შემოდგომის ფერი (სრულად)
23.09.2016, 22:42
შემოდგომის პირველი დღეა.
არ მიხარია, საერთოდ არასდროს მიყვარდა შემოდგომა.
არადა შემოდგომაზე ლამაზი რა უნდა იყოს.
ყველაფერი ისეთი ფერადია, ქარი დაუბერავს, ფოთლები ნელა მოფარფატებენ და ასფალტს ეცემიან.
საშინლად ლამაზი სანახაობაა.
მერე ალბათ წვიმასაც დაიწყებს.
წვიმაზე მაგარი კი ჩემთვის არაფერია.
ვფიქრობ და მე თვითონაც ვერ ვხვდები რა მინდა ამ სეზონისგან.
თითქოს ყველაფერი მიყვარს შემოდგომაზე.
ფერები,
ფოთლები,
წვიმა,
შემოდგომის წილი სიცივეც კი მიყვარს,
შემოდგომისფრად რომ იმოსები, თბილად მაგრამ მაინც ფერადი რომ ხარ.
შემიძლია უაზროდ დიდხანს ვიარო ქუჩებში და ფოთლების შრიალს ვუსმინო.
მაინც არ მიყვარს.
სიგიჟეა, მაგრამ მეც ხომ გიჟი ვარ.
ალბათ იმიტომ არ მიყვარს რომ ამ სეზონზე რაღაც ძალიან ძვირფასს და ღირებულს ვკარგავ ყოველ წელს.
უკვე ოცდამესამე შემოდგომაა ჩემს ცხოვრებაში, ვზივარ ფანჯარასთან და ველოდები როდის დავკარგავ კიდევ რამეს.
შემოდგომა...
ის რაიმე კარგთან არ ასოცირდება ჩემთვის.
რატომღაც ყოველთვის ცუდი მახსენდება.
საერთოდ ზედმეტად მხიარული ვარ, ცოტათი გიჟი და არ მიყვარს ფერები.
აი შემოდგომაზე კი ყველაფერი იცვლება.
ძალიან სევდიანი ვხდები, მტკივა მაგრამ თვითონაც არ ვიცი რა.
ფერები მიყვარდება.
შემოდგომის ფერი ვხდები.
ჩემი თმაც კი ფერადდება.
ხან ლურჯია,
ხან წითელი,
ხან ვარდისფერი,
ხან მწვანე.
წელს იასამნისფერი თავი მაქვს.
სავარაუდოდ შემოდგომის ბოლომდე შეიცვლება და სხვა ფერი იქნება.
* * *
დღეს სექტემბერია ოცდასამი.
სამსახურში ვზივარ, უკვე მერამდენედ ვუყურებ საათს არ ვიცი, თითქოს დრო არ გადის აღარ შემიძლია, დავიღალე უკვე აქ ჯდომით.
აღარც მახსოვს უკვე მერამდენე ჭიქა ყავას ვსვამ.
ჩემი თანამშრომელი ზურა, ცდილობს გამაცინოს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ, ისევ საათისკენ გამირბის თვალი, როგორც იქნა, ჩანთას სწრაფად ვკიდებ ხელს და შნობიდან კი არ გავდივარ, გავრბივარ.
წვიმას იწყებს მე კი გადავწყიტე ფეხით წავიდე.
ნელა მივდივარ და ფოთლების შრიალს ვუსმენ.
თმა ისევ ისე საშინლად მაქვს შეკრული.
ჩემს ტანსაცმელს ვუყურებ და მიკვირს ასეთი ფერადი რატომ ვარ.
საერთოდ უაზრობებზე მეფიქრება, სახლში მისვლა არ მინდა და ვცდილობ როგორმე გზა გავიგრძელო.
არ მიყვარს სახლში ყოფნა.
ჩემი სახლი ცარიელია, იმაზე მეტად ცარიელი ვიდრე მე.
უკვე წლებია იქ არავინ მელის, კატაც კი არ მყავს ამიტომ სახლში ყოველთვის გვიან მივდივარ და დილით ადრე გავდივარ.
მიუხედავად იმისა წვიმს გადავწყვიტე ცოტა ხნით პარკში წავსულიყავი, მიყვარს იქ ყოფნა, მალე მივედი და ჩემს საყვარელ სკამზე დავჯექი.
პარკიც ზედმეტად ცარელი მეჩვენა, ალბათ ამინდის ბრალია, მაგრამ მაინც დავრჩი.
სახლში ყოფნას იქ ჯდომა მერჩივნა.
უაზროდ ვუყურებდი სივრცეს და მილიონ რამეზე ვფიქრობდი.
უცებ ძალიან ძალიან აცივდა, გავიყინე, იმდენად მციოდა მეგონა ვიღაც ყველა ძვალს სათითაოდ მიმსხვრევდა.
წვიმდა საშინლად, 2 წუთში სულ დავსველდი მე კი ადგომის თავიც არ მქონდა რომ სახლში წავსულიყავი.
უბრალოდ მე თვითონაც არ ვიცოდი რა მინდოდა.
არ ვიცი მაშინ საიდან გაჩნდა ის ბიჭი იქ, მაგრამ ვიცი რომ ყველაზე დიდი ბედნერება იყო მისი იქ ყოფნა.
გვერდით დამიჯდა.
ზუსტად ჩემნაირი იყო, ფერადი.
ისიც სულ სველი იყო.
-სახლში არ მიდიხარ? -მკითხა მოულოდნელად
-არა
-თხლად გაცვია და წვიმს, გაცივდები.
-არ მაღელვებს
-იქნებ გაიყინო კიდეც -ადგა და წავიდა.
გამოვშტერდი.
დაპროგრამებულივით ავდექი და სახლის გზას გავუყევი.
არ მახსოვს.
არც ის როგორ მივედი,
არც ის როგორ გამოვიცვალე,
არც ის ჩაი როდის მოვამზადე.
არაფერი აღარ მახსოვს იმ დღიდან.
უბრალოდ იმდენად დამაბნია მისმა სიტყვებმა ვერაფერს ვაკეთებდი.
დილით საშინელმა სიცივემ და ტკივილმა გამაღვიძა.
ჰო გავცივდი.
სამსახურში ვერ წავედი, ან რა სამსახურზეა საუბარი როცა საკუთარ ოთახამდეც ვერ მივედი რომ რამე თბილი ჩამეცვა და არ გავყინულიყავი.
მთელი დღე დივანზე ვიწექი და ვერაფერს ვაკეთებდი, არაფრის თავი და უნარი არ მქონდა.
კიდევ ორი დღე ვიყავი გაციებული და სამსახურში არ ვყოფილვარ.
სულ მისი სიტყვები მიტრიალებდა თავში „იქნებ გაიყინო კიდეც“ რა უნდოდა, ვინ იყო ან რატომ ღელავდა ჩემს გაყინვაზე?
* * *
იმ დღის შემდეგ ყოველ დღე როცა კარადას გავაღებდი, რომ ჩამეცვა და თხელ ტანსაცმელს ავიღებდი მაშინვე მისი სიტყვები მახსენდებოდა „იქნებ გაიყინო კიდეც“ და მაშინვე თბილად ვიცვამდი.
სულ ის მიტრიალებდა თავში.
არ ვიცი რა მჭირდა, ისედაც გიჟი ვიყავი და მგონი სულ გავაფრინე.
ყოველთვის როცა მციოდა მახსედებოდა ის და მისი სიტყვები.
არანორმალურად ხშირად ვიჯექი პარკში, მინდოდა შემხვედროდა და მაინც არსად არ იყო.
ოქტომბერი იყო, რვა.
წვიმას იწყებდა ამიტომ აივანზე ვიჯექი და რაღაცას ვიყავი მიშტერებული, მეც არ ვიცი რას.
დავინახე რომ გვერდით აივანზე ბიჭი იდგა,მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.
-იქნებ გაიყინო კიდეც -მომესმა ხმა, ჰო ის იყო, მილიონ ადამიანში გამოვარცევდი.
გავგიჟდი, არანორმალურად ვიყავი, ვერ მივიხედე, ვერ ვხვდები რამ დამაპანიკა.
-შეიძლება გავიყინე კიდეც -ვუთხარი დიდი ხნის შემდეგ
-ჰო შესაძლებელია
-შევალ მე თორემ მართლა გავიყინები
-კარგი -გამიღიმა და ზუსტად ჩემსავით გახედა სივრცეს.
არადა არ მციოდა თანაც საერთოდ.
უბრალოდ მინდოდა მეკივლა,
მემღერა,
მეცეკვა,
ისტერიკები დამეწყო.
საშინლად, უაზროდ და უზომოდ გამიხარდა მისი ნახვა,თანაც გვერდით აივანზე.
ვიცოდი იქ არ ცხოვრობდა,მაგრამ რა მნიშვლნელობა ჰქონდა? რაც მთავარია ის იქ იყო და ორი წუთის წინ მელაპარაკა.
არა მგონი ვერიოზულად გავაფრინე და თანაც იმდენად რომ ვერ ვხვდები.
ძლივს დავიძინე იმ ღამეს, სამსახურამდე ძლივს მივედი და მერე მთელი დღე მინდოდა სწრაფად მივსულიყავი.
საერთოდ აღარ მაინტერესებდა ვინ იყო, რატომ გაჩნდა ასე უაზროდ და უცნაურად და რატომ არმოჩნდა ჩემი სახლის გვერდით.
არც ის მაინტერესებდა რა მოხდებოდა.
აარ ვიცოდი მე რა მინდოდა და რა მჭირდა, მაგრამ ვიცოდი რომ საშინლად მინდოდა მისი ისევ ნახვა.
შემეძლო ყოველ დღე უბრალოდ უაზრობებზე მესაუბრა მასან.
ძლივს გავიდა ის დღე და გიჟივით გავიქეცი სახლში, ისევ ძალიან ფერადი ვიყავი.
სახლში შევვარდი და პირდაპირ აივანზე დავჯექი.
-ისევ გცივა -მომესმა ხმა აივნიდან.
-არადა არ მცივა -ვუთხარი ისე, რომ არც შემიხედავს, რომ შემეხედა გავაფრენდი.
-ერთ დღეს მართლა გაიყინები
-შენ რატომ ნერვიულობ? -ვუპასუხე გაოცებულმა
-ლამაზი თმა გაქვს -სრულიად უადგილო რამ მითხრა.
-კითხვაზე არ მიპასუხე -ვუთხარი ღიმილით
-ოდესმე გაიგებ პასუხს
-კარგი
-ისე მგონი ცოტა უხერხულია აივნიდან აივანზე საუბარი იქნებ სხვა რამ მოვიფიქროთ? -მითხრა მან
-ჰოო, მაგალითად რა?
-გამოხვალ ? -გამეცინა, ახლა რა უნდა მეპასუხა, თუმცა რატომ ვფიქრობ?
-კი
-ყავა ხომ? -გაიცინა
-არა
-აბა?
-ლიმნიანი ჩაი -ვუთხარი ღიმილით
-გიყვარს?
-უზომოდ.
-მეც
-რა დამთხვევაა -გამეცინა მე
-კიდევ ბევრს აღმოაჩენ მომავალში -გამეღიმა და სახლში შევედი, რომ მის სახლში გავსულიყავი.
კარი რომ გამიღო გამოშტერებულმა დავიწყე სიარული.
შევხედავდი და ვეღარც ვლაპარაკობდი,
შევხედავდი და ისევ.
ჩემს არანორმალურებას ესღა აკლდა და ესეც მივიღე.
იმდენ რამეზე ვილაპარაკეთ დავიღალე.
თავი მეტკინა.
ან რა გვქონდა სალაპარაკო ამდენი ვერ ვხვდები.
მაგრამ თუ შეიძლება ისე გააფრინო რომ ადამიანი ასე უცებ შეგიყვარდეს მაშინ ან ჩემნაირი უნდა იყო ან ჩემზე მეტად გიჟი.
ვიჯექი და ვუყურებდი როგორ იღიმოდა, როგორ მიკეთებდა ჩაის, ვუსმენდი და ვხვდებოდი რომ ყოველი სიტყვის შემდეგ უფრო მეტად მიყვარდებოდა.
საერთოდ ვერასდროს წარმომედგინა თუ შეიძლებოდა ასე უყველაფროდ შეგყვარებოდა ადამიანი და თანაც ასე გიჟივით.
-ისე რამდენ რამეზე ვისაუბრეთ და ერთმანეთის სახელებიც არ ვიცით -გაეცინა მას, როცა იცინოდა თვალები უბრწყინდებოდა მე კი ამის დანახვისას ცუდად ვხდებოდი.
-აა ჰო, მართალია მე თაია, შენ? -ვუთხარი ღიმილით
-თომა -სახელიც როგორი კარგი აქვს, ზედმეტად მომწონდა ყოველთვის ეს სახელი.
-რა ლამაზი სახელია -მითხრა ღიმილით.
-მადლობ -ვუთხარი მე.
ვიცოდი უკვე წასვლის დრო იყო, მაგრამ არ შემეძლო, უფრო სწორად არ მინდოდა.
ახლა ადგომას და სახლში მისვლას სადაც არავინ მელოდებოდა ყველაფერი მერცივნა.
შემეძლო ასე უაზროდ ვმჯდარიყავი დილამდე ან სულაც მთელი ცხოვრება და მისთვის მეყურებინა.
მაგრამ დრო იყო წავსულიყავი.
-რაზე ფირობ? -მკითხა მან.
-არა არაფერზე, ისე
-ანუ ჩემზე -გავგიჟდი
-არაა -თითქმის ვიყვირე
-რა იყო რას შეიცხადე
-არა არაფერი
-ანუ მეთანხმები ხო?
-რაში? -გამიკვირდა მე
-ჩემზე რომ ფიქრობ
-არაა
-არადა კი -გაიცინა ისევ, ღმერთო ბოლოს მომიღებს მისი სიცილი.
-ჩემი წასვლის დროა -ავდექი მე.
-მაინც არ მითხარი კი, არაფერია, მაგასაც მივხედავთ -გამიცინა მან, მე კი კარისკენ წავედი.
-ხვალამდე თაია -მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
სახლში შევედი და კარი მივხურე თუ არა თვალები ამიცრემლიანდა.
ის ადგილი სადაც მან მაკოცა მიხურდა და რაღაც სასწაულს ვგრძნობდი.
იმ ღამით მივხვდი რომ საბოლოოდ გავგიჟდი და არასდროს არაფერი აღარ მეშველებოდა.
არ მძინებია, საერთოდ უკვე დიდი ხანია არ მძინავს.
რაც ის გავიცანი ზედმეტად ავირიე.
ისე საშინელი გრძნობაა როცა სენ ასე ერთ წამში გიყვარდება და არ იცი მას შეუყვარდები თუ არა.
იქნები ბედნიერი თუ არა.
შეიძლება ყველაფერი იმაზე უაზროდ დასრულდეს ვიდრე დაიწყო.
ამ დროს კი არ იცი რა უნდა გააკეთო.
მთელი შემოდგომა იმდენად უცნაურად ვიყავით ჩემი თავის მიკვირდა როგორ შემეძლო ასე წყნარად ვყოფილიყავი.
ყველაფერი ისე ერთფეროვანი ჩანდა მაგრამ მაინც ზედმეტად ფერადი იყო.
ვიცოდი ზუსტად ვიცოდი რომ მიყვარდა და ისი ვიცოდი რომ იმაზე მეტად ვუყვარდი ვიდრე მე მიყვარდა.
უბრალოდ არ იყო ისეთი მილიონ სიტყვას რომ იტყვის და არაფერს გაგრძნობინებს, ისეთი იყო ზედმეტად რომ გაგრძნობინებს და არაფერს იტყვის.
ყოველ საღამოს ვიყავით მასთან ან ვიყავით ცემთან.
ლიმნიანი ჩაითი და ბევრი, ბევრი შოკოლადით.
ჰო შოკოლადი ჩემთვის იყო ის ვერ იტანდა.
ვისხედით აივანზე, ის თავისაზე მე ჩემსაზე.
უბრალოდ ასე მოგვწონდა აივნიდან აივანზე საუბარი.
ვიყავით ჩვენ ორნი, თომა და თაია.
რატომღაც არ გვაღელვებდა არავნ და არაფერი.
ცოტა სიგიჟეში გადაგვდიოდა ეს ურთიერთობა.
გვიყვარდა, ძალიან, ძალიან წვიმაში სეირნობა.
უფრო სწორად მე მიყვარდა მას კი ჩემთან ერთად უყვარდა.
ჰო როგორც გითხარით ჩემი თმის ფერი შეიცვალა.
მართლა სეზონების მიხედვით ვიცვლი თმის ფერს.
შემოდგომის ბოლო დღეს ჩემი თმა ლურჯი იყო.
ქუჩაში ვსეირნობდით და ამ სეზონს ვემშვიდობებოდით მე და ის.
მივხვდი რომ შემოდგომა შემიყვარდა, ან როგორ შეიძლება არ შემყვარებოდა როცა ამ სეზონზე ასეთი ადამიანი ვიპოვნე.
ეს იყო პირველი შემოდგომა როცა ვიღაც ძვირფსის დაკარგვის ნაცვლად ვიპოვნე.
ჩემი ადამიანი ვიპოვნე, ჩემი ბედნიერება და ჩემი შემოდგომის ფერი.
-ისე ოდესმე შეეშვები მაგ თმას? -მკითხა სიცილით
-არა, ისე რას ერჩი არ მოგწონს? -მეწყინა მე.
-კი მომწონს, მაგრამ ცოდოა ერთ ფერზე დაიტოვე რა
-მე მომწონს როცა ფერადი ვარ
-მეც მომწონს
-მაშინ ნუ მეჩხუბები.
-ისე იცი? არ მინდა ჩვენი სიყვარული შემოდგომასთან ერთად დამთავრდეს.
-არც მე -ვუთხარი გულწრფელად
-რას იტყვი ჩვენი შემოდგომისფერი სიყვარულის გაგრძელებაზე?
-თანახმა ვარ -ვუთხარი სიცილით
-როგორც იქნა რაღაცაში მაინც დამეთანხმე
მეც გამეცინა
ჰო გაგრძელდა ჩვენი შემიდგომის ფერი სიყვარული თანაც ძალიან ფერადად და ძალიან დიდხანს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aanuca3
ნანახია: 3795 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
avatar
0 Spam
1
ჯერ დავიწყებ იმით რომ ეს ისტორია ჩემია და შენ დაწერა გამოგრჩა. ამის აღმოჩენისას ბოლი ამივიდა მაგრამ ნუ კარგი (მაინც არ გაპატიებ)
ახლა რაც შეეხება ისტორიას, როცა რაიმე სიახლეს დებ სულ მიწევს ტექსტში ამ ფრაზის გაჟღერება "ეს ყველაზე საუკეთესო ისტორიაა რაც კი ოდესმე შეგიქმნია" რაც ნიშნავს იმას რომ ერთი ისტორიიდან მეორემდე ძალიან იზრდები და იხვეწები.
და ვაი მეეეე!!!!
რა იყო ეს?
საოცრება....❤
სითბო....❤
სიყვარული...❤
პოზიტივი....❤
ლამაზი❤
და ფერადი.❤
იცი როგორ მომეწონა? საოცრად გაქვს დაწერილი, აი მართლა. არვიცი რა ვთქვა უბრალოდ. ასე ჯერ შენი ისტორია არ შემიგრძვნია კითხვის დროს, ასეთ ემოციებში არ ჩავვარდნილვარ და სათაურიდან გამომდინარე არ შემყვარებია.
ეს მიყვარს!
იმიტომ რომ მეც ფერადი ვარ და კიდევ იმკტომ რომ შემოდგომა მიყვარს, და ყველაზე მთავარი 'იმიტომ რომ' :დდ შენი დაწერილია, შენეული და რაღაცნაირი.❤❤
აი რავქნა რა მაინც უნდა გავიმეორო ის ფრაზა :დდ
ეს ისტორია საუკეთესოა რაც კი შეგიქმნია, სულ ყველაზე საუკეთესო.❤!
avatar
0
2
შეცვლილი უნდა იყო, ხო, ეს ასეც უნდა ყოფილიყო, სხვანაირად არც შეიძლება.
დავიწყოთ აღწერით, გრძნობებით და მთელი იმ ამბებით, რაც აქ წავიკითხე, ვერ გეტყვი რომ კარგი იყო, იმიტომ რომ მართლა ძალიან კარგი ოყო.
ცდილობ შენი სტილი შექმნა და ეს ყველა შენ ისტორიაში იგრძნობა.
კარგია, ასეც უნდა იყოს.
მაგრამ ბოლომდე ვერ იხსნები,რატომღაც ასე მგონია. ბოლომდე არ აჩენ იმას, რაც შეგიძლია.
კომპლექსიანი!
დიალოგების შემდეგ, ერთი სიტყვებით დავრჩი უკმაყოფილო.
მაგრამ მომეწონა მთლიანად♡❣
avatar
0 Spam
3
ძალიან ძალიან დიდი მადლობა ორივეს heart მიყვარხართ.
ინა ხოიცი დიალოგები და მე sad sad
avatar