სხვა სამყარო
02.12.2019, 15:22
არ მეგონა დილით თუ ცოცხალი გავიღვიძებდი.რა თქმა უნდა დეპრესიული შემოტევების ფონზე ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი თუ ავდგებოდი საწოლიდან და დღეს ჩვეულებრივად დავიწყებდი.აშკარა იყო რომ დიდი ბებიის ინსტიქტმა იფეთქა ჩემში.ამინდიც ჩემი განწყობის შესაფერისი იყო.მზიანი და თან მოღრუბლული.ძალიან არ მინდოდა კოლეჯში წასვლა,თუმცა მოვალეობებმა თავისას მიაღწიეს და მოღუშულმა დავტოვე სახლი.ავტობუსში ვიყავი,ჩემთვის მუსიკას ვუსმენდი როდესაც ნამდვილი სასწაულის მომსწრე გავხდი.ბიჭი რომელიც დიდი ხნის წინ გაუჩინარდა ჩემი ცხოვრებიდან,ზუსტად ჩემ მოპირდაპირე მხარეს იდგა და მიღიმოდა.თავიდან თვალებს არ ვუჯერებდი.ვიფიქრე მეჩვენება-მეთქი და შევეცადე ყურადღება სხვა რამეზე გადამეტანა,თუმცა არ გამომივიდა.მისმა თბილმა ღიმილმა მიიპყრო ჩემი მთელი ყურადღება და გულმაც არ დააყოვნა.არადა არანაირად არ ვაპირებდი წარსულში მომხდარის პატიებას ამ ბიჭისთვის...მაგრამ ღიმილი!.ძლივს დაწყნარებული,დამშვიდებული ისევ ავიხლართე საკუთარ განცდებსა და ფიქრებში.ის კიდევ იდგა აუღელვებლად და ნაგლურად თვალს არ მაშორებდა.გადავდგი ნაბიჯი.გავჩერდი.არაამქვეყნიურად მომეჩვენა მისი გარეგნობა.მერე კი ყველაფერი გამახსენდა.ის მუქარაც.ის ვიღაცის თვალთვალიც და გავჩერდი.ერთ ადგილად ყოფნა ვამჯობინე.როგორც იქნა მოვიდა ჩასვლის დროც და რაც კი ძალი და ღონე მქონდა,მომენტალურად ჩავქანდი ავტობუსიდან და კოლეჯისკენ გავემართე სწრაფი ნაბიჯებით.ვინ მაცადა კოლეჯში შესვლა...
-ემილი ! - ნათანი იყო.ავტობუსში ეშმაკურად რომ მიღიმოდა და თვალს რომ არ მაშორებდა.
თვალები ავაბრიალე და შევტრიალდი.ეგრევე შევეფეთე მის მზერას.ძალიან ახლოს იყო.ცოტა არ იყოს მეუცნაურა.გარეგნობითაც შეცვლილი იყო და ხასიათებითაც.იმაზე მეტად უჩვეულო საქციელები ჰქონდა ვიდრე პირველად რომ გავიცანი და დავუახლოვდი.
-რა გინდა? -არ დავაყოვნე და პირდაპირ უხეშად ვაჯახე.
-ემილი..-შეეცადა ჩემს მოთაფლვას,მაგრამ არ გამოუვიდა.
-მეჩქარება!-ერთი სული მქონდა როდის შევიდოდი კოლეჯში და როდის მოვშორდებოდი ნათანს.რაღაცნაირად აუტანელი გახდა და ძალიან არ მომეწონა ეს ყველაფერი.
-სალაპარაკო მაქვს..-ისევ თბილად მიღიმოდა.
უსიტყვოდ გავტრიალდი და შევედი კოლეჯში.კი შეიძლება ვუარყავი ის ფაქტი რომ აღარ მაინტერესებდა მისი პერსონალური პრობლემები,მაგრამ ამავდროულად ცნობისმოყვარეობით ვიყავი შეპყრობილი.შევედი საკლასოში თუ არა მოუსვენრობამ ამიტანა.ნათანზე ფიქრები არ შეწყვეტილა.ეჭვიანობის პიკში ვიყავი.აღარ ვიცოდი რა გამეკეთბინა რომ რაღაცნაირად დავწყნარებულიყავი.ჩემმა დაქალმა შეამჩნია რომ რაღაც ვერ იყო რიგზე და ეგრევე ფურცელი დამიგდო მერხზე.სასწრაფოდ გავხსენი და -"მშვიდობაა?"-ეწერა.გავხედე და წარბები ავზიდე ზემოთ.
-"ნათანი კოლეჯშია!!"-ვუპასუხე და გადავაწოდე.დაველოდე მის რეაქციას..ლამის იყვირა.-"რა?!"-წამოიყვირა ჩუმად.
დრო უსასრულოდ გაიწელა.გაკვეთილი დიდად არ მაინტერესებდა.უფრო ნათანის დაბრუნების მიზეზის ამოხსნით ვიყავი დაკავებული.გონებაში ყველანაირი სახისა თუ ფორმის დეტალი გადავჩხრიკე.ყველაფერი გადავქექე-გადმოვქექე.შევეცადე გამეხსენა უმნიშვნელო ფაქტებიც კი,მაგრამ რეალური მიზეზი მისი დაბრუნებისა მაინც ვერ ვიპოვნე.დაირეკა ზარი თუ არა სარამ ხელი დამავლო და საკლასოდან მოშორებით მოფარებულ ადგილას წამათრია.
-შოკში ვარ!-ძლივს იკავებდა თავს კივილისგან.-ნათანი დაბრუნდა?!
-გგონია მე მჯერა?!-ვეღარ შევიკავე თავი და აფორიაქებისგან წამოვიყვირე.
-კაი,კაი დამშვიდდი.-ამოისუნთქა და ჩემ დაწყნარებას შეუდგა.
-ავტობუსში დავინახე.მიღიმოდა და სპეციალურად არ მაშორებდა თვალს.მერე კოლეჯთან გამაჩერა და მითხრა სალაპარაკო მაქვსო,მაგრამ არ გავჩერდი წამოვედი...-ჩემს აღელვებას საზღვარი აღარ ჰქონდა.საკუთარ თავს არ ვეკუთვნობდი.ემოციები მაწვებოდა და მაწვებოდა.
-კარგი..წამოდი ! -ისევ დამავლო ხელი და კაფეტერიისკენ წავედით.შევედით და მთელი კოლეჯის გოგოები ნათანს ეხვეოდნენ.კისკისებდნენ ბოლო ხმაზე და ეპრანჭებოდნენ კიდევაც.ამაზე სულ გამოვშტერდი...მერე სარას გავხედე და თვალები გადაატრიალა-ეჰ..-ამოიხვნეშა და სადაც ცარიელი მაგიდა იყო იქ დავსხედით.
შემატყო რომ ძალიან არეული ვიყავი.მერე ნათანს გახედა.
-აქეთ იყურება და იქნებ შეწყვიტო კანკალი !- მერე მე შემომხედა და აცახცახებული რომ დამინახა სულ მთლად გადაირია.-რა გჭირს? რა იყო?
-არ ვიცი..
-წამოდი შენ საწყალო! წამოდი!-საპირფარეშოში გამიყვანა მომენტალურად.
ცივი წყალი შევისხი სახეზე და ვეცადე რომ დავწყნარებულიყავი.სარა გაოგნებული მაკვირდებოდა.
-ემილი შეყვარებულიაა ! - წამოიყვირა და სიცილი აუტყდა.
გავჩერდი და მკვლელის თვალებით გავხედე.
-საიდან მოიტანე რომ შეყვარებული ვარ?-თან გამიკვირდა კიდევაც.ნამდვილად არ მოველოდი სარას ასეთ დასკვნას.
-აბა შენ შენს თავს არ ჰგავხარ იმის მერე რაც ნათანი დაინახე.
-მისი მოულოდნელი დაბრუნება მაეჭვებს უბრალოდ.მეტი არაფერი.
-ისე ხო მართალი ხარ..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: salomebatiashvili
ნანახია: 123 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar