სხვისი ცოდვებისთვის (თავი მეშვიდე)
07.08.2017, 00:51
სხვისი ცოდვებისთვის (თავი მეშვიდე)

ზოგადად თითოეული დღე სასწაულია ადამიანის ცხოვრებაში, რომლის დანახვაც იშვიათად შეგვიძლია ან უბრალოდ ყურადღებას არ ვაქცევთ ხოლმე. თუმცა არსებობს ისეთი სასწაულებიც, რომლებსაც გინდა არ გინდა ჭკუიდან გადაყავხარ და ცოტა ხნით არაფრის გააზრება არ შეგიძლია, ვერაფერზე ფიქრობ და ვერ აღიქვამ არსებულ რეალობას. არ იცი რა გააკეთო, არ იცი რა მოიმოქმედო.
ტირი……
იცინი…..
გტკივა…
გიხარია…
და მერე?
მერე ითიშები…..
სამყაროს ეთიშები და არაფრის აღქმა არ შეგიძლია, მხოლოდ შენი ბედნიერების მიზეზს უყურებ, შეიგრძნობ და…
მერე ისევ ითიშები…
ფიქრობ ყველაფერზე, მაგრამ ამავდროულად არაფერზე ფიქრის თავი არ გაქვს. გეფიქრება არსებულ რეალობაზე რომელიც ისევ არარსებული გგონია და ცდილობ დაიჯერო ის, რაც ყველაზე დაუჯერებლად მიგაჩნია. ეს სიტუაცია ზამთარს ჰგავს, გაყინულ და გადათეთრებულ მთის წვერზე რომ ყვავილი ამოვა, თავაწეული დგას და გადარჩენისთვის იწყებს ბრძოლას. არავინ რომ არ ელის სუსხიან ზამთარში და მოულოდნელად ჩნდება. აი ეს არის მოულოდნელი სიხარული.
და მაშინ ბედნიერება რაღაა?
ბედნიერება მოულოდნელობაა და მოულოდნელობისგან გამოწვეული სიხარული. საერთოდ რომ არ ელი და მაინც გევლინება, უიმედოდ რომ ხარ და იმედი ჩნდება, ტკივილს რომ სიხარული ანაცვლებს, უბედურებას ბედნიერება, უძლურებას სიძლიერე და დაცემას წამოდგომა. უსიცოცხლოდ დარჩენილ სხეულში რომ ახალი სიცოცხლე იღვიძებს და ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, რადიკალურად რომ ცვლის და აფერადებს. აი ეს არის ბედნიერება რომელსაც ყველაზე დიდი დოზით ქალი შეიგრძნობს.
-ნაინა კარგად ხარ? _ წაბარბაცებულს ნინომ შეაშველა ხელი.
-მე.. რა?.. არა, არვიცი როგორ ვარ. ნინო რას ლაპარაკობს ეს ექიმი? _ ყურში უჩურჩულა გოგონას და გამომშრალი ტუჩები ენის წვერით დაისველა.
-ნინო მშვიდობაა? _ გაოცებული იყურებოდა ქალი და ვერ გაეგო რა ხდებოდა ნაინას თავს.
-ექიმო შეუძლებელია რაც თქვენ თქვით, ხომ გიამბეთ რომ…
-დასხედით და სიტუაციაში გაგარკვევთ. _ სავარძელზე მიუთითა და თვითონაც დაიკავა კუთვნილი ადგილი. -ახლა გეტყვით რაშიცაა საქმე: ნაინა, როცა შენ მიხვედი ექიმთან, რომელსაც უნდა მოეშალა შენთვის მუცელი, მან არანაირი გამოკვლევები არ ჩაგიტარა, არც ეხოსკოპია გაგიკეთა და შესაბამისად ვერ შეამჩნია ის ფაქტი რომ ტყუპებზე იყავი ფეხმძიმედ. როცა ტყუპებზეა ქალი ორსულად, მათ შორის მიმდინარეობს ბრძოლა და ერთ-ერთი ყოველთვის დომინირებს, შესაბამისად უფრო მკვეთრად ჩანს და მეორე უხეშად რომ ვთქვად კუთხეშია მიმწყვდეული. როცა მუცელი მოგშალა შესაბამისად ვერ შეამჩნია რომ მეორე ბავშვი ისევ მუცელში დარჩა და ახლა მისი მდგომარეობა ნორმალურია. _ მშვიდად აუხსნა ქალმა და წყალი მიაწოდა ფერწასულ ნაინას.
-ექიმო, მან მითხრა რომ ჩემი ფეხმძიმობა არ შეიძლება და მე ამიტომ მოვიშალე მუცელი. _ თავი ვეღარ შეიკავა და ცრემლებს გასაქანი მისცა. -ანუ რა გამოდის, მომატყუა? _ ახლა ნინოს მიუბრუნდა.
-ნაინა ეგ არ ვიცი ძვირფასო, მაგრამ შენც და ბავშვიც ჯანმრთელები და უვნებლები ხართ, საშიში არაფერია. აი აქ ყველაფერი წერია რა უნდა მიიღო და რა არის აუცილებელი ახლა შენთვის. ერთ კვირაში ისევ მოდი და მაინც თავის დაზღვევის მიზნით შევამოწმოთ რომ ყველაფერი რიგზეა. _ ფურცელი გაუწოდა და ფეხზე წამოდგა.
ვარაუდით გავიდა კაბინეტიდან და ისე მიაბიჯებდა გეგონებოდათ სული ყოფილიყოს ან საერთოდაც პირიქით, სხეული უსულოდ.
-ნაინა რამე თქვი თორემ უკვე მეშინია შემოხედვის. _ წინ გადაუდგა ნინო და მისი სახე ხელებში მოიქცია.
-ნინო ორსულად ვარ გესმის? მალე დედა გავხდები, მაგრამ აღარ ვიცი ამით გავიხარო თუ ის ვიდარდო რომ მეორე შვილი მოვკალი.
-შენ სულ შეიშალე ხომ? რაზე ლაპარაკობ გესმის მაინც? რომელი დედა კლავს შვილს ერთი მითხარი და მითუმეტეს როგორ შეიძლება ამას ამბობდეს დედა, რომელიც ორი წელია ბავშვზე ოცნებობს.
-ნინო გაურკველობაში ვარ, უკვე არ ვიცი რა უნდა გავაკეთო, მაგრამ ის ზუსტად ვიცი რომ უნდა გავძლიერდე, ჩემს შვილს ვჭირდები. _ ოდნავ გაეღიმა და მუცელზე ხელი გადაიტარა.
-ახლა მონასტერში ვეღარ დარჩები ფეხმძიმობის გამო, სხვანაირად კვება და ზრუნვა გინდა. მე ახლა წავალ და დედა მარიამს დაველაპარაკები, მერე კი შენთან გადმოვალ და ყველაფერში დაგეხმარები.
-ნინო მართლა გადმოხვალ? _ თვალები გაუნათდა და გოგონას შეხედა.
-აბა რას ვიზამ. _ ფართოდ გაუღიმა და ხელები შემოხვია.
-როგორ გამიმართლა რომ გიპოვე.
-ერთმანეთი ვიპოვეთ ნაინა. _ ისევ გაუღიმა და თმაზე დაუსვა ხელი. -ახლა წავალ და საღამოს შენთან ვარ უკვე.
-მეც წავალ მარიამს ვნახავ და ვუამბობ ახალ ამბავს, დედაოს გადაეცი რომ ხშირად ვინახულებ ხოლმე. _ გოგონას ხელი დაუქნია და ტაქსი გააჩერა. როგორც კი ჩაჯდა ტელეფონი ჩართო და უამრავი გამოტოვებული ზარი იყო ბიძამისისგან. სწრაფად აკრიფა ნომერი და დაურეკა.
-ნაინა როგორ ხარ? სად იყავი, ხომ ყველაფერი რიგზეა?
-დამშვიდდი ბიძია კარგად ვარ.
-სად ხარ.
-ამჟამად თბილისში, მოხდა რამე?
-მე რომ პარკში დამყავდი ხოლმე, აი იქ მიდი და ათ წუთში მოვალ, რაღაც უნდა გითხრა.
-კარგი. _ ტელეფონი გათიშა და მძღოლს მისამართი უკარნახა. თან იმას ფიქრობდა რა შეიძლება მომხდარიყო რომ ასე სასწრაფოდ სთხოვდა შეხვედრას. უკვე იმდენი რამ მოხდა ვეღარ გაეგო რომელ ერთზე ეფიქრა.
რამდენიმე წუთში დანიშნულების ადგილას იყო და ლაშას ელოდებოდა. დიდხანს არც მას დაუგვიანია და მალევე გამოჩნდა.
-რატომღაც მე და შენ ბოლო წლებში ის ურთიერთობა არ გვქონდა რაც ადრე, მაგრამ მაინც მომენატრე და ისევ ისე მიყვარხარ როგორც ბავშვობაში, ყველგან რომ დაგატარებდი ხოლმე. წინ დაუდგა და ღიმილით გაიხსენა ნაინას ბავშვობა. გოგონასაც გაეღიმა და მკლავები მაგრად შემოხვია ბიძას.
-ძია მომენატრე. _ გულზე მიადო თავი და გაიტრუნა. -რომ იცოდე რამდენი უბედურება მოხდა ჩემს თავს. _ თვალები ცრემლებით აევსო და ლაშას ახედა.
-ყველაფერი ვიცი ჩემო ლამაზო, იმაზე მეტიც ვიდრე შენ წარმოგიდგენია. მაგაზე სალაპარაკოდ მოგიყვანე დღეს აქ. _ ხელი შემოხვია და გრძელ სკამზე ჩამოჯდა მასთან ერთად. -ნაინა, ახლა მე შენ უნდა გიამბო ძალიან სერიოზული რამ რის შემდეგაც აუცილებლად შეიცვლება რაღაცეები, მე ვიცი რაც შენს თავს ხდება იმ ყველაფერში საკუთარ თავს ადანაშაულებ და იმიტომ კიარ გეუბნები ამას რომ შენ დედაშენი შეიძულო, იმიტომ უნდა გიამბო რომ საკუთარ თავს არ ადანაშაულებდე მთელი ცხოვრება და შვილის მკვლელს არ უწოდებდე.
-ბიძია რას ამბობ? ამ ამბავში ნელია გარეული? _ მისკენ მთელი ტანით შებრუნდა და გაოგნებული დაელოდა როდის დაიწყებდა ლაშა ყველაფრის მოყოლას.
-როდესაც ნელიმ შენი ფეხმძიმობის შესახებ გაიგო დაელაპარაკა გოჩას, მისცა ძალიან ბევრი ფული რადგან მუცელი მოეშალა შენთვის და დაგეჯერებინა ის სისულელე რაც გოჩამ გითხრა. ვიცი ახლა რასაც გეტყვი ძალიან რთულად აღსაქმელი იქნება შენთვის, მაგრამ შენი შვილი სრულიად ჯანმრთელი და უვნებელი იყო. ანუ შენ ხარ მსხვერპლი, რომელიც ძალიან მწარედ მოატყუეს და მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენეს. არ მინდა იმაზე ფიქრით იტანჯო რომ ბავშვი შენს გამო ვერ მოევლინა ქვეყანას, ამ ნაამბობის შემდეგ გულშიც აღარ გაივლო მსგავსი რამ. ეს დედაშენის ბინძური ხრიკები იყო.

-და ეს იმიტომ გააკეთა, რომ რაღაც დაწყევლილ კონკურსზე წავეყვანე საზღვარგარეთ? ბიძია რას ლაპარაკობ,ამის გამო შვილი მომიკლა? _ მუხლებით ძირს დაეცა და ხმამაღლა ატირდა. -ეს როგორ გამიკეთა ბიძია, საკუთარმა დედამ ასე როგორ უნდა გაგწიროს? ასე როგორ უნდა მოგექცეს მითხარი. _ ლაშას მუხლზე ედო თავი და ხმადაკარგული ხრიალებდა.
-ნაინა ადექი ჩემო გოგო და დამშვიდდი ცოტათი მაინც. _ ფეხზე წამოდგა და ნაინაც წამოაყენა.
-ბიძია, გეფიცები ახლა სხვა სიტუაცია რომ ყოფილიყო და ეს ამბავი სხვა მდგომარეობაში გამეგო მოვკვდებოდი ან ჩემი ფეხით მივიდოდი ფსიქიატრიულში, მაგრამ ახლა ძლიერი უნდა ვიყო, ძალები მჭირდება რომ შევძლო ამ ყველაფრის გადატანა.
-მართალი ხარ ნაინა, აუცილებლად გადაიტან ამ ამბავს, შენ ძალიან ძლიერი ხარ. შვილი კიდევ გეყოლება რამდენსაც მოისურვებ, აი ნახავ ამ საჩუქარსაც მიიღებ ერთ დღეს.
-უკვე მივიღე. _ ხმით ჩაიღიმა და მუცელზე დაისვა ხელი.
-რა მიიღე? _ გაოცებული მიშტერებოდა მის მუცელს ლაშა.
-ორსულად ვარ, დაჯექი არ წაიქცე რა სახე გაქვს. _ ხმამაღლა ეცინებოდა გოგონას.
-ნაინა რა ხუმრომაა ეს?
-დღეს ექიმთან ვიყავი და მაშინ ტყუპებზე ვყოფილვარ ორსულად, იმ ნაბი**არ გოჩას ვერ დაუნახავს მეორე ბავშვი და ახლა დედიკოს მუცელშია დასკუპული. _ ისეთი სიყვარულით წარმოსთქვა ლაშას ჟრუანტელმა დაუარა.
-გეფიცები სასწაულების არ მჯეროდა. _ სიტყვებს თავს ვერ უყრიდა ლაშა.
-მაგრამ ახლა გჯერა.
-მოდი ჩემთან. _ ხმამაღლა გაეცინა და მაგრად ჩაიკრა გულში. -ახლა ასე თუ რამე გამახარებდა არ მეგონა.
-მე ორად ვიყავი გახლეჩილი, ერთ ნაწილს უხაროდა რომ დედა ხდება და მეორე ნაწილი დამნაშავედ გრძნობდა თავს საკუთარი შვილის ასე გაწირვისთვის. მაგრამ ახლა რაც შენ მიამბე მას შემდეგ აღარ ვიცი რა გავაკეთო და საერთოდ როგორ მოვიქცე ბიძია.
-ნაინა მისმინე, ძალიან მძიმეა ვიცი შვილის დაკარგვა, მაგრამ ხომ ხედავ ისევ მიიღე უდიდესი საჩუქარი და შენს ცხოვრებასაც აზრი დაუბრუნდა. მის გამო უნდა იდგე ფეხზე და მისთვის იბრძოლო.
-ხოდა ვიბრძოლებ! _ თავი დაუქნია და მუცელზე დაიწყო ხელები.
-აქ არ დარჩე, სანამ ორსულად ხარ ყველას მოერიდე და მშვიდ გარემოში იყავი ეს თვეები. ჩემს სახლში წადი მარიამთან ერთად და იქ იყავი.
-სვანეთში?
-ხო სვანეთში, თანაც გიყვარს იქაურობა და მშვიდადაც იქნები. მე ხშირად ამოვალ და გინახულებ ხოლმე.
-ბიძი მადლობა ამ ყველაფრისთვის, მადლობა რომ შენ მაინც არ მიმატოვე.
-აბა რას ამბობ ახლა? მეორედ არ გაიმეორო. _ შუბლზე აკოცა და გაუღიმა.
-მანქანით ხარ?
-ხო წამო გაგიყვან.
-მარიამთან მიმიყვანე მაშინ.
-არის ქალბატონო. _ თმა აუჩეჩა და მანქანისკენ წაიყვანა.

><><><><><><><><
-ივანე სად ხარ?
-აქ ვარ სოფი ოთახში. _ ხმამაღლა გასძახა ცოლს.
-ასე მალე დაბრუნდი? _ ღიმილით შევიდა და გვერდით ჩამოუჯდა ქმარს.
-ხო მაგრამ საღამოს უნდა გავიდე, ხომ იცი ბეთა გერმანიაში წავიდა და კომპანია ჩვენ გვაბარია.
-ივანე ძალიან ვნერვიულობ ბეთაზე და ნაინაზე, ახლა უფრო ხშირად ვფიქრობ მათზე და ვერ გამიგია რა მოხდა სინამდვილეში.
-სინამდვილეში რა მოხდა ეგ არც მე ვიცი, მაგრამ სულ სხვა რამეში რომ არის საქმე ეს ცხადია.
-მეც მაგას ვფიქრობ, აბა ნაინა და მუცლის მოშლა? ყოვლად დაუშვებელი და გამორიცხული. ქალი, რომელიც შვილზე ოცნებობს ამას არ იზამდა.
-ნეტავ ახლა სად არის?
-მეც მაინტერესებს, როგორ მინდა მის გვერდით ვიყო და ვანუგეშო.

-ნაინა ძალიან ძლიერია და იმედი მაქვს გაუმკლავდება.
-ძლიერი ბეთაცაა ივანე, მაგრამ ხედავ რა მოხდა? ვერ გაუძლო ამ ყველაფერს.
-რომ ჩამოვა დაველაპარაკებით მე და ანდრია, ამასობაში თორნიკეც ჩამოვა. მინდა რომ ნაინა მოვძებნოთ და იმდენი ვქნათ რომ ერთმანეთს შეხვდნენ და ყველაფერი გაარკვიონ.
-ხო ეგრე აჯობებს. _ თავი დაუქნია და გვერდიდან მიეხუტა.
-ბავშვები სად არიან?
-ლილე სკოლაშია, ლუკა ბებიამისმა გამოიყვანა ბაღიდან და იქ დარჩა. აუ მშია. _ ენაგათქვეფილმა მიაყარა და მამაკაცს ახედა რომელიც ხმამაღლა იცინოდა. -რა გაცინებს?
-არაფერი პატარავ, არაფერი. _ უფრო მჭიდროდ მიიკრა გულზე და ყელი დაუკოცნა.
-ივანე ნუ დამცინი თორემ კიდევ გაგგზავნი სვანეთში და ირბინე მერე კუბდარზე. _ თითი დაუქნია და ფეხზე წამოდგა.
-როგორი ჭირვეული გახდი ატყობ? _ თბილი ხმით ჩაილაპარაკა და ოდნავ წამოზრდილ მუცელზე ხელი დაუსვა.
-ვატყობ და არ მინდა ხოლმე ასეთი გამოხტომები რომ მაქვს მაგრამ..
-ჩშშ.. შენს მდგომარეობაში გასაკვირი არ არის ეგ, ამიტომ არ იდარდო. _ წელზე ხელი შემოხვია და კარებისკენ წავიდა მასთან ერთად. -წამოდი ვჭამოთ თორემ ჩვენს პატარას მოშივდა. _ ღიმილით მიუთითა მუცელზე და სამზარეულოში შევიდა ცოლთან ერთად.

#####
-გამარჯობა ბატონო თორნიკე. _ ხელის აწევით მიესალმა ერთგული მძღოლი მამაკაცს და გადაეხვია.
-გამარჯობა დათო როგორ ხარ?
-არამიშავს შენ?
-ოჰ რავიცი, დამღალა მგზავრობამ საშინლად, მაგრამ ახლა ისე ვარ სამშობლოს მონატრებულუ რომ ფეხით გავივლი. შენ ბარგი წაიღე და დღეს თავისუფალი ხარ, შეგიძლია დაისვენო. _ მხარზე ხელი დაადო და ფეხით გაუყვა ტროტუარს. გზად გრძელ სკამზე ჩამოჯდა და ცოტა დაისვენა, გამვლელებს აკვირდებოდა და თვალს აყოლებდა. ის იყო წამოდგომა დააპირა ერთ გოგონაზე რომ გაუშტერდა თვალი. მოკლე შავ კაბაში ლამაზად რომ გამოკვეთოდა სხეულის ფორმები და ტანის რხევით მოაბიჯებდა. თან ტელეფონში იყურებოდა და არავის აქცევდა ყურადღებას. თითქოს კადრი შენელდა თორნიკეს თვალებში და ისე დაუწყო მზერა გოგონას. მიუახლოვდა თუ არა ერთი დაუსტვინა და აღფრთოვანებულმა წამოიძახა.
-აი მესმის უკანალი. _ კიდევ ერთხელ შეათვალიერა და ნეტარებისგან თვალები დაეხუჭა, მაგრამ ძლიერმა დარტყმამ სწრაფადვე გამოაფხიზლა. თვალები გაახილა და მის წინ მდგომ გოგოს გაოცებულმა შეხედა.
-შენ მე ვინმეში ხომ არ გე… _ სიტყვა შუაზე გაუწყდა როცა მამაკაცს კარგად დააკვირდა. -თორნიკე?
-ახლა არ მითხრა რომ შენ მარიამი ხარ და ასე გალამაზდი.
-მარიამი გახლავარ, ისედაც ლამაზი ვიყავი მაგრამ გეთანხმები ახლა უფრო გავლამაზდი.
-შანსი არაა ტო, მე შენ უშნო მახსოვხარ.
-კი აი ახლაც ჩემი სიუშნოვის გამოა შენი ყბა ძირს. _ თვალი ჩაუკრა და გაუღიმა. -შენ ის მითხარი აქ რას აკეთებ? ოღონდ არ მითხრა რომ ჩამოხვედი. _ სახე დამანჭა და იმედიანი თვალებით ახედა.
-აბა დავიჯერო ისე გენატრებოდი გეჩვენები?
-იმედია ორი დღით ჩამოხვედი და მალე მიდიხარ.
-შენ წარმოიდგინე და დიდი ხნით ჩამოვედი.
-ისე მოგენატრე რომ ორი დღით არ გეყოფა ჩემი მზერა?
-აუ ტოო ეგ ბაზარი არაა, შენ მართლა რა აგიტანს გეთანხმები, მაგრამ რამეს მოგიხერხებ.
-აუ მაგრად არ მევასები. _ თავი გააქნია და ღრმად ამოისუნთქა.
-ოჰ, მაგაზე დარდობ? არც მე მევასები კაცო. _ ღიმილით “დაამშვიდა” თორნიკემ და სათვალე გაიკეთა. -ახლა წავედი და თავს არ მოგანატრებ. _ ლოყაზე ორი თითი მოუჭირა და გაღიზიანებულ მარიამს გაეცალა.
-ხეპრე, იმედია მალე წაეთრევა. _ თმა უკან გადაიყარა და გზა განაგრძო.

-ალექს პატარავ კარზეა ვიღაც.
-ხო და მიდი გააღე მე მშია.
-ოხ ეს ორსული ცოლი და ახირებები. _ ხმით ჩაეღიმა და კარებისკენ წავიდა.
-ჰელოოუუუუ, ითს მიიიი. _ არტისტულად გაშალა თორნიკემ ხელები.
-აუ შენ უფრო გასულელდი თუ რა ჯანდაბაა. _ ღრმად ამოისუნთქა და ძმაკაცი შეათვალიერა.
-მეც მომენატრე ძმაო, მოდი ჩაგეხუტო. _ ხმამაღლა გაეცინა და ხელები შემოხვია მონატრებულ მეგობარს.
-ანდრია ვინ მოვ… თორნიკეეეე _ ხმამაღლა დაიყვირა და პირზე აიფარა ხელები.
-შე გაბერილო ბავშვო. _ ალექსანდრას თმა აუჩეჩა და მაგრად მიიკრა გულზე.
-მომენატრე ვირო. _ ლოყაზე ხმაურით აკოცა მამაკაცს.
-აუ მეც მაგრად მომენატრეთ ტოო, აი შენ რომ გიყვარს ის შოკოლადები ჩამოგიტანე. _ დიდი პარკი გაუწოდა და დივანზე ჩამოჯდა.
-აუუ ოქრო ხარ რა. _ სამ თითს აკოცა და თორნიკეს მიმართულებით გაიშვირა.
-მერე იტყვი მუცლის მონა არ ვარო. _ სიცილით გამოაჯავრა ანდრიამ.
-ანდრო რატომ გინდა ჩავიდინო ბოროტება და ღამით გარბენინო ჩემი სურვილების შესასრულებლად?
-აუ ისე ორსულობა მაგარი რაღაცაა ტო, რაც გინდა მოითხოვე უეჭველი შესრულებულია. _ ჩაფიქრებულმა წამოიძახა თორნიკემ.
-რა იყო შენც ხომ არ მოგინდა. _ სიცილისგან ვერ სუნთქავდა ანდრია.
-ეს გაიტანეთ თორემ მკვლელობას ჩავიდენ.
-ბიჭებო გეყოთ. _ თავი გააქნია ალექსანდრამ. -აი ახლა მე მოგიმზადებ შენ რომ გიყვარს ისეთ ყავას, მაგრამ მანამდე ასევე შენი საყვარელი სალათი უნდა გაჭამო.
-აუ ძმა ხარ რაა. _ ფეხზე წამოდგა თორნიკე და ალექსანდრაზე ხელგადახვეული წავიდა სამზარეულოსკენ.
-ორი მუცლის მონა. _ ანდრიაც წამოდგა დივნიდან და უკან მიყვა მათ.

#####
-ნაინა მიხვედი? ხომ კარგად ხარ?
-კი ნინო მივედი მარიამის სახლში ვარ უკვე, თვითონ ალბათ გასულია და ველოდები. შენ სად ხარ?
-მე უკვე ჩვენი ბარგი ჩავალაგე და დედაოს ვესაუბრე. ვერ წარმოიდგენ როგორ გაახარა შენმა ამბავმა. ასე გადმოგცა ჩვენი საუბარი გაიხსენოსო.
-მახსოვს ნინო, მახსოვს. _ ღიმილით ჩაილაპარაკა და კიდევ ერთხელ გაახსენდა როგორ ესაუბრებოდა დედაო შენს ცხოვრებაში აუცილებლად მოხდება ძალიან დიდი სასწაულიო და მოხდა კიდეც. -მალე მოდი თორემ უკვე მოუსვენრად ვარ შენს გარეშე.
-აი წამოვალ 10 წუთში, შენ დაისვენე დღეს ჯერ მგზავრობით და მერე ამდენი ემოციით გადაიღალე.
-კარგი, არ იდარდო ჩემზე. _ ტელეფონი გათიშა და ფანჯრის განიერ რაფაზე ჩამოჯდა. გაახსენდა როგორ იჯდა ხოლმე სულ ამ ადგილას და წიგნებს კითხულობდა თავისუფალ დროს. მერე კი ბეთა მოაკითხავდა ხოლმე საღამოობით და ერთად მიდიოდნენ სახლში.
-დედიკო ნეტავ ახლა მამა სად არის? ან როგორაა საერთოდ. _ ღრმად ამოისუნთქა და მუცელზე დაისვა ხელი. -შენც გენატრება დედი არა? მეც ძალიან მომენატრა, ნეტავ შემეძლოს ნახვა და მისი გახარება შენი არსებობით დე, მაგრამ ყველაფერი ხომ ისე არ ხდება როგორც ჩვენ გვინდა. _ სწრაფად შეიმშრალა ობლად ჩამოგორებული ცრემლი და დადარდიანებულმა გააგრძელა მუცლად მყოფი შვილის ფერება.

♡♡♡ როგორც იქნა დავუბრუნდი მწერლობას, ძალიან გამიჭირდა თითების ამოძრავება და წერა, მეგონა რომ ვეღარ ვწერდი საერთოდ, მაგრამ ახალი თავი რომ შემომეწერა და გადავხედე, მერე უკუვაგდე ჩემი ფიქრები. მოკლედ ჟანეტი დაბრუნდა და ძალიან მოენატრეთ ყველანი ჩემო ტკბილებო ♡♡♡
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: ჟანნეტ
ნანახია: 1662 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 6 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
avatar
0 Spam
1
ვაი მეეე,
ვაი მე!!!
რა იყო ეს,
ახლა წავიკითხე ყველა და შოკში ვარ, რა ამბები დაატრიალე :D _3
მოსაკლავია ნელი _3 _3
და ძალიან მეცოდება ნაინა, იმედი მაქვს მალე გამოსწორდება ყველაფერი,
და ჰო დაგვიანებები არ იყოს :D :D :D 3o
avatar
0 Spam
2
მომენატრე უკვე, აი ყოველდღე ვანახლებდი შენს გვერდს და დღეს რომ დამხვდა ცას ვეწიე ვგონებ სიხარულისგან, მიხარია ნაინამ რომ გაიგო დედამისი რა დედაცაა ის, ვიფიქრე ამ თავში ბეთას გამოაჩენდი ცოტათი მაინც, მაგრამ არაუშავს მომავალ თავს ველი მთელი გულით 3o 3o love
avatar
0 Spam
3
ანუკ :D მადლობა ძალიან დიდი ♥♥♥♥ მიხარია რომ მოგეწონა. პირადში კი გამათახსირე მაგრამ მაინც :-D
ვეცდები არ დავაგვიანო ♥♥
avatar
0 Spam
4
მარიამ ჩემო ლამაზო და საყვარელო, მეც როგორ მომნატრებია შენი სიტკბო კომენტარების კითხვა ♥♥♥ უდიდესი მადლობა ♥♥
avatar
0 Spam
5
მიხარია,რომ დაბრუნდი.ჟანეტი ფორმაშია.ძალიან კარგი თავი იყო.
avatar
0 Spam
6
თიკუნა საყვარელო მადლობა დიდი ♥♥♥♥
avatar