სუროგატი დედა.თავი 10.
27.08.2018, 00:34
ზაზა დაფიქრდა და მიხვდა,რომ სასწრაფოზე ლოდინი საფრთხეს შეუქმნიდა მარიტას სიცოცხლეს ამიტომ არც დაფიქრებულა დაიხარა ხელში უნდა აეყვანა,რომ ალექსანდრეც გიჟივით შემოვარდა სახლში და ისიც ადგილზე გაშეშდა,გამწარდა თვალები ცრემლით აევსო და ტირილნარევი ხმით თქვა.
-ღმერთო,ვერ მოგისწარი ჩემო პატარავ, დამაგვიანდა.თქვა და ზაზას შეხედა.
-ალექსანდრე დრო არ გვაქვს ბევრი,მარიტას ექიმს დაურეკე და ჩემს კლინიკაში მოვიდეს.ალექსანდრემ აკანკალებული ხელით მელანოს დაურეკა და ტირილით უთხრა რაც მოხდა.
-არ შეეხოთ,ალექსანდრე ახლავეს გამოვდივარ სასწრაფოთი.სადღაც 10წ-ში მოვიდა გაფითრებული მელანო და ჯერ ადგილზევე გასინჯა და შემდეგ თქვა.
-მაინც მოგვასწრო იმ ალქაჯმა,მაგრამ ნუ გეშინიათ ცოცხალია ახლა კი ვეცადო პატარაც გადავარჩინოთ..
-ბავშვს გადავარჩენთ? მელანო მითხარი რომ ორივე გადარჩება.
-ალექსანდრე ყველაფერს ვიღონებ,რომ მან გამარჯვების ღიმილი არ აიკრას სახეზე,ახლა კი მომეხმარე მარიტას ბევრი სისხლი აქვს დაღვრილი და სასწრაფოდ ვიზრუნოთ ყველამ სისხლზე.
-ბიჭებო გადაურეკეთ ყველას და სისხლი დაგვჭირდება.უთხრა ბიჭებს ზაზამ.
-რომელი ჯგუფის ლექტორო.უთხრა ზაზას ერთ-ერთმა სტუდენტმა.
-მარიტას მესამე ჯგუფის უარყოფითი სისხლი აქვს ,რაც ძალიან იშვიათი არის და გაგვიძნელდება სისხლის მოპოვება.თქვენ,თქვენ შეგიძლიათ მოახერხოთ ეს?
-მოვახერხებთ,სტუდენტებში ვიღაცაც იქნება აუცილებლად ამ ჯგუფის.ახლა კი ჩემს კლინიკაში წავიყვანოთ ახლოსაა და დროს მოვიგებთ.
-თქვენს კლინიკაში?
-დიახ,მე მარიტას ლექტორი ვარ,ქირურგი-გინეკოლოგი და ახლოსაა კლინიკა.
-კარგი,გავედით.ალექსანდრე ჯორჯს შეატყობინე.
-ვურეკავ და არ მპასუხობს,ნახავს ნარეკებს და თავად გადმორეკავს.ნატა ურეკავდა და ურეკავდა ჯორჯს და როგორც იქნა უპასუხა.
-სად ხარ,ვინერვიულე მალე მოხვალ? მინდა ერთად ვისადილოთ.
-ნატა სერიოზული პრობლემები მაქვს,არ შემიძლია მოვიდე.უთხრა და გაუთიშა.მარიტას ნარეკები ნახა და გადაურეკა,ჩაეცინა გათიშული რომ ჰქონდა,იფიქრა გამიბრაზდაო და შემდეგ ალექსანდრეს დაურეკა და გიჟივით გავარდა ოფისიდან,თვალებში კი ცრემლის გუბეები ედგა.
-რატომ დაირღვა,შენი გულის მშვიდად ცემა.ღმერთო,ეს რა ელვა დამატყდა დღეს თვზე რომელმაც ყველაფერს აუარა და გულიც კი გადაკვეთა.ავტომატის ჯერი მომიშვირე და ერთიანად დაცხრილე გული,მომკალი და გამანადგურე მარიტა.
-შენ რა დამაჯერებ,რომ მართლა შეყვარებული ხარ შენს ქმარზე? მოესმა ნატას საზარელი ხმა და შეშინებულმა შებრუნდა საიდანაც ხმა მოდიოდა.სიბნელეს მიაჩერდა გაკვირვებულმა და გაბრაზებულმა უთხრა.
-როგორ შემოხვედი სახლში ან რატომ მოდი.
-დავიჯერო არ მოგენატრე? ნუთუ დაგავიწყდი,გინდა შეგახსენო რა არის ნამდვილი ნეტარება? სიყვარულს ხომ უყვარს ლეგენდების შექმნა,არ გინდა ჩვენი ლეგენდა შევქმნათ? თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორიები,ყველასთვის სანატრელი ურთიერთობების ჯადოსნური კადრები,რომელიც ვიცი რომ არადროს არ გქონია შენს ქმართან.
-წადი,გიორგი დაბრუნდება და წადი.
-ხახახახაააა,გიორგი დაბრუნდება? გიორგი ახლა დარწმუნებული ვარ საავადმყოფოშია და კედელთან ჩაცუქული ღვრის ცრემლებს.
-რატომ? გაიკვიორვა ნატამ ვითომ არაფერი არ იცოდა.
-რა, რატომ ნატა.რა გააკეთე დღეს, შენ ხვდები რომ განზრახ მკვლელობით დაგიჭერენ?
-შენ,შენ რა იცი მე რა გავაკეთე.არაფერიც არ გამიკეთებია.
-ვერ იტანდი იმ გოგოს,მაგრამ ნუთუ ასეთი გულცივი ხარ ბავშვი გაიმეტე სასიკვდილოდ?
-არა,არაფერი ჩამიდენია.
-დამშვიდდი,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება,თუ საღამოს იმავე ბარში მოხვალ.სერგეი ნატას მიუახლოვდა და ხელზე დაუსვა ხელი,ჩამწყდარი ხმით კი უთხრა.-მომენმატრე,ძალიან მომენატრე ნატა.
-არა,აქ არ უნდა იყო.აქ არავინ არ უნდა დაგინახოს წადი,წადი ახლავეს წადი.
-გეგონა მთელი ეს ოთხი წელი ძალიან შორს ვიყავი შენგან,არა ძვირფასო.ძალიან ახლოს ვიყავი,შენი ყველა ნაბიჯი ვიცი,მაგრამ მე არ ვტოვებდი შენსავეთ კვალს არსად.მაშ ასე,საღამოს იმავე ბარში.სერგეი წავიდა და ნატა შეშინებული,აკანკალებული იდგა და ცრემლები თავისთავად სცვიოდა.მიხვდა,რომ მისი ბედნიერი წლები ჰაერში გაიფანტა და საპნის ბუშტივით გაქრა.ჯორჯი გიჟივით შევარდა საავადმყოფოში და ალექსანდრეს მივარდა.
-როგორ არის,რა მოხდა.
-დაწყნარდი,რა მოხდა მერე გავარჩიოთ ახლა ვილოცოთ ყველაფერი კარგად დასრულდეს.ფერდაკარგული ზაზა გამოვიდა საოპერაციოდან სისხლში ამოსვრილი და ჯორჯს უყვირა.
-სისხლი,სისხლი გვჭირდება.ორივეს დავკარგავთ თუ სისხლი დროზე არ მივაწოდეთ.
-რომელი ჯგუფის სისხლი ჭირდება.ისევ იკითხა ალექსანდრემ.
-მესამე რეზუს უარყოფითი,რაც ძალიან რთული და იშვიათი სისხლია.
-მე,მე მაქვს მაგ ჯგუფის სისხლი,მე გადავუსხამ.თქვა ალექსანდრემ და არც დაფიქრებულა იმ წუთში მასთან მისული მელანომ ხელი ჩაავლო და საოპერაციოში შეიყვანა.ალექსანდრეს გულის რევის შეგრძნება დაეუფლა,ირგვლივ სისხლში ამოსვრილი ექიმები რომ დაინახა,მაგრამ თავი შეიკავა და მარიტას შეხედა.
-ყველაფერი კარგად იქნება პატარავ.
-ალექსანდრე რამდენი.მოესმა მელანოს ხმა.
-რამდენიც შეიძლება მელანო.თქვა მტკიცედ.ცოტა ხანში კი ალექსანდრეს ზაზას ხმა მოესმა.
-წნევა დარეგულირდა,შესაძლებელია საკეისრო გავაკეთოთ.მელანომ რამდენიმე წუთში ალექსანდრე წამოაყენა,გარეთ გაიყვანა დააჯინა და ქრისტის თხოვა.
-ფორთოხლის წვენი,ყავა და რამე მარილიანი მოუტანე რომ შეჭამოს,შოკოლადიც წამოუღე.
-დღეს უნდა გავსუქდე მელანო?
-ხმას ნუ იღებ,უნდა წამოწვე აუცილებლად.ექთანს ჩააბარა,თავად ჯორჯს მიუბრუნდა და უთხრა.
-ჯორჯ ვიცი რა რთულ სიტუაციაში ხარ,მაგრამ არც ჩვენ ვართ ნაკლებად რთულ მდგომარეობაში.პაციენტი ჩვენს ხელშია და თუ საკეისრო არ გავაკეთეთ პატარას დავკარგავთ.
-ჯორჯ გამაგრდი,უნდა ვიმოქმედოთ რომ ორივე გადავარჩინოთ,მხოლოდ შენი თანხმობა გვჭირდება.
-მელანო,ზაზა გააკეთეთ რაც კი შესაძლებელია,მაგრამ ჯერ ხომ ადრეა,ის ძალიან პატარაა გაუძლებს?
-გაუძლებს,პატარა 7 თვისაა ჯორჯ.
-ეს როგორ,მე ვიცი რომ ექვსი თვის არის.
-დაგავიწყდა რომ ახლო ურთიერთობა გქონდა მასთან? ჯორჯ ეს არ არის ჩასახვით გაჩენილი ბავშვი,ეს პატარა შენი და მარიტას შვილია.ახლა არ მაქვს დრო,ყველაფერი კარგად დასრულდეს და დაგელაპარაკები.გაოგნებული იდგა ალექსანდრე და ჯორჯიც,მხოლოდ ქრისტი იდგა თვალცრემლიანი და გულში ლოცულობდა მარიტას გადარჩენას.ჯორჯმა ქრისტის შეხედა და უთხრა.
-შენ იცოდი,შენ იცოდი ხომ სიმართლე.
-ჯორჯ ასე იმიტომ გააკეთა მარიტამ რომ თავი აერიდებინა ნატასგან მაგრამ როგორც ხედავ,მაინც ვერ შეძლო გაქცეოდა მას შორს.
-რას გულისხმობ,ამ ყველაფერში ნატას ხელი ურევვია?
-რა გიკვირს,რა დაიხევდა უკან? აი წაიკითხე შეტყობინება გამომიგზავნა რომ ვნახე შიშმა ამიტანა,გავიქეცი მაგრამ ზაზამ მიმასწრო,ვერც მან ვერ მიუსწრო,მარიტა უგრძნობ მდგომარეობაში დაგვხვდა სისხლის გუბეში.
-მარიტას ან ბავშვს რომ რამე დაემართოს,გეფიცები მოვკლავ.ტელეფონზე დაურეკა ნატას მაგრამ ტელეფონი გათიშული იყო,ნატა ამ დროს უკვე მისთვის ნაცნობ ბარში იჯდა და კოქტეილს სვამდა.
-მოხვედი,სიმართლე გითხრა არ მეგონა დამიჯერებდი,მაგრამ რადგან მოხვედი იმედია ეს ადგილი შენი წარსული წლების ლამაზ დღეებს გაგახსენებს.
-რა გინდა,რისთვის მომიყვანე აქ.
-არ მითხრა რომ არ მოგენატრე, ნატა მაწყენინებ.
-სერგეი არ მინდა ვინმემ დაგვინახოს,თქვი რისთვის მომიყვანე აქ და წავალ.სათამაშოდ არ მცალია.
-ვიცი,წინ დიდი სირთულეები გელის.
-მაგდენი უნდა გაგეგო მგონი ამდენი ხანი,რომ შენი არსებობა ჩემს ცხოვრებაში დასრულდა ოთხი წლის წინ.
-მხოლოდ ერთი ღამე.
-არა,არც ერთი ღამე და არც ერთი ლარი,გიორგიმ გაიგო ფულის შესახებ.
-ნატა მე როცა ვამბობ რამეს ვასრულებ და როცა მინდა რაღაც მივიღო ვღებულობ,მხოლოდ ერთი ღამე და ხვალ დილით გავქრები,შორს მივდივარ და გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,როგორც აქამდე.
-არ ვარ დარწმუნებული.
-იმიტომ,რომ ამჯერად ძალიან ღრმად შეტოპე.ნატა ეს საქმე არ ჩაივლის ადვილად როგორც სხვა შენი ბინძური საქმეები,რატომ მოექეცი გიორგის ასე ცუდად,რატომ გაუკეთე ცუდი. დავიჯერო ნუთუ დაგავიწყდა,რომ მასთან დიდ ვალში ხარ ამ ყველაფერს რომ გაგარიდა,იცი რომ აქამდე ვერ იცოცხლებდი? შენ იცი რა გაუკეთე? დედის სხეულშივე მოუკალი ის ვინც ძალიან ახარებდა.უმადური ადამიანი ხარ ნატა და თან უსარგებლო.შენ მხოლოდ ერთი ღამის ქალი ხარ და მეტი არაფერი,ეგოისტი ხარ.
-წავედი,არ შემიძლია შენი მოსმენა.
-დაჯექი,არ მითქვამს წადითქო.გითხარი ერთი ღამეთქო და ამ ერთ ღამეს ერთად გავატარებთ,რადგან უნდა გავიხსენოთ ის გიჟური და ვნებით სავსე ღამეები,დარწმუნებული ვარ მონატრებული გაქვს და აი,მეც აქ ვარ.
-სწორედ იმ წლების გახსენება არ მინდა,უნდა წავიდე.
-ნუ ხარ ცივი,მაჩვენებ თავს ცივად არადა კარგად მახსოვს შენი სხეულის თითოეული ნაკვთი
-იუმორი დაგიხვეწია,სურვილი არ მაქვს შენთან ყოფნის.სერგეი არ ელოდა ნატასგან ასეთ ცივ შეხვედრას და რადგან ნებით ვერ მიიღო მისთვის სასურველი პასუხი,ისევ ძალა იხმარა მასზე
-შენ მოგწონს ძალადობა როგორც შეგატყვე გსიამოვნებს ასეთი უხეში მოქცევა და აი მიიღე ის რაც ასე ძალიან გინდა.როგორც ჩანს ვერ მოგარჯულა შენმა ქმარმა,ეს არაფერია მე მოგარჯულებ.მთელი ღამის განმავლობაში ურეკავდა ჯორჯი ნატას მაგრამ ვერა და ვერ იპოვა,ვერ გაიგო მისი ადგილსამყოფელი.როგორც იქნა დამშვიდებული სახით გამოვიდა საოპერაციოდან მელანო და ზაზა და ღიმილით შეხედეს ჯორჯს.
-კარგად არიან,ორივე გადავარჩინეთ მაგრამ ჯერ ვერ ნახავთ.ჯორჯმა ჩაახველა და მელანოს უთხრა.
-მგონი ჩვენ სალაპარაკო გვაქვს.
-ჩემს კაბინეტში წავიდეთ,იქ მშვიდად შევძლებთ ვისაუბროთ.უთხრა ზაზამ ჯორჯს და უხმოდ მივიდა ყველამ ზაზას კაბინეტამდე.კაბინეტში შევიდნენ თუ არა,მელანომ ერთი ჭიქა წყალი სულმოუთქმელად დალია,ყელი ჩაიწმინდა ჯორჯს შეხედა.
-ნუ წელავ დროს,მელანო გისმენ.მელანო ჩუმად იყო,მაგრამ ზაზამ უთხრა.
-მაშ ასე,ჯორჯ რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოს ეს მარიტამ იმისთვის გააკეთა,რომ ნატასგან თავი დაეცვა.
-როდესაც ჩასახვის ანალიზზე მოხვედით და უნდა გაგვეკეთებინა და ორი თვე უნდა დავლოდებოდით,გახსოვს?შეეკითხა მელანომ.
-კი მახსოვს,ერთად ვიყავით მოსული.
-ჰოდა, მაშინ მარიტა უკვე ფეხმძიმედ იყო.მე როცა გაოცებულმა შევხედე მიმიხვდა ჩემი გაოცების მიზეზს და კატეგორიულად ამიკრძალა სიმართლის თქმა,არ გაგიმხილა ჯორჯ რომ ის უკვე ორსულად იყო შენგან.ჯორჯ ეს არ არის სინჯარის ბავშვი,ეს თქვენი ორივეს შვილია რადგან მარიტა ბუნებრივად დაორსულდა,მარიტა ბავშვის ნამდვილი დედაა,დაივიწყე სუროგატი დედა,ის აღარ არსებობს და კარგად მიხვდი იმასაც ალბად,რომ ის ამ ბავშვს არ დათმობს,მაგრამ ეს თქვენ უნდა მოილაპარაკოთ,რას როგორ გადაწყვეტთ.
-გასაგებია ყველაფერი.თქვა ჯორჯმა.
-არ ამბობ დარწმუნებულად და შენ შეგიძლია დნმ-ის ანალიზი გააკეთო.
-არა,არა,დარწმუნებული ვარ მჯერა,ჩემი ტვინი მხოლოდ სულ სხვაგან არის,ზაზა გთხოვ შემიშვი ცოტა ხნით,იგრძნოს რომ აქ ვარ.ისეთი სევდიანი თვალებით შეხედა ზაზას ვერ გაუძლო იმ თვალებს ვერც მელანომ და ვერც ზაზამ და ექთანს დაუძახა.
-თინიკო შეუშვი მხოლოდ სამი წუთით და არცერთი წამით ზედმეტად არ გააჩერო პაციენტთან.უთხრა ზაზამ ექთანს და ჯორჯის დაბღვერილ სახეს თვალი აარიდა.ექთანმა კარებთან დადგა და თავად ფრთხილი ნაბიჯებით მიუახლოვდა მარიტას საწოლს და ჩურჩულით უთხრა.
-თურმე უშენოდ ღიმილიც კი რა ძნელია,ახლა აქ ვდგევარ და თვალებზე მომდგარ ცრემლებს ჩუმად, უხმოდ ვყლაპავ. სუნთაქვაც მეძნელება თავისუფლად როცა შენ აქ წევხარ,მარიტა გული და გონებაც გაღმერთებს არ გაბედო და არ მიმატოვო,მე თქვენ ორივე სიგიჟემდე მიყვარხართ. შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე,არ დამტოვო,შენ ყველაზე ძვირფასი ხარ ვინც კი გამაჩნია ჩემს ცხოვრებაში.იბრძოლე ჩემო სიყვარულო და მეც მომეცი ბრძოლისთვის ძალა,უშენოდ არაფერი ვარ.გპირდები,ჩვენ ერთად გავზრდით ჩვენს შვილს,მიყვარხარ მარიტა.მარიტამ თითქოს იგრძნო მის სიახლოვეს ჯორჯის არსებობა და თვალებიდან ცრემლიც კი ჩამოუგორდა,საფეთქელზე გაიარა და თმებში ჩაიმალა.-გაივლის,ყველაფერი გაივლის და უკან დარჩება ეს ტკივილიც.არავის მივცემ უფლებას ცუდად შეგეხოს და ვინც კი გაბედა და შეგეხო ის მწარედ გადაიხდის.წამოდგა,ფრთხილი კოცნა დაუტოვა გაფითრებულ ბაგეებზე და კბილების ღრჭიალით დატოვა პალატა,გვერდი აუარა ალექსანდრეს და მელანოს და ისეთი სისწრაფით ჩაირბინა კიბეები ალექსანდრე დაედევნა,მაგრამ გარეთ გასულს უკვე თვალიც ვერ მოკრა ჯორჯს.არც მანქანა იდგა იქ და არც თავად ჩანდა არსად.ჯორჯი კი მიდიოდა,ცრემლებს იწმენდდა და ისე მიიწევდა წინ,ნაცნობ ბარში შევიდა და დაინახა ნატა გათიშული იჯდა,მივიდა და წინ დაუჯდა.
-როგორ მიპოვე?
-არ იყო ძნელი შენი მოძებნა და ვფიქრობ,იქნებ არც იყო საჭირო რომ მომეძებნე?
-ჰოდა წადი გიორგი შენი ადგილი აქ არ არის,ჩემი კი.
-რაო ნატა ძველი ცხოვრება მოგენატრა,ვეღარ გაუძელი მონატრებას და მოაკითხე ნაცნობ გარემოს?.
-აქ რისთვის მოხვედი.ურეაქციოდ საუბრობდა ნატამ.
-შენ გეძებ,საავადმყოფოდან მოვდივარ.
-თვალები გაქვს ჩაწითლებული,ვინმე ახლობელი მოკვდა?
-არა,არ მომკვდარა,შენმა გეგმამ არ გაამართლა და უნდა გაუწყო რომ მარიტა და ბავშვი გადარჩა.ისინი კარგად იქნებიან,მაგრამ შენ კი ამ წუმპეში ჩაიძირები და ვეღარავინი ვეღარ გადაგარჩენს.შენი ნივთები მოაგროვე სადაც გაქვს და სახლში წამოდი.
-ვერ გავიგე,შენ რა მე მიბრძანებ? არსადაც არ მოვდივარ,ჩემი ადგილი აქ არის და მეც აქ ვიქნები.
-რა საქმე გაქვს ნატა შენ ამ ბარში.ჯორჯს მაინც შეეცოდა უკვე ყელამდე წუმპეში ჩაძირული ნატა და სინანულის სავსე თვალებით უცქერდა.არ უყვარდა,მაგრამ ენანებოდა ასეთი ახალგაზრდა ასე რომ იღუპავდა თავის თავს.
-აქ მაქვს საქმე და არა სხვაგან,გიორგი წადი და ჩემგან თავისუფალი ხარ.
-ბააა,ასე ადვილად თმობ შენს ადგილს? დაგიჯერე კი როგორ არა.
-აღარაა ბრძოლა საჭირო.
-რატომ დანებდი ასე ადვილად,შენ ხომ წაგებას არ ხარ ჩვეული.
-აღარაა ბრძოლა საჭირო,ვხედავ რომ ბრძოლას აზრი არ აქვს.წადი,გულით გეუბნები რომ წადი.ჯორჯმა წავიდა და ნატამ ცრემლით სავსე თვალებით გააცილა.ყოველ დღე საავადმყოფოში იყო,წვერიც მოეზარდა და მარიტამ როცა თვალი გაახილა პირველად ჯორჯის ჩაცვენილი თვალები შეამჩნია და გაიფიქრა, ,,როგორ გამხდარა ამ რამდენიმე დღეში''.ჯორჯმა იგრძნო დაჟინებული მზერა და მარიტას შეხედა,მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა ახლოს მივიდა ხელზე ხელი მოუჭირა და უთხრა.
-ამიერიდან ვერავინი ვერ შეძლებს ჩვენს დაშორებას
-ნატა? იკითხა გაოცებულმა მარიტამ სუსტად.
-ნატა გავიდა თამაშიდან,რა თქმა უნდა არ მომწონს მისი ასე წყნარად წასვლა,მაგრამ ყველაფერი კონტროლის ქვეშ იქნება.
-ის ყოველთვოს მაშინ ჩნდება,როცა ძლიერია,როცა მე მარტო ვარ.ჯორჯ შეეშვი ნატას ბავშვი როგორაა.
-ყველაფერი კარგადაა,რომ მოკეთდები შემოგიყვანენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ,ამიტომ ვიკავებ თავს და არ გეჩხუბები მაგრამ იცოდე ვერ დამიძვრები ხელიდან.
-ეს რომ ნატას სცოდნოდა,უფრო ადრე ჩაიდენდა სიცუდეს და ბავშვს დავკარგავდით,ახლა კი 7 თვიანია,მაგრამ გადავარჩინეთ.
-რა იფიქრე სულელო რომ დამიფარე და ისე მელაპარაკებოდი მეგონა რომ ეს ბავშვი არ გიყვარდა,რადგან ჩემთან უნდა დაგეტოვა.
-მქონდა გადაწყვეტილი,რომ ყველაფერი მეთქვა.გეფიცები მინდოდა თქმა.რამოდენიმე დღეში მოიკეთა მარიტამ და ყველა იქ იყო,ექთანმა ზაზას ანალიზის პასუხები რომ შემოუტანა და ჯერ გაოცებულმა დააცქერდა,შემდეგ მარიტას და ალექსანდრეს შეხედა და ისევ ქაღალდს დააცქერდა.
-ზაზა რა მოხდა.შეეკითხა ჯორჯმა.
-მოიცადე,მოიცადე მეც მოვიდე აზრზე.თავზე გადაისვა ხელი და ალექსანდრეს შეხედა.
-როდისმე დაფიქრებულხარ რატომ გაქვს მარიტასთან ასეთი ახლო ურთიერთობა,რატომ მიიღე ის ასე ახლოს და რატომ შეგტკივა შენ ის?
-არ ვიცი,მეგობრები ვართ,რომ გითხრა დედმამიშვილი არ მყავს და იმიტომთქო ტყუილი იქნება მეექვსე შვილი ვარ ოჯახში.
-ალექსანდრე თქვენ მეგობრები არ ხართ.
-აბა? აბა რა ვართ.გაუკვირდა ალექსანდრეს.
-თქვენ და-ძმა ხართ.ალექსანდრემ მარიტას შეხედა და შემდეგ ზაზას.
-გეშლება ზაზა ის ხომ გაბუნიაა და მე ბერიძე ვარ.
-ალექსანდრე ვიცი ეს ასე მოულოდნელი რამ არ შეიძლება ასე უეცრად გააცნობიერო,მაგრამ დნმ-ის ანალიზი თქვენს დედმამიშვილობას ადასტურებს.ჯორჯმა ქაღალდი გამორთვა და თავადაც გადაამოწმა,ალექსანდრეს თავი დაუქნია და ხუმრობით უთხრა.
-ეს რა გამოდის შენ ჩემი ცოლის ძმა უნდა იყო?
-ესღა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის, ჯერ კიდევ გასარკვევიაეს ყველაფერი,მაგრამ მართლა ვერ გავიაზრე ეს რა გამოდის მარიტა ჩემმა მშობლებმა გასცეს? რატომ,ეს თუ მართალია რატომ გააკეთეს ეს.უნდა წავიდე და ყველაფერი გავარკვიო.კარებში გადიოდა,რომ მარიტას შეხედა,მივიდა შუბლზე აკოცა და უთხრა.
-არ იფიქრო მეწყინა ეს ამბავი,პირიქით ძალიან გამეხარდა,მაგრამ ისეთი მოულოდნელი იყო ჯერ კარგად უნდა გავარკვიო,დავაზუსტო და შემდეგ გემრიელად გაკოცო თუ ყველაფერი ისეა როგორც ზაზა ამბობს..
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 205 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0
avatar