სუროგატი დედა.თავი 4.
19.08.2018, 15:50
-მარიტა არ მინდა სხვაგვარად გამიგო,მაგრამ როგორც მითხარი წასასვლელი არსად არ გაქვს,წამოდი ჩემთან და ჩემთან იყავი სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებ.
-მართლა არ შეგაწუხებ?
-არ შემაწუხებ,ხომ გითხარი მარტო ვცხოვრობ.მარიტამ ხელი ჩაკიდა ალექსანდრეს და ღიმილით გაუდგნენ გზას.ნატა ეჭივანობით სკდებოდა და ცდილობდა გიორგის გადარწმუნებას,მაგრამ გიორგის ყველგან მარიტას სახე ედგა წინ, ნელა-ნელა ეს გოგო ერთი ნახვით ძალიან შეიჭრა მასში და ჩასახლდა მის გულში დაუკითხავად.მთელი დღეები გათიშული დადიოდა,რაც ალექსანდრემ შეამჩნია და უთხრა.
-რა გემართება,რა გათიშული დადიხარ.
-წარმოიდგინე,რომ ერთ დილით გაიღვიძებ და ხვდები,რომ წლების წინ ჩადენილი შეცდომა ჯერ კიდევ ისევ მტკივნეულად ტრიალებს სულში.ერთ დილით კი მიხვდები,რომ შეგიყვარდა.სიგარეტს ანთებ,ნაპასის ღრმად უშვებ ფილტვებში და თან ფიქრობ,ეს მოულოდნელად შენში შემოჭრილი სიყვარული თუ ძლიერია ის არ დაიკარგება,არ გაქრება,იმიტომ რომ მან ღრმად დაიდო უკვე ბინა შენს გულში.ვეძებე,ვეძებე და აი ვიპოვე და ის უკვე ჩემშია რადგან შევხედე თუ არა ჩემს სულში იმ დღიდან დაიბადა,ახლა მივხვდი რომ აქამდე თურმე მიტომ იყო ჩუმად იზრდებოდა ეს გრძნობა და შიგ ჩემში ღრმავდებოდა,ფესვებს იდგამდა.მარიტა,ალექსანდრე მარიტა არის ის ქალი რომელიც ასე ძლიერად შემოიჭრა ჩემში.
-მაშინ იბრძოლე,იბრძოლე გიორგი რომ ყოველ ნაბიჯზე შენს სიყვარულს გრძნობდეს.
-თავი მტკივა ალექსანდრე უკვე ამდენი ფიქრისგან,მგონი ვგიჟდები.ჩემს ფიქრებში ხანდახან მასთან ერთად ავდივარ ღრუბლებში ხელი-ხელ ჩაკიდებული და ბედნიერებით სავსე ორივე.როგორ ფიქრობ,შეიცვლება ჩემი ცხოვრება?
-შეიცვლება,შენ ახლა გიყვარს ნამდვილი სიყვარულით.ცხოვრება ძალიან მოკლეა,რთულიც და მკაცრიც გიორგი და ნუ დაიძაბები,ვაკეთოთ ის რაც ჩვენს გულს უნდა.გამოუტყდი რომ შეგიყვარდა და გული გაგინთავისუფლდება სიმძიმისგან.იცი როგორი სახე გაქვს? წლების მიერ გადაუშლელი წიგნი რომელსაც ჩრჩილი ჭამს,მტვერი ედება და ვინც ამ წიგნს ხელში აიღებს გაუჭირდება წაკითხვა.სწორედ ასე ხარ,მაგრამ მე ხომ გიცნობ შენ მეგობარო..
-რაც მარიტა ვნახე მის მერე ძილი გამიკრთა,ასე მგონია ღამით მოდის ჩემთან ქურდულად მეპარება სახე დაფარული,მაგრამ სუნზე ვხვდები რომ ის არის.არ მინდა მოვუსმინო მის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვებს,მაგრამ შევხედავ თუ არა ვგრძნობ რომ უძლური ვარ.ვნება,ვნება იღვიძებს ჩემში და რომ მინდა შევეხო,რომ მინდა დავიჭირო გულში ჩავიკრა და მოვეფერო ხელიდან მისხლტდება და მიდის.
-წარმოსახვები დაგეწყო,წარმტაც ფერებში?
-დამეწყო,დამეწყო და ჩაითრია გულიც და გონებაც.ჩემში,მთელ ჩემს არსებაში არის გაბნეული.იცი როგორ ვარ?ბორკილებით შეკრულ ტყვეს ვგავარ,ვერ ვეწინააღმდეგები,რადგან იმ წუთში მახსოვს რომ ფეხები შეკრული მაქვს და ვერ გავედევნები.სასტიკი ბრძოლაა ჩემში გულსა და გონებას შორის,მათ კი ვნება ეჯახება და დგას ტანჯვა.წამებისაა მთელი ღამეები,ვერ ვიძინებ,არ მინდა ძილში რამე წამომცდეს და ნატამ გაიგონოს.ჩუმად ვებრძვი გულს და გრძნობებს,უზარმაზარი ლოდი მადევს,გაყოფილია ჩემი ნაწილები და ვერ თანხმდებიან,ეს ხომ სულის ტკივილია.გავცივდი,ლოდად ვიქეცი და აღარაფერი აღარ მინდა,მხოლოდ მარიტა მინდა,მხოლოდ ის უნდა გულს და სხვა არავინ.
-ასე ღრმად შემოვიდა შენში ეს გოგო?
-შემოვიდა,შემოვიდა და დარჩება კიდეც.ალექსანდრე რა იცი მასზე,ვინ არის და საიდან არის.
-ბევრი არაფერი,ის ერთი უბრალო გოგოა რომელიც ჩემთვის არა მარტო უბრალო,ის არაჩვეულრებრივი ადამიანია.
-სწორედ მაგ არაჩვეულებრივმა ადამიანმა არია და დარია ჩემში ყველაფერი,აღელვებული ზღვის ზვირთებივით მეხეთქება გულზე სურვილი,მისი ნახვის სურვილი.
-დავაცადოთ,მოიფიქრებს და გვეტყვის პასუხს.ოჰ, აი ისიც მარიტა მირეკავს.
-უპასუხე დროზე,იქნებ რა უნდა რომ გითხრას.
-გისმენ მარგარიტა.
-ალექსანდრე საიდან მოიტანე ეს მარგალიტა,დაგაგვიანდება?
-გაბრაზდი პატარავ?
-არა,საერთოდაც არა.
-გზაში ვარ და მოვდივარ,გიორგიც ჩემთან ერთად არის და ორივეს გვშია მარგარიტა ძალიან,ძალიან.
-მშვენიერია,წამოიყვანე და წამოდი.ალექსანდრემ გიორგის შეხედა და უთხრა.
-ორივე უნდა წავიდეთ,გველოდება.
-რატომ,რა ხდება.დაძაბული ხმა ჰქონდა?
-არა,არა მასეთი ვერ შევამჩნიე ვერაფერი.
-როგორ ფიქრობ,პასუხი უნდა გვითხრას?
-ვფიქრობ,რომ სწორად გამოვიცანით და პასუხიც დადებითია.
-წავედით,წავედით.გაუხარდა გიორგის და ალექსანდრეს მანქანაში მოთავსდა.
-მანქანას აქ ტოვებ შე ბრუ დასხმულო?
-არა უშავს,ხვალ მოვაკითხავ.სახლამდე არცერთს არ ამოუღია ხმა და სახლში შესულებს მოშივებულ კუჭზე გემრიელი სუნი დაეტაკათ და თვალები გაუფართოვდა ორივეს ულამაზესი სუფრა რომ დახვდათ გაშლილი.
-უკვე მოხვედით? აბა სასწრაფოდ ხელები დაიბანეთ და მობრძანდით.გიორგიმ და ალექსანდრემ ერთმანეთს გადახედა და ორივეს ერთი კითხვა ჰქონდათ.
-რა ხდება?
-მარგარიტა რა ხდება,რამე დღესასწაული გვაქვს და დაგვავიწყდა თუ არ ვიცით?
-არ დაგვიწყებიათ,უბრალოდ არ იცით.დღეს 20 ნოემბერია და 20 წელი შემისრულდა და არა მარტო ეს,მინდა რაღაც გითხრათ,მხოლოდ ჯერ მიირთვით.
-არა,უმჯობესია გვითხრა რისი თქმაც გინდა.
-გიორგი,ალექსანდრე ბევრი ვიფიქრე,ბევრი რამე გვერძე მივდე და მივიღე საბოლოო გადაწყვეტილება.
-რომ...........
-რომ თანახმა ვარ გავაჩინო შენი შვილი და ვიყო სუროგატი დედა.
-დარწმუნებული ხარ?
-დარწმუნებული ვარ და მინდა გაჩუქო ის სიხარული,რაც ყველა ადამიანის ოცნება და ცხოვრების მიზანია.
-მარიტა კიდევ გეკითხები,დარწმუნებული ხარ და გულით გინდა გააკეთო ის,რასაც ამბობ?
-კი გიორგი დარწმუნებული ვარ.
-ხვალ,ზეგ,მასზეგ ამ აზრზე იქნები? ან ერთი კვირის შემდეგაც არ შეიცვლება და არც ერთი თვის შემდეგ შენი აზრი?
-რომ არ მეფიქრა კარგად,არ იქნებოდით ახლა ჩემს წინ მაგ გაოცებული სახეებით ორივე.ვიცი,რომ ნატა ვერ მიტანს ამას მის გამოხედვაზე ვგრძნობ და მეშინია კიდეც რამე ზიანი არ მომაყენოს,მაგრამ ცხოვრება რისკი არის და მეც გავრისკავ და თუ თქვენი მხრიდან არაფერი არ შეცვლილა,შემოთავაზება ისევ ძალაშია მე თანახმა ვარ,როცა გინდათ ექიმთან მაშინ წავიდეთ.
-ღმერთო,შენ არ იცი მე როგორ ველოდი შენგან ეს პასუხი გამეგონა და ახლა როცა მოვისმინე პასუხი,თითქოს შემეშინდა კიდეც.
-რამ შეგაშინა,იმ პატარა არსებამ,რომელიც სულ მალე შენს ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს?
-ჩემი ცხოვრება ისედაც თავდაყირა დადგა ალექსანდრე.
-დამშვიდდი,ყველაფერი კარგად იქნება.
-ღმერთო რა ბედნიერი საღამოა.საჩუქრის გამო ბოდიში,ეს გვეპატიება რადგან არ ვიცოდით ეს დღე თუ შენი დღე იყო.
-არა უშავს,მაგაზე არ იდარდო გიორგი საჩუქარს მოგვიანებითაც მივიღებ.თქვა მარიტამ და სამივემ გულიანად გაიცინა.
-მაშ,გაუმარჯოს ახალ მიზნებს.თქვა ალექსანდრემ და ღვინო მოსვა.
-ნატას დაველაპარაკები და ამ კვირაში წავალთ ექიმთან.
-გაგიჭირდება მარგარიტა ნატასთან ურთიერთობა,მაგრამ ლოდ ქვეშ მოყოლილი ყვავილივით უნდა გაუძლო,რას იზამ მკაცრია დაო ცხოვრება.
-რას ვიზამთ ალექსანდრე ჩვენ ყველას ჩვენი ღირსება გვაქვს,მართალია ზოგი ღირსებასთან ერთად მოთმინებას და თავდაჭერილობას კარგავს,მაგრამ შესანიშნავად აქვს ნათქვამი ერთ ცნობილ ადამიანს თომას მანის- რომ ,,იმ ადამიანის არ უნდა გვეშინოდეს ვინც ბევრს ყვირის,საშიში ის ადამიანია რომელიც არ ხმაურობს''. თქვა და თვალი ჩაუკრა ალექსანდრეს,გიორგი იჯდა და სიყვარულით სავსე თვალებით უცქერდა მარიტას.
სიღარიბე არ არის ახალი ფენომენი კაცობრიობისთვის,სიღარიბე ყოველთვის არსებობდა,არსებობს და იარსებებს კიდეც.მუშაობს,დღეს და ღამეს შრომაში ასწორებს და მისი მთავარი ოცნებაა დასძლიოს სიღარიბე,მაგრამ ეს ოცნება-ოცნებად რჩება,ხელები კი დაეკოჟრა,გაუუხეშდა და დაუსკდა,არადა ის ხომ ჯერ 31 წლის არის.სახლში საყვარელი მეუღლე ყოველთვოს გაღიმებული ხვდება და პურის ერთი ნატეხიც რომ ჰქონდეთ,ისე გემრიელად მიატანს ხახვს და მარილს,თითქოს მის წინ ჩახოხბილით სავსე თეფში ედოს.ოჯახი ღარიბია,მაგრამ მათ სიყვარული აერთიანებთ.ორივეს ერთი ნატვრა აქვთ,თუნდაც ერთი შვილი გაუჩნდეთ და სიღარიბის არსებობას არც კი აღიარებენ.ავთანდილ გაბუნია და ინგა ციბაძე 10 წელია რაც დაქორწინებულები არიან,მაგრამ მათ შვილი არ გაუჩნდათ.დასავლეთის ერთ-ერთ გაშლილ სოფელში ცხოვრობს ეს სიყვარულით სავსე ოჯახი და მათი ძირითადი შემოსავალი  ტყე და საქონელია.ავთანდილს უღელი ხარი ჰყავს,შეშას ეზიდება ზამთრისთვის და ჰყიდის,ასე შოულობს სარჩოს თავისივე შრომით.დიდი მწვანე ეზო და ამ ეზოშო ორ სართულიანი შუშაბანდიანი სახლი ხელის შევლებას საჭიროებს, თორემ ირგვლივ მშვენიერი გარემოა.ინგას ყვავილები უყვარდა და თვალის ჩინივით უვლიდა მის წითელ ინდურ ვარდებს თუ წითელ პიონებს.ფერად გიორგინებს,თეთრ და ყვითელ კამელიებს და ეზოს ერთ ნაწილში ამაყად მდგარ ყვითელ გულა გვირილებს.ღიმილით მისჩერებოდა ავთანდილი ყვავილებს როგორი დიდი სიყვარულით და სინაზით ესაუბრებოდა ინგა და შემდეგ ეტყოდა.
-ნეტა გამაგებინა,თუ ესმით რასაც ეჩურჩულები.
-აბა არ ესმით?ამათ ხომ სული აქვთ და ცოცხლობენ.არაფერი არ ჯობდა აპრილის თვეში დილით დაცვარული ვარდების შეხედვას.ქარიშხალივით ჩამოუქროლებდა დილიდანვე ჭიშკრიდან ეზოს და თვალს უხაროდა იმ ეზოში შესვლა.ბებიიდან ჰქონდა გაგონილი ,,შვილო ქალის დიასახლისობას თვალი მისი ეზოდან დააფასებსო''.21 წლის იყვნენ რომ დაქორწინდნენ და უკვე წლებს ითვლის მათი წქორწინება,მაგრამ შვილი ესაა მათი ყველაზე დიდი ნატვრა.ფულით ღარიბ ადამიანებს გული და სული აქვთ მდიდარი,ასევე მათ შორის დიდი ვნებაა.გაზაფხულის ულამაზესი თვე აპრილი,ეზო სიმწვანეშია და თეთრი გვირილებიც თავს იწონებს,ატამიც სადაცაა აფეთქდება და ეზოს ერთ მხარეს ატმისფერი ფერი დაჰკრავს,მეორე მხარეს კი ყვთელ გულა გვირილები ამშვენებს.შუადღისად ამინდი შეიცვალა  და უსიამოვნო გრძნობა ჰქონდა,გზას გაჰყურებდა და გულში ლოცულობდა.მოილია გარეთ საქმეები და ვახშმის მზადებას შეუდგა ადრიანად,ნელა-ნელა ცა ჩამოშავდა და წვიმამ ჯერ წინწკლებად იწყო დენა,მაგრამ ქარიც ამოვარდა და აირია ჰაერში ყველაფერი.ერთიანად წააწვინა ამაყად მდგარი ყვითელგულა გვირილები,დაუნდობლად დაეტაკა ატამს და ჯერ ყვავილები ჩამოაცალა შემდეგ კი ტოტები დაუმტვრია შეუბრალებლად.შეეშინდა და კარებში იდგა,შვებით ამოისუნთქა,როცა ერთიანად გალუმპული ავთანდილი დალანდა ეზოში შემოსული.ჯერ ხარები დააბინავა და შემდეგ თავად შევიდა სახლში.
-შუქი არ გვაქვს? იკითხა ერთიანად სველმა ავთანდილმა სახლში შემოსვლისას..
-ასეთ ამინდში შუქი? ეს ხომ ზედმეტი ფუფუნებაა.
-რა ამინდი დაგვიდგა,არადა კიდევ რამდენიმე დღე და ყანის დახვნას მოვილევდი,ათ დღეში მივათესავდი და სიმინდის ამოსვლამდე ისევ შეშას გავამზადებდი.კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო,სწორედ ჩემზეა ნათქვამი.ავთანდილმა სევდიანად შეხედა ფანჯარასთან მჯდარ ინგას და ხელი მოხვია ბეჭებზე.ინგამ ახედა ქმარს,მკრთალად გაუღიმა და მკერდზე მიადო თავი.
-დავიღალე,ვდილობ ძლიერი ქალის როლი გავითავისო,მაგრამ ხანდახან სადღაც მრჩება ნიღაბი და სახეს ვერ ვფარავ,მაგრამ დარწმუნებული ვარ თუ დამჭირდა დაცვა შენი ფართე მკერდი დამიცავს.
-ვიდრე შემშლიდეს ის აზრი,რომ შენ ახლა ისევ უნდა იტირო,უმჯობესია გაჩერდე.უფალი დიდია და მოწყალე არ დაგვივიწყებს და ჩვენც გადმოგვხედავს.იმედი,იმედი არასდროს არ უნდა დავკარგოთ.მთელი ცხოვრება რთული გზებით ვიარე,ჩემს გარშემო სულ ქვა და ლოდია და ამიტომ არ ხარობს ჩემს მიერ დათესილი მარცვალი.გვიჭირდა,მაგრამ ყალბი გრძნობები ერთმანეთის მიმართ არასოდეს არ გვქონია,რადგან ჩვენ ჩვენი გულები გავუცვალეთ ერთმანეთს 10 წლის წინ.ბევრჯერ ჩემს კიბოდ გაჩენილიც კი გიწოდე,ბევრჯერ შემოგიყვირე კიდეც,მაგრამ ისე შემომხედავ ხოლმე ჩემს თავს თავად ვწყევლი.მაინც ჩემი ფერია ხარ,ჩემი სიყვარული.ინგას გული აუჩუყდა და ასლუკუნდა,ავთანდილმა თავზე აკოცა და სახლიდან გავიდა.
-სად მიდიხარ ამ თავსხმაში რამე მაინც მოიფარე.
-საწვიმარს მოვიფარებ,წავალ საქონელს დავხედავ,წრიალებდა ძროხა და შესაძლებელია დღეს პატარაც გვაჩუქოს.საწვიმარი მოიფარა და წვიმაში გავიდა.სახლს შემოუარა გარშემო,ყველაფერს დაკვირვებული თვალით დაათვალიერა და შემდეგ შევიდა საქონლის ბინაში.სულ ცოტა ხანში კი სახლში თვალებ გაფართოებული შევარდა ყვირილით.
-რამ გადაგრია ადამიანო,შეიშალე?გაუკვრდა ინგას ავთანდილის ქცევა.
-ინგა იქ,იქ,იქ ბავშვია.
-რა არის?ფერი ეცვალა ინგას და არც დაფიქრებულა რამე მოეფარა ისე გავარდა წვიმაში.საქონლის ბინაში შესულს,იქ სადაც საქონლის საპირეა ლამაზად მოწნილი კალათი იყო და კალათში მშვიდად ეძინა პატარას,ალბად 4-5 თვის თუ იქნებოდა.გვერდით მოზრდილი ჩანთა ედო,ინგამ ხელი დაავლო ბავშვის კალათს,ავთანდილმა ჩანთას და სახლში შევიდნენ.ბავშვი ფრთხილად დააწვინა საწოლზე და ღიმილით უცქერდა,თან თვალები ცრემლებით აევსო.
-რა ვქნათ,არ გავაცხადოთ?
-რა თქმა უნდა,ხვალვე გავაცხდაებ.თქვა ავთანდილმა და ჩანთა გახსნა შიგ ბავშვის ტანისამოსი იყო ლამაზად ჩაწყობილი,სატყუარა სოსკა და კონვერტი.ინგამ ხელის კანკალით გახსნა კონვერტი და შიგ წერილი იყო,წერილთან ერთად კი 500 ლარამდე ფული.
  ,,ჩემო ძვირფასებო,ვიცი რომ შვილს ნატრობთ და აი აგიხდათ ოცნება.ვიცი რომ ამ პატარას მოუვლით და შვილივით შეიყვარებთ.თქვენს გვარზე შეგიძლიათ გადაიყვანოთ სახელი კი გთხოვთ მარიტა დაარქვით.დაბადების დღე 1996 წლის 20 ნოემბერია.დღეიდან თქვენ ხართ მარიტას მშობლები,სასახელო შვილი აღგეზარდოთ''.
-ღმერთო ჩემო,ნუთუ ეს ცხადია? თქვა ავთანდილმა.
-ცხადია,ცხადი და შუქი არ არის.რა ვქნათ? ბავშვს სიბნელეში ვერ გავაჩერებთ.
-წავალ სანთლებს ვიყიდი და რძეს,აბა რა ვაჭამოთ რომ გაიღვიძებს?
-მოდი მაღაზიაში მე წავალ,რადგან გვჭირდება კიდევ სხვა საჭირო აუცილებელი ნივთები და სპეციალურ საჭმელსაც ვიყიდი.იმედია მაღაზია ჯერ კიდევ ღია იქნება.
-მე რა ვქნა რომ გაიღვიძოს?შეეშინდა ავთანდილს.
-შენ კარებები დაკეტე,პატარაა და არ შეცივდეს.წყალი გააცხელე ჩაბანა დაჭირდება და რომ გაიღვიძებს ხელში აიყვანე,მეც მალე მოვალ.საწვიმარი მოიფარა,ფული აიღო რაც დაჭირდებოდა და სირბილით მივიდა მაღაზიამდე.ინგას ყველა იცნობდა და ყველას გაუხარდა მისი სიხარული,ყველაფრის ყიდვაში გოგოებმა მოეხმარა და ბედნიერი ღიმილით დაბრუნდა,სახლში შევიდა თუ არა კარებში ფეხი თეთრ კონვერტს დაადგა
-ეს რა არის,რომ გავედი აქ არ იყო.
-უკვე მოხვედი?გაიღვიძა ინგა ნახე რა შავი თვალები აქვს.ინგამ შეხედა ავთანდილს და გული აუფრიალდა ბავშვი ისე ეჭირა ხელში,პატარა კი უცინოდა და მის პატარა ხელებს სახეზე უთათუნებდა.ნაყიდები იქვე დააწყო,სანთლები აანთო და სანთლის შუქზე კონვერტი გახსნა,ისევ წერილი იყო და საჩქაროდ ჩაიკითხა.
    ,,თქვენი სიხარული მეც გადმომედო,რადგან დარწმუნებით ვიცი რომ მარიტა თქვენთან ბედნიერი იქნება.მადლობა,რომ პატარა პირველი წუთებიდანვე გულში ჩაიკარით,ახლა კი დამშვიდებული წავალ,ვიცი რომ პატარა კარგი ადამიანების ხელშია''.
-ღმერთო ვინ არის,გვითვალთვალებდა?
-ნუთი ასე ახლოს იყო და გვიცქერდა შორიდან თუ როგორ მივიღებდით ბავშვს? ინგამ სიყვარულით აიყვანა ხელში პატარა,თბილ წყალში ჩაბანა,გაამშრალა და საჭმელიც კი აჭამა თვალებბრიალას.ავთანდილმა ისევ გავიდა და ღიმილით დაბრუნდა.
-ინგა მეორე გოგო გვყავს,მარიტა კარგი ფეხით შემოვიდა ჩვენს ოჯახში.ბედნიერი იყოს შენი ჩვენს სახლში შემოსვლა მამას პრინცესა.მეორე დილით მზემ გამოანათა,წვიმისაგან და ქარისაგან წაქცეული გვირილები წელში მოხრილიყვნენ და წამოდგომას ცდილობდნენ,ისეთი ამაყები იყვნენ რომ არ იმჩნევდნენ წაქცევას და ცოცხლად,მხნედ ეჭირათ თავი.
-ბავშვი რომ დაიძინებს,ძირს დაყრილ ვარდებს მიხედე საცოდავად რომ მოხრილან წელში.რომელიც დამტვრეულია მოაჭერი და მშვენიერება შეუნარჩუნე,არ შეიძლება ტკივილში იხრჩობოდეს,ყველა ყვავილი მგრძნობიარეა მაგრამ უფრო ვარდი. ის ისეთი სათუთია როგორც ადამიანის გული,რამდენადაც დიდია მისი სილამაზე,იმდენად მტკივნეულია უდროოდ შემხმარი და ჩამოტეხილი ყლორტები.
-დილა ადრიან შეამჩნიე ჩემი ყვავილები რა დღეში არიან?
-ჩემი სახლის ორ ყვავილს თუ უნდა გავუფრთხილდე,რა დამიშავა ეზოს ყვავილებმა,ისინი ხომ ჩემს მიდამოს ამშვენებენ.ძინავს მარიტას?
-ძინავს კი და მალე გაიღვიძებს,ჭამის დრო აქვს უკვე.
-როგორ გავიდა დრო ჩემო ტკბილო,გახსოვს პირველად რომ გითხარი მიყვარხართქო?
-მე კი რა გიპასუხე გახსოვს?
-მახსოვს,არ დამვიწყებია.მე იმ ქალების რიცხვს მივეკუთნები რომლებსაც მხოლოდ ერთხელ უყვარდებათო.მერე დაქორწინება გთხოვე,შეგრცხვა თვალს ვერ მისწორებდი,მე კი მაინც მოვედი შენთან ოჯახში.
-ქორწინება ეს დიდი ტვირთია,მაგრამ ყველაზე დიდი ბედნიერებაა,როცა საყვარელი ადამიანის გვერდით ხარ დღეც და ღამეც.
-მართალი ხარ,მაგრამ მე ვერ შევძელი შენი გაბედნიერება.
-ბედნიერი ვარ,შენთან ერთად ძალიან ბედნიერი ვარ.მადლობა ყველაფრისთვის.
-ბა,ბა,ბა,ბა,ბაააა.მოესმათ მარიტას ბუტბუტი და ორივემ საწოლისკენ გაიხედა.
-გაიღვიძა შავთვალამ.ხელში აიყვანა ავთანდილმა და ინგას შეხედა.-ფუ ყარს,ყარს და თბილი წყალი გვაქვს?ინგას გაეცინა და სიცილით უთხრა.
-თბილი წყლის გარეშე უკვე აქ არ შეიძლება ყოფნა.ორივემ ერთად მოუარა ბავშვს და ავთანდილმა სოფლის გამგებელთან წავიდა.ყველაფერი მოუყვა რა და როგორ იყო,ბევრი საბუთების მოგროვების შემდეგ მარიტა შვილად დაიწერეს და გახდა მარიტა გაბუნია.
-ჩემი გოგო,ჩემი პრინცესა მხოლოდ შენს სიყვარულში მოვკვდები,მზად ვარ შენს გამო ჩემი სიცოცხლეც კი გავწირო.შენს სახეზე მხოლოდ ღიმილს და სიხარულს უნდა ვხედავდე,გპირდები მეყოფა ჩემი ნებისყოფა ეს გავაკეთო ჩემო ანგელოზო.ტკივილამდე,სულის ტკივილამდე დაგიცავ.შენ ხომ ჩემი ღვითის საჩუქარი ხარ,რომელმაც ჩემში წარმოუდგენელი სიხარული და ბედნიერება შემომიტანა.
-ღრუბლებით სავსე ცხოვრება,ერთ წვიმიან დღეს შეიცვალა და ჩვენს სახლშიც შემოანათა მზემ.ჩვენი მზე,ჩვენი მარიტა.თქვა ინგამ და ბავშვი აართვა ხელიდან ავთანდილს.გაიზარდა მარიტა,15 წლის ასაკში მშობლებმა მას სიმართლე უთხრეს.ეწყინა,მაგრამ რას იზამდა ხელი მოხვია ორივეს და წრფელი ღიმილით გაუღიმა.
-მართლა მეწყინა,მაგრამ ვიცი რომ სანერვიულო არც არაფერია.გავიცნობდი მხოლოდ იმ მიზნით,რომ გამეგო ეს რატომ გააკეთა,მაგრამ რომ ჩავუღრმავდე ამ თემას ვინ იცის რა პირობებში მომიწევდა ცხოვრება.იქნებ კარგიც კი გააკეთა,რომ აქ მომიყვანა.კარგად ვიცი,რომ ნამდვილ დედებს რომლებსაც თავიანთი შვილები უყვართ ვერანაირ გარემოება და ვერანაირი სიდუხჭირე ვერ დაათმობინებს შვილს,მაგრამ თურმე არსებობენ განსხვავებული დედებიც.
-შენ თუ გინდა და სურვილი გაქვს,მოვძებნოთ და გავიგოთ ვინ არის შენი ბიოლოგიური მშობლები.
-რატომ? მოგბეზრდათ ჩემი აქ ყოფნა?
-რას ამბობ შვილო.შეიცხადა ავთანდილმა
-მაშ რატომ მოვძებნო,ვერ ვგრძნობ თავს კარგად თქვენთან ერთად? არავისაც არ ვეძებ.გაუასმაგდათ მარიტას მიმართ სიყვარული და ყველაფერს აკეთბდნენ,რომ თავი ბედნიერად ეგრძნო.სკოლა წარმატებით დაასრულა და გადაწყვიტა სწავლა გაეგრძელებინა,მაგრამ ვერ ამხელდა მის ოცნებებს.ერთ დღეს შემთხვევით მისი ჩანაწერები ნახა ინგამ ჯერ არ უნდოდა წაკითხვა,მაგრამ ცნობისმოყვარეობამ სძლია და წაიკითხა.ცრემლი მოერია,საღამოს ტყიდან დაბრუნებულ ქმარს საიდუმლოდ გაანდო შვილის ოცნებები დანდანაღვლიანდა,ინგას კი უთხრა.
-მომავალი წლისთვის უნდა გავუშვათ სასწავლებლად,რომ მისი ოცნებები აისრულოს.ჩემს გოგოს ექიმობა უნდა,იქნება კდეც,ის საუკეთესო ექიმი იქნება.ზამთარი დადგა,იმ წელს დიდი ზამთარი მოვიდა და ერთ საღამოს მხიარული სახით ახარა ინგას და მარიტას.
-სამსახური შემომთავაზეს,ზამთარია,ტყეში ვეღარ ვივლი და ერთი თვით უნდა წავიდე, კარგ ხელფასს მპირდებიან და ამ ზამთარს იქ ვიმუშავებ.წავიდა და ერთი თვის ნაცვლად ორი თვე დააგვიანდა და ორი თვის შემდეგ დაბრუნდა.ოხ,როგორ მონატრებოდა ეს სითბო და გემრიელი ოჯახური ვახშამი.
-მარიტა იანვარი დასრულდა შვილო,ოთხი თვე გაქვს წინ მოსამზადებლად გამოცდებისთვის,იმეცადინე და წელს გამოცდაზე გახვალ.
-მამა მე...............
-არ მინდა არაფლის გაგონება,შენ მთელი ჩვენი სამყარო ხარ ჩემო გოგო,ამიტომ გააკეთე ის რასაც გეუბნები და აისრულე შენი ოცნება.მინდა ექიმი გამოხვიდე,გთხოვ გააკეთე ეს ჩვენს გამო.
-მამიკო ძალიან მიყვარხართ,ეს თქვენ ხართ მთელი ჩემი სამყარო,დიდი სამყარო სადაც თქვენ მიჰქმნით ნათელ ფერებს.კარგად გადაგიხადეს?
-კი შვილო,არ ვარ უკმაყოფილო.
-ხელები რატომ გაქვს დასუსტებული,თან ფერიც არ მომწონს,მამა კარგად ხარ?
-გადავიღალე ცოტა და დავწვები,დავისვენებ.მარიტამ დედას მოეხმარა,სახლი მიალაგა და დასაწოლად რო გავიდა ინგას შეშფოთებული ხმა გაიგონა.
-ავთო ეს რა არის? სად იტკინე,რატომ გაქვს ამხელა ჭროლობა.
-ჩუუუუ,ბავშვი გაიგონებს.
-რა ხდება,რა არ უნდა გავიგონო მამა.ცრემლიანი თვალებით შეხედა მარიტამ მის წინ მდგარ გაფითრებულ ავთანდილს და თვალებში შეხედა.
-დაწყნარდი,არაფერია ყველაფერი კარგადაა,მე კარგად ვარ მთავარი ხომ ეს არის.
-რა გჭირს მამა.
-არ მინდოდა გაგეგოთ,არ მინდოდა რომ გცოდნოდათ.
-რა,რა არ უნდა გაგვეგო და რა არ უნდა დვცოდნოდა.რატომ გაქვს ეს ჭრილობა,საიდან გაქვს ეს ფული მამა.გთხოვ სიმართლე მითხარი,მინდა ვიცოდე.ინგამ შეხედა და თვალებით თხოვდა სიმართლის თქმას.
-დაწყნარდით რა პანიკაში ჩავარდით,ცუდი არაფერი არ ჩამიდენია.
-ხოდა სადაცაა გავსკდები მოლოდინით თუ არ იტყვი რა მოხდა და სად იყავი ეს ორი თვე.
-ხო კარგი,კარგი.ერთი ახალგაზრდა ბიჭის ღვიძლი გადავუნერგე და სიცოცხლე შევუნარჩუნე,ასე შენი სწავლის ფულიც გადავდე შვილო.მარიტამ პირზე მიიფარა ხელი და ცრემლები ვერ შეაკავა.
-მამა,მა ეს ჩემს გამო გააკეთე?რომ რამე მოგსვლოდა?
-ანალიზებმა რომ მიმიღო მის დონორად,საშიშიც არაფერი არ იყო.
-ჩემი საამაყო დედიკო და მამიკო,როგორ ვამაყობ მე თქვენით.მარიტამ მეცადინეობა დაიწყო და მისი მონდომება ყველასათვის ნათელი გახდა,როცა გამოცდები წარმატებით ჩააბარა და ყველასათვის ცნობილი გახდა,რომ მარიტა ექიმი გახდებოდა.სწავლაც დაიწყო და ბედნიერი,ამაყი და მხიარული დაემშვიდობა მშობლებს,შეპირდა რომ ხშირად ინახულებდა მათ.
-მარიტა ეს ფული შენია შვილო და შენ უნდა მოიხმარო.ფული მაგიდაზე დაუდო ავთანდილმა.
-მამა ბინის ქირა გადახდილი მაქვს სექტემბერი და ოქტომბერი,მე ყველა არ დამჭირდება,ეს თქვენ გქონდეთ შენ ჯერ კიდევ სუსტად ხარ და გამოგადგებათ იქნებ რა დაგჭირდეთ.მე შევეცდები სამსახური ვიშოვო და თავისუფალი საათები ვიმუშავო,არ მინდა მთლად თქვენ დაგაწვეთ მხრებზე.
-ვამაყობ შენით ჩემო ჭკვიანო.უთხრა ინგამ და შვილი გულში ჩაიკრა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 198 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar