სხვა ხედვა(7)
16.02.2018, 20:14
იქნებ კარებთან დაველოდო?უფ დიდხანს მომიწევს ლოდინი.რამე სამსახური უნდა ვიპოვო!ლეპტოპში ვათვალიერებ ვაკანსიებს.
-რას აკეთებ?
შემოდის მაკა და რატიც უკან მოყვება.
-არაფერს,სამსახურს ვეძებ!
-რამდენჯერ გითხარი ჩემთან დაგაწყრბინებ მუშაობას თქო
-არ მინდა!მთელი დღე თქვენს დაპროგრამებულ სახეს ვერ ვუყურებ.
ვერაფერს ვნახულობ და ნერვები მეშლება.
-კარგი ლალისთან წავალ!
ლალი იოგულტს მიირთმევს და თან კარებს აღებს.
-სულ როგორ უნდა ჭამდე?
-შემოდი კინოს ვუყურებ!
-რამე სამსახური უნდა ვნახო!
-ხომ მუშაობს?!
-კარგი რა,ათასში ერთხელ თუ გადავიღებ რამეს!რამე სტაბილური მჭირდება
-აუ,ჩემთან სჭირდებათ მბეჭდავი!
-ვაა მართლა?ეგ ადვილია,ხო იცი რა ჩქარა ვბრჭდავ!
-ვეტყვი მანანას და ხვალ მოდი.
-კარგი,ხელფასი რამდენია.
-ნუ 300ლარი,მაგრამ დანამატებიც არის.
-ძალინ კარგი!
მე და ლალი ერთად მივდივართ გამომცემლობაში.მანანა,როგორც იტყვიან,ჩასაყლაპი ქალია!სამსახურში ავყავარ და პირველ დავალებასაც მაძლევს.
-აი,ეს ხელნაწერები წაიღე,ერთ კვირაში მზად უნდა იყოს.
-რაც შეიძლება მალე დავამთავრებ.
ქაღალდები სახლში მიმაქვს და ვიწყებ ბეჭდვას,ჩემი ფუმფულა ხელს მიშლის.ხან ფურცლებზე წვება,ხან ლეპტობზე დადის...
-გადი ფისო!
-მიაუ
-მიაუ არ ვიცი მე!
ვაიმე კატას ვეჩხუბები რა დღეში მაქვს ნერვები?!
კარზე ზარია,ვაღებ და ისევ თაიგული მხვდება.
წერას სამ დღეში ვასრულებ.მანანას გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა და უფრო მეტ მასალას მაძლევს.
-გოგო მე და ირაკლი კინოში მივდივართ და წამოხვალ?
-გააჩნია რა ფილმია!
-იქნება მულთფილმი ნუ გეშინია!
-ხო კარგი კარგი!
კინოთეატრში შევდივარ და ლალი ხელს მიქნევს.
-რომელზე იწყება?
-ორზე!
-მაშინ ვჭამოთ ჯერ!
კაფეში შევდივართ და შეკვეთას ვაძლევთ.
-გოგო,ეს საბა არ არის?
მანიშნებს ლალი,მეც გვერდით ვიხედები.საბა ზის მეგობრებთან ერთად.
-კი ეგაა!
-აუ რა სიმპატიურია!
-ისე მეც აქ ვარ!
წყის ირაკლის
-შენ ვერ გჯობია!
-ხო ხასიათი აქვს საშინელი!
საბა მამჩნევს და იძულებული ვარ გავუღიმო,ისიც მიღიმის და ჩემსკენ მოდის.
-როგორ ხარ?
ლოყაზე მკოცნის.
-კარგად შენ?გაიცანი ლალი,ირაკლი.
-სასიამოვნია!საბა!გუშინ სად იყავი?გამიკვირდა,რომ ვერ დაგინახე?
-რა ხდებოდა გუშინ?
-საქველმოქმედო საღამო იყო,მეგონა შენც იქნებოდი.
-არ ვიცი ჩემთვის არ უთქვამთ.
-კონიში მივდივართ ხომ არ წამოხვალ?
ლალის თვალებს ვუბრიალებ.
-სიამოვნებით მაგრამ...
-არავითარი მაგრამ!
არ ჩერდება ლალი.საბას ეღიმება.
-კარგი!მეგობრებს დავემშვიდობები და მოვალ.
-გოგო შენ გაგიჟდი?
-რა გინდა კარგი ტიპია!
-იყოს მერე მე რა,რატომ დაპატიჟე?!
ლალი პასუხის გაცემას ვერ ასწრებს,საბა მოდის.
-აბა რა ფილმს უნდა ვუყუროთ?
-რვეფეხაზეა მულთფილმი,უფრო სწორად შვიდფეხაზე!
ლალის აღტაცებაზე ყველას გვეცინება.
-ო მაგის გამოტოვება როგორ შეიძლება?!
-ნამდვილად არ შეიძლება!
ვეუბნები საბას.
ფილმზე ბევრი ვიცინეთ.
-ვაიმე რა სიცივეა ამ დარბაზში!
ვიწყებ წუწუნს.
-გინდა ჩემი ქურთუკი მოგცე?
-არა იყოს!
სიანსი სრულდება თუ არა,სახლში მივდივარ და მუშაობას ვიწყებ.ცოტა ხანში ლალი მირეკავს.
-ვაიმე საბა რა კარგი ბიჭია!
-ხომ არ დაგავიწყდა,რომ შეყვარებული გყავს?
-არა ძალიან კარგად მახსოვს!ისეც მახსოვს,რომ შენ არ გყავს!
-რა გინდა ახლა?!
-რა მინდა და კარგი ბიჭია!
-საცოლე ყავს!
-ოხ ჯანდაბა!არადა უხდებით ერთმანეთს!
-აბა,ვაკვდებით პირდაპირ!კარგი წავედი ახლა ვიმუშაო!
-უფ,შენ სულ თუ იმუშავე,როგორ გეყოლება შეყვარებული?
-ჭრელად!
დილით ტელეფონის ხმა მაღვიძებს.უცნობი ნომერია.
-გისმენთ!
-გამარჯობა ეკა, საბა ვარ!
-საბა?ჩემი ნომერი როგორ გაიგე?
-არ იყო რთული!რას შვრები?
-რავი არაფერს მეძინა.
-ო რა ძილისგუდა ყოფილხარ?მე 8სთ-ის მერე ფეხზე ვარ!
-უფ მე ბოდიში!
-არაუშავს შენც მიეჩვევი!
-არ მაქვს სურვილი!
-კარგი მაგაზე მერე ვილაპარაკოთ.მისმინე,სადმე ხო არ გავსულიყავით.
-სადმე?
-ხო კაფეში ან რამე,სადაც გინდა.
-ჰმ,მერე შენი საცოლე?
-მაგაზე არ ინერვიულო,დავშორდით!
-ხო კარგი წამოვალ...
-მაშინ ჩამოდი გელოდები!
-რა?აქ ხარ?
სასწრაფოდ ვიცვამ და ქვევით ჩავდივარ.ჩავდივარ და საბა იმ ყვავილებით მხვდება,რომელსაც მიგზავნიან.
-მოიცა ამ ყვავილებს შენ მიგზავნიდი?
-წამოდი და ყველაფერს მოგიყვები.

დასასრული
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: aneta
ნანახია: 831 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან მომეწონა, ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე!
avatar