სანამ შემიყვარებ.[4]
30.08.2018, 18:20
უკვე სამი კვირა იყო გასული იქიდან რაც იოანი წავიდა, მატილდა ძალიან ცოტას ლაპარაკობდა მასზე, ცდილობდა საერთოდ არც კი ეფიქრა და გამოსდიოდა კიდეც. მანძილი მაინც თავისას შვება..
ელენა ოფიციალურად გაეყარა გიორგის და თავდაპირველად სანამ სახლის ყიდვას ან გირაობას მოახერხებდა, გადაწყვიტა კვლავ მატილდასთან ეცხოვრა, თანაც ერთმანეთს კარგად ეწყობოდნენ და ორივე თავს უკეთ გრძნობდა.
კატია და ლაშა მოგზაურობიდან დაბრუნდნენ, მაგრამ გადაწყვიტეს ბათუმში გადასულიყვნენ ცოტახნით ლაშას სახლში, ამიტომ გოგოებს მათი ნახვა იშვიათად უწევდათ..
*
მთელი დღის მუშოაბით გადაღლილი მატილდა სახლში 10 საათზე დაბრუნდა, ხასიათი როგორც ყოველთვის ახლაც წახდილი ჰქონდა.
-მატიი, შენი საყვარელი სპაგეტი მოვამზადეე.
ხელები ერთმანეთს გაუხახუნა და კმაყოფილმა ჩაიღიმა ელენამ.
-აუ მართლააა?-სახე გაუნათდა.-ისე მშია ლამის გონება დავკარგო.
-ხო შენ რაღაც ამ ბოლო დროს ბევრს ჭამ.-თითი დაუქნია დაქალს რომელიც უკვე სასადილო მაგიდასთან იჯდა და საჭმელს ნერწყვის დენით ელოდებოდა.
-ხო ვიცი, იმიტომაც ვაგდივარ მერე გულის რევით აბაზანაში მთელი ღამე.-ხმამაღლა გაეცინა მატილდას.
-ვაიმეეე, გული მისკდებოდა მეთქი როსი ხმებია თქო, ესეიგი შენ იყავი?-ელენასაც გაეცინა.
-ხო, რა გაცინებს? რაც სიგარეტს თავი დავანებე ღორივით ვჭამ ხო იცი.
გემრიელად ივახშმეს, სამზარეულო მიალაგეს და ლიგინზე წამოწვნენ.
-შენ დასთან არ გილაპარაკია?
-არა ისევ გაბრაზებულია ნიშნობის წვეულებაზე რომ არ წავედი.
-არც ნატა გელაპარაკება?
-არა, ოჯახმა გამრიყა.-გაეცინა მატილდას.
-იდიოტი ხარ.-დაქალს ხელი მიკრა და მის ტელეფონში ჩაიცქირა.
-აუ მატი.
-ჰოუ.
-მოდი ხვალ ბათუმში წავიდეთ რა, რა უბედურებაა აგვისტოში თბილისში ყოფნა?
მატილდამ თვალები აატრიალა.
-ძვირფასო, დაგავიწყდა რომ ორივე ვმუშაობთ?
-ხოდა ავიღოთ შვებულება.
-რომელიც არ გვეკუთვნის.-ეშმაკურად ჩაიღიმა.
-ვაიმე რა უჟმური ხარ? რამე მოვიტყუოთ რააა, აი მე ვეტყვი რომ ქმარს გავშორდი და დეპრესია მაქვს და ორი კვირით დასვენება მჭირდება.
-მგონი ეგ ტყუილი არ არის.-ახარხარდა მატილდა.
-ესეიგი არ გინდა? კატიასაც გაუხარდებოდა, ძალიან იშვიათად ვნახულობთ და მოწყენილია..-ტუჩები დაბრიცა ელენამ.
-ვიცი, მეც სულ მაგაზე ვფიქრობ..
-ხოდა წავიდეთ რააა.
*
ელენამ საბოლოოდ მაინც დაიყოლია უჟმური მატილდა, გადაწყვიტეს ლაშასთვის და კატიასთვის არ ეთქვათ და სიურპრიზი გაეკეთებინათ..

-ვაიმე ელენა რაა! წავსულიყავით მატარებლით, რას აიტეხე ეს მანქანა? ვიმგზავრებდით კომფორტულად რაა..
-მატილდა შეგიძლია ცოტახანი მაინც არ იწუწუნო? საჭესთან მე ვზივარ, შენ რა გაწუხებს? თანაც ჩავედით უკვე.
-მომაწოდე რა ის შოკოლადი.
-რამდენი შოკოლადი უნდა ჭამო, რაღას ჩავიტანთ?? -თვალები დაუბრიალა დაქალს.
-რა იყო გენანება?-წყენით აიბზუა ცხვირი და ფანჯარაში გაიხედა.
-ახლა არ მითხრა რომ მართლა გაბრაზდი.-სიცილს მოჰყვა ელენა.
-დიახაც, მართლა გავბრაზდი! ორ ლარიან შოკოლდებს მაყვედრი მთელი გზაა, თითქოს მართლა ღორი ვიყო.
-გაგიჟდი მატი?-სიცილს ვერ იკავებდა ელენა, მატილდას კი თვალებიდან უკვე ცრემლები სდიოდა.
..როგორც იქნა მიაღწიეს, მატილდა ისევ გაბუტული იყო, ელენა კი უშედეგოდ ცდილობდა მის შემორიგებას.
კარი კატიამ გააღო, ცოტახანი გაურკვევლობისგან პირღია უყურებდა დაქალებს, ხოლო როცა გაიაზრა რაც ხდებოდა, იმხელა კივილი ატეხა ლაშა გიჟივით გამოვარდა, მასაც ანალოგიური რეაქცია ჰქონდა..
ლაშა საქმეებზე გავიდა, გოგოები სამზარეულოში ისხდნენ ყავასთან და ტკბილეულთან ერთად.
-ესეიგი მოწევას თავი საერთოდ დაანებე?
-ხო კატი, მოწევას დაანება მაგრამ ბეგემოტივით იკვებება.-სიცილი ვერ შეიკავა ელენამ.
-ჩემი მადის გარდა სხვა სალაპარაკო არ გვაქვს?-ისევ გაიბუტა მატილდა.
-აუ ისე ხოო, მოყევი რა კაატ როგორ ხართ შენ და ლაშა?
-კარგად ვართ, სულ ჩემთან არის და სულ ცდილობს თავი კარგად მაგრძნობინოს..
მატილდამ პირზე ხელი აიფარა და გაჭირვებული ხმით იკითხა.
-აბაზანა სად არის?
-აქეთ, წამოდი გაგაცილებ.-დაფეთებული წამოხტა კატია და დაქალს სააბაზანომდე გაყვა, გულმა ვერ გაუძლო და შიგნითაც შევიდა.
-რა გჭირს მატი?
-ამ ბოლო დროს იმდენს ვჭამ სულ გული მერევა.
-ექიმთან უნდა მიხვიდე.-მკაცრად ჩაილაპარაკა.
-კაი რა, რა ექიმთან. მართლა ვგრძნობ ხოლმე რომ თუ ერთ ლუკმასაც შევჭამ, გული ამერევა მაგრამ თავს ვერ ვიკავებ და მაინც ვჭამ.
-ხოდა მადის გასაქრობ წამლებს დაგინიშნავს, აუცილებლად მიდი.
მატილდა სამზარეულოში დაბრუნდა, კატია კი ოთახში გავიდა, გადაწყვიტა გოგოებისთვის ახლად შეძენილი ტანისამოსი ეჩვენებინა. ელენას ჩაფიქრებული , შეშინებული და შეშლილი სახე ჰქონდა, მატილდა მაშინვე მიუახლოვდა.
-რა ხდება ელა?-თვითონაც შეშინდა.
-მატი.-ძლივს ამოილუღლუღა.-ბოლოს ციკლი როდის გქონდა?
-არ ვიცი, გადამიცდა და მერე აღარ მიმიქცევია ყურადღება, მგონი კაი ხანია არ მქონია, რა დებილი ვარ სულ გამომვარდა თავიდან. რატო მეკითხები?-თავის სიდებილეზე ჩაეცინა მატილდას.
-ორსულობის ტესტი უნდა ვიყიდოთ! რაც შეიძლება სწრაფად!
-რააა? ორსულად ხარ ელააა?-სიხარულისგან ყბა ჩამოუვარდა მატილდას და დაქალს მოეხვია.
-მე არა ლენჩო, შენ ხარ ორსულად.
მატილდამ ჯერ გაიცინა, იფიქრა ხუმრობსო, მერე ელენას სერიოზულ სახეს რომ გადააწყდა, თვითონაც გახევდა, ამ დროს კატიაც შემოვარდა, ახალი ტანისამოსით ხელდამშვენებული, დიდხანს გაგრძელდა მისი მოდის ჩვენება, ელენასა და მატილდას კი საუბარიც უჭირდათ ისეთ შოკში იყვნენ, როგორც იქნა ლაშა დაბრუნდა და გოგოებმა მარტო გასვლა მოახერხეს, ელენა მაშინვე აფთიაქისკენ დაიძრა.
-საიდან მოიტანე ეგ სისულელე?-აეკიდა მატილდაც.
-ციკლი გადაგიცდა, მადა გაძლიერებული გაქვს, გული ხშირად გერევა, ხასიათზე არასდროს არ ხარ, მუცელი და წელიც ხშირად გტკივა.. საიდან მოვიტანე კი არა, აქამდე როგორ ვერ მივხვდით..-ტუჩზე იკბინა და გზა განაგრძო.
-შენ წარმოგიდგენია მაინც შენი ბოდვა სიმართლე რომ აღმოჩნდეს რა დამემართება?-ერთ ადგილას გაშეშდა მატილდა.
-პირველ რიგში ის მოიფიქრე კატიას სიმართლეს როგორ ეტყვი.
-დამცინი? კატიას ვერასდროს ვეტყვი რომ მისი ქმრის ცოლ-შვილიანი ძმაკაცისგან ვარ ორსულად.-გაჩერდა და პირჯვარი რამდენჯერმე გადაიწერა.-და საერთოდ შეგიძლია ცოტა ნელა იარო? გავაჩინე ბავშვი და ეგ არის.-სიცილი აუტყდა, რა თქმა უნდა, ისტერიული.
-სისულელეებს მოეშვი მატილდა და ფეხი გამოადგი.
*
-კარგია, ტესტი უკვე გვაქვს, ახლა მხოლოდ კატიას სააბაზანოში განმარტოება გჭირდება.
-და ჩემი შარდი რაში მოვათავსო ტვინიკოსო?
-აქვე ვიყიდი რამეს, ჩანთაში ჩაიდე და ეცადე აბაზანაში ჩანთით შეხვიდე.
-დიდი იმედი მაქვს ცდები ელა.. ჩემი ცხოვრება მართლა ნამსხვრევებად იქცევა თუ შენი ეჭვები გამართლდა..

..მატილდა სააბაზანოში იდგა მარტო და ზემოდან დასცქეროდა თავის მუცელს. ხელის მოკიდება უნდოდა, თუმცა ვერ ბედავდა. ეშინოდა დადებითი პასუხის,ძალიან ეშინოდა რადგან ამ შემთხვევაში გამოსავლის მოძებნა ძალიან გაუჭირდებოდა.
მარტივი არ არის ორსულად იყო კაცისგან, რომელთანაც მხოლოდ ერთი ღამე გაკავშირებს, ერთი საბედისწერო ღამე..
ტესტს ცალი თვალით დახედა, თუმცა ორი ლურჯი ზოლის დანახვა არ გაჭირვებია.
სამწუხაროდ ვერ გეტყვით რა რეაქცია ჰქონდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ჰქონია რეაქცია. უბრალოდ ყველაფერი გაჩერდა, ერთ ადგილას გაიყინა..
აბაზანიდან იქამდე არ გამოსულა, სანამ გოგოებმა კარი არ ჩამოუღეს, ელა მიხვდა რომ პასუხი დადებითი იყო, თუმცა კატიასთან არაფერს იმჩნევდა.
მატილდა ზომბივით გადაადგილდებოდა, ლაშამ ათასი კომენტარი გაუკეთა, თუმცა მატილდას არცერთზე უპასუხია.. ცოტა გონს რომ მოვიდა კატიას მიუახლოვდა და მთელი ძალით მოხვია ორი აკანკალებული ხელი..
-რა ხდება ჩემო გოგო?
-შეიძლება ცალკე ვისაუბროთ?
-კი, რა თქმა უნდა.-თავზე ხელი გადაუსვა და საძინებელში გაიყვანა.
-არც კი ვიცი საიდან დავიწყო, პირველ რიგში ძალიან ვწუხვარ რომ ეს მოხდა, იმაზეც ძალიან ვწუხვარ თუ შენ ამის გამო პრობლემები შეგექმნება და მინდა იცოდე რომ არ მინდოდა..-მატილდამ ცრემლების შეკავება ვეღარ შეძლო, ემოციურად ძალიან რთგუნავდა ეს სიტუაცია.
-მატი, უბრალოდ მითხარი რა ხდება კარგი? ჩვენ ასეთი საუბრები არ შეგვეფერება, ძალიან გთხოვ, არ მიყვარს როცა ტირი, უბრალოდ თქვი რა ხდება და ჩვენ ერთად მოვაგვარებთ, გპირდები..
ცრემლები მოწმინდა და თბილად გაუღიმა, დაბნეული იყო, ვერაფერს ხვდებოდა, თუმცა არ იმჩნევდა რომ მატილდას უარესად არ შეშინებოდა.
-მოკლედ.. შენი ქორწილიდან სახლში იოანმა წამიყვანა, ყველაფერი ალბათ აქედან დაიწყო, ან იქიდან როცა მე და ის აეროპორტში პირველად შევხვდით ერთმანეთს.. ხო, სახლში წამიყვანა და ბოლომდე მიმაცილა. არ ვიცი რა დამემართა, ვგრძნობდი რომ ვუნდოდი და მეც ძალიან მინდოდა, ვნებებს ვერ გავუმკლავდი.. მასთან სექსი მქონდა, იმ ღამეს, შენ კი გითხარი რომ მიკა იყო, მოგატყუე..-საუბარს ძლივს ახერხებდა, უფრო ბლუყუნებდა ვიდრე საუბრობდა, ყველა სიტყვას შორის აკეთებდა პაუზას და კატიას აკვირდებოდა სახეზე, უნდოდა მისი რეაქციები ამოეცნო..
კატია ძალიან ფიცხი, მკაცრი და მომთხოვნი იყო, ყოველთვის ეჩხუბებოდა მატილდას ყველაფერზე, მაგრამ ახლა როცა ხედავდა როგორ განიცდიდა რაღაც მნიშვნელოვანს, არ შეეძლო მასთან ჩხუბი.
-არაუშავს, ალბათ იფიქრე რომ ასე უკეთესი იქნებოდა, ვიცი როგორ არ გიყვარს ტყუილები, ამიტომ ამ ერთ ტყუილს გაპატიებ, ამაზე არ ინერვიულო.-ისევ გაიღიმა კატიამ.
-სამწუხაროდ ამ ისტორიას ბევრად უფრო ტრაგიკული დასასრული აქვს, ვიდრე ეს ჩემი ტყუილებია.. გადამიცდა.. მადა გამიორმაგდა, გულისრევა ხშირად მაწუხებს.. ამ ყველაფერს ყურადღებას დღემდე არ ვაქცევდი, არფერი დამიკავშირებია ერთმანეთთან, ვერც კი წარმოვიდგენდი თუ კი შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.. დღეს შენთან რომ ვიყავით ელენას გაუელვა ამ აზრმა, ციკლზე რომ მკითხა ყველაფერს უკვე ნათლად მიხვდა..
კატიას თვალები ცრემლებით აევსო, ტიროდა, თუმცა თავადაც ვერ ხვდებოდა რაზე.. ყველაფერს მიხვდა, მატილდამაც იცოდა რომ მიხვდა მაგრამ მაინც აგრძელებდა..
-აფთიაქში გავედით და ტესტი ვიყიდეთ.-უნდოდა ეთქვა ორსულად ვარო, მაგრამ ამ სიტყვის თქმა არ შეეძლო..-ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა..
ცოტახანს გაშტერებული, თვალცრემლიანი იჯდა კატია, შემდეგ თავს შემოუძახა და გონს მოეგო..
-ჩემო გოგო! შენ შვილი გეყოლება, ბედნიერი უნდა იყო..!-სახიდან ცრემლები მოიწმინდა და მატილდას მუცელს შეეხო.-ეს ყველაზე ბედნიერი დღეა შენს ცხოვრებაში, შენ პატარა სასწულს ატარებ მუცლით.. ღმერთო მატი, რამდენი დრო გავიდა.. ჩვენ.. ჩვენ.. თოჯინებით ვთამაშობდით ერთად ახლა კი.. შენ ორსულად ხარ, ნამდვილ ბავშვზე. სასწაულია! სასწაული!-ოთახში ტაშის კვრით დაიწყო სირბილი.
-კატია.-მატილდას სევდიანმა ხმამ ერთ ადგილას გააჩერა.
-გისმენ ჩემო გოგო, გისმენ.
მის წინ ჩამოჯდა და სმენად იქცა.
-მე და იოანს იმ ღამის გარდა არაფერი გვაკავშირებს, დაინახა როგორ ვკოცნიდი ფოტოგრაფს აივანზე და ბოზად შემრაცხა.. ხო და კიდევ ერთი, არ ვიცი იცი თუ არა, მაგრამ იოანს ცოლ-შვილი ჰყავს. ორი გოგონა და ცოლი, რომელიც უყვარს..-მატილდამ ხმის კანკალით დაამთავრა სათქმელი და კატიას ჩაჩერდა თვალებში.
იმ წამს კატიასთვისაც ყველაფერი გაჩერდა..

*
გოგოებმა გადაწყვიტეს ლაშასთვის არაფერი ეთქვათ, რადგან მატილდა საერთოდ არ აპირებდა იოანისთვის ბავშვზე რაიმეს თქმას, ელენა და კატია ეუბნებოდნენ რომ ივალდებული იყო როგორც მამისთვის სიმართლე ეთქვა, მაგრამ მატილდას მკაცრად ჰქონდა გადაწყვეტილი და აზრს ვეღარაფერი შეაცვლევინებდა. სანამ მუცელი დაეტყობოდა უნდა მოეფიქრებინა ვის დააბრალებდა ბავშვის მამობას..
ორი კვირა გავიდა და თბილისში ბრუნდებოდნენ, თუმცა მატილდა სამსახურში გასვლას საერთოდ აღარ აპირებდა, მისი გონება საერთოდ სხვაგან დაქროდა, ვერ იმორჩილებდა, ამიტომ ვერ შეძლებდა საათობით კომპიუტერთან ჯდომას და სტატიების წერას..
კატიაც დაუბრუნდა თბილისს, უნდოდა დაქალთან რაც შეიძლება ახლოს ყოფილიყო.

*
-იოან რა გჭირს? საერთოდ ვეღარ გცნობ უკვე რამდენი ხანია.
-არაფერი არ მჭირს ჩემო პატარა.
უკნიდან მოეხვია ულამაზეს ქალს და ყელში აკოცა.
-კარგი რა, ჩემს თავზე კარგად გიცნობ, ვიცი რომ რაღაც გჭირს..-მკაცრი გამომეტყველება ძალით მიიღო ქალმა.
-მე თვითონაც ვერ ვხვდები.. მგონი ერთი ნახვით შემიყვარდა.-თავისდაუნებურად ჩაიცინა იოანმა და თვალები სივრცეში გაუშტერდა.
-რააა? როგორც იქნააა!! ჩემი ბიჭი შეყვარებულიააა!! არ მჯერააა!-კივილი დაიწყო დანიელამ, გიჟივით ხტუნაობდა, მის ასეთ საქციელზე იოანსაც გაეცინა.
-გაჩუმდი, ბავშვები გაიგებენ.
-ახლავე თავიდან ბოლომდე მომიყევი ყველაფერი!-თითი დაუქნია და მის წინ ჩამოჯდა ყავით ხელში.
-ის გოგოა, ღამე ვის სურათებსაც ვათვალიერებ.
-ის გოგო, თბილისიდან?
-ხო.
-მერე?
-სექსი გვქონდა, მეორე დღეს ვნახე როგორ კოცნიდა ვიღაც ბიჭს.
-წარმომიდგენია რამდენი საშინელება უთხარი, როგორც გჩვევია და დარწმუნებული ვარ არც კი გაგირკვევია ვინ იყო ის ბიჭი, ხო მართალი ვარ?
იოანს გაეცინა, დანიელა მას მართლა ხუთი თითივით იცნობდა..
-ხო, მართალი ხარ.
-ხოდა ადექი და დაბრუნდი საქართველოში, ნახე ის გოგო და ყველაფერი გამოასწორე. მასზე რომ ლაპარაკობ თვალები გიბრწყინავს, შენდაუნებურად გეღიმება.. ეს არავისზე დაგმართნია შენც ხომ იცი? ყოველ ღამე მის სურათებს ათვალიერებ.. ერთი სიტყვით მაგ გოგომ გაგაგიჟა, ამიტომ წადი, თავს უშველე.-ხმაურით გადაიკისკისა დანიელამ.
-არა, ჩემო პატარა, შენ და ბავშვებს ვერ დაგტოვებთ, თან აქ უამრავი საქმე მაქვს..
-იოან საკმარისია! სულ მეეეე, ბავშვები, საქმეები! საკმარისია! ჩემთვის ისიც ბევრია რასაც აკეთებ! ესეც ძალიან ბევრია! ამიტომ ახლა გთხოვ, შენს თავზე იფიქრე.
დალურჯებული ხელებით მიეფერა სახეზე, შუბლზე აკოცა და თბილად გაუღიმა.
-როგორი “ცოლ-ქმრული” საუბარი გვაქვს.-სიცილი აუტყდა იოანს..

წასვლა გადაწყვიტა, სხვა თუ არაფერი უბრალოდ ცდიდა მაინც, უბრალოდ გაიგებდა მატილდას დამოკიდებულებას..
ტანია ვერაფრით შეეგუა მამის გადაწყვეტილებას, ისტერიკა ისტერიკაზე დაიმართა, ამიტომ მისი წაყვანა მოუწია.
ტანია ხელში აიყვანა, ჯერ პატარა ლისენიას დაემშვიდობა, შემდეგ კი დანიელას და აეროპორტისკენ გაემართა.

*
-კატიასთან გავიდეთ ხო?
-ხო.
შიშველი გამოტანტალდა აბაზანიდან მატილდა.
-ვაიმე მატიი! მუცელი უკვე დაგეტყო.-ბედნიერმა ააფახულა თვალები და ტაში შემოკრა.
-ნეტა მოჩვენებები არ გქონდეს რა..-ხელი ჩაიქნია და მუცელს ჩუმად მაინც დახედა, ვაითუ მართლა მეტყობაო.. ოდნავ ეტყობოდა, თუმცა ამის აფიშირებას არ ახდენდა.
გოგოები მოემზადნენ და კატიასთან გავიდნენ, მატილდა როგორც ყოველთვის აუტანლად წუწუნებდა მთელი გზა..

*
-ვის ელაპარაკებოდი ლაშ?-წელზე შემოხვია ხელები ქმარს.
-იოანი იყო.
-იოანი?-შეკრთა კატია..
-ხო, გუშინ ჩამოსულა და გამოგივლიო.
-აქ გამოგივლის?-თვალები ჩამოსცვივდა.
-ხო კატია, აბა სად უნდა გამომიაროს.-ცოლის დაბნეულობას ვერ მიხვდა ლაშა.
კატიას დაფიცებული ჰქონდა რომ იოანზე ლაშასთვის არაფერი უნდა ეკითხა, ამიტომ ლოცვით გავიდა სამზარეულომდე, მატილდასთვის უნდა დაერეკა და გაეფრთხილებინა , თუმცა კარზე ზარის ხმამ შეაჩერა, გოგოები იყვნენ..
ლაშამ გააღო.
-რა ხდება კატია რა სახე გაქვს?-სიცილით შევიდნენ სამზარეულოში.
-არაფერი ისე.
ლაშა გოგოებს არ მოცილდა, ამიტომ კატიამ ვერაფრის თქმა მოახერხა მათთვის, ხელ-ფეხს იქნევდა როგორც კი ლაშა გაიხედებოდა, თუმცა ჟესტების ენა მისი ნამდვილად არ იყო.. ვერაფერს მიუხვდნენ.. საბედისწერო ზარის ხმაც გაისმა..
ლაშა კარის გასაღებად წავიდა, კატიამ კი მთელი ძალებით დაიწყო პირვჯრის წერა, ლამის ხელი ამოიგდო, ელენასა და მატილდას მის ქცევებზე ისე ეცინებოდათ, ვერც კი მოახერხეს კითხვის დასმა.
იოანი და ლაშა ერთმანეთს გადაეხვივნენ, შემდეგ ლაშა ულამაზესი ტანიასკენ დაიხარა.. ტანია მხოლოდ სამი წლის იყო, თუმცა მისი ნახვა სასწაულის ნახვას უდრიდა. პატარა ტანია თავიდანვე გამოირჩეოდა სილამაზით.. დიდი ლურჯი თვალები, შავი თმა, პატარა, კურნოსა ცხვირი, დიდი, მარწყვივით წითელი ტუჩები და რაც მთავარია ლოყები, ისეთი ფუმფულა და დიდი რომ თავს ვერ შეიკავებდი რომ არ გეჩქმიტა..
-ტანიაა.-ლოყები დაუკოცნა ბავშვს.
-მე მამიკოს გამოვკევი, იმიტომ ლომ მიკვალს.-კმაყოფილმა ჩაიღიმა ბავშმა თავისი გადაწყვეტილებით.
-შემოდით. ტანია რას იტყვი, თანახმა ხარ ჩემი ცოლი გაიცნო?-გაუცინა ბავშვს და სამზარეულოსკენ დაიძრა.
-მე პლინცესები მომწონს..
სამზარეულოში შევიდნენ..
მატილდა ზურგით იჯდა, წარმოდგენა არ ჰქონდა ვინ ესტუმრა ლაშას, ამიტომ თავი სტუმრისკენ შეატრიალა.. თვალში ეგრევე იოანის თვალები დაეტაკნენ, ისეთი თავბრუსხვევა იგრძნო, ცოტაც და ძირს დაეცემოდა.. მუცელზე ხელი ისე მოიკიდა, თითქოს იოანი ბავშვის წართმევას უპირებდა. ახლა უფრო მეტად სიმპატიური ეჩვენებოდა, ახლა, როცა შვილთან ერთად იდგა.. პატარა ანგელოზთან ერთად რომელიც ხუთი თითით ებღაუჭებოდა თავის გმირს.. როგორ უხდებოდა ბავშვი, როგორ ეტყობოდა რომ მის გამო ყველაფერზე იყო წამსვლელი.. და მაინც, რას შეუძლია ჩაახშოს მიზიდულობის ძალა?! ალბათ არაფერს.. კატია ისე ნამსხვრევებად აქციეს იოანის თვალებმა..

იოანი გაშრა, როცა მატილდას თვალებში ჩახედა. მართალია თბილისსში სწორედ მის გამო დაბრუნა, თუმცა მასთან ასეთი უცაბედი შეხვედრა დაგეგმილი არ ჰქონდა.. უყურებდა თვალებში და მასში დიდ ტკივილს ხედავდა.. უყურებდა და ამჩნევდა როგორ გაიზარდა ამ სულ რაღაც რამდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა სულ სხვა გამოხედვა ჰქონდა.. თუმცა მატილდას თვალებში მაინც აენთნენ ვნების ნაპერწკლები, იოანმა ეს იგრძნო, მის გვერდზე რომ პატარა ტანია არ მდგარიყო, მის გარშემო კი ლაშა, კატია და ელენა, აუცილებლად გაექანებოდა მისკენ და დააცხრებოდა ტუჩებში.. ახლა კი უბრალოდ თავის შეკავება უწევდა, ეს კი ძალებს აცლიდა. თანახმა იყო სულ დაეთმო მთელი თავისი ძალა, ოღონდ კიდევ ერთხელ დაუფლებოდა მატილდას სუსტ სხეულს..

-გოგოებო გაიცანით, ეს ტანიაა, იოანის პრინცესა.-ლაშამ თბილად გაუღიმა ჯერ ტანიას და შემდეგ მის წინ ჩამწკრივებულ გოგონებს.
გოგონებმაც მიუხედავად დაბნეულობისა, თავი ხელში აიყვანეს და ტანიას მიესალმნენ, ბავშმა დაიმორცხვა და მამას ფეხზე შემოეხვია, იოანი დაიხარა, პატარას თავზე ხელი გადაუსვა და ჩაიხუტა.
-აპატიეთ, ცოტა მორიდებულია.-გაიღიმა როგორც შეეძლო.
ლაშამ ტანიას მოუბოდიშა, ცოტახნით მამის წართმევას რომ უპირებდა, კატიას თვალებით ანიშნა ბავშვს მიხედეო და თავად იოანთან ერთად მისაღებში გავიდა.
ტანია გოგოებს მორიდებით მიუახლოვდა.
-რა ლამაზი ხარ ტანია.-კალთაში ჩაისვა და თმაზე მიეფერა კატია, ბავშვმა ისევ დაიმორცხვა.
-შოკოლადი გინდა?-მის გამხიარულებას მატილდა შეეცადა.
-ტი.
-აი, გამომართვი.-თავისი შოკოლადები უწილადა და გაუღიმა.
ტანია ჩამოხტა, მატილდას მივარდა და სახეზე ხელების სმა დაუწყო.
-სენც პლინცესა ქალ.-ჩაილაპარაკა თავისთვის და მის კალთაში მოთავსდა.
მატილდამ ბავშვთან ბევრი ითამაშა, მისთვის რთული იყო იოანის შვილთან დროის გატარება, მაგრამ ტანია ისეთი საყვარელი იყო, ყველაფერს ავიწყებდა..
იოანი გოგოებს დაუბრუნდა.
-წამოდი მა, უნდა წავიდეთ.
-უტვე? მე მოწონს აქ.-ტუჩები დაბრიცა ბავშმა, იცოდა მისი ეს სახე მამას როგორ უყვარდა.
-ხო, მაგრამ სახლში რომ ნენე გელოდება? ალბათ როგორ მოენატრე, მიდი დაემშვიდობე გოგოებს და წავიდეთ.
-სეიძლება გოგოებიც წავიტვანოთ? ნენეს გაუხალდება..
იოანი ბავშვს მიუახლოვდა და ხელში აიყვანა.
-ულამაზესი და უსაყვარლესი შვილი გყავს.-თავი ვერ შეიკავა კატიამ.
-მადლობა.-თბილად გაუღიმა იოანმა..
ტანია გოგოებს არ დაემშვიდობა, მამაზე იყო გაბუტული და არ ლაპარაკობდა, იოანმა ყველას საერთო მადლობა მოუხადა და გასასვლელისკენ გაემართა, ლაშაც მას გაყვა.
-გვიანობამდე მოვალ კაწ, თუ რამეა დამირეკე.-კარი გაიჯახუნა და იოანთან ერთად გაუჩინარდა.
ელენამ, კატიამ და მატილდამ, ოფლდასხმულებმა ერთდოულად ამოიხვნეშეს და ხელები გაშალეს.
-ეს რა იყო?-ბოთლიდან პირდაპირ შეისხა ცივი წყალი ელენამ გონზე მოსასვლელად.
-ღმერთო, არ მეგონა თუ შევძლებდით არაფერი შეგვემჩნია.-ნანერვიულებულმა აათამაშა ხელები კატიამ.
-იმდენი პირჯვარი გადაიწერე, ხვალ რომ სამივე მონაზვნად აღვიკვეცოთ, არ გამიკვირდება.
-ვერ ვიტან ასეთ თემებზე ხუმრობს ელა ხომ იცი! ხმას არ ამოიღებ?-ხელით შეანჯღრია კედელს მიშტერებული მატილდა.
-ხო, რა იყო?-თვალების ცეცებით შეხედა ორივეს.
-რა რა იყო ქალო? 5 წუთის წინ შენი შვილის მამას შეხვდი თავის შვილთან ერთად და იქნებ დაგვდო პატივი და ერთი ორი სიტყვით გვიმბოთ თქვენს განცდებზე.-ახლა კატია აკაკანდა.
-სახლში მინდა, დაწოლა და დაძინება, მარტო ეს მჭირდება.
-ვაიმე რა კარგია ამ ბავშვს ერთის ნაცვლად სამი დედა რომ ჰყავს!-თავში ხელები შემოირტყა კატიამ.-ექიმთან ხარ ჩაწერილი დღეს ეხოზე, ხო უნდა გავიგოთ ჩვენი პატარა როგორ არის?
-ხვალისთვის გადავდოთ რა..-ტუჩები დაბრიცა მატილდამ.
-რაააა? რა ხვალისთვის? ამ ექიმთან რომ მიგვეყვანე მე და ელენამ თითქმის მთელი ღამე საავადმყოფოში გავატარეთ!
მატილდას გაეცინა, გულში ღმერთს მადლობა გადაუხადა ასეთი მზრუნველი დაქალები რომ უბოძა და გოგოებს დათანხმდა ექიმთან ვიზიტზე.

მოსაცდელში ისხდნენ, მატილდას თითქმის ეძინა, ელენა და კატია ბედნიერებისგან ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდნენ.
-სახე გაასწორე მატი, თორემ ექიმს ეგონება ნაძალადევ აბორტზე ხარ მოსული.-თვალი ჩაუკრა კატიამ და ელენასთან ერთად სიცილს მოჰყვა.
-სულ იოანზე ვფიქრობ, რატომ დაბრუნდა? სანამ ვნახავდი ვიფიქრე გრძნობები გამინელდა-მეთქი.. მაგრამ რომ დავინახე ის ფორიაქი თავიდან დამეწყო. ყველაფერი ახლაც მიკანკალებს.. როგორ მიყურებდანენ მისი თვალები..
-შეგიძლია იოანის მიმართ გრძნობენი გქონდეს, მიუხედავად იმისა რომ მე არ მინდა ცოლიანი მამაკაცი გიყვარდეს.. მაგრამ მის გამო ნერვიულობას გიკრძალავ! ჩემს ნათლულს ნუ ანერვიულებ თუ შეიძლება!-სიმკაცრე გამოიჩინა კატიამ, ამიტომ მატილდას საუბარი აღარ გაუგრძელებია.

ექიმთან კონსულტაციამ კარგად ჩაიარა, ბავშვიც და დედაც თავს მშვენივრად გრძნობდნენ. მართალია მატილდას არ სურდა ბავშვის სქესის გაგება, მაგრამ გოგოებმა აიტეხეს და დაიყოლიეს კიდეც.
მალე პატარა ბიჭი მოევლინებოდა ქვეყანას, თუმცა მისი სახელი ჯერ იდეაშიც არ იყო..
მატილდას არასდროს უოცნებია შვილზე, ის თავის თავს მთლიანად კარიერას უძღვნიდა, ამიტომ წარმოდგენაც არ ჰქონდა რა უნდა დაერქმია ბავშვისთვის, რომელმაც თავდაყირა დააყენა მისი ცხოვრება..

-სადმე დავსხდეთ რა, არ გშიათ?-მუცელზე ხელი დაისვა მატილდამ.
-მე სახლში უნდა წავიდე ლაშას მისვლამდე თორემ ხომ იცით იმდენ კითხვას დამისვამს მომიწევს თქმა სადაც ვიყავი.-გულიანად გაიცინა კატიამ.
-კატი, გთხოვ ლაშას არაფერი უთხრა კარგი? ვიცი რომ არ შეგიძლი რამეს უმალავდე, მაგრამ.. გთხოვ.
-არაფერს არ ეტყვის, ტვინი სულ გამოგაცალა ჩვენმა ბიჭმა? მაგრამ დროა მოიფიქრო რას ეტყვი ხალხს, თორემ მალე მუცელი დაგეტყობა და ყველაფერი უარესად აირევა.
-ვფიქრობ ელენ.

გოგოებმა კატია სახლში დატოვეს და თავად რომელიღაც კაფეშიდასხდნენ, მატილდამ ყველაფერი შეუკვეთა რაც კი ჰქონდათ.
-რას გრძნობ როცა ხედავ?-სკამს მიეყრდნო ელენა და ღრმად ჩაისუნთქა?
-მუხლების კანკალს.. ვგრძნობ რომ თუ არ შემეხება, თუ არ ჩამეხუტება, თუ ჩემთან არ იქნება დავიმტვრევი, ყველა ორგანო სათითაოდ ჩამომძვრება, დავიშლები.. სიმხურვალეს ვგრძნობ, ვიწვი.. მის თვალებში ვიკარგები.. -თვალებში სევდა მოაწვა მატილდას და სიჩუმეს დანებდა.
-პირველად როდის იგრძენი?-საუბარი მაინც გააგრძელა ელენამ.
-ალბათ პირევლად რომ დავინახე. საერთოდ ასე მგონია, ან პირველივე შეხედვაზე გრძნობ ამ ემოციების ტალღას, ან საერთოდ ვერ გრძნობ.. მე რომ შევხედე უკვე ვიცოდი რომ ის ის იყო.. აი ხომ გახსოვს დენი? ჩემი პირველი, მასთან არც არასდროს მიგვრძვნია ასეთი ემოციები. არადა რა სასწაულია არა?! თითქმის ოთხი წელი გავატარეთ ერთად და ჩვენი თანაურთიერთობა ისეთი ერთფეროვანი იყო.. ვეხუტებოდით ერთმანეთს, თითქოს მხოლოდ იმიტომ რომ ვიცოდით ეს ასე უნდა გვექნა.. ჩვენი სექსიც კი მოფსმასავით იყო, უბრალოდ ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება და არაფერი სხვა.. დენის პირველად რომ შევხედე რაც ვიგრძენი, ბოლომდე ის დარჩა..
-და რა იგრძენი?
-არაფერი ელა, აფსოლუტურად არაფერი. უბრალოდ დავინახე და მორჩა..
-ხო მაგრამ გეგონა გიყვარდა, გახსოვს როგორ განიცდიდი რომ დაშორდით?
-მე უბრალოდ მიჩვეული ვიყავი, ოთხი წელი ყოველდღე სისტემატიურად ხდებოდა რაღაც და როცა გავაანალიზე რომ ეს დამთავრდა, განვიცადე. ეს იგივეა რაიმე შენი ნაწილი რომ მოგაგლიჯონ. მეგონა ვეღარასდროს შევეჩვეოდი ცხოვრების სხვა ტემპს, მაგრამ ახლა ხომ მიყურებ.. შეჩვევა ყველაზე ნაკლებად ნიშნავს სიყვარულს..
-და მაინცდამაინც ის შეგიყვარდა, ვინც არ უნდა შეგყვარებოდა..-ხასიათი წაუხდა ელენას.
-ესეც არ ვიცი.. ძალიან ვწუხვარ რომ ცოლიან კაცთან მქონდა ურთიერთობა, იმიტომ რომ წარმოდგენაც არ მინდა მე რა დამემართებოდა მისი ცოლის ადგილას.. მაგრამ არ ვიცი ელა, მარტო იმ ღამეს განცდილი გრძნობები, მგონი მიღირდა ამ ყველაფრად. ახლა რომ ვფიქრობ, შეიძლება ჩემს ცხოვრებას ისე ჩაევლო რომ არც მეგრძნო მსგავსი ბედნიერება, ბედნიერება რომელსაც სხვა განიჭებს და თუ ეს მაინცდამაინც იოანთან უნდა მომხდარიყო, მაინც ბედნიერი ვარ რომ მოხდა.
-და არა მარტო გრძნობები მატი, მაგ გრძნობებმა შენ შვილი გაჩუქეს!
-ამას ყველაზე ნაკლებად ვიაზრებ, ხომ იცი.. ჯერ კიდევ ვერ ვხვდები როგორ შეიძლება ვიღაც დედას მეძახდეს.
-გაიაზრებ ჩემო გოგო.. ამ ყველაფრის მიუხედავად აბორტზე რომ არც კი გიფიქრია, ამით ვამაყობ.. -მატილდას ტანში გააჟრჟოლა ამ საშინელი სიტყვის გაგონებაზე.
-არა ელა.. ამას რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი.. ჯერ საერთოდ ადამიანის მოკვლაზე როგორ უნდა იფიქრო, როგორ უნდა მოგივიდეს აზრად ვინმეს სიცოცხლის მოსპობა და მერე მითუმეტეს იმის, ვისაც შენს იქით გზა არ აქვს.. ვინც შენში იზრდება, შენში საზრდოობს და ვისაც ერთადერთ იმედად, სწორედ შენ ესახები.. მაგრამ იმაზე ფიქრი მაგიჟებს, რომ ბავშვი, რომელსაც მუცლით ვატარებ, არასდროს მომცემს საშუალებას იოანი დავივიწყო..
-შენ ძლიერი ხარ მატი, ყველაზე ძლიერი ადამიანი ხარ, ვისაც ვიცნობ ცხოვრებაში, უკან არასდროს დაგიხევია, ხელი არასდროს ჩაგიქნევია, ამიტომ ვიცი, მჯერა რომ ყველაფერს თავს გაართმევ, მჯერა რომ შენ და შენი, ჩვენი ბიჭი, ყველაზე ბედნიერები იქნებით..
მატილდამ და ელენამ ბევრი ისაუბრეს, გულის ოდნავი მოფხანვა სწორედ ასე შეეძლოთ, სახლში გვიან დაბრუნდნენ და დაღლილებს მაშინვე ჩაეძინათ.

*
-მატი, დარწმუნებული ხარ რომ ამის გაკეთება გინდა? ჯერ კიდევ გაქვს დრო, შეგიძლია ნატას ყველაფერი ცოტა უფრო გვიან უთხრა.
-არა ელა, უკვე გადავწყვიტე. ვიცი რომ ეს მისთვის ძალიან დიდი დარტყმა იქნება, მაგრამ მოუწევს გადატანა. მე მი რაც უფრო მალე ვეტყვი, მით უფრო მალე მოვიშორებ ერთ ლოდს მაინც, რომელიც გულზე მადევს.
-და ბავშვის მამაზე რომ გკითხავს?-ნერვიულად ცქმუტავდა ელა.
-ვეტყვი რომ ის უცხოეთში მოღვაწეობს და როგორც კი დაბრუნდება, ხელს მოვაწერთ..
-კარგი, როგორც შენ გინდა მაგრამ არ მინდა ზედმეტად დაგტრესოს ვინმემ, ნატა კიდე ხო იცი როგორია..

მატილდას გადაწყვეტილება აღარ შეუცვლია, ამაყად გაემართა ბავშვობის სახლისკენ და სახლშიც სიამაყით, თავაწეულმა შეაბიჯა.
-ასეთი რა მოხდა აქ მოსვლა რომ გადაწყვიტე?-წარბი მაღლა აზიდა 40 წლამდე ქალბატონმა.
-ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას ვაპირებ და თუ შეგიძლია შეეადე შენი გაბრაზება გვერდზე გადადო.
-ანუ მთავაზობ დავიბიწყო რომ შენი დის ნიშნობაზე არ მოხვედი?
-დედა! ვიცი რომ ლინას ნიშნობაზე არ მოვსულვარ, ამის შეხსენება ყოველ წამს საჭირო არ არის.-თვალები აატრიალა მატილდამ.
-შენი დის საქმროს არც კი იცნობ, არც კი გაქვს სურვილი მათთან მიხვიდე, წარმოგიდგენია მაინც იმ ბიჭის ნათესავები ჩვენს ოჯახზე რას ფიქრობენ? გასაგებია რომ სახლიდან წასვლა და დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტე, მაგრამ ვფიქრობ ცოტაოდენი პატივისცემის ღირსები მაინც ვართ. შენგან ეს არ..
-დედა ორსულად ვარ!-საუბარი გააწყვეტინა და თვალები რაღაცას გაუშტერა. ნატას სიბრაზისგან ყველაფერი ერთიანად დაეჭიმა და აუცახცახდა.. ხმის ამოღება დააპირა, თუმცა ეს ვერ შეძლო, გაქვავებული იჯდა საკუთარი შვილის წინ და ნერწყვსაც კი ვერ ყლაპავდა.
-ვიცი ახლა შეიძლება ჩემი მოკვლის სურვილიც კი გაგიჩნდეს..-მისთვის არ შეუხედავს ისე განაგრძო.-და ვერც დაგადანაშაულებ ამაში. უბრალოდ მინდოდა გცოდნოდა ეს ამბავი. მე არ გთხოვ ბების იყო ჩემი შვილისთვის, შეგიძლია მის სანახავად არც კი მოხვიდე.-ყელში ცრემლი გაეჩხირა.-არც ჩემთვისაა მარტივი ეს ყველაფერი, ხანდახან მგონია რომ ვერც კი გავუძლებ, მაგრამ ეს ვიღაც, ვინც აქ მიზის და ხელ ფეხს გამუდმებით მირტყავს, ბრძოლას მაიძულებს..-ხელი მუცელზე მოიკიდა და თვალები დედისკენ გააპარა, რომელიც ისევ გაძეგლებული იჯდა..-მე შენგან არაფერს ვითხოვ, არც არასდროს მომითხოვია, უბრალოდ იცოდე რომ შენს გაჩენილ სიცოცხლეში, კიდევ ერთი სიცოცხლე ჩაისახა, უბრალოდ ეს იცოდე, მეტი არაფერი..-თვალებიდან ცრემლები მოიწმინდა, ფეხზე წამოდგა და კარისკენ გაემართა, თითქმის გარეთ იყო დედის ხმა რომ მოესმა..
-მატილდა!..
ჯერ ერთ ადგილას გაშეშდა, შემდეგ კი მისკენ მობრუნდა.
-შეიძლება საუკეთესო დედა არ ვიყავი და არც საუკეთესო მაგალითი მომიცია შენთვის დედობის, მაგრამ ჩემს შვილიშვილზე უარს არ ვიტყვი, არა მატი, ამას არ გავაკეთებ.
-არ ინერვიულო დედა, ცუდი მაგალითიც, მაგალითია.-ხმაურით ჩაიცინა და სახლი ქუსლების კაკუნით დატოვა..
გოგოებს შეხვდა, ამჯერად გარეთ, არ უნდოდა კატიას სახლში მისვლა რადგან ყოველ წამს შეიძლებოდა იოანი მისულიყო, ამიტომ ვერ გარისკავდა..
კაფეში ისხდნენ და გემრიელად მიირთმევდნენ ნაყინს, მოულოდნელად მატილდას ტელეფონი აწკრიალდა, დახედა, უცხო ნომერი იყო, მაგრამ მაინც თამამად აიღო.
-გისმენთ.
-შეგიძლია შემხვდე?-ნაცნობი მამაკაცის ხმამ, თავბრუ დაახვია, კოვზს ხელი გაუშვა და სკამის საზურგეს მიეყრდნო.
-გესმის?-იოანის ხმის ვიბრაცია, მასში მთლიანად აღწევდა..
-რატომ უნდა შევხვდეთ?-მის სიტყვებზე გოგოებმა ცნობისმოყვარე თავები წამოყვეს, მაგრამ მატილდამ თითის მოძრაობით გააჩუმა.
-წინასწარ თუ გეტყვი, შეხვედრას რაღა აზრი ექნება.-ხმით ჩაიცინა.-უბრალოდ შევხვდეთ, მოვალ სადაც მეტყვი.-იოანსაც აბნევდა მატილდას საუბარი, თუმცა არ იმჩნევდა, თავს უმკლავდებოდა.
-არ ვაპირებ შენთან შეხვედრას.-სიმკაცრე დაიბრუნა ხმაში.
-ტყუილად მეურჩები.-ისევ ჩაიცინა.-ვიცი სადაც ცხოვრობ, ნებისმიერ დროს შემიძლია გავიგო სად ხარ ისე, როგორც შენი ნომერი გავიგე. შეხვედრას არ გთხოვ, უბრალოდ უნდა შემხვდე და ეს მოხდება შენი უარის მიუხედავადაც.. ასე რომ გთხოვ, ორი წლის ბავშვივით ნუ დამაწყებინებ შენს დევნას, მითხარი სად მოვიდე.
-ნახევარ საათში ჩემს სახლთან რომ სკვერია იქ ვიქნები.
-ჩათვალე უკვე იქ ვარ.
მატილდამ აკანკალებულმა მოიშორა ტელეფონი. ისე მიაშტერდა გოგოებს, თითქოს მათ ჰქონდათ მისთვის რაიმე სათქმელი.
-ვინ იყო?? ამოღერღე!
-იოანი იყო.. ჩემი ნახვა უნდა.-ძლივს ამოილუღლუღა მატილდამ.
-რააა? არ უნდა შეხვდე მატილდა! იმედია არ ხვდები ხო? არცერთ ვარიანტში არ უნდა შეხვდე!
-დამშვიდდი კატია, უნდა შეხვდეს, იქნებ რისი თქმა უნდა.
-როდიდან გახდა მნიშვნელოვანი იოანს რისი თქმა უნდა?-თვალები დაყვლიფა კატიამ.-მგონი დრამები არ გაკლია მატი, და კიდევ ნუ დაიმატებ.
-დამშვიდდით, ყველაფერი კარგად არის. მივალ, მოვუსმენ და წამოვალ.
კატიამ დიდხანს იჯიჯღინა, მაგრამ მატილდამ თავისი გაიტანა..

პარკში რომ მივიდა, მაშინვე დაინახა გრძელ სკამზე ჩამომჯდარი იოანი, ტელეფონში ათვალიერებდა რაღაცას, ან ვიღაცას წერდა, ეს ზუსტად ვერ გაარჩია.
მისკენ მიდიოდა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა.. როგორ უნდა შეეკავებინა თავი?! როცა მასთან პირისპირ დაჯდებოდა მარტო. როგორ გაუძლებდა მისი ხმის ვიბრაციას, მისი ტუჩების მოძრაობას.. როგორ გაუძლებდა რომ არ შეხებოდა, თუნდაც მხოლოდ ხუთი თითით..
მიუახლოვდა..
იოანმა იგრძნო და ზევით აიხედა. ნერწყვები წყალდიდობასავით მოადგნენ როდესაც სასურველ ქალს შეავლო თვალი.. საკუთარ თავს დიდხანს უკითხავდა ლექციებს როგორ უნდა ელაპარაკა მატილდასთან ისე, რომ ემოციებს არ აჰყოლოდა, მაგრამ როცა ის დაინახა, ყველაფერი დაავიწყდა..
მატილდა მის გვერდით ჩამოჯდა, თუმცა მოშორებით.. გულში ლოცავდა სკამის დამდგმელს, მისი სიგრძიდან გამომდინარე შეეძლო ცოტათი მაინც შორს ყოფილიყო იოანისგან..
-როგორ ხარ?-თმა გადაიწია იოანმა და ტუჩები ენით დაისველა.
-კარგად.-ცივად უპასუხა მატილდამ.-რა გინდა? რასთან დაკავშირებით გინდოდა ჩემი ნახვა?
-მაპატიე, შეურაცხყოფა რომ მოგაყენე.-მასთან მიიწია და ლოყაზე ფრთხილად შეეხო გრძელი თითებით.. ნერწყვი გადაყლაპა.. მის კანთან შეხება შეშლილს ხდიდა.-მაპატიე, უბრალოდ თავს ვერ შევიკავებდი.. დავინახე ქალი, რომელიც ღამე მხოლოდ მე მეკუთვნოდა, მხოლოდ მე მეხებოდა, მხოლოდ ჩემს სახელს კიოდა, როგორ ეხებოდა, კოცნიდა სხვა მამაკაცს და ამ ფაქტმა ჭკუიდან გადამიყვანა. ვიცი ეს არ მამართლებს, მაგრამ მინდა მოგიბოდიშო. მინდა გავერკვე ყველაფერში რაც ჩვენ დაგვემართა..
მატილდას მთელი სხეული უცახცახებდა, მხოლოდ იმას ნატრულობდა მიწა გამსკდარიყო და თავადაც მას ჩაყოლოდა.. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორე ადამიანი ასე გააგიჟოს მხოლოდ საუბრით? მხოლოდ საუბრით რადგან მატილდა მისთვის შეხედვას ვერ ბედავდა.. მას უსმენდა, მაგრამ თვალებით ხან სად იყურებოდა, ხან სად.. ბოლოს ძალები მოიკრიბა, მიხვდა რომ პასუხის დრო იყო..
-ჩვენ? ვის ჩვენ? მე და შენ უბრალოდ სექსი გვქონდა, მეორე დღეს მე სხვას ვაკოცე, შენ ეს დაინახე, საშინელი შეურაცხყოფა მომაყენე, წახვედი და მერე ისევ დაბრუნდი, საკუთარ შვილთან ერთად.. ახლა კი გინდა ჩვენზე ვისაუბროთ? უკაცრავად, მაგრამ საერთოდ არსებობს ეგ ცნება?!
-ჩემთვის რომ შემოგეხედა და ეგ ყველაფერი ისე გეთქვა, უფრო დამაჯერებელი იქნებოდა.-ხმამაღლა გაიცინა.-მე ვიცი რასაც ვგრძნობ შენ მიმართ და შეუძლებელია ამას ვგრძნობდე, თუ შენც არ გრძნობ.. ეს ყველაზე ორმხრივი გრძნობაა, რაც კი განმიცდია. იმ ღამეს ჩვენ საკუთარი თავები გავუცვალეთ ერთმანეთს.. შენ მე გეკუთვნოდი, მე კი შენ.. საკუთარი სხეულივით ვგრძნობდი შენსას და ეს განცდა ახლაც ისე მძაფრად მომყვება, მგონია მალე საერთოდ ჭკუიდან შევიშლები..-თავი ააწევინა და თავისკენ შეაბრუნა, თუმცა მატილდამ მოასწრო თვალების დახრა..-არ ვაპირებ გაკოცო, მიუხედავად იმისა რომ შენი კოცნის გამო შეიძლება საკუთარი სიცოცხლეც კი დავთმო.. უბრალოდ მინდა გულრწფელი იყო, ისეთი გულრწფელი როგორიც მე ვარ ახლა.. მე აქ შენ გამო ჩამოვედი, აქ სხვა არაფერი მესაქმება.. ამიტომ მითხარი მატილდა..-მის სახელზე ყველაზე დიდი აქცენტი გააკეთა და წამიერად ხმა გაუწყდა.-მითხარი რომ სწორად მოვიქეცი, როცა თვითმფრინავის ბილეთი ავიღე და შეთან წამოვედი, მითხარი რომ ეს ღირდა, იმიტომ რომ შენც ისევე გინდა ჩემთან ყოფნა, როგორც მე მინდა შენთან..
იოანი გაჩუმდა და მატილდას მიაშტერდა, რომელიც ჯიუტად მაინც ახერხებდა სულ სხვაგან ეყურებინა..
-მაპატიე, მაგრამ ვერ დაგეთანხმები.. ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვი აქ რომ ბრუნდებოდი, არ ვიცი რა იფიქრე, მაგრამ რაც არ უნდა გეფიქრა, შეცდი. ახლა კი შეგიძლია უკან დაბრუნდე.
შერჩენილი ძალებით ფეხზე წამოდგა და მამაკაცს, რომელთან დარჩენაც ყველაზე მეტად სურდა, ზურგი ჩუმად, უხმაუროდ აქცია..
_______________
მადლობა ყველას ვინც კითხულობთ.. <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 666 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ოხ მატილდა, ოხ მატილდაა! აი, ახლა იოანზე კი არა ამ გოგოზე ვარ გაბრაზებული biggrin :D ბიჭმა ფაქტობრივად სიყვარული აუხსნა, ეს კიდევ რას აკეთებს? მოსაკლავია ეს გოგო! biggrin :D სულაც არ ვთვლი მართებულად, რომ ქალმა ბავშვის მამას საკუთარი შვილის არსებობა უნდა დაუმალოს. ხომ შეეძლო ეთქვა ახალი ამბავი და მასთან მხოლოდ დისტანცია შეენარჩუნებინა? შეგიძლია შენი შვილი ნახო, როცა მოგინდება, მაგრამ ჩემთან ურთიერთობა არ გექნებაო? არა, მესმის რომ იოანმა ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა და მის ადგილას ასეთ ადამიანს ზედაც არ შევხედავდი, მაგრამ, ამ მომენტში ისეთი საყვარელი, ისეთი რომანტიკული იყო, რომ გული მომილბაა happy
არ გეგონოს, რომ არ მომეწონა და მსგავსი რამ biggrin უბრალოდ, მატილდას საქციელმა გამაცოფა biggrin შენ მშვენივრად წერ. თან ისეთი უცხო სახელები გაქვს გამოყენებული happy მთლიანობაში, ძალიან მომეწონა და მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას. იმედია, მატილდას გონება გაეწმინდება და მიხვდება, რომ სისულელეს აკეთებს happy
avatar
0 Spam
2
ვაიჰ, მადლობა გოგონი შეფასებისთვის. <3 :>
მატილდას უბრალოდ გონება აქვს არეული, იმდენი რაღაც დაატყდა თავს ერთიანად, თუმცა ყველაფერი გამოსწორებადია. :დ <3
გაგრძელება მალე იქნებაა..! <33 :>
avatar