სუროგატი დედა.თავი 3.
19.08.2018, 03:15
-გიორგი ბედნიერი ხარ? რაღაც ამ ბოლო დროს ვერ ვხედავ შენს ლაღ სიცილს ისე როგორც ადრე.
-თუ არ ვიცინი სულ სულელივით,ამიტომ დაასკვენი რომ არ ვარ ბედნიერი? შეეკითხა გიორგიმ მკაცრად მის წინ მდარ ქერა გოგონას.
-შენი მეუღლე აქ არ მოსულა,ერთად არ დადიხართ,ხალხი ვერ ხედავს თქვენს ბედნიერ სახეებს.
-მეგი ჩემი მეუღლე მიყვარს და თუ ერთად არ დაუნახივართ ხალხს,ეს იმას არ ნიშნავს რომ მე არ ვგრძნობ თავს ბედნიერად.ბედნიერი ვარ,ოჯახში საყვარელი მეუღლე მელოდება,ყველაზე გემრიელია მისი ხელით გამზადებული ვახშამი მთელი დღის დაღლილი რომ მივალ და მე კი გაწყობილი მაგიდის დანახვა მიხსნის ამ დაღლილობას.ვფიქრობ ეს ყველაფერი ოჯახში ხდება და არა ქუჩაში რომ ხალხმა დაინახოს.ასე რომ,დამშვიდდი მე და ჩემი მეუღლე ბედნიერები ვართ.გიორგიმ შეამჩნია კარებთან მდგარი გაფითრებული ნატა და გაოცებულმა შეხედა.
-ნატა? ხომ მშვიდობაა,აქ არ გელოდი.
-ისე მოგაკითხე,არ ვიცოდი თუ დაკავებული იყავი.
-არა,შენთვის ყველა საქმეს გადავდებ და დროს ყოველთვის გამოვნახავ.გინდოდა რამე?
-მინდოდა მაღაზიებში წავსულიყავით ერთად,მაგრამ თუ დრო არ გაქვს,სხვა დროს იყოს მარტო წავალ.
-რას ამბობ,როგორ თუ მარტო წახვალ.მეგი უკაცრავად,მე ჩემს მეუღლეს ვჭირდები.
-გასაგებია.მეგი ფეხზე წამოდგა და კარებში გასვლისას შურით სავსე თვალებით შეხედა ნატას,გიორგიმ კი მდივანს შეხედა და უთხრა.
-მაიკო გავდივარ,თუ ვინმემ მიკითხოს აქ არ ვარ და თუ რამე სერიოზული იცი რომ ჩემს ნომერზე უნდა დამირეკო.
-გასაგებია ბატონო გიორგი.ხელი მოხვია წელზე ნატას და კომპანიიდან გავიდნენ,მანქანაში მოკალათდნენ თუ არა გიორგიმ ნატას შეხედა და უთხრა.
-მართლა მაღაზიაში გინდოდა გაყოლა, თუ ეს ფარსი იყო ხალხის დასანახად ნატა.
-არა,არანაირი ფარსი არ არის გიორგი.მინდოდა სადმე გავსულიყავით ერთად.ჩუმად უთხრა და გვერძე გაიხედა,რომ მისი ცრემლი არ დაენახა გიორგის.
-ნატა მე ვმუშაობ,სასეირნო დრო სამუშაო საათებში არ მაქვს.მითხარი სად მიგიყვანო.მკაცრი იყო გიორგის ხმა,აქამდე ვერ გადაელახა წყენა და ცივად ესაუბრებოდა ნატას.
-დედასთან მიმიყვანე,იქედან კი საღამოს ჩემით წამოვალ.გიორგიმ მიიყვანა დედასთან ნატა თავად ჯერ ქუჩებში ისეირნა და შემდეგ კი ისევ ოფისში დაბრუნდა.თამილამ შეხედა თუ არა ნატას,მიხვდა რომ ნატას ჯერ კიდევ უჭირდა გიორგისთან ერთად ცხოვრება.
-დედაააა,უბედური ვარ,მითხარი რა ვქნაააა.
-რა გინდა გითხრა შვილო.ნატამ ყველაფერი მოუყვა თამილას რაც გაიგონა.
-მაღმერთებს,ყველასთან მაღმერთებს და ამბობს რომ ის ბედნიერია.ღმერთო რა დიდსულოვანი ადამიანი ყოფილა ჩემს გვერდით და მე ვერ გამიგია დღემდე.მითხარი დედა,დამარიგე როგორ მოვიგო მისი გული.მითხარი რა გავაკეთო,რომ ის მხოლოდ ჩემი იყოს და მე მისი.
-გითხარი და არ გამიგონე,გითხარი რომ გიორგიმ მეც და მამაშენიც შეგვცვალა,შენ კი ისევ ის მეტიჩარა და ცხვირაბზუებული დარჩი,და უფრო მეტი ქორწილის პირველ ღამეს ატკინე,ჯოჯოხეთი ანატრე,ახლა აქ მოხვედი ტირიხარ და შველას მთხოვ.
-მითხარი,რა ვქნა რომ ჩემი გული ვაჩუქო.თამილა გვერდით დაუჯდა შვილს,ხელი მოხვია და უთხრა.
-შეგიყვარდა,არ გინდოდა მაგრამ გულს ვერ უბრძანებ შვილო.ჰოდა,შენც მოიპოვე მისგან ის სიყვარული რაც აქვს ჯერ კიდევ გულში შემორჩენილი შენს მიმართ.ნატა აჩუქე შვილი გიორგის და ოჯახი მყარი გახადე.
-შვილი? ჩვენი შვილი? ბევრი იფიქრა ნატამ და იმ ღამით მხიარული სახით დახვდა გიორგის და ვახშამიც ერთად მიირთვეს.ცოტა ხნით ტელევიზორსაც ერთად უყურეს და შემდეგ გიორგი თავის საძინებელში შევიდა,მაგრამ ნატამ შეაჩერა.
-გიორგი შენი ნივთები ჩემს საძინებელშია.
-რატომ? ჩემს საძინებელს რა დაემართა?
-არაფერი არ დაემართა, ჩემი სურვილი იყო ერთ ოთახში დავიძინოთ,ერთ საწოლში.
-მოიცადე მომესმა თუ ასე თქვი,ერთ ოთახში და ერთ საწოლშიც?
-ხო გიორგი ერთ ოთახში და ერთ საწოლში.
-დარწმუნებული ხარ?
-ისე როგორც არასდროს.თითქოს ყველაფერი მის ადგილზე დადგა,თითქოს უყვარდათ ერთმანეთი,მაგრამ მათ ქორწინებაში არ ეწერა ერთად ყოფნა,საუკუნო ერთგულება.უფრო მეტიც,სიამოვნებდათ ერთად ცხოვრება,თავსაც იტყუებდნენ რომ ბედნიერები იყვნენ და სხვებსაც აჩვენედნენ მათ ვითომ ბედნიერებას.მაგრამ გიორგი ყოველთვოს დინჯი,სერიოზული და გაწონასწორებული იყო,როგორც ყოველთვის.სამი წლის თანაცხოვრების შემდეგ და ბევრი ცდის შემდეგ გადაწყვიტეს შვილის აყვანა,მაგრამ შიშობდნენ და გიორგიც სასტიკი წინააღმდეგი იყო,ამის გამო ბევრჯერ უკამათიათ კიდეც.
-რატომ,რატომ არ გინდა ერთი შვილი გაუჩინო გიორგის თუ მასთან ერთად გინდა რომ იცხოვრო მთელი შენი ცხოვრება.
-მინდა დედა,მინდა ძალიან მაგრამ მე არ შემიძლია ეს გავაკეთო.
-შენი ვერ გავიგე შვილო,შვილი გინდა მაგრამ არ გინდა გააჩინო,ეს როგორ უნდა ამიხსნა ნატა.
-შემიძლია ვინმე ავიყვანო და მან გააჩინოს ბავშვი.
-ის ვიღაც თუ გაუჩენს გიორგის შვილს,შენ დედა როგორ იქნები,შენ როგორ შეიგრძნობ დედობას,ის როგორ იქნება შენი სხეულის ნაწილი ნატა.გაოცებული იყო ნატას მსჯელობით თამილა.
-არ შემიძლია დედა,მე სხეული გამიფუჭდება,ასევე მკერდი და მერე აღარ მოვეწონები,სხვა ქალებისაკენ გაიწევა.
-შენ თუ მამაკაცს იმას არ მისცემ რაც მას სურს შვილო,ყველა ის რაც მამაკაცისათვის არის ბედნიერება და სიხარული,გაწევით მაშინ გაიწევა ის სხვა ქალისაკენ.დაფიქრდი,რას აკეთებ შენი ქცევებით შენ თავად დაკარგავ მას.ფიქრობდა,ფიქრობდა ძალიან ბევრს და რაც უფრო უღრმავდებოდა მის ჩანაფიქრს,მით უფრო აღარ ფიქრობდა შედეგებზე,თუ რა შედეგები მოჰყვებოდა მის ჩანაფიქრს.ეშინოდა გიორგის რეაქციის,მისი დალაპარაკება სახლში და ჩუმად ნათქვამი სიტყვაც კი ექოსავით ჩაესმოდა ყურში.გიორგიმ შეამჩნია ნატას დაბნეულობა და შეეკითხა.
-რა ხდება,რამე გინდა მითხრა?
-გიორგი ექიმთან ვიყავი.
-რის ექიმთან იყავი ან რატომ,რა გჭირს.შეშინდა გიორგის.
-ბავშვის გამო,გამოკვლევები გავიკეთე და მითხრა,რომ ვერ შევძლებ ბავშვის გაჩენას.
-რატომ,რამე სერიოზულია?
-არსებობენ ქალების კატეგორია,რომლებსაც არ შეუძლიათ გახდნენ დედა,ვერ აჩენენ შვილებს და მათ შორის ერთ-ერთი მეც ვარ.გიორგი ვხედავ და ვხვდები,რომ ჩვენი ქორწინება დასასრულს უახლოვდება.
-რას გულისხმობ?გაკვირვებულმა შეხედა გიორგიმ ნატას.
-ვგულისხმობ იმას,რომ ეს ბოლო პერიოდი მხოლოდ თუ ვჩხუბობთ ხან უმიზეზოდ,ხან მიზეზიანად.
-რა გინდა ნატა,პირდაპირ მითხარი.
-მე ვარ შენს წინაშე დამნაშავე,მე ვერ მოგეცი ის რაც უნდა მომეცა და ვერც ვერასოდეს ვერ მოგცემ იმ სიხარულს რაც ძალიან გაგახარებს და გაგაბედნიერებს.
-ხომ გითხარი,ყველაფერი კარგად იქნებათქო.
-იცი რას ვფიქრობ? არ უნდა მეჩქარა,არ უნდა დავქორწინებულიყავით ასე სწრაფად.
-და გინდოდა იმ წუმპეში ჩამპალიყავი საიდანაც ამოგიყვანე? სამი წლის შემდეგ მეუბნები,რომ არ უნდა გეჩქარა?
-მინდოდა იმ წუთებში სადღაც გავქცეულიყავი იმ ადგილიდან და შვება შენს გვერდით ვიპოვე,შენ მოგეკედლე,მაგრამ ის საშინელი წუთები ვერ დავივიწყე.
-ნატა შენ სხვა გიყვარს? მთელი ეს დრო ჩემთან ხარ და სხვა გიყვარს? შემომხედე თვალებში და მიპასუხე,მას ისევ ხვდები? მკაცრი იყო გიორგის ხმა და ნატას ცოტა კიც შეეშინდა.
-არა,არ ვხვდები.უთხრა ხმის კანკალით.
-მაგრამ პირველივე შესაძლებლობა მოგეცემა თუ არა შეხვდები.იმას კი ვერ აზროვნებ და ვერ ხვდები,ისევ იქ რომ ბრუნდები საიდანაც ძალიან გაგიჭირდა ამოსვლა.დრო,დრო გვიჩვენებს გზას ნატა ან სწორს და ან მრუდეს.არ ინერვიულო,ყველაფერს მისი დრო აქვს,ყველაფერი მოგვარდება.
-მე ცუდად გაზრდილი შვილი ვარ,შვილი რომელსაც არასოდეს არ ტკიოდა სხვისი ტკივილი,შვილი რომელსაც მხოლოდ ფული უნდოდა,ბევრი ფული და დრო გაყავდა ისე როგორც მას უნდოდა,მას სურდა,მას მოსწონდა.ჩვენ სიყვარული არ გვქონია გიორგი ერთმანეთის მიმართ.მე ბევრი ვიფიქრე და შენ თუ თანახმა იქნები,არსებობს სხვა ხერხიც შვილი რომ გვყავდეს.თანახმა იქნები,რომ სხვამ გაგვიჩინოს შენი შვილი?
-შენ თავად თანახმა ხარ?
-შენ თუ მხოლოდ ეს გაგაბედნიერებს,მე თანახმა ვარ.
-მაშინ იყოს ისე როგორც შენ ამბობ.ადამიანს როცა ძალიან უნდა რაღაც გააკეთოს,ის ყოველთვის აკეთებს იმას რაც უნდა,მხოლოდ დარწმუნებული უნდა იყოს,რომ ის სწორ ნაბიჯს დგამს და გულით გრძნობს იმას რაც უნდა რომ გააკეთოს.
-მე ყოველთვის იქ ვიდექი სადაც თავისუფლად ვსუნთქავდი,ყოველთვის ვიდექი ჩვეული ღიმილით და კმაყოფილი სახით,ასევე გაშლილი მხრებით.რა საოცრად კარგი შეგრძნრბაა,როცა გვერდით შენისთანა ძლიერი ადამიანი ჰყავს ქალს,მაგრამ მე ისევ წავბორძიკდი,თითქოს საყრდენი გამომეცალა და წავიქცეოდი,რომ არა შენი ძლიერი ხელები.გიყურებ და შენს თვალებში ვკითხულობ,რომ მე წაქცეულიც და ფეხზე მდგარიც შენს იმედად ვარ.დაე იყოს ისე,როგორც შენ იტყვი,როგორც შენ გინდა და როგორც შენ ამბობ.დრო,დრო თავად გვიჩვენებს გზას საით წავიდეთ და სად გავჩრდეთ.საუბრობდნენ,რომ მოულოდნელად გივიკო და ალექსანდრე ესტუმრათ.ორივეს ეწყინათ რა თქმა უნდა და ორივე გაამხნევა მეგობრებმა.ალექსანდრეს გიორგი ძალიან უყვარდა და ამიტომ არც დაფიქრებულა ისე განათავსა განცხადება გაზეთში ,,ვეძებ სუროგატი დედას''ეს რა თქმა უნდა გიორგისთან და ნატასთან შეთანხმებით და რამდენიმე დღეში მის ტელეფონზე უცხო ნომერი დაფიქსირდა.
-გისმენთ.
-უკაცრაცად,მე განცხადების თაობაზე გაწუხებთ,თუ ისევ ძალაშია.
-დიახ,ძალაშია და შეგიძლია შემხვდეთ და ვისაუბროთ?შეთანხმდნენ შეხვედრაზე და ალექსანდრემ უცნაურად აათვალიერა მის წინ მდგარი ულამაზესი გოგონა.მაღალი გრძელი თმებით და ჩამოსხმული ტანით.
-ალექსანდრე ბერიძე.
-მარიტა გაბუნია.ალექსანდრემ დაკვირვებით დააკვირდა მარიტას და რაღაცნაირად სითბო იგრძნო ამ გოგონას მიმართ,შემდეგ კი შეეკითხა.
-რამდენი წლის ხარ მარიტა.
-19-ის.
-სწავლობ?
-კი წელს მოვეწყვე სამედიცინოზე
-რატომ გადაწყვიტე გამოხმაურებოდი ჩემს განცხადებას,მინდა გავიგო რა არის ამის მიზეზი.მარიტამ თვალებში შეხედა ალექსანდრეს და უთხრა.
-ოდესმე გაგჭირვებია ისე,რომ ყველაფერზე მზად ხარ გააკეთო?
-არა,არასოდეს.
-მაშინ ნუ მეკითხები,რადგან ვერ შეძლებ გამიგოთ ბატონო ალექსანდრე.
-მოდი შევთანხმდეთ,ჩვენ მეგობრები ვართ და არანარი ბატონო და ქალბატონო ჩვენს შორის,უბრალოდ ალექსანდრე,ალექსი,ალექს როგორც შენ მოიხერხო.
-კარგი,ვეცდები.გაუღიმა მარიტამ.
-შეგიძლია შენზე მომიყვე?
-რა გაინტერესებს,რა მოგიყვე.
-ვინ ხარ,საიდან ხარ და მოკლედ გავიცნოთ უფრო ახლოს ერთმანეთი.ყველაფერი მაინტერესებს.
-სულ,სულ ყველაფერი?
-სულ,სულ ყველაფერი.
-სულ თავიდან?
-სულ თავიდან.გაეღიმა ალექსანდრეს მარიტას ბავშვურობაზე.
-მოგწყინდება მოსმენა.თითი დაუქნია გაფრთხილების ნიშნად.
-არ მომწყინდება და დაიწყე,გისმენ.
-მაშ ასე,დაბადებით არ ვიცი სად დავიბადე,მაგრამ ვიცი სად გავიზარდე.არ ვიცი ვინ არიან ჩემი ბიოლოგიური მშობლები,მაგრამ ვიცი ვინ გამზარდა,ვინ არიან ჩემი აღმზრდელები.სკოლა შარშან დავამთავრე,წელს გადავწყვიტე ვისწავლო.ჩემმა აღმზრდელებმა ყველაფერი გააკეთეს,რომ მე სასწავლებლად ქალაქში გამოვეშვი.აქ ჩამოსულმა ერთი გოგონა გავიცანი ბელა და ერთად ვიქირავეთ ბინა,ერთი თვის ფული წინასწარ გადავიხადე და ერთ ღამეს ბელა არ დაბრუნდა,არც მეორე დღეს და არც შემდეგ კვირაში.ბოლოს ეჭვი შემეპარა და აღმოვაჩინე,რომ წასვლისას ჩემი ნივთები მოუპარავს და ასე გაქრა.ალექსანდრე ყველაფერი რაც გამაჩნდა წაიღო და წავიდა.ვერც სამუშავო ვიშოვე და დავრჩი ასე ქუჩაში.ბინის ქირა ვეღარ გადავიხადე და მეპატრონემ ბინა დამიკეტა,არ მომცა შიგნით შესვლის საშუალება.არავის ვიცნობ და არც მინდა ვინმე შევაწუხო.სამი ღამეა უკვე ბიბლიოთეკაში ვათენებ და ვაღამებ,ამიტომ ვნახე თუ არა განცხადება გამოვეხმაურე.ალექსანდრე არც დაფიქრებულა ისე უთხრა.
-მარიტა არ ვიცი ეს საქმე გამოვა თუ არა,მაგრამ შენ ჩემთან წამოხვალ,ჩემთან იცხოვრებ.
-მერე შენები?
-მე ცალკე ვცხოვრობ,ჩემები სხვაგან ცხოვრობენ.
-შვილი ვის უნდა,ვინ არიან ისინი,შენ დაქორწინებული ხარ?
-მე არა,ჩემი ახლო მეგობარია.სამი წელია რაც დაქორწინდნენ და შვილი არ ჰყავთ,არადა გიორგის ძალიან უნდა ჰყავდეს შვილი.
-ცოლი? ცოლი თანახმაა თუ ჯერ არ იცის და აწი უნდა უთხრას.
-არა,თანახმაა ერთად მოილაპარაკეს.ორივეს უნდათ რომ შვილი ჰყავდეთ,თავად არ შეუძლია შვილის გაჩენა პრობლემების გამო და ამიტომ გადაწყვიტეს აიყვანონ ,,სუროგატი დედა''.
-როგორ ფიქრობ,დარწმუნებული ხარ მე მოვეწონები?
-ნუ ნერვიულობ,დარწმუნებული ვარ მოეწონები მარიტა.შენ ის მითხარი,რა ხდება შენს პირადულში.
-არაფერი,სიწყნარე და სრული თავისუფლება.
-მარიტა უნდა შეგეკითხო,ეს პირველი შემთხვევაა ხომ რაც გინდა გააკეთო.მარიტამ თავი დახარა,აწითლდდა და უხმოდ დაუქნია თავი თანხმობის ნიშნად ალექსანდრეს.
-ალბად იცი,რომ ეს ნაბიჯი მთელ შემნს ცხოვრებას შეცვლის?
-ვიცი,მაგრამ სხვა გზა არ მაქვს.დედას და მამას იმედებს ვერ გავუცრუებ,მე მათმა აღმზარდეს და ახლა ჩემი ჯერია მეც ამაგი დავუბრუნო მათ უკან.
-კარგი,ყველაფერი გასაგებია.ახლა გიორგის დავურეკავ და მოვა ისიც.რამდენიმე წუთში კაფეში მაღალი მამაკაცი შემოვიდა უკან გადავარცხნილი თმებით,დაბალი წვერით და სათვალეებით.ალექსანდრეს წინ დადგა და შემდეგ მარიტას შეხედა თუ არა თვალი გაუშტერდა.
-შეეენ? გოგონა ბიბლიოთეკიდან?
-თქვენ? უზრდელი უცნობი.თქვა მარიტამ.გიორგიმ ჩაიცინა და ალექსანდრეს შეხედა.
-თქვენ რა,იცნობთ ერთმანეთს?
-არც ისე კარგად.თქვა გიორგიმ.
-ტყუის,საერთოდ არ ვიცნობ და პირველი კოცნა მომპარა.შეუბღვირა მარიტამ გიორგის და გიორგიმ კი ღიმილით თვალი ჩაუკრა.
-ღმერთო ეს ხომ მთლად ბავშვია ალექსანდრე.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა.
-ის თანახმაა გიორგი.შემდეგ თვალებში შეხედა მარიტას და შეეკითხა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ.უთხრა მარიტამ და თვალი გაუსწორა.
-შენ თუ თანახმა ხარ,მეც თანახმა ვარ.
-ნატა არ მოვა?
-უნდა მოსულიყო აქამდეც,მე ოფისიდან მოვედი.აი ისიც,მოვიდა.
-გამარჯობათ.ნატამ სათვალე მოიხსნა და მარიტას დაკვირვებით შეხედა.მარიტას საერთოდ არ მოეწონა ნატას გამოხედვა,მაგრამ უკვე კარგად იცოდა,მას წინ სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებოდა,ამიტომ ის ძლიერი უნდა ყოფილიყო,რომ გამკლავებოდა შემოტევებს.ნატა დაჯდა თუ არა,პირველივე უხეში წინადადებით მიმართა მარიტას.
-დიდი ხანია რაც ამ საქმით ხარ დაკავებული?
-ნატა ეს რა კითხვაა.უსაყვედურა გიორგიმ და მარიტას კი თვალები გაუფართოვდა და გაოცებულმა შეხედა ჯერ თვით ნატას,შემდეგ გიორგის და იგრძნო ალექსანდრემ ხელზე ხელი მოუჭირა გამხნევების ნიშნად.მარიტამ შეხედა თუ არა ალექსანდრეს მის თვალებში სითბო დაინახა,მაგრამ ისიც კარგად ამოიკითხა იქვე,რომ არ უნდა შეერჩინა ნატასთვის შეურაცყოფა.ჩაახველა,ხმა ჩაიწმინდა და ნატას პირდაპირ თვალებში შეხედა,სანამ არ დაასრულა მისი სათქმელი თვალი არ მოუშორებია ნატასთვის და გულში ზეიმობდა,რომ პირველი დარტმა უკვე მისთვის მტკივნეული და შეურაცმყოფელი იყო.
-სიმართლე გითხრათ,საერთოდ არ ვარ ამ სფეროში კომპიდენტური,მაგრამ არ დავფიცავ იმას,რომ ჩემი უკიდურესად ძალიან ცუდ მდგომარეობაში მყოფმა გადავწყვიტე ის გამეკეთებინა,რაც ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის მიუღებელია.მაგრამ მეორე მხრიდან რომ შევხედე ჩემს ჩანაფიქრს,მიხარია და ბედნიერად ვგრძნობ თავს,თუნდაც ჩემი გადაწყვეტილებით ბედნიერებას იპოვის ერთი ოჯახი.მე თანახმა ვარ და არც მრცხვენია იმის რასაც ვაკეთებ,თქვენ რომ შეგძლებოდათ ეს ბედნიერება თქვენი მეუღლისთვის მიგეცათ,ახლა აქ არ იქნებოდით ჩემს წინ და ამ შხამს არ გადმოანთხევდით ჩემს მიმართ.
-საკმარისია.მკაცრად თქვა ნატამ.
-მე თანახმა ვარ.თქვა გიორგიმ და მარიტას თვალს არ აშორებდა,მარიტამ ვერ გაუძლო გიორგის თვალების ელვარებას რომლებიც მის სიღრმეში ჩაძირვას აუწყებდნენ.
-მე არ ვარ თანახმა,სხვას ველოდები და მას გავესაუბრები.თქვა ნატამ.
-მე დრო არ მაქვს კიდევ სხვები ვეძებო,მე თანახმა ვარ,მაგრამ მე ჩემი მოთხოვნილებები მაქვს მარიტა.
-გისმენთ,რას ითხოვთ.
-მთელი ის 9 თვე,ჩემს სახლში უნდა იცხოვროთ,ჩემს სიახლოვეს რადგან მინდა ვიცოდე ყველაფერი.
-ამაზე შემდეგ ვილაპარაკებთ.უთხრა გიორგის ალექსანდრემ.
-მე ვსწავლობ,იმედია წინააღმდეგი არ იქნებით.
-არა,წინააღმდეგი არ ვარ,სხვა წვრილმანებზე ვისაუბრებთ როცა დრო მოვა.გიორგიმ ნატას გადახედა და უთხრა.
-მე ოფისში მივდივარ,შენ?
-სახლში წავალ.აშკარად ეტყობოდა,რომ არ იყო კმაყოფილი გიორგის გადაწყვეტილებით და ბრაზობდა,რომ არ დაეთანხმა მის უარს.გიორგი წამოდგა და ისევ მარიტას შეხედა და უთხრა.
-კარგად დაფიქრდი მარიტა შენს გადაწყვეტილებაში და მე პასუხს როცა მეტყვი უკვე კარგად დაფიქრებულზე,მაშინ ვიმოქმედებთ ყველა ერთად.დაველოდები შენს საბოლოო გადაწყვეტილებას,ნუ იჩქარებ საქმეს აჩქარება არ სჩვევია.სათვალე გაიკეთა და კაფედან გავიდა,მაგრამ უკან ნატას ძახილმა შეაჩერა.
-გიორგი.უკვე მანქანასთან მისული ნატას მიუბრუნდა და თვალებით შეეკითხა,გისმენო.
-დარწმუნებული ხარ ეს გოგო ჩვენთვის საჭირო კანდიდატურაა, სახლში შევიყვანოთ?
-რატომ არ უნდა შევიყვანოთ სახლში,რა შეამჩნიე რამე უკულტუროდ ისაუბრა,ჩაცმულობა არ მოგეწონა თუ იმიტომ ხომ არა,რომ არაა შენი ოჯახის წრის ისე როგორც მე ნატა.
-ეს არ მიგულისხმებია,მე ვფიქრობ ის ვერ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს.
-შენს მოთხოვნებს ვერცერთი ის ქალი ვერ დააკმაყოფილებს,ვისაც შვილის გაჩენა შეუძლია და ასეთი უხეში იქნები ყველასთან,როგორადაც ესაუბრე მარიტას.მომისმინე,მე ვაკეთებდი აქამდე ყველაფერს რომ შენ ბედნიერად გეგრძნო თავი,ვფიქრობ დრო არის უკვე ხვდებოდე რა ან ვინ აკლია ჩვენს ბედნიერებას.3 წელია,სრული 3 წელი რაც ერთად ვცხოვრობთ,27 წლის ვარ და აქამდე ყოველთვის შენს გვერდით ვიყავი,დროა შენც გამიგო ნატა.არც გიცდია გებრძოლა,გემკურნალა რომ თავად მოგეტანა ჩემთვის ეს ბედნიერება და შენ ყოფილიყავი ჩემი შვილების დედა.ახლა კი უნდა წავიდე და მაპატიე ამ მწარე სიმართლისთვის.მოწყვეტით წავიდა გიორგი და ნატამ თვალი გააყოლა და თვალზე მომდგარი ცრემლი კი გადაყლაპა,შემდეგ კი თვალი გაუსწორა კაფედან გამოსულ ალექსანდრეს და მარიტას.ზიზღით შეხედა მომღიმარ მარიტას და გულში თქვა ჩუმად.
-არ დავუშვებ ამ ბავშვის დაბადებას,ყველაფერს ვიღონებ,რომ არ დაიბადოს.ჯოჯოხეთად გიქცევ დღევანდელ დღის შეხვედრას.შებრუნდა,ზურგი აქცია მათ და დაბოღმილი წავიდა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 234 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar