სანამ შემიყვარებ.[5]
02.09.2018, 16:27
-მატილდა, ძალიან გთხოვ, გააღე კარი და დამელაპარაკე.-უშედეგოდ ცდილობდა ელენა დაქალის ალაპარაკებას..
მატილდა მთელი ღამე არ გამოსულა ოთახიდან, არც წყალი მოსდომებია, არც საჭმელი, საერთოდ არაფერი უნდოდა.. იწვა ლოგინზე, ხელებით ეფერებოდა მუცელს და ბოდიშებს უხდიდა საკუთარ შვილს იმისთვის, რომ მამას ართმევდა.. რომ არ შეეძლო მისთვის მამის შენარჩუნება..
ან იქნებ შეეძლო?! იქნებ ერთადერთი რაც მას უნდა გაეკეთებინა იოანთან ლაპარაკი იყო.. იქნებ იოანს გადაერჩინა მათი ურთიერთობა, იქნებ მას მართლა ისე უყვარდა მატილდა, როგორც უნდა უყვარდეს მამაკაცს ქალი..
საკუთარ ფიქრებში ჩაეძინა, თუმცა ამასაც არ ჰქონდა მნიშვნელობა..

*
-რა ხდება იოან? დამირეკე და უკვე ნახევარი საათია ხმას არ იღებ, იქნებ პატივი დამდო და მითხრა რა ჯანდაბა ხდება შენს თავს!-სიბრაზეს ვეღარ მალავდა დანიელა.
-ის წავიდა..
-ვინ წავიდა? სად წავიდა? გარკვევით მითხარი.
-ყვეალფერი დამთავრდა დანი.. ხვალვე ვბრუნდები უკან და საერთოდ ეს სიგიჟე რატომ გამაკეთებინე?! რატომ არ შემახსენე რომ ჩემს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არ არის.. რატომ არ შემახსენე რომ ეს არ არის ჩემი სფერო.-ხმა უწყდებოდა განადგურებულ მამაკაცს..
-რეებს ბოდავ? როდის გადაწყვიტე რომ შენს ცხოვრებაში სიყვარულის ადგილი არ არის?
-ყოველთვის ვიცოდი.
-გინდა თავი დამნაშავედ მაგრძნობინო? გინდა მაფიქრებინო რომ ცხოვრებას გართმევ?-ემოციებს აჰყვა ქალი და საუბარი ყვირილში გადაუვიდა.
-ეგ მეორედ არ თქვა დანიელა! არ გაბედო მაგის მეორედ გამეორება!
-აბა რა ვიფიქრო? ჩემ გამო, ბავშვების გამო უკვე წლებია იბრძვი, შენს ცხოვრებაზე უარი თქვი და მე ამის უფლება მოგეცი.. ხო! მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა თვეების ბავშვით, ორსული დაგთანხმდი შენთან გადმოსვლაზე.. მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა ოფიციალურად გავხდი შენი ცოლი იმიტომ რომ ბავშვებზე მეურვეობა მოგეპოვებინა.. მე მოგეცი ამის უფლება მაშინ, როცა საავადმყოფოში ვიწექი და ჩემს შვილს მთლიანად შენ გაზრდევინებდი.. საკმარისია იოან! ეს უნდა დამთავრდეს. ჩვენ ერთმანეთს უნდა გავეყაროთ, დროა შენი ცხოვრება დაიწყო..
-მეგონა მე ვიყავი აფექტის მდგომარეობაში და ამიტომ დაგირეკე, თურმე შენ ყოფილხარ. ნეტა იცოდე რამდენ სისულელეს ამბობ.. ხვალ ვილაპარაკოთ, როცა გადაგივლის.
-აღარ გადამივლის! ბავშვები ოდესმე მაინც გაიგებენ, რომ ეს სამყარო, რომელსაც მათ შენ უქმნი, რეალურად არ არსებობს. ამიტომ თავს დროულად უნდა უშველო.
-დანიელა! მე მიყვარს ჩემი შვილები, მე მათ მხოლოდ ამ სიყვარულს ვაძლევ და ჩემი სიყვარული ყველაზე რეალურია.. ისინი ჩემი შვილები არიან და ეს ყოველთვის ასე იქნება, მე ყოველთვის ვიქნები მათი მამა, ამას ვერავინ და ვერაფერი შეცვლის. შენ კი გირჩევნია ლისენიას ჩემ მაგივრად აკოცო და მასთან ერთად ცოტახანს დაიძინო, თორემ უკვე მეტისმეტი მოგდის.
-არ მინდა შენს სიყვარულზე უარი თქვა, ვიცი ეს ერთხელ მოდის, ვიცი იოან!
-იქამდე ვამბობ უარს, სანამ შევიყვარებ, შენ დამშვიდდი. ვერ ვიტან როცა ნერვიულობ და თან ჩემი მიზეზით.
-იოან, შენ ყველაზე კარგი ადამიანი ხარ იმათში, ვისაც ცხოვრებაში შევხვედრივარ.. ის რაც შენ ჩემთვის გააკეთე, უბრალოდ სასწაულია. შენ საუკეთესო მამა ხარ საუკეთესოთა შორის, ბავშვები გაღმერთებენ, ტანიას ჩემზე მეტად უყვარხარ და ამის თქმა არც ერიდება.. შენ საუკეთესო ქმარი ხარ, მიუხედავად იმისა რომ ჩვენ არგვაქვს ცოლ-ქმრული ცხოვრება. არასდროს გავიწყდება ჩემთვის დილით ყავის გამზადება, არასდროს ბრუნდები სახლში ჩემი საყვარელი შოკოლადის გარეშე. რაც არუნდა ჩავიცვა, სულ კომპლიმენტებით მავსებ. შეგიძლია საუზმეც, სადილიც და ვახშმიც შენ მოამზადო სამსახურიდან შესვენებაზე გამოსულმა იმიტომ რომ მე არ გადავიტვირთო..-დანიელა ატირდა.
-დანი, დარწმუნებული ხარ რომ ახლა გინდა ამ ყველაფრზე საუბარი? იქნებ ერთმანეთს რომ შევხვდებით მაშინ განვაგრძოთ?
-იბრძოლე შენი სიყვარულისთვის ჩემო ბიჭო.. იბრძოლე იმისთვის რომ ოჯახი შექმნა, კიდევ გყავდეს შვილები.. შენ იცი რომ ჩემი დღეები დათვლილია, არ მინდა ჩემი გოგოები დედის გარეშე დარჩნენ.. ჩემო ბიჭო, იპოვე ვინმე, ვინც შენზე იზრუნებს, იმიტომ რომ მხოლოდ შენ ზრუნავ სხვებზე და პირიქითაც გჭირდება.
-დან, უნდა წავიდე, ტანია ლაშასთან დავტოვე და უნდა მივაკითხო. მიყვარხარ, კარგი? ყველაფერი კარგად არის, მიყვარხარ.
-მეც მიყვარხარ..
იოანმა ერთხელ აიხედა მატილდას სახლისკენ, ისე თითქოს სულ არ იყურებოდა მისკენ და იმ ადგილიდან გაუჩინარდა..

*
მატილდამ დილით ადრე გაიღვიძა, ოთახიდან გამოვიდა, ყავა დაისხა და სამზარეულოს სკამზე მოთავსდა ყავით და სიგარეტით ხელში. თავს იქამდე გრძნობდა მშვიდად, სანამ ოთახიდან ელენა არ გამოვარდა.
-რააა??? ყავააა და თან სიგარეტი?-გიჟივით მივარდა დაქალს.
-ლენ, გთხოვ შემეშვი.
-ეს სიგარეტი მომეცი სასწრაფოდ!!-ხელიდან სიგარეტი გამოგლიჯა და ყავა გადაუქცია..
-გუშინ კატიას ველაპარაკე, იოანი იყო მაგათთან მისული, ტანია ჰყავდა დატოვებული და მიაკითხა, ისიც შენნაირად გაშეშებული იყო, კატიამ მხოლოდ ის გავიგე რომ ხვალ უკან გამგზავრებას აპირებსო. მატი, უბრალოდ მითხარი რა მოხდა..
-ბოდიში მომიხადა, ერთად ყოფნა შემომთავაზა, მე კი ვუთხარი რომ უკან დაბრუნებულიყო..
-მოიცა, ცოლზე არ ჰკითხე?
-არა.
-მატილდა გაგიჟდი??? პირველ რიგში ეგ უნდა გაგერკვია! იქნებ საერთოდ არ ჰყავს ცოლი, იქნებ შეგიძლიათ ერთად ყოფნა! საერთოდ რაებს აკეთებ ამ ბოლო დროს???? ყველას ატყუებ მატილდა! საერთოდ ყველას! შენი ცხოვრება ერთ დიდ ტყუილად აქციე. ეგ ბიჭი შეიძლება აღარასდროს დაბრუნდეს და ეს შეიძლება თქვენი ერთად ყოფნის ერთადერთი შანსი იყო, რომელსაც შენ ზურგი აქციე..
-არ შემეძლო ელა. არ შემეძლო! მასთან ამ თემაზე ვერ ვისაუბრებდი.-ტირილით აღმოთქვა მატილდამ..
-ხოდა აღარ მაინტერესებს! კატიას ახლავე დავურეკავ და ვეტყვი ლაშასგან ყველაფერი გაიგოს იოანზე! დროა ვიღაცამ რეალობაში დაგაბრუნოს.
-მაგას არ გააკეთებ ელა! მე არ მინდა ვინმემ და მითუმეტეს ლაშამ გაიგოს ჩემზე და იოანზე! ძალიან გთხოვ, პატივი ეცი ჩემს გადაწყვეტილებას და ჩემს ცხოვრებაში ნუ ჩაერევი.-ნერვიულად წამოხდა სკამიდან.
-მე გამოსავალს გთავაზობ მატილდა, მაგრამ შენ თუ გლოვა გირჩევნია, შემიძლია ჩემი შავი ტანსაცმელიც გათხოვო..

*
იოანი უკან დაბრუნდა..
ცხოვრების ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, თუმცა მისი ცხოვრება მეტწილად კოშმარად იქცა..
ღამე საერთოდ აღარ ეძინა, თვალის დახუჭვასაც კი ვერ ახერხებდა..
თავადაც არ იცოდა ყველაზე მეტად რა აგიჟებდა, ის რომ სიყვარული დაკარგა, ის რომ ცხოვრებაში პირველად ქალმა უარი უთხრა თუ ის რომ მისთვის ყველაზე სასურველი ქალი შეიძლება სხვისი საკუთრება ყოფილიყო.. ყველაფერი მაინც ერთმანეთთან მოდიოდა თანასწორობაში და საბოლოოდ იოანი ჭკუას კარგავდა..
დანიელა ამჩნევდა მის ასეთ მდგომარეობას, ელაპარაკებოდა, ემუქრებოდა თუმცა არაფერი ჭრიდა, საბოლოოდ გადაწყვიტა რამენაირად მატილდას ნომერი მოეპოვებინა და მასთან დაერეკა..

-გისმენთ.-ახალგაღვიძებულმა ძლივს მიაგნო ტელეფონს და ნაძალადევად უპასუხა..
-გამარჯობათ, თქვენ ალბათ მატილდა ხართ..-დანიელას ძალიან ანერვიულებდა ეს დიალოგი, ამიტომ ხმაც ძალიან უკანკალებდა.
-დიახ, თქვენ ვინ ბრძანდებით?-ლოგინზე წამოჯდა და გაბერილ მუცელზე ხელი დაისვა.
-მეე.. მე დანიელა ვარ. თქვენ არ მიცნობთ.
-გისმენთ დანიელა, მითხარით რით შემიძლია თქვენი დახმარება.
-იცით მეეე, მე იოანის ცოლის ვარ..
-იოანის ცოლი?-თავზარი ეცა მატილდას.
-ხო, მე მისი ცოლი ვარ თუმცა არა, დიალოგი ამით არ უნდა დამეწყო.. ახლა ყველაფერი უფრო აირევა! ჯანდაბა!
-ყველაფერი კარგად არის?
-არაა, არა მატილდა.. უკვე დიდიხანია არაფერია კარგად.. შენთან შეხვედრის შემდეგ, იოანი განადგურებულია, მე მას ვეღარ ვცნობ, ასეთი არასდროს მინახავს. ადამიანს აღარ ჰგავს..
-თქვენი ქმრის პრობლემებს მე ნუ მომახვევთ თავზე ძალიან გთხოვთ. არ ვიცი იოანსა და ჩემზე რა იცით, მაგრამ რაც უნდა იცოდეთ, მე მაინც გეტყვით რომ ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. ვწუხვარ თქვენი ქმრის და თქვენ გამო, მაგრამ ამას ჩემთან არაფერი აქვს საერთო. წარმატებებს გისურვებთ ორივეს და ძალიან გთხოვთ, მეორედ ამ ნომერზე აღარ დარეკოთ.-ლაპარაკი გააწყვეტინა, თავისი სათქმელი უთხრა და გაუთიშა. იცოდა რომ უტაქტოდ მოიქცა, მაგრამ ამაზე არ დარდობდა.
-ვინ იყო?-ბალიშიდან ძლივს აწია თავი მიკამ.
-მნიშვნელოვანი არავინ, დაიძინე.-გაუღიმა და თავადაც დაესვენა ლოგინში.
-მთელი ღამე არ გეძინა, წრიალებდი. ექიმთან ხომ არ წავიდეთ?
-აუცილებელი არ არის ყველაფერზე ექიმთან სირბილი. უბრალოდ ჩვენი პატარა ღამით უფრო აქტიურია.-ხმით გაიცინა და მიკას ლოყაზე ხელით მიეფერა.
-მიყვარს ასე რომ ეძახი, ჩვენი პატარა.-სასიამოვნოდ ჩაიღიმა მიკამ და მატილდას ტუჩებს შეეხო.

*
-კაწ, შენი აზრით მატილდა სწორად იქცევა? -ტუჩზე იკბინა და ყავა მოსვა.
-ჩემი აზრით, ის ყველაზე დიდ შეცდომას უშვებს!-სიბრაზისგან კბილებში გამოცრა.
-აქამდე ყველაფრის გაგებას ვცდილობდი, მაგრამ აი ამ მიკას უკვე ვერაფრით ვხსნი.. მგონი ზედმეტად აყვა თამაშს. მეშინია ამან ბავშვი არ დააზარალოს.
-უნდა დაველაპარაკოთ..-უიმედოთ აატრიალა თვალები.
-რამდენჯერ კატი? სულ მაგას ვეჩიჩინები, ერთი სიტყვის გაგებაც არ უნდა. რაც იოანს ელაპარაკა იმის მერე ყველაფერს უკუღმა აკეთებს.
-ვიცი, ჩემი ჩხუბიც კი აღარ ჭრის. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე კვირა დარჩა, სხვა გზა აღარ არის, იოანთან ყველაფრის გარკვევა ჩვენ მოგვიწევს.
-ჩვენ?-თვალები გაუფართოვდა.
-ხო, ჩვენ. მას ვნახავთ, დაველაპარაკებით. რა თქმა უნდა,მატილდას ორსულობაზე და მის გრძნობებზე არაფერს ვეტყვით, მაგრამ თავად ყველაფერს გამოვკითხავთ.
-მეეჭვება იოანი საქართველოში ჩამოვიდეს.
-ვიცი, ის არ ჩამოვა, ჩვენ თავად უნდა ჩავიდეთ.
-რააა? რუსეთში წასვლას მთავაზობ? შეგვიძლია facebook-ზე გავესაუბროთ, ან ნებისმიერ სოციალურ ქსელში.-გიჟივით აწიკვინდა ელენა, თუმცა მიხვდა რომ კატიამ ეს გადაწყვეტილება უკვე მიიღო.
-ვაიმე ღმერთო! იქნებ ერთი ნორმალური სრულჭკუაზე მყოფი ადამიანიც გამოგეგზავნა ჩემთვის, რატო გამწირე ასეე..-ბოლო ხმაზე კიოდა ელენა.
-ლენ, ახლა გიჟივით მხოლოდ შენ იქცევი და თუ მთელი კაფის ყურადღებას არ მიიქცევ, შეიძლება აქედან მშვიდობითაც გავაღწიოთ.-გაეცინა კატიას.
-და ლაშასთვის რის თქმას აპირებ?
-ვეტყვი რომ შენ მოგყვები.
-და მე რა ჯანდაბა დამრჩენია რუსეთში???-თვალები დაქაჩა ელენამ.
-ნათესავი გყავს იქ, რომელსც არავინ ჰყავს, ცუდად გახდა და შენ გიწევს მასთან ჩასვლა, თან ფრენის გეშინია, ამიტომ მარტო ვერ წახვალ..
-აჰაა, ან შენ უკვე დიდი ხანია შემუშავებული გაქვს ეს გეგმა და იქნებ ისიც გამანდო მთელი მოსკოვის მოვლას ვაპირებთ, იოანი კარდაკარ უნდა ვეძებოთ თუ მოიფიქრე რამე უფრო ჭკვიანური?
-იოანს იქ დავურეკავ, შეხვედრას ვთხოვ. ვეტყვი რომ რუსეთში შენი ავადმყოფი ნათესავის გარდა არავინ გვყავს და ვინმესთან დალაპარაკება გვჭირდება.
-ესეიგი ყველაფერი ჩემს კისერზე ტყდება და მატილდას რას ვეტყვით?
-ეგ უკვე შენ მოიფიქრე.-წარბები აათამაშა კატიამ და წვენი მოსვა.
-არა, არა! მე ვერაფერს მოვიფიქრებ! და საერთოდ, რამდენადაც კარგი იდეაა რუსეთში წასვლა, იმდენად საშინელიცაა. წარმოდგენა მაინც გაქვს მატილდა რას გვიზავს? ხორცსაკეპ მანქანაში გაგვატარებს ორივეს ერთად. მიუხედავად იმისა რომ საშინლად იქცევა, მის ცხოვრებაში ასე ხელების ფათურს ვერ დავიწყებთ კაწ.. ეს არ იქნება სწორი.
-მაშინ ვისხდეთ და ვუყუროთ როგორ ინადგურებს თავს ჩვენი საკუთარი დაქალი! და საერთოდ, იმაზე არ გიფიქრიათ რომ ყველა მამას აქვს უფლება საკუთარ შვილს იცნობდეს??? და ყველა შვილს აქვს უფლება იცოდეს ვინ არის მამამისი! მე მართლა გულით მეცოდება იოანი, მას საკუთარ შვილს ართმევენ, ეს იგივეა მატილდასთვის ძალით რომ გაგვეკეთებინა აბორტი, მისი თანხმობის გარეშე.. მატილდა მას საკუთარ შვილს ართმევს და ეს ყველაზე არასწორია ლენ.-თვალები აუცრემლიანდა კატიას.
-ხოდა მატილდასაც ზუსტად მაგაზე დაველაპარაკოთ, ვაიძულოთ იოანს სიმართლე უთხრას.

-რა ხდება? რა სახეები გაქვთ?-კარი გააღო მატილდამ და გოგოები სახლში შემოიპატიჟა.
-მარტო ხარ? თუ ისიც აქ არის?-სახლის თვალიერება დაიწყო კატიამ.
-არა, წავიდა. რა ხდება?
-შენთან ლაპარაკი გვინდა მატი, დავსხდეთ.-საბარძლისკენ წავიდა ელენა, გოგოებიც მას გაყვნენ.
-მოკლედ..-საუბარი კატიამ დაიწყო.
-არ ვიცი შენთვის რამდენად მისაღებია ის რასაც გეტყვი, მაგრამ თავს ვალდებულად ვგრძნობ გითხრა რასაც ვფიქრობ.. პირველ რიგში შენი მიკასან ურთიერთობა გულის ამრევი ფაქტია, არ ვიცი ამით რის დამალვას ან შენიღბვას ცდილობ, მაგრამ ეს საშინელება, დროულად უნდა დაამთვრო..
-კატი, მე მასთან თავს ბედნიერად ვგრძნობ, ძალიან გთხოვ ამას შეეგუო.-გააწყვეტინა მატილდამ.
-იმას გრძნობ რასაც იოანთან გრძნობდი?-საუბარში ელენა ჩაეჭრა.
-ეგ შეიძლება ვეღარასდროს ვერავისთან ვიგრძნო, ამის გამო მარტო უნდა დავრჩე? ის რასაც იოანთან ვგრძნობდი, ახლოსაც ვერ მოვა ჩემი და მიკას გრძნობებთან.. ჯანდაბა! ბოლოს და ბოლოს მე მისგან შვილს ველოდები, როგორ შეიძლება ეს ერთიდაიგივე იყოს.. მაგრამ მე და მიკა ერთმანეთს ვუგებთ, მან მიიღო ჩემი ბავშვი, მან მეც მიმიღო.. ის იდგა მთელი ჩემი ორსულობის დროს ჩემ გვერდით.. მას ეჭირა ჩემი თავი როცა გულს ვირევდი.. ის დარბოდა ჩემთვის არაადეკვატური სურვილების ასასრულებლად მთელი ღამე. ამას ვერ ხედავთ??? და სად იყო ამ დროს იოანი? თავის ცოლის და შვილების გვერდით..
-არ გაბედო მატილდა! არ გაბედო იოანის დადანაშაულება! მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი რამ შეეშალა, ვერ დაასდებ ბრალს შენთან არ ყოფნაში! ის შენ თავად გააბრუნე უკან და დარწმუნებული ვარ ბავშვის შესახებ რომ გეთქვა, ბოლომდ ეიბრძოლებდა შენთვის თუ არა, მისთვის მაინც! ასე რომ ძალიან გთხოვ, ყველაფერს მხოლოდ შენი გადმოსახედიდან ნუ უყურებ! ასეთი სულელი მეექვსე კლასსშიც კი არ ყოფილხარ!-ემოციებს აჰყვა კატია, თავს ვეღარ იკავებდა.
-და კატია შენ გჭირდება კაცი რომელიც შენი გულისთვის თავის ოჯახს მიატოვებს?
-ამას მნიშვნელობა არ აქვს მატი.. შენ მისთვის სიმართლე უნდა გეთქვა და დანარჩენზე ყველაფერზე ის აგებდა პასუხს.
-ლენ, თქვენ არცერთს გესმით რა სიტუაციაში ვარ მე ახლა..-თვალები აუცრემლიანდა მატილდას.
-ყოველ დღე, ყოველ დღე საკუთარ თავს ვადანაშაულებ იმაში, რომ ის გავუშვი.. ყოველ დღე როცა ჩემი პატარა თავს მახსენებს და ჩემს მუცელზე მის ფეხს ან ხელს ვხედავ, იოანის თბილი ხელი.. მისი გრძელი თითების სიმხურვალე მახსენდება. წარმოვიდგენ როგორ ეთამაშება ჩემს მუცელს და თავს ძლივს ვიკავებ, რომ საბოლოოდ არ გავგიჟდე.. მახსენდება როგორი იყო ის, როცა პირველად ვნახე, მახსენდება როგორ გამეყინა სხეული როცა მას შევხედე და ამ ფიქრებს რომ ავყვე ალბათ საგიჟეთში ვიქნები დასაწვენი.. მიკა კი უბრალოდ კარგი საშუალებაა ფიქრების თავიდან მოსაცილებლად, მან იცის რომ ვიყენებ, თუმცა თანახმაა, უნდა თავი შემაყვაროს. მეც ვიცი რომ არსდროს შემიყვარდება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ურთიერთობა სადაც სიყვარული არ არის, უფრო მარტივია..
-შენ ვერ ხვდები რომ იოანის დაკარგვასთან ერთად, შენი თავიც დაკარგე. შენ ის მატილდა არ ხარ, რომელსაც მე ვიცნობდი.. შენ ასეთი სუსტი არ ხარ. არ ხარ ის ქალი, რომელიც საკუთარ სიყვარულზე იტყვის უარს შიშის გამო, არ ხარ ის ქალი რომელიც საკუთარ შვილს მამას ისევ შიშის გამო წაართმევს.. შენ ყოველთვის გონებით მოქმედებდი, სისუსტე არასდროს გამოძრავებდა.-მატილდას გაეცინა კატიას სიტყვებზე.
-და მაშინ სად იყო ჩემი გონება, როდესაც იოანთან სექსს დავთანხმდი.. აქ ამ სახლში..-თვალი გარემოს მოავლო..
გოგოებმა დიდხანს ისაუბრეს, მატილდა დათანხმდა იმ აზრს რომ მიკას თავს დაანებებდა, თუმცა იოანთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლია.

*
-რაზე ფიქრობ?-ღიმილით მიუახლოვდა დანიელა იოანს.
-არაფერზე, ისე უბრალოდ..
-არ გშია?
-არა დანი..
-დაურეკე.
-ვის?
-მატილდას. დაურეკე, დაგამშვიდებს მისი ხმა.
-ისევ დაიწყე?-სახე ზევით აატრიალა და სიგარეტს გაუკიდა.
-გული რაღაცას მიგრძნობს და ხომ იცი რომ ეს გული არასდროს ცდება. დაურეკე და უბრალოდ დაელაპარაკე.
-რაზე უნდა ველაპარაკო ადამიანს, რომელსაც ჩემთან ურთიერთობა არ სურს.-ხმამაღლა ჩაიცინა.
-იოან!
-რაც უფრო ვიაზრებ იმას, რომ მას ჩემთან არ უნდა, მით უფრო მეტად
მიჩნდება ლტოლვა მის მიმართ. ასე შორს არის და მაინც მიზიდავს.. სიშორით, სიჩუმით, უარით მიზიდავს.. ასე შორს ვართ ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ახერხებს დამიმონოს..
-დაურეკე იოან, დამიჯერე, იპოვი სათქმელს..
მხარზე ხელი დაადო, მაგიდაზე ფურცელი დადო სადაც მატილდას ნომერი ეწერა და ოთახიდან გაუჩინარდა.
იოანმა დიდხანს უყურა ფურცელს, რამდენჯერმე დაკუჭა, გადაგდებაც დაუპირა, თუმცა საბოლოოდ მაინც დაუჯერა დანიელას სიტყვებს..
-გისმენთ.-მკაცრად ჩაილაპარაკა მატილდამ. მისი ხმის გაგონებაზე სულში ჟრუანტელმა დაუარა, არ იცოდა რას ეტყოდა, რით გაიმართლებდა თავს უადგილო ზარისთვის. მუხლების კანკალმა ტვინამდე აუარა.
-გამარჯობა.-ისევ ის ხმა, ისევ ის ბოხი, ხრინწიანი, კანკალს აყოლილი ხმა, რომელიც მატილდასთვის ყველაზე და ყველაფერზე ნაცნობი იყო.. ტელეფონი ხელში მიეყინა, დრო გაჩერდა და აღარც აპირებდა გაგრძელებას..
-ისევ შენ?-ირონიამ გაიჟღერა მატილდას ხმაში.
-ისევ მე.-დასჯილი ბავშვივით ჩაილაპარაკა.
-რა გინდა?
-მინდოდა მომეკითხე, გამეგო როგორ იყავი.
-კარგად ვარ იოან!-ალბათ ყველაზე მეტად მაშინ გიყვარს შენი სახელი, როდესაც მას შენთვის საყვარელი ქალი წარმოთქვამს.. იოანი მიხვდა, რომ სიკვდილის ბოლო წამს თუ კი რაიმეს გაგონება მოუნდებოდა, ეს იქნებოდა თავისი სახელი, რომელსაც ყველაზე ვნებიანი ქალი, ყველაზე სასურველი ქალი მისი მისამართით ამბობს.. ხმა გაეყინა.
-მხოლოდ ამის გაგება გინდოდა?-საუბარი კვლავ მატილდამ გააგრძელა.
-არა, თუმცა არც იმის თქმა შემიძლია რისი მოსმენა მსურდა შენგან. არ ვიცი რას ველოდი, არ ვიცი რას დავპირდი საკუთარ თავს როცა შენს ნომერზე დავრეკე. ნაწილებად ვიშლები შენ გარეშე, ყოველ დღე.. შენ ერთადერთი ხარ, ვისაც ჩემი შეკეთება შეუძლია.-ჩაიცინა.-ვიცი ეს ცოტა სასაცილოდ ჟღერს, ამხელა კაცი ტელეფონზე გირეკავ და სიყვარულს გიხსნი, თუმცა იმედია შენც ხვდები რომ აქ სულ სხვა ამბავია, თორემ შენ გამო და შენი ხილვის გამო 78საათსაც ვიფრენ. სიმართლე გითხრა წარმოდგენაც არ მაქვს რას ვიზავ თუ კიდევ უარით გამისტუმრებ, თუ მეტყვი რომ ახლაც შევცდი.. ჩემი ყველა შერჩენილ ნაწილს უნდიხარ, ჩემი გონება მთელი დღე მხოლოდ შენს სახელს მკარნახობს. როცა არ ვფიქრობ, მაშინაც შენზე ვფიქრობ მატილდა..-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა.-არ ვიცი როგორ შევძელი ერთ ღამეში ისე შემესწავლა შენი სხეული რომ თითოეული დეტალი მახსოვდეს ახლაც. მე შემიძლია მოგიყვე შენს ყველა ხალზე, ყველა შრამზე.. ზეპირად ვიცი შენი ყველა ნაკვთი და უკუნით სიბნელეშიც მივაგნებ შენს ტუჩებს.. მე არ გპირდები მომავალს ჩემთან ერთად, არ გპირდები იმიტომ რომ ჩემთვის ყოველი დაგეგმილი დღე, ილუზიაა, მე აწმყოს გპირდები ჩემთან ერთად, ყველაზე რეალურს. არ მინდა ჩემი საუბარი საქორწინო ფიცს დაემსგავსოს.. მინდა იცოდე, რომ შენი სურვილი ვერც შენმა უარმა ჩამიცხრო, ვერც დრომ და ვერც მანძილმა, პირიქით სულ უფრო და უფრო მინდები..-რამდენიმე წუთით ორივე გაჩუმდა, ასპარეზი სიჩუმეს დაუთმეს რომელიც ბოლოს მატილდამ დაარღვია.
-შენ გულრწფელობა მთხოვე, თუმცა მე ყველაზე დიდი ტყუილით გიპასუხე, ამისთვის ბოდიშს არ გიხდი, იმიტომ რომ სწორად მიმაჩნდა რასაც ვაკეთებდი. ღმერთო! შენთან ლაპარაკიც კი მიჭირს.. არ ვიცი ამ გრძნობას რა ქვია რასაც მე შენს მიმართ ვგრძნობ, ვიღაცისთვის შეიძლება ეს სიყვარულია, მაგრამ არა, მე არ მინდა ასე იყოს, არ მინდა, იმიტომ რომ თითქოს ამ სიტყვის იქით აღარაფერია, მე კი ბევრად მეტი მინდა..ხო, ბევრად მეტი მინდა, იმიტომ რომ მუცელში ჩვენი შვილი მიზის, ჩვენი ბიჭი, რომელიც უკვე ემზადება გამოსასვლელად..
-რააა? არაფერი მესმის?? ამით რისი თქმა გინდა???-იოანი ფეხზე გიჟივით წამოიჭრა და ტელეფონში ყვირილს მოჰყვა.-ამით რისი ქმა გინდა მატილდა? შენ.. შენ მართლა ორსულად ხარ?-სიტყვები ძლივს გადააბა ერთმანეთს.
-ხო იოან, მე ორსულად ვარ და ამ ბავშვის მამა შენ ხარ.
-და ამ ყველაფერს აქ მეუბნები? ამ ყველაფერს ტელეფონით მეუბნები მატილდა? მე შეიძლება შენთვის არც კი დამერეკა და რას გააკეთებდი, არასდროს მეტყოდი??? საერთოდ რა ადამიანი ხარ?-ტელეფონი გათიშა, საერთოდ გამორთო და საძინებელში გავარდა, ბარგის ჩალაგებას შეუდგა მაშინვე. გადაწყვიტა პირველივე თვითმფრინავს გაყოლოდა. ოღონდ არა მატილდასთვის.. ახლა უკვე საკუთარი შვილისთვის.. მატილდამ, ქალმა რომლისთვისაც საკუთარ სიცოცხლეს დათმობდა, იმედი იმაზე მეტად გაუცრუა, ვიდრე ეს წარმოედგინა. იმედგაცრუება კი ღალატის ტოლფასია.. ეს დასასრულია არდაწყებულ ურთიერთობაში..

*
-რა ხდება მატილდა? რაც უნდა იყოს, დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე.შეძახილებით შევიდა კატია მატილდასთან სახლში.
-ელენა სად არის? გიორგისთან წავიდა, სხვაგან გადადის ის და თავისი ნივთები უნდა წამოიღოს. შენ და გჭირს?-წყალი დაუსხა და მიაწოდა.
-იოანს ვუთხარი, ბავშვზე ვუთხარი.-გულისცემა ხელს უშლიდა და ძლივს ლაპარაკობდა.
-რაა??? ჩამოვიდა?? სად არის?-თვალები გადმოეკარკლა კატიას.
-არა, რუსეთშია, არ ვიცი ალბათ ახლა ჩამოვა. ტელეფონი გამითიშა, გაბრაზდა. კატია ალბათ არასდროს მაპატიე..-გულის ამოგდებამდე ტირილი დაიწყო მატილდამ.
-მატი დამშვიდდი, ბავშვზე იფიქრე, შენი ნერვიულობა მას მხოლოდ დააზარალებს. დამშვიდდი კარგი? -უშედეგოდ ცდილობდა მის დამშვიდდბას, მატილდას ცრემლი არ შეშრობია სახეზე..
-ახლა რა გავაკეთო კატ? რა გავაკეთო??-დაქალს მთელი ძალით მოეხვია.

იოანი ჩამოვიდა, პორველ რიგში სასტუმროსკენ გაემართა ბარგის დასაბინავებლად და შემდეგ მატილდას სახლისკენ დაიძრა.
გული აჩქარებული ჰქონდა, თვალები სისხლისფრად ჩაწითლებული. ხელები ერთი მეორეზე მეტად უკანკალებდა. ვერაფერზე ფიქრობდა იმის გარდა რომ მალე შვილი ეყოლებოდა.. მართალია მას ჰყავდა ტანია და ლისენია, მაგრამ ისინი არ იყვნენ მისი ბიოლოგიური შვილები, რა თქმა უნდა, არც არასდროს გაურჩევია და ისე ექცეოდა როგორც საკუთარ შვილებს, მაგრამ როცა იაზრებ რომ ღამემ, რომელმაც ყველაზე დიდი ბედნიერება მოგანიჭა, შვილი გაჩუქა, ეს ნამდვილად გასაგიჟებელი ფაქტია. როცა იაზრებ რომ ბავშვს რომელიც დაიბადება, შენი ნაკვთები, შენი ხასიათი ექნება.. ის შემოგხედავს თვალებში და შენ საკუთარ თავს დაინახავ..

კარი კატიამ გაუღო.
-შემოდი?
-სად არის?-კარებშივე იკითხა.
-ძინავს, ძალიან გთხოვ თუ შეგიძლია არ გააღვიძო. დიდიხანია არ სძინებია.
-კარგი.-სამზარეულოს სკამზე ჩამოჯდა იოანი.
-რამეს დალევ?
-არა.
კატიაც მის გვერდით ჩამოჯდა.
-იოან, ვიცი გაბრაზებული ხარ და მეც ასე ვიქნებოდი შენს ადგილას, მაგრამ გთხოვ, მატილდასთან თავი შეიკავე.. ის ორსულად არის, მისთვის ნერვიულობა არ შეიძლება. გუშინ ველაპარაკე ექიმს, მაქსიმალურად სიმშვიდეში იყოს, ნებისმიერ დროს შეიძლება მშობიარობა დაეწყოსო..
-კატია, მე აქ მატილდასთან საჩხუბრად არ ჩამოვსულვარ, მე აქ ჩემი შვილის გამო ჩამოვედი! მინდა ვნახო როგორ მოევლინება ამ სამყაროს და მინდა რომ როგორცკი გარემოს აღქმას დაიწყებს, მაშინვე დამინახოს. მატილდა კი ჩემთვის უბრალოდ წაიშალა, ის აღარ არსებობს.
-ასე მარტივად? შენ ხომ გქონდა მის მიმართ გრძნობები, ასე მარტივად გათავისუფლდი მათგან?
იოანს ჩაეცინა.-კატია, შენ კიდე ვერ ხვდები მატილდამ რა გააკეთა.
-ხო მაგრამ, მას ჰქონდა მიზეზი.
-არც ერთი მიზეზი ამართლებს ქალს, რომელიც საკუთარ შვილს მამას უმალავს. ახლა კი ძალიან გთხოვ, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს.-მკაცრად წარმოთქვა განსაკუთრებით ბოლო სიტყვები და გაჩუმდა...

________________
პატარა თავია მაგრამ შეხვედრა ცალკე უნდა ყოფილიყო.. :დ
თუ მოგეწონათ გამიზიარეთ შთაბეჭდილებები.
მადლობაა. <333
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 535 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.3/3
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ღმერთო ჩემო, არც კი ვიცი, რა უნდა ვთქვა. ან ერთმა გარეკა სრულებით, ან მეორემ biggrin მეტი არაფერი მომდის თავში biggrin კითხვის დაწყებისას, მატილდას გამოლანძღვა მინდოდა, გულს მოვიოხებ-მეთქი. თან მიკა დავინახე თუ არა, აი, მანდ გადამეკეტა biggrin არა, რა მიკა, გოგო, რა მიკააა? სულ გამოშტერდი ამ ორსულობის პერიოდში? ღმერთო ჩემო, რამ გადარია ეს გოგო? სასწრაფოდ მოიყვანეთ გონზეე! biggrin და, ჩავედი თუ არა ბოლოში, უკვე იოანის გალანძღვა მომინდა biggrin არა, ისე მატილდას რომ დაქალები ჰყავს happy ესენი მაინც აზროვნებენ ნორმალურად <3 ხოო, არა, კი არ მოველოდი, რომ იოანს კარგი რეაქცია ექნებოდა, იმაზე, რომ მატიმ შვილი დაუმალა და მის არსებობაზე არაფერი უთხრა, მაგრამ მთლად ამხელა სიბრაზეს და იმედგაცრუებასაც ვერ წარმოვიდგენდი :/ არანაირად, არ ვამტყუნებ იოანს და პირიქით, მატის გაწეწვაც კი მინდა biggrin თან პირდაპრ რომ აჯახა ტელეფონში?! შეამზადე მაინცარია, შე ქალო, იქნებ და მასეთი ხისტი რეაქციაც არ ჰქონოდა :/ მე უკვე აღარაფერი ვიცი, იმის გარდა, რომ ორივეზე გაბრაზებული ვარ biggrin
შენ ხომ არ იცი, როგორ მაინტერესებს ამათი შეხვედრა და დიალოგი. იქ იოანი იყვირებს, მატილდა აჰყვება და ასე biggrin კარგი, ეს ხუმრობით, მაგრამ ამათი დიალოგი მართლა ძალიან საინტერესო იქნება happy ისიც ძალიან მაინტერესებს, როგორ შემოირიგებს მატილდა ბატონ იოანს და რა ხერხებს მიმართავს happy ნუ, მაინც ქალია და არ უნდა გაუჭირდეს happy biggrin
ხოო, შენ კი რა უნდა გითხრა?! ძალიან კარგად წერ <3 იმდენად ემოციურია შენი თითოეული სიტყვა, რომ კითხვის განმავლობაში ათასი სხვადასხვა გრძნობა მეუფლება და კომენტარში როგორ ჩავატიო ხოლმე, არ ვიცი biggrin კარგი ხარ და გელობი happy
avatar
0 Spam
2
ვაიმე ვერ წარმოიდგენ როგორ ღიმილით ვკითხულობ შენს კომენტარეებს :> მადლობაა!! <333
avatar