სუროგატი დედა.თავი 2.
18.08.2018, 16:18
გიორგიმ თავისი აუჩქარებელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით დატოვა თავისი კომპანია და მიშას სახლისაკენ წავიდა.გიორგი არ იყო მდიდარი ოჯახიდან,ის არც არასოდეს ყოფილა განებივრებული როგორც ნატა მდიდარი მამიკოს ფულებით.ის ბავშვობიდან ოცნებობდა თავისი საქმე ჰქონოდა და სკოლის დამთავრების შემდეგ უმაღლეს სასწავლებელში მოეწყო,პარალელურად კი ნელა-ნელა შეუდგა პატარა ოჯახურ ბიზნეს,რომელიც გააფართოვა და წლების შემდეგ წარმატებასაც მიაღწია.უხაროდა რომ წინ დიდ მომავალს ხედავდა,ჯერ ადგილი იყიდა ქალაქ გარეთ და ორი სათბური ჩადგა, მათ რამოდენიმე წელში კიდევ ორი მიუმატა,ახლა კი კიდევ ფიქრობს სამი სათბური ჩადგას.სასწავლებელიც დაასრულა და ცდილობს დასახულ მიზანს წარმატებით მიაღწიოს.
-მობრძანდით გიორგი.სტუმარს თავად ბატონი მიშა მიეგება,ქალბატონმა თამილამ მედიდურად შეხედა გიორგის და ნაძალადევად გაუღიმა.
-მობრძანდით,მიშასთვის თქვენ საპატიო და ძვირფასი ადამიანი ხართ.გიორგიმ თამილას ნაძალადეად გაუღიმა და ზიზღით შეხედა მის ხელებში მოქცეულ გატრუნულ ჩასუქებულ კატას.
-მადლობა,მაგრამ ეს კატა თუ შეიძლება ცოტა ხნით გაიყვანეთ აქედან.
-როგორ?
-როგორ და ასე.უთხრა მიშამ და ხელიდან აართვა კატა და იქვე ოთახში შეაგდო.არ მიაქცია გიორგიმ ყურადღება თამილას გაბრაზებულ სახეს და მიშას მიუბრუნდა.
-ბატონო მიშა ვერ გავიგე ჩემი აქ მოსვლის მიზეზი.
-გიორგი ვიცი რომ კომპანიის გაფართოვება გინდა,და მინდა დახმარების ხელი გამოგიწოდო.
-მაპატიეთ,მაგრამ მე არ მითხოვია დახმარება თქვენთვის.მე მარტომ დავიწყე ჩემი საქმე და ბოლოშიც მარტო გავალ.
-მაგრამ არ გაქვს საკმარისი ძალა,რომ ბოლომდე მიიყვანო შენი საქმე.გიორგიმ წინ წაიწია და მიშას პირდაპირ დაუსვა შეკითხვა.
-ბატონო მიშა მითხარით რისი თქმა გინდათ,თქვენ პრობლემები გაქვთ? გჭირდებათ ჩემი დახმარება? მიშამ შეშინებული თვალებით შეხედა გიორგის და ვერ შეძლო სიმართლე ეთქვა,ვერ გადააბიჯა სიამაყეს და ამიტომ გაუბედავად,მაგრამ მაინც მტკიცე ხმით უთხრა გიორგის.
-არა,არანაირი პრობლემა არ მაქვს.გიყურებ,რომ მშრომელი ადამიანი ხარ,შენი საქმის ერთგული და თუ მეც დაგეხმარები ასე ახლოს დავდგები შენთან და ეს ჩვენი ნაცნობობა შესაძლებელია ქორწინებითაც დასრულდეს.
-ბატონო? გაუკვირდა გიორგის მიშას სითამამე.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.მოდი პირდაპირ გეტყვი,მინდა ჩემს ქალიშვილზე დაქორწინდე.გიორგიმ უცქირა მიშას და შემდეგ უთხრა.
-ეს თქვენი სურვილია,თქვენ გინდათ ასე რომ მოხდეს მაგრამ ის რას ფიქრობს თავად,კითხეთ მას რა უნდა?
-ნატა თანახმა იქნება ჩემს სიტყვაზე,იცის რომ მე მას ცუდს არ ვურჩევ.
-ნუ იქნებით ასეთი დარწმუნებული,მას საქმრო ჰყავს.
-რა ხდება,აქ სტუმარი გვყავს? სახლში შემოვიდა მაღალი ქერა თმებით და ცისფერი თვალებით ლამაზი გოგონა.
-კი სტუმარი გვყავს ჩემო პრინცესა,გაიცანი გიორგი გურგენაშვილი,შენი საქმრო.
-ვიიინ? იყვირა გიორგიმ და ფეხზე წამოხტა.
-ვიიინ? იყვირა ასევე ნატამაც და გიორგის შეაჩერდა.
-ბატონო მიშა მე არ ვარ თანახმა.მიშა არ ელოდა უარს გიორგისგან და გაბრაზებულმა ფეხზე წამოიჭრა.
-გიორგი მე ფული მაქვს,ბევრი ფული.ოქრო მაქვს,ეს ყველაფერი თქვენი იქნება.თქვენ დაქორწინდებით,მე ასე მინდა და ეს ასეც იქნება.არანაკლებ ბრაზობდა გიორგი მაგრამ ის ხომ თავშეკავებულობის დიდი ოსტატი იყო და მტკიცე ხმით უთხრა მიშას.
-მომისმინეთ,თქვენ თუ პრობლემები გაქვთ და დახმარება გჭირდებათ,შეგეძლოთ ეს ნორმალურად და გასაგებად აგეხსნათ,მაგრამ ,,მე მინდა ასე და ეს ასეც იქნება''ეს სიტყვები მე უკვე აღარ მეხება.მე კატეგორიულად უარს ვამბობ თქვენს ქალიშვილზე.
-უარს ამბობ?
-უარს ვამბობ.მიშამ ჩქარი ნაბიჯით გადაჭრა კაბინეტი და დიდი სარკის უკან სეიფი გააღო,იქედან კი უამრავი ოქრო და ფულის დასტები გამოიტანა.
-არც ახლა დაქორწინდები?
-არა,არც ახლა არ დავქორწინდები.
-რატომ,რატომ გიორგი.
-ძალიან უბრალოდ და მარტივად ბატონო მიშა.ასევე ძალიან უბრალო ენით გეტყვით,მე თქვენს ქალიშვილზე სურვილიც არ მაქვს დავქორწინდე.
-რა? რატომ ვითომ? იკითხა აქამდე ჩუმად მყოფმა ნატამ.
-მაპატიე ნატა მაგრამ არ შემიძლია შენზე დავქორწინდე.
-შენ რა,მართლა უარს ამბობ და მართლა არ დაქორწინდები ჩემზე?
-შენ რა,მართლა არ გინდა ჩემს შვილზე დაქორწინდე? მამა-შვილი თვალებ გაფართოვებული იდგა და ისე უცქერდა გიორგის.
-არა,არა და არა.არ მინდა ბატონო მიშა და რატომ მაძალებთ.გაისმა სახლში გიორგის გაბრაზებული ხმა,ერთი კი შეეშინდა მიშას,მაგრამ მაინც მის სიტყვას გაიძახოდა.
-ხოდა რატომ,რატომ არ გინდა.ასევე იყვირა მიშამაც.
-იმიტომ,რომ არ მინდა თქვენნაირი ადამიანი იყოს ჩემი სიმამრი.ცივად შებრუნდა მიშა გიორგისკენ და გამშრალ ყელში წყალი სულმოუთქმელად ჩაუშვა,შემდეგ კი ირონიულად უთხრა.
-შე საცოდავო,მოვა დღე რომ კარზე მომიკაკუნებ,მაგრამ მე აღარ მიგიღებ.როგორ ბედავ ჩემთან ასეთი ტონით საუბარს.
-ძალიან ჩვეულებრივად.იდგა გიორგი და იქ მყოფთა ნერვებზე თამაშობდა.მიშას კი უმტყუნა ნერვებმა და ერთი ხელის მოსმით ძირს გადაყარა ფულები და გიორგის შეხედა.
-სიზმარშიდაც ვერ ნახავ ამდენ ფულს ვერასოდეს.
-შესაძლებელია ამაზე მეტიც მქონდეს,მაგრამ ხალხში არ ვტრაბახობ არასოდეს.თქვენ კი ბატონო მიშა,ადამიანები შეიძლება იყიდოთ ფულით და თვალთმაქცობით,მაგრამ მე ვერც ფულით მიყიდი და ვერც რაიმე ხერხით.თქვენ ასაკი მოგმატებიათ,თმები გაგთეთრებიათ,მაგრამ ვერ გისწავლიათ რომ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ფულზე და ქონებაზე წინ მათ სახელს და ადამიანობას აყენებენ.მე არ ვიყიდები ბატონო მიშა და ვერც შეძლებთ ჩემს ყიდვას.თქვენ ყიდით თქვენს შვილს ისე როგორც ბაზარში გატანილ ნივთს და მე ნაყიდი ქალი არაფერში არ მჭირდება.ის უნდა მიყვარდეს და მას უნდა ვგრძნობდე გულით და არა ის მახსოვდეს ყოველ მის გამოხედვაზე,რომ მე მასში ფული გადამიხადეს.ახლა კი მაპატიეთ,უნდა დაგტოვოთ.გიორგიმ უკან მოუხედავად დატოვა მიშას სახლი და გაბრაზებული გამოვარდა ქუჩაში.
-ფულით გინდა მიყიდო? არა,არა და არა ბატონო მიშა თქვენ მე ვერ მიყიდით,მე არ ვიყიდები.მიშა სახლში გადი-გამოდიოდა და ბობოქრობდა.
-ეს ლაწირაკი,ეს თავში ავარდნილი აქვს ვითომ ბიზნესმენია მან ჩემი შვილი დაიწუნა,ჩემი ნატა.
-მამაააა მე მხოლოდ გიორგიზე გავთხოვდები.არ დაგავიწყდეს,რომ მე შენს გამო დავკარგე ყველაფერი.
-წადი,გამეცალე ნატა თორემ ისეთ ხასიათზე ვარ ვიღაცა შემომაკვდება.გიორგი გაბრაზებული მივიდა მეგობართან და ორი ჭიქა ვისკი ზედიზედ დალია,გივიკო უხმოდ, ჩუმად იჯდა და შემდეგ შეეკითხა.
-ყველაფერი კარგად გვაქვს და მშვოდობაა შენს ტერიტორიაზე? გიორგიმ ერთი შეხედა გივიკოს და ისევ ვისკის ბოთლისკენ წაიღო ხელი,მაგრამ გივიკომ აართვა ბოთლი და მკაცრად უთხრა.
-კმარა,თქვი რამ გადაგრია.ყველაფერი მოუყვა გივიკოს და შემდეგ გაბრაზებულმა თქვა.
-არა,ვინ ვეგონე,მის ფულებზე დახამებული ტიპი? ნატა მართლა მომწონს,მაგრამ მე ქალი თუ მომწონს მოწონებაში ფული გადავახდევინო მშობლებს?
-მომისმინე,მე ვარ მიშას ადვოკატი და ვიცი,რომ ის ყველაფერს ყიდის,ყიდის მის ვილას,ადგილებს რომლებიც შენ გამოგადგება.იყიდე ის ვილა მისი ადგილებით და მიხვდება,რომ მწარედ შეცდა.
-გაიგებს და არ მომყიდის
-შენც ნუ გამოჩნდები,ნუ გაამჟღავნებ შენს სახელს.
-ეს როგორ,შეიძლება ასე?
-სულ ადვილად,მიშას ფული ჭირდება და სულ არ დაეძებს ვინ იყიდის მის ვილას,მისთვის ფულია მთავარი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და უთხრა.
-კარგი აზრია ვიყიდი,მერე მიფრიალოს ფულები და დადგეს დიდ გულზე ჩემს წინ.
-მოდი ჯერ საიდუმლოდ დავტოვოთ მყიდველის ვინაობა,ეს სიურპრიზი იყოს.გივიკომ ყველა საჭირო საბუთები შეაგროვა და ჯერ გამყიდველმა მოაწერა ხელი,დადგა დღე რომ ვილის ახალ მფლობელს უნდა შეხვედროდნენ და აი ისიც მოვიდა,ფეხზე წამოდგა მიშა და თამილა და მათ წინ ვილის ახალ მფლობელად გიორგი წარსდგა.
-იმედია არ დავაგვიანე,ბოდიში თუ გალოდინეთ.
-გიორგი? შენ აქ რა საქმე გაქვს.იკითხა გაკვირვებულმა მიშამ.
-გიორგი გურგენაშვილი არის თქვენი ვილის ახალი მფლობელი ბატონო მიშა.
-მაპატიეთ,მაპატიეთ თქვენ არ გელოდით.გიორგის წინ თამილა დარცხვენილი იდგა.
-ვიცი რომ არ მელოდით,მე ხომ არ ვეკუთვნი თქვენს წრეს.რაც შეეხება ჩემი აქ მოსვლას მე ვთხოვე ჩემს ადვოკატს არ გცოდნოდათ მყიდველის ვინაობა.ვწუხვარ,რომ ამ წერტილამდე მივიდა საქმე და მაინც მოგიწიათ ამ ვილის დათმობა.
-უნდა დამდგარიყო ეს დღე, სხვაგვარად შეუძლებელი იყო.
-დარწმუნებული ხარ რასაც ამბობთ?
-დარწმუნებული ვარ,ასაკში ვარ უკვე თმები გამითეთრდა და ახლა მივხვდი,რომ მე ვცხოვრობდი იქ სადაც მხოლოდ ამპარტავანი ხალხი ცხოვრობს.ჩვენ ვიფიქრეთ,რომ ყველაფერი ჩვენი იყო,ჩვენი ნება იყო ხალხის ყიდვაც და გაყიდვაც.ახლა,როცა ამ მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი,ახლა გავიგე სიმართლე.გიორგი მინდა ბოდიში მოგიხადო,რადგან იმ დღეს უხეშად მოგექეცით.
-თქვენ მიხდით ბიდიშს?
-კი,მე გიხდი ბოდიშს.მე ჩემი ქონების ნახევარი დავკარგე,მაგრამ თუნდაც გვიან მე ჩემი თავი შევიცანი.ერთი სათხოვარი მაქვს მხოლოდ.
-გისმენთ.
-მინდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხრათ.
-მე მოგისმენთ,მაგრამ მეც მაქვს თქვენთან ერთი კითხვა.
-გისმენ,მკითხე რაც გინდა.
-მინდა ვიცოდე,რამ გაიძულათ თქვენი ქონების გაყიდვა.
-სწორედ მაგ თემაზე მინდა მეც დაგელაპარაკო.მიშამ სიგარეტი აანთო და გიორგის ნერვიულად,მაგრამ დაუფარავად მოუყვა ყველაფერი ნატას შესახებ.გიორგი გაოცებული უსმენდა მიშას და შემდეგ შეეკითხა.
-თქვენ მას გადაუხადეთ დიდი თანხა,რომ ნატას შეეშვას და ის თავისუფალი იყოს?
-სხვა გზა არ მქონდა,გიორგი მის ჭრილობებს რომ შევხედე სხეულზე,გეფიცები სიცოცხლე შემზიზღდა,მაგრამ ისევ ნატაზე ვიფიქრე.
-არ ვიცი რა გითხრათ,სიტყვებს ვერ ვპოულობ.
-სამი დღე,მხოლოდ სამი დღე მადროვე გიორგი და ამ სამ დღეში დავცლით სახლს.
-მე დაგტოვებთ,იმედია ყველაფერი მოგვარდება.გიორგი წავიდა და სულ ნატაზე ფიქრობდა.მას ხომ ერთ თამამ და ამპარტავან გოგონად იცნობდა,მაგრამ რამდენი ტკივილი გადაუტანია,რამდენი სიმწარე,ღმერთო ასეთი მხეცი როგორ უნდა იყოს ადამიანი.
-ინანებს,საშინელი წამი დაუდგება და ინანებს.მთელი სხეულით ვძრწი ცუდი წინათგრძნობით შეპყრობილი.არა,უნდა ვნახო,უნდა დაველაპარაკო და გავიგი რა უნდა,რას ითხოვს ნატასგან.გიორგიმ გაიგო სერგეის კოორდინატები და შეხვდა.შეხედა გიორგიმ და მიხვდა,რომ ზედმეტი იყო გარშემო შემოვლით საუბარი,ამიტომ პირდაპირ უთხრა.
-რამდენი გინდა,რომ ნატას შეეშვა და თავი დაანებო.
-აი მესმის,მიყვარს ხალხი როცა მიხვედრილი არიან და ბაზარს არ იწყებენ,პირდაპირ საქმეზე გადადიან.მოდი,მეც პირდაპირ გეტყვი,200 000$ და ხელებს ვწევ მაღლა,მე მას აღარ შევეხები,თუ თავად არ მომძებნა და არ მომაკითხა.
-თავად არ მოგაკითხავს,მე კი გაძლევ ამ თანხას და უნდა გაქრე მისი ცხოვრებიდან,მოსულა?
-მოსულა.გიორგიმ რამოდენიმე დღეში მოაგვარა ფულის საკითხი და გადაურიცხა იურისტის ჩარევით სერგეის შეთანხმებული თანხა და მიშას ზარს უპასუხა.
-გისმენთ ბატონო მიშა.
-გიორგი გელოდებით.
-მოვდივარ,უკვე გზაში ვარ და უჩემოდ არ წახვიდეთ.
-ბატონო მიშა მეც მაქვს თქვენთან ერთი სათხოვარი.ღრმად სუნთქავდა ჩქარი სიარულისაგან და ერთი ჭიქა წყალიც სულმოუთქმელად დალია.
-გისმენთ გიორგი რა უნდა გვთხოვო,ან ასე რატომ ღელავ.
-მინდა ამ სახლში იცხოვროთ მანამ, სანამ თქვენს შესაფერის საცხოვრებელს არ იპოვნით.
-დარწმუნებული ხარ?
-და არა მარტო ეს,მინდა თქვენი ქალიშვილის ხელი გთხოვოთ.
-რააააააააა? შენ,შენ ნატას ხელს გვთხოვ? მოიცადე,მაშინ რატომ არ დამთანხმდი.
-მაშინ,რომ თქვენ ეს ყველაფერი მოგეყოლათ,გეთქვათ რომ თქვენ დახმარება გჭირდებოდათ,ამ სახლის გაყიდვა აღარ დაგჭირდებოდათ.მაგრამ მე გავბრაზდი,თქვენ ფული შემომაძლიეთ თქვენი შვილი რომ ცოლად მომეყვანა,თქვენ ყიდდით თქვენს შვილს და ეს ძალიან დიდი შეურაცყოფა იყო ჯერ ჩემთვის და მერე თქვენი შვილისთვის.
-არ ვიცი რა ვთქვა,მე ძალიან მოხარული ვარ,ამაყი ვარ დღეს გიორგი.
-მაგრამ უნდა იცოდეთ,თქვენ არასოდეს არ ჩაერევით ჩემს საქმეში,თქვენ თქვენი საქმით იქნებით დაკავებული,მე კიდევ ჩემი.იმედია გავუგებთ ერთმანეთს.გივიკო იდგა და გაოცებული უსმენდა გიორგის,მან ხომ არაფერი არ იცოდა ნატას საშინელი ისტორიის შესახებ და გაბრაზებულმა ჩუმად უთხრა.
-რას აკეთებ,ხვდები რომ შეცდომას უშვებ? ნატა არ არის შენი შესაფერისი გიორგი.გიორგიმ შეხედა გივიკოს და თვალებით ანიშნა,დაწყნარდიო.შეთანხმდნენ და უკვე სახლში მიდიოდნენ,რომ გივიკომ ისევ იგივე უთხრა.
-რატომ მოიქეცი ასე,გიორგი რა ჩაიფიქრე.
-არ დავუშვებ ნატამ იქორწინოს ისეთ ადამიანზე როგორიც სერგეი არის.
-როგორია,რა გაიგე ან როგორ გაიგე.
-ვიღაც სერგეი რომელმაც სულ რამოდენიმე წლის წინ მთელი მისი ცხოვრება კაზინოში წააგო და ნატას ცხოვრებით უნდა ხელი მოითბოს.თუმცა არც ნატამ იცის თუ მამამისი გაკორტდა და იმ ვილის და მისი ქონების მფლობელი მე ვარ.
-საიდან გაქვს ეს ინფორმაცია.გაუკვირდა გივიკოს.
-სოფი გუმბერიძე და მელანო მელქაძე ესენი ის ადამიანები არიან,უფრო სოფი რომლებიც სერგეის ერთ ახლო მეგობარს იცნობს და იმათმა მითხრეს.სერგეის მეგობარმა იულიამ კი საიდან იცოდა,რომ ეს ორი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან.
-სოფი და მელანო რომ არ გეთქვა,არ დაგიჯერებდი,მაგრამ ეს ორი ხომ პროკურატურაზე ადრე გებულობენ ყველაფერ სიმართლეს,თბილისის ორი ჭორიკანა,მაგრამ შენ მაინც ვერ დამაჯერებ,რომ ამ ყველაფერს იმიტომ აკეთებ,ნატა გიყვარს?
-არა,არ მიყვარს.როდის ვთქვი რომ მიყვარს? მაგრამ ვერც იმას გეტყვი რომ არ მომწონსთქო.მომწონს და ვინ იცის,იქნებ ეს მოწონება სიყვარულშიდაც კი გადაიზარდოს.
-იმედია ისე იქნება როგორც ფიქრობ.არსებობენ ადამიანები რომლებსაც ერთხელ უყვარდებათ და იმ ერთი სიყვარულით აგრძელებენ ცხოვრებას,რაც შენზე არ შემიძლია ვთქვა.
-დავიღალე გივიკო შენი ბუზღუნით.
-რაც არ უნდა მოხდეს,მაინც შენს გვერდით ვიქნები ყოველთვის,ჩვენ ძმები ვართ.მიუხედავად გივიკოს,ალექსანდრეს,სოფის და მელანოს წინააღმდეგობისა ქორწილი მაინც შედგა,გიორგი და ნატა დაქორწინდნენ.ვერ გეტყვით,რომ გიორგის ცხოვრება მშვიდი და წყნარი იყო პრობლემების გარეშე.ქორწილის პირველ ღამეს იყო პირველი კამათი,სახლიდან წასვლა და მთელი ღამის განმავობაში წვიმაში,ჭექა-ქუხილში სიარული და სახლში საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ნერვიულობისაგან გულ-შეწუხებული ნატა.
  ხშირ შემთხვევაში, ამინდი მოქმედებს ადამიანის განწყობაზე.გიორგის ამშვიდებს წვიმაში ყოფნა და მარტო ყოფნისას,ფიქრის შემდეგ საკუთარი თავის რწმენა ემატება,ასევე ივსება უფრო დიდი და ძლიერი ენერგიით.გიორგი უცქერს როგორ შემოძარცვია ხეებს სამოსი,და მის ირგვლივ ლაღად დათარეშობს ანცი სიო.იდგა და უსმენდა წვიმის ხმას,თითქოს მის სათქმელს ამბობდა შხაპუნა წვიმა.ვერავინ ხვდება რომ გიორგის დიდი საერთო აქვს წვიმასთან,თითქოს ორივე უხმოდ ტირის თავიანთ ტკივილზე.კი, სიმშვიდე მოაქვს წვიმას,მაგრამ ამ სიმშვიდესაც თავისი ტკივილი თან ახლავს და ამიტომ ირგვლივ დიდი ვაკუუმია დახშული სივრცით, ჩარაზული კარებებით და გაყინული მზერა ეჭვებით სავსე.არავინ იცის რამდენს ფიქრობს,რამდენს ცდილობს,არავინ იცის როგორ დაიღალა,არავინ იცის რომ ამქვეყნიური ხელოვნური სახე მობეზრდა და არავინ იცის რომ მისმა სულმა ხორცი გაიხადა.ჩუმად მიდიოდა ჩაფიქრებული და დიდი სურვილი ჰქონდა ფეხით შემოევლო ყველა ქუჩა,ყველა ბაღი და ყველა ის ადგილი რომელიც უყვარდა.ფიქრობდა უამრავს და იმასაც ოცნებობდა,რომ არ შეძულებოდა,არ დარჩენილიყო მასში ეს გრძნობა თორემ გააბოროტებდა.არ უნდოდა სახლში დაბრუნება,მაგრამ სულმა უყვირა,შესდექი და დაბრუნდიო,შერცხვა,სულის შერცხვა და უკან დაბრუნდა.უკვე გამთენიის 6 საათი იყო,ფრთხილად შევიდა სახლში რათა სველი ტანისამოსი გამოეცვალა და იქ გულწასული ნატა დახვდა.შეეშინდა,ახლოს მივიდა ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა,შემდეგ კი ექიმს დაურეკა.მთელი ღამე წვიმდა,მართალია წვიმის ხმაზე უყვარდა ძილი,მაგრამ ახლა ნატა იწვა სიცხიანი და მას დასტრიალებდა თავზე.დილიდან მოწყენილი იყო,სარკმელს არ სცილდებოდა და სევდიანად გაჰყურებდა მოქუფრულ ცას და გაუთავებელ წვიმას.იდგა ფანჯარასთან და შუშაზე მცოცავ წვიმის წვეთებს აკვირდებოდა.რამდენიმე დღე არ გასულა სახლიდან და უცქერდა ნატას თუ როგორ გახდა,თვალები ჩაუცვინდა,გაუფერმკრთალდა,მაგრამ მაინც წამოდგა ფეხზე.
-დილა მშვიდობის,როგორ გრძნობ თავს?
-მადლობა,უკეთესად.
-დედაშენმა დარეკა,ვუთხარი რომ შეუძლოდ ხარ და მოსვლა უნდა,იმედია ნორმალურად შეხვდები და შენს დედას მაინც გაუღიმებ.ათი დღეა უკვე ერთად ვცხოვრობთ და შენს სახეზე ღიმილი არ დამინახავს.
-გიორგი ცუდად მოგექეცი,დავფიქრდი და მივხვდი რომ ბოდიში უნდა მოგიხადო.გიორგიმ ერთი შეხედა,ადგა და სახლიდან გავიდა.რამოდენიმე საათში თამილა ესტუმრა შვილს.
-როგორი ფერმკრთალი ხარ,გიორგიმ მითხრა რომ შეუძლოდ იყავი.
-დედა,იმედი მქონდა რომ სერგეი ამ ქორწინებას ჩაშლიდა,რამეს მოიფიქრებდა,მაგრამ მან არც კი მოვიდა.
-ნატა შვილო,მე გიორგის თავიდან ვერ შევხედე კარგი თვალით,მაგრამ მინდა იცოდე,რომ გიორგი არის ის ადამიანი,რომელმაც მე ამ ასაკში კარგი და ცუდი დამანახა.ვის მისტირი,გიორგი არის ის ადამიანი რომელმაც დაგიხსნა იმ არა ადამიანისაგან.სერგეი რომელმაც გაგაუბედურა,სერგეი რომელმაც შენი ოცნებები დაამსხვრია და სერგეი რომელიც მიუხედავად მისი ავადმყოფური საქციელისა შენ შეგიყვარდა,შენ ის გიყენებდა.მას მხოლოდ შენი ქონება უნდოდა,შენი ფულები მაგრამ რომ გაიგო ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ აღარც მოსულა შენთან და საერთოდ ურთიერთობაც გაწყვიტა.ან იმ ყველაფრის შემდეგ რაც მან გაგიკეთა,როგორ შეგიძლია და ისევ ფიქრობ მასზე.
-გავყიდეთ? ჩვენ ყველაფერი გავყიდეთ? მე რატომ არ ვიცი არაფერი დედა.
-ჩვენი ვილა რომელიც შენ ძალიან გიყვარდა,ის გიორგიმ იყიდა.გიორგიმ ასევე გადაგარჩინა სერგეისგან.შენ კარგად იცი,რომ სერგეი მოთამაშეა და არა მარტო მოთამაშე, მოძალადე და ნარკომანია.მან წააგო მისი მშობლების მთელი ქონება,ამიტომ მამაშენისგან უამრავი ფული აიღო,რომ შენ თავისუფალი ყოფილიყავი ასევე გიორგისგან.არ ვიცი რამდენი გადაიხადა შენს დახსნაში,მაგრამ ვიცი რომ ცოტა არ გადაუხდია.
-უნდა გეთქვა დედა,მე ეს ყველაფერი უნდა მცოდნოდა.
-ნუ გაუცრუებ იმედებს შვილო,მან შენთვის ყველაფერი გააკეთა ნატა.ვიცი,რომ ამაყი ხარ,მაგრამ ისიც ვიცი რომ შენ არ ხარ ბოროტი.მე შეიძლება მკაცრი და ცივი დედა ვიყავი შენთვის,მაგრამ ჩემებურად გასწავლიდი სიყვარულს,მეგობრობას გასწავლიდი,ტირილიც გასწავლე და სიმღერაც.ტკივილი,ტკივილი არ მისწავლებია,მაგრამ ახლა გეტყვი,რომ უნდა ისწავლო და შეძლო ტკივილის ატანა.უნდა შეძლო ნატა რადგან შენს გულში ბოღმა არასოდეს არ ყოფილა,ეს გული სუფთაა და შეძლებს ისევ ისე იცხოვროს როგორც ასწავლეს ცხოვრება.შორს ხარ,ყველასგან შორს,ძალა არ გყოფნის შეეჩვიო ამ ყველაფერს და შენს ახლოს მხოლოდ მოწყენილობაა.ცრემლი და სევდა დატოვე გარეთ,გამოფხიზლდი და შენს რეალურ ცხოვრებას ფეხი აუწყვე.შენ ამოხვედი ბინძური ჭაობიდან ნატა და ეს არის ძალიან დიდი შვება ჩვენთვინაც და შენთვინაც.ეს კი ყველაფერი გიორგის დახმარებით მოხდა, დააფასე ის.ნატა დაფიქრდა და გადაწყვიტა გიორგისთან წასულიყო,სურვილი ჰქონდა ახლოს ენახა,ჩახუტებოდა და მისი სუნი შეეგრძნო.ადგა,მოემზადა და წავიდა,იქ მისული კი არასასიამოვნო სურათს შეესწრო,რამაც შეაშინა.გიორგის კაბინეტში მის წინ ახალგაზრდა ქერა გოგონა იჯდა და ორივეს მხიარული სახეები ჰქონდათ,როგორ უხდებოდა გულიანი სიცილი გიორგის.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 217 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar