"სიყვარულს შემთხვევითობა უყვარს" (თავი 1)

10.04.2016, 19:58 | |
მიყვარს ფანჯრის რაფაზე ჯდომა.. ეს ბავშვობიდან მიყვარდა, რადგან ჩვენს ბავშვთა სახლს საკმაოდ გრძელი და განიერი ფანჯრები ჰქონდა.მთელი დღე უხმოდ ვიჯექი ფანჯრის რაფაზე და წიგნის კითხვას ვუთმობდი დროის უმეტესობას. არასდროს ვყოფილვარ ქაჯი და ურჩი ბავშვი, ამიტომ ჩემი აღმზრდელების თვალში დამჯერ და ჭკვიან, ე.წ "ფინიად" შევირაცხე. ამიტომაც ყოველ ახალ წელს ერთ წიგნს მომიგდებდნენ და ეგონათ რომ მთელს სამყაროს მჩუქნიდნენ. ისე კი წიგნი მართლაც რომ ძვირფასი საჩუქარია ჩემთვის, თუმცა ამას მხოლოდ პრესტიჟის გამო აკეთებდნენ თორემ როდის იყო მთავრობა ხალხის სასარგებლოდ რაიმე კარგს და სასიამოვნოს აკეთებდა. ამით ისინი უბრალოდ კარგ შთაბეჭდილებას ახდენდნენ ყველაზე და ამით ჯიბეებსაც კარგად ისქელებდნენ, ხომ გაგიგიათ ყველა თავისი ჯიბისთვის ზრუნავსო.. ყოველთვის მჯეროდა რომ ოცნებები ხდებოდა, ამიტომ ვოცნებობდი სულ და მჯეროდა კიდეც ასრულების.. ყოველთვის ვოცნებობდი მაგრამ ეს არ იყო: ბევრი საჩუქარი, ტკბილეული, ბარბის სახლი ან რაიმე სხვა.. მე ერთადერთი ოცნება მქონდა, -ოჯახი.. დიახ, ეს იყო ჩემი ოცნება და სხვა არაფერი. მინდოდა მეც მყოლოდა ოჯახი რომელთან ერთადაც ბედნიერად შევხვდებოდი ახალ წელს, რომლებიც ყოველ დილით სითბოთი და სიხარულით ამავსებდნენ.. აი ამ ერთადერთ ოცნებაზე იყო დაფუძნებული ჩემი პატარა სურვილები. მაგრამ სამწუხაროდ ყველაფერი ისე არ ხდება როგორც ეს ჩვენ გვინდა. ბავშვთა სახლში ერთადერთი ვიყავი რომელიც მშობლებს თავისი სურვილით არ დაუტოვებიათ აქ. ჩემი მშობლე ბი ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ! სულ რაღაც ერთი წლის ვიყავი ეს საშინელება რომ მოხდა და არც კი მახსოვს ისინი. ალბათ ერთის მხრივ კარგია, რადგან დამეთანხმებით ძალიან ძნელია საყვარელი ადამიანების დაკარგვა გადაიტანო მაშინ, როდესაც სულ მარტოდმარტო ხარ და არავინ გიდგას გვერდით. ............ იმ დღეს ბებოს (მამაჩემის დედას) ვყავდი დატოვებული. მშობლები სამოდელო სააგენტოსკენ მიიჩქაროდნენ, მამამ თურმე საჭე ვეღარ დაიმორჩილა და ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადაეშვა! მამა ადგილზე გარდაცვლილა დედის ცხედარი კი მდინარის დინებას გაჰყოლია და ვერ უპოვიათ. როდესაც ჩემი აღმზრდელი- მზია მიყვება ხოლმე ჩემი "არ" ნაცნობი მშობლების შესახებ, ამის მოსმენა ძალიან ძნელია ჩემთვის. ყოველთვის ცრემლებით მევსება ჭაობისფერი თვალები და მლაშე სითხეს ნებას ვაძლევ გაინავარდოს ჩემს სახეზე. მზია კარგად იცნობდა დედას. მამაჩემი ცნობილი ბიზნესმენი იყო, ასევე დედასაც სახელი ჰქონდა განთქმული მოდის სამყაროში. დედა ყოველთვის ეხმარებოდა ჩვენს ბავშვთა სახლს. ისე რა მწარეა რეალობა არა? რას წარმოიდგენდა დედა თუ თავისი ერთადერთი შვილი იმავე ბავშვთა სახლში გაიზრდებოდა. მზიას დედა ძალიან უყვარდა, ამიტომაც მან ჩემი აღზრდა თავის თავზე აიღო და ყველაზე თბილად და კარგად ის მექცეოდა მთელს ბავშვთა სახლში. საუბედუროდ აქ მხოლოდ მზია არ მუშაობდა, იყვნენ ისეთებიც რომლებიც ცივად და უხეშად მექცეოდნენ. როცა ავად გავხდებოდი და მზია ჩემს გვერდით არ იყო, სხვა აღმზრდელები ყოველთვის მკაცრად და სასტიკად მეპყრობოდნენ. მწარე წამლით სავსე კოვზს ისეთი კოპებშეკრულები ჩამჩრიდნენ პირში ვითომც აქ არაფერი. მე მზია დეიდა მაინც მედგა გვერდით და სხვებს როცა ვუყურებდი საშინლად მტკიოდა გული. როდესაც წიგნით "მაჯილდოებდნენ" მინდოდა სხვებსაც ესწავლათ რაიმე. ამიტომ ბავშვებს თავს ვუყრიდი და ყველას ვუკითხავდი წიგნს. ყველა ბავშვთან თბილი დამოკიდებულება მქონდა მაგრამ არასდროს მყოლია გამორჩეული მეგობარი. ყველა ერთნაირად მიყვარდა და თითოეულ მათგანთან კარგი ურთიერთობა მქონდა. ბევრი რამ გვქონდა ერთად გადატანილი: არცერთ ჩვენგანს არ ჰყავდა ოჯახი, ბევრჯერ ვიყავით მშივრები და ერთ ნამცეც პურსაც ვნატრულობდით, სუსხიან ზამთარში ერთმანეთზე მიხუტებულებს გვეძინა, ან არ გვეძინა და სიცივისგან ყველანი ვკანკალებდით. არასდროს მიყვარდა ახალი წელი, იცით რატომ? არასდროს გამიტარებია ოჯახთან ერთად თბილ გარემოში. რადგან 31 დეკემბერს უკვე თოვლით დაფარულიყო არემარე და დიდი "გამყინვარებაც" იწყებოდა. ვცილობდით ყინვას და სიცივეს სადმე გავქცეოდით ეს რეალობა იყო და ვერსად გავურბოდით მას. აღმზრდელების ოთახში მუდამ გიზგიზებდა ცეცხლი. ჩვენს ბუხარში კი ძლივსღა ბჟუტავდა, თითქოს სულს ღაფავსო. ყოველთვის ვცდილობდით მე და ბავშვებს ერთად გადაგვეტანა ეს ტანჯვა და ტკივილი. ზოგს გაუმართლა და ძალიან კარგმა ოჯახებმა იშვილეს, ბევრი კი ბილიკზე გაუკვალავი თოვლივით შემოვრჩით ჩვენს უკვე შეგუებულ ბავშვთა სახლს. ნეტავ ერთი ნათესავი მაინც მყოლოდა რომ წელიწადში ერთხელ მაინც მენახა მაგრამ არც ამაში მქონია ბედი. ბებია? - ის მამას და დედას გარდაცვალებას გადაყვა. ვერ გაუძლო ამხელა ტკივილს. ვერ შეეგუა რომ ერთადერთი ვაჟი და საყვარელი რძალი სამუდამოდ დაკარგა. როგორც ვიცი მამას ბიძაშვილი ყოლია მაგრამ როცა მის სახელზე ქონება გადააფორმეს მე აღარაფრად ჩამაგდო და ბავშვთა სახლს მიმაბარა. წარმომიდგენია როგორი სულმდაბალი უნდა იყო რომ ერთი წლის ბავშვი ბავშვთა სახლს მიაბარო. იცით? ყოველთვის მჯეროდა ოცნებების ახდენის და როდესაც რომელიმე ბავშვს მდიდარი ოჯახი იშვილებდა იმედი მქონდა რომ ოდესმე აუცილებლად მხვდებოდა წილად ეს ბედნიერება და ლამაზი ოჯახი მეყოლებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა ღარიბი თუ მდიდარი, მთავარია რომ მყოლოდა. ვიცოდი რომ აუცილებლად ამიხდებოდა ეს ნატვრა მაგრამ.................... ასე ოცნებაში განვლო 18-მა წელმა. იმედი არასდროს დამიკარგავს ამ ხნის მანძილზე. მაგრამ როცა მზია დეიდა გარდაიცვალა, როცა ის უფალმა წამართვა მაშინ გადამეწურა ყველანაირი იმედი. მისმა შემცვლელმა როცა მომთხოვა რომ თავშესაფარი დამეტოვებინა და წავსულიყავი (რადგან უკვე სრულწლოვანი ვიყავი) სწორედ მაშინ დაუბერა უბედურების ქარმა. სულ არ მანაღვლებდა ის ფაქტი რომ ბავშვთა სახლს ვტოვებდი, მე მზიაზე ვდარდობდი, ჩემს საყვარელ და ძვირფას მზია დეიდაზე რომელიც ყველაფერი იყო ჩემთვის. ის მოულოდნელად წავიდა და დამტოვა. აი რა ვერ გადავიტანე ყველაზე მეტად. ყოველთვის ასე ხდება, როცა გგონია რომ ვიღაც შენს გვერდითაა და მასთან დაცულად გრძნობ თავს, სწორედ ის ვიღაც ისე გამოგეცლება ხელიდან რომ გაფიქრებასაც კი ვერ მოასწრებ.. ასეთია ცხოვრება, სამწუხაროდ ხშირად გვიწევს მარტოდმარტო შევებრძოლოთ ცხოვრების ქარტეხილებს და ასევე მარტო განვლოთ ჩვენი ეკალბარდებით დაფარული ცხოვრების ბილიკი... | |
ნანახია: 3504 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 3 | |
სულ კომენტარები: 3 | |
| |