სანამ შემიყვარებ.[9]
28.09.2018, 14:19
“....I had all and then most of you
Some and now none of you
Take me back to the night we met....”

ხელში ელია ეჭირა, რამდენიმე ადიელაში ერთად გახვეული და აივანზე იჯდა. ფეხები მოაჯირზე ჰქონდა მიწყობილი, გაუჩერებლად ირწეოდა და თვალებით სულ პირდაპირ იყურებოდა..
საათი დილის 7-ს უჩვენებდა.
ქუჩები ცარიელი, გამოყრუებული იყო. უცნაურად ჩუმი და მშვიდი.
ფოთლები ცვიოდა აქა-იქ და ქალაქში არაფრის სუნი იდგა.

თვალები დაბლა დახარა, ელიას დააკვირდა სახეზე.
‘დღეს სულ სხვა ფერი გაქვს დედი..
ყოველდღე იცვლები.
ყოველდღე გეცვლება კანის ფერი, თვალის ფერი..
ნაკვთებიც გეცვლება, თუმცა იერი სულ ერთი გაქვს.
გიყურებ და მენანები სიცოცხლისთვის.
ისე მენანები ამ დაუნდობელი სამყაროსთვის, ლამის წაგიყვანო და გადაგმალო სადმე შორს.. იქ სადაც მხოლოდ ყვავილები ყვავიან..
მე შენს წილ ცხოვრებას არასდროს წაგართმევ, მაგრამ ყოველთვის ვეცდები დაგიცვა ამ უსამართლობისგან.
ყოველთვის ვეცდები ყვავილებით მოგირთო შენი გზა და ხელი შეგაშველო სიარულში..
ვერ ვამბობ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიტყვი როგორ მიყვარხარ, არასდროს მეყოფა სიტყვები..’
დიდი ტუჩებით ნაზად შეეხო პატარას სახეზე და სხეულზე სიხარულის ბუსუსები გაუჩნდა..

*
-ლაშა იყო?-გიჟივით მივარდა კატიას.
-ხო..
-რა ხდება?
-ბავშვებთან არიან. დანიელას და იოანის რამდენიმე მეგობარი და ლაშა. ჯერ ვერაფერს იზამენ გოგოებთან დაკავშირებით, სანამ იოანი არ გამოჩნდება. წარმოდგენა არ მაქვს სად არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ რაღაც ხდება, სხვა შემთხვევაში ასე არ გაქრებოდა.. გიჟდება ტანიაზე და ლისენიაზე, ასე არ მიატოვებდა.
-უკვე მეც ეჭვი მეპარება იმაში რომ თავისი სურვილით გაქრა..-წარბები მოჭმუხნა მატილდამ.
-პოლიციაში უნდა განვაცხადოთ.
-ვითომ იპოვიან?
-აეროპორტში რეისებს გადაამოწმებენ, იმას მაინც ხომ გავიგებთ გაფრინდა სადმე, თუ ისევ აქ არის.
-ხო, ეგ მართალია.
-ლაშამ მითხრა, გიორგი უცემია იოანს, ელის ყოფილი.. იმ ღამეს ელენაზე რომ გაიგო მივარდნია სახლში და უცემია, მერე გიორგის ძმაკაცები ემუქრებოდნენ, ერთადერთი იმის იმედი მქონდა რომ ამ ბიჭებს ეცოდინებოდათ სად არისო, მაგრამ ულაპარაკია და არაფერი ვიცითო,შეატყო რომ არ ატყუებდნენ და შეეშვა. სხვა არაფერი მომდის თავში სად უნდა ვეძებოო..
-გიორგი?-თვალები გაუშტერდა მატილდას.-ჩემთვის არაფერი უთქვამს..
-ხო, ოღონდ ახლა მაგაზე ნერვიულობა არ დაიწყო, გავლილი ამბავია. აუცილებლად უნდა განვაცხადოთ პოლიციაში, მე წავალ.
-კატ, მასაც რამე რომ მოსვლოდა..-ჩუმად აქვითინდა მატილდა.
-არ გაბედო მაგის გაფიქრებაც კი!
-სხვა რა შეიძლება მომხდარიყო? აღარ ვიცი რა ვიფიქრო..
-ყველაფერი კარგად იქნება მატი, ყველაფერი მოგვარდება..

კატია პოლიციის შენობიდან გამოვიდა, ყველაფერი თავად უამბო გამომძიებელს, რადგან არ უნდოდა მატილდასთან მისულიყო და მისთვის სტრესი დაემატებინა.
გამომძიებელი დაპირდა რომ მაშინვე დაურეკავდა, როგორცკი რაიმე ახალს შეიტყობდა.

მატილდა სახლში მარტო იყო ბავშვთან ერთად. ელია ლოგინში ეწვინა, თავად სავარძელზე იჯდა და ნერვიულად ელოდა კატიას სახლში დაბრუნებას. კარზე ზარის ხმა რომ გაისმა, შვებით ამოისუნთქა..
ჩუმი ნაბიჯით მივიდა კარამდე ბავშვს რომ არ გაღვიძებოდა და კარი ფრთხილად გამოაღო.
მის წინ სვეტივით აღმართულ იოანს რომ მოავლო თვალი, ლამის გონება დაკარგა.
იოანი იდგა და ელოდა როდის ეტყოდნენ რაიმეს, თავად ხმას არ იღებდა.
თვალები უცნაურად ჰქონდა ჩაცვენილი ბუდეებში, სიწითლისგან უნათებდნენ მკაფიოდ.
მატილდა მხოლოდ უყურებდა, აკვირდებოდა სახეზე და ყველა გრძნობა უჩნდებოდა ერთიანად..
სიბრაზის, სიყვარულის, ლტოლვის..
ცოცხალს რომ ხედავდა, ესეც ჰყოფნიდა ბედნიერებისთვის.
-სად იყავი?-კითხვით დაიწყო, თუმცა სათქმელი ბევრი ჰქონდა..
-არ ვიცი სად ვიყავი.-მხრები აიჩეჩა იოანმა.
-არ იცი სად იყავი?-გაოცება ვერ დამალა.-ყველაზე რთულ დროს მარტო დამტოვე, ახლა აქ მოდიხარ, უდარდელი სახით და მეუბნები რომ არ იცი სად იყავი?-ტონს აუწია.-წარმოდგენა მაინც რომ გქონდეს რამხელა ტკივილი გამოვიარე, აქ ასე მოსვლას ვეღარ გაბედავდი!
-გავიქეცი..-აღსარებასავით აღმოთქვა ერთი სიტყვა და თვალები მატილდას მიანათა. ისე, თითქოს მსაჯული იყო და მას უნდა გადაეწყვიტა, იოანს სიკვდილით დასჯიდნენ თუ მისცემდნენ სიცოცხლის უფლებას..
-გაქცეულები უკან არ ბრუნდებიან იოან, არც შენ უნდა დაბრუნებულიყავი.-თვალებში ტკივილი აუციმციმდა. იოანისგან ყველანაირ ახსნას ელოდა, მაგრამ არა ასეთ აღიარებას, გულში კიდევ ერთი ძაფი გაუწყდა.
-პატიებას არ ვითხოვ მატილდა.-ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კედელს მიეყრდნო, ფეხზე დგომა უჭირდა..-გავიქეცი, თუმცა არ ვიცი რას გავურბოდი.. წამით უბრალოდ მომინდა რომ ყველაფერი გამქრალიყო, მინდოდა ყველაფერს გამოვთიშვოდი, მაგრამ ეს ყველაფერი ისე გამეწელა, რეალობა დავკარგე.. ვეღარ გავარჩიე რა იყო ნამდვილი და რა ტყუილი..
პატარა, ცარიელ ოთახში ვიჯექი და მხოლოდ შენს სახეს ვხედავდი, შენთან მოვდიოდი, მაგრამ ვერ ვიპოვე ნამდვილი გზა მატილდა.. ვერ ვიპოვე იმიტომ რომ არაფერი იყო ნამდვილი..
-ამ ყველაფრის მოსმენა არ მინდა!-მკაცრი ხმით გააწყვეტინა მატილდამ.-მე ბევრი გაპატიე, თუმცა ამის პატიება არ შემიძლია. იცოდი რომ დღე-დღეზე შეიძლებოდა მემშობიარა და შენ კაიფი არჩიე ჩემთან ყოფნას..-ზიზღითა და ბრაზით ჩაიცინა.-ახლა არც კი გრცხვენია და მაინც ბედავ აქ მოსვლას და ამაზე ჩემთან ლაპარაკს! არც კი ვიცი ვინ ხარ! უკვე აღარ ვიცი ვინ ხარ იოან! რამდენი ადამიანის როლს ირგებ? როგორ შეგიძლია ასეთი იყო? ძალიან გთხოვ, წადი აქედან და აღარასდროს დაბრუნდე!-სახეზე ხელები აიფარა ცრემლების შესაჩერებლად.
-ბავშვის ნახვა მინდა მატილდა.. ჩემი შვილი უნდა ვნახო!-მუდარით შეანათა ერთმანეთზე წითელი თვალები.
-შენი შვილი არ არსებობს იოან! რუსეთში დაბრუნდი და ტანიასა და ლისენიაზე იზრუნე, მათ ახლა ყველაზე მეტად სჭირდები.. ეცადე ფხიზელი იყო, მათთვის მაინც.. ბედნიერებას გისურვებ იოან, შენს გზაზე, თუმცა არ ვიცი ამას რამდენად იმსახურებ.
-ასე ვერ მომიშორებ.-იოანს ხმა გაებზარა, თავადაც გრძნობდა დასასრულს და ნელ-ნელა ყველაფერი ტყდებოდა მასში.
-შენ ჩვენს გზას აცდი, სხვაგან გადაუხვიე.. დაბრუნება კი შეუძლებელია, იმიტომ რომ მეც დავტოვე ჩვენი გზა! ახლა ისევ მარტო მივუყვები გრძელ ბილიკებს.. ახლა ჩვენ ცალ-ცალკე გზები გვაქვს იოან.. შენ ერთმანეთთან მისასვლელი ყველა ბილიკი გაანადგურე ერთი ხელის მოსმით, ამიტომ ტყუილად აღარ ეცადო..
-რა მდგომარეობაშიც უნდა ვყოფილიყავი, მე მხოლოდ შენზე ვფიქრობდი მატი.. შენს ნაზ, რბილ კანზე.. შენს ფანტასტიკურ ნაკვთებზე.. შენი სხეულის შეხებაზე.. გონება გათიშულსაც კი არ მავიწყდებოდა შენი სახე, ვერაფერმა გამიქრო შენი სურვილი..-ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა იოანი.
-ეს ყველაფერი სიმართლე რომ იყოს იოან, არ წახვიდოდი, ჩემთან დარჩებოდი. თუმცა უკვე ვხედავ შენი პრიორიტეტები როგორ არის დალაგებული. სამწუხაროა რომ თავი ასე გვიან გამაცანი, თუმცა არც ისე გვიან, სანამ შეგიყვარე.-ხმით ჩაიცინა.-აქედან წადი და აღარასდროს დაბრუნდე, ჩემთან მოახლოებას აღარასდროს შეეცადო, თორემ გეფიცები, ჩემს შვილს გეფიცები, მოგკლავ!-კარს ხელი მოკიდა, დაკეტვამდე კიდევ ერთხელ შეათვალიერა მამაკაცის სახე. შეამჩნია როგორი გატეხილი იყო ის, როგორი სასოწარკვეთილი, თუმცა გადაწყვეტილება არ შეუცვლია.
კარი ხმაურით მოაჯახუნა და ზამთრის მომასწავლებელი სიცივე იგრძნო ბეჭებზე..
კედელთან ჩასრიალდა, ხელები შემოიხვია წელზე და გაშეშდა.
თვალი იოანთან გატარებულ ყველა დღეს გადაავლო. მოგონებები ფილმის კადრებივით ამოუტივტივდნენ და ერთ ადგილას გაიწურა.
დარცხვენილი იდგა იმ მოგონებების წინაშე, რომელიც იოანთან აკავშირებდა.
თითქოს ბოდიშს უხდიდა იმ შესანიშნავ დღეებსა და ღამეებს რომელიც მასთან ერთად გაატარა.
-მატილდა..-კარს იქიდან მოესმა ყველაზე სასურველი ხმა.
პასუხი არ გაუცია.
-მატილდა..-პირველად გაჟღერდა იოანის ხმაში ამხელა სევდა, ისეთი დიდი, რომ ეს ერთი სახელი უკვე ვეღარ იტევდა..
პასუხი ისევ არ გაუცია..
-თუ ოდესმე მკითხავენ რა არის ჩემი ცხოვრება, ვუპასუხებ, რომ ჩემი ცხოვრება შენთან შეხებაა..-კარს აქეთ აეყუდა კედელზე იოანი.-ვეტყვი, რომ ერთადერთი რასაც კაცი ყოველთვის უნდა გრძნობდეს, საყვარელ ქალთან შეხებაა.. იმიტომ რომ თუ ამას არ გრძნობ, ნელ-ნელა მთელი სხეული გიჭკნება და კარგავს სიცოცხლისუნარიანობას, ეს ასეა მატილდა..-ხმა გამწყდარი, ძლივს საუბრობდა იოანი და მეორე მხრიდან თავადაც კი გრძნობდა მატილდას ათრთოლებული სხეულის ცახცახს.-კაცს შეიძლება ყველაფერი ჰქონდეს მატი, მაგრამ ყველაფერი საკმარისი არ არის თუ იმასთან არ სძინავს, ვინც მისი ბედნიერების დასაბამია...-ცოტახანს გაჩუმდა, ნერწყვი გადაყლაპა და ისევ განაგრძო.-მე ვერასდროს გეტყვი რატომ წავედი, რატომ დაგტოვე მარტო, რატომ ვარჩიე ნარკოტიკი შენთან ყოფნას, მაგრამ ყოველთვის შევძლებ იმის თქმას, რატომ დავბრუნდი.. ვიცი, წარმოდგენაც არ მჭირდება, ისედაც ვიცი რას იგრძნობდი როცა არ ვიყავი შენ გვერდით.. თვალწინ მიდგება შენი ტკივილისგან შეჭმუხნული სახე, როცა მე მეძებ, მე მეძახი.. ჩემი თავი მეზიზღება მატი, აქ ვდგავარ, სისულელეებს ვლაპარაკობ და მძულს ჩემი არსებობა იმიტომ რომ შენ გატკინე.. იმიტომ რომ ვერ ვნახე როგორ მოევლინა ჩემი ბიჭი ამ ქვეყანას.. ვერ გავიგე მისი პირველი ხმის გაჟღერება.. ვერ დავინახე როგორ დაგიწვინეს გულზე.. ვერ მოგკიდე ხელი ხელზე შენი ტკივილის შესამსუბუქებლად, ვერ მოგეფერე სახეზე და ვერ ჩაგხედე თვალებში რომ გეგრძნო, რამხელა სასწაული ხარ ჩემთვის.. მე შეიძლება ავცდი ჩვენს გზას.. შეიძლება უკან დასაბრუნებელი ბილიკებიც გავანადგურე, მაგრამ იცოდე რომ ყოველთვის ვიპოვით ახალგზას.. ჩვენთვის.. ჩვენი შვილისთვის..
პასუხს დაელოდა, თუმცა მატილდას ხმა არ ამოუღია.. მოკუნტული იჯდა, ზურგით მაგრად ეკვროდა კარებს და ყველა სათქმელ სიტყვას ცრემლებად ღვრიდა.
იოანი გაჩუმდა.
გულში უმისამართო ჩხვლეტა იგრძნო.
ხელებით ისე მიეფერა კარს, თითქოს საყვარელ ქალს ეფერებოდა.. ცოტახანს ყურიც კი მიადო, უნდოდა ისევ გაეგო მატილდას შფოთვასავით სუნთქვა..
თვალებში ნაპერწკლებად აენთნენ ტკივილები და გაუჩინარდა.
დამშვიდობების გარეშე..
უპასუხოდ დარჩენილი სიტყვები დატოვა კართან და გაქრა...

*
მოსკოვისთვის დამახასიათებელი სიცივე ანგრევდა ფანჯრის მინებს..
ბნელ ოთახში იჯდა მარტო, ფიქრებში გადავარდნილი.
გოგონებს უკვე ეძინათ, თავად კი არავის ელოდა.
უკვე გადაეჩვია ლოდინს.
როცა იცი რომ არავინ მოვა, გული აღარ გიძლებს ელოდო.
მაგრამ მაინც, შენდაუნებურად წარმოიდგენ, როგორ გიბრუნდება ის ვინც უკვე დიდიხანია დაკარგე და ყველაფერს ისე ცხადად ხედავ, ლამის ადგე და კარი გაუღო დაბრუნებულს..

აი ახლაც, იოანი თვალებს ხუჭავს, ახლა მხოლოდ ესაა მისი სულის ნარკოტიკი..
თვალებს ხუჭავს და მატილდას წარმოიდგენს.
მის წინ დგას და ქვემოდან ამოჰყურებს ვულკანისებური თვალებით.
იოანი ნაზად ეფერება გრძელი თითებით, მატილდა იღიმის, მერე ხელებს მაღლა სწევს და იოანს ეხვევა.
თავს მკერდზე ადებს და სუნთქვა უხშირდება როცა იოანის გულისცემის ხმა სწვდებათ მის ყურებს..
იოანი თავს ხრის, თმებზე კოცნის რამდენჯერმე.
ორივე ბედნიერია, სახეზე სულ აღარ ეტყობათ ტანჯვის ნაკვაულევი...
________________
მადლობა ყველას, ვინც კითხულობთ.❤️
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mmoonlightt13
ნანახია: 527 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 2 | რეიტინგი: 4.0/3
სულ კომენტარები: 2
avatar
0 Spam
1
ჰმ... რა უნდ ვთქვა? ძალიან კარგად გადმოსცემ თითოეულ ემოციას და გრძნობას. იმდენად კარგად, რომ მეც კი, უემოციო ადამინამ, ვიგრზენი იმ წამს როგორ იო მაილდაც და იაოანიც... და მაინც ფვიქრობ, რომ ეგ ორი ერთმანეთისთვისაა შექმნილი happy
avatar
0 Spam
2
მადლობა ჩემო საყვარელო გოგოო❤️❤️❤️❤️
avatar