სხვისი ცოდვებისთვის (თავი მერვე)
17.08.2017, 13:10
სხვისი ცოდვებისთვის (თავი მერვე)

მარიამი გაოგნებული იჯდა და აღარ იცოდა ნაინას ამბით გაეხარა თუ ნელის ამბავზე გადარეულიყო. ნინო შეშინებული უნიავებდა გაფითრებულს და თან ნაინას უყურებდა ხოლმე.
-ეგ კუდიანი, შხამიანი და გესლიანი ქალი. ეგ დედაა? როგორი დედაა ახლა ეს მითხარით? _ ფეხზე წამოფრინდა და აქეთ-იქით სიარული დაიწყო. -შვილს ტომ ამხელა ტკივილისთვის გაიმეტებ დედობა ჰქვია ამ საქციელს? ღმერთო ჩემო.. ყველაფერს დავიჯერებდი და ვიფიქრებდი, არაფერი გამიკვირდებოდა ნელისგან მაგრამ ეს? შენ კიდევ მკვლელი ვარო გაიძახოდი სულელო. _ ნაინას მიუჯდა გვერდით და მუცელზე დახედა. -რადროს გველი ნელია, ნახეთ როგორ გაირითმა გველთან. _ ბოლოს ხმამაღლა გაეცინა თავის საქციელზე. -ვაიმე რამდენს ვლაპარაკობ ღმერთო, უბრალოდ ვეღარ გავიგე რა ვქნა. არ არსებობს დეიდა ვხდები რამდენიმე თვეში რადროს ის შხამიანი ქალია როცა ასე ბედნიერი ვარ. _ მაისური აუწია და რამდენჯერმე აკოცა დაქალს.
-გიჟიათქო ხომ გეუბნებოდი. _ სიცილით ანიშნა ნაინამ ნინოს და მარიამს მაგრად შემოხვია ხელები.
-თუ გოგო იქნება უამრავ ლამაზ კაბას ვუყიდი, კიდევ ფეხსაცმელებს, მერე დილაობით სასეირნოდ წავალთ ხოლმე. _ თავის თავს ესაუბრებოდა მარიამი.
-ეს ძალიან შორს გაფრინდა. _ ჩუმად ჩაიფხუკუნა ნინომ.
-მე დამცინით არა? ტუტუცებო. _ ფეხზე წამოდგა და სიცილით წავიდა სამზარეულოსკენ. -ყავას გავაკეთებ და მოვალ.
-რა კარგი გოგოა მარიამი. _ ღიმილით გააყოლა ნინომ თვალი.
-ეგ რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა არ ვიცი ნინო. ბავშვობიდან ერთად მოვდივართ და როცა რაღაც ხდება უთქმელად ხვდება ხოლმე იმდენად ახლოს ვართ.
-რა მაგარია, მე კიდევ არავინ მყოლია ასე ახლო და სანდომიანი მანამ, სანამ შენ არ გაგიცანი. _ გულწრფელი ღიმილით უთხრა ნინომ.
-ჩემო საყვარელო, გვერდით მიუჯდა ნაინა და ხელები მაგრად შემოხვია -მე სულ შენს გვერდით ვიქნები.
-ეჭვიც არ მეპარება.
-აი მეც მოვედიი. _ ლანგრით ხელდამშვენებული შემოვიდა მარიამი. -ნაინა ეს შენ. _ ჭიქა გაუწოდა და გაუღიმა.
-ეს რა არის? _ განცვიფრებულმა დახედა ფორთოხლის წვენით სავსე ჭიქას.
-ფორთოხლის წვენია, ჩემი ხელით გამოვუწურე დეიდას გოგოს. არ შემეკამათოთ გოგო იქნება! _ სანამ ხმას ამოიღებდნენ მანამდე დაასწრო თქმა.
-მარიამ მე ყავა მინდოდა.
-შენ ორსულად ხარ და აწი ჯანსაღად უნდა იკვებო. ყავას დაემშვიდობე ექვსი თვით.
-რა დაგიშავე ღმერთო? _ ჰაერში აღმართა ხელები და გაბრაზებულმა დაავლო წვენს ხელი.
-ნუ ბრაზობ, აი ნახე შენი საყვარელი შოკოლადი მაქვს და ის ჭამე. _ ამის თქმა იყო და მაშინვე წამოფრინდა ნაინა ფეხზე.
-ნაინა რა გჭირს? რა დაგემართა.
-დამშვიდდი მარიამ, შოკოლადზე მოახდინა რეაქცია.
-ანუ ორსულობაში რაც უყვართ ის რომ შეზიზღდებათ ეგ სიტუაციაა?
-ზუსტად. _ თავი დაუქნია ნინომ.
-გეფიცები ვერასდროს ვიფიქრებდი თუ ნაინა ამ შოკოლადს არ შეჭამდა. ჯერ სამი თვისაა და რას შვრება, რომ დაიბადება მერე რას იზამს. დეიდას ჭირვეული გოგო. _ ღიმილით დააყოლა ბოლოს და მისაღებში დაბრუნებულ ნაინას გადახედა, რომელიც სულ გაფითრებული იყო.
-ნუ იცინით, თქვენი ტანჯვა იწყება აწი. _ წარბები აათამაშა და სავარძელში ჩაჯდა.

><><><><><><><
-გისმენ ნაინა.
-მარიამ წამოხვედი?
-არა ახლა გამოვდივარ სამსახურიდან, რა უნდა დეიდას გოჭს?
-დაწნული ყველი
-რაა? ეგსად ვიყიდო.
-ნებისმიერ დიდ მარკეტში.
-მოიცადე მართლა იწნება ყველი?
-მარიამ რა გჭირს პირველად გაიგე?
-შენს თავს ვფიცავარ პირველად გავიგე მართლა, რა უკუღმართი სურვილები გაწუხებს. _ ხმამაღლა გაიცინა და კაბინეტიდან გავიდა. -კარგი გამოვდივარ უკვე და წამოვიღებ.
-მარიამ რამდენიმე დღეში სვანეთში მივდივართ, ორ კვირაზე მეტია აქ ვარ და მინდა დარჩენილი თვეები მშვიდ გარემოში გავატარო. შენ ვერ წამოხვალ არა?
-რას ქვია ვერ წამოვალ? აბა ტყუილად ვირბინე ნაცნობ ექიმთან?
-ექიმთან რა გინდოდა?
-რა და დავაწერინე ვითომ ცუდად ვარ და რამდენიმე თვით ჰაერის გამოცვლა მჭირდება, ხოდა გამანთავისუფლა უფროსმა.
-ყველაზე ძვირფასი ხარ, ძალიან მიყვარხარ მარიამ.
-მეც ძალიან. წავედი ახლა და მოვალ მალე. _ ტელეფონი გათიშა და მანქანაში მოთავსდა.

მარკეტში შევიდა და ყველის ძებნა დაიწყო.
-ნაინა რაა, ეს დაწნული ყველი რა ჯანდაბამ მოგანდომა? _ გვერდით იყურებოდა და დახლებზე დალაგებულ სურსათს ათვალიერებდა მთელი ძალით რომ შეეჯახა ვიღაცას და წამებში აღმოჩნდა ძირს უცნობთან ერთად.
-ვაიმე უკაცრავად ვერ დაგ.. შენ? შეგიძლია ამიხსნა რა ჯანდაბას აკეთებ აქ?

-გაიხარე, მეც აღფრთოვანებული ვარ ისე მიხარია შენი ნახვა. თუ ადგები და ამომასუნთქებ სიამოვნებით გაგცემ ყველა კითხვაზე პასუხს. _ გაჭირვებით ამოილაპარაკა და თავის სხეულზე გაწოლილ გოგონას ადგომისკენ მოუწოდა. მარიამიც მაშინვე წამოდგა და კაბა შეისწორა.
-შენ რა მე მითვალთვალებ?
-ოუ ოუ, ძალიან მაღლაც ნუ აფრინდები ჩიტუნა, აქ იმას ვაკეთებ რასაც შენ. ანუ საჭირო პროდუქტს ვყიდულობ.
-რაღა მაინცდამაინც იქ სადაც მე? ამხელა ქალაქში ამის მეტი მარკეტი არ იყო?
-შენ ჩემს მერე მოხვედი, ესეიგი თავად მითვალთვალებ და კუდში დამდევ. თუ უჩემოდ ვერ ძლებ მითხარი და მოვალ ხოლმე შენთან. _ თვალი ჩაუკრა თორნიკემ და ლოყაზე უჩქმიტა.
-სადმე რომ გხვდები და საერთოდ ამ ქალაქში რომ სუნთქავ იმაზეც ნერვები მეშლება და სახლში მაკლიხარ ახლა. არა შენ თუ გენატრები და ერთი წამიც არ შეგიძლია უჩემოდ ეგ სხვა საქმეა, მაგრამ იმედი უნდა გაგიცრუო და გითხრა რომ რამდენიმე თვით მივდივარ აქედან.
-მარიამ, ნაინა როგორაა? _ სახე დაუსერიოზულდა და ხმის ტემბრიც შეეცვალა. გოგონა ამ შეკითხვას არ ელოდა და ცოტა არ იყოს გაოცებული დარჩა.
-ოჰ, თქვენ ნაინა გახსოვთ კიდევაც? რა პატივია ნუ. კარგადაა გმადლობ. თქვენს ძმაკაცს ჩემგან გადაეცით რომ მოვა დრო და როდესაც ყველაფერს გაიგებს, ათასჯერ უფრო გამძაფრებულად ინანებს საკუთარ საქციელს.
-მე არ ვიცი საერთოდ რა ხდება ამ ორის თავს, მაგრამ ნაინაში არასოდეს შემპარვია ეჭვი. გადაეცი რომ ძალიან მენატრება. _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა და გოგონას გაშორდა.
მერე როგორც იქნა რამდენიმე წუთიანი ძებნის შემდეგ მიაგნო რასაც ეძებდა და გახარებულმა დატოვა მარკეტი.
-მოვედიი. _ კარები ხმაურით შეაღო და მისაღებში შევიდა.
-მომიტანე ყველი?
-მუცლის მონავ, მოგიტანე კი. _ ხმამაღლა გაიცინა და ლოყაზე აკოცა.
-ოქრო მყავხარ. _ კოცნა გაუგზავნა და სამზარეულოსკენ წავიდა.
-აბა მოყევი რეები იჩალიჩე სამსახურში? _ ყავით სავსე ფინჯანი გაუწოდა ნინომ და მის წინ დაჯდა.
-ვაიმე არ მკითხო, ერთი თაყვანისმცემელი მყავდა და მთელი 4 წელი ვუყვარდი, მაგრამ მე არ მომწონდა და ვუთხარი ვიმეგობროთ მეთქი. ექიმია ახლა ეს ბიჭი და ვთხოვე რაიმე დიაგნოზი დაესვა და დაეწერა შვებულება რომ მოეცათ. ხოდა ისეთი დაავადება დამისვა დიაგნოზად მგონი უფროსმა დამიმატოს კიდეც შვებულება. _ ხმამაღლა გაიცინა და ყავა მოსვა.
-აუ რა კარგია რომ მოდიხარ, სამივე ერთად ვიქნებით.
-კი, კი მაგარია. _ სამზარეულოდან თავი გამოყო პირგამოყენილმა ნაინამ და ცერა თითი აუწია ჰაერში.
-ხო, ხო მიდი ჭამე შენ არ მოცდე. _ ჩუმად ფხუკუნებდნენ გოგოები და ნაინას აჯავრებდნენ.

რამდენიმე დღეში მარიამმა სამსახურიდან განთავისუფლების ამბავი მოაგვარა და მეორე დღესვე წავიდნენ სვანეთში. ლაშამ გასაღები მისცა და ერთ საათიანი ლექცია წაუკითხა თავს მიხედეო.
ნაინას იმაზე ეფიქრებოდა მამამისმა რომ არაფერი იცოდა, თუმცა მივლინებაში იყო და არ უნდოდა აეფორიაქებინა თორემ სიმართლეს არ დაუმალავდა. გოგონებს ეუბნებოდა მამაჩემის ღირსი არ არის ნელისნაირი ქალი და რომ ჩამოვა სიმართლეს ვუამბობო.
-ნაინა ბეთას რას უპირებ? _ სარკიდან გამოხედა მარიამმა.
-ხო, მეც ეგ მაინტერესებს. ახლა არ მითხრა არაფრის თქმას არ ვაპირებ მისთვისო.
-ეგ რომც მინდოდეს მაინც არ შემიძლია, ჩემზე უკეთ არავინ იცის როგორ უნდოდა შვილი. სიმართლეს როცა ჩამოვა ვეტყვი, მაგრამ არ ვაპირებ ბავშვის გამო შევურიგდე.
-მთავარია სიმართლე უთხრა. _ გაუღიმა ნინომ და სვანეთის გზას გახედა. -აუ ერთ დღეს მონასტერში წავიდეთ და დედა მარიამი ვინახულოთ რა.
-შესანიშნავი იდეაა, მეც მინდა მისი ნახვა. _ დედაოს გახსენებისას თბილი ღიმილი გადაეფინა სახეზე და ნინოს იდეა მოუწონა.
სვანეთში რომ ავიდნენ სახლი მილაგებული დახვდათ, ლაშამ წინა დღეს დამლაგებელი გამოგზავნა და ყველაფერი დაასუფთავა ქალმა.
-ვაიმე ამას შეხედე მაცივარი სულ სავსეა და ჩვენ კიდევ ერთი მანქანა პროდუქტი წამოვიღეთ. _ ხმამაღლა გაიცინა ნინომ.
-ეგ ლაშას ნამოქმედარი იქნება, გუშინ იყიდა ყველაფერი ალბათ. აქ მეორე მაცივარიც გვაქვს ოღინდ ის ცოტა პატარაა და რომელიღაც ოთახში დგას.
-კიდევ კარგი თორემ ამდენი რაღაც სად უნდა წაგვეღო. _ მანქანის კარი გააღო მარიამმა და ყველაფერი გადმოალაგა.
-აბა საჭმელს ვინ მოამზადებს? _ ყველაფერი მაცივარში მოათავსეს და მერე ინტერესით იკითხა ნინომ.
-მე მეძინება. _ სწრაფად მიაყარა მარიამმა და ოთახისკენ გაიქცა.
-მე ორსულად ვარ. _ ნაინამაც დაიძვრინა თავი.
-აუტანლებო, კარგი ხო მე მოვამზადებ. _ სიცილით შებრუნდა სამზარეულოში და საჭირო ინგრედიენტები გამოიღო.

#####
-აუ რძალო კოფე გამიკეთე ჩემს თავს გაფიცებ. _ სახლში შემოვიდა თუარა მაშინვე ყვირილი დაიწყო თორნიკემ.
-უკვე გაგიკეთეთ. _ მისაღებში შემოლაგებულ ბიჭებს ღიმილით შეეგება ალექსანდრა. ანდრიამ ცოლს შუბლზე აკოცა და დივანზე ჩამოჯდა დაღლილი.
-რძალი კანფეტი რა. _ სამ თითს აკოცა თორნიკემ და ალექსანდრას მიმართულებით გაიშვირა.
-ალექს ბავშვებს სძინავთ?
-კი სოფი აძინებდა, აი მოდის.
-ბიჭებო როგორ ხართ? _ ყველა მოიკითხა და ივანეს მიუჯდა გვერდით.

-აუ მაგრად დავიღალეთ.
-სახეზე გეტყობათ. _ თავი გააქნია ალექსანდრამ.
-წავალ ბავშვებს დავხედავ, ძალიან მომენატრნენ. _ ფეხზე წამოდგა ანდრია და სწრაფად აირბინა კიბეები. მანამდე გოგონებმა სუფრა გაშალეს და მერე ყველანი ერთად მიუსხდნენ.
-ბეთა ზეგ ბრუნდება ხომ? _ ინტერესით იკითხა სოფიამ.
-ხო ზეგ ჩამოდის, გეფიცებით უკვე ისე ვარ ბეთას და ნაინას გარდა არავისზე მეფიქრება. _ ღრმად ამოისუნთქა ანდრიამ.
-რამდენიმე კვირის წინ მარიამი ვნახე.
-მარიამი? მერე ნაინაზე არაფერი უთქვამს?
-მე ვკითხე როგორ არის მეთქი და კარგადააო, კიდევ ასე მითხრა ბეთას გადაეცით მოვა დრო და როდესაც ყველაფერს გაიგებს, ათასჯერ უფრო გამძაფრებულად ინანებს საკუთარ საქციელს ვიდრე ახლაო. ვერ გავიგე რატომ, მაგრამ ასე მითხრა. _ ჩაფიქრებულმა ჩაილაპარაკა თორნიკემ.
-მე საუკუნის წინ ვამბობდი ყველაფერი ისე არ იქნება როგორც ბეთას ჰგონია და აქ სხვა რამეშია საქმეთქო, მაგრამ იმას არაფრის გაგონება არ სურს და ჩვენ რა შეგვიძლია?
-ჩვენ არაფერი პატარავ, აუცილებლად გაარკვევენ თვითონ. შეიძლება ხვალ და ზეგ არა მაგრამ როცა ამის დრო მოვა მაშინ. _ მკლავზე ხელი დაუსვა ანდრიამ და ყავა მოსვა.
-შენ რას შვრები რომეო, კიდევ ვერ გიტანს მარიამი? _ ხმამაღლა გაეცინა ივანეს.
-ვის, მეე? _ გაოცებულმა მიიდო გულზე საჩვენებელი თითი.
-თორნიკე ჯერ სიელმეს არ შევუწუხებივარ, ხო შენ.
-საიდან მოიტანეთ ეგ? მარიამი ჩემზე გიჟდება.
-კი როგორ არა, ყველამ ვიცით როგორც გიჟდება. _ ენა გამოუყო ალექსანდრამ.
-ჭკუას კარგავს შენზე. _ სოფიამაც გამოაჯავრა და თვალი ჩაუკრა.
-მარიამი არა, მაგრამ სამაგიეროდ ეს კარგავს მასზე ჭკუას.
-ანდრია სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. _ მხარი მიკრა ძმაკაცს და ჭამა განაგრძო. დანარჩენები კი ერთმანეთს თვალებით ესაუბრებოდნენ და ჩუმად იცინოდნენ.

******
დღითი დღე იზრდებოდა და ვითარდებოდა პატარა..
ნაინა იბერებოდა…
ყოველ წამს სარკეში იყურებოდა, მერე კი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა გოგონებთან და მუცელი გამეზარდაო ეუბნებოდა. ნინო და მარიამიც ღიმილით აყოლებდნენ თვალს ემოციებით დატვირთულს და თვითონაც მშვიდდებოდნენ.
მერე იყო პირველი შეხება და ფეხის მორტყმა…..
დღე, როდესაც ნაინას ბედნიერებამ საზღვრები დაანგრია და ძალიან შორს გასცდა მათ.
დღე, როდესაც ყველაზე მძაფრად იგრძნო როგორ იზრდებოდა მის მუცელში კიდევ ერთი არსება და რამხელა საყრდენი იყო აქედანვე მისთვის.
დღე, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდებოდა მის გულსა და გონებაში როგორც პირველი შვილის პირველი შეხება.
მერე იტყვიან ბედნიერება წვრილმანებშიაო, განა შეიძლება ამას წვრილმანი უწოდო? როცა გრძნობ როგორ გეხება მუცლად მყოფი შვილი და როგორ გაგრძნობინებს საკუთარ არსებობას. როგორ ცელქობს რაც უფრო იზრდება და ვითარდება. ეს წვრილმანი კიარა ყველაზე დიდი ბედნიერებაა ქალისთვის ორსულობის დროს.
-აუ კიდევ გაინძრეს რაა. _ წუწუნით დასდევდა მარიამი უკან და მუცელზე ადებდა ხელებს. -აი, აი გაინძრა დაინახე ნაინა?
-არ დავინახე ვიგრძენი. _ სიცილით დახედა გამობურცულ მუცელს.
-ხომ ხედავთ, დეიდასი ესმის. გაიგო რაც ვთქვი და მაგრძნობინა. _ ყელი მოიღერა და ნაინას მუცელს მიადო თავი.
-ეს ახლა რას მოქმედებს და ბავშვი რომ გაჩნდება მემგონი სულ გადავა ჭკუიდან. _ მარიამზე მიუთითა ნინომ და ლიმონის წვენით სავსე ჭიქები მინის მაგიდაზე დადგა.
-თქვენ რომ არ მყავდეთ არ ვიცი რა მეშველებოდა. _ ორივეს ერთდროულად ჩაეხუტა ნაინა.
-ჩვენ კიდევ უშენოდ რა გვეშველებოდა. _ ლოყაზე აკოცა ნინომ.
-ამ დღეებში მონასტერში წავიდეთ მაშინ რომ ამბობდით. _ ახალი იდეა წამოჭრა მარიამმა.
-კი კი წავიდეთ, ნაინა ასეთ გაბერილს რომ დაგინახავს დედაო გაგიჟდება სიხარულით.
-წარმომიდგენია. თან ძალიან მომენატრა იქაურობა და აუცილებლად წავიდეთ აღარ გადავდოთ. _ მუცელზე ხელები დაიწყო და შვილს მოეფერა.

. . . . . . . .
-აუუ ჯერ იქ წავიდეთ მეთქი ანდრია. ისედაც ბეთას ჩამოსვლის მერრ გეხვეწებით სვანეთში წავიდეთთქო და ძლივს დააყენეთ საშველი, ახლა კეთილი ინებეთ და სადაც ჩვენ გეტყვით იქ წავიდეთ.
-მეც მონასტერში მინდა წასვლა. _ მხარი აუბა სოფიამ ალექსანდრას.
-ოხ ეს ორსული ცოლები. _ ერთმანეთს გადახედეს ბიჭებმა.
-ორსული ცოლები იქნებიან რომ გაშიმშილებენ ერთ დღესაც.
-აჰ, ეგრეც ვერ გაგვიმეტებთ. თორნიკეს ცოდვით მაინც თორემ მაგან რომ არ ჭამოს მოკვდება. _ სიცილით ჩაილაპარაკა ანდრიამ. -ივანე მიდი ბეთას გადაურეკე და უთხარი სადაც მივდივართ.
-ეგ ახლა დაშტერებული იქნება თორნიკეს ლაქლაქით. _ ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და ძმაკაცის ნომერი აკრიფა.

სვანეთში რომ ჩავიდნენ გოგონები სულ გააოგნა მისმა სილამაზემ, საერთოდ აღარავის აქცევდნენ ყურადღებას და ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებულები.
-რაო მიგაგდეს ცოლებმა? _ სიცილით გამოაჯავრა თორნიკემ ბიჭებს.

-დაგვადეს და წავიდნენ. _ თავი გააქნია ანდრიამ.
-კარგი რა ანდრო, ეგრე ნუ ამბობ. მოდი ფოტო გადავიღოთ. _ ხელზე დაქაჩა ქმარს და თავისკენ მიიზიდა. მერე კი იმდენი ფოტო გადააღებინა რომ ტელეფონში ტევადობა აღარ ჰქონდა.
-ეს მონასტერი ფოტოებში ისეთი არ სჩანს როგორიც რეალობაშია. სამოთხეა აქაურობა.
-თან როგორ ადგილასაა აშენებული, გზაში რომ მოდიხარ გეგონება ტყის გარდა არაფერიაო. _ მონუსხული საუბრობდა ყველა და ასე ლაპარაკით მიუყვებოდნენ გზას. ამასობაში ეზოში შევიდნენ და პატარა მონასტერს მიუახლოვდნენ.
-წამოდით შიგნით შევიდეთ.
-შედით თქვენ და შემოვალ, ისე მომენატრა სვანეთი ცოტახანს მინდა აქაურობას ვუყურო. _ ღიმილით ჩაილაპარაკა ბეთამ და სკამზე ჩამოჯდა, დანარჩენები კი მონასტერში შევიდნენ. ცოტახანს ასე იჯდა, მერე კი ფოტოაპარატი აიღო და გადაწყვიტა სამახსოვრო ფოტოები გადაეღო ამ ადგილისთვის. ღილაკისთვის ხელის დაჭერას აპირებდა ობიექტივში მოულოდნელად გამოსახულება რომ გამოჩნდა.
მერე ყველაფერი შენელდა….
მერე ყველაფერი აირია…..

………..
-ჩემო გოგო როგორ გაბერილხარ უკვე. _ თმაზე ეფერებოდა დედაო და გულში იკრავდა.
-ძალიან მომენატრე დედა მარიამ.
-მეც შვილო, ისე მიხარია შენი ამბავი ვერც კი წარმოიდგენ, ნეტავ ნინოს კარგი ამბებითაც გამახარებდეთ.
-არ იდარდო დედაო, ეგეც მოგვარდება. ნინოს სერიოზულად დაველაპარაკები მაგ თემაზე და იმედია დამიჯერებს.
-აბა შენ იცი შვილო.
-ახლა წავალ სანთელს ავანთებ და ისევ მოვალ.
-კარგი ჩემო საყვარელო მიდი. _ ღიმილით გააყოლა მიმავალს თვალი და პირჯვარი გარდასახა შეუმჩნევლად.
დედაოს ოთახიდან გამოვიდა, რამდენიმე საფეხური აიარა და მერე ეზოსკენ უნდა წასულიყო მოულოდნელად მამაკაცი რომ შენიშნა ფოტოაპარატით ხელში და ერთ ადგილას გაშეშდა.
მერე მასთანაც შენელებული კადრივით გამოისახა ყველაფერი.
იდგა ორი გონებაარეული მაგრამ მაინც ერთმანეთზე შეყვარებული სული..
იდგნენ და ბეთა მის გაბერილ მუცელს უყურებდა გათიშული და თვალებდაბინდული.
ნაინა კი მის გაოცებულ და სითბოთი სავსე მზერას.
უყურებდნენ ერთმანეთს და ყველაფერი ირეოდა გონებაში!........
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: ჟანნეტ | ტეგები: undefined, მერვე), (თავი, სხვისი, ცოდვებისთვის
ნანახია: 2002 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
ეს რა მომენტზე გაწყვიტეე _3 კარგია ჟანეტ,მართლა ძალიან მომწონს შენი წერის სტილი 3o
avatar
0 Spam
3
გამიხარდი ძალიან 3o 3o არ გელოდი და რაღაცნაირად მიხარია რომ კითხულობ love
avatar
0 Spam
2
ბოროტი არსება ხარ სად გაწყვიტე? _3 _3 _3
avatar
0 Spam
4
შენ ნუ ხარ გველი, თორემ მართლა აღვიძებ ბოროტ ჟანეტს და არ გაწყობს იცოდე _3 :D B)
avatar
0 Spam
5
მძიმე თავების მერე ეს თავი ნამდვილი შვება იყო.სიამოვნებით წავიკითხე და ბოლო ნაწილი გამიხარდა.როგორ მაინტერესებს მოვლენების განვითარება.
PS:დაწნულ ყველზე ვგიჟდები.:ნამიოკისჩარტყმისსმაილი:
მინდა შემდეგი თავიიი
avatar
0 Spam
6
ძალიან კარგია, სამწუხაროდ , შეცდომით დავაჭირე 4 ვარსკვლავს
avatar