სუროგატი დედა.თavi 11 (დასასრული)
28.08.2018, 19:34
მთელი გზა ფიქრობდა ალექსანდრე და არეული,ნარევიულები სახით მივიდა მშობლიურ სახლში სადაც გაიგებდა მხოლოდ სიმართლეს.ყველა იქ იყო ოჯახის წევრები,მშობლებს შეხედა
-ალექსანდრე მოვიდა.თქვა უფროსმა ძმამ და ალექსანდრეს გადაეხვია.
-რა მოხდა ალექს რა შეშნებული სახე გაქვს,მშვიდობა გვაქვს? კითხა შუათანა ძმამ მაგრამ ალექსანდრემ ისევ უკვე ჭაღარა შერეულ მშობლებს შეხედა და ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-მამა,დედა კარგად ხართ?
-კარგად ვართ შვილო,რა ხდება რატომ ხარ ასეთი მოწყენილი.
-კარგია,კარგად რომ ხართ მე კი აი აქ დავჯდები თქვენს წინ და რაღაც უნდა ამიხსნათ.ნაირამ და ტარიელმა ერთმანეთს შეხედეს,ტარიელმა ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა..
-წამოდი ცალკე ვლაპარაკოთ.
-დაჯექი მამა,ცალკე არა ჩვენ აქ ვილაპარაკებთ ყველასთან ერთად.
-ალექს რა მოხდა,ასეთი შეშლილი სახე არასდროს არ გქონია.უთხრა ისევ უფროსმა ძმამ.
-აქამდე არც ის ვიცოდი,თუ ჩემი და სხვაგან ცხოვრობდა,სხვის ოჯახში და შემთხვევით გავიგებდი მისი არსებობის შესახებ.
-რააააა? ფეხზე წამოდგა ორი ერთნაირი გოგონა.
-დედა,მამა იოანემ გაგრძნობინათ პირველად თუ რას ნიშნავს შვილი და რამხელა დიდი გრძობაა როცა დედა ხდები.შემდეგ რომეო იყო,შემდეგ ნიკოლოზი,შემდეგ კი ორი ერთნაირი ლილე და ლალილა,ბოლოს კი მე და რაღა დააშავა ყველაზე პატარამ? ის სადაც გაიზარდა,მან იცის რომ ისინი არ არიან მისი ნამდვილი მშობლები,მათმა 15 წლის ასაკში სიმართლე უთხრეს და არც უცდია მას მოეძებნა მისი ბიოლოგიური დედა,რადგან ფიქრობდა რომ მშობლებს არ უყვარდათ,ამიტომ მიატოვეს და დასვეს სხვის კარზე.არ გიფიქრიათ როდისმე,რომ ერთ დღეს სიმართლეს გავიგებდით,ისიც თქვენს წინ დაჯდებოდა და ერთ კითხვას დაგისვამდათ მხოლოდ, ,,რატომ''? მას არ მოკლებია დედის და მამის სითბო,ის ღარიბ ოჯახში გაიზარდა,20 წლისაა დედა და ახლახანს თავადაც დედა გახდა.
-როგორ გაიგე.უთხრა ნაირამ ჩუმი,ძლივს გასაგონი ხმით.
-სისხლი ჭირდებოდა და გადავუსხი,მასაც ჩემსავით რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს.რომ არა ეს შემთხვევა,ალბად ვერასოდეს ვერ გავიგებდით რომ და მყავდა.ნაირამ თავზე შემოიწყო ორივე ხელები და დაიჩურჩულა.
-ღმერთო,ქეთევან და გუჯა ეს რა გააკეთეთ,ბავშვები როგორ დააშორე ერთმანეთს.ალექს შეხედა და უთხრა.
-კარგია,ძალიან კარგია რომ იპოვნე ალექს.
-ვისი? დედა აგვიხსნი რა ხდება.ფეხზე დადგა შვილები.
-დაჯექით,რამხელა იყო ის გოგონა რომ გაზარდა აღმზრდელმა მშობლებმა.
-5 თუ 6 თვის ყოფილა,ერთ წვიმიან დღეს უნახიათ შეხვეული მძინარე კარებთან და შვილად აუყვანიათ.ისინი თავად უშვილონი ყოფილან და მარიტას მეტი არავინი არ ყავთ.ვიცი გაგიჭირდება რასაც მოისმენ,მაგრამ დადგა ის წუთი რომ სიმართლე იცოდე.
-რა სიმართლე დედა.
-ალექსანდრე ის შენი და არის,მაგრამ ჩვენ არ ვართ შენი მშობლები.გაოგნებული იჯდა ალექსანდრე და ხან დედას უცქრდა და ხან მამას,შემდეგ ჩაეცინა და ასე სიცილით უითხრა ორივეს.
-რა თქვი? გინდათ ეს ტყუილი დავიჯერო?
-უნდა დაიჯერო,აქამდეც უნდა გცოდნოდა შვილო.ალექსანდრემ დაფიქრდა და შემდეგ თავისთვის თქვა.
-ვინ ვარ მე,საიდან მოვხვდი თქვენთან და სად არიან ჩემი მშობლები.
-ქეთევანი და გუჯა კარგი წყვილი იყვნენ, სტუდენტობიდან კარგი ურთიერთობა გვქონდა,დავმეგობრდით.როცა დავქორწინდით არ ვაგწყვიტეთ ურთიერთობა.ერთ საღამოს მოვიდნენ ჩვენთან და დიდი მორიდებით გვთხოვეს,რომ ოთხი წლის ალექსანდრე დაგვეტოვა რამდენიმე თვით.არ ვგითქვამ უარი,რადგან არ გაგიჭირდებოდა აქ გაჩერება ბავშვებთან ერთად,მართლი აღმოვჩნდი და მალე შეეჩვიე ბავშვებს,შენ მათ შორის ყველაზე პატარა იყავი.ყველა დედას რომ მეძახდა,ჯერ ყველას მოავლე თვალი და მერე შენც დედა დამიძახე.მაშინვე გავიფიქრე,რომ გამიჭირდებოდა შენი აქედან გაშვება და გულში ჩაგიკარი.დიდებმა პირველად იეჭვიანეს და ერთი ორჯერ ნიკოლოზმა წაგიჯიკავა,მაგრამ იოანე იდგა მკაცრად და მასთან ერთად ვერ გიბედავდა ვერაფერს,მაგრამ თუ დროს იხელთებდა და მარტო ჩაგიგდებდა ხელში,გცემდა და გატირებდა.გაეცინა ნაირას წარსულის გახსენებაზე.ყველას გაეცინა და ლალილამ მის გვერდში მჯდარ ძმას ხელი უჯიკა მსუბუქად.
-შემდეგ,შემდეგ რა მოხდა.
-ორი თვე არ იყო გასული,რომ თურქეთში საბერძნეთში მიმავალი ნავი ჩაიძირა ზღვაში და ისინიც იმ ნავში ისხდნენ,მათთან ერთად კი უამრავი ადამიანი იყო,მათ შორის ბავშვებიც.ეს ამბავი ტელევიზიით გავიგეთ და ტარიელი რა თქმა უნდა თურქეთში წავიდა,რომ დაზუსტებული ინფორმაცია გაეგო,დაღუპულთა შორის მათი სახელებიც აღმოჩნდა.მოგვიანებით ქეთის მოტანილი ჩანთა ამოვალაგე და შიგ წერილი ვნახე,სადაც ქეთევანი მთხოვდა შენზე მეზრუნა როგორც ჩემს შვილებზე რადგან ცუდს უგრძნობდა გული და არ იცოდა მომავალი მისი როგორი იქნებოდა.მაგრამ მეფიცებოდა რომ ერთ დღეს დაბრუნდებოდა.ასევე მწერდა,სადღაც დასავლეთის ერთ-ერთ სოფელში ახლობლის დახმარებით დატოვა პატარა გოგონა და იქნებ ოდესმე მომეძებნა.ალექსანდრე ვეძებეთ,გეფიცები ვეძებეთ მაგრამ ვერ ვიპოვეთ,ვერ მივაკვლიეთ მის ადგილსამყოფელს.არაფერი,არანაირი ინფორმაცია მასზე არ ვიცოდით.ასე მოხვდი ჩვენთან და შემდეგ ტარიელმა გადაწყვიტა ჩვენს გვარზე დაგვეწერე.ის ბინა სადაც შენ ცხოვრობ შენი მშობლებისაა,შენი სახლია სადაც შენ დაიბადე და ოთხი წელი იცხოვრე მათთან ერთად.ალექსანდრე დადუმებული იჯდა,შემდეგ ადგა ნაირას გვერდით დაჯდა ხელი მოხვია და გულში ჩაიკრა.
-მადლობა,მადლობა რომ ხელი არ მკარი.მადლობა,რომ ლუკმა გამიყავი და შენს შვილებში არ მარჩევდი.მადლობა,რომ შენი შვილების გვერდით ჩემთვის ადგილიც გამოყავი,მაპატიე.
-რა გაპატიო ალექსანდრე.
-მაპატიე,წეღარ რაც გითხარი.
-ეს მე უნდა გთხოვო პატიება,შენთვის ეს უფრო ადრე უნდა გვეთქვა,მაგრამ გაპატიებ თუ წამიყვან და იმ გოგონას მაჩვენებ.
-მარიტა,მარიტა ჰქვია.მარინა და ალექსანდრე ფეხზე წამოდგა და ყველა წამოდგა.
-ჩვენც მოვდივართ,ჩვენც გვინდა გავიცნოთ ჩვენი დიდი ოჯახის კიდევ ერთი წევრი.ალექსანდრემ ცრემლიანი თვალებით გადახედა ყველას და აკანკალებული ხმით,მაგრამ ბედნიერი ღიმილით თქვა.
-არ შემცდარა ჩემი მშობლები, როცა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს აქ დავეტოვებინე.მინდა სულ ასე ერთიანად მჭიდროდ შეკრული ვიყოთ.ექვსივე გადაეხვია ერთმანეთს და შემდეგ ორი მანქანით წავიდნენ მარიტას გასაცნობად.მარიტას ბავშვი შეუყვანა ექთანმა და აჭმევდა,ჯორჯი კი იქვე იდგა და ღიმილით უცქერდა ორივეს.უეცრად პალატის კარი გაიღო და დიდი უზარმაზარი თაიგული შემოვიდა იოანე პალატაში,შემდეგ კი ნელა-ნელა შემოყვა სხვები და ბოლოს შეხედა ალექსანდრეს გაღიმებულ სახეს.
-მარიტა,გაიცანი მოგიყვანე ჩვენი დიდი ოჯახი.დაიბნა მარიტა და ჯორჯს შეხედა,რომელიც ასევე გაოცებული უცქერდა ალექსანდრეს,ალექსანდრე კი მივიდა მარიტასთან და ბავშვს პატარა ხელებზე მოეფერა და იქვე მდგარ ნაირას ჩაუგორა ხელებში.
-ბებო გაიცანი შვილიშვილი.მარიტა ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა ყველას და თვალი გოგოებზე შეაჩერა.
-ტყუპები ხართ?
-ტყუპები ვართ.ღიმილით დაუბრუნა პასუხი გოგონებმა.
-მარიტა ახლა ყურადღებით მომისმინე.მე და შენ და-ძმა ვართ,გვყავს ერთი ბიოლოგიური მშობლები.მაგრამ ეს ოჯახია სადაც მე გავიზარდე,ესენია ჩემი შეძენილი დები და ძმები.
-როგორ,შენც სხვის კარზე დაგტოვეს?
-ნუ მიყურებ დაბნეული თვალებით,მეც მასე დამემართა პირველად რომ გავიგე,მაგრამ დედამ ამიხსნა რაც მოხდა და ახლა შენ მინდა აგიხსნა.ალექსანდრემ ყველაფერი აუხსნა და შემდეგ შეეკითხა.
-მე ყველაფერი გითხარი,ჩენი სურვილია ისევ ისე დარჩეს ყველაფერი,შენი შემომატებით და ვიყოთ ერთი დიდი და ბედნიერი ოჯახი,რას იზამ იქნები ჩვენთან ერთად?
-მეკითხები ალექსანდრე? რა თქმა უნდა მეც თქვენთან ერთად ვიქნები,მე ხომ აქამდე არავინ არ მყავდა.
-მაშ საჭიროა ერთი ბედნიერი საოჯახო ფოტოც.ჯორჯ შენ მარიტას გვერდით დაჯექი და ყველა გარშემო.ფოტო კი ზაზამ გადაიღო.
-ალექსანდრე მინდა დედა და მამა ..........
-ვიცი მარიტა რისი თქმაც გინდა,ზაზა წაგვიყვანს და მათაც აქ მოგიყვანთ,რა თქმა უნდა ავუხსნით ყველაფერს.
-ვერ ვბედავდი ხმამაღლა თქმას,მაგრამ ხშირად ჩემს თავს ვუსვამდი შეკითხვებს,თუ ვინ ვიყავი მე ამ ვეებერთელა სამყაროში და ვინ იყვნენ ჩემი მშობლები.მე კარგად ამღზარდეს,მაგრამ მაინც ვგრძნობდი დიდ დანაკლისს.როცა შენ გაგიცანი გული გრძნობდა რომ ჩვენ საერთო გვქონდა,ხშირად შენს თავში ჩემს თავს ვხედავდი ხან გაბრაზებისას,ხან სიცილისას,ხან დაფიქრებისას და ვამბობდი,რომ ეს დამთხვევა იყო და სხვა არაფერი.
-რა არის სისხლის ყივილი,მარიტა როგორც ,,სუროგატი დედა''ასე ავიყვანეთ და აღმოჩნდა მთელი ეს წელიწად ნახევარი ჩემს სახლში ჩემივე სულის,ხორცის და სხეულის ნაწილი მყოლია და ეს არცერთმა არ ვიცოდით.ტარიელი ზაზა და ალექსანდრე იმ დღესვე წავიდნენ სოფელში,უცხო სტუმრების დანახვამ გააკვირვა ინგა და ავთანდილი მაგრამ როცა მათი მისვლის მიზეზი გაიგეს,ხან იცინოდნენ და ხან ცრემლებად იღვრებოდნენ.უზარმაზარი სიხარული იყო იმ ღამით როცა საავადმყოფოდან გამოწერილ მარიტას სახლში ყველა დახვდა.რა თქმა უნდა ისევ ალექსანდრეს სახლში მივიდა,რადგან ჯერ ჯორჯს ნატასთან საბოლოოდ უნდა გაერკვია ყველაფერი.თითქოს ყველაფერი ჩაწყნარდა და ეს სიწყნარე არ მოსწონდა ბიჭებს.
-ალექსანდრე მეშინია,ნატას ასეთი სიწყნარეა სწორედ საშიში.
-არ დაგიმალავ და მეც მეშინია.უთხრა ალექსანდრემ მარიტას.მშვიდმა ცხოვრებამ მხოლოდ 5 თვეს გასტანა.5 თვე არ გამოჩენილა ნატა და გამოჩნდა სწორედ მაშინ როცა ისევ მარტო იყო სახლში.5 თვის გაბრიელი ეჭირა ხელში და ხალისიანად ჭყლოპინებდა,რომ მოულოდნელა თითქმის დავიწყებული ხმა შემოესმა.
-რა სასწაულის მომსწრე გავხდი,ეს რა სიხარული გვყოლია.მაგრამ მეზიზღება,რადგან ამ შენმა ნაბიჭ...ა წამართვა ჩემი ოჯახი და დროა გეტკინოს,დროა გადაიხადო ჩემი დამცირებისვის.ძნელია და უმძიმესია იმ განცდებისს აღწერა რაც მარიტამ განიცადა იმ წუთებში.იდგა შეშინებული და ნატას შესცქეროდა შიშით სავსე თვალებით,გულში კი ოცნებობდა ალექსანდრე ან ჯორჯი მოსულიყო.წვიმიანი შემოდგომის ღამეს მარიტას შიში გაუორმაგდა,როცა სახლში ორი უცხო მამაკაცი შემოვიდა სახლში და ნატას ხმა ზარივით გაისმა მყუდრო კედლებში.
-ბავშვი წამოიყვანეთ და ამ მძორს რაც გინდათ ის უყავით.მარიტას ძალა წაერთვა,ცრემლები მოერია ხელი მაგრად მოხვია პატარას და თვალებით ეძებდა გასაქცევს.მოულოდნელად მისკენ საბედნიროდ შემოტრიალდა ბედის ბორბალი და ყველაფერი შეიცვალა,ყველაზე ბედნიერი გახდა და თავადაც სრულფასოვნების განცდა იგრძნო,როცა სახლში ალექსანდრე შემოვიდა ჯორჯთან ერთად.დაიბნა ორივე და გაოცებული უცქერდნენ მარიტას,რომელიც ორი გოლიათის შუაში იდგა და ცახცახებდა.
-რა ხდება აქ,ნატა აქ რას აკეთებ ან ვინ არიან ეს ხალხი.მარიტამ თვალები მაგრად დახუჭა და ათვლა დაიწყო გულში,რადგან იცოდა ჯორჯმა საოცარი გაბრაზება იცოდა.თვალებს არ ახელდა,რადგან გრძნობდა ყოველი წუთი და წამი სასწაულის მოლოდინით იყო სავსე.დასასრული არ ჰქონდა მის თავში ფიქრებს თუ რა მოხდებოდა ჯორჯის და მარიტას თვალწინ გაიარა პატარა გაბრიელის პირველმა ტირილმა,პირველმა ღიმილმა,პირველმა შეხებამ როცა გულში ჩაიკრა ორი საყვარელი არსება.არცერთს არ უნდოდა ის ბედნიერი წუთები დასრულებულიყო,მაგრამ უეცრად თვალებში დაუბნელდა ჯორჯს და როცა თვალი გაახილა ალექსანდრეც მის გვერდით იწვა,მარიტა და ბავშვი კი არსად არ ჩანდა.ფეხზე წამოდგა,ბორძიკით გავიდა ღიად დარჩენილ კარში და კიბეებზე მარიტას გათიშული სხეული დალანდა.სულ დაავიწყდა ყველაფერი და ხელში აიყვანა,სახლში შეიყვანა და წყალი შეასხა,მოასულიერა და შემდეგ ალექსანდრესთან მივიდა,როგორც იქნა ისიც მოასულიერა და მარიტას ხმა გაიგონა.
-ბავშვი,ბავშვი ჯორჯ ნატამ ბავშვი გაიტაცა.ის ხომ ჯერ სულ პატარაა ასეთ რთულ სიტუაციაში მოხვდეს.
-ყველაფერი მოგვარდება.ყველას დაურეკა და ზაზას თხოვა მარიტასთვის მიეხედა,თავად გაახსენდა სახლთან მდგარი ვერცხლისფერი ნისანი რომ იდგა და გაოცებულმა შეხედა ალექსანდრეს და უთხრა, ალექსა სტუმრები გვყავს დღეს?ფიქრები გაფანტა და პატრულს დაურეკა 112-ზე.
-გისმენთ.
-ჯორჯ გურენი გესაუბრებათ.ამ წუთებში ვერცხლისფერი ნისანი გავიდა რუსთაველის დასახლებიდან რომელშიც ჰყავთ გატაცებული 5 თვის ბავშვი.
-თვით მხილველი ბრძანდებით.
-ბავშვის მამა ვარ და თვით მხილველიც,გთხოვთ იმოქმედეთ.
-გამოვდივართ.იყო პასუხი და სპეც რაზმიც გაემზადა.ნაწილი აეროპორტისკენ წავიდა,ნაწილი თურქეთისკენ და გაძლიერდა საგზაო შემოწმებები.თვით პატრულიც ფრთხილობდა,რადგან საქმე თოთო ბავშვს ეხებოდა.ერთი დღე და ერთი ღამე სრულ აგონიაში გაატარეს,არანაირი ინფრმაცია სრული სიჩუმე იდგა გარშემო.კვალი გაქრა,ვერ გაიგეს როგორ აორთქლდა ან სად და როგორ ეძებნათ.მარიტა გიჟს ჰგავდა,არ უნდოდა არავის შეხედვა,არავისთან საუბარი.სამი დღის შემდეგ მარიტამ შეტყობინება მიიღო,რომ მარტო მისულიყო თურქეთის ერთ-ერთ სასტუმროში,მარიტას ეძინა იმ დროს დაღლილს და ნანერვიულებს და შეტყობინება ქრისტიმ წაიკითხა,ზაზას აჩვენა და ზაზამ უამრავი ნაცნობების ჩარევით სასტუმროს მიაგნეს,სასტუმროს ნომერში შესვლისას თურქმა სამართალდამცავებმა ნახეს პატარა რომელიც სიცხისგან გათიშული იწვა და არანაირი რეაგირება არ ჰქონდა.ექიმებისა და ქართველი სამართალდამცავების დახმარებით ბავშვი საქართველოში გადმოიყვანეს.ექიმების მცდელობამ გაამართლა,პატარამ თვალები გაახილა და ზაზას გაუღიმა,ზაზამ კი პატარას მოეფერა ხელებზე და ქრისტის დაურეკა.ამ დროს კი გაოცებული სახით უცქერდნენ ტელევიზორს ყველა,მარიტამ შვებით ამოისუნთქა ზაზას მკლავებში ჩვილი რომ დაინახა.
-მარტო როგორ წავიდა,რატომ არაფერი არ თქვა.თქვა ალექსანდრემ მაგრამ ქრისტიმ აუხსნა ყველას შეტყობინების შესახებ და ისიც დასძინა,რომ ზაზას ძალიან ბევრი ნაცობები ჰყავდა და ერთი წუთით არ შეუწყვეტია ბავშვის ძებნა.კარზე ზარი იყო,მარიტამ მივარდა კარს და ზაზას ხელში მძინარე პატარას დაავლო ხელი,ჯერ მისი მონატრებული სუნი შეისუნთქა,მაგრამ საყვარელი სუნის ნაცვლად წამლების სუნი იგრძნო და ზაზას შეხედა. ზაზამ აუხსნა ბავშვის მდგომარეობა და ისიც უთხრა,რომ საშიში აღარაფერი აღარ იყო,მაგრამ მაინც საჭიროებდა ექიმის დაკვირვებით გასინჯვას.
-როგორ მიატოვეს ასე ბავშვი.
-პატარა როგორც ჩანს გაცივდა,მაღალი სიცხისგან გაითიშა და მათ ეგონათ ხელში ჩააკვდათ და მიატოვეს უპატრონოდ,შენთან კი შეტყობინება გამოაგხზავნეს,ასე ნახავდი ბავშვს მაგრამ მათი აზრით მკვდარს.ჯორჯმა დიდი დრო მოანდომა ნატას პოვნას და როგორც იქნა იპოვნა ერთ დღესაც მის სახლში როცა მივიდა ბავშვით მარიტასთან ერთად.ნატა სავარძელში იჯდა და სიგარეტს ეწეოდა.ჯორჯმა გაბრაზებულმა შეხედა და დაუყვირა.
-აქ რას აკეთებ,ან რის მიღწევას ცდილობ.ნატა ჭკუას მოუხმე და ჩვილი ბავშვის გამოყენება არაა საჭირი შენი ბინძური ზრახვებისთვის.რა გინდა,ფული გინდა? მითხარი,დაასახელე თანხა და გადავიხდი.ვხედავ სულ სხვა ცხოვრება დაგიწყია,გაუჩინარდი 6 თვე და გამოჩნდი სასწაული ენერგიით სავსე.გაბრიელი აართვა მარიტას ხელიდან და იმ მამაკაცებიდან ერთ-ერთს ხელებში მიაჩეჩა,პატარამ გაუცინა მამაკაცს და მისი პატარა ხელები სახეზე მოუთათუნა,მარიტა კი ცრემლით სავსე თვალებით შესცქეროდა შვილს.
-მიდი რას ელოდები,მოკალი ეს განზრახვა ხომ გქონდა მაშინ,როცა გაიტაცე ბავშვი.მერე მამაკაცთან მივიდა და უთხრა.-შეხედე,ამ პატარა თითებს შეხედე,შუბლს,ლოყებს.არ მეგონა ამოდენა კაცი ასეთი უგულო სხეულით თუ მოძრაობდი.ღმერთო ეს სიზმარია რაც ჩემს გარშემო ხდება,ნატა მითხარი ეს რეალობაა?
-სამწუხაროდ ეს რეალობაა,გიორგი მე უშენობა გამიჭირდა.
-შენ,შენ თავად დაანგრიე ყველაფერი ნატა.ჩამოგაშორე ადამიანებს,რომლებმაც ყელამდე ლაფში ჩაგაგდეს.იცი დღემდე რატომ შეგეშვეს? იცი რატომ დაგანებეს თავი? 200,000$ გადავიხადე რომ შენთვის ცხოვრება არ დაენგრიათ,მე კი რა გავაკეთე კიდევ? ასეთი ნატანჯი ქალი შევიცოდე,დიახ შეგიცოდე და შენზე დავქორწინდი.თავზე როგორც კი გვირგვინი მოირგე შენც თავი დედოფლად წარმოიდგინე,ბოლო დროს კი შეიცვალე.რა გინდა ნატა რატომ მტანჯავ მეც და რატომ იტანჯავ შენს თავსაც.მითხარი რა გავაკეთო,რომ მშვიდად ვიყო მეც და შენც.
-ნუ ყვირი,შენი ხმა გარეთ გადის.
-როდიდან უფრთხილდები ჩემს ნერვებს,იცი რა? შენ ავად ხარ და ამიტომ მეცოდები კიდევ უფრო.ბავშვი აართვა ისევ მამაკაცს ხელიდან და მარიტას გადასცა.-წადი,უხმოდ წადი შენს სტუმრებთან ერთად.
-ჩუმად და შეუმჩნევლად წავიდე და მარიტასთან დარჩე? ჩვენ ხომ ჯერ კიდევ ქორწინებაში ვართ.გიორგი თუ ჩემი არ იქნები არც მისი არ იქნები.ჯორჯს ჩაეცინა,მაგრამ არ იმჩნევდა შიშს,განა თავის თავზე დარდობდა იქ ხომ მარიტა და ბავშვი ჰყავდა ამას დარდობდა.მიხვდა,რომ ნატას კიდევ უფრო საშინელი რამ ჰქონდა ჩაფიქრებული.არ შეეპუა და პირდაპირ უთხრა ის ფიქრები და გრძნობები რასაც მარიტას მიმართ განიცდიდა.
-დიახ,მარიტა არის ჩემს გვერდით,ის ჩემი შვილის დედაა,ქალი რომელიც არის იმ ადგილზე სადაც უნდა იყოს.ქალი რომელსაც შეხედავ და გული არ გაგიწევს სხვისკენ, გაკმაყოფილებს მისი ხიბლით და მისი ყველაფრით.მისი ღიმილია რომელიც საღამოს მავიწყებს ყველა იმ პრობლემებს რომელიც მაქვს მთელი დღის მანძილზე.სწორედ ასეთი ქალი წარმომედგინა ყოველთვის ჩემს გვერდით და მიხარია,რომ მე ის ვიპოვე.რაც არ უნდა მტკივნეული იყის შენთვის მინდა გითხრა,რომ ჩემი ოცნების ქალია მარიტა და ჩემი ყველა შვილის დედაც ის იქნება.მინდა წახვიდე ჩემი ცხოვრებიდან,ჩვენი ერთად ცხოვრების წლები აქ დასრულდა.ჩვენში ძლიერი გრძნობა რომ ყოფილიყო,ჩვენ აქამდე არ მოვიდოდით,ამ წუთამდე.ჩვენ მივეჩვიეთ მხოლოდ ერთმანეთს და მეტი არაფერი არ ყოფილა ჩვენში ზედმეტად.მარიტას გამოჩენის შემდეგ გამოაჩინე შენი სახე,სახე უნიღბოდ რომ დავინახე იქ ზიზღი,ირონია,ცინიზმი და შურისძიება წავიკითხე რამაც ძალიან შემაშფოთა.პირველი დანახვიდანვე შეიზიზღე,მაგრამ მე იმ პირველი დანახვიდანვე შევიყვარე.მართალი იყავი მარიტაში რომ ყოველთვის კონკურენტს ხედავდი,რადგან მიხვდი მე მარიტა მომიტანდა იმ ბედნიერებას,რომელიც ვერ მომიტანე შენ.მარიტამ იცის როგორ გააბედნიეროს საყვარელი მამაკაცი,როგორ მყარი გახადოს ოჯახი.არ ვბრაზდები შენზე,რადგან ყოველთვის ვიცოდი,რომ ერთ დღეს მოგწყინდებოდა წყნარი და თბილი ცხოვრება,ვიცოდი ერთ დღეს დარუნდებოდი იქ სადაც თავს უფრო ბედნიერად გრძნობდი.არასოდეს არ ყოფილა შენი კოცნა ვნებით სავსე,ვნება მე მარიტამ ამიფეთქა და არა შენ.დატოვე ჩემი სახლი,წადი და დაფიქრდი აქედან გასული გზაჯვარედინზე დადგმულმა რომელ გზას დაადგე.ცხოვრება რომელსაც მიეჩვიე ან მიგაჩვიეს,არ შეიძლება დაივიწყო ასე ადვილად.შესაძლებელია მოგბეზრდეს რაღაც და მისგან გაიქცე,მაგრამ მაგ წუმპეს ვერასოდეს ვერ გაექცევი.ყველას აძლევს ცხოვრება იმას რასაც და როგორსაც იმსახურებს.ჯორჯმა კარი გააღო და ხელით ანიშნა სტუმრებს სახლიდან გასულიყვნენ.კარი დაკეტა და დაფიქრებული იდგა.მიხვდა ნატა არ აპატიებდა ამდენის თქმას და ალექსანდრეს დაურეკა.მოუყვა რაც მოხდა და მისი ეჭვებიც გაანდო,მართლაც ალექსანდრემ პატრულთან ერთად მივიდა ჯორჯის სახლში და მის მანქანაში ასაფეთქებელი ნახეს დამაგრებული.გაძლიერდა ნატას ძებნა,ჯორჯმა კი იმ დღეს წერტილი დაუსვა მის გადაწყვეტილებას,ყველას დაურეკა,მარიტას მშობლებიც ჩამოაყვანინა ალექსანდრეს სოფლიდან და მარიტას საუკუნოდ ერთად ცხოვრება შესთავაზა.ვერ გაჩერდა შიშისგან მარიტამ იმ სახლში და ისევ ალექსანდრესთან მივიდნენ,მარიტას ისეთი შიშები და განცდები ჰქონდა ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა რომ დამშვიდებულიყო,ერთ დღეს ქრისტიმ გარეთ გაიყვანა და საღამომდე ატარა,იქამდე ატრიალა წაღმა-უკუღმა მაღაზიებში სანამ არ გამოექცა და გაბრაზებულმა არ შეაღო სახლის კარი,სახლში კი ყველა იქ იყო და როგორც იქნა დაინახა ალექსანდრეს გვერდით მისი საყვარელი ქალი სოფი.ღიმილით მიესალმა და ეგონა ეს საზეიმო განწყობა სოფის გამო იყო მოწყობილი,რომ უეცრად მის წინ ჯორჯმა მუხლზე დადგა და უთხრა.
-საყვარელო,გავბედავ და გთხოვ შენს ნატიფ ხელს და არა მარტო ხელს,შენს გულს,შენს სულ და მინდა შენი სიცოცხლე ჩემს სიცოცხლეში ჩავდო და ამიერიდან ერთი სუნთქვით ვისუნთქოთ.დაიბნა,აბლუკუნდა,შერცხვა,ცრემლიც წამოუვიდა.მის თვალწინ გაიარა ყველა იმ სასიამოვნო თუ საშინელმა მოგონებებმა.ჯორჯმა ბავშვთან ერთად აიღო მარიტას ხელი და ულამაზესი ბეჭედი გაუკეთა ხელზე.
-ეს,ეს,ეს ხომ ძალიან ძვირი ღირს.
-შენ ამ ბეჭედზე ძვირფასი ხარ მარიტა და ჩემთვის ფასდაუდებელი განძი,რომელმაც ბედნიერი ფეხით შემოდი ჩემს ცხოვრებაში,მაჩუქე ის სიხარული რასაც ვოცნებობდი და მინდა ეს სასიახულო და ბედნიერი წუთები გაგრძელდეს უსასრულოდ.
-დარწმუნებული ხარ,რომ შევძლებთ ერთად ცხოვრებას?
-შევძლებთ,ჯერ კიდევ ბევრს შევძლებთ და შენ კი მოემზადე მეჯვარეობისთვის უთხრა ზაზას.-იმედია უარს არ იტყვი.ზაზამ დაბნეულად შეხედა ჯორჯს და პატარა გაბრიელი აიყვანა ხელში.
-უარი უნდა ვთქვა ამ ანგელოზის ნათლიობაზე? ეს ხომ დაუშვებელია.მზად ვარ,რა თქმა უნდა ძალიან გამახარე ჯორჯ.
-მაშ მეგობრებო,დღეიდან ახალი ცხოვრება იწყება,ისევ ერთად,ისევ დიდი და სიყვარულით სავსე ოჯახი ვართ.თქვა ალექსანდრემ.
-მიყვარხარ ისე ღრმად და ისე ძლიერად,რომ მეშინია არ დამეკარგო თვით ჩემს გულში, მეშინია ჩემს სულში არ გაიბნე ისე რომ ვეღარ მოგძებნო,შენ ჩემი სულის ის ნაწილი ხარ,რომელსაც ჩუმად გეძებდი დიდხანს.
-მიხარია,მაგრამ თან მეშინია კიდევ ასეთ შემოტევას ვერ გავუძლებ ჯორჯ რასაც გავუძელით ამ ბოლო ორ თვეში.
-ის უკვე წარსულია,დაივიწყე დღეიდან ახალი ცხოვრებას გთავაზობ,შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი ხარ,მხოლოდ შენ მასწავლე გზაზე სწორი მიმართულებით მევლო და მინდა ამ გზის ბოლოშიც ერთად გავიდეთ ხელიხელ ჩაკიდებულებმა.
-ჯერ კიდევ შიშის გრძნობას ვყავარ შეპყრობილი.
-შიში რომელიც შენში ჩასახლებულა მე გავნდევნი მათ და გპირდები,რომ ბედნიერები ვიქნებით.შენ მე და ჩვენი შვილი ამ ჩვენს გიჟ და გადარეულ სამეგობროსთან ერთად.შენ ვინ გყავს მეჯვარედ,ალბად ქრისტი.
-ეს არ მოხერხდება,მელანოს ვეტყვი.
-რატომ,უარზეა?
-არა,რა უარზე,მაგრამ მგონი ზაზას და ქრისტის შოროს რაღაც ხდება.
-ააააა,μαλιστα.
-რა თქვი?
-არაფერი,გასაგები არისთქო.ჯორჯმა მტკიცედ დაიცვა მისი ნათქვამი სიტყვა,მისი მამობრივი გრძნობა იმაზე დიდი იყო ვიდრე წარმოედგინა თავადაც.ეხმარებოდა მარიტას ბავშვის მოვლაში.სითბო და სიყვარული ბუდობდა მხოლოდ მათ გარშემო,და უსაზღვრო ბედნიერება იყო მისთვის როცა პატარა სხეული გულზე ეწვინა და მასთან ერთად ეძინა,ისინი ერთი გულით სუნთქავდნენ.ის იყო პატარა ადამანი,რომელმაც შეცვალა მისი ცხოვრება.დილით ახალ გაღვიძებულზე მარიტას უთხრა.
-სიცოცხლე და ბრძოლა თქვენს გამო,მხოლოდ ამად ღირდა.თქვა ჯორჯმა როცა პატარა შუაში ჩაიწვინეს.
-მიუწვდომელი ოცნება არ არსებობს,თუ მოინდომებ ყოველთვის აგისრულდება ის,რაც მთელი გულით გინდა და თქვენ მე ამისრულდით ჯორჯ.უკვე გაღვიძებულ გაბრიელს ეთამაშებოდა,რომ ჯორჯს ტელეფონზე დაურეკეს,უცხო ნომერი იყო და თავისი ჩვეული ხმით უპასუხა.
-გისმენთ.
-ბატონო გიორგი გთხოვთ მობრძანდეთ საავადმყოფოში,თქვენი მეუღლის მდგომარეობა ძალიან რთულია.
-რა ხდება,რა მოუვიდა.
-გთხვთ აქ მობრძანდეთ.ჯორჯმა ტელეფონი გათიშა და მარიტას შეხედა.
-რა ხდება,რა სახე გაქვს.
-ნატა,ნატაა საავადმყოფოში.
-რატომ,რა ჭირს.
-არაფერი არ ვიცი,ვერაფერი ვერ გავიგე.
-რას ელოდები,ადე და წადი გაიგე იქნებ რა ჭირს და შენი დახმარება ჭირდება.ჯორჯმა წამოდგა საჩქაროდ ჩაიცვა და გზიდან ალექსანდრეს დაურეკა,თითქმის ერთად მივიდნენ საავადმყოფოში.
-ვის ეძებთ,ვისთან ხართ.
-იცით მე დამირეკეს აქ ნატა................
-ააა,ვიცით ექიმი გელოდებათ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ერთმანეთს შეხედეს და ექიმის კაბინეტისაკენ წავიდნენ.გზაში კი გოგონას სიტყვები გაიგონა.
-რა ქმარი ყოლია და რად უნდოდა ეს სასიკვდილო ნარკოტიკი.
-იქნებ არ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა და ნარკოტიკში პოულობდა შველას.ექიმის კაბინეტის კარზე ფრთხილად დააკაკუნა და შემდეგ შეაღო,იქ კი ტირილისაგან თვალებდაწითლებული მიშას და თამილას შეხედა,შემდეგ ექიმს და მიხვდა ექიმმა ჯორჯმა რა თვალებით შეხედა,ამიტომ წყნარი ხმით უთხრა შეკითხვების გარეშე.
-ვწუხვარ ბატონო გიორგი.
-რა მოხდა,შეგიძლიათ ამიხსნათ?
-თქვენი მეუღლის სისხლში ანალიზებმა კოკაინის ზედმეტი დოზა გვიჩვენა,ამიტომ ბევრი ბრძოლის შედეგადაც ვერ შევძელით მისი გადარჩენა.
-ვიცოდი,ვიცოდი რომ ისევ იმ გზაზე დაადგებოდა,ვაკონტროლებდი მაგრამ მაინც შეძლო და თავიც დაიღუპა.თქვა ჯორჯმა.
-თავს ნუ იდანაშაულებ,გიორგი ჩემი ბრალია ჩემი შვილის ასეთ მდგომარეობაში ყოფნა.თქვა მიშამ.ალექსანდრემ და ჯორჯმა ვილაში მივიდნენ სადაც ნატას ძალიან უყვარდა ყოფნა,იმ საძინებელში შევიდნენ სადაც ოდესღაც თავიანთი საძინებელი ჰქვიოდა.საწოლზე რვეული იდო,ალექსანდრემ აიღო ხელში და ჯორჯს მიაწოდა.
-ეს შენთვის არის დაწერილი.ჯორჯმა გამოართვა და გადაიკითხა.

   გიორგის,ანუ ჯორჯ გურენს.
   თავიდანვე ვიცოდი ვინ იყავი,მაგრამ ვითამაშე. იმდენად გამიტაცა ამ თამაშმა შემიყვარდი,მაგრამ წავაგე.შორიდან გითვალთვალებდი მინდოდა შენში მინუსი დამენახა,მაგრამ იმდენად დადებითი პიროვნება იყავი შენში ვერანაირი მინუსი ვერ აღმოვაჩინე,ამან კიდე გააძლიერა ჩემი გრძნობა.ჩემს თავს ვეთამაშე და დავაშავე,მართლა შემიყვარდი.მახსოვს ის წუთები,თითქოს ახლა ხდება ეს ყველაფერი თავიდან.შენი ჩაცმულობა უბრალო,მაგრამ მოხდენილი.ჩემს თავთან მქონდა ომი, გადამედგა თუ არა ეს ნაბიჯი რომელიც გადავდგი.ერთ საღამოს კი ბოლომდე დავუსვი წერტილი ყველაფერს,როცა ერთ ბარში შენგან წამოსულ სიგარეტის თეთრი ბოლი შევისუნთქე,რომელსაც შენი სუნამოს სუნი და ცოტა ალკოგოლის სუნიც ერწყმოდა.იმ წუთში წარმოვიდგინე შენს გვერდით ჩემი თავი შიშველი და წერტილიც დავსვი.რაც მინდოდა ის გავაკეთე,მაგრამ ბოლომდე ვერ შეგინარჩუნე.მარიტამ,მარიტამ წამართვა შენი თავი.ამიტომ მე ჩემს როლს ვტოვებ ჩემს შექმნილ სცენაზე და გავდივარ სპექტაკლიდან.უკვე ვიცი რომ შენ მე აღარ მეკუთვნი,შენ უკვე შენი ტკბილი სამყარო გყავს,ის სამყარო რომელიც მე ვერ ან არ მოგეცი. ჯორჯ არ გაგიკვირდეს,რომ შენი ფსევდომინი ვიცი,ეს უკვე დიდი ხანია რაც ვიცი,მაგრამ ერთხელაც არ წარმომითქვამს.საოცრად მომწონდა შენი სიმღერები,მეც შენი ერთ-ერთი საყვარელი მსმენელი ვარ.ჯორჯ მინდა ბედნიერი იყო.მშვიდობით და მაპატიე რაც ტკივილი მოგაყენე.

                    ,,ნატა''

-ჯორჯ ეს რა არის.შეეკითხა ალექსანდრემ.ჯორჯმა ალექსანდრეს შეხედა და საწოლთან გამოღებულ უჯრაში უამრვი წამლები და ტაბლეტები დაინახა.
-მთელი ეს წლები,რა ბრმა ვყოფილვარ.ხედავ როგორ მეთამაშა? შეეძლო,ალექსანდრე მას შეეძლო შვილი გაეჩინა,მაგრამ არ გააჩინა და როცა მარიტა გამოჩნდა ჩვენს ცხოვრებაში ეჭვიანობით სკდებოდა.
-დაწყნარდი,ის აღარ არსებობს.
-აი ამ წამლებმა დამანახეს როგორ იყო ჩემს მიმართ,გარკვეული დრო ჩემს თავს ვადანაშაულებდი,ვფიქრობდი იქნებ დავუშვი შეცდომათქო,მაგრამ საქმე ჩემში არ ყოფილა,საქმე მასში იყო.
-მიცვალებულებზე ცუდს არ ამბობენ,მაგრამ არასოდეს არ მომწონდა ეს ქალი შენს გვერდით და შენს ცხოვრებაში.
-წავედით,ვინმეს გამოვუშვებ და აქაურობას მიალაგებენ ტანისამოსს კი ეკლესიას ან ღარიბებს გადავცემ.
-წავედით მეგობარო,ცხოვრება წინ მიდის და გრძელდება ასე არ ამბობენ?
-ალექსანდრე არსებობს კი მარადიული სიყვარული?
-ნამდვილ სიყვარულს დრო არათუ რაიმეს აკლებს, პირიქით უფრო აძლიერებს, აღრმავებს და ასაზრდოებს.მთავარი უპირატესობა და ერთმანეთის მიმართ თავგანწირვაა,ცხოვრებაში პირველ ადგილზე გახსოვდეს სწორედ ის ვინც ყველაზე და ყველაფერზე ძალიან გიყვარს.თუ საჭიროება მოითხოვს უარი უნდა თქვა ყველაფერზე,პროფესია,კარიერა უნდა დაივიწყო და მის გვერდით დადგე,რადგან ის ყველაზე ძვირფასია და შესაძლებელია იმ დროს მას მხოლდ შენი გვერდით დგომით ძალა ჭირდება.ყველაფერი ის, რაც კვებავს სიყვარულს ფაქტობრივად, ცხოვრების წესად გაიხადეთ.ამ ძლიერ გრძნობებს ხომ მოვლა და გაფრთხილება სჭირდება,თქვენ ერთმანეთის საერთო ტკივილმა უდიდესი გამოცდა მოგიწყოთ,რომელიც კარგად ჩააბარეთ.ამიერიდან ბედნიერი წუთებითა და საათებით, სირთულეებით, და ამ სირთულეების გადალახვის ერთობლივი ძალისხმევით იცხოვრეთ კიდევ უამრავი წლები ერთმანეთის მხარდამხარ.ჯორჯმა გადაეხვია ალექსანდრეს და მომლოდინე მარიტასთან წავიდა ჩქარი ნაბიჯით,სახლში მისულს კი პატარა გაბრიელი ფეხებზე შემოეხვია.მარიტამ მიახლოვდა და უთხრა.
-რა აზრის ხარ შენი სუროგატი დედა კიდევ ერთი შვილის დედა რომ გახდეს,მაგრამ ამჯერად სრულიად მშვიდ გარემოში.

დასასრული.

ავტორი მზია ფერაძე.

-16.05.2018.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 345 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/2
სულ კომენტარები: 0
avatar