სხვა ხედვა(6)
13.02.2018, 23:19
სუფრასთან უხმოდ მივირთმევთ სადილს,არავინ ლაპარაკობს.როგორც ჩანს,ამ ოჯახში მკაცრად განსაზღვრული წესებია.
მისაღებში ვინაცვლებთ და ყავას მივირთმევთ.
-მალე მამას დაბადების დღეა და მინდა შენ გადაიღო.
მეუბნება სალომე,როცა ბატონი ვასო ოთახიდან გადის.ფოტოგრაფი სახლში ყავთ და ჩემგან რა უნდათ?ალბათ,ვასოს არ მოწონს საბას საქმიანობა.
-თუ საბა არ არის წინააღმდეგი
-პირიქით,დიდად დამავალებ
ხელებს შლის საბა.
-მამას უნდა,რომ საბამ ოფისში იმუშაოს.არ მოსწონს,როცა სხვა რაღაცას აკეთებს.
-ჩემი აზრით,ადამიანმა ის უნდა აკეთოს რაც უნდა.კარგი როდის აქვს დაბადების დღე?
-14თებერვალს!სახლში აღვნიშნავთ.
ვალენტინობაზე,მაგრამ ამ კაცს ვალენტინის და რომანტიკის არაფერი ეტყობა.
-კარგი,დეტალებზე მერე ვილაპარაკოთ ახლა წავალ.
რატომღაც ამ სახლში დიდხანს ვერ ვჩერდები,თითქოს რაღაც მახრჩობს.საბა კარამდე მაცილებს და მემშვიდობება.რაღაც დაჭკვიანდა ეს ბიჭი.
-დღეს საბას სახლში ვიყავი
-მანდ რა გინდოდა?
ლალის თვალები უფართოვდება.
-სალომემ დამპატიჟა,მამამისის დაბადების დღე უნდა გადავიღო.
-საბა სახლში არ ყავთ?
-მამამისი წინააღმდეგია!
-მაშინ გადაიღე,რა პრობლემაა?
-არც არაფერი!
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს!
-რა?
-ირაკლიმ ხელი მთხოვა!
-უფ,ეგრეც ვიცოდი!
-ხო,ვალენტინობისთვის მინდოდა,მაგრამ ვეღარ მოვითმინეო!
-ხოდა ძალიანაც კარგი!
ლიფტიდან გამოვდივარ და ჩემი ბინის კარებთან ისევ ვარდები მხვდება.ხელს არ ვკიდებ ისე შევდივარ სახლში.ჩანთას ვაგდებ და ფისოს ვეფერები.მობილურზე ესემესი მომდის,ახლა ვისღა გავახსენდი?
“იმედია მოგეწონა ვარდები”
მოიცა,მე მეგონა ამას რატი აკეთებდა.კარებს ვაღებ და თაიგული სახლში შემომაქვს,ბარათი ისევ არ აქვს.მესიჯიც დაფარული ნომრიდანააა,როგორ გავიგო ვინ მიგზავნის?
-ანუ რატი არ აგზავნის?
-არა!აზრზე არ ვარ ვინაა!
-უცნობი თაყვანისმცემელი გყავს!
ასკვნის ლალი.
-ჰმ,მე კი ვერ მივხვდი!ნეტა ცნობილი როდის გახდება?
-აცალე ადამიანს...
-ვაიმე 80წლის თუ გავხდი რაღად მინდა ეგ ვარდები?ბარემ საფლავზე მომიტანოს!
14თებერვალიც დადგა ონიანების სასახლეში შევდივარ,ისეთი სამზადისია მეფეა მგონი ეს კაცი.
-ადრე მოხვედი!
კიბეებზე ჩამოდის სალომე.
-აქ არის იუბილარი?
-არა დღესაც მუშაობს.
საბა სამზარეულოდან გამოდის და ჰალსტუხს ისწორებს,რა სიმპატიურია.
-ოჰ უკვე მოხვედი?
-როგორც ხედავ,მოიცა გაგისწირებ.
მოთმინებით იტანს ჩემს შესწორებებს.
-აჰა,მორჩა.
-ვერ ვიტან ამ ოფიციალურ ჩაცმულობას!
-კარგი მე დაგტოვებთ!
სალომე მიდის და საბას თვალს უკრავს.
-ასე ადრე რატომ მოხვედი?შეყვარებულთან ერთად გაგეტარებინა დრო.
-შეყვარებული აღარ მყავს!
-რატომ?
-გრძელი ამბავია!რა ლამაზი ყვავილებია!
-ხო მართლაც ლამაზია!
თვალში წითელი ვარდები მხვდება,ზუსტად ისეთი როგორსაც ვიღაც მიგზავნის.
-სად იყიდეთ?
-არ ვიცი სალომე არჩევს!
სტუმრები მალე მოდიან,იუბილარი კი აგვიანებს.თუმცა არა მგონია ეს ვინმეს ადარდებდეს.
ვასოს გრანდიოზულ შემოსვლას ვიღებ და კმაყოფილი მეღიმება.
-რა კადრი დაიჭირე!
-ნუ გშურს!
წამოსვლისას სალომეს ვეკითხები,რომელ მაღაზიაში იყიდა ყვავილები,ისიც მისამართს მაძლევს.
დილით მაღაზიაში მივდივარ,მაგრამ არაფერს მეუბმებიან.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 661 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar