სანამ შემიყვარებ.[6]
07.09.2018, 09:18
მატილდა ოთახიდან სხეულის კანკალით გამოვიდა, უკვე იცოდა რომ იოანი ელოდა. სხვა გზა არ ჰქონდა, უნდა მისულიყო მასთან, მაგრამ მისთვის თვალებში ჩახედვას ყველაფერი ერჩივნა. გარშემომყოფებთან არასდროს აღიარებდა რომ შეცდა, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ გულის სიღრმეში ეს თავადაც ძალიან კარგად იცოდა, ამიტომ რცხვენოდა, რხვენოდა საკუთარი თავის, საკუთარი სისუსტის..
იოანი სამზარეულოში იჯდა, ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, როგორც ყოველთვის ახლაც მოეჩვენა მატილდას რომ ის კიდევ უფრო სიმპატიური იყო, ვიდრე ოდესმე ყოფილა.
ბრაზისგან დაჭიმული კისერი, გასკდომამდე მისული ძარღვები, ბევრად უფრო სექსუალურს ხდიდა, მატილდას რამდენიმე წამით ყველაფერი დაავიწყდა, უბრალოდ უყურებდა იოანს და დაუფიქრებლად ყლაპავდა ნერწყვებს. იოანმა იგრძნო დაჟინებული მზერა და მისკენ შეტრიალდა..
წამით სუნთქვა შეეკრა, ასეთი სილამაზე არასდროს უნახავს თავის ცხოვრებაში. როდესაც მატილდას პირველად შეხვდა, მის მიმართ მეტწილად მხოლოდ ვნებას გრძნობდა, ამიტომ ვერ წარმოედგინა ორსული.. ახლა კი როცა უყურებდა ქალს, რომელსაც ყველაზე მეტად ფეხმძიმობა უხდებოდა, სუნთქვას ვეღარ ბედავდა..
ის ისეთი ლამაზი იყო, საუცხოოდ ლამაზი.. ვერც კი პოულობდა სიტყვას, რომელიც აღწერდა მის გარეგნობას.
მატილდა დასჯილი ბავშვივით იდგა და ეს მას კიდევ უფრო მეტ სისაყვარლეს სძენდა, ცხოვრებაში პირველად არ იმართლებდა თავს, უბრალოდ იდგა და ელოდა როდის მოთხოვდნენ პასუხს ჩადენილ დანაშაულზე.
იოანი მიუახლოვდა, მის წინ დადგა და სახეზე კარგად დააკვირდა, თითქოს მის სამუდამოდ დამახსოვრებას აპირებდა. შემდეგ დაიხარა, ორივე ხელით შეეხო მატილდას გაბერილ მუცელს და თვალებში, რომელიც სიმწრით ანათებდა, ახლა სიხარულის ნაპერწკლები აენთნენ..
დაუსრულებლად უსვამდა ხელებს მუცელზე, კოცნიდა, ეფერებოდა, თავს ადებდა..
მატილდას ცრემლები ჩანჩქერივით ცვიოდა. ეს სწორედ ის მომენტი იყო, რომელსაც ის მთელი თავისი ორსულობა ნატრულობდა.. ეს ის იყო, რასაც ყოველ ღამე და ყოველ დილას წარმოიდგენდა. ეს იყო პირველი რაც უნდოდა გაღვიძებისას და ბოლო რაზეც ფიქრობდა დაძინებისას.. მის ემოციებს საზღვარი არ ჰქონდა და მასში არსებული ორი გული, ისე სწრაფად ცემდა იმ მომენტში, ალბათ მთელს მსოფლიოს უნდა გაეგო..
იოანი ფეხზე ნელ-ნელა წამოდგა, მატილდას ცრემლები მხოლოდ მაშინ შეამჩნია. ხელი სახესთან მიუტანა და გრძელი თითებით მოწმინდა ისე ფრთხილად, თითქოს ოდნავ ზედმეტი შეხება დააზარალებდა, მატილდამ ცდუნებას ვერ გაუძლო, ლოყებით მიეფერა იოანის ხელს და თვალები ზანტად დახუჭა.
-მინდა გიყვირო, მინდა შენს სახლში ყველაფერი დავლეწო ჩხუბით და შემდეგ წავიდე, მიგატოვო.. მაგრამ ამის გაგეკეთება არ შემიძლია, იმიტომ რომ ზიანს ვერ მოგაყენებ, ვერ გატკენ, მითუმეტეს ახლა და ეს კიდევ უფრო ცუდად მხდის.
-ყველაფრის ღირსი ვარ, ვიცი.-ისევ ტირილს აჰყვა მატილდა.
-ნუ ტირი..-თბილად ჩაილაპარაკა იოანმა და სავარძლისკენ გაემართა, მატილდაც მას გაჰყვა.
-თავს არ ვიმართლებ იოან! ვიცი რომ არასწორად მოვიქეცი, ამის აღიარება არც ისეთი მარტივია ჩემთვის.. მაგრამ მეე.. მე არ შემეძლო ცოლიან კაცთან ურთიერთობა, ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა..-თავი მაღლა აწია და იმწამსვე იოანის გამჭოლ მზერას წააწყდა, ისე დაიბნა ლაპარაკიც ვერ გააგრძელა, თვალების აქეთ-იქით ცეცებას შეუდგა.
-ცოლი?!-ისე შეიცხადა იოანმა, თითქოს დანიელა მართლა მისი ცოლი არ იყოს.
-ჰო.
-რა ცოლი??? გაგიჟდი???-ფეხზე ყვირილით წამოვარდა იოანი.-შენ რაა გინდა თქვა რომ ჩემი შვილი იმ ცოლის გამო დამიმალე რომელიც არ მყავს? ჩემთან მოსვლა და ამაზე საუბარი არ გინდოდა? ვერ შეძელი? თუ ვერ გაბედეე?-ხელი სახესთან მოუქნია, სულ უფრო და უფრო უმატებდა ყვირილს.-მართლა არ მესმის რა ადამიანი ხარ, არ მესმის ღამე საერთოდ როგორ გეძინა!
-დამშვიდდი, გთხოვ.-ხელი ხელზე შეახო და შეეცადა უკან სავარძელში დაებრუნებინა.
-ძალიან მშვიდად ვარ მატილდა, ეს ჩემი სიმშვიდის მაქსიმუმია ამ სიტუაციაში!
კარზე ზარის ხმამ წამიერად ორივე შეაშფოთა, თითქოს არც კი ახსოვდათ რომ მათ გარდა სხვებიც არსებობდნენ. კარი იოანმა გააღო, ჩათვალა რომ მატილდა კარამდე მისვლითაც კი დაიღლებოდა..
-ვინ გნებავთ?-ზიზღით დააკვირდა მის წინ წამოჭიმულ ბიჭს და მთელი სახე კიდევ უფრო დაძაბა.
-ის უფრო საინტერესოა თქვენ ვინ ბრძანდებით.-დამცინავად ჩაიღიმა მიკამ და სახლში შესვლას შეეცადა, თუმცა იოანმა გზა გადაუკეტა.
-მატილდა უნდა ვნახო! თუ შეიძლება ჩამომეცალე.-სახე შეეცვალა მიკას.
-არ ვიცი ვინ ხარ, ან მატილდასთან რა ურთიერთობა გაქვს, მაგრამ..
-ვინ არის?-მატილდამ გააწყვეტინა საუბარი.
-არავინ.-მკაცრად და გადაჭრით უპასუხა და ისევ მიკას მიუბრუნდა.
-ეცადე ‘არავინ’ გახდე-მხრები აიჩეჩ და ხმამაღლა გაიცინა.-მგონი უნდა გამოგივიდეს, იმედია ჩემი დახმარება არ დაგჭირდება.-კიდევ უფრო გაიცინა, გაშტერებულ მიკას ხელი მხარზე მძიმედ დაარტყა და გასასვლელისკენ შეაბრუნა, კარი მაგრად მიიჯახუნა და უკან შებრუნდა.
ახლა ორმაგად გაბრაზებული იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, მიკასთან ეს არ შეუმჩნევია. რომ დაენახებინა, რომ
ქალი რომლის სახლიდანაც ვიღაცას აგდებს მას არ ეკუთვნის, ასე თავის უპირატესობებს დაკარგავდა.
-ვისთან გქონდა ურთიერთობა?-გიჟივით მივარდა მატილდას, ხელები მკლავებში ჩაავლო და მისი სახე საკუთართან ძალიან ახლოს გააჩერა.
-რას მეკითხები?-ცოტაც და დორბლები წამოუვიდოდა მატილდას.
-ვიღაც ბიჭი იყო, შენთან მოვიდა, აშკარად რაღაც ურთიერთობა გაქვთ!! როგორ გაბედე? კიდევ უფრო მოუმატა ყვირილს.
-იოან! ძალიან გთხოვ გაჩუმდი!-მისი ხელებიდან გათავისუფლებას შეეცადა თუმცა არ გამოუვიდა.
-ალბათ მიკა იყო, კატიას ქორწილიდან. მასთან ყველაფერი დავამთავრე,შეიძლება დასამშვიდობებლად მოვიდა.
-მთელი ორსულობის პერიოდში მის გვერდით იყავი?-ხმა გაუწყდა იოანს, ხელები მოაშორა და სავარძელში დაჯდა, თვალები სივრცეში გაუშტერდა.
-ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი..
-გამოგივიდა?-ჩაიცინა იოანმა.-ალბათ გამოგივიდა რადგან ამდენი ხანი მიმალავდი შენს ორსულობას. ალბათ ამ ვიღაც განუვითარებელმა მამაკაცმა დაგავიწყა ჩემი თავიც, შენი მოვალეობებიც, დაგავიწყა შენი შვილიც. არ ვიცი, მე მასში დიდი ვერაფერი დავინახე, მაგრამ შენზე ალბათ ეგეთი ბიჭები ახდენენ გავლენას.-ისევ გაიცინა.
-ეგრე არ არის.-უადგილოდ გაიბუტა მატილდა.
-რამე სხვა ვერსიაც აქვს ამ ისტორიას?-სიცილს არ წყვეტდა იოანი, მატილდას ეს სულ უფრო და უფრო წყინდა.
-გეყოფა.-წყენით ამოილაპარაკა და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ?
-მშია.
-მატილდა ჩვენ ვსაუბრობთ.
-თუ შეიძლება, შოკოლადს ავიღებ და დავბრუნდები.-მატილდამ ეს მთელი სერიოზულობით ითხოვა, იოანმა გულიანად გაიცინა.
-ხომ არ გინდა?-ხელით უკვე გახსნილი, მოკბეჩილი შოკოლადი გაუწოდა.
-არა. რა ურთიერთობა გქონდათ?
-რაში გაინტერესებს? მგონი არ ღირს დეტალების ცოდნა. უკვე გითხარი რომ ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა, ისიც გითხარი რატომ ვიყავი საერთოდ მასთან. მგონი ეს საკმარისია შენთვის, დეტალები რაში გჭირდება?
-გული მერევა როცა წარმოვიდნენ ჩემგან ორსული როგორ წევხარ სხვა კაცთან!
-შეგიძლია არ იყვირო? ჩემზე ეს ცუდად მოქმედებს.
იოანის ტელეფონი აწკრიალდა, დახედა თუ არა მაშინვე უპასუხა.
-მამაააა.-ტირილით ამოიკნავლა ბავშმა.
-დედა ამბობს ლომ ცვენ ალ სეგვიძლია სენია სახსი დავტოვოთ და ისე გავიდეთ გალეთ ლოგოლც დიდი გოგოები.
-დედა მართალია ტანია, ლისის სახლში მარტო ვერ დატოვებ, თუმცა მასთან ერთად წასვლა შეგიძლია.
-ქო მაგლამ მე მინდა ლომ დიდი გოგოებივით წავიდეთ, მქოლოდ მე და დედა.
-ტანია, შენ ხომ გიყვარს შენი და?
-ალა.
-ტანია!
-ქო.
-ლისენია ხომ გიყვარს?
-ქო..-ბავშვი მიხვდა რომ პასუხი უნდა შეეცვალა.
-ხოდა მასთან ერთად წადი, ყველაზე ლამაზი კაბები აურჩიე, გამოპრანჭე როგორც შენ იპრანჭები ხოლმე და მერე შენი საყვარელი ბლინებიც აჭამე, როგორც დიდმა გოგომ, ხო აი ზუსტად ამას აკეთებენ დიდი გოგოები, თავიანთ პატარა დებზე ზრუნავენ.
-ბლინები სეიძლება?
-კი პატარა, შეიძლება. ახლა მამიკო უნდა წავიდეს კარგი? რომ მოვიცლი დაგირეკავ.
-ლოდის ცამოხვალ მამა?
-როცა საქმეებს მოვაგვარებ. მიყვარხარ ჩემო პრინცესა. გკოცნი.
-მეც მამიტოო.-ტელეფონი უკან დააბრუნა, მატილდა გაოცებული უყურებდა, ვერ წარმოედგინა როგორ შეეძლო ყველა სიტუაციაში ეპასუხა შვილისთვის..
-მაპატიე.-მისკენ შეტრიალდა.
-ორი შვილი გყავს?
-სამი შვილი მყავს მატილდა!-მკაცრად თქვა და მატილდას მუცელს დახედა.
-ცალკე ვიგულისხმე.
-კი, ორი შვილი მყავს.
-ტანია ძალიან საყვარელია, ეგრევე შემაყვარა თავი.
-ხო, ორივე საყვარლები არიან.
-ყვეალზე მეტად შენს ქორწინებაზე მიჭირს საუბარი.. ადრეც ასე იყო, ამიტომ ვერ დაგელაპარაკე ვერცერთხელ.. ვიცი რომ ცოლი გყავს იოან, ამის უარყოფას ტყუილად ნუ დაიწყებ, გთხოვ.. უბრალოდ არ მესმის როგორ შეგიძლია ჩემთან ასეთი ურთიერთობა გქონდეს და.. თან.. მე გავიგონე, გავიგონე როგორ ელაპარაკებოდი შენს ცოლის.. მან მე დამირეკა, წუხდა შენზე, შენს მდგომარეობაზე..
-მატილდა, შენ უბრალოდ უნდა მოსულიყავი ჩემთან და მე აგიხსნიდი ჩემი და დანიელას ურთიერთობას, რომელზეც არავისთან ვლაპარაკობ. ეს ჩემთვის დახურული თემაა, მაგრამ ჩვენი ურთიერთობის გადასარჩენად, ამაზეც შევძლებდი ლაპარაკს. დანიელა ჩემი ცოლი მხოლოდ ფორმალურად არის, ჩვენ მეგობრები ვართ, ყველაზე ახლო მეგობრები.
-რას ნიშნავს ფორმალურად?-დაიბნა მატილდა.-თქვენ ერთ სახლში ცხოვრობთ, შვილები გყავთ..
-მე რომ დანიელა გავიცანი, მას უკვე ჰყავდა ტანია, ლისენიაზე ორსულად იყო. ამას გეუბნები მხოლოდ იმიტომ რომ ჩვენს ურთიერთობაში გაერკვე, არც გაბედო იმის გაფიქრება რომ ისინი ჩემი შვილები არ არიან.-მატილდა გაოცებისგან ხმას საერთოდ ვეღარ იღებდა..-დანიელას პრობლემები აქვს ჯანმრთელობის მხრივ და მე არ მინდა ამაზესაუბარი, იმიტომ რომ ეს ჩემთვის კიდევ უფრო რთული თემაა.. ლისენიას დაბადება უბრალოდ სასწაული იყო. დანიელა მეტწილად დროს საავადმყოფოში ატარებდა, მე კი მის ბავშვებს ვზრდიდი, თუმცა ბევრი პრობლემა მექმნებოდა ამიტომ გადავწყვიტეთ ხელი მოგვეწერა. ახლა მე მათი მამა ვარ, ასე იციან ტანიამ და ლისენიამ და საერთოდ ასე იცის ყველამ ჩემ გარშემო და ეს ასეც არის. ისინი ჩემს სახლში ცხოვრობენ, ადრე ამას პრობლემა არასდროს შეუქმნია..
იოანი გაჩერდა და მატილდას დააკვირდა.
-ვერ ვიჯერებ.. ეს რატომ გააკეთე? ან სად არის მათი მამა?
-ვერ ვკრავდი იმ ქალს ხელს, რომელიც ორსული, პატარა ბავშვით გამოაგდეს საკუთარი ქმრის პანაშვიდიდან. ნათესავებმა ის უბრალოდ ზედმეტ ტვირთად ჩათვალეს, მას კი სასტუმროში გასათევი ერთი დღის თანხაც არ ჰქონდა. მე ოფისიდან გვიან ვბრუნდებოდი სახლში, მაშინ ვიპოვე. ის ისეთი განადგურებული იყო.. ჩემი გადაწყვეტილება არასდროს მინანია, რადგან ამან ორი ანგელოზი მაჩუქა.
-ეს რომ მცოდნოდა იოან.. ეს რომ მცოდნოდა ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა.-სახეზე ხელები აიფარა მატილდამ.
-ძალიან ვწუხვარ თუ ასე ფიქრობ! შენ ყველა ვარიანტში უნდა გეთქვა! სენტიმენტები არ გამართლებს მატილდა.
-ბავშვის სახელი ვერ მოვიფიქრე.-მატილდას სიტყვები ყველაზე შეუფერებელი იყო იმ მომენტში, მაგრამ თავს უკვე ვეღარ აკონტროლებდა.
-იმიტომ რომ მარტომ არ უნდა იფიქრო!-მკაცრად წარმოთქვა იოანმა და წელში გასწორდა.
-გოგოებს შენ დაარქვი?
-ტანიას არა, რა თქმა უნდა, თუმცა ლისენიას მე დავარქვი. დანიელას უნდოდა მე დამერქმია მისთვის სახელი, მაგრამ ვერაფერი მოვიფიქრე, არ შემეძლო. როცა პირველად დავინახე, პირველი რაც თავში მომივიდა ლისენია იყო. ამაზე არ გამიფიქრებია, თავისთავად წამოვიდა, ზუსტად ისეთი იყო, როგორც ეს სახელი ჟღერს.
კმაყოფილმა გაიღიმა იოანმა, სახეზე ეწერა როგორ უყვარდა თავისი შვილები, მათზე რომ ლაპარაკობდა სახე სულ სხვანაირად უბრწყინავდა.
-მეც ეგრე ვარ, ვერ ვფიქრობ, არ ვიცი რა უნდა ერქვას.-ტუჩები დაბრიცა მატილდამ.
-მე ვიცი რაც მინდა ერქვას ჩემს შვილს, რა თქმა უნდა, თუ შენ წინააღმდეგი არ ხარ.
-წინააღმდეგი არ ვარ, იმიტომ რომ ბავშვს დღე დღეზე ველოდები და მე სახელი ახლაც არ ვიცი. თუ ვინმეს უნდა ვანდო ეს საკითხი, მირჩევნია შენ იყო. ბოლოს და ბოლოს მამამისი ხარ.-ხელი მუცელზე მოიკიდა და იოანს ისე შეხედა.
-ელია დავარქვათ.
-ელია?-ცოტახანს გაშეშდა მატილდა.
-ხო, ელია.
-რამეს ნიშნავს ეს სახელი?
-ქართულად ითარგმნება როგორც ‘მზისა’. ჩემთვის კი ბევრად უფრო მეტს ნიშნავს.
-კარგი, იყოს ელია. მეც მომწონს ეს სახელი!-ტაში სიხარულით შემოკრა და გაიცინა.
-უნდა წავიდე. რამე ხომ არ გჭირდება?
-მიდიხარ?-სახე მოეღუშა მატილდას. მთელი არსებით უნდოდა იოანის მკლავებში ეგრძნო შვება. მასთან ერთად წამოწოლილიყო, მის სუნში, მის ძლიერ სხეულში დაკარგულიყო.. მის ტუჩებს შეხებოდა კიდევ ერთხელ და თუნდაც საბოლოოდ, ამიტომ მიმიკა ვერ დაიმორჩილა და თვალებიც კი აუცრემლიანდა.
-ხო, წავალ. ვფიქრობ ყველაფერი გავარკვიეთ.
-უკან მიდიხარ? რუსეთში?-კიდევ უფრო მოიღუშა მატილდა.
-არა, აქ დავრჩები ჯერ-ჯერობით.
-როდემდე?
-სანამ შემიყვარებ.-ისევ ისე ჩაიცინა, როგორც ჩვევია. ფეხზე წამოდგა, მატილდას მიუახლოვდა, თმა ფრთხილად გადაუწია და მის შუბლს ცხელი ტუჩებით შეეხო ისე ნაზად და ვნებიანად რომ მატილდამ თავისდაუნებურად მკლავზე ხელი მაგრად მოუჭირა და თავისთან დააკავა.
-უნდა წავიდე.-კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა იოანმა და კარისკენ დაიძრა, ამჯერად თავად მიაგნო, გაცილება არ დასჭირვებია. კარს სანამ დაკეტავდა კიდევ ერთხელ გახედა სავარძელზე სახტად მჯდარ მატილდას. გაეღიმა, ისევ ის თავბრუდამხვევი ვნება იგრძნო და ალბათ ყველაფერი ახლაც ისე მარტივად რომ ყოფილიყო როგორც პირველად, აუცილებლად დაბრუნებოდა უკან, სიამოვნების ზენიტში..

*
-ილაპარაკეთ?
-კი, ვილაპარაკეთ ჩემო პატარა.
-რაღაც ბედნიერი ხმა გაქვს, ახლავე თქვი რა მოხდა!
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს.-ჩაეღიმა იოანს.
-რა ამბავი?
-მალე პატარა ელია დაიბადება, ჩემი ელია.-პირველად თქვა იოანმა ასეთი დიდი სიხარულით რაღაც, თავისივე სიტყვებმა მოჰგვარეს ჟრუანტელი.
-რააა? ელია? შენი ელია?-ტელეფონში ჩაჰკივლა დანიელამ.
-ხო დანი, ჩემი ელია..
-იოან!! ეს ხომ სასწაულია! დაწვრილებით მომიყევი ყველაფერი!

*
მატილდა მარტო იწვა ლოგინზე, გოგოები მათი კლასელის დაბადებისდღეზე წავიდნენ, მატილდას არ ჰქონდა კითხვა-პასუხების თავი, ამიტომ სახლში მშვიდად დარჩენა ამჯობინა. ტელევიზორში უკვე მეათედ უყურებდა რაღაც მურტფილმს რომლის სახელიც კი არ იცოდა და შოკოლადით ცდილობდა დარდის მოკვლას. ტელეფონის ხმამ მყუდროება დაურღვია.
-გისმენთ.
-როგორ ხარ?-იოანის ხმის გაგონებამ ისეთი სიამოვნება მოგვარა თავისდაუნებურად წამოიჭიმა ლოგინში და ფეხები დაუშვა.
-კარგად, შენ როგორ ხარ?
-მეც. რამე ხომ არ გჭირდება? არ ვიცი, რაც უნდა იყოს, ყველაფერი შეგიძლია მთხოვო.
მატილდას ერთადერთი მისი ნახვა უნდოდა, მის გვერდით ყოფნა, სხვას არაფერს ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა, სხვა ყველაფერი სულერთი იყო..
-არაფერი მინდა იოან, კარგად ვარ, მართლა.
-მაშინ კარი გამიღე.-ხმით ჩაიცინა იოანმა.
-რა?
-ხო, გამიღე კარი.
მატილდამ ტელეფონი სავარძელზე დააგდო და კარებისკენ გაიქცა.
-რატომ არ დააკაკუნე?
-როდის უნდა დამეკაკუნებინა?
-რა ვიცი, როცა მოხვედი.-მხრები აიჩეჩა მატილდამ.
-სინამდვილეში არც წავსულვარ.
-ანუ?
-აქ ვიყავი, შენს კართან.
-რატომ?
-არ მომწონს შენგან შორს ყოფნა.-ერთი ამოსუნთქვით უპასუხა იოანმა და მატილდას ლოგინის კუთხეში ჩამოწვა, მიხვდა რომ იქ ისვენებდა ქალბატონი.
-გარეთ საერთოდ არ გადიხარ?
-არა.
-და არ იცი რომ სუფთა ჰაერი ბავშვისთვის აუცილებელია?-წარბი მაღლა აზიდა იოანმა.-მატილდა დაბნეული იხედებოდა აქეთ-იქით, იოანის გვერდით მიწოლა რცხვენოდა, არც მისგან შორს წასვლა უნდოდა ამიტომ ადგილს ვერ პოულობდა.
-ვიცი, აქაც სუფთა ჰაერია, კვირაში ორჯერ ალაგებს ინა.-ინაო ისე ახსენა, თითქოს უნდა სცოდნოდა დამლაგებლის სახელი, იოანს გაეცინა.
-მოდი, დაწექი.-ხელი ლოგინზე დაარტყა, მატილდას მხარეს.
-არ მინდა, მთელი დღეა ვწევარ.-შესამჩნევად იცრუა მატილდამ.
-ისე იქცევი თითქოს ერთმანეთთან არაფერი გვქონია, თითქოს თხუთმეტი წლის გოგო ხარ, რომელიც პირველადაა ბიჭთან ერთად მარტო.
-ნუ დამცინი. საერთოდ არ ვიქცევი ეგრე! უბრალოდ წოლით დავიღალე.-წელში გაიმართა მეტი დამაჯერებლობისთის.
-მაშინ მეც ავდგები.
იოანი ფეხზე წამოდგა, ხმაურით მიუახლოვდა მატილდას და მის წინ დადგა, მატილდამ ისევ თავი დახარა.
-შემომხედე.-ახლა უფრო მეტი სიმკაცრით გაიჟღერა იოანის ხმამ, მატილდამ ნელა აწია თავი და იოანს თვალებში შეხედა, სულ რამდენიმე წამით.
-რატომ ვერ მიყურებ?-სიცილით ჰკითხა იოანმა.
-რა გინდა? ჩემს დასამცირებლად მოხვედი?-წყენით უპასუხა და ლოგინისკენ წავიდა.
იოანს გაეცინა, მატილდას გაყვა და მის გვერდით მოთავსდა ლოგინზე, მკერდსა და მუცელს შორის ჩაუდო თავი და თვალები დახუჭა.
იგრძნო როგორი სისწრაფით ცემდა ორი გული ერთ სხეულში და სიამოვნებისგან ეკლებმა დააყარეს.
-პირველად რომ გნახე ისე იქცეოდი, ვერ წარმომედგინე რეალურად ასეთი თუ იყავი.-ჩუმად ჩაილაპარაკა მატილდამ, ისე თითქოს თავის თავს ეუბნებოდა.
-როგორი ვიყავი?
-თითქოს არაფერი გადარდებდა, გულგრილის როლს ირგებდი.. ის გრძელიფეხებიც შენ გარშემო.. საერთოდ სხვა ჩანდი.
-მაგრამ შენ გამშიფრე.-თვალები გაახილა და მატილდა სახეს მიაშტერდა.
-მე მხოლოდ იმას მივხვდი რომ რაღაცის წინ იდექი, რაღაცას ეფარებოდი..
-ახლა იცი რაც დგას ჩემს უკან.
-ხო, ვიცი.
-გეშინია?
-რისი?
-იმის, რაც ჩემს უკან დგას.
-არ ვიცი იოან.. მე ამისთვის საერთოდ არ ვიყავი მზად, ჩემთვის ასეთი რაღაცები ძალიან უცხოა.
-არ მინდა რომ გეშინოდეს.
-შენთან რომ ვარ, არ მეშინია.
-ეს უკვე წინსვლაა.-თბილად გაიღიმა იოანმა.
-რას აპირებ? ასე წინ და უკან უნდა იარო შენს შვილებთან? თუ რამე მოიფიქრე.
-ჯერ არ მიფიქრია, იმედი მაქვს დანიელა შეძლებს ტანიას ყურადღება გადაიტანოს სანამ რამეს მოვიფიქრებ.
-შენ გარეშე ვერ ჩერდება?
-ძალიან უჭირს, თუმცა ხანდახან ეგუება ხოლმე, როცა გადაუდებელი საქმე მაქვს.
-ასე როგორ შეაყვარე თავი.-გაეღიმა მატილდას.
-რთულია არ შეგიყვარდე.-წარბები აათამაშა და ვულგარულად იკბინა ტუჩზე, მის ამ საქციელზე მატილდას კიდევ უფრო გაეცინა.
-მიყვარს რომ იცინი, ასე უფრო ლამაზი ხარ.
-ყველაზე ლამაზი როდის ვარ?
-როცა თავს მარიდებ. როცა ერთს ამბობ და შენი მთელი სახე თუ სხეული მეორეს მეუბნება. როცა მიწვევ, თუმცა შენ თვითონაც ვერ ხვდები ამას.
-ორსულობა მიხდება?-ბავშვივით გაიღიმა.
-შენზე ლამაზი ორსული ჯერ არ მინახავს.
-მაგას იმიტომ მეუბნები რომ აქ სხვა ორსული არ არის.-უკმაყოფილოდ აიბზუა ცხვირი.
-ნუ გიყვარს სულელური დასკვნების გამოტანა.-გაიცინა და ფეხზე წამოდგა.
-სად მიდიხარ?
-მოვწევ.
-კარგი.
მატილდამ როგორცკი მარტო დაიგულა თავი, ტელეფონი ამოიღო და გოგოებს ყველაფერი შეტყობინებად გაუგზავნა, თუმცა არ უპასუხიათ, ამიტომ გადაწყვიტა დაერეკა.
-რას შვებით კატ? მოგწერე და ნახე რა.
-ჩემო სიყვარულო, ეხლა ვერ გელაპრაკები, ცოტახანში დაგირეკავ.-აკანკალებული ხმა ჰქონდა კატიას.
-არ გამითიშო! ახლავე მითხარი რა მოხდა! რა ხმა გაქვს?!
-გიორგი..-ცრემლები შეიკავა კატიამ და ეს ხმაზეც დაეტყო.
-რაა? რა მოხდა კატი?-თითქმის იყვირა მატილდამ.
-ელას გავუარე, ერთად უნდა წავსულიყავით, ტელეფონზე არ მპასუხობდა, მასთან მივედი და ნაცემი დამხვდა.. ღმერთო..-ცრემლები წასკდა კატიას.-მარტო იყო, გონება დაკარგული ჰქონდა, საავადმყოფოში ვართ..
-როგორ არ მითხარი? გაგიჟდი? ახლავე წამოვალ!
-არ მინდოდა გენერვიულა მატილდა, მეცხრე თვეში ხარ.. ძალიან გთხოვ სახლში დარჩი, ახლა გვიანია და თან აქ საშინლად სტრესული სიტუაციაა, ხვალ მე თვითონ მოგიყვან, გპირდები.
-კატია იმის მერე რაც მითხარი სახლში როგორ გავჩერდე?!-ოთახში იოანი დაბრუნდა ამიტომ ტონს დაუწია.
-გთხოვ მატი, დამიჯერე.. ახლა უნდა წავიდე, მერე კიდე დაგირეკავ.
მატილდა ანერვიულებული წამოდგა ფეხზე, ერთ ადგილას ვერ ჩერდებოდა.
-რა მოხდა?
-არაფერი.
-ცუდად იტყუები, მითხარი რა მოხდა.
-ელენა, ელენა თავისმა ყოფილმა ქმარმა სცემა..
-რაა? შენი ელენა? როგორ გაბედა იმ *ლისშვილმა?-ძარღვები ისევ დაეჭიმა იოანს.
-ხო ჩემი ელენა.. საავადმყოფოშია. არა, უნდა წავიდე! მის გვერდით უნდა ვიყო, უნდა წავიდე.-ოთახისკენ გაემართა გამოსაცვლელად.
იოანმა თვალებით მალევე იპოვა მატილდას გასაღები ხელში აიღო და მასთან მივიდა.
-ახლა მე წავალ, კარს გარედან ჩავკეტავ და ხომ იცი, რომ ვერ შემეწინააღმდეგები. შენ დამშვიდდი, მეც მალე დავბრუნდები და გპირდები ჩემი ხელით წაგიყვან ელენასთან.
-სად მიდიხარ?-თვალებიდან ცრემლები წასკდა მატილდას.-ასე ვერ დამტოვებ..
-მალე მოვალ, გპირდები.
-იოან, მე უნდა წავიდე!
-თუ რამე მოხდა, მაშინვე დამირეკე! ოდნავ ტკივილსაც თუ იგრძნობ, დამირეკე, კარგი?-შუბლზე აკოცა და კარისკენ დაიძრა.
-ეს არასწორი საქციელია.
-ვიცი.-ჩაიცინა იოანმა და მატილდას სახლის კარი ჩაკეტა.
*
-ჩამოხვედი ჩემო ძმაოო?
-ხო ლაშ, გრძელი ამბებია, მერე გეტყვი, ახლა მეჩქარება ძაან. მისმინე, ელენას ყოფილი ქმრის ნომერი მინდა.
-მოიცა შენ საიდან გაიგე?! არა იო, არა. მაგ შეურაცხადის ნომერს ვერ მოგცემ, ხვალ მოვგვარდეთ ერთად რა, საავადმყოფოდან ვერ გამოვდივარ დღეს, ხვალ ვიბაზროთ მაგაზე.
-იმ სი*ის ნომერი მინდა, გელოდები.
-შენ რა გაგიჟდი? გითხარი ხვალ ერთად მოვგვარდეთ-მეთქი, ავადმყოფია ეგ ბიჭი, ვერ ხედავ თავის ცოლს რა უქნა?
-ძალიან მეჩქარება და შენ ეტყობა დაგავიწყდა ვინ ვიყავი.-გაეცინა იოანს.-მაგის არ შემეშინდება.
-მახსოვს, მაგრამ არ მინდა ისევ ის გახდე.
-ნომერი მითხარი ლაშა, არ შეგეშვები, ხო იცი.
საბოლოოდ მაინც დაიყოლია, გიორგის ნომერი გაიგო და ახლა მასთან დარეკა, მარტივად დაიყოლია ნახვაზე, მასთან სახლში მივიდა.
-პირველად გხედავ, ვინ ხარ ან რა გინდა?-გონორით დაიწყო ლაპარაკი გიორგიმ, იოანი მას მიუახლოვდა და ხელი კისერში ჩაავლო.
-ამ დღის მერე, თუ რამე გემახსოვრება, ეს იქნება ჩემი სახე და ჩემი მუშტი შენს ყბაში, ლაჩარო.-სახეში შეაფურთხა და კედელს მიაჯახა. თავად სავარძელში ჩაჯდა, ვისკი დაისხა და სიგარეტს მოუკიდა.
-ელენა საავადმყოფოში წევს.-დაბალი ხმით დაიწყო ლაპარაკი.
-პიეველი რის გამოც ცხოვრებას დაგინგრევ, არის ის რომ ქალს ხელით შეეხე, ხოლო მეორე, რის გამოც გაგანადგურებ ის არის რომ ჩემი გოგო ახლა შენ გამო ნერვიულობს, ჩვენ კი, მამაკაცები არასდროს დავუშვებთ რომ ჩვენ გოგოებს რაიმე ეტკინოთ, თუნდაც ეს ნერვი იყოს.-ვისკი მოსვა და გიორგის ზიზღით შეხედა.
-ჩემს სახლში მოდიხარ და თავს მესხმი, იცი რა მოგივა ამის გამო?-აკანკალებულმა ჩაილაპარაკა, იოანმა ბოლო ხმაზე გაიცინა.
-ამას მეუბნება *ლე რომელმაც რამდენიმე საათის წინ ყოფილი ცოლი ცემა.
-ეგ ჩვენი საქმეა, შენ ვინ ხარ რო ერევი? მე ჩემს ცოლს მინდა ვცემ მინდა არა შენ ვერ ჩაერევი და ვერც ერავინ.
-ცოლს არა ყოფილ ცოლს!-ყვირილით უპასუხა, გიჟივით მივარდა და მთელი ძალით დაარტყა მუშტი ყბაში, გიორგის სისხლმა სახლის კუთხე მოსვარა, შემდეგ თავად მივარდა თავდასასხმელად, თუმცა არ გამოუვიდა, იოანმა მაშინვე მოიგერია და ძირს დააგდო.
-ასე აპირებ ჩემს ცემას?-სახიდან სისხლი მოიწმინდა.
-ხო, ზუსტად ასე.-გაიცინა
ტელეფონის ზარმა დიალოგი გააწყვეტინათ.
-რამე მოხდა მატილდა?
-სად ხარ?-გაბუტულმა ამოიკნავლა.
-სასტუმროში, რაღაცებს ვაგვარებ, რა ხდება-მეთქი?-ხელი ააფარა სახეზე გიორგის, რომელსაც რაღაცის თქმა უნდოდა.
-შეგიძლია მოხვიდე? მარტო ყოფნა არ მინდა და არ ვიცი ვის დავურეკო.
-მოვალ, როგორც კი საქმეებს მოვაგვარებ. დაწექი და ღმად ისუნთქე.
გათიშა თუ არა თავისივე ტელეფონი გაუქანა სახეში გიორგის.
-რისი თქმა გინდოდა?
-ეს ამბავი აქ არ დამთავრდება, გიპოვი ვინც უნდა იყო, გიპოვი და პასუხს მოგთხოვ!
-არაკაცი ხარ, შენ რა უნდა მომთხოვო.
ტელეფონის წკრიალმა ისევ შეუშალათ ხელი.
-მატილდა, ხომ გითხარი რომ არ მცალია?-ტონს აუწია.
-წყლები დავღვარე, რა გავაკეთო?? კარი ჩაკეტილია სასწრაფოშიც ვერ დავრეკავ.-ბოლო ხმაზე კიოდა მატილდა.-იოან, რა ვქნა?-ცრემლებს ვერ იკავებდა.
-სასწრაფო გამოიძახე, სანამ მოვლენ მოვალ. გამოიძახე სასწრაფო და მაშინვე დამირეკე!...
_________________
იმედია მოგეწონათ <333 :3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 617 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 5 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 5
avatar
0 Spam
1
მე ძალიან მომეწონა.კარგად და გამართულად წერ, ასევე საინტერესო სიუჟეტია.წარმატებები საყვარელო <3
avatar
0 Spam
2
მადლობა საყვარელო <33 :>
avatar
0 Spam
3
პირველ რიგში, ბოდიში, აქამდე ვერ მოვახერხე შემოსვლა და ახალი თავის წაკითხვა. ხოდა, ახლა რა ხდება biggrin იმდენად მომეწონა, როგორ გქონდა აღწერილი, რა ლამაზი იყო მატილდა იოანის თვალში, როცა ორსული დაინახა, რომ გავიბადრე happy ისეთი საყვარლები არიან ერთად, თბილები, ტკბილები და ერთნაირები happy იოანმაც რომ ვეღარ გაუძლო მატის შარმს და მალევე დანებდა?! თან ნახეთ, ბიჭს ქალის ფქრების წაკითხვა შესძლებია happy ვუაიმე, ვგიჟდები მე უკვე მასზე happy არ გინდა, ერთი მისნაირი მეც მაჩუქო? biggrin საწოლზე რომ წამოაწვა და თან თავადაც რომ მიუწვა, მიუხვდა ქალს, აი, მანდ დავდნიი happy ჩემი ცაკალელები ესენი ♡♡ ხოო, ეს გიორგია თუ ვიღაც ჯანდაბა, რა ჯანდაბა უნდა? რატომ არ ასვენებს მაგას გამჩენი? აშკარად სჭირდება ჭკუის სწავლება, ჩემი იოანის ქალის ნერვიულობისთვის happy ელია, უცხო სახელი აურჩია თან. არა, ხომ ვამბობ, მეც მინდა ერთი მისნაირი რაა!
მოკლედ, კარგი იყო და გელოდები <3 <3
avatar
1 Spam
4
Velodebi
avatar
0 Spam
5
უდიდესი მადლობა შენ კომენტარისთვის <333
ერთი იოანისნაირი ყველას უნდა გვეგდოს სახლში :დდდ
ხვალ საღამოს დავდებ ახალ თავს:3
avatar