სანამ შემიყვარებ.[8]
19.09.2018, 21:56
მატილდა წელის ტკივილმა გააღვიძა, ზანტად გაახილა თვალები, უსიამოვნოდ დაიჭყანა გამოფხიზლებამდე, თუმცა როცა მის გვერდით მშვიდად მძინარე იოანს შეავლო თვალი, ყველა ტკივილი დაავიწყდა..
ავადმყოფივით აკვირდებოდა სახეზე, თან მომენტებში სხვაგან იხედებოდა, ეშინოდა იოანს არ ეგრძნო მისი მზერა.. როგორი სიმპატიური იყო იოანი, განსაკუთრებით მაშინ, როცა მის ლოგინში იწვა და ხელით ხელზე მაგრად ეჭიდებოდა.
-მძინარეს მიყურებ, წარმოდგენაც არ გაქვს როგორ გიყვარვარ.-სიცილით უთხრა ისე რომ თვალიც არ გაუხელია. მისი ხმა ახალგაღვიძებულზე ბევრად უფრო დამატყვევებლად ჟღერდა. მატილდას ცივმა ოფლმა დაასხა, მზერა მის წინ აღმართულ კარადაზე გადაიტანა.
-შენ არ გიყურებ.-ლოყები აუწითლდა ტყუილისგან.
იოანმა თვალები გაახილა, მთელი თავისი ნაკვთებით გაუღიმა ლოგინზე წამომჯდარ მატილდას, რომელიც ანერვიულებული იჭამდა ფრჩხილებს.
-მაკოცე.-თავი ბალიშზე დადო, თვალები ისევ დახუჭა და ტუჩებს თავისუფლება მისცა.
-მაგას არასდროს ვიზამ.-ხელით შეუმჩნევლად დაინიავა მატილდამ.
-მე რომ გკოცნი წინააღმდეგი არ ხარ და შენ თვითონ როგორ არ მკოცნი?-წუწუნს მოჰყვა იოანი.
-ჩაის დალევ?
-ყავა მირჩევნია.
-კოფეინი არ შეიძლება.
-ხო, ჩემს პატარას დააზიანებს.-მუცელი გამობერა როგორც შეეძლო, ხელი დაისვა და სიცილს მოჰყვა.
-არ მაქვს ყავა, ჩაბრძანდი ქვევით და აპარატის ყავა დალიე თუ ასე გინდა.-უმიზეზოდ გაიბუტა.
-კარგი იყოს ჩაი.-გაიღიმა იოანმა.
-არ ვიცი, შეიძლება დაგავიწყდა მაგრამ მე წოლითი რეჟიმი მაქვს დანიშნული, ასე რომ სამზარეულო მარჯვნივ.-თითი სამზარეულოსკენ გაიშვირა და ბოროტულად გაიღიმა.
-აჰაა, ესეიგი მე მიწევს დილის საუზმის მომზადება?
-დიახ, ბატონო იოან, პატივი გერგოთ ჩემს სამზარეულოში იფუსფუსოთ.-ხმამაღლა გაიცინა.
იოანი ფეხზე წამოდგა, ტანსაცმელი არ ჩაუცვამს ნახევრად შიშველი დაიძრა სამზარეულოსკენ. მატილდამ თვალი გააყოლა მის შიშველ, განიერ მხრებს, მის უკანალს და ნერწყვი მიყოლებით რამდენჯერმე გადაყლაპა, გონს რომ მოეგო მიაძახა.
-შემიძლია ხალათი გათხოვო.
-ფართუკი მირჩევნია.-სიცილით უპასუხა.
იოანი სამზარეულოში გავიდა, საუზმის მომზადება ნამდვილად ეხერხებოდა, ტანიას ყოველთვის ის უმზადებდა დილით სამსახურში წასვლამდე.
ჩაი დაასხა, ბლინები სულ რამდენიმე წუთში გააკეთა და ფოდნოსით ხელში მიადგა მატილდას, რომელიც პირღია უყურებდა.
-შეგეძლო უბრალოდ ჩაი დაგესხა.
-ჩვენ ხო ოჯახი ვართ, ოჯახი კიდე დილით ასე საუზმობს.-თავი დახარა და ლოყაზე რბილად აკოცა.
-მეგონა ეგ თამაში გუშინ დაამთავრე.
-რა თამაში?
-‘ოჯახობანა’-ხმამაღლა გაიცინა.

*
-ელიიი, ჩემო გოგოო, როგორ მიხარია შენი ნახვა!!-წვრილი ხელებით მოეხვია დაქალს და რამდენჯერმე აკოცა.
-მეც გაბერილო, მომენატრე.-ტუჩები დაბრიცა და მის გვერდით მოთავსდა ლოგინზე.
-თავს როგორ გრძნობ?
-კარგად მატი, კარგად ვარ..-ხელი ნაკერზე მიიდო და სევდიანად გაიღიმა.
-ძალიან მინდოდა შენთან მოსვლა, მაგრამ ვერაფრით მოვახერხე.
-კარგი რა, მაგაზე არ ინერვიულო. შენ ის მითხარი როგორ ხარ, ან იოანს რა უნდოდა აქ?-წარბები აათამაშა და ეშმაკურად გაიღიმა.-კატიამ კი მითხრა ბავშვზე, მაგრამ ასე თუ იყავით არ მეგონა.
-ხო, რაც ბავშვზე გაიგო ცდილობს სულ ჩემთან იყოს.
-და რას აპირებთ?
-არ ვიცი ელ, ალბათ ბავშვი რომ დაიბადება მერე მოვიფიქრებთ. ახლა არაფერი ვიცი, მარტო იმაზე ვფიქრობ რომ დაიბადოს ბოლოსდაბოლოს, ამდენხანს ლოდინი აღარ შემიძლია.-შუბლი შეკრა სიბრაზისგან.
-ნუ აიძულებ ჩემს ნათლულს თუ შეიძლება, ჯერ დედიკოს და მამიკოს შეარიგებს და მერე დაიბადება.-ხმამაღლა გაიცინა და ხელით გაბერილ მუცელზე მიეფერა.
-ნუ ბოდავ რაღაცებს!-დოინჯი შემოირტყა.
-რატომ ვბოდავ? აშკარად კარგად ხართ ერთად, თვალები გიბრწყინავს რომ ხედავ.. ახლა ბევრად უფრო ლამაზი ხარ, როცა ის დაბრუნდა.. აუცილებლად უნდა იპოვოთ ერთად ყოფნის გზა.
დიდხანს იჭორავეს გოგოებმა, ელენა დედასთან დაბრუნდა სახლში, მისი მდგომარეობის გამო ჩამოვიდა და ახლა მასთან ერთად მოუწევდა ცოტახანს მაინც ცხოვრება.

მატილდა ლოგინში გემრიელად მოკალათდა და იოანთან დარეკა, რომელიც მთელი დღე არ ჩანდა. რამდენჯერმე სცადა დარეკვა, თუმცა იოანს არცერთხელ უპასუხია..
ბოლოს კატიასთან გადარეკა.
-კატ რას შვები?
-ფილმს ვუყურებთ მე და ლაშა, რა ხდება ხო მშვიდობაა?
-კი. უბრალოდ მაინტერესებდა იოანი ხომ არ არის თქვენთან, ან ხომ არ ყოფილა დღეს..
-არა მატი, დღეს საერთოდ არ მინახავს, არ გამოჩენილა?
-დღეს შუადღისკენ წავიდა და არც კი დაურეკავს.. ახლა ვურეკავდი და არ მიპასუხა.
-მატი, კაპასი ცოლივით ნუ იქცევი. როცა მოიცლის თვითონ დაგირეკავს.
-ხო მაგრამ თუ ლაშასთან არ არის აქ სხვა რა საქმე უნდა ჰქონდეს?
-მორჩი წუწუნს, გამოჩნდება.
-კარგი კატ, თუ ნახავ დამირეკე რა.
-კარგი ჩემო გოგო, გკოცნი.

კიდევ რამდენჯერმე სცადა იოანის ნომერზე დარეკვა, თუმცა უშედეგოდ..
უპასუხობა ისე აგიჟებდა და ისე აბრაზებდა ცოტაც და ყველა ძარღვი გაუწყდებოდა ერთიანად.
ლოგინში იჯდა და ვიდეობის ყურებით ცდილობდა ყურადღების გადატანას, მოულოდნელად იგრძნო რომ მუცელი მთელი ძალით ექაჩებოდა ქვევით, გული აუჩქარდა, სუნთქვა გაუჭირდა..
თავი დაბლა დახარა და სველი ლოგინი რომ დაინახა, ნერვიულობისგან ყველაფერი ერთიანად აუკანკალდა..
‘ახლა არა პატარავ, ახლა არა, გთხოვ..’-გიჟივით უსმევდა ხელს მუცელს და ცდილობდა მშობიარობა თავისი სიტყვებით შეეჩერებინა, თუმცა ტკივილი რომ გაუსაძლისი გახდა ტელეფონი აიღო და კატიასთან დარეკა.
-კატი, დაიწყო..-მშვიდად უთხრა, თუმცა მისი სიმშვიდის უკან თავბრუდამხვევი ნერვიულობა იდგა.
-რააა? დაიწყო??? მატი მარტო ხარ?-ფეხზე წამოხტა კატია და მაშინვე ჩაცმას მოჰყვა.
-მარტო ვარ, ფეხზე ვერ ვდგები, ვერ ვსუნთქავ.. კატ, ძალიან მტკივა.-ცრემლები ვერ შეიკავა მატილდამ.
-სასწრაფო გამოიძახე, ახლავე! და გამაგებინე სად წაგიყვანენ. მატი, ისუნთქე, ღრმად ისუნთქე, ყველაფერი კარად იქნება.

სასწრაფოს მანქანაში იწვა, სრულიად მარტო, უცხო ექიმებთან ერად.
მხედველობა სანახევროდ ჰქონდა შერჩენილი, თუმცა თვალებს მაინც აქეთ-იქით აცეცებდა, არ უნდოდა გონება დაეკარგა..
გაუჩერებლად, შეუსვენებლად ტიროდა და ყველაფერი კიდევ უფრო ბუნდოვანი ხდებოდა ცრემლების ფონზე.

-ისუნთქე მატილდა, ყველაფერი ძალიან მალე დამთავრდება, უფრო ძლიერად, თუ შეგიძლია, უფრო ძლიერად.-სველ თავზე უსმევდა ხელს და მის დამშვიდებას ცდილობდა.
გოჩა ექიმი საკმაოდ გაბრაზებული ჩანდა. ვერ იტანდა, როდესაც ქალი მარტო ეწვა სამშობიარო ბლოკში.
მას ყველაზე კარგად ესმოდა ქალისთვის ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან ასოცირდებოდა, ამიტომ გული ბრაზით ევსებოდა, როცა ხედავდა რომ მის ბლოკში ქალებს ნუგეშისმცემელი არავინ ჰყავდათ..
არადა რამდენი კაცი უნახავს, ასეთ დროს ცოლს რომ შესციცინებს თვალებში და თავისდაუნებურად ეღიმება ხოლმე მათ შემხედვარეს, ამჩნევს რომ ასეთი ქალებისთვის ბევრად უფრო მარტივია ამ სირთულესთან გამკლავება, თითქოს იმ ხელის ხელზე მოჭერით თავიანთი ტკივილის ნახევარს ატანენ სხვას და თავად უფრო უადვილდებათ..
მატილდა რომ უყურებდა აღარ იცოდა რა ექნა, მაქსიმალურად უნდოდა მისთვის ყველანაირი ტკივილი შეემსუბუქებინა და ცოტა დაიბნა კიდეც.. ამდენწლიანი სტაჟის მიუხედავად, მაინც დაიბნა..
თუმცა როდესაც კიდევ ერთი სიცოცხლის ტირილი მოესმა, ყველა ფიქრი გადაავიწყდა..
ხელში სულ ცოტახანს გაიჩერა ახალშობილი, მაგრამ მაინც მოახერხა მისი გულის გათბობა პატარა ანგელოზმა.
თავის პრაქტიკაში პირველად ნახა რომ ბუნებრივად დაბადებული ბავშვი, ასე კარგად გამოიყურებოდა.
მატილდას გონება თითქმის დაკარგული ჰქონდა, თუმცა როცა ბავშვი დაუწვინეს, ყველაფერი გაჩერდა.. მხოლოდ პატარას გულისცემას გრძობდა თავის გულზე, მხოლოდ ეს ესმოდა, სხვა ყველაფერს გამოეთიშა..
ვერც კი წარმოედგინა თუ შეიძლებოდა ამხელა ტკივილის შემდეგ, რამე ღიმილის მიზეზი გამხდარიყო მისთვის..
ელიამ კი ეს მოეხერხა, დედა სიხარულის ცრემლებით აატირა..

*
-გაიღვიძე? თავს როგორ გრძნობ?-ღიმილით მიუახლოვდა გოჩა ექიმი მატილდას.
-კარგად.-სუსტი ხმით უპასუხა მატილდამ.-ბავშვი როგორ არის? როდის შევძლებ მის ნახვას?
-პატარა ელია თავს შესანიშნავად გრძნობს.-ცოტახანში შემოგიყვანენ. შენი მეგობრები გიცდიან გარეთ, მაგრამ მინდოდა პირველს მე მენახე.
-მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ.-მადლიერებით სავსე თვალები მიანათა ექიმს.
-მადლობა შენს თავს უთხარი, ძლიერი გოგო ხარ, არ დანებდი, ბოლომდე იბრძოლე.. ელიას გაუმართლა.
მატილდას თვალები აუცრემლიანდა, თუმცა პასუხი არ გაუცია.
-არ მინდა უზრდელი გეგონო ამხელა კაცი შენს საქმეში რომ ვერევი.. მაგრამ.. შევამჩნიე როგორ განიცდიდი სიმარტოვეს, ისიც შევამჩნიე რომ ვიღაცას გამუდმებით ითხოვდი თვალებით, თუმცა მისი სახელი არ გითქვამს.. იმ მომენტში გაგეცინება და რამდენჯერმე გავიფიქრე, ნეტა ის კაცი ვიყო, ეს გოგო რომ ეძებს-მეთქი.-ხმით გაიცინა.-მაგრამ სამწუხაროდ შენც ხედავ, რომ ვერ მოვახერხე.. მე მხოლოდ ის მინდა გითხრა მატილდა, ჩემო საყვარელო..-თმაზე მიეფერა დამჭკნარი ხელებით.-მხოლოს ის მინდა გითხრა, რომ სიმარტოვე განაჩენი არ არის.. მინდა გითხრა რომ ყველა სიტუაციაში არსებობს გამოსავალი და ეს გამოსავალი შენშია..
-მე.. არ ვიცი რა გითხრათ.. თქვენ ბევრი გააკეთეთ ჩემთვის და მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები თქვენით.
-მადლობას ნუ მიხდი.-თბილად გაიღიმა.-მე გავალ, მნახველებს სათითოდ შემოვუშვებ, მერე კიდევ შემოვალ..
ლოყაზე აკოცა და პალატა დატოვა.

-ჩემო გოგოოო!-გიჟივით მოეხვია კატია დაქალს.-ელია ვნახე, გავგიჟდი ისეთი ლამაზია..-თვალებიდან ცრემლები წასკდა, ხელით მალევე მოიშორა და მისთვის განკუთვნილ სკამზე მოთავსდა.
-კატ..-ხელი ხელზე მოკიდა მატილდამ და თბილად გაუღიმა.
-ჩემო პრინცესა, ნუ ხარ ასეთი ნაღვლიანი გთხოვ.-სახე მოეღუშა კატიას.
-არ მოსულა?-თვალი სივრცეში გაუშტერდა.
-არა მატი, არ მოსულა.-ამღვრეული ხმით უთხრა, ძალიან უნდოდა რომ მისთვის სხვა პასუხის დაბრუნება შესძლებოდა..-ლაშას დავარეკინე, ტელეფონი საერთოდ გამორთული აქვს, სასტუმროშიც მიაკითხა და იქ არ დახვდა, სავარაუდოდ შენგან რომ წავიდა, სასტუმროში გაიარა, ბარგი აიღო და სადღაც წავიდა, თუმცა წარმოდგენა არ მაქვს სად.-ნერწყვი გადყლაპა და მატილდას სახეზე თითებით მიეფერა.
-ნეტავ საერთოდ არ დაბრუნებულიყო.-ცრემლები თვალებში მიეყინა მატილდას.
-ასე ნუ ამბობ, გამოჩნდება..
-ურჩევნია არ გამოჩნდეს! ისეთ დროს მიმატოვა კატია, მის არსებობას ჩემთვის უკვე მნივნელობა აღარ აქვს.. სამუდამოდ წავშლი ჩემი ცხოვრებიდან! სამუდამოდ!
-ახლა ამაზე ნერვიულობის დრო არ გაქვს მატი, შენ უკვე დედა ხარ, საოცარი ბიჭის დედა და შენი მთელი ენერგია მხოლოდ მისთვის უნდა დახარჯო.
-ვიცი კატ, პატარა რომ დამიწვინეს გულზე, ჩემი მთელი ცხოვრება შეიცვალა, სხვანაირად დატრიალდა.. მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რომ გული ორად გამეყო როცა იოანი ვერ დავინახე მშობიარობის დროს. შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ ელოდა ჩემი ყველა ნაწილი მის გამოჩენას..
-დარწმუნებული ვარ რაღაც სერიოზული მოხდა, სხვა შემთხვევაში ასე არ მოიქცეოდა.
-არა კატ, ალბათ სწორედ ეს ჰქონდა გეგმაში, ისევ ისე გავეგიჟებინე და იქამდე გამქრალიყო, სანამ ჩემი გრძნობები თავს მოიყრიდნენ და სიყვარულად გადაიქცეოდნენ.. ჩემი გამწარებით, ჩემი გულისტკენით იღებს სიამოვნებას, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება.
-რას აპირებ?
-გული გამეყინა კატია და შენ ძალიან კარგად იცი, რამხელა ძალა აქვს ქალს, რომელსაც გული ატკინეს.-სახე ძეგლივით გააშეშა მატილდამ..

მატილდა ფარსი ღიმილით იღებდა მნახველებს, არავისთან შეუმჩნევია როგორი დამსხვრეული იყო..
პატარა თითქმის სულ მასთან იყო და ეს ძალიან დიდ სტიმულს აძლევდა.
პატარა ელია ნამდვილად ამართლებდა სახელს, მზიანი იყო და უფრო მეტიც..
მას ნამდვილად შეეძლო ყველანაირი განსაცდელის ბედნიერებად ქცევა.

მატილდა სამ დღეში გამოწერეს სახლში.
ამ სამი დღის განმავლობაში კი იოანი არცერთხელ გამოჩენილა.
მატილდას ძალიან უჭირდა მის გარეშე გათენებული ყოველი დილა, თუმცა ძალებს მატებდა..

-ვინ წაგიყვანს?-პალატაში შეაკითხა გოჩა ექიმმა მატილდას.
-ჩემი გოგოები წამიყვანენ.-ღიმილით უპასუხა მატილდამ.
-დამაკლდებით, ორივე.-გაუღიმა, მიუახლოვდა და წელზე ხელი შეახო. თავისდაუნებურად ჟრუანტელმა დაუარა.
-თქვენ ისეთი ახლო ხართ ჩვენთვის, შეგიძლიათ სახლშიც გვესტუმროთ, ძალიან გამახარებთ.
-თქვენობით ნუ მელაპარაკები.-თითი დაუქნია და ეცადა აზრზე მოეყვანა საკუთარი თავი, რადგან ჯერ კიდევ მატილდას შიშველ წელზე შეხებაზე ფიქრობდა.
-უნდა წავიდე.-თბილად გაუღიმა, ლოყაზე ემთხვია და ბავშვის ეტლს დასწვდა.
-მომეცი, მე წამოვიყვან, მძიმე იქნება შენთვის.
-იყოს, არ არის მძიმე.-მოკლედ უპასუხა და კარისკენ დაიძრა, ექიმი არ განძრეულა.
-დროებით, იმედია მალე გნახავთ.-კარებიდან კიდევ ერთხელ დაემშვიდობა და გზას გაუდგა.

გოგოები ყვირილ-წივილით დახვდნენ, ჟრიამულით მივიდნენ სახლამდე.
ახალი სიცოცხლე ნამდვილად ახალ ემოციებს იწვევდა ყველაში..

-დაიძინა?-ღიმილით იკითხა ელენამ.
-სულ არ ძინავს?-ხმამაღლა გაიცინა მატიმ და თავის ადგილს დაუბრუნდა.
-გოგო, ძიძა ხო არ მოგვეძებნა?-ისე იკითხა კატიამ, ტელფონიდან თავი არ ამოუყვია.
-არა, რა სისულელეა, მე თვითონ მივხედავ, ასეთ პატარას ვერავის ვანდობ, სამსახურში გასვლის დრო რომ მომივა, მერე ვეძებოთ ძიძა.
-აუ ისე, შეხედეთ რაა, ბავშვი სამი დღისაა და ასლია მამამისის.-ელენამ ტელეფონი გოგოებისკენ შეატრიალა და პასუხს დაელოდა.
-მართლა ძალიან ჰგავს..-დაეთანხმა კატიაც.
-ამ თემაზე ლაპარაკი არ გვინდა, ჩემი გაჭირვებაც მეყოფა.-სიცილით უპასუხა მატილდამ.
-მატი, მგონი შენი ტელეფონია.-ხელით ტელეფონისკენ მიუთითა, რომელიც მოურიდებლად ვიბრირებდა.
-გისმენთ.
-მატილდა დანიელა ვარ.. როგორ ხარ?
-კარგად.-მკაცრად უპასუხა, ხაიათი მაშინვე წაუხდა.
-იოანთან მინდა ლაპარაკი, შემთხვევით ერთად ხომ არ ხართ? უკვე რამდენიმე დღეა არ მილაპარაკია, ტანიაც გიჟს ჰგავს, ვეღარ ვაჩერებ, სულ ტირის..
-თავის ნომერზე დაურეკე, ერთად არ ვართ.
-ვრეკავ, თუმცა გამორთულია, ვიფიქრე ტელეფონს დაემართა რაღაც -თქო, თან ვნერვიულობ, ასე არ გვივიწყებს ხოლმე.-ნერვიულად ჩაიცინა დანიელამ.
-ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენს დახმრებას ვერ შევძლებ.. იოანი ბოლოს ოთხი დღის წინ ვნახე, მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა. მასზე საუბარი არ მინდა.. იმედია დაბრუნდება თქვენთან, ახლა უნდა წავიდე, ბევრი საქმე მაქვს.
-ღმერთო ჩემო!-კივილით შეიცხადა დანიელამ.-ღმერთო ჩემო..-ხმა გაუწყდა.-ღმერთო...-ისეთი განწირული ხმა ჰქონდა, მატილდას სხეულში ჟრუანტელმა დაუარა.
-ყველაფერი კარგად გაქვს?-გულრწფელად იკითხა მატილდამ, თუმცა მისი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა.
-დანიელა!-რამდენჯერმე შეჰკივლა უცნობი ქალის სახელი და ნერვიულობისგან სახეზე ლურჯი ფერი დაედო.
თავიდან მხოლოდ მძიმედ სუნთქვის ხმა ესმოდა, შემდეგ მძიმე საგნის დაცემის ხმა გაიგო..
ტელეფონი ყურთან მიეყინა..
-რა მოხდა?-ხელით შეანჯღრია კატიამ.
-დანიელას ველაპარაკებოდი, თუმცა ვფიქრობ რაღაც დაემართა.-გონზე ვერ მოდიოდა მატილდა.
-საიდან მოიტანე?
-ხმას არ მცემდა, მერე დაცემის ხმა გავიგე.-შეშინებულმა ამოთქვა მატილდამ.
-კარგი რა, რუსეთიდან დაგირეკა, ალბათ რამე ხარვეზი იყო.-მის დამშვიდებას ელენა შეეცადა.
-გადავრეკოთ, იქნებ გვიპასუხოს.-მატილდას ტელეფონი აიღო და დანიელასთან დარეკა, თუმცა ხანგრძლივი ‘ტუუუ’-ების გარდა, ვერაფერი მოისმინა.
სამივე დაიძაბა.
სამზარეულოში სიჩუმე ჩამოწვა.
-რა უნდა გავაკეთოთ?-ყბა აკანკალებულმა იკითხა ელენამ.
-არ ვიცი, ალბათ ვინმეს უნდა შევატყობინოთ, ვინც იქ არის, მათთან მივიდეს და ნახონ როგორ არიან.. იოანს არ უთქვამს რა სჭირდა ამ გოგოს?
-არ უთქვამს, კონკრეტულად რა სჭირდა, მხოლოდ ის მითხრა მძიმედ არისო.. არც ვიცი ვის უნდა ვუთხრათ..
-ლაშას დავურეკავ.
კატიამ ტელეფონი მოიმარჯვა და ქმართან დარეკა.
-ხო კაწ, გისმენ.
-ლაშ, იოანს რუსეთში ვინმე ისეთი არ ჰყავს ვისი კოორდინატები შენც იცი?
-კაწ, რამდენჯერ გთხოვე მაგ ბიჭის ძებნას თავი გაანებეთ-მეთქი?
-ამჯერად სხვა ამბავია. იოანის ცოლს ეხება, მგონი რაღაც დაემართა, ვინმე გვინდა ვინც მასთან შეძლებს სახლში მისვლას.
-თქვენ და თქვენი აღმოჩენები.-ხელი ჩაიქნია ლაშამ.
-ლააააშ, გთხოვ..-ხმა გაწელა კატიამ.-სახლში ყველაფერს მოგიყვები, გპირდები..
-კარგი, ლუკასის ნომერი მაქვს, იოანის მარჯვენა ხელია, დაურეკეთ, ოღონდ ნუ გააგიჟებთ.-გაიცინა.
-მიყვარხარ!
-მეც პატარავ. ნომერს მესიჯად გამოგიგზავნი, შენ ჭკვიანად.

-გისმენთ.
-გამარჯობა, ლუკასთან ვრეკავ?-ხმა უკანკალებდა მატილდას, არ იცოდა რა და როგორ ეთქვა, თუმცა გოგოებმა მაინც მას მიაჩოჩეს ტელეფონი.
-დიახ, ვინ საუბრობს?
-მე მატილდა ვარ, იოანის და დანიელას ახლო მეგობარი.-დამაჯერებლად იცრუა მატილდამ.-თქვენთან ერთი სათხოვარი მაქვს..
-მატილდა? პირველად მესმის თქვენი სახელი.. გისმენთ, მთხოვეთ.
-იცით მე რუსეთში არ ვარ..
-ვიცი, მივხვდი ნომერზე.-ხმით გაიცინა ლუკასმა.
-ხო.. იქნებ შეძლოთ იოანის სახლში მისვლა? დანიელაზე ვნერვიულობ, მგონი ცუდად არის..-ძლივს დაასრულა წინადადება მატილდამ.
-რა სჭირს დანის?-მამაკაცი შეცბა.
-არ ვიცი, თუმცა ვფიქრობ რომ მასთან უნდა მიხვიდეთ.
-აუცილებლად მივალ.
-და ძალიან გთხოვთ, როგორც კი მას ნახავთ, მაშინვე დამირეკეთ, ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
თანხმობა მოისმინა, ტელეფონი სახიდან მოიშორა და გოგონებს მიაშტერდა..

რამდენიმე საათში მატილდას ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ლუკასი იყო..
დანიელა თავისივე სახლის საძინებელში გარდაცვლილი იპოვა.
30 წელს მიტანებული ქალბატონი გაშეშებული, გათეთრებული ეგდო ძირს და მისი დანახვა აუცილებლად კიდევ ერთხელ შეგახსენებდათ, როგორი სასტიკი და დაუნდობელია ცხოვრება..
მისი ახალგაზრდა სხეული უსიცოცხლოდ ეკვროდა მეტლახს.
სახლის კედლებს ორი პატარა გოგონას კივილი ანგრევდა..
ტანია დედასთან იჯდა, ჩამუხლული. ორივე ხელიტ ანჯღრევდა როგორც შეეძლო და ეხვეწებოდა, ემუდარებოდა ‘ადექი დედი’-ო..
სახეზე პატარა თითებს უსმევდა, ცდილობდა კიდევ ერთხელ დაენახა როგორ მოძრაობდა ყველაზე ლამაზი დედის ნაკვთები..
მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ იცოდა რას ნიშნავდა სიკვდილი, მაინც იცოდა რომ რაღაც აუხსნელი საშინელება ხდებოდა მათ სახლში..
დედა აღარ მოძრაობდა, აღარ ლაპარაკობდა, აღარ ეხუტებოდა თავისი ხელებით ტანიას და ეს უკვე ბევრს ამბობდა ტანიასთვის..
დედის ცხედარს ძლივს გამოგლიჯეს ბავშვი, არაფრით უშვებდა..
ხელებით, თითებით, ყველაფრით ებღაუჭებოდა.. თუმცა მაინც დააშორეს.
არც ფეხების ქნევამ უშველა და არც ბოლო ხმაზე კივილმა..

*
მატილდა ოთხად მოკეცილი იჯდა სკამზე და გაუჩერებლად ტიროდა, მასთან ერთად ელენაც და კატიაც, ვერც ისინი იკავებდნენ ცრემლებს ამ საზარელი ამბის გაგების შემდეგ..
ვერცერთი იღებდა ხმას, ან რა უნდა ეთქვათ, ან როგორ უნდა ეთქვათ..
ლაშა ბოლთის ცემით დააბიჯებდა სამზარეულოში, ცდილობდა რამენაირად იოანს დაკავშირებოდა რომ მისთვის ეს ამბავი შეეტყობინებინა , თუმცა უშედეგოდ..
იოანი არსად ჩანდა, ისე გაქრა, ეჭვიც კი შეგეპარებოდა საერთოდ ოდესმე არსებობდა , თუ არა..
-რუსეთში უნდა წავიდე.-გოგოებს მიუბრუნდა ლაშა.
-რუსეთში?-ხმა ძლივს ამოიღო კატიამ.
-ხო კაწ, ლუკასს ველაპარაკე, ბავშვებს მამის გარდა მეურვე არ ჰყავთ.. იოანის ნათესავები რუსეთში არ ცხოვრობენ, წარმოდგენა არ აქვს ბავშვები სად უნდა წაიყვანოს.
-და შენ რას გააკეთებ?
-არ ვიცი, მაგრამ აქ ვერ გავჩერდები.. ღმერთო.. რა პატარები არიან და რისი გადატანა უწევთ.. მათი დედა გარდაიცვალა, მამა კი სადღაც გაქრა.. ვისთან უნდა იპოვონ ნუგეში.-სახეზე მძიმე ხელები აიფარა და კედელს მიეყუდა.

ლაშა პირველივე რეისს გაყვა რუსეთამდე, გოგოები ერთად დარჩნენ..
საშინელი ღამე იყო ყველასთვის.
თითქოს ყველა გრძნობდა რომ ამ ღამის შემდეგ რაღაც შეიცვლებოდა მათში, რაღაც სხვანაირად ამოძრავდებოდა.
პირველად იგრძნეს სიკვდილი ასე შორს და თან ასე ახლოს.
საშინელებაა სიცოცხლის გაგრძელება მაშინ, როცა იგებ რომ ვიღაცის დასრულდა, თანაც ასე ტრაგიკულად..
ყველაფერი შიგნიდან გეფხანება და უსამართლობის გრძნობა გულს უკითხავად გიჭამს როცა ასეთ ამბავს იგებ.
უსამართლობაა! სხვა რა შეიძლება უწოდო 25 წლის გოგოს სიკვდილს..
პროტესტი გიჩნდება სრულიად სამყაროს მიმართ და გრძნობ, რომ ხვალ მსხვანაირად გათენდება, სხვანაირი მზე ამოვა ცაზე..
შიგნიდან გჭამს და გღრღნის პასუხგაუცემელი კითხვები..
ვერაფრით ხვდები საერთოდ სად დაიწყო ყველაფერი..
საბოლოოდ გამოგაქვს დასკვნა, რომ შენი მთელი ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ გზაა დაარაფერი სხვა.
მიდიხარ გზაზე, გაუჩერებლად, დაუსრულებლად და ყველაფერი ყოველთვის ერთნაირია, ერთნაირად მოსაწყენი ან ერთნაირად საინტერესო.
ერთხელაც კი შენი გზა სხვის გზაზე გადაიკვეთება და ყველაფერი იცვლება, თავდაყირა ტრიალდება და ეს ყველა შემთხვევში ასე ხდება..
____________________________
დღეისთვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებოო..
აზრები გამიზიარეთ.❤️❤️
მადლობა ყველას!!❤️❤️❤️❤️❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 404 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 4 | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 4
avatar
0 Spam
1
ღმერთო ჩემოო, რა იყო ეს? surprised დავრჩი პირღია cry ჩემი საწყალი მატილდა, როგორც კი გამოჩნდება იოანი, მაშინვე ჩემი ხელით გავპუტავ! როგორ დამიტოვა ჩემი გადარეული და გაქრა სადღაც! angry არა, თავიდან ვიფიქრე, ელეს ქმრის ხელი ხომ არ ურევია ან იოანის გაქრობაში, ან კიდევ დანიელას დაცემაში-მეთქი sad საწყალი ბავშვები, როგორია ასეთ პატარა ასაკში დაობლდე, თანაც ჯერ მამით, შემდეგ კი დედით sad ოხ, იოან, იოან! გამოჩნდები შენ და კარგად მიბეგვილი თუ არ იყავი, მაშინ მე ვიყრი შენზე ჯავრს! dry უნამუსო ეგ! dry
მოკლედ, ძალიან კარგი იყო და გელოდები და წარმატებები! happy
avatar
0 Spam
2
როგორც ყოველთვის მადლობა შეფასებისთვის შენ ჩემო საყვარელო.❤️❤️❤️❤️ :v
avatar
0 Spam
3
ძალიან დაძაბული სიტუაციაა.მე პატივს ვცემ შენს ჩანაფიქრს ალბათ ასეა საჭირო იოანს კი ექნება მიზეზი იმისა რომ მისი ქმედება გაამართლოს.ვერ დავიჯერებ რომ უმიზეზოდ გაუჩინარდა.ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.წარმატებები
avatar
0 Spam
4
დიდი მადლობა❤️❤️❤️❤️
avatar