სანამ შემიყვარებ.[7]
10.09.2018, 20:57
-არ ინერვიულოთ ქალბატონო, ძალიან გთხოვთ თავი ხელში აიყვანეთ. ეს უბრალოდ ცრუ განგაში იყო, თქვენც ყოველდღე ელოდებით და ამან პანიკაში ჩაგაგდოთ მესმის.. მაგრამ ჯერ უნდა მოიცადოთ, სახლში წადით, წოლით რეჟიმს დაგინიშნავთ.
-მგონი თქვენ არ გესმით რასაც ვლაპარაკობ.-დამცინავად ჩაიქნია ხელი მატილდამ.
-თავადაც ხომ ხედავთ ქალბატონო მატილდა? თქვენ აქ ხართ და იმ ყველაფერმა გაიარა.
-ნახვამდის.-გაბრაზებულმა მიუგდო ერთი სიტყვა, ჩანთას ხელი დაავლო და კარისკენ დაიძრა.
-რა გითხრა?-კარებშივე შეეგება იოანი.
-თავი დამანებე.-გვერდი აუარა და გასასვლელისკენ სწრაფად წავიდა.
-რა გითხრა-მეთქი?-ხელი მოკიდა მკლავში და ძალით გააჩერა.
-ჯერ ადრეაო, სახლში უნდა წახვიდე და დაწვეო.-გზა განაგრძო მატილდამ.
-მე წაგიყვან.
-არ მინდა, ბარემ გამოსული ვარ და ელენას შევუვლი.
-სახლში წახვალ მატილდა და იმას გააკეთებ რაც ექიმმა გითხრა! შენს კუდში დევნას ნუ დამაწყებინებ!-ტონს აუწია იოანმა.
-არავინ გთხოვს კუდში მსდიეო, შეგიძლია უკან წაბრძანდე!
-მატილდა.-ისევ ჩაავლო ხელი.
-ხელზე რა გჭირს?-გაოცებისგან გააფართოვა თვალები როცა იოანის სისხლით შეღებილ ხელს დახედა, იოანმაც მხოლოდ მაშინ შეამჩნია და გიჟივით გამოსწია ხელი.
-არაფერი.
-ხელები სისხლიანი გაქვს იოან!-სუსტი ხელით შეეცადა იოანის მძიმე ხელი მაღლა აეწია.
-შენ არ გეხება.-დაბნეულმა გააქნია თავი.
-აბა ვის ეხება? ახლავე მითხარი სიმართლე!-წარბი მტკიცედ აზიდა მაღლა.
-მატილდა, მგონი დაგავიწყდა სად ვართ.-თვალი გარემოს მოავლო, ხელი მოკიდა და ნაბიჯის გადადგმას აპირებდა, თუმცა მატილდას კივილმა გააჩერა.
-არ მომეკარო! არ გაბედო შენი ბინძური ხელებით შემეხო.
ანერვიულებული წავიდა წინ, იოანმა იცოდა რომ შორს ვერ წავიდოდა, რადგან მისი მანქანის და სახლის გასაღები მას ჰქონდა, ამიტომ ნელი ნაბიჯით გაჰყვა.
მატილდა შესასვლელთან იდგა, იოანმა მანქანის კარი გახსნა , შიგნით ჩაჯდა და მატილდასთან გააჩერა.
-წამოხვალ თუ აქ იდგები?-ხმით ჩაიცინა.
-საერთოდ ეს ჩემი მანქანაა და გირჩევნია გადმოხვიდე!
-ჩაჯექი, ნუ იბუტები.-კარი გამოუღო.
-არ ჩავჯდები.-ხელები გადააჯვარედინა და ცხვირი აიბზუა.
იოანი მანქანიდან გადმოვიდა და მატილდასთან დაიხარა.
-აი ელია, ხომ ხედავ, დედაშენი საერთოდ არ ფიქრობს შენზე. ექიმმა წოლითი რეჟიმი დაუნიშნა, ის კი დგას აქ. მაგრამ არ ინერვიულო, სამაგიეროდ მამაში გაგიმართლა.-მატილდას მუცელზე აკოცა და ფეხზე წამოდგა. ზედის მკლავები აიკაპიწა და მატილდასკენ გაიშვირა ორი ხელი.
-რას აპირებ?-მატილდა შეცბა.
-ზუსტად იმას, რაც შენ გგონია.-გაიცინა, ხელში აიყვანა და მანქანაში კივილ-წივილით ჩასვა, კარიც დაუკეტა და თავადაც მოთავსდა.
-ვერ გიტან!-ფანჯრისკენ გატრიალდა თვალცრემლიანი მატილდა.
-არ მეგონა ორსულობა ასე თუ შეგცვლიდა.-მანქანა დაქოქა.
-რას გულისხმობ?-მისკენ შეტრიალდა.
-ქალი იყავი, დინჯი, ჩამოყალიბებული, გაწონასწორებული, ახლა კიდე ბუტია ბავშვი ხარ, ჯიუტი.
-იქნებ ჩემზე არ ვისაუბროთ?-სიმკაცრე დაიბრუნა ხმაში.
-აი, ხომ ხედავ, ახლაც გაიბუტე.-გაიცინა.-მგონი რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ ელია, თორემ დედა ორივეს გაგვაგდებს.-მატილდას მუცელს შეხედა და თვალებით გაუღიმა.
-თუ შეიძლება ჩემს შვილს დედამისს ნუ შეაზიზღებ!
იოანის ტელეფონი აწკრიალდა, მანქანა გააჩერა და ისე უპასუხა.
-გისმენთ.
-რა გააკეთეე?? გიორგის ძმაკაცებმა დამირეკეს, შენზე ინფორმაციას მთხოვენ, იოან, რა *ლეობა ქენი?-ტელეფონში ბოლო ხმაზე ყვიროდა ლაშა.
-საჭესთან ვარ და ვერ გესაუბრებით, 20 წუთში სასტუმროში ვიქნები ქალბატონო.
-ხო არ გამო*ლევდი იოან??? რეებს ბოდავ?
-20 წუთში ვიქნები.-ტელეფონი თავის ადგილს დაუბრუნა და გზა განაგრძო.
-ვინ იყო?
-სასტუმროს ოპერატორი.
-და რა უნდოდა?
-რაღაც პრობლემა შემექმნა და უკან უნდა დავბრუნდე.
მატილდამ ტუჩები დაბრიცა, თავი დახარა და ხელი მუცელზე დაიდო.
-აი ელია, ხომ ხედავ, მამაშენს სასტუმროს ქალბატონი ურჩევნია შენს თავს.-იოანი გააჯავრა და თავის ნათქვამზე თავადვე გაეცინა.
-ელია, მგონი დედაშენს ჩემ გარეშე ყოფნა აღარ შეუძლია და შენ გაბრალებს.-თვალი ჩაუკრა მატილდას.
-იოცნებე.-ისევ გაიბუტა.

-იცოდე არ გაბედო ადგომა!-თითი დაუქნია და გასასვლელად მოემზადა.
-თორე ლოგინზე დამაბავ?
-თორე დავბრუნდები და იმდენს მოგეფერები, ლოგინიდან ოთხი დღე ვერ ადგები.-წარბები აათამაშა.
-ავადმყოფი ხარ.
-ავადმყოფი ვხდები შენ რომ გიყურებ.-ნერწყვი ხმაურით გადაყლაპა და თვალი გაუსწორა.
-მართლა გიჟი ხარ თუ შეგიძლია რომ ორსულიც გინდოდე.
-ყველანაირი მინდიხარ.-თმა ყურთან გადაიწია და მატილდასკენ დაიძრა.
-ასეთიც?-როგორც შეეძლო დაიჭყანა.
-ნუ მაიმუნობ.-სახესთან მიუახლოვდა, მატილდამ ვნებიანად გამოწია ტუჩები, ეგონა იოანი სწორედ იქ უპირებდა კოცნას, თუმცა მწარედ შეცდა.. იოანი ისევ შუბლზე შეეხო ტუჩებით და თვალი მის თვალებს გაუშტერა.
-იწვი ისე გინდა გაკოცო.-გაეცინა.
-საიდან მოიტანე.-მხურვალედ ამოილაპარაკა, იოანთან ასე ახლოს ყოფნას ვერაფრით უძლებდა.
-ვიცი, თვალებში გეტყობა.-ტუჩებზე გაეხახუნა სახით, მატილდამ ძლივს შეძლო თავის შეკავება, მუშტი ისე მაგრად შეკრა, ცოტაც და სისხლი წამოუვიდოდა.
-არა, საერთოდ აღარ გინდივარ!-დასკვნა მხოლოდ მაშინ გამოიტანა როცა იოანი მოშორდა.-გასაკავირიც არ არის, ორსულობამ დამამახინჯა, ისეთი გამომწვევიც აღარ ვარ, ამ ბეჰემოტის პიჟამოში.-გაბუტულმა დახედა თავის პიჟამოს, ახლა სხვა გრძელფეხები უფრო მიმზიდველები არიან შენთვის, აი მაგალითად ის ქალბატონი, სასტუმროდან, რომელთანაც გარბიხარ.
-ხუთი წუთიც კი ვერ ჩერდები ისე, რამე სისულელე რომ არ თქვა.-გააწყვეტინა მონოლოგი.
-იმას ვამბობ რაც არის.
-ქალი, რომელიც სულ მალე შვილს გამიჩენს, ყველა ქალზე მიმზიდველი იქნება ჩემთვის ყოველთვის!-მკაცრად უპასუხა.-ხო, თან ვიცი როგორ გაგიჟებ და ეგ მაგიჟებს..
-მგონი გაგვიანდება.-საუბარს თავი აარიდა მატილდამ.
-ხო, უნდა წავიდე.
-ელენასთან ვერ წავალ?
-ვერ წახვალ, მე შევუვლი, ვეტყვი რომ არ შეგიძლია მისვლა.
-მართლა მიხვალ?-თვალები გაუბრწყინდა მატილდას.
-ხო, მივალ. შენ დაიძინე, უკვე გვიანია. თუ რამეა მირეკავ ხო იცი.
-ვიცი, ისიც ვიცი რომ ნებისმიერ სიტუაციაში ეგრევე მიპასუხებ.-გაეღიმა.
-რა თქმა უნდა.

მანქანა ლაშას სახლთან გააჩერა, დიდხანს არ დასჭირვებია ლოდინი.
-რა ჯანდაბა გააკეთე?-ხმაურით ჩაჯდა მანქანაში ლაშა.-ციხეში წასვლა გინდა?
-იმ ნაბი*ვარმა ახალგაზრდა გოგო გონების წასვლამდე ცემა და კიდე მე უნდა წავიდე ციხეში?-იოანიც აყვირდა.
-ელენას ეშინია და ჩივილს არ აპირებს, იმ *ლის ძმაკაცები კიდე ეგრევე გიჩივლებენ, ან პირდაპირ მოგკლავენ, როგორც კი გიპოვიან.
-მაგ *ლის ძმაკაცებმა იციან გიორგიმ რაც გააკეთა?
-არ ვიცი შე*ემა, მე საიდან უნდა ვიცოდე.
-ხოდა დარეკე, იმასთან ვინც დაგირეკა და ჩემზე ინფორმაცია გთხოვა, უთხარი შემხვდეს.
-იოან რუსეთში თავის მოკვლა ძაან რთულია და აქ ჩამოხვედი თუ რა ხდება?
-გააკეთე რასაც გეუბნები.
-როდესმე გამოსწორდები?
-ალბათ არა.-გაეცინა.

*
-ესეიგი საშიში არაფერია?
-არა მატი, საშიში არაფერია, ხვალ გამოწერენ, შუადღეს.
-შენ სახლში მიდიხარ?
-ხო, ორ წუთში მივალ. შენ როგორ ხარ გაბერილო?
-კარგად კატ, დღეს თითქმის მშობიარობა დამეწყო.-ხმამაღლა გაიცინა.
-რაააა? ვერ ვხვდები რას ამბოობ?
-ხო, ის შეგრძნებები მქონდა რაც უნდა მქონოდა, მაგრამ ექიმმა მოგეჩვენაო, უკვე აღარ შემიძლია, ერთი სული მაქვს გაჩნდეს.
-შენ რაა სულ გააფრინე? ექიმთან წახვედი, გეგონა მშობიარობდი და მე არ დამირეკე? ყოჩაღ მატილდა, ყოჩაღ. ან საერთოდ ვინ წაგიყვანა? მარტო აპირებდი მშობიარობას?
-იოანმა.-ვნებით წარმოთქვა საყვარელი კაცის სახელი.
-ხო, მაშინ არ მიკვირს რომ არ გაგახსენდი.-გაეცინა.
-ხო იცი რომ პირველს შენ დაგირეკავდი, უბრალოდ იოანს ჰქონდა ჩემი სახლის გასაღები და მის გარდა ვისთვისაც უნდა დამერეკა აზრი არ ჰქონდა. ამიტომ არ გაბრაზდე.
-მოიცა, მოიცაა.. შენ და იოანი??
-რა მე და იოანი?
-მოგვარდით?
-არ ვიცი, ისე იქცევა აშკარად არ ჰგავს გაბრაზებულს, მაგრამ ისეთია შეიძლება უბრალოდ არ უნდა ახლა გამოხატოს, სანამ ორსულად ვარ.. მოკლედ ვერაფერი გავიგე.
-კარგად გექცევა?
-კარგად მექცევა, თან მტანჯავს.
-ეგ როგორ?-ხმამაღლა გაეცინა.
-ჩემთან არის, ჩემზე ზრუნავს. მაგრამ იცის როგორ მაბნევს და ამით სარგებლობს, მეც დებილივით სულ დორბლები მდის.-სიცილში აყვა კატიას.
-მატი ჩემთან ხარ?-გაოცებისგან პირი დააღო.
-არა კატია, მოლანდებები დაგეწყო? სახლში ვარ, წოლითი რეჟიმით.
-შენი მანქანა დგას ჩემს სახლთან.
-რააა? შენს სახლთან?-ლოგინიდან წამოხტა მატილდა.
-ხო.
-ახლა კარგად მომისმინე! იოანს ჰყავს ჩემი მანქანა, გაჩერდი და დააკვირდი გვერდზე ვინ უზის.
-ლაშაა, ჩემი ბიჭის ზურგს ყველგან ვიცნობ.-ტუჩზე სასიამოვნოდ იკბინა.
-არცერთი ნაბიჯი აღარ გადადგა! ისე ქენი რომ ვერ დაგინახონ. ზუსტად ორ წამში დაგირეკავ.
-რა ხდება მატილდა? გააფრინე?
-ორ წამში დაგირეკავ, მანდ იდექი გთხოვ.

-რამე მოხდა?
არაფერი იოან, უბრალოდ მაინტერესებდა სად იყავი.
-სასტუმროში ვარ, რამდენჯერ უნდა გითხრა?-მკაცრად უპასუხა.
-სასტუმროში?
-ხო, სასტუმროში.
-და რას აკეთებ?
-პრობლემები შემექმნა, ბარათთან დაკავშირებით და ვარკვევ. რა იყო, ჩემი პირადი მცველი ხარ თუ რა საჭიროა ეს ამდენი კითხვები?-ხმით ჩაიცინა.
-როდემდე აპირებ ჩემს მოტყუებას?-ცრემლნარევი ხმით ამოილაპარაკა.-ან რაში გჭირდება? საერთოდ რას აკეთებ?
-რაზე მელაპარაკები, ვერაფერს ვხვდები.
-არ ხარ სასტუმროში და ლოგიკურია არც ყოფილხარ, წარმოდგენა არ მაქვს სად იყავი, ან რატომ იყავი სისხლით დასვრილი, მაგრამ რასაც არ უნდა აკეთებდე, ტყუილს არ გაპატიებ!
-სისულელეებს ნუ ამბობ, რომ მოვალ მერე ვილაპარაკოთ.
-არა, იოან! აღარ ვილაპარაკებთ. შენს უკან კატია დგას, ალბათ ცოტა მოშორებით, ჩემი მანქანის და სახლის გასაღები მიეცი, მხოლოდ მაშინ დაგირეკავ, როცა მშობიარობა დამეწყება. ეს ფარსი ურთიერთობები საჭირო არ არის, შენი ტყუილების გარეშეც გავართმევ თავს ორსულობას.-ცრემლები ვეღარ შეიკავა და ხმა გაუწყდა.
-ესეიგი არც გაარკვევ რა ხდება, ისე მომიშორებ თავიდან?-ხმა დაუსერიოზულდა იოანს.
-გასარკვევი არაფერია, შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე ჩემი, თავს ნუ მოვიტყუებთ.
-როგორც გინდა მატილდა, ძაღლი არ ვარ სულ რომ გსდიო.
-ნახვამდის.
-თავს გაუფრთხილდი.
მატილდამ ტელეფონი გათიშა, ცრემლიან სახეზე ხელები აიფარა და საკუთარი თავის ნუგეშს მოჰყვა.

იოანმა გასაღებებიც და მანქანაც კატიას გადასცა, რომელიც ჯერ კიდევ გაურკვევლობაში იყო. გიორგის ძმაკაცების სანახავად წავიდა და თან ლაშაც გაიყოლა.
ყველაფერი იმაზე მარტივად დამთავრდა, ვიდრე ვინმე მოელოდა, გიორგის ძმაკაცებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ მან ასეთი უკადრებელი რამ იკადრა, ასე რომ აქეთ მოუხადეს იოანს ბოდიში.

იოანი და ლაშა უხმაუროდ ბრუნდებოდნენ უკან, ხმას არც ერთი იღებდა.
-მატილდას ორსულობაზე კი მქონდა ეჭვები, მაგრამ მაინც ვერ წარმოვიდგენდი შენგან თუ იყო ორსულად.-სიჩუმე დაარღვია ლაშამ.
-ხო, მეც ვერ წარმოვიდგენდი.-ჩაიცინა და სიგარეტს მოუკიდა.
-*ლე ხარ რა შე*ემა, თავიდანვე სიმართლე უნდა გეთქვა ამ გიორგიზე, რას ატყუებდი.-ხელი საჭეს დაარტყა.
-შენც იცი რომ ასეთ თემაზე არასდროს ვილაპარაკებდი მატილდასთან, ტყუილად ატრაკებ.
-შენ და შენი პრინციპები. ბავშვზე რო არ გითხრა ესეიგი აპატიე?
-ახლა მაგაზე ჩხუბის დრო არ არის.
-დანიელაზე და გოგოებზე რას შვები?
-არ ვიცი, ჯერ არაფერი არ ვიცი.
-სასტუმროში დაგტოვო?
-ხო.
-შეგიძლია ჩემთან და კატიასთან დარჩე.-მხარზე ხელი დაარტყა.
-კარგად ვარ.-გაეცინა ძმაკაცის მზრუნველობაზე.-დიდი ბიჭი ვარ, როგორმე გადავიტან.
-ერთხელ მაინც ილაპარაკე შენ გრძნობებზე, უკან არ დაგხევს, მაინც თეს*ი როჟა იქნები შენ თავს ვფიცავარ.-სიცილში აყვა და თვალი ჩაუკრა.
-დაი*ვი.-თითი დაუქნია და გადასასვლელად მოემზადა.
-შემეხმიანე, ლოთივით არ დალიო იცოდე მარტომ, როგორც იცი ხოლმე, დარეკე და მოვჯდეთ ერთად.
-მაგრად.-ხელი აუწია და სასტუმროსკენ დაიძრა, დანიელასთან აპირებდა დარეკვას, მაგრამ მხოლოდ მესიჯი დაუტოვა, თუ გღვიძავთ დამირეკეთო, არ უნდოდა ძილი დაეფრთხო.
წინასწარ იცოდა რომ ნომერში ვერ გაჩერდებოდა, ამიტომ მაშინვე აბაზანაში შევიდა, გადაივლო, სუფთა ტანსაცმელი მოირგო და გარეთ გამოვიდა.
იცოდა რამდენიც არ უნდა ებოდიალა, გზა აბნეული ნაბიჯები მაინც მატილდას სახლთან მიიყვანდნენ. ვერ გაუძლებდა მისგან შორს ყოფნას, ვერ აიტანდა რომ ერთ ქალაქში სხვადასხვა სახლებში დაეძინათ..
თანაც ხომ იცით, სიყვარული მეტწილად შიშია. როცა გიყვარს სულ გეშინია რომ მას რაღაც სტკივა, რაღაც აწუხებს და შენ არ ხარ ახლოს.. გეშინია რომ შენი ნუგეშისმცემელი თვალები ვერ მოჰგვრიან შვებას..
ამიტომ გული, რომელიც შენშია სულ იმისკენ ისწრაფვის, ვისაც ეკუთვნის. იოანის გული კი იმ ორ ადამიანს ეკუთვნოდა, ერთ სხეულში რომ მოეყარათ თავი.
როდესაც მატილდას უყურებდა, ირგვლივ ყველაფერი იცვლიდა ფერს, ყველაფერი უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა..
როცა უყურებდა როგორ პინგვინივით დააბიჯებდა მისი საყვარელი ქალი გაბერილი მუცლით, უნდოდა დრო გაჩერებულიყო და მთელი ცხოვრება უბრალოდ ეყურებინა მისთვის რადგან იოანისთვის არ არსებობდა ამაზე დიდი ბედნიერება.
ბევრი აღარ უფიქრია, ტაქსი გააჩერა და ის მისამართი უკარნახა, რომლისკენაც მისი გული მიიწევდა..
ლივტს არ დალოდებია, ფეხით
აირბინა რამდენიმე სართული და მატილდას კარზე დააკაკუნა.
კარი ნამძინარევმა ქალბატონმა. გაუღო.
-შენთვის გასაგები არ არის რაც გითხარი? აქ რატომ მოხვედი?-თვალები მოიფშვნიტა და როგორც შეეძლო მკაცრი გამომეტყველება მიიღო.
-იმიტომ რომ მენახე.-გაიღიმა.
-მე მეგონა აღარ გინდოდა ძაღლი ყოფილიყავი.-ირონიით უპასუხა მატილდამ.
-წადი, ლოგინში დაბრუნდი, დიდხანს ნუ დგახარ.
-როგორ გავხარ გოჩა ექიმს.-
თვალები აატრიალა ძლივს გამოფხიზლებულმა.
-ღამე მშვიდობისა.
-ამისთვის მოხვედი?-სახე მოეღრიცა.
-არა, იმისთვის მოვედი რომ მთელი ღამე ჩემზე იფიქრო.-სახესთან მიუახლოვდა და სუნთქვა გაუხშირდა.
-ამას რატომ აკეთებ?-თავი უკან გასწია მატილდამ.
-რას?-ჩაეცინა.
-ისე იქცევი, თითქოს ჩემთან გინდა, მაგრამ რეალურად სულ სხვას აკეთებ! ჯანდაბა! უკვე ათასჯერ შეგეძლო ჩემთვის გეკოცნა და მე ამის უფლებას გაძლევდი, შენ კი არაფერს აკეთებ, არ ვიცი ამაზე უფრო ვბრაზდები თუ იმაზე რომ მომატყუე, არ ვიცი რის გამო აღარ მინდა შენი ნახვა.-ლაპარაკი ყვირილში გადაუვიდა. ისე რომ თავადაც ვერ მიხვდა.
-დაწყნარდი.-სიცილით მოკიდა სახეზე ხელი, მატილდას ტყვიასავით ხმა გააჩუმა.
-შემომიშვებ?-მუდარა შეერია ხმაში.
კარს მოშორდა, პასუხი არ გაუცია თუმცა ეს ჟესტი ნამდვილად ნიშნავდა თანხმობას. იოანი შიგნით შევიდა და მატილდას გვერდით სავარძელზე დაჯდა.
-იცი რა არ გვიქნია არასდროს?-სიცილით თქვა იოანმა.
-რა?
-არასდროს ჩავხუტებივართ ერთმანეთს.-თვალი თვალში გაუყარა.
-რთულია ცხრა თვის ორსულ ქალს ჩაეხუტო.-გაიცინა და უზარმაზარ მუცელს დახედა.
-მოდი ვცადოთ.
-ახლა?-ისევ დაიბნა.
-ხო, ახლა.-თქვა და ფეხზე წამოდგა.
-რა საჭიროა? საერთოდ აქ რატომ მოხვედი? მგონი შევთანხმდით რომ ურთიერთობა უნდა გაგვეწყვიტა, რის მიღწევას ცდილობ?-თავის დაღწევას თავდასხმით შეეცადა მატილდა.
-ნუ დაიწყე ოთხმოცი წლის ქალივით..-ხმით გაიცინა იოანმა და ხელებით წინ ჩამოყრილი თმა გაუსწორა.
-მეძინება, უნდა წახვიდე.
-უკეთესი ვარიანტი მაქვს.
-რა ვარიანტი?
-აქ ვიჯდები და შენს ძილს ვუყარაულებ.
-ვერ შევძლებ დაძინებას, თუ მეცოდინება რომ აქ ზიხარ და მიყურებ.
-ფაქტიურად სიყვარულში გამომიტყდი.-ისევ გაიცინა.
-ჩემი დაცინვა ჰობად გექცა?-განაწყენდა.
-მიყვარს, რომ იბუტები.-ცხვირზე უჩქმიტა.
-საერთოდ არ ვიბუტები.-ხელები გადააჯვარედინა და მუცელზე დაიწყო.
-ესეიგი არ ჩამეხუტები?-დამატყვევებლად გაუღიმა საყვარელ ქალს.
-ასე ნუ აკეთებ.-თვალები აატრიალა.
-ხო ხედავ ელია, დედაშენი გიჟდება ჩემზე და არ აღიარებს.
-მგონი მაგას აღიარება არ სჭირდება.-თავისთვის ჩაილაპარაკა მატილდამ დაბალი ხმით.
-რა თქვი?
-ბავშვსაც კი ატყუებ-მეთქი.-იცრუა დამაჯერებლად.
-საკმარისია დიალოგი, შენი ძილის დროა.-ხმა გაიმკაცრა.
-გოჩა ექიმო, იქნებ მითხრათ რომელ მხარეს ჯობს ძილი, მარცხნივ თუ მარჯვნივ?
-ადექი.-ფეხზე წამოდგა და ხელი გაუწოდა.
-ჩემითაც მივაგნებ საწოლს.-იოანის გაწვდილი ხელი დააიგნორა და ლოგინისკენ დაიძრა.
-დღეს შენს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ღამე იქნება.-ნიშნის მოგებით ჩაიცინა.
-რატომ?
-იმიტომ რომ შენთან ერთად დავიძინებ, რადგან არ გინდა რომ გიყურო როგორ გძინავს.
-შენი თავი ვინ გგონია?-გაბრაზებული შეტრიალდა მამაკაცისკენ, რომელიც მის მუცელთან დაიხარა.
-ელია, იმედია დედაშენი არ აპირებს რომ ეს ღამე თავისი უხეშობით გაგვიფუჭოს, იმიტომ რომ დღეს ჩვენ სამნი პირველად დავიძინებთ ერთად,-გაიღიმა.-ისე, როგორც ნამდვილი ოჯახი.-თვალი ჩაუკრა, პიჟამო აუწია, მუცელზე უნდოდა ეკოცნა.. მატილდას შიშველ, გრძელ ფეხებს შეავლო თვალი, ხელის წაღება უნდოდა, თუმცა თავი შეიკავა. გაბერილ მუცელზე სველი კოცნა დაუტოვა და ფეხზე წამოდგა.
-თავისუფალი ხარ, შეგიძლია შენ ადგილას დაწვე.-თითის ლოგინის მარჯვენა კუთხისკენ მიუთითა.
-არ ვაპირებ..
-არავის უკითხავს რას აპირებ.-ხრინწიანი ხმით გააწყვეტინა.- და საერთოდ, ლაპარაკის უფლება გეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე კარგსა და სასიამოვნოს იტყვი, სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაჩუმდი.
-ესეიგი ლაპარაკსაც მიკრძალავ?
-ჩემს ღამეს შენი გესლიანი ენით არ გაგაფუჭებინებ.
წამებში გადაიძრო მუქი ლურჯი ზედა, მისი დაკუნთული, შოკოლადისფერი სხეულის დანახვაზე მატილდას თვალები შუბლზე აუვიდა, ნერწყვი ოცჯერ გადაყლაპა მიყოლებით და მხოლოდ მაშინ შეძლო ხმის ამოღება.
-რას აკეთებ?
-ვიხდი.-თვალი ჩაუკრა.-ლოგინში ასე წვებიან.
შარვალიც გაიხადა, ეფექტის მოსახდენად ცოტახანს გაშტერებული მატილდას პირდაპირ იდგა.
-მე გაგხადო თუ შენით გაიხდი?
-პიჟამო მაცვია, არაფრის გახდას არ ვაპირებ.
-შენი გრძელი, ბეჰემოტებიანი პიჟამო ისეთი სექსუალურია, აღმაგზნებს..-ტუჩზე სიცილით იკბინა და ლოგინში მოთავსდა.
მატილდასაც სხვა გზა არ ჰქონდა, ლოგინის თავისი მხარე შეავსო, კიდეზე მთელი ძალით იყო ჩამოკიდებული, ცდილობდა იოანს არ მიახლოებოდა, ფაქტობრივად ბეწვზე ეკიდა. იოანმა შეხედა, ხმამაღალი სიცილი ატეხა, ხელი მოხვია და თავისკენ ზურგით მიიხუტა, ისე თითქოს მასთან აპირებდა გაერთიანებას, მატილდას ხმა არ ამოიღია, დადნა, დაიფერფლა საყვარელი კაცის მკლავებში..
თვალდახუჭულები იწვნენ, თუმცა ვერც ერთმა დაიძინა, ემოციების ზღვა მოვარდა მათ გულებში და როგორ შეძლედნენ დაძინებას?!
ხანდახან ესეც საკმარისია, უბრალოდ ეხუტებოდე იმ სხეულს, რომლის სულიც შენი ბედნიერების დასაბამია, ხანდახან ეს, ყველაფერზე მაღლა დგას.. ასეთი მომენტები კი ნამდვილად იწერება ისტორიაში..
როცა გაბრაზებული ხარ, ნაწყენი ხარ, თუმცა ეს ხელს არ გიშლის გიყვარდეს.. როცა უბრალოდ ეხები მას და ყველა ტკენა თავდახრილი იმალება ჩრდილის ქვეშ.
იმიტომ რომ სიყვარული სწორედ ეს არის, დაუსრულებელი კამათი, დაუსრულებელი ბრაზი,თუმცა ყველაზე ნამდვილი სწორედ ის გაწვდილი ხელია, რომელსაც სიბრაზის შემდეგ, სიყვარულისგან იშვერ..
_____________
პატარა თავია, მაგრამ იმედია მოგეწონებათ, აზრები გამიზიარეთ.. <333
მადლობა ვინც კითხულობთ ყველას.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 670 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
ვაიმეეე, ხომ ვამბობ რაა, ეს ორი ერთმანეთისთვისაა შექმნილიი happy ჩემი ტკბილები, თბილები და საყვარლები! happy მატილდა ისე ისეთი ჯიუტია, როგორც თავიდან, არა, ორსულობამ უფრო გააჯიუტა, მაგრამ არაუშავს, მიხედავს მაგას იოანი cool როგორ მაინტერესებს რა მოხდება მერე, შენ ხომ არ იცი happy ასე, რომ გელოდები საყვარელო <3 happy
avatar
0 Spam
2
ჩემო საყვარელო, როგორც ყოველთვის უდიდესი მადლობა შენ კომენტარისთვის. <3
avatar
0 Spam
3
ძალიან მაგარი გოგო ხარ, ძალიან მაგარი რომანით <3 <3
avatar
0 Spam
4
ნინააა, უდიდესი მადლობა საყვარელო! <3
avatar
0 Spam
5
ყველა თავი ერთად წავიკითხე და მინდა გითხრა ძალიან მომეწონა საინტერესო და სასიამოვნო საკითხავია.ყოჩაღ**წარმატებები
avatar
0 Spam
6
ძალიან დიდი მადლობა <33 ❤️❤️❤️
avatar