შეცდომა
23.07.2020, 23:39
შეცდომა

დრო ყველაფრის მკურნალი არისო, რომ ამბობენ-ტყუილია...
ეს არის ამბავი, რომელშიც დაზარალებულიც და დამნაშავეც ერთი და იგივე ადამიანია...


თავი 1
წელს გამოცდები მაქვს და ძალიან ვღელავ, მიუხედავად იმისა, რომ ყველა წლის მასალა თითქმის ზეპირად ვიცი.ამ წელს განსაკუთრებით ბევრს ვმეცადინეობ, მინდა გრანტი ავიღო...ჩემი ოჯახი არ არის მდიდარი, თუმცა ცდილობენ მე არაფერი მომაკლდეს...დედისერთა ვარ და ცოტათი განებივრებული.ძალიან მინდა გამოცდების შემდეგ მარტო გადავიდე საცხოვრებლად და დამოუკიდებელი ვიყო, ასეც იქნება...
ვერ ვიტყვი, რომ სკოლაში ბევრი მეგობარი მყავს, თითქმის არავინ, არც მადარდებს.სასიყვარულო ურთიერთობები არც კი მაინტერესებს, ამის დრო არ მაქვს, კარიერა ბევრად მნიშვნელოვანია ჩემთვის.
სკოლაში ბევრი რამ ხდება, აქ ყველა ერთნაირია, ყველას მსგავსი გატაცებები და შეხედულებები აქვთ, ჩემგან განსხვავებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა არ მადარდებს...კონფლიქტების მოყვარული არ ვარ, თუმცა ძალიან პრინციპული და თავდაჯერებული ვარ, ამიტომ თუ გამოსავალი არ მრჩება, იძულებული ვარ კონფლიქტში ჩავება...ეს არაერთხელ მომხდარა.
ასოციალური ვარ...ბევრი ლაპარაკი არ მიყვარს, ოჯახთანაც კი, რის გამოც მშობლები ხშირად ბრაზობენ...მშობლები ბევრი რამის გამო ბრაზობენ, არ მოსწონთ ჩემი შეხედულებები, ჩემი აზროვნება, ჩემი ქმედებები და ა.შ...თუმცა, რა თქმა უნდა ეგ არ მადარდებს...მშობლები ძალიან მიყვარს, მათ გარდა ფაქტობრივად არავინ მყავს, ორივე ბებია და ბაბუა ჩემს დაბადებამდე გარდაიცვალა...
ზოგჯერ ძალიან მინდა და ან ძმა მყავდეს, მაგრამ უკვე შეუძლებელია სხვადასხვა მიზეზების გამო...
სიკვდილზე ხშირად ვფიქრობ...მეშინია, მაგრამ უფრო მეტად საყვარელი ადამიანების სიკვდილის მეშინია.
ერთხელ ძალიან ცუდი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში...მე და დედა ქუჩაში მივდიოდით და ძალიან დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა დაგვეჯახა, ორივემ თავი დავარტყით ასფალტს...მე გონზე ვიყავი, მაგრამ დედა-არა...ძალიან შემეშინდა...გავიყინე...ვეღარ ვსუნთქავდი...გავითიშე...მეორე დღეს საავადმყოფოში გავიღვიძე და დედას ვეძებდი, მითხრეს, რომ კარგად იყო.სერიოზული არაფერი ყოფილა, იმ დღესვე გამოგვწერეს, მალევე დავივიწყეთ ეს ამბავი, თუმცა როცა მოგონებები მახსენებს თავს, ეს ამბავი ყოველთვის შიშს მგვრის...აღარ მინდა, რომ მსგავსი რამ განმეორდეს, აღარ მინდა, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს საფრთხე შეექმნათ.
ცხოვრება რთულია, ვიცი, ძალიან რთულია, მაგრამ არ მეშინია, უფლის იმედი მაქვს...ჩემი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლო, ყველაფერი კარგად იქნება...იმედია.

თავი 2
გადავწყვიტე, დღეს სკოლაში ფეხით წავსულიყავი, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ყინავს, ჯერ იანვარია და ირგვლივ თოვლია, თუმცა არ მიყვარს თოვლი და გუნდაობა, სხვებისგან განსხვავებით.
სკოლაში ყველაფერი ერთფეროვანია...ბევრი ეწევა, ნარკოტიკებს იღებს.სხვადასხვა ჯგუფებია ჩვენს სკოლაში, ''პატარა ძუკნებიც'' არიან და ბეჯითი მოსწავლეებიც.აქ ბევრი რამ ხდება, თუმცა მაინც ყველაფერი ძალიან ერთფეროვანია.ჩემი ერთ-ერთი კლასელი დაფეხმძიმდა და იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა...მეცოდება, ბევრი გეგმა ჰქონდა და ყველაფერი წყალში ჩაეყარა, თუმცა მისი დაუდევრობის ბრალია.მისმა შეყვარებულმა თითიც არ გაანძრია მის დასახმარებლად...ნაბიჭვარი.
ყური მოვკარი, ვიღაც ახალ მოსწავლეზე ლაპარაკობდნენ.ჩვენს კლასში გვემატება ახალი მოსწავლე...საინტერესოა...ბიჭია.
ბევრი საქმე მაქვს, სკოლის შემდეგ რეპეტიტორთან უნდა მივიდე.მინდა ჟურნალისტი გავხდე და ამისთვის უკვე ძალიან ბევრს ვშრომობ.ჟურნალისტიკა ბავშვობიდან მომწონდა, საინტერესო პროფესიაა, სხვა რამეზე არც მიოცნებია არასდროს.
დღეს კლასელთან ვიჩხუბე, თინა ჰქვია, ძალიან გამაბრაზა.ხშირად მიწევს კამათი სხვადასხვა მოსწავლესთან.დღევანდელი ჩხუბი ზედმეტად აბსურდული იყო.თინა ნამდვილი ძუკნაა.ყოველთვის ჩაგრავს ერთ გოგონას, რომელიც ძალიან მორიდებულია, მუდამ თავდახრილი დადის...მას ყოველთვის ვეხმარები.ვერ ვიტყვიო, რომ მეგობრები ვართ, მაგრამ მგონი ყველაზე ახლოს მასთან ვარ...მას ლიზა ჰქვია.თინა ძალიან ცუდად მოექცა.
-წინ იყურე შე გასიებულო, ბრმა ხომ არ ხარ?! ეს თქვა თინამ და თავის დაქალებთან ერთად გაიცინა, მისი სარკაზმის სადემონსტრაციოდ.
-მგონი უმჯობესი იქნება წინ შენ თვითონ იყურო შე ძუკნა, სიტყვები შეარჩიე, როცა ლიზას ელაპარაკები. თითქმის ყვირილით ვუთხარი.
-შენი საქმე არ არის, ვის, როგორ დაველაპარაკები, გზიდან ჩამომეცალე. მომწონს, როცა ასე გაღიზიანებული მელაპარაკება.
-მეორედ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს! ეს ვუთხარი და ლიზასთან ერთად მოვშორდი იმ ძუკნებს.
დღეს ძალიან დავიღალე, ბევრი სამეცადინო მაქვს, რეპეტიტორთანაც ვიყავი და უამრავი საქმე დამიგროვდა.უნდა ვიმეცადინო, მაგრამ ძალიან მეზარება ჩემი საწოლიდან ადგომა, თან ძალიან გადაღლილი ვარ, არაფრის ძალა არ მაქვს.
სახლში ძირირთადად მარტო ვარ შაბათ-კვირის გარდა.დედა სალონში მუშაობს, მამა-პოლიციაში.მამას სამსახური ხშირად მეხმარება, ციხეში რომ არ აღმოვჩნდე.ქუჩშიც ხშირად მაქვს კონფლიქტები, რადგან ქუჩაშიც ბევრ ადამიანს ვხედავ, რომელსაც ჩაგრავენ და ვერ ვითმენ, რომ არ ჩავერიო და დავეხმარო.ბევრი ლოთი და ნარკომანია, რომელიც თავის ცოლს ან შვილს ან შეყვარებულს ცემს, უყვირის...ვერ ვხვდები, ქუჩაში მყოფი ამდენი ადამიანი როგორ ახერხებს ამ ყველლაფერს უყუროს და არაფერი გააკეთოს მათ დასახმარებლად.რა თქმა უნდა ეს კონფლიქტები ყოველთვის ჩემს სასარგებლოდ არ მთავრდება, მაგრამ იმას მაინც ყოველთვის ვახერხებ, რომ იმ ადამიანებს დავეხმარო და მოძალადე ნაძირლები დაისაჯნონ, ამაშიც მამაჩემი მეხმარება, მას შემდეგ, რაც ხალხი პოლიციაში რეკავს.ზოგჯერ მამას ძალიან ნაცემი ვხვდები, თუმცა ეგ არ მადარდებს ხოლმე, უკვე მამაც მიეჩვია...
ღამით ქალაქში სეირნობა ძალიან მიყვარს, ზამთარშიც კი, როცა ქუჩაში ძალიან ცივა...ამ საღამოსაც გამოვედი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დაღლილი ვარ...ქუჩაში ერთი ბიჭი ვნახე, უფრო სწორად დავეჯახე...ღმერთო, ძალიან სიმპათიური იყო...არ ვიცი რა დამემართა, ზოგადად ასეთი რეაქცია არ მაქვს ხოლმე ბიჭების დანახვაზე...სახელიც არ მიკითხავს, მალევე დავემშვიდობე, საკმაოდ ზრდილობიანი იყო...

თავი 3
კიდევ ერთი დღე...ისევ იგივე ხალხი, იგივე სიტუაცია, იგივე ადგილი...დღეს სკოლის ავტობუსით არ წავსულვარ, გადავწყვიტე ფეხით წავსულიყავი...ის ახალი მოსწავლე დღეს გადმოდის ჩვენს სკოლაში.იმედია ისიც ჩვეულებრივი ნაძირალა და ნარკომანი არ იქნება.
უკვე კლასში შევედი, სადაცაა ზარი დაირეკება...ჩემს მერხთან მივედი, სადაც მარტო ვზივარ, ჩემს გვერდით ადგილი თავისუფალია...თავისუფალი იყო...ღმერთო!ეს ის ბიჭია...ბიჭი, რომელსაც წუხელ ქუჩაში დავეჯახე, ახლა ჩემს გვერდით მერხთან ზის და მიღიმის...ჯანდაბა!ჯანდაბა!ჯანდაბა!
-ისევ შევხვდით ერთმანეთს, სახელიც კი არ გითქვამს, წუხელ რომ წახვედი. ლაპარაკის დროს სახიდან ღიმილი არ მოშორებია. ღმერთო, მართლა ძალიან სიმპათიურია, არ ვიცი რა მჭირს, ძალიან უცნაურად ვგრძნობ თავს...
-ჰო, სასიამოვნო დამთხვევაა...მე ევა მქვია.ვცდილობ საუბრისას სიმშვიდე შევინარჩუნო.
-მე კი ზურა მქვია, სასიამოვნოა.
-ჩემთვისაც. აღარ ვიცი კიდევ რამე უნდა ვთქვა თუ არა.
-ეს ადგილი თავისუფალი იყო და გადავწყვიტე მე დამეკავებინა, იმედია წინააღმდეგი არ იქნები...
-არა რა თქმა უნდა. მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
მასწავლებელიც შემოვიდა ოთახში...უცნაურია გაკვეთილზე ამ ბიჭთან ერთად ჯდომა, აქამდე ყოველთვის მარტო ვიჯექი, არც ვიცი რატომ, ალბათ არავის უნდოდა ჩემს გვერდით ჯდომა...თუმცა რა მნიშვნელობა აქვს, ეგ არასდროს მადარდებდა...
ვგრძნობ, რომ ყველა გოგო შურით მიყურებს, არავის მოსწონს, რომ ეს სიმპათიური ბიჭი ჩემს გვერდით ზის...ვერ ვიტყვი, რომ კომფორტულად ვარ მის გვერდით, თუმცა მაინც ძალიან მომწონს, არ ვიცი, რატომ, მაგრამ მგონია, რომ ეს ბიჭი სხვების მსგავსი არ არის...ყველა შესვენებაზე მასთან იყვნენ გოგოები, ყველა ელაპარაკებოდა და ეფლირტავებოდა, თუმცა ზურა მათ ყურადღებას არც კი აქცევდა...რამდენიმე გოგომ მათ გვერდით დაჯდომა შესთავაზა, თუმცა ზურამ უთხრა, რომ მის გვერდით მჯდომ ადამიანთან მშვენივრად გრძნობს თავს...ღმერთო, ამ პასუხზე არამარტო ის გოგოები, არამედ მეც ძალიან გაოცებული ვიყავი...სასიამოვნოდ გაოცებული.გოგოებისგან განსხვავებით ახალი კონკურენტი არც ერთ ბიჭს არ მოსწონს, თუმცა ზურამ საერთო ენა გამონახა მათთან და საკმაოდ დაუახლოვდა, ბიჭებიც ნორმალურად ექცევიან...
ბოლო შესვენების მერე აღარ მინახავს ზურა...სკოლიდან პირდაპირ რეპეტიტორთან წავედი.მთელი გზა ზურაზე ვფიქრობდი, არ ვიცი, რატომ.
საღამოს სასეირნოდ გავედი, როგორც ყოველთვის, რატომღაც ამ საღამოს ვფიქრობდი, იქნებ ზურა ისევ შემხვდეს ქუჩაში მეთქი, მაგრამ ასე არ მომხდარა...სახლში მალევე დავბრუნდი.

თავი 4
გადავწყვიტე სკოლაში დღესაც ფეხით წავსულიყავი...ჩემი ქუჩიდან რომ გავედი უეცრად ზურა დავინახე...ჩემთან მოვიდა.
-ჰეი, როგორ ხარ? მითხრა მან.
-ნორმალურად, შენ?
-მეც...გუშინ მალე წახვედი, დამშვიდობება ვერ მოვასწარი... ნუთუ ფიქრობს, რომ სკოლიდან წამოსვლისას ვინმეს ვემშვიდობები...
-ჰო, რეპეტიტორთან მეჩქარებოდა...
-ააამ, რის სწავლას აპირებ?
-ჟურნალისტი უნდა გავხდე...შენ?
-მე ძალიან მინდა ექიმი ვიყო, ბავშვობიდან ვოცნებობ... ეს ბიჭი ძალიან ბევრს ლაპარაკობს, ჩემგან განსხვავებით...საერთოდ ვერ ვხვდები ჩემთან ამდენი საუბრით თავს რატომ იღლის...
-საინტერესო პროფესიაა...წარმატებები.
-მადლობა, შენც...არ ვიცოდი ჩემთან ასე ახლოს თუ ცხოვრობდი... რა ჯანდაბაა!ვერ ვიჯერებ, რომ ჩემს მოპირდაპირე ქუჩაზე ცხოვრობს...
-ჰო, საინტერესო დამთხვევაა...
-და სასიამოვნოც... მისი საუბრით უფრო და უფრო მეტად მაოცებს ეს ბიჭი.მე მხოლოდ ვუღიმი.
უკვე სკოლაშიც მივედით და რა თქმა უნდა საუბარი შეგვაწყვეტინეს გოგონებმა...
-მოგვიანებით გნახავ. მითხრა ზურამ, როცა შეამჩნია, რომ პირდაპირ კლასში შევდიოდი...მე არაფერი ვუპასუხე.
უკვე მეორე დღეა რაც მარტო აღარ ვზივარ გაკვეთილზე და ეს ყველაფერი ძალიან უცნაური მეჩვენება, მის გვერდით სხვანაირად ვგრძნობ თავს...ძალიან ყურადღებიანი და ზრდილობიანია, არ ეწევა და სხვა ბიჭებს არანაირად არ ჰგავს, ამიტომ მიჭირს იმის გაგება, თუ როგორ გამონახა მათთან საერთო ენა...თუმცა ის ძალიან კომუნიკაბელურია ჩემგან განსხვავებით.
დღის ბოლოს რა თქმა უნდა ჩვეულებრივ მარტო ვაპირებდი სკოლიდან გასვლას, თუმცა მგონი ზურას გამოჩენის შემდეგ ჩვეულებრივი არაფერი აღარ არის...
დამიძახა, როცა სკოლიდან გამოვდიოდი და ჩემთან მოვიდა...
-მგონი დღესაც მარტო აპირებდი წასვლას... საუბრისას იღიმოდა.
-ყოველთვის მარტო მივდივარ...მხოლოდ ამას ვეუბნები.
-არა მგონია ამის შემდეგ ასე გაგრძელდეს... ჯანდაბა! ვერაფერს ვამბობ, არც ვიცი რა უნდა ვუთხრა.
ჩემს სახლს მივუახლოვდით...
-ხვალამდე. მითხრა მან
-დროებით. დავემშვიდობე და სახლში შევედი.
არ ვიცი, რატომ მაგრამ სულ ზურაზე ვფიქრობ, მშობლებმაც შეამჩნიეს, რომ უცნაური გავხდი...
-როგორ ჩაიარა დღემ ევა? თქვა მამამ.
-ევა, საყვარელო. დედა მეძახის.
თითქოს ეს ხმები შორიდან მესმოდა, რეალობაში დავბრუნდი.
-რამე მკითხეთ? მოკლედ ვპასუხობ მათ.
-მაინტერესებდა დღმ როგორ ჩაირა ძვირფასო, ყველაფერი რიგზეა? მკითხა მამამ.
-აამ, კი, ყველაფერი კარგადაა...ნორმალურად, როგორც ყოველთვის.
-დღეს დაბნეული მეჩვენები...მითხრა დედამ
-არა, ისეთი არაფერი, კარგად ვარ... ეს ვუთხარი და მალევე დავემშვიდობე მათ და ჩემს ოთახში ავედი...
ვერ დავიძინე, სულ ზურაზე ვფიქრობდი...მხოლოდ გამთენიისას ჩამეძინა.

თავი 5
დღეს დილით თავი ძალიან მტკიოდა...ალბათ იმის გამო, რომ ნორმალურად არ მიძინია.ზურასთან ერთად წავედი სკოლაში.ალბათ ეს უკვე ყოველდღიურობად იქცა...არც ვიცი ეს ნორმალურია თუ არა.
-დილა მშვიდობისა.როგორც ყოველთვის ენერგიულად მომესალმა.
-ჰეი...მხოლოდ ეს ვთქვი.
-ყველაფერი კარგადაა? უცნაურად გამოიყურები...
-სერიოზული არაფერია...მოკლედ ვუპასუხე.
-შემიძლია რამეთი დაგეხმარო? ზურა ძალიან მზრუნველი ჩანს.
-არა, უბრალოდ ცუდად მეძინა...
-აამ...მგონი სკოლაში ბევრი მეგობარი არ გყავს... ღმერთო, მისი ასეთი კომუნიკაბელურობა უკვე თავს მაბეზრებს.
-ჰო ასეა...თუმცა არ მადარდებს.
-საინტერესო ხარ. მითხრა მან...მის ნათქვამზე ძალიან გამეცინა.
უკვე სკოლას მივუახლოვდით, მე როგორც ყოველთვის საკლასო ოთახში შევედი, ის კი ჩვენი სკოლის ''ელიტურ ბრბოში'' ჩაება.
ერთ-ერთ შესვენებაზე კლასელთან ვიკამათე...ცოტა ზედმეტიც მომივიდა, ზურას, რომ შევხედე, გაკვირვებული და გაოცებული იყო.
სკოლიდან რომ მოვდიოდი გაკვეთილების შემდეგ, ზურაც მოვიდა და გზა ერთად გავაგრძელეთ.
-საინტერესო იყო თქვენი ყურება, როცა კამათობდით. თქვა მან.
-ამიერიდან ხშირად მოგიწევს მსგავსი საინტერესო ამბების ნახვა და მოსმენა. ღიმილით ვუპასუხე.
-როცა გიყურებდი, შევამჩნიე, თითქოს კამათი გსიამოვნებდა კიდეც. ჩაფიქრებული სახით მითხრა ზურამ.
-რა თქმა უნდა მსიამოვნებდა, ეს თითქმის ყოველ დღე ხდება და ნამდვილად ძალიან სასიამოვნო და სახალისოც კი არის...ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. რატომღაც მთელი ამ საუბრის მანძილზე ვიღიმი.
-და ან ძმა გყავს? რატომღაც ზურამ თემის შეცვლა გადაწყვიტა.
-არა, არ მყავს და შენ?
-არც მე. მოკლედ მპასუხობს
თითქმის მივედით ჩემს სახლთან, მაგრამ რატომღაც არ მინდოდა მასთან საუბრის შეწყვეტა...ჯანდაბა!რა მჭირს.
-დროებით, ხვალ გნახავ. ღიმილით დამემშვიდობა.
-ხვალამდე. მეც გავუღიმე.
სახლში როგორც ყოველთვის არავინ დამხვდა, დედა და მამა გვიან ბრუნდებიან.საჭმელი ვჭამე, მერე აბაზანა მივიღე, მოვემზადე და რეპეტიტორთან წავედი...
მთელი დღის მანძილზე ძალიან ვიღლები.სახლში თითქმის გათიშული მივედი.საღამოს მშობლებთან ერთად ვივახშმე, როგორც ყოველთვის, მერე დასაძინებლად წავედი.ჩემდა გასაკვირად კარგად მეძინა, ისე დავიღალე, რომ დაწოლისთანავე ჩამეძინა.

თავი 6
დაღლილობისგან უკვე მთელი სხეული მტკივა...დილით ადგომა ძალიან მიჭირს.თავი მისკდება...ყავა დავლიე და სახლიდან გავედი.გადავწყვიტე, დღეს სკოლის ავტობუსით წავსულიყავი, ზურა ალბათ ფეხით წამოვა მაგრამ მასზე არც მიფიქრია, იმდენად დაღლილი ვიყავი, ფეხით ვერ წავიდოდი.
სკოლაში რომ მივედი მაშინვე საკლასო ოთახში შევედი...თავი ისევ მისკდებოდა.მინდოდა გაკვეთილის დაწყებამდე მარტო ვყოფილიყავი, მაგრამ სიმშვიდე ზურამ დაარღვია.
-ჰეი, არ ვიცოდი ავტობუსით თუ აპირებდი წამოსვლას. მითხრა მან.
-უნდა გცოდნოდა? არ ვიცი რატომ, მაგრამ საკმაოდ უხეშად ვპასუხობ.
-ჰო...არა...აამ...იმის თქმა მინდა, რომ...მე გელოდებოდი და მეგონა ფეხით წამოხვიდოდი, როგორც ადრე. ძალიან დაბნეულად მიპასუხა, შეიძლება ეწყინა კიდეც ასე რომ ვუთხარი, მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა სწყენოდა ასეთი რამ ჩემგან, მე მისთვის არავინ ვარ, ნორმალურად არც კი მიცნობს.
-ზოგჯერ ავტობუსითაც დავდივარ და როგორც წესი ამას არავის ვუთანხმებ. ღმერთო, არ ვიცი რა მჭირს, ასე რატომ ველაპარაკები მას, მაგრამ ახლა ეს ნაკლებად მადარდებს, რადგან ძალიან დაღლილი და ძალაგამოცლილი ვარ.
-გასაგებია... შეწუხებული სახით მითხრა.არ მინდოდა, რომე ასე ცუდად გამომსვლოდა, მაგრამ ახლა ამაზე ვერ ვფიქრობ.
გაკვეთილებმა ისე ჩაიარა, რომ ზურასთვის ერთი სიტყვაც კი აღარ მითქვამს.სახლში როცა მივდიოდი, ქუჩაში დამეწია.
-თავს უკეთ გრძნობ? მკითხა მან
-არამიშავს...მოკლედ ვპასუხობ...ღმერთო, ეს ბიჭი ისე იქცევა, თითქოს ძალიან მზრუნველი იყოს.
-ჰმმ...შევამჩნიე, რომ დილით ცუდად გრძნობდი თავს.
-ჰო, ძალიან დაღლილი ვარ...
უკვე სახლს მივუახლოვდით, ზურა კი როგორც ყოველთის ზრდილობიანად დამემშვიდობა.
-ხვალამდე, იმედია უკეთ გახდები.
-იმედია...დროებით.
სახლში რომ მივედი დედა და მამა რაღაცაზე საუბრობდნენ, კარგად ვერ გავიგე, მერე ახლოს მივედი მისაღებ ოთახთან.
-უცნაურად მეჩვენება, რომ ევას არასდროს არ მოსწონებია ბიჭი, ბიჭებზე არც კი საუბრობს, ყურადღებასაც არ აქცევს მათ... თქვა დედაჩემმა
-ეგ მეც უცნაური მგონია, მისთვის ორიენტაციის შესახებ არასდროს გვიკითხავს.მამას პასუხი რომ მოვისმინე გადავწყვიტე მათთან მივსულიყავი, ამ სისულელის მოსმენა აღარ შემეძლო.
-დედა, მამა ძალიან გთხოვთ ამ სისულელეს შეეშვით, მე არ ვარ ჰომოსექსუალი, უბრალოდ ჯერ არ გამოჩენილა ისეთი ბიჭი, რომელიც შემიყვარდებოდა ან მომეწონებოდა მაინც.ასე, რომ ჩემს ორიენტაციაზე ნუ დარდობთ.
-არა, საყვარელო, ჩვენ უბრალოდ... დედას საუბარი არ დავასრულებინე და ჩემს ოთახში შევედი.
ჩემი მშობლებისთვის პრობლემა არც იქნებოდა ჰომოსექსუალი რომ ვიყო, არა არიან ძალიან ტრადიციულები, უბრალოდ ურჩევნიათ რომ ასე არ იყოს...
ცოტა ხანი არ დამეძინა დაწოლის შემდეგ, ზურაზე ვფიქრობდი, მაგრამ მოგვიანებით ფიქრებში ჩამეძინა.

თავი 7
წუხელ ზურა დამესიზმრა, უცნაური სიზმარი იყო...თითქოს უფსკრულის პირას ვიდექი და უეცრად ზურამ გადამარჩინა...ვერ ვიტან, როცა ასეთი სენტიმენტალური სისულელეები მესიზმრება.
შხაპი სწრაფად მივიღე, სკოლაში მაგვიანდებოდა...ცხელი შხაპი ყოველთვის მამშვიდებს.გარეთ სწრაფად გავედი.ქუჩაში ზურა შემხვდა, ერთად წავედით, ბევრი არ გვილაპარაკია.
სკოლაშიმისვლისთანავე ოთახში შევედი, ზურა დანარჩენებთან ერთად დარჩა.დღეს ლიზა ვნახე, დიდი ხანია სკოლაში არ ყოფილა და გადავწყვიტე მასთან მივსულიყავი...ლიზას ყოველთვის გვერდით ვუდგავარ, ვცდილობ დავეხმარო, დედამისი ავადაა, სიარული არ შეუძლია, ტვინის სიმსივნე აქვს და როგორც ექიმები ამბობენ, დიდი ხანი ვერიცოცხლებს, ლიზას კი მის გარდა არავინ ჰყავს, თუ არ ჩავთვლით მის დეიდას, რომელიც მარტო ცხოვრობს და ხშირად სვამს...ლიზა ადრე უფრო ხშირად მოდიოდა ჩემს სახლში ვიდრე ახლა...ახლა ამდენი დრო აღარ მაქვს, თუმცა ვცდილობ ყურადღება არ მოვაკლო...დღეს პარასკევია და ამ შაბათ-კვირას მასთან ერთად გავატარებ, სადმე გავერთობით, დიდი ხანია მასთან ერთად არსად ვყოფილვარ...დედამისსაც მოვინახულებ.ამ ფიქრებში ლიზას მივუახლოვდი.
-ლიზა როგორ ხარ? ვკითხე მას
-არამიშავს, შენ?
-მეც, დედა როგორაა?
-ძველებურად... მოწყენილი მპასუხობს ლიზა
-ლიზა ამ ბოლო დროს ბევრი დრო არ მრჩება და დიდი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ, ამიტომ ამ შაბათ-კვირას სადმე გავიდეთ, კარგი? დედაშენსაც მოვინახულებ.
-კარგი იქნება, წავიდეთ... ცოტათი გამხიარულებული მპასუხობს ის.
-კარგი, მოგვიანებით გნახავ. ვუთხარი ლიზას
-დროებით ევა...ღიმილით მითხრა მან.
გაკვეთილებმა ჩვეულებრივად ჩაიარა, ზურასთან დღეს ბევრი არ მილაპარაკია, ის ძირითადად დანარჩენებთან ერთად იყო, ის ხომ ძალიან კომუნიკაბელურია და უკვე ყვეკას მოსწონს, განსაკუთრებით ''პატარა ძუკნებს''.
სახლისკენ რომ მივდიოდი გზაში დამეწია ზურა და ცოტა ვისაუბრეთ.
-ძალიან სწრაფად დადიხარ. ღიმილით მითხრა მან.
-ჰო, ალბათ იმიტომ, რომ ბევრი დრო არ მაქვს.
-მეჩვენება თუ ცოტათი გულჩათხრობილი ხარ? ინტერესით მკითხა მან.
-ასე ვერ ვიტყოდი, უფრო ასოციალური ვარ და პრინციპული... არ მინდა ჩემს თავზე ბევრი ვესაუბრო მითუმეტეს რომ მასზე არაფერს მეუბნება.
-გასაგებია. მოკლედ მპასუხობს ზურა.
ჩემს სახლს მივუახლოვდით და ერთმანეთს დავემშვიდობეთ.
სახლში, რომ მივედი საჭმელი ვჭამე, რამდენიმე წუთით დავისვენე და შემდეგ რეპეტიტორთან წავედი.
საღამოს ძალიან დაღლილი მივედი სახლში, როგორც ყოველთვის, მშობლებთან ერთად ვივახშმე.ცოტა ვისაუბრეთ.
-ამ შაბათ-კვირას ლიზასთან ერთად გავატარებ...ვუთხარი მან
-მშვენიერი აზრია...ღიმილით მითხრა მამამ.
-კარგი იქნება. დაეთანხმა დედა.
დასაძინებლად მალევე წავედი და ასევე მალე ჩამეძინა.

თავი 8
დილით ადრე ავდექი, შხაპი მივიღე და საუზმის გარეშე გავედი სახლიდან...მშობლებს ჯერ კიდევ ეძინათ, რადგან დასვენების დღე აქვთ და გადავწყვიტე დამშვიდობების გარეშე გავსულიყავი...
15 წუთში ლიზას სახლთან ვიყავი...თნ გზაში რაღაცეები ვიყიდე, ტკბილეული, სასმელები, წამლები ლიზას დედასთვის და ა.შ.
-ლელა, როგორ ხართ? ძალიან მომენატრეთ...ვუთხარი ლიზას დედას, მას დეიდას, ბიცოლას ან რამე მსგავს არ ვეძახი, რადგან საკმაოდ ახალგაზრდაა, 33 წლის, მხოლოდ 16ის იყო, როცა ლიზა გააჩინა.
-არამიშავს, ევა, ჩემო კარგო, მეც ძალიან მომენატრე, დიდი ხანია არ მოსულხარ.
-სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ ყოველთვის ვეცდები, რომ თქვენს გვერდით ვიყო, რაც არ უნდა მოხდეს, უბრალოდ ა მ ეტაპზე ბევრი თავისუფალი დრო არ მაქვს...ვუთხარი მას.
-მიხარია, რომ ასეთი კარგი ხარ საყვარელო, ლიზას გამო იმდენად არ ვდარდობ, რადგან ვიცი შენ და შენი ოჯახი მის გვერდით იქნებით მას შემდეგ რაც მე აღარ...წინადადებას ვაწყვეტინებ, რადგან არ მინდა ახლა სიკვდილზე ვისაუბროთ.
-ყველაფერი კარგად იქნება ლელა, ნურაფერზე დარდობთ ძალიან გთხოვთ...ლიზა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ისევე, როგორც თქვენ...და დამიჯერეთ, ყველაფერი უკეთ იქნება...ღიმილით ვეუბნები ლელას.
-იმედია საყვარელო...ღიმილითვე მპასუხობს ის.
მეც და ჩემი მშობლებიც რამდენიმე წელია ვეხმარებით მათ...ჩვენ ძალიან მდიდრები არ ვართ, თუმცა საკმაოდ სოლიდური ყოველთვური შემოსავალი გვაქვს და ვცდილობთ ლიზას და ლელას არაფერი მოაკლდეთ...მათი სახლიც გავარემონტეთ და უკვე ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობენ, ყველანაირ ხარჯებს ვფარავთ...ძალიან გვინდა, რომ ლელამ დიდხანს იცოცხლოს...დამხმარე ქალიც ავიყვანეთ მისთვის, დილიდან საღამომდე მათთანაა, თუ ძალიან აუცილებელია ზოგჯერ ღამითაც რჩება მათთან...
-ლიზა თუ მზად ხარ ჩვენ გავიდეთ, დამხმარეც სადაცაა მოვა... ვუთხარი ლიზას.
-ახლავე მოვალ... მითხრა მან, მისი საძინებლიდან.
-კარგი, ლელა ჩვენ წავალთ, ლიზაზე არ იდარდო, შეიძლება გვიან დავბრუნდეთ...თავს მიხედე. თბილად და ღიმილით ვუთხარი ლელას.
-აბა თქვენ იცით, დროებით...ღიმილით მითხრა მან.
როცა სახლიდან გამოვედით დამხმარე უკვე ეზოში იყო, მივესალმეთ და ეზოდან გავედით.
-აბა მომიყევი რა ხდება ისეთი, რაც არ ვიცი...როგორ მიდიდს საქმეები? ღიმილით ვკითხე ლიზას.
-ნორმალურად,განსაკუთრებული არაფერი ხდება...მოკლედ მპასუხობს ის
საშინლად ვერ ვიტან, როცა ლიზა ასეთ ცუდ განწყობაზეა და ძირითადად სულ ასეა...მესმის მისი...არ აქვს მარტივი ცხოვრება...ვერ ვიტყოდი, რომ მატერიალურად რაიმე უჭირს, რადგან ყველაფერი აქვს რაც სჭირდება, ჩემი მშობლები ყველაფერს აკეთებენ მისთვის, უბრალოდ მორალუარდ არის ძალიან ცუდ მდგომარეობაში, უკვე ექვსი წელია, რაც დედამისი ასეთ მდგომარეობაშია.ყველანაირად ვცდილობ ლიზა გავამხიარულო ხოლმე, ამ შაბათ-კვირასაც ვეცდები რა თქმა უნდა...არის დღეები როცა ის ძალიან მხიარულია და იცინის, რაც მე უფრო მეტად მაბედნიერებს.
-ლიზა, მოდი ჯერ რამე ვჭამოთ, კაფეში შევიდეთ და მერე მოვიფიქროთ მთელი დღე რა ვაკეთოთ.
-კარგი აზრია, ძალიან მომენატრა შენთან ერთად გართობა...ღიმილით მითხრა მან. ძალიან მიხარია, რომ უკეთესად გრძნობს თავს.
-მეც მომენატრა საყვარელო...შენც ძალიან მომენატრე. ვუთხარი და ჩავეხუტე.ეს გოგო ძალიან თბილი და კეთილია.
კაფედან რომ გამოვედით გადავწყვიტეთ, გასართობ პარკში წავსულიყავით, ძალიან ვიხალისეთ...მიხაროდა, რომ ლიზას ასეთ ბედნიერს ვხედავდი.პარკიდან ფეხით გავისეირნეთ და კინოში წავედით, ლიზას ძალიან უყვარს კინოში სიარული...იქიდან საყიდლებზე წავედით.ძალიან ბევრი რამ ვიყიდეთ ჩვენთისაც და ლელასთვისაც.საღამოს კი უბრალოდ ფეხით დავდიოდით ქუჩაში და ვსაუბრობდით.
-მომიყევი რა ხდება შენს ცხოვრებაში? როგორ მიდის საქმეები? მეკითხება ლიზა.
-ახალი არაფერი არ ხდება, ყველაფერი ძველებურად და ნორმალურადაა. ვპასუხობ მე.
-კარგი რა, ევა, ვერ ხედავ, რომ იმ ბიჭს ძალიან მოსწონხარ? ღიმილით მეუბნება ის.
-რომელ ბიჭს? დაბნეული ვპასუხობ.
-ზურას. ახლა უკვე სიცილით მეუბნება ლიზა.
-ლიზა, ეგ საიდან მოიტანე...ნორმალურად არც კი ვიცნობთ ერთმანეთს.
-ეგ პრობლემა არ არის...დრო და დრო გაიცნობთ ერთმანეთს...ევა, მას აშკარად მოსწონხარ, შეუძლებელია, ამას ვერ ამჩნევდე. მარწმუნებს ლიზა.
-ღმერთო, ლიზა, არა, არა და არა! ეს ერთი დიდი სისულელეა და მეტი არაფერი...არ ვისაუბროთ ამ თემაზე ძალიან გთხოვ.ახლა ზურა უკანასკნელი რამაა ჩემს ცხოვრებაში, რაზეც შეიძლება ვიფიქრო. ოდნავ გაღიზიანებული ვპასუხობ.
-კარგი, მაგრამ სიმართლეს ვერსად გაექცევი, ეს შენც კარგად იცი.
-სანამ ამ სისულელეს განვიხილავდით უკვე შენს სახლთან მოვედით ლიზა.
-ჰოო, უკვე გვიანია...ხვალ გნახავ, არა? მეკითხება ლიზა.
-რა თქმა უნდა, დილით გამოგივლი...ლელას ჩემს მაგივრად აკოცე, კარგი? ძალიან დავიღალე და სჯობს, პირდაპირ სახლში წავიდე. ვუთხარი ლიზას.
-კარგი, ხვალამდე ევა. მითხრა და მან და ჩამეხუტა.
სახლში, რომ მივედი უკვე ღამის 11 საათი იყო, დედას და მამას ეძინა, მეც ჩემს ოთახში შევედი, მაგრამ ვერ დავიძინე, ლიზას ნათქვამზე ვფიქრობდი...ნუთუ შეიძლება, ზურას მართლა მოვწონდე?!..არა, არა, გამორიცხულია, არც კი ვიცი ასეთი სისულელე რატომ გავიფიქრე...როცა ეს სულელური ფიქრები თავიდან მოვიშორე, მალევე ჩამეძინა...

თავი 9
დღესაც ადრე გავიღვიძე და შხაპი მივიღე თუ არა ლიზასთან წავედი.ლელასთან დიდი ხანი არ მისაუბრია, ლიზასთან ერთად მალევე გამოვედი სახლიდან.
-დღეს რა გავაკეთოთ? ვკითხე ლიზას, როცა გარეთ გავედით.
-არ ვიცი, რამე მოვიფიქროთ...მითხრა მან.
-კარგი, მაშინ მოდი, ჯერ კაფეში ვისაუზმოთ, ტკბილეული ვჭამოთ და მერე ცოტა გავისეირნოთ, როგორც გუშინ.
-კარგი, წავიდეთ.
კაფეში მალე მივედით, ბევრი ტკბილეული ვჭამეთ და ვისაუბრეთ.იქიდან რომ წამოვედით, გადავწყვიტეთ, ლამაზი ადგილები დაგვეთვალიერებინა, რომლებიც ზამთავრში, თეთრი თოვლის ფონზე კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა.ყინულის მოედანზეც ვისრიალეთ, მე არ მომწონს ასეთი რაღაცეები, თუმცა ლიზას ძალიან უყვარს და არ მინდოდა, ნაწყენი ყოფილიყო, ამიტომ მოედანზე მეც ვისრიალე მასთან ერთად.როცა ფეხით ვსეირნობდით, ლიზამ მითხრა, რომ ეკლესიაში შევსულიყავით.ვერ ვიტყვი, რომ ეკლესიაში ხშირად დავდივარ, საერთოდ არ დავდივარ, მაგრამ ათეისტი არ ვარ, უბრალოდ არ მჯერა, რომ მატერიალური რაღაცეები ღმერთთან უფრო გვაახლოევებს, ან რომ სასულიერო პირები გვეხმარებიან ამაში.ვფიქრობ, რომ ღმერთთან პირდაპირი კავშირი შეგვიძლია გვქონდეს და ამისთვის არ გვჭირდება შუამავლები...მგონია, რომ ღმერთი ყველგანააა, ის ჩვენშია, ჩვენს გონებაშია, ჩვენს გულშია და არა მხოლოდ ეკლესიაში.არ ვთვლი, რომ ეკლესიაში ყოფნაა საჭირო იმისთვის, რომ ღმერთს ვესაუბრო, იმისთვის, რომ ვიგრძნო, ღმერთი ჩემთანაა...
საბოლოოდ, ლიზას დავთანხმდი, რომ ეკლესიაში შევსულიყავით, თუმცა მალევე წამოვედით.საღამოს ქუჩაში ვსეირნობდით და ლიზას სახლს,რომ მივუახლოვდით, ორივემ მოვიწყინეთ...ძალიან მინდა, რომ ლიზასთან უფრო მეტ დროს ვატარებდე, მაგრამ ეს შეუძლებელია...ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე.
-ვერ დაგპირდები, მაგრამ ვეცდები მალე გნახო, ძალიან მიყვარხარ ლიზა.ვუთხარი მას და ჩავეხუტე.
-მეც ძალიან მიყვარხარ, დროებით. ლიზა დამემშვიდობა და სახლში შევიდა.
სახლში როცა მივედი მშობლებს მალე დავემშვიდობე და ჩემს ოთახში შევედი...ვერ დავიძინე, რადგან ზურაზე ვფიქრობდი, არ ვიცი რა მჭირს ამ ბოლო დროს, სულ მასზე ვფიქრობ.საბოლოოდ გამთენიისას ჩამეძინა.

თავი 10
ნორმალურად არც კი მეძინა და დილითაც ადრე ავდექი, შხაპი მივიღე, რომ ცოტა გამოვფხიზლებულიყავი და ადამიანს დავმსგავსებოდი.შემდეგ მშობლებს დავემშვიდობე და სახლიდან გავედი.სკოლაში ავტობუსით წავედი, ზურაც ავტობუსში იყო, მაგრამ არ გვისაუბრია, რადგან მის გვერდით ადგილი უკვე დაკავებული იყო, მის წინა მხარესაც, უკანა მხარესაც, რა თქმა უნდა ''პატარა ძუკნები'' ეხვეოდნენ გარსს, როგორც ყოველთვის...ზურამ უბრალოდ ხელი დამიქნია, როცა დამინახა და გამიღიმა, მეც იგივე გავაკეთე...
როცა სკოლაში მივედით ზურა მე გამომყვა, ოთახში შემოვიდა და ცოტა ვისაუბრეთ.
-თავს როგორ გრძნობ? მკითხა მან
-ნორმალურად, შენ?
-მეც...მინდოდა შაბათ-კვირას როგორმე დაგკავშირებოდი, მაგრამ სამწუხაროდ შენი მობილურის ნომერი არ ვიცი, შენს სახლში მოსვლისგან კი თავი შევიკავე. ზურამ ეს რომ მითხრა, ცოტა გაკვირვებული ვიყავი, რაში სჭირდება ჩემი ნომერი, ან ჩემთან დაკავშირება რატომ უნდოდა...
-და რატომ გინდოდა, რომ დამკავშირებოდი? ჩემს ფიქრებს ახლა უკვე ხმამაღლა გადმოვცემ.
-არ ვიცი, უბრალოდ მინდოდა, მენახე და გვესაუბრა, ან უბრალოდ მობილურზე დამერეკა...ჩვენ ხომ კლასელები ვართ, ვიფიქრე შეგვეძლო გვესაუბრა.მისი პასუხი ნორმალურად და არანორმალურადაც მომეჩვენა ერთდროულად, ბუნებრივია კლასელები ვართ და შეგვიძლია ვისაუბროთ, ერთმანეთს მობილურის ნომრები მივცეთ, უბრალოდ ცოტათი უცნაური სიტუაციაა ჩემთის, რადგან არც ერთ კლასელთან არ მაქვს მსგავსი ურთიერთობა, თუმცა ამის ახსნას ზურასთვის აზრი არ აქვს...
-ჰო, რა თქმა უნდა, უბრალოდ ამ შაბათ-კვირას მეგობართან ერთად ვიყავი, ამიტომ საუბარი მაინც არ გამოგვივიდოდა, ვერ გეტყვი, რომ მომდევნო შაბათ-კვირას მეცლება, რადგან ყოველთვის რაღაც საქმე მაქვს, თუმცა შემიძლია ნომერი მოგცე. ალბათ სხვა სიტუაციაში, სხვა ადამიანს იგივეს არ ვეტყოდი, არც კი ვიცი ზურასაც რატომ ვუთხარი, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ სწორად მოვიქეცი.
-ძალიან კარგი, მეც გეტყვი ჩემს ნომერს...ღიმილით მითხრა ზურამ. შემდეგ ნომრები მობილურში ჩავწერეთ და დანარჩენებიც მალევე შემოვიდნენ ოთახში, რაც იმას ნიშნავს, რომ საუბარი აღარ გაგვიგრძელებია.
გაკვეთილების შემდეგ ავტობუსით წავედი სახლში, ამიტომ ზურასთან მაშინაც არ მისაუბრია...სახლში ვისადილე და შემდეგ რეპეტიტორთან წავედი.იქიდან როგორც ყოველთვის ძალიან დაღლილი დავბრუნდი, მშობლები უკვე სახლში იყვნენ, ერთად ვივახშმეთ და ცოტა ვისაუბრეთ.
-დღმ როგორ ჩაიარა საყვარელო? მკითხა მამამ.
-ნორმალურად როგორც ყოველთვის, თქვენ როგორ ხართ, ყველაფერი კარგადაა? ვკითხე ორივეს
-კი, საყვარელო, ყველაფერი რიგზეა. მიპასუხა დედამ.
-მთელი შაბათ-კვირაა არ გვინახავხარ, ძალიან მოგვენატრე ძვირფასო, საერთოდ ვეღარ ვახერხებთ ერთად ყოფნას და საუბარს. თქვა მამამ.
-ჰო, მაგრამ არაფერია, ძალიან ბევრი სამეცადინო მაქვს და ყველანაირად ვცდილობ მაქსიმალურად სწორად გავანაწილო ჩემი დრო. ვუთხარი მათ.
-ძალიან გვიყვარხარ ძვირფასო. ღიმილით მითხრა დედამ და მამამაც გამიღიმა.
-მეც მიყვარხართ. ვუთხარი მათ და ჩავეხუტე შემდეგ მალევე დასაძინებლად წავედი.
როგორც კი ოთახში შევედი მობილურში შეტყობინება მომივიდა...ზურასგან იყო.
''უბრალოდ მინდოდა, გამეგო როგორ ხარ...;)''
''ძალიან დაღლილი...შენ? ;)''
''მე ცოტათი დაღლილი ვარ ;))''
არ ვიცოდი რა მიმეწერა, ამიტომ უბრალოდ ეკრანს დავაშტერდი, მალევე ახალი შეტყობინება მომივიდა მისგან.
''დაძინებას არ აპირებ?''
''ვაპირებდი, მაგრამ შენი შეტყობინება ვნახე ;)''
''კარგი, მაშინ ხელს არ შეგიშლი, ხვალამდე''
''კარგი, დროებით'' მივწერე თუ არა მობილური მაგიდაზე დავდე და თვალები დავხუჭე, მალევე ჩამეძინა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: tamtachaganava2003
ნანახია: 154 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar