სულიერი გამოცდა (თავი 13)
05.03.2018, 23:37
დღეები უინტერესოდ გადიოდა. მაქსიმეს მონატრება მკლავდა, მეგონა ესეც გაივლიდა, თუმცა გრძნობას ვერაფერს ვშველიდი. ბავშვებს ხშირად ვნახულობდი, მათ მაქსიმე არ ახლდათ. ახლაც გადავწყვიტეთ, რომ სააღდგომოდ სვანეთში წავსულიყავით, იკას სოფელში. დილით ადრე გავედით. ლიკასთან და დემეტრესთან ერთად ვიჯექით მე და ანასტასია. მთელი მგზავრობის განმავლობაში გზას გავყურებდი და არ ნახულო სილამაზით ვტკბებოდი. ლიკას და დემეს ხელი ერთმანეთისთვის ჩაეჭიდათ, ასე ხომ შეიძლებოდა მე და მაქსიმეც ვყოფილიყავით. სიამაყე მეტად ძლიერი ჩემზე, სწორედ ის სიამაყე მე, რომ ასე მძაგდა.. დემეტრეს არ გამორჩენია ჩემი უხასიათობა.
- ლიზა, რა გჭირს?
- არაფერი დემე, უბრალოდ ვერ გამოვიძინე..
ამ ბოლო დროს უფრო და უფრო ხშრად მაწუხებდა უძილობა. დემეს გაეღიმა.
- კომპანია ვერ დატოვა და ამიტომ არ არის აქ, ჩვენთან ერთად.
- ვინ?
ვითომ ვერ ვხვდებოდი, ვისზე იყო საუბარი.
- მაქსიმე.
თვალი ჩამიკრა და გზას გახედა. პასუხი არ დამიბრუნებია, ვიცოდი არ ღირდა არც შეწინააღმდეგება და არც დადასტურება იმის, რომ საოცრად მაინტერესებდა სად და ვისთან ერთად იყო ახლა მაქსიმე. მეტად ხმა აღარ ამომიღია. რაღაცაზე საუბრობდნენ დანარჩენები, მაგრამ ჩემს ფიქრებში გართულს მათი ხმა საერთოდ არც კი მესმოდა. საღამოს ჩავედით სვანეთში. სახლი მოვაწესრიგეთ და ოთახებში გადავნაწილდით. პატარა, მაგრამ ბევრი საძინებელი იყო, ამიტომ თითქმის ყველა ცალ-ცალკე მოვხვდით. სახლი ძალიან მყუდრო და თბილი იყო. სვანეთში ძალიან ციოდა, ამიტომ თბილი ჟაკეტი მოვიცვი და ქვევით ჩავედი. ჰამაკში ვიჯექი და სიმღერებს ვუსმენდი. ისე მომიჯდა გვერდით ლიკა ვერც, კი შევნიშნე.
- შემაშინე ლიკუ.
გავუღიმე გვერდით მჯდომს.
- გენატრება?
შევცბი, არ ველოდი მისგან ასეთ პირდაპირობას.
- კი, ძალიან მენატრება.
- გიყვარს?
- ლიკა გთხოვ.
- მითხარი.
- სიცოცხლეზე მეტად.
- რატომ, არ გინდა დაიბრუნო?
- იგივე, რომ განმეორდეს.
- გინახავს უშეცდომო ადამიანი?
- არც კი ცდილობს.
- ბევრჯერ სცადა, მაგრამ უხეშად მოიშორე.
- არ არის ასეთი ადვილი ლიკა.
ვიცოდი, რომ სიმართლეს ამბობდა, მაგრამ...
- ახლა ვერაფერს გრძნობ, გგონია მალე გაგივლის, ტკივილს ვერ გრძნობ, რადგან ყველაფერი ახალი მომხდარია. დრო გავა და ინანებ, თითოეულ წამს ინანებ მაქსიმეს გარეშე.
პასუხს არ დალოდებია, ისე წამოდგა და დამტოვა. სიცივემ, რომ შემაწუხა მეც მას გავყევი. გოგოებს საჭმლის კეთება დაეწყოთ, მეც მათ მივეხმარე და ერთობლივად უცებ მოვამზადეთ ვახშამი. შემდეგ კი ყველა დასაძინებლად დაწვა. მათ შორის მეც ვიყავი. ძილი ისევ ვერ შევძელი. ქვემოთ ჩავედი და ყავა მოვიმზადე. ისეთი მშვიდი ღამე იყო, ისეთი ლამაზი, როგორიც არასდროს. ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი. იმდენად სასიამოვნო იყო ყოველივე ეს, რომ ყველანაირად ვცდილობდი არ დამერღვია სიწყნარე. ცხელ ყავას ვსვავდი და ცას ვუყურებდი. უცებ ვიღაცამ შემოაღო კარები.
- ვერ გავძელი თქვენს გარეშე და..
სიტყვა გაუწყდა მაქსიმეს ჩემი დანახვისას.
- გამარჯობა.
ძლივს ჩავილაპარაკე.
- გამარჯობა ლიზა.
არანაკლებ დაბნეული ჩანდა ისიც.
- დანარჩენები სად არიან?
- სძინავს ყველას.
- ჯერ, ხომ უი 2 საათია.
- ყავას დალევ?
ვცდილობდი მღელვარება დამემალა
- ყავა არ მინდა, შენთან დალაპარაკება მინდა.
- გისმენ.
- იცი. მართლა მენატ...
- ნუ იტყვი, რომ გენატრები, რადგან ის რომ ახლა გენატრები შენი ბრალია.
- რომ არ მიყვადე, მართლა ახლა ხომ აქ არ ვიდგებოდი?
- მე შემეძლო შენს გამო ყველა და ყველაფერი დამეთმო, შენ კი ის აირჩიე ვისაც ნებისმიერ დროს შეუძლია შენი დათმობა.
- მე არავინ არ ამირჩევია, შენს გარდა. გესმის? ჩემი არჩევანი მხოლოდ და მხოლოდ შენ ხარ.
- იმ ღამეს ასე არ ჩანდა.
- დაივიწყე ის ღამე დაივიწყე გთხოვ, ასეთი რთულია?
- კი საკმაოდ
გაუაზრებლად ავუწიე ტონს.
- რატომ არ გესმის, რომ ვნანობ..
ხმა ვეღარ ამოვიღე, არ ვიცოდი რა მეთქვა. მაქსიმე ჩემსკენ წამოიწია და გულში ჩამიკრა, მეც ერთიანად მოვდუნდი, სახე მის კისერში ჩავრგე და თვალები დავხუჭე. მეგონა სიზმარი იყო, მთელი ღამე გავათენეთ ერთად, ათას რამეზე ვილაპარაკეთ, ათასი რამ განვიხილეთ. ვერ ვიჯერებდი, რომ შევრიგდით, რომ მე ისევ შემეძლებოდა ვყოფილიყავი მასთან, მაშინ როდესაც ეს მე მომინდებოდა. მე ისევ ვგრძნობდი მის სიყვარულს... ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა, უსიამოვნო ნაცნობები აღარ ჩანდნენ ასპარესზე., იყვნენ მხოლოდ საყვარელი ადამიანები. ცხელი ზაფხული მალე დადგა, მალე ჩაანაცვლეს მზის სხივებმა ქარიანი ამინდები. უნივერსიტეტის დასრულებისთანავე გადავწყვიტეთ სადმე დასასვენებლად წასვლა. ნინიმ აიკვიატა რომ ზღვაზე წასვლა აუცილებელი იყო.
- სადმე გრილ ადგილას, მთებში არ ჯობს?
ნიკუშა ცდილობდა შეყვარებული დაერწმუნებინა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამიტომ ჩვენც გადავწყვიტეთ ბათუმში წასვლა. როგორც კი ზღვა ახსენეს, მაშინვე მაქსიმეს მხრიდან თავი ავწიე.
- მართლა ზღვაზე მივდივართ?
- ჰო ლიზა, რამე მოხდა?
- ბავშვობიდან მინდოდა ზღვის ნახვა. მხოლოდ გაგებული მქონდა , რა საოცარი სანახავი იყო მზის ჩასვლა ზღვაში, ან ცურვა და მსგავსი რაღაცეები. მგონი ოცნება მისრულდება.
თვალებგაბრწყინებულმა ჩავილაპარაკე.
- მართლაც რომ საოცრებაა, ჩახვალ თუ არა შენით დარწმუნდები.
გამიღიმა ანასტასიამ და ინტერნეტში სახლის ძებნა განაგრძო. ბოლოს ტასომ და იკამ ერთად შეარჩიეს პატარა, მაგრამ მყუდრო სახლი. ისეთი რომ ყველა დავეტეოდით. სახლი ზღვასთან ახლოს იყო, თავისი პატარა ეზოთი.
უკვე ივნისის 30 იყო, ჩვენ კი ივლისის 3-ში მივდიოდით. მთელი 3 დღე გვქონდა მოსამზადებლად. გოგოები საყიდლებზე წავედით. ზღვისთვის საჭირო ნივთები და ტანსაცმელი შევიძინეთ, მერე კი კაფეში ჩამოვჯექით და სხვადასხვა თემებზე საუბარი დავიწყეთ, თან ცივ ყავას ვსვამდით.
- დაუვიწყარ არდადეგებს გავატარებთ, დარწმუნებული ვარ.
ამოილაპარაკა აღტაცებულმა ლიკამ.
- მე უნდა წავიდე.
უხერხულად წამოდგა ანასტასია
- საით ქალბატონო?
ეჭვით გახედა სოფიმ, მას
- მერე მოგიყვებით გოგოებო, გკოცნით
გაგვიცინა ტასომ და სასწრაფოდ დატოვა კაფე...
- ოღონდ ამას ვინმე მოეწონოს და რას დავეძებ.
სიცილით გახედა ლიკამ მიმავალ დას და ისევ ჩვენ მოგვიბრუნდა.
3 დღე სწრაფად გავიდა. დილას დავემშვიდობე მამას და ლუკას, შემდეგ კი გარეთ გავედი სადაც მაქსიმე მელოდა. მამამ ჩამაცილა.
- ჩემს გოგოს შენ გაბარებ.
მეგობრულად გაუცინა მამამ მაქსიმეს.
- არაფერზე არ ინერვიულოთ, თქვენ შვილს ისეთივეს დაგიბრუნებთ როგორსაც მატანთ.
შემდეგ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და ჩვენც ქალაქის გასასვლელისკენ დავიძარით. გზაში ბევრს ვიცინოდით, ერთმანეთს ვეცვლებოდით და ვეჯიბრებიდით ვინ უფრო კარგად ატარებდა.ისე მხიარულად გავატარეთ მთელი გზა რომ ვერც კი გავიგე როგორ ჩავედით ბათუმში. სახლთან რომ მივედით, მხოლოდ ერთი მანქანა იდგა, დემე და ლიკა უკვე ჩამოსულან.
- დანარჩენები სად არიან?
კარი შეაღო თუ არა იკითხა მაქსიმემ.
- ნიკუშა და ნინი უკვე ქობულეთში არიან, დანარჩენები კი დაახლოებით ერთ საათში იქნებიან.. გოგოებო ყავა გააკეთეთ რა.
მუდარით გამოგვხედა დემემ და ჩვენც მაშინვე სამზარეულოში გავედით. უკან, რომ ვბრუნდებოდით ბიჭების ჩურჩული გავიგონეთ..
- არ ვიცი რა უნდა.. ისევ უნდა მაჩხუბოს ლიზასთან ვიცი რა. ვერ ვიშორებ. გაგიგია ასეთი რამ? რაც შემიძლია ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოვიშორო და აღარ დავინახო, მაგრამ ის მაინც ყოველდღე მირეკავს და მიმტკიცებს, რომ ლიზა არ მიყვარს. კიდევ ერთხელ, რომ დავკარგო ლიზა, ალბათ მოვკლავ კატოს და მერე თავსაც მოვიკლავ.
- სანამ არ შემომაკვდება ვერ დაისვენებს ხო?
გაბრაზებულმა დემემ მუშტი დაკრა მაგიდას.
- იმ დღეს შემხვდა მაღაზიაში ვიღაც ბიჭთან ერთად, როგორც კი დამინახა მაშინვე გავარდა იქიდან. ლიკასთვის არ მითქვამს.
- მინდა ისე მოვაგვარო ეს საქმე, რომ ლიზამ ოდნავაც კი არ ინერვიულოს, მაგრამ არ ვიცი რა ვქნა..
- ნუ გეშინია ძმაო, რამეს ვიზავთ. ხომ იცი ლიზას როგორ უყვარხარ? ის ყოველთვის გავიგებს.
- ვიცი, ვიცი.
ჩემი სახელის ხსენებისას მაქსიმეს გაეღიმა. ჩვენც აღარ დავაყოვნეთ და მათთან დავბრუნდით ყავით ხელში. დანარჩენებიც მალე ჩამოვიდნენ. ორი საათი იყო, საღამოს ზღვაზე გასვლა გადავწყვიტეთ. იქამდე კი ერთად ვისადილეთ და გარეთ სკამებზე ჩამოვჯექით. როგორც კი გოგოები მარტო დავრჩით, მაშინვე დილანდელ შემთხვევაზე დავიწყეთ საუბარი. დარწმუნებული ვიყავი, რომ. ბიჭებსაც იგივე სასაუბრო თემა ჰქონდათ. ლიკამ გოგოებს მოუყვა მომხდარის შესახებ.
- რატომ ვერ წყნარდება? თავის დროზე ვერ დააფასა მაქსიმე და ახლა რაღა უნდა? დავიჯერო ასე ძალიან უყვარს მაქსიმე?
გაკვირვებით ლაპარაკობდა ნინი.
- უყვარს არა ის
ხელის ჩაქნევით უპასუხა ტასომ
- უბრალოდ ლიზას გამწარების თემაა რა
დარწმუნებით წარმოთქვა სოფიმ.
- ჰო მას თავიდანვე არ მოწონდა ლიზა
- მაინც ვერაფერს დაგვაკლებს.
გავუღიმე ყველას და მათაც შვებით ამოისუნთქეს. დრომ მალე გაიარა. 5 საათზე ყველამ ჩაცმა დავიწყეთ. ექვსის ნახევარზე კი უკვე ზღვისკენ მივაბიჯებდით. მოუთმენლობისაგან ვცქმუტავდი, როგორც კი ზღვას მოვუახლოვდით, მაშინვე მეცა მისი სუნი. მაშინვე ჰარმონიული შვება ვიგრძენი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ შევიგრძენი ზღვის სურნელი. თავიდან წყალში ჩასვლის მეშინოდა, მე ხომ ცურვა არ ვიცოდი, მაგრამ შემდეგ ეს შიში მე და მაქსიმემ ერთად დავძლიეთ. მაქსიმე მასწავლიდა ცურვას, როგორც თეორიულად ასევე პრაქტიკულადაც. ბევრი ვიმხიარულეთ, ერთმანეთს წყალს ვასხავდით და ბევრს ვიცინოდით, შემდეგ მე და მაქსიმე ზღვის ნაპირთან ჩამოვჯექით. მაქსიმეს ჩემი ხელი თავისაში მოექცია და ისე გაჰყურებდა ზღვას.
- აქამდე ზღვა არასდროს მყვარებია, შენთან ერთად აქაც საუკეთესოა..
ღიმილით გავხედე მას, ლოყაზე ვაკოცე და მეც მასთან ერთად ზღვის ცქერა განვაგრძე. სახლში იქამდე არ დავბრუნდით, სანამ ზღვის ჩასვლას არ ვუყურეთ. ასეთი სილამაზის შემსწრე არასდროს ვყოფილვარ.. ბევრი სურათები გადავიღეთ, გზად კი მზა საჭმელები ვიყიდეთ და ისე დავბრუნდით სახლში. სუფრაზე სწრაფად დავაწყეთ ნაყიდი საჭმელები და გემრიელად შევექეცით ვახშამს. შემდეგ ეზოში გავედით, მე ყველას დავასწარი ჰამაკში ჩაჯდომა, დანარჩენები ბუზღუნით მოთავსდნენ სკამებზე. რაღაცეებს ვთამაშობდით და ერთმანეთს საშიშ ისტორიებს ვუყვებოდით, რაზეც შიშის ნაცვლად ყველას გვეცინებოდა. ცოტახანში მაქსიმეს ტელეფონი აწკრიალდა, ფეხზე წამოდა და გვერდზე გავიდა. დაძაბული ხმით ესაუბრებოდა ვიღაცას.
- აუ ეს თუ ისევ კატოა გავაფრენ რა..
წაიბუზღუნა ლიკამ
- სხვა ვინ იქნება.
აყვა ნიკაც. სახეწაშლილი მაქსიმე მოვარდა და პირდაპირ მე შემომხედა.
- უნდა წავიდე.
განადგურებული ხმით ჩაილაპარაკა.
- სად მიდიხარ?
იმდენად გაკვირვებული ვიყავი, მისი საქციელით, ჩემს ნაცვლად კითხვა ანასტასიამ დასვა.
- კატოსთან..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: anabeli
ნანახია: 820 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
დანარჩენი ორი თავი? ველოდები, კარგია, საინტერესოა, ფინალი იკვეთება უკვე, გელოდები
avatar