სუროგატი დედა.თავი 1
18.08.2018, 05:19
მშვიდად და აუღელვებლად მიდის უკვე დაბნელებულ ქუჩაში და მივიდა კიდეც მის საყვარელ სტუდიასთან,აქ ის ყველაზე თავისუფლად გრძნობს თავს,აქ არის ის ვინც არის სინამდვილეში,აქ აშიშვლებს მის სულს და მთელ მის სიყვარულს დებს მის ფოტოებში.მანქანა დააყენა სადგომზე და სტუდიის შენობაში შევიდა,გაუკვირდა ირგვლივ არსებული სიჩუმე და ჩაბნელებული კაბინეტები.
-აქ არავინი არის და გასაკვირია, რატომ დამიბარა უფროსმა?
-საღამო მშვიდობის.გაისმა მამაკაცის ხმა სიჩუმეში და შეშინებული შემობრუნდა,მაგრამ ვერ ხედავდა ვერავის.უეცრად სიბნელეს უცხო მამაკაცის ფიგურა გამოეყო და გაუბედავად მიესალმა.
-გამარჯობა,ალბად ახალი ხართ და ამიტომ ვერ გიცანით.
-არა უშავს,მე გიცნობ კარგად.
-რა მოხდა,რატომ არის სიჩუმე და სიბნელე, ადრე მოვედი? ან სხვები სად არიან,რატომ არავინი არ ჩანს?
-დღეს არ იქნება ფოტო-გადაღებები,როგორც ვიცი ეს ოფისი უკვე გაუქმდა.
-გაუქმდა? მე რატომ არაფერი არ ვიცი და თუ გაუქმდა, თქვენ რატომ ხართ აქ ელოდებით ვინმეს?
-დიახ ველოდები ერთ ლამაზ გოგონას,რომელიც ახლა ჩემს წინ დგას.შენ გელოდები ლამაზო.
-მე მელოდები?ვერაფერი ვერ გავიგე,ვინ ხართ და რა გინდათ.
-მხოლოდ შენ მინდებხარ და მეც ამიტომ ვართ აქ ჩვენ ორნი,მე და შენ.მამაკაცი გოგონას მიუახლოვდა და ხელები წელზე მოხვია.
-ხელები გასწიეთ,არ მომიახლოვდეთ.პანიკაში ჩავარდა გოგონა.
-პირველად ჩემი იქნები,შემდეგ კი იმას გააკეთებ რაც მე მინდა და ვისთანაც გეტყვი,იმასთან დაწვები.გასაგებია ლამაზო?
-ვინ ხარ,ჩემთან რა გინდათ.
-შენ უბრალოდ მსხვერპლი ხარ, რომელიც მწარედ იხდის მამიკოს დანაშაულისთვის.
-მერე მან თუ დააშავა მას მოსთხოვეთ,მე გამიშვით.
-არა,თუ გული აქვს უნდა ეტკინოს ისე,როგორც ჩვენ გვატკინა.ხვალ შენს მამიკოს ფულს გამოართმევ და აქ მოიტან,არც გაბედო უარის თქმა,ჩემთან არ გაგივა თამაში,ვერ ითამაშებ.უცნობი გოგონას ბაგეებს დააცხრა და ველურად დაუწყო კოცნა,შემდეგ ძირს დააგდო,სახეში ძლიერად დაარტყა და გათიშა,საბოლოოდ მოუსპო შეწინააღმდეგობის უნარი და გზა გაუხსნა მის ბინძურ ფანტაზიებს.გოგონას სანამ აზრი ჰქონდა ყელში წაუჭირა ხელი და მისი წამებით თავად სიამოვნებას ღებულობდა,თან საზარლად ჩურჩულებდა.
-დაგავიწყდა, როგორ გამომიწვიე? დაგავიწყდა,როგორ დადიოდი ჩემს წინ შიშველი და ჭკუაზე გადაგყავდი? შენც ხომ გინდოდა ჩემთან ერთად სიამოვნების მიღება,ახლა მეთამაშები რომ გრცხვენია? უცნობი გოგონას უმოწყალდ სცემდა,თითქოს ვიზედაც ჰქონდა ბრაზი გოგონაზე იყრიდა ყველას ჯავრს.საშინლად ნაწამები სხეულით რომ გული იჯერა,ხელში აიყვანა და იქვე კაბინეტში შეიყვანა დივანზე დააწვინა და გონდაკარგულს წყალი შეასხა.ზემოდან დააცქერდა და მის წინ შიშველ სხეულის ყურებამ ისევ აღაგზნო,ძლიერი ვნებამ ისევ მოეძალა,დაიხარა უნდოდა ისევ დაეკოცნა ნაწამები დასისხლიანებული ბაგეები და გოგონამ თვალები გაახილა,ნელა-ნელა გონს მოვიდა.ტირილისაგან და ყვირილისგან ყელი ტკიოდა და ხრიალით უთხრა მამაკაცს.
-წყალი.მამაკაცმა ჩაიცინა და თქვა.
-ძაღლის შვილი ხარ,არაფერი არ დაგემართება.წყალი მოუტანა,თავი წამოაწევინა და მისივე ხელით დაალევინა,შემდეგ კი გაუღიმა.
-გაიღვიძე,ისე მოგეწონა ჩემთან ყოფნა სიამოვნებისაგან გაითიშე და არაფერი არ გახსოვს,ახლა კი ორივე ვისიამოვნებთ ჩემო თოჯინავ და არც დაგავიწყდები არასოდეს.
-რა გინდა ჩემგან,ვინ ხარ,რას ითხოვ.ჩუმად და წყვეტილ-წყვეტილად ამობდა და მის წინ მდგარ შიშველ მამაკაცს გაოცებულმა შეხედა,შემდეგ თავის თავზე დაიხედა და თვალები მაგრად დახუჭა.მიხვდა,რომ მისი ცხოვრების გზა შეიცვალა,მასზე ძალა იხმარეს და ყველა მისი ოცნებები დაუმსხვიეს.არ აკმარეს ეს ტანჯვა და უფრო მეტს ითხოვდნენ მისგან,ყოველ დღიურად სხვადასხვა მამაკაცები მისი სხეულით ერთობოდნენ და ვინ იყო ეს ადამიანები? ისინი იყვნენ სწორედ ის ხალხი ვინც ოდესღაც გაამწარა ერთ-ერთმა ცნობილმა ადვოკატმა მიშა მიმინოშვილმა ეს გაუბედურებული გოგონა კი მისი ერთადერთი ქალიშვილია ნატა მიმინოშვილი.იმ დღიდან აღარ ცხოვრობდა,ის მხოლოდ ცოცხლობდა.გარბოდა,ყველასგან და ყველაფრისგან უნდოდა გაქცევა,უნდოდა რეალობასაც გაქცეოდა რაც მის გარშემო ხდებოდა,მაგრამ სირბილისაგან ქანცგაწყვეტილი და დაღლილი მუხლებზე დგებოდა და მძიმედ სუნთქავდა.სწორედ იმ დღიდან დაკარგა ამ ქვეყნიური სილამაზის შეგრძნების უნარი და ყველაფერთან ერთად დაკარგა მისი რეალური სახე.უკვე აღარ ჰქონდა მისთვის მნიშვნელობა აღარაფერს,აღარც მიზანი ჰქონდა და აღარც ოცნებები,მისი ოცნებები ხომ დაიმსხვრა და ნაწილებად დაიშალა ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს.ისე გამოიფიტა და ისე არაფლის მთქმელი თვალები ჰქონდა,რომ აღარ ოცნებობდა ცხოვრების გზაზე ჩაცუცქვას და მისთვის პატარ-პატარა ბედნიერებების აკრეფვას.ისინი ხომ გაქრა,მისთვის აღარ არსებობენ.ძალას ეძებდა ფეხზე დასადგომად,მაგრამ იმდენად იყო შავ დიდ წუმპეში ჩაფლული,ფეხი სრიალებდა და თითქმის კიდეზე გასული ისევ ყელამდე ვარდებოდა და იხრჩობოდა სიბინძურეში,მისი დამხმარე კი არსაიდან არ ჩანდა.ბართან იჯდა და სიგარეტს ეწეოდა,ძლიერი ხელები იგრძნო მუცელზე და ზიზღისაგან მთელ სხეულში დაუარა რაღაც უცნაურმა და განსხვავებულად საზიზღარმა გრძნობამ.
-შენ რომ გხედავ ან უფრო მეტიც, რომ მეხები ჩემი თავი მეზიზღება და ისეთი შეგრძნება მაქვს,მინდა ჩემს გარშემო ყველაფერი დავლეწო,ასევე შენც მიგაყოლო იმ დამსხვრეულ ნივთებს,ან შენი ხელები დავამტვრიო რომ აღარასოდეს შემეხო.
-რატომ? ნუთუ ასე ეზიზღებათ ის მამაკაცი,ვინც ქალისათვის პირველია და ასწავლის რა არის სიამოვნება,რა არის ვნება და აღზნება?
-ვწყევლი იმ დღეს,შენ რომ გადაგეყარე გზაზე.
-ნატა მართლა ასე გეზიზღები?
-ნუთუ ეჭვი გეპარება?
-ვფიქრობ,რომ ...........
-მინდა ყველაფერი მივატოვო და გავიქცე შორს,რადგან ვიტანჯები ვერ ვსუნთქავ,მიჭირს და ალბად სულ მალე .............
-აღარ გააგრძელო,ერთი თხოვნა უნდა შემისრულო.
-ვიცოდი.
-მხოლოდ ერთი თხოვნა ნატა.
-ვიცოდი,რომ რაღაც გინდოდა კარგად გიცნობ სერგეი.შეიძლება არ ვიმჩნევ,მაგრამ ნუ იფიქრებ,რომ ვერ ვხვდები ვერაფრს და შენს გემოზე მათამაშებ.
-არც მიფიქრია,კარგად გამოგზარდე ამ სამ წელიწადში ნატა.
-თქვი რა გინდა,რა უნდა გავაკეთო.
-გიორგი გურგენაშვილი უნდა შეაბა.
-ვინ არის,რას წარმოადგენს.
-შენ ჯერ შეაბი და სხვას მერე გაიგებ.
-მე რას მივიღებ.
-თუ ამ გეგმამ გაამართლა რაც ჩავიფიქრე,ნატა გპირდები შენ თავისუფლებას მიიღებ.გეფიცები,რომ გაგანთავისუფლებ.ნატამ უნდობლად შეხედა სერგეის და დაეთანხმა,მაგრამ არ იყო დარწმუნებული მის სიმართლეში.
-როგორ უნდა მივაგნო.
-მამაშენი იცნობს მას კარგად და ის დაგეხმარება.ნუ მიცქერ უნდობლად,მე ვცდილობ გზა გაჩვენო ნატა და აქედან წახვიდე.ჯერ კიდევ შეგიძლია თავი გადაირჩინო ამ სიბინძურისგან.
-რატომ,რატომ გინდა წავიდე,რაღაც ახალ მახეს მიგებ. ასე არ არის?
-არა,არანაირი მახე არ არის.მე ჩაგითრიე ამ სიბინძურეში და მე მინდა გადაგარჩინო.დავიწყოთ მოქმედება და მიხვდები,რომ არ მინდა ისევ ცუდი გაგიკეთო.მიყვარხარ ნატა და მინდა გაგიშვა,მინდა თავისუფალი იყო.მე დამნაშავე ვარ შენს წინაშე,შენ უბრალოდ მსხვერპლი იყავი და მეტი არაფერი,მაგრამ შემიყვარდი და ამიტომ მყავდი ჩემს გვერდით,ახლა კი მინდა წახვიდე და იფიქრე ჩემს სიტყვებზე.კარგად დაფქრდი და მითხარი პასუხი ერთ კვირაში რას გადაწყვიტავ.ნატა რამოდენიმე დღე გაოგნებული დადიოდა,ამ რამოდენიმე დღეში კი არავის არ შეუწუხებია.ბოლოს კი გადაწყვიტა გაეგო ვინ იყო გიორგი გურგენაშვილი და მოწონების ნიშნად კმაყოფილმა ჩაიღიმა.მთელი დღეები ფიქრობდა,სიგარეტს-სიგარეტზე ეწეოდა და ბოლოს ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა დალაპარაკებოდა მამას.ერთ დილით კი ტელეფონის ზარმა გააღვიძა და მოესმა მონატრებული ხმა.
-ჩემი პატარა პრინცესა?
-ვინ არის?
-არ მეგონა,ჩემს გარდა სხვაც თუ გეძახდა პრინცესას.
-მამა? როგორ გამახარე,დღე უნდა დამერეკა შენთან,მაგრამ დამასწარი.შენთან სალაპარაკო მაქვს მამიკო.
-ხომ მშვიდობაა,ფული გჭირდება?
-არა,ფული არ მინდა.ერთ სერიოზულ თემაზე მინდა დაგელაპარაკო.
-ვთქვა უკვე,რომ გაიზარდე?
-ჯერ მომისმინე და დასკვნები მერე გააკეთე.
-ნატა მართლა შენ მელაპარაკები შვილო?
-რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მე ვარ მამა, ნატა შენი შვილი.
-გელოდები,მოდი და ვისაუბროთ.
-ახლა?
-ახლა,ხო ადექი მოემზადე და მანქანას გამოგიგზავნი.რამდენიმე წუთში ნატა მამას ეხვეოდა და კოცნიდა,ცრემლიც კი გაუჩნდა თვალებში,მაგრამ თავი და გრძნობები მოთოკა.მიშამ წინ დაიჯინა შვილი და არ ამდგარა იქამდე,სანამ ნატამ თავს გადამხდარი ისტორიის მოყოლა არ დაასრულა.ყველაზე ძლიერი,უშიშარი და მკაცრი მამაკაცი მოკუნტული იჯდა და ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა შვილს.ადგა,გაიარ-გამოიარა,ღრმად ამოისუნთქ თითქოს ძალა მოიკრიბა ნატას შეხედა და უთხრა.
-ახლა რა გინდა მთხოვო.მითხარი რა უნდა გავაკეთო.ან დარწმუნებული ხარ,მართლა შეგეშვებიან ამ დავალების შესრულების შემდეგ?
-დარწმუნებული არ ვარ,მაგრამ ყოველ შემთხვევაში ასე დამპირდნენ.უნდა ვცადოთ,იქნებ გამოვიდეს რამე მამა.
-დაგეხმარები,მე მზად ვარ დაგეხმარო და მაგ სიბინძურიდან ამოგიყვანო.ხვალიდან მივხედავ მაგ საქმეს.
-ვიცოდი რომ გამიგებდი მამა.
-ჩემო პრონცესა როგორ დაგტანჯე,რატომ არ მითხარი,რატომ არ გამიმხილე.
-მემუქრებოდნენ,მცემდნენ.ნატამ მაისური გაიხადა და ტანზე დაჩენილი იარები მამას აჩვენა.მიშამ ხელის კანკალით შეეხო თოითოეულ ნაჭრილობებს და შემდეგ ატირებულმა სათითაოდ დაუკოცნა იარები შვილს.ნატას დიდი იმედი ჩაეღვარა გულში და იმ ღამით პირველად ორი წლის მანძილზე მშვიდად დაიძინა კოშმარების გარეშე.
-დილა მშვიდობის გიორგი.
-დილა მშვიდობის ძია თომა.
-გუშინდელმა დღემ დაძაბულად,მაგრამ საინტერესოდ ჩაიარა.
-მე მეტს ველოდი გუშინდელი დღიდან.
-რატომ? გაუკვირდა ბატონ თომას
-იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი მისი შესაძლებლობების შესახებ.
-კარგი ვიცი მეტს რომ ელოდი,მაგრამ მაინც წინ ხარ შენს საქმეში და ამ ყველაფერს მარტომ მიაღწიე,ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი გიორგი.
-მეტი მინდა,მეტი და ის რაც ჩავიფიქრე,აუცილებლად გავაკეთებ.თომას ჩაეცინა მოწონების ნიშნად,მაგრამ არ დაანახა გიორგის მისი კმაყოფილი სახე და სულ სხვა თემაზე გაუბა საუბარი.
-გიორგი დღეს ჯემალი უნდა გავუშვათ სამსახურიდან.
-ჯემალი? რატომ,ის ხომ საუკეთესო თანამშრომელია.გაუკვირდა გიორგის თომას  მოთხოვნა.
-არა,შენ ვერ გამიგე შვილო.ჯემალი მხოლოდ დღეს უნდა გავანთავისუფლოთ,მეუღლე დააწვინა საავადმყოფოში მგონი ტყუპებს ელოდებიან ქორწინებიდან 18 წლის ლოდინის შემდეგ.
-არ ვიცოდი,ეს ხომ დიდი ბედნიერებაა.თუ რამე კომპანიის სახელით დაეხმარეთ და გაუკეთეთ საჩუქარი ახალშობილებს.აქ თუ არის ჯერ,დაუძახეთ შემოვიდეს ჩემთან.მალე ფრთხილი კაკუნი გაიგონა კარებზე და ფეხზე წამოდგა,წინ შეეგება ტყუპების მამას და ღიმილით მიულოცა.
-იმედია ავღნიშნავთ პატარების დაბადებას ბატონო ჯემალ.
-ჯერ მშვიდობით დასრულდეს ყველაფერი უფროსო და შემდეგ გპირდები ერთი კვირა ვიქეიფოთ.გიორგიმ ჯიბიდან საფულე ამოიღო და რამდენიმე 50-ათ ლარიანი ჩაუდო ხელში ჯემალს.
-არ შემიძლია დღეს მოგაკითხოთ საავადმყოფოში,მაგრამ დამპირდით,რომ თუ რამე დაგჭირდებათ დაუფიქრებლად მირეკავთ.
-არ მინდა შეგაწუხოთ უფროსო.
-მე არ შევწუხდები,პირიქით გამახარებთ და მინდა ყველა ვინც ჩემთან მუშაობს თავისუფლად იყოს ჩემთან,მეც ხომ ჩვეულებრივი თქვენსავით უბრალო ადამიანი ვარ.ამ თანხით კი პირველი საჩუქარი უყიდეთ პატარებს,მეც მოვიცლი როგორმე და ამ დღეებში მეც გინახულებთ.
-მადლობა,დიდი მადლობა უფროსო.
-დღეს ხუთშაბათია,ორშაბათანდე განთავისუფლებ მიხედე მეუღლეს და ოჯახს.
-არ ვიცი როგორ გადაგიხადო ეს სიკეთე.
-გადამიხდი,თქვენი ერთგულებით და დაუღალავი შრომით.რადგან აქ ხარ,მინდა შეგეკითხო.ბატონო ჯემალ მინდა კიდევ ორი-სამი სათბური დავდგა და მინდა თქვენ იყოთ ხელმძღვანელი ამ ყველაფრის.რა თქმა უნდა ხელფასის მომატებით,რადგან თქვენ მართლა სანდო პირი ხართ.
-კარგი აზრია,მე ყველაფერს გავაკეთებ რაც ჩემზეა დამოკიდებული.
-ვიცი და მეც დიდი იმედი მაქვს,რომ ერთმანეთის გვერდით დგომით ყველაფერი გამოგვივა.აბა, ორშაბათამდე აქ არ დაგინახოთ მოსული.
-მადლობა,გიორგი ოქროს გული გაქვს და ფრთხილად იყავი არ გატკინონ ისე ძალიან,რომ ის ნაწილებად დაიმსხვრეს.
-გავუფრთხილდები,მაგრამ იმ ხალხს როგორ გავუფრთხილდე ვინც არ იცის სიყვარულის ფასი.
-მაგას,თავად გული გეტყვის გიორგი გული.ჯემალი წავიდა,თომამ შეხედა გიორგის და ეტყობოდა რომ რაღაცის თქმა უნდოდა,მაგრამ ვერ გაებედა.გიორგიმ მიუხვდა და თავაუღებლად უთხრა.
-გისმენ,თქვი რა გინდა რომ მითხრა.მაინტერესებს ისე როდის მერე გახდი მორცხვი,რომ გრცხვენია და ვერ ამბობ სათქმელს?
-შეამჩნიე,რომ ეს დღეები მიშა მიმინოშვილი არ გამოჩენილა ჩვენს სიახლოვეს?
-დამასწარი,ჩემს გულში ზიხარ. მეც სწორედ ახლა მინდოდა მეკითხა,სად არის?
-როგორც გავიგე,პრობლემები აქვსო.
-რა პრობლემები,შემიძლია დავეხმარო?
-ვიცი შენი კეთილი გულის ამბავი,რომ უკან არ დაიხევ დახმარებაზე,მაგრამ მე ერთ რჩევას მოგცემ.გიორგი თავი შორს დაიჭირე მისგან და მისი ოჯახისგან.
-რატომ,რა ხდება არ შეიძლება გასარკვევად ამიხსნა?
-როგორც გავიგე სიძედ უნდებხარ,უნდა რომ ქალიშვილი მოგათხოვის.
-ეს როგორ,რა ბიზნეს გარიგებაა თუ გასაყიდია და ვიყიდი.შენ ყველაფერი იცი და მითხარი,მინდა ვიცოდე რა ხდება.
-გავიგე,რომ მისი გაუმაძღრობის გამო ძალიან ბევრი მტერი ჰყავს და ემუქრებიან შვილით და უნდა ნატა საიმედო ხელში ჰყავდეს.
-გამოდის,რომ სერიოზულად არის საქმე.
-კი და ძალიან სერიოზულად.
-არ ამბობ თომა ძია ბოლომდე სათქმელს.მაგრამ სიმართლე გითხრა ნატა ყოველთვის მომწონდა,მაგრამ მისი ცოლად მოყვანა არასოდეს მიფიქრია.
-გიორგი საქმე ძალიან ჩახლართულია.
-მოიცა,მე ასე ვიცი რომ ნატას საქმრო ჰყავს,ვიღაც სერგეი.
-მეც მასე ვიცი,მაგრამ მას მხოლოდ ქონება უნდა მაგათი და თვით ნატა არა.
-თუ ნატას სიცოცხლეს მიშას გამო პრობლემები უნდა შეექმნეს,მე თანახმა ვარ ძია თომა მის შემოთავაზებაზე.კარგად მიცნობ და იცი ისიც,რომ არ მიყვარს ადამიანის გრძნონებზე თამაში,იქნებ მოწონება მერე და მერე სიყვარულშიც კი გადაიზარდოს.თუმცა ვერ ავუვლი გვერდს იმას,რომ ძალიან მაღიზიანებს მისი ამპარტავნობა.
-მე ვერაფერს ვერ გეტყვი,მხოლოდ ერთის გარდა,კარგად დაფიქრდი და არ ინანო შენი გადადგმული ნაბიჯი.ეს საუბარი ჩვენში დარჩეს,მიშა თავად გეტყვის მაგრამ მე მინდოდა ზოგადად გცოდნოდა საქმის არსი.
-კარგი,ისე მოვიქცევი რომ მე თითქოს არაფერი არ ვიცი.დღეც დასრულდა და მთელი დღის დაღლილი გიორგი უკვე წასვლას აპირებდა,რომ ტელეფონმა დაურეკა და წარბაწეულმა უპასუხა.
-გისმენთ ბატონო მიშა.
-გიორგი სახლში წასვლისას,ჩემთან გამოიარე.
-თქვენს კაბინეტში ხართ?
-არა შვილო,ჩემთან მოდი სახლში.
-ხომ კარგად ხართ,რამე აუცილებელია?
-მინდა დაგელაპარაკოთ გიორგი და აქ უკეთესია.
-კარგი,რამდენიმე წუთში გამოვალ კომპანიიდან და თქვენთან წამოვალ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 345 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 3.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar