზეც ფიქრობდა საერთოდ ხომ არ დაბრუნდა საიდანაც ჩამოვიდაო და გული ეკუმშებოდა, არ უნდოდა ისე წასულიყო ერთხელ მაინც რომ არ ენახა..
-ეს სასტუმროა მატი, სადმე გააჩერე.-თავად ძლივს გამოერკვა ნაცნობი ადგილის დანახვაზე ფიქრებიდან და დაქალსაც ხმამაღალი ტონით მოუწოდა გამოფხიზლებისკენ.
მატილდას ხმა ისევ არ ამოუღოა, მშვიდად გააჩერა მანქანა და გადმოვიდა.
-შენ მისაღებში დამელოდე, მე ბარგს ჩამოვიტან და ჩამოვალ. აქ დაჯექი, დაღლილი ჩანხარ.-ხელით სავარძელზე მიუთითა და თავად გაუჩინარდა.
სავარძელში იჯდა მატილდა, რაღაც ჟურნალს ფურცლავდა, თუმცა ერთი გვერდიც არ წაუკითხავს, არც გამოსახულებებს აკვირდებოდა, უბრალოდ ფურცლავდა.. მოულოდნელად ნაცნობი მამაკაცის ხმა შემოესმა და მთლიანად წამოენთო, თავი არ შეუტრიალებია, თითქოს რომ შეტრიალებულოყო ლაპარაკსაც შეწყვედდა და თან გაქრებოდა კიდეც.. ჟურნალში ჩაეშტერებინა თვალები და მთელი არსებით უსმენდა მამაკაცს, რომლის ხმა ახლა ბევრად უფრო მეტი სითბოთი ჟღერდა, ვიდრე ოდესმე.
*
-მეც მენატრები ჩემო პატარა, ხო იცი მამას ყველაზე მეტად უყვარხარ.
-თუ გიყვარვარ რატომ არ ჩამოდიხარ? მე ვტირი სულ..
-მალე ჩამოვალ მა, ოღონდ გთხოვ დაიძინე კარგი? და აღარ იტირო.. შენ რომ დაიძინებ და გაიღვიძებ მამიკოც შენთან იქნება.
-მართლა? მაშინ დავიძინებ.-სიხარულით ამოიხვნეშა ბავშმა, სახე გაუბრწყინდა. დედა რომ ეუბნებოდა მამა მალე ჩამოვაო, ვერასდროს იგებდა ეს მალე რამდენი იყო. ახლა კი ზუსტად იცოდა, დაიძინებდა და რომ გაიღვიძებდა მერე..
-მართლა მა..სენიას მიხედე და დედიკო არ გააბრაზო კარგი?
-მე უფრო გიყვარვარ თუ სენია?-ცხვირი გაბუშტა ეჭვიანმა ტანიამ.
-რა კითხვაა ტანია, მე ჩემი ორივე პრინცესა მიყვარს.-ბავშვის ეჭვიანობაზე მოურიდებლად ჩაეცინა. -დედიკოს მიეცი ტელეფონი კარგი?
ტანიას აღარ უპასუხია, ტელეფონი დედას მიურბენინა და თავად პატარა დის ოთახში შევარდა.
-მოკლედ ეს ბავშვი უშენოდ სამი დღეც ვერ ძლებს.. რა გაუკეთე ასეთი.-მხიარულად გაიცინა დანიელამ და სველი ხელები გაიმშრალა.
-რა ქნას, უყვარს მამა.-იოანსაც გაეცინა.
-ოხ, იცინე და მე გამაწამა, ვერაფრით ვაძინებდი, რა არ ვუთხარი, რა არ ვუმღერე, მაინც მამა მამას გაიძახოდა.
-შენ როგორ ხარ დანი?
-მე კარგად, შენ გელოდებით სამივე, გვაკლიხარ..
-მეც მაკლიხართ ჩემო პატარებო, წავედი დან, რამეს შევჭამ, გოგოებს მიხედე, შენს თავსაც და რამე თუ დაგჭირდა დამირეკე.
-მიყვარხარ იოან!
-მეც..
ტელეფონი ჯიბეში ჩაიდო, კმაყოფილმა ჩაიღიმა და კაფეტერიისკენ დაიძრა.. ისეთი გაშტერებული და დაბნეული იყო, ალბათ მატილდას ვერც შეამჩნევდა, მაინცდამაინც იმ სავარძლისთვის რომ არ წამოეკრა ფეხი, რომელშიც ის იჯდა..
თავი დაბლა დახარა, ხასიათი მაშინვე წაუხდა. გაბრაზებული იყო მატილდაზე, მაგრამ თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ. მატილდა კი შოკიდან გამოსვლას ჯერ კიდევ მთელი თავისი ძალებით ცდილობდა. მხოლოდ იოანის ლაპარაკისას გაახსენდა მისი საუბარი ტანიასთან მანქანაში.. ვერაფრით ხსნიდა როგორ დაუშვა რომ სექსი ცოლ-შვილიან მამაკაცთან ჰქონდა, მამაკაცთან, რომელიც გიჟდება თავის ოჯახზე. იოანზეც ბრაზობდა, მაგრამ საკუთარ თავზე უფრო.. ისეთი შერცხვენილი იყო, იცოდა იოანი თავზე რომ ედგა, მაგრამ ზევით არ იხედებოდა.
-აქ კლიენტს ელოდები?-ირონიულად ჩაიცინა იოანმა და მის თამამად მოშიშვლებულ სხეულს დააჩერდა. მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ფეხზე წამოდგა.
-კლიენტს? რას გულისხმობ?-კიდევ უფრო დაიბნა.
-ააა, შენ რა პროსტიტუციით არ ხარ დაკავებული?-ახლა უფრო ხმამაღლა ჩაიცინა იოანმა.
მატილდას თვალები ჩაუწითლდა, სიბრაზისგან მთლიანად გაწითლდა.
-როგორ ბედავ ჩემთვის ამის თქმას?-მოურიდებლად უთავაზა სახეში გაშლილი ხელი. იოანს ეტკინა, თუმცა რა თქმა უნდა, არ შეუმჩნევია. მისი ხელი ხელში მაგრად დაიჭირა და მთელი ძალით მისწია თავისკენ.
-დაგინახე როგორ კოცნიდი ვიღაცას ლაშას სახლის აივანზე, ვიცნობ შენნაირ გოგოებს, ვიცი რაზეც ხარ წამსვლელი.-სიბრაზისგან ცოფებს ყრიდა იოანი, ისეთი დაჭიმული ჰქონდა მთელი სხეული, ცოტაც და ყველა ძარღვი ერთიანად დაუსკდებოდა.
მათკენ მომავალი სილუეტი რომ შეამჩნია, ხელი ზიზღით გაუშვა თვალებაცრემლიანებულ მატილდას და გაუჩინარდა. ელენა გიჟივით მივარდა მეგობარს.
-ვინ იყო? რა ჯანდაბა უნდოდა? მატი რა გჭირს? ცუდად ხარ?-უამრავი კითხვა დააყარა და პასუხს მოუთმენლად ელოდა.
-აქედან წავიდეთ, გთხოვ.-ერთი ამოიკნავლა და გასასვლელისკენ დაიძრა.
საჭესთან ელენა დაჯდა, მატილდას ამის თავი არ ჰქონდა. სახლამდე ხმა არ ამოუღიათ.
საწოლზე იწვნენ, ხელში ცივი ყავები ეჭირათ და ჭერს უყურებდნენ.
-ახლა მაინც მითხარი რა ჯანდაბა ხდება!-თითქმის დაიკივლა ელენამ.
მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ყველაფერი მოუყვა. თანაც იცოდა რომ სხვისთვის გაზიარება ცოტაოდენ შვებას მაინც მოჰგვრიდა..
-რააა? ეგ იდიოტი! ესეიგი თვითონ ცოლ-შვილი ჰყავს, შენთან იწვა და კიდევ შენ გამოგიყვანა ბოზი?? მაგას ხო არ აკლია? თუ რუსეთში ღალატი მოსულა? -ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა ელენა, ათას სალანძღავ სიტყვას ამბობდა, ერთიანად იშორებდა გიორგის და იოანის ბრაზს.
-მე ჩემს თავზე ვბრაზდები, ცოლიან კაცთან რა მინდოდა?? როგორ შევხედე ელა? მართლა ვერ ვხვდები რამ დამაშტერა ამხელა გოგო, კაცმა რომ მკითხოს ყველაფრის ექსპერტი ვარ, არადა რამხელა შეცდომა დავუშვი.-სახეზე ხელები აიფარა, ცრემლების შეჩერებას შეეცადა.
-მატილდა! გეყოფა შენი თავის დადანაშაულება! არც იცოდი ცოლი რომ ჰყავდა, მხოლოდ მისი საუბარი მოისმინე შვილთან, სიმთვრალეში კი გარჩევას ვერ დაიწყებდი. დამნაშავე ის მოღალატეა! სიამოვნებით მოვკლავდი.
დიდხანს ლანძღავდნენ კაცების მოდგმას, ბოლოს უკვე თვითონაც კი ეცინებოდათ. გიორგიმ ელენას რამდენჯერმე დაურეკა, ყოველ ჯერზე უთიშავდა და მატილდას მადლობას უხდიდა მასთან დარჩენის საშუალება რომ მისცა, თორემ დარწმუნებული იყო, რომ სასტუმროში თავს ვერ შეიკავებდა და უპასუხებდა..
ბევრ ლაპარაკში ჩაეძინათ კიდეც. ფიქრისგან გადაღლილი ტვინები ძლივს დაასვენეს..
*
იოანი ჩაბნელებულ ნომერში იჯდა, მატილდას სურათებს ათვალიერებდა სოციალურ ქსელებში და სასმელს ეტანებოდა.
ყველა სურათის გახსნისას მუცელში ჩხვლეტას გრძნობდა, ცოტათი ნანობდა კიდეც ამხელა შეურაცხყოფა რომ მიაყენა, მაგრამ რომ ახსენდებოდა როგორ კოცნიდა ვიღაცას, თავიდან ეწყებოდა ისტერიკა. მატილდა იმაზე ბევრად ლამაზი იყო, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო. არა მხოლოდ ლამაზი, სექსუალურიც, ვნებიანიც, მისტიურიც.. სწორედ ამიტომ მოეწონა იოანსაც, თორემ აბა უბრალოდ ლამაზი გოგოები ხომ ისედაც ბევრი ჰყავდა..
მატილდა კი უნაკლო იყო, არაფერი აკლდა..
გულდაწყვეტილი უყურებდა მის სურათებს და კადრებად ახსენდებოდა მასთან გატარებული ღამე.
“რატო არ ხარ ისეთი, როგორიც გარეგნულად ჩანხარ, რატოო..”-გამწარებული ეკითხებოდა ეკრანზე გამოსახულ სურათს და შუშის ბოთლს მაგიდას დაუღალავად ურტყავდა..
მიხვდა რომ ასე ჯდომა აღარ შეეძლო, ამიტომ გარეთ გიჟივით გავარდა..
*
მატილდას მაღვიძარის ხმაზე გიჟივით წამოყო თავი ელენამ, ლამის წიხლებით შეადგა დაქალს გონებში რომ ჩაეგდო.
-ადექიი, გაგვიფრინდა კატიაა, ადექიი!-ბოლო ხმაზე გაჰკიოდა, თან თავში ბალიშს ურტყავდა.
-ელენა, იცოდე ეს შენი ბოლო დღეა ამ სახლში.-გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ისე რომ ლოგინიდან არც ამდგარა.
ელენა ახლა სიცილს მოჰყვა.
-კარგი რა მატი, დაგვაგვიანდება, ადექი.
დაქალის წუწუნის მოსმენის თავი არ ჰქონდა, თან იცოდა ელენა რომ ჩაირთვებოდა, ვეღარაფერი გამორთვდა, ამიტომ ფეხზე წამოდგა და ჩუსტებს დაუწყო ძებნა.
-რა არის რაა, ამ ინას სახლს რომ დავალაგებინებ, მერე ვერაფერს ვეღარ ვპოულობ, რა უბედურებაა.-წუწუნს მოჰყვა და სახე უსიამოვნოდ მოკუნტა.
-შენს სიბრმავეს დამლაგებელს რატო აბრალებ? წინ გაიხედე და ბავშვივით ნუ წუწუნებ სულ.
-გირჩევნია ყავა დადგა, სანამ ეშმაკი ჩამისახლდა სულში.
ორივემ გულიანად გაიცინეს და საქმეს შეუდგნენ.
მატილდას სისწრაფით ელენა ისეთი გაოცებული იყო რომ ყველაფერს კიდევ უფრო ნელა აკეთებდა..
-ახლა ვხვდები ყველგან ყოველთვის ყველაზე ადრე როგორ მოდიხარ.
-რა გავაკეთო, ზოზინი ჩემთვის არ არის.-ხმაურით გაიცინა.
მატილდამ შავი, კლასიკური შარვლის ჩაცმა გადაწყვიტა, თეთრ ტოპზე და შავ ფეხსაცმელზე, ეს ლუქიც, რა თქმა უნდა, მისთვის იყო შექმნილი.
-როგორ ახერხებ რომ სულ ასე კარგად გეცვას?-გამობზეკილ ტრაკზე უჩქმიტა დაქალს დაბღვერილმა.
-კარგი რა, ხანდახან ძაან აჭარბებ ხოლმე.-თვალები აატრიალა მატილდამ და ისევ სარკეს მიუბრუნდა.
-რას ვაჭარბებ? მე და შენ ხომ ერთი წონის ვართ, ერთი სიმაღლის და შესაბამისად ერთი ზომის, მაგრამ რაც არ უნდა ჩავიცვა შენი, ყველაფერი რომ საშინლად მაქვს არ იცი?
მატილდას გაეცინა, გაახსენდა ერთხელ ელენა სადღაც მიდიოდა, მელი თავისი კარადა ჩააცვა, მაგრამ ვერაფერი მოიხდინა.
-ლიფს არ იცმევ?-თვალები გადმოკარკლა ელენამ უფრო ახლოდან რომ შეხედა.
-ჯერ ეს ერთი, ამ ტოპზე ლიფის ჩაცმა უაზრობაა, მთელ თავის სილამაზეს კარგავს და მერე მეორე, ჩემს ძუძუებს ლიფი არ სჭირდებათ.
-ლიფი ყველა ძუძუს სჭირდება მატი.
-ამასაც?
მატილდამ თავისი დიდი, შეკრული ძუძუები აათამაშა, ელენას ისე გაეცინა ლამის პირიდან ყავა გაასხა, მის დანახვაზე კი მატილდას გადასცდა სიგარეტის ბოლი.
ერთი სიტყვით მხიარულად გამოვიდნენ სახლიდან, არც იოანი უხსენებიათ და არც გიორგი, თუმცა ორივემ იცოდა რომ ეს მხოლოდ თავის მოჩვენება იყო..
კატიასთან შესვლა ძლივს მოახერხეს, სახლი ბარგით იყო გატენილი.
-ომი დაიწყო და გარბიხართ თუ სამოგზაუროდ მიდიხართ? რა იყოთ რა ამბავი ბარგია?-სიცილით შევიდნენ მისაღებში, სადაც ლაშა, კატია და იოანი ისხდნენ, სხვა არც არავინ აპირებდა მოსვლას, დანარჩენები კატიამ აეროპორტში დაიბარა.
მატილდა გახევდა, სახეზე ღიმილი შეახმა და ფეხები ისე უკანკალებდა ძლივს დგავდა, ელენამ მასპინძლებს გაუღიმა, მიესალმა და მატილდას ხელზე ისე მწარედ უჩქმიტა, ლამის ხორცი შერჩა ხელში.
სავარძლებში მოთავსდნენ. იოანი სიგარეტს ეწეოდა, თმას ყოველწუთას იწევდა უკან და თუ ვინმე არ ელაპარაკებოდა, სულ მატილდაზე უშტერდებოდა თვალი.
ბრაზდებოდა, იხიბლებოდა, იზიდავდა, განიზიდავდა.. ყველაფერი ერთად ემართებოდა ამ გოგოზე, ამიტომ მისი მზერაც სულ განსხვავებული იყო. ხან თბილი, შეუმჩნეველი ღიმილით, ხან ცივი, დაჭიმული ძარღვებითა და ჩაწითლებული თვალებით.
-მიკასთან რა ხდება?-სასიამოვნოდ ჩაიღიმა კატიამ და სმენად იქცა. მატილდამ შეუმჩნევლად გახედა იოანს, რომელიც ახლა ლაშას ელაპარაკებოდა.
-არაფერი, ბოლოს აქ ვნახე, გუშინ.-დაიბნა მატილდა და ლამის ენა დაება.მის გადასარჩენად საუბარში ელენა ჩაერთო.
-კააწ, რას ჩამომიტან?-მხიარულად აათამაშა წარბები.
მატილდამ ამოისუნთქა და თვალებით მადლობა გადაუხადა.
-აუ არ ვიციი, სულ იმაზე ვფიქრობ ვის რა ჩამოგიტანოთ.-ეს კატიას საყვარელი თემა იყო, ამიტომ ვერც კი შეამჩნია როგორ გაეცალა მატილდა და როგორ გადაინაცვლა აივანზე.
სუნთქვა უჭირდა, ამიტომ ჰაერზე განმარტოება გადაწყვიტა..
მძიმე ნაბიჯების ხმა რომ გაიგო შეკრთა და უკან გაიხედა, მალევე შეამნია იოანი..
-რატომ გამომყევი?-წყენით ჩაილაპარაკა.
-მაინტერესებდა ისევ ვიღაცასთან საკოცნელად გამოხვედი თუ არა.
-არ დაიღალე? რაც მნახე იმის შემდეგ სულ რაღაც კომენტარებს მიკეთებ, გასაგებია, ხშირ შემთხვევაში დამცინი, მაგრამ რას ნიღბავ ამით? რას მალავ?-თვალებში ჩახედა და თვითონაც არ სჯეროდა რომ ასე მტკიცედ საუბარი მოახერხა მასთან.
-არაფერს ვმალავ.-თვალი აარიდა.
-არა? მე კი მგონია რომ მალავ.
მატილდა წელში გასწორდა, ტანის რხევით ჩაუარა იოანს და ოთახში შებრუნდა..
იოანი იქამდე იდგა, სანამ არ დაუძახეს მივდივართო.
ყველაფერზე ფიქრობდა ერთად.. თავი მარტოდ რომ დაიგულა, დანიელასთან დარეკა.
-როგორ ხარ დანი?
-კარგად ჩემო სიყვარულო, შენ?
-ხუთზე მოვფრინავ.. ბავშვებმა გაიღვიძეს?
-ლისენიას ძინავს, გაიღვიძა მაგრამ მეორედ დავაძინე. ტანია ცეკვას დგამს შენთვის.-დანიელამ ხმამაღლა გაეცინა.
იოანს გაეღიმა, მხოლოდ ამას შეეძლო მისი გამხიარულება.. მხოლოდ მის ოჯახს, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა. ალბათ არცერთ მამას ისე არ უყვარს შვილები, როგორც იოანს. ტანია თავიდან ბოლომდე მისი გაზრდილია, ამიტომაცაა ასეთი მიჯაჭვული მამაზე.
თბილად დაემშვიდობა ცოლს, ხასიათზე მოსული და სახლში შევიდა.
აეროპორტისკენ დაიძრნენ. იოანმა მანქანა სასტუმროდან წამოიყვანა, ამიტომ ყველანი ცალ-ცალკე მიდიოდნენ. იოანი, ლაშა და კატია და მატილდა და ელენა..
მატილდა ყველაზე წინ მიდიოდა, ძალიან სწრაფად ატარებდა და რამდენჯერმე კინაღამ ავარიაც კი დაემართა.
-გაგიჟდი? ცოტა ნელა ატარე.-პანიკაში ჩავარდა ელენა.
-არ შემიძლია.-სიჩქარეს უფრო მოუმატა ელენამ.
-გადმოდი, მე დავჯდები.
მატილდა მიხვდა რომ თავს ვერ აკონტროლებდა ამიტომ დაქალს დაემორჩილა.
-არა რაზე ფიქრობ მითხარი? თავის მოკვლა გინდა?
-თავი მოკვლაზე არასდროს მიფიქრია.
-აბა ეს რა სიგიჟე იყო.
-არ ვიცი ელა! უბრალოდ ასე ვიქცევიდა მორჩა.
მატილდას ტელეფონი აწკრიალდა, დედა ურეკავდა, რომელიც უკვე დიდი ხანია არ მოუკითხავს ამიტომ ჩხუბისთვის მოემზადა და ისე აიღო..
-მატილდა! ხანდახან მგონია რომ ჩემი შვილი კი არა, ჩვენი მეზობელი რომ იყო ბადრი, იმისი შვილი ხარ! ან იქნებ იმას უფრო ხშირად ურეკავ ვიდრე დედაშენს??-პირდაპირ წააყარა ნატამ.
-დედა,ხომ იცი რომ ვმუშაობ, თან ეს პერიოდი სულ გადატვირთული ვიყავი, კატიას ქორწილის ამბებში..-თავის გამართლებას შეეცადა დატუქსული ბავშვივით.
-კატიას ქორწილი კი არა, ფოთოლი რომ ჩამოვარდეს ციდან ეგეც მიზეზია შენთვის!
-რა გინდა ნატა, საჩხუბრად დამირეკე?
-არა დედიკო, მოსაკითხად, ესეთი ყურადღებიანი რომ ხარ მინდა მეც იგივეთი გიპასუხო.
-ნატა ვთიშავ.
-მოიცადე შე ქაჯო! იცოდე ზეგ არაფერი დაგეგმო, შენი და ნიშნობის აღსანიშნავ წვეულებას აწყობს, გირჩევნია ვინმე წამოიყვანო, თუ გინდა რომ ჩვენი საყვრელი ნათესავების მზერას გადაურჩე.
-რააა? ჩემი და ნიშნობის წვეულებას აწყობს? დედა ბარემ შენც გათხოვდი მამაზე მეორედ. რა ყველას ახლა მოუნდა?
-მატილდა შენი წუწუნის მოსმენის დრო არ მაქვს, რაც გითხარი გაითვალისწინე.
ტელეფონი გიჟივით მოიგლიჯა, ერთადერთი რაც უნდოდა, კივილი იყო..
-რა მოხდა, რა სახე გაქვს?
-ჩემი და ნიშნობის წვეულებას აწყობს, წარმოგიდგენია? ჩემი 18 წლის დაა.. და მე?! მე იმაზე ვდარდობ რომ იმ კაცთან მქონდა სექსი რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს და თანდათანობით ვაცნობიერებ რომ პრობლემა სექსი კი არ არის, პრობლემა ის არის რომ მასზე გაგიჟებული ვარ და ნებისმიერ სიტუაციაში მიზიდავს, დედაჩემი კი მთხოვს წვეულებაზე ვინმესთან ერთად მივიდე. ბედის დაცინვაა არაა?? -ისტერიული სიცილი აუტყდა მატილდას და ელენაც აჰყვა, უკვე აეროპორტთან იყვნენ სიცილი რომ შეწყვიტეს და სახეები დაიყენეს.
ლოდინით სული ამოეხუთათ.
-როგორ ახერხებენ ასე ნელა სიარულს?
-არ ვიცი ელა.-მხრები აიჩეჩა მატილდამ.
-წავალ რამე ცივს მოვიტან.
მატილდა სკამზე იჯდა,ერთი საათი ცდილობდა თმის ურიზენოდ შეკვრას, მაგრამ არ გამოსდიოდა.
იოანი მიუახლოვდა, ხელში ბარგი ეჭირა, თავიდან იფიქრა რომ ლაშასი და კატიასი იყო, თუმცა მერე მიხვდა იოანი მარტო იყო და ის ერთი ჩემოდანიც, სწორედ მას ეკუთვნოდა. უსიამოვნოდ გააჟრჟოლა, კარგად იცოდა იოანიც რომ აპირებდა წასვლას, მაგრამ მაინც არ სიამოვნებდა. თუმცა იცოდა მისი ნახვა რომ საერთოდ აღარ მოუწევდა ამით პრობლემებიც თავისით მოგვარდებოდნენ.. მაინც უკმაყოფილო იყო.
იოანი მიუახლოვდა, მის გვერდით ჩამოჯდა.
-რომელზე მიფრინავ?-საუბარი მატილდამ წამოიწყო.
-ხუთზე, თითქმის ერთ საათში.-ძალიან ხმადაბალი ტონით უპასუხა, რაღაცაზე იყო ჩაფიქრებული ეტყობოდა..
-უკან აღარ დაბრუნდები?-მოულოდნელად იკითა მატილდამ.
იოანმა თმა გადაიწია, მატილდას თვალებში ჩახედა და ისე, ღიმილნარევი სიცილით უპასუხა.
-სანამ შემიყვარებ..
____________________
ძალიან გამიხარდება თუ ერთი ადამიანი მაინც შეაფასებს ამ ისტორიას, მეცოდინება მაინც რომ კითხულობთ და ტყუილად არ ვდებ. მადლობა ყველას..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 627 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
დღეს წავიკითხე სამივე თავი და ძალიან მომეწონა. დიდი ენთუზიაზმით ველოდები გაგრძელებას happy სიმართლე გითხრა, იოანის საქციელი საერთოდ არ მომწონს. როგორ შეიძლება კაცს სახლში ცოლ-შვილი ელოდებოდეს, ეს კიდევ ქალებთან დაძვრებოდეს. ძალიან უნამუსოა! მაგრამ მატილდასა და იოანს შორის რომ ქიმიაა, მასეთი არამგონია რომელიმე წყვილს შორის იყოს. იმაზე ხომ საერთოდ გადავირიე, ბო*ად რომ გამოიყვანა ჩემი მატილდა -_- ნამუსგარეცხილი ეს!
მოკლედ, კარგად წერ, ძალიან მომწონს და მალე გააგრძელე, გთხოვ <3
avatar
0 Spam
2
ჩემო საყვარელო, პირველ რიგში მადლობა რომ წაიკითხე <3 მადლობა შეფასებისთვისაც <3
მალე იოანის საქციელებსაც აეხდეაბა ფარდა :დ
შემდეგ თავს დღეს დავდებ საღამოს <33
avatar