სუროგატი დედა.თავი 5.
20.08.2018, 23:06
-აი მოვედით.ერთ-ერთ დიდ შემონასთან გააჩერა ალექსანდრემ მანქანა და გადავიდნენ თუ არა გიორგი სადღაც გაქრა,ალექსანდრემ ხელი ჩაჭიდა მარიტას და ხალხის ბრბოში გაიყვანა.
-მოიცა გიორგი?
-მას გიორგით არავინ იცნობს მარიტა.
-აბა ჯორჯ?ვფიქრობ გამიჭირდება ამ სახელთან შეგუება..
-მიეჩვევი და შეეგუები ისე რომ ვეღარასოდეს ვერ შეძლებ დავიწყებას.
-მოიცა აქ კონცერტია? სიმღერებს უნდა მოვუსმინოთ?
-უნდა მოვუსმინოთ,დღეს შენთვის დიდი სიურპრიზია.
-არ მითხრა, რომ გიორგიმ უნდა იმღეროს.
-მოუსმინე და თავად მიხვდები,ყურადღებით მოუსმინე რაო რას აცხადებს?
-სცენაზე გამოდიიიის,სცენაზე გამოდიიიის ჯორჯ გურენიიიი,მივესალმოთ მას.მარიტა გაოგნებული იჯდა და ხალხის შეძახილები,ხალხის სიხარულით გამოწვეული ყიჟინა არ წყდებოდა,თავად კი არ სჯეროდა რომ ეს ყველაფერი რეალობად ხდებოდა და ხმაური ჩააცხრო ნელმა და სასიამოვნო მუსიკამ.გაისმა გიორგის ხმა რომელიც მარიტას გულს მალამოდ მოეცხო.
-ღმერთო.წამოსდა მის ბაგეებს.
-მოგეწონა?
-საოცრებაა,ალექსანდრე ეს ხომ საოცრებაა,ეს ადამიანი უფლის მიერ არის ამ ნიჭით დაჯილოდოვებული.მხატვარი,მსახიობი,მომღერალი და ამ ყველაფერთან ერთად უნიკალური ადამიანი,მაგრამ რატომ ჯორჯ გურენი?
-მარიტა ის ძალიან ბევრს მოგზაურობს,უამრავ ქვეყანაში არის ნამყოფი და ამასთან ერთად აქვს თავისი ბიზნესიც.ხშირი მოგზაურობის გამო დაითქვა გეორგე ანუ ჯორჯ გურენი.
-დავიჯერო ეს ნატამ არ იცის?
-არა,არ იცის გიორგის ვინც იცნობს მისი ხელოვნების და შემოქმედების გარშემო,მას იცნობენ როგორც ჯორჯ გურენი და კიდევ,ის ნანუკას შოუშიც ამ სახელით იყო მიწვეული,ძალიან იშვიათია გიორგი აქ ვინმემ დაუძახოს.
-გასაგებია,მაგრამ მე ის გიორგით გავიცანი და ჩემთვის გიორგია.
-მიეჩვევი შენც ისე როგორც სხვები.
-მე მასთან დიდი,დიდი ერთი წელი მომიწიოს ცხოვრებამ და მერე დავემშვიდობები,ასე რომ არ ვაპირებ მაგ სახელის დამახსოვრებას და გულში დამარხვას.
-მაგასაც გაგახსენებ.თვალი ჩაუკრა ალექასანდრემ მარიტას და ისევ სცენისკენ გაიხედა.გიორგი იდგა სცენაზე და სიმღერას-სიმღერა სცვლიდა,მღეროდა დაუღალავად და მთელი გრძნობით.ორი საათი გაგრძელდა კონცერტი და როგორ გავიდა ეს დრო ვერც კი გაიგო,თითქოს გულიც კი დაწყდა,რადგან უნდოდა დაუსრულებლად ესმინა მისთვის.აღფრთოვანებული,გაოცებული და გაკვირვებული დაბრუნდა სახლში,ინტერნეტი უკვე აჭრელებული იყო ამ კონცერტის ვიდეოებით და თითქმის მთელი ღამე მას უსმენდა,უნდოდა ეს ხმა,ეს სიტყვები შიგ გულში დაემალა,დაემახსოვრა და სულ მასთან ყოფილიყო.რამოდენიმე დღემ გაიარა არ ენახა გიორგი და თითქოს დანაკლისს გრძნობდა,თითქოს რაღაც აკლდა,მაგრამ ერთ საღამოს ესტუმრა და მშვიდად ისაუბრეს რომ მეორე დილით მხოლოდ ორნი წავიდოდნენ ექიმთან.მელანომ დაკვირვებით გადახედა მარიტას და გიორგის ანალიზებს,მარიტას რაღაც წამლები დაუნიშნა და უთხრა.ერთი თვე მიიღებ ამ წამლებს,ერთი თვის შემდეგ მოხვალ და ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება ამას შემდეგი ანალიზი გვეტყვის,შესაძლებელია განაყოფიერებაც მოხდეს.მათი წასვლისას მელანომ რაღაც დაწერა ფურცელზე და გიორგის მისცა.
-ჯორჯ შენ კი ეს წამალი გაითვალისწინე.ჯორჯმა დაიჭყანა,რადგან არ უყვარდა მაინდამაინც წამლების მიღება და ფურცელი გაშალა,წაიკითხა თუ არა ხველა აუტყდა და მარიტამ იქვე დადებული ჭიქით წყალი მიაწოდა,დალია წყალი და შეშინებულმა შეხედა.
-რა დაგემართა,კარგად ხარ?
-მე კარგად ვარ,მაგრამ ჩვენი ექიმი ვერ არის კარგად.შეუბღირა მელანოს რომელიც ცრემლებამდე მისულიყო სიცილისგან.
-მოიცადე,შენ რომ დასტაცე მაგ ჭიქას ხელი და მომაწოდე,იქნებ შიგ რამე იყო,მკლავდი?
-მე,მე როგორ გკლავდი,ექიმმა მომაწოდა ის ჭიქით წყალი,მაშინ უნდა ვიგულისხმო,რომ მე ექიმი მკლავდა?
-გიორგიიიიი,ჯორჯ იფიქრე რაც გითხარი.
-მელანო გაგიჯდი? კიდევ შეუბღვირა მელანოს მაგრამ გული რაღაც სასიამოვნოდ აძგერდა,მარიტას კი შიშით შეხედა ჩემი ფიქრები ხომ არ წაიკითხაო.მელანომ თვალი ჩაუკრა გიორგის და მარიტას ჩუმად კი ენაც კი გამოუყო,მაგრამ გიორგის დაბღვერილი გამოხედვა და შეყრილი წარბები მაინც ვერ გახსნა,კარებში გასვლისას კი მუჭი დაუქნია მელანოს და მაინც ჩატეხა ღიმილით მარჯვენა ტუჩის კუთხე.წინ წასულ მარიტას შეხედა და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ფურცელზე დაწერილი.
-ჯორჯ მე შენს ადგილზე,ბუნებრივ განაყოფიერებაზე ვიფიქრებდი,რად გინდა ეს სინჯარის ბავშვი როცა შესაძლებელია ეს გააკეთო,მარიტა შენია ნუ გაუშვებ ხელიდან.ნუ იბღვირები,გაკოცეეე,მეც მიყვარხარ.
-გიჟია ეს გოგო,როდის უნდა დაჭკვიანდეს.ჩაიცინა და მანქანაში ჩაჯდა,მარიტას შეხედა და უთხრა.
-მარიტა მე ვფიქრობ დროა დავილაპარაკოთ.
-მეც მაგ აზრზე ვარ ჯორჯ.
-წამოდი სადმე დავჯდეთ.მშვიდ გარემოში და ვისაუბროთ.თითქმის ქალაქიდან გავიდნენ და მისთვის ნაცნობ პატარა და მყუდრო რესტორანში შევიდნენ სადაც მსუბუქად ისადილეს,გიორგი შიგა და შიგ მარიტას მშვიდ სახეს აკვირდებოდა.
მარიტა..............
-გიორგი.............ერთად წამოიწყო ორივემ საუბარი და შემდეგ ორივეს გაეცინა.
-დაიწყე,შენ თქვი რაც გინდოდა გეთქვა.
-არ დავიწყებ იმის მოყოლას და ახსნას რატომ გადავდგი ეს ნაბიჯი.
-ყველაფერი ვიცი და ვფიქრობ,არ უნდა ინერვიულო არაფერზე.
-არ მინდა იფიქრო,იმის გამო ვაკეთებ ამ ყველაფერს მე შენგან ფული მინდა.მე მხოლოდ იმ მინდა,რომ ჩემს მშობლებს არ დავაწვე მხრებზე,ვისწავლო და ეს ყველაფერი მშვიდ გარემოში გავაკეთო,მაგრამ მაპატიე,მე თქვენთან ერთად ერთ სახლში არ მექნება მშვიდი გარემო.მიუხედავად იმისა,რომ ეს თავიდანვე თქვი ჩემთან ერთად უნდა იყო და მე უნდა ვაკონტროლებდე ყველაფერსო,მე და ნატა ერთ სახლში ვერ ვიქნებით მშვიდად,კარგად ხვდები რატომ ვამბობ.
-ვიცი მარიტა და არაა ახსნა საჭირო,ნატა ძალიან შეიცვალა და სიმართლე გითხრა ჩემი სახლში არ ყოფნის დროს,რადგან მე ხშორად მიწევს გასვლა ქვეყნიდან,მეშინია რამე სისულელე არ ჩაიდინოს,ამიტომ მე ალექსანდრეს ველაპარაკე და ის თანახმაა მასთან იყო მთელი ეს დრო,ან თუ წინააღმდეგი არ იქნები მე მზად ვარ ბინაც ვიქირავო,ვიყიდო და ცალკე იცხოვრო,მაგრამ იქ სულ მარტო იქნები და ამიტომ შენ გადაწყვიტე როგორ გინდა და მეც ისე მოვიქცევი.
-თუ ალექსანდრე თანახმაა მე მასთან მირჩევნია ვიყო და იქ როცა გინდა მოხვალ,გაუფრთხილებლადაც კი.
-ეს შენი გადასაწყვეტია,სადაც შენ იგრძნობ მშვიდად და კარგად კომფორტულად თავს იქ იყავი,მე საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს.
-კარგია,რომ ჩემი გესმის,თუმცა მე ნატასიც კარგად მესმის.
-მარიტა მინდა მნიშვნელოვან თემას შევეხო, ის რაც მე და შენ გვეხება.
-გისმენ.დაიძაბა მარიტა და სმენად გადაიქცა.
-მე ექიმს ვესაუბრე რაღაც საკიხებზე და მითხრა,რომ ქალების კატეგორია საქართველოში ვინც ხდება სუროგატი დედა და უშენს სხვას შვილს,ეს 15,000-20,000ლარის ფარგლებშია გადასახდელი,ეს მხოლოდ დედას.მე გადავწყვიტე ანგარიში გავხსნა შენს სახელზე და ეს თანხა იქ დავდო,რომ ხელშეუხებელი იყოს გარკვეული დროის მანძილზე და ამას როცა დრო მოვა შენ შენსას მიიღებ.
-გიორგი მე ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე თანხა არ მინდა,გითხარი ვსწავლობ და მხოლოდ იმაში დამეხმარე,რომ სწავლის თანხა გადავიხადო,რადგან ვერ მოვხვდი მთლიან დაფინანსებაში.არ მინდა სწავლაზე ხელი შემეშალოს თანხის გამო,მამამ ჩემს გამო თავი გაიმეტა და მტკივა მას რომ ვატკინო,მხოლოდ ამაზე ვფიქრობ მთელი ღამეები და კიდევ სხვა რამეებია რაც სერიოზულად მაფიქრებს.
-მითხარი ყველაფერი,რაც კი გაქვს გულში,თქვი რა გაწუხებს,რა არ გაძლევს მშვიდად ძილის საშუალებას,მინდა მეგობრები ვიყოთ მარიტა და ერთმანმეთს გახსნილად ვესაუბროთ.
-რომ არ გაამართლოს და შედეგი ვერ მივიღოთ?
-ამას ჩვენ ვერ გავიგებთ,როცა ემბრიონს შენს სხეულში ჩათესავენ ამის შედეგი ორ თვეში გვეცოდინება.
-ბავშვი რომ ავადმყოფი დაიბადოს,მიატოვებ? არ მიაქცევ ყურადღებას? იქნებ ნატამ უარი თქვას მის სახლში წაყვანაზე,გიორგი მერე პატარას რა ეშველება?
-მარიტა ეს რა აზრები გაწუხებს,ვიცი მცირე დროა რაც ერთმანეთს ვიცნობთ,მაგრამ ნუთუ დავიჯერო ამ დროში ვერ შემიცანი?
-შენ ამ პატარა დროშიც კი შეგიცანი,მაგრამ არ დაგავიწყდეს ნატას არსებობა,ის ვერ შევიცანი.
-მესმის შენი,ჩემზე უფრო ვერავინ ვერ გაგიგებს მაგრამ გპირდები ყველაფერი კარგად იქნება,დაიჯერე ჩემი სიტყვა ჯორჯ გეორგე სიტყვას არასოდეს ტეხს,მთავარია შენ არ ინერვიულო.ამშვიდებდა მარიტას მაგრამ თავადაც ნერვიულობდა,რადგან სერიოზულად დააფიქრა მარიტას სიტყვებმა.მაინც არ კარგავ და იმედს და დარწმუნებით შეეძლო ეთქვა,რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩებოდა და წინ მხოლოდ სასიხარულო დღეები ელოდათ.
ეჭვიანობა ეს ძალიან დიდი და რთული დაავადება,როგორც მამაკაცებში,ასევე ქალებშიც.ბევრი ქალი ვერ აცნობიერებს მის მიერ გადადგმული ნაბიჯის სიმძიმეს და ამ ნაბიჯის შედეგებზე გვიან ნანობს,მაგრამ სანამ სინანულამდე მივა სიცოცხლეს უმწარებს სხვას და ამას თითქოს გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად აკეთებებენ.ოჯახის შექმნის პროცესში მარტო რწმენა და სიყვარული არ არის საკმარისი, ასევე აუცილებელია თავმდაბლობა და მიტევების უნარი,ნატას მძიმე ხასიათის გამო გიორგი არ იმჩნევდა მის გამოხტომებს,მაგრამ მის ჩუმად ის სიცოცხლეს უმწარებდა მარიტას როგორც კი თვალს დაარიდებდა.იმ დილასაც გიორგის წასვლის შემდეგ მარიტას მიაკითხა.
-როგორ მოხდა რომ მარტო ხარ?
-რა გინდა ნატა,რისთვის მოხვედი.
-მოვედი,გაგაფრთხილო რომ...
-რომ რა................
-რომ ჩემი ქმრიდან თავი შორს დაიჭირე.
-შენ საერთოდ კარგად ხარ? ხომ არ ჯობია რომ ექიმს გაესინჯო?
-შენ მე ვერ მიბრძანებ როდის სად წავიდე,გაფრთხილებ და გეტყვი კიდევ,რომ არ დავუშვებ ეს ბავშვი დაიბადოს.
-იცი რას გეტყვი? ყველა ჩვენთაგანს სიცოცხლეს უფალი გვჩუქნის და ესეც მასზეა დამოკიდებული თუ მას უნდა შენ ვერაფერს ვერ გახდები,პატარა მაინც დაიბადება.და თუ ასე გააგრძელე,შენ თავად დაანგრევ შენს ოჯახს რომელსაც უკვე ქვემოდან წყალი აქვს შემდგარი.
-და შენც ამას არ ელოდები?
-არა,არ ველოდები და ნამდვილად არ მინდა არავის ქორწინების დანგრევა.მე შენს ადგილზე იმ ქალს მოვეფერებოდი,ვინც შვილს გამიჩენდა და ოჯახსაც შემინარჩუნებდა,მაგრამ შენ სად გაქვს ტვინი ამდენი რომ იფიქრო.
-ნუ მიწვევ მარიტა შენ მე არ მიცნობ,ჩემი ქმრის გვერდით რომ გნახო არც დავფიქრდები შედეგებზე ისე გაგანადგურებ.
-ნატა როცა უყვართ არ ღალატობენ არანაირ შემთხვევაში,ნუ დაეცემი კიდევ უფრო ძირს შენი ქცევებით,ნუ დაიზიანებ ასე ძალიან სულს.არ გაქვს ეჭვიანობის მიზეზი,თავად ეძებ ტკივილს და გინდა რომ გეტკინოს ალბად რომ შენი შხამი უფრო გადმოანთხიო.წადი,წადი და დაფიქრდი შენ უკვე კარგავ საყვარელ მამაკაცს მაგრამ აქ ნუ ეძებ,აქ არ არის.ბედნიერებას ვინც ვერ ინარჩუნებს მისი ბედნიერი წლები თუ დღები წამში ჰაერში გაიბნევა და მხოლოდ წარსულის ფურცლებზე დარჩება დაწერილი.თუ შენ შენი ქმრისთვის ძვირფასი ხარ,არამც და არამც ის არავის გამო არ დაგტოვებს,შენ კი შეაძულებ თავს შენი ეჭვიანობით და ისე იზამ სახლიდანაც გააქცევ.დაიმახსოვრე ცუდ ამინდს ყოველთვის მოყვება კარგი ამინდი,მაგრამ ნაცუდკაცარი ვერასოდეს ვერ იკაიკაცებს.ნატას კარები მიუხურა და იქვე ჩაიკეცა,რადგან ნატას წასვლის შემდეგ იგრძნო თუ როგორ ცახცახებდა.გაჭირვებით მივიდა მდივანთან და ტელეფონი აიღო სადაც შეტყობინება დაწერა და გაგზავნა.
-ჯორჯ მოდი,მჭირდები.არ გასულა რამოდენიმე წუთი და სახლში ფერდაკარგული ჯორჯი შემოვიდა,შეხედა მარიტას და მიხვდა ვინ იყო ამ ყველაფრის მიზეზი.
-არ გეკითხები რა გჭირსთქო,რადგან ვხვდები რომ აქ ნატა არის ნამყოფი.
-აღარ მოხვიდე,გთხოვ არ მინდა კამათი და არ მინდა ჩხუბი.ვიცი,რომ რაც მე გამოვჩნდი მის შემდეგ გაქვთ დაძაბული სიტუაცია.
-მართალია,მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება.
-ჯორჯ ქორწინება,ეს ხომ უდიდესი სიყვარულის განცდაა.
-ეს მხოლდ მაშინ,როცა სიყვარულით ჰქმნი ოჯახს და დარწმუნებული ხარ,რომ ვერავინი ვერ შეგიცვლის გრძნობებს საყვარელი ადამიანის მიმართ.როცა გიყვარს,მარიტა მისი გმირი ხარ,მთლიანად მას ეკუთნი და აღარ გეფიქრება სხვაზე.საზღვარს ვერ ხედავ და ყოველთვის მზად ხარ იყო მის ახლოს,მის გვერდით.
-შენც ხომ ეს გააკეთე,როცა დათანხმდი ნატას სურვილს და შვილი გყოლოდათ სუროგატი დედის სახით.
-სხვა რომ ყოფილიყო შენს ადგილზე გგონია დავთანხმდებოდი? მე არ მიკითხავს შენთვის ვინ ხარ,საიდან ხარ,ვინ არის შენს უკან.მარიტა მე შენ მიყვარხარ და მინდა ვიცოდე,გაქვს შენ სურვილი იყო ჩემს გვერდით?
-სურვილი დიდია ჯორჯ მაგრამ შესრულებაა ძნელი.ქორწინება,ოჯახი ხომ გაიგივებულია ,,ერთხელ დაბადებასთან და ერთხელ სიკვდილთან''.
-ოჯახი,ჰარმონიული ცხოვრება,ბავშვების ჟივილ-ხივილი,ერთმანეთის ერთგულება და ნდობა,აი ესაა ოჯახი მარიტა და არა ის როცა ქმარმა არ იცის ცოლი სად არის და ცოლმა არ იცის ქმარი სად არის.მარიტა წამოდგა,უნდოდა გაცლოდა და სამზარეულოში შევიდა მაცივარი გამოაღო და ნუტელა გამოიღო,თვალებგაბრწყინებულმა შეხედა ჯორჯს და თითით დაიწყო შოკოლადის ჭამა,რამდენიმე წუთი უცქირა ჯორჯმა მის დასვრილ თითებს,ტუჩებს და ვეღარ მოითმინა ორივე ხელები დაუჭირა და შოკოლადით მოსვრილი ტუჩებზე ენა გადაუსვა,მარიტას გააკანკალა და თვალები დახუჭა მაგრად.
-გინდა გამაგიჟო?
-არც კი მიფიქრია ................
-გინდა ჭკუიდან გადამიყვანო?ვერ ამოგიგდე მარიტა თავიდან,ყველგან ჩემს წინ დგეხარ,ყველგან შენ ხარ.დღეც და ღამეც შენზე ვფიქრობ და იცი ეს ბოლო დღეები რას ვფიქრობ?
-რაა,რააას ფიქრობ.
-ძალიან მოგიხდება ორსულობა.
-ჯორჯ,ჯორჯ ძალიან გთხოვ შენი ჰორმონების ზეიმი შენს ცოლთან დააცხრე,ჩემთან არა.
-მხოლოდ შენ აღვიძებ ჩემში ველურ ვნებას და სულ სხვა სამყაროში ვარ შენთან ერთად როცა ვარ.ჯორჯი ცდილობდა მარიტას სახე წაეკითხა,თუ რას ფიქრობდა ის,არადა უკვე სიგიჟემდე მიყავდა იმის ფიქრს რომ დამტკბარიყო იმ ქალის სხეულით,სადაც მისი შვილი მშვიდ გარემოში გაიზრდებოდა.მარიტა? რას გრძნობდა მარიტა გიორგის შეხებისას? ენით გადმოუცემელ სიამოვნებას და არა მარტო სიამოვნებას,გრძნობდა მთლიანად ადამიანს,მის გულწრფელობას და მთელ სხეულში ჟრუანტელი უვლიდა.ძალიან უნდოდა თავადაც ეკოცნა,მაგრამ ვერ რისკავდა.უხერხული დუმილი დადგა,მხოლოდ წუთიერად და ისევ გრძნობს რბილ მასას მის ტუჩებზე და ვეღარ გაუძლო,ვეღარ მოთოკა თავი რადგან მასშიდაც გაიღვიძა გრძნობებმა,ვნებამ და თავადაც შემოხვია ხელები ჯორჯს და კოცნაში აყვა.სხვა სამყაროში გადასულს ბუნდოვნად ესმოდა ყურში ჩურჩულით ნათქვამი ლამაზი სიტყვები.ისევ ჯორჯმა მოთოკა ვნებები და გაბადრული სახე დაუკოცნა მარიტას რომელმაც გაახილა თუ არა თვალები ჯორჯის შავ თვალებში ჩაიძირა.
-მარიტა რა არის სიყვარული? ეს არის გრძნობა რომელიც ყველა და ყვალაფერზე ძლიერია.გრძნობა რომელიც გვაძლიერებს,გრძნობა რომელიც ძალას გვაძლევს გავაგრძელოთ ცხოვრება.ეს გრძნობა ხომ ღმერთმა გამოგვიგზავნა,ამ გრძნობით დაგვაჯილდოვა.მარიტა როცა გიყვარს ყველაზე ძლიერი ხარ.იცი რა იმალება ამ 9 ასოიან სიტყვაში? თითქოს არაფერი, არადა უამრავი რამ. მის უკან დგას ტკივილიც, ცრემლიც და სიხარულიც.
-გეთანხმები ტკვილი და ცრემლი კი მოაქვს,მე ჯერ სხვა ვრაფერი ვერ ვნახე ამ ორის გარდა.
-გაჩუმდი,გაჩუმდი ბოლომდე მათქმევინე ჩემი სათქმელი.ფილტვები მტკივა უშენობით, როცა ვერ გხედავ მიჭირს სუნთქვა.შენს თვალებს რომ ვერ ვხედავ ის დღე წარუმატებელია ჩემთვის,შენი თვალები ხომ სითბოთი და სიყვარულით არის სავსე,გულით კი მზე დაგაქვს.
-ნუ აბუქებ,უბრალოდ მეც შავი თვალები მაქვს და შენც.
-შავი თვალები,რომლებიც დაუოკებელი ვნებით არის სავსე როცა მე მხედავს.ისინი ისეთი ცეცხლოვანია არც კი იციან შებრალება,ვერ ხვდები?ისინი თავად მიწვევენ.მინდა გავექცე,მაგრამ თითქოს მოჯადოებული ვარ.
-ხო მიმიხვდი,მე მოგაჯადოვე.გაეცინა მარიტას.
-პირველად რომ გნახე და ჩუმად დაგხატე ბიბლიოთეკაში მაშინ მომაჯადოვე,მერე სკვერში პირველი კოცნა რომ მოგპარე,მაშინ უფრო გააძლიერე ჯადო და დღეს თავს ვეღარ ვიკავებ ყველა ქალში შენს სახეს ვხედავ,ყველგან შენ ხარ.
-ჯორჯ...........
-დაიმახსოვრე მე ჯორჯ გურენი ვარ შენთვის, მაგრამ ახლა თქვი რაც გინდა.მარიტამ თვალებში შეხედა და მომთხოვნად უთხრა.
-მაკოცე.
-რა ვქნა? თვალებგაფართოვებულმა შეხედა მარიტას,თითქოს არ დაუჯერა მის ყურებს რაც გაიგონა,ეგონა მოესმა.
-გაჩუმდი და მაკოცე,მაკოცე თუნდაც კიდევ ერთხელ და საბოლოოდ.ჩვენ ორივემ შევსვით უკვე შხამი და მოდი ეს შხამით სავსე თასი ერთად დავცალოთ.
-მარიტა დამარცხდი,ვნებამ გაჯობა.თქვა ჯორჯმა ბედნიერი ღიმილით და მარიტას ათრთოლებულ ბაგეებს ვნებით დააკვდა.პირველი სიყვარული,ეს ყველაზე ძლიერი გრძნობაა,გრძნობა რომელმაც შეგვცვალა.პირველ სიყვარულში მრავალი რამაა განსაკუთრებული.მარიტამ იცოდა რომ ეს სიყვარული მარადიული და სამუდამო არ იქნებოდა მისთვის. ძალიან ტკივა როცა ანალიზებს რომ მალულად უწევს კოცნაც და გრძნობების დამალვაც.
-იცოდე ვეჭვიანობ ყველაზე და ყველაფერზე.ვეჭვიანობ შენს ღიმილზე,ვფიქრობ სხვას ხომ არ უღიმის ასე საყვარლადთქო.ვეჭვიანობ მარიტა იმიტომ რომ ერთადერთი ქალი ხარ ვინც ასე ღრმად შემოვიდა ჩემში.
-მიმიხვდი,მინდა ყველას გავუღიმო,რომ შენ გაგაგიჟო.
-არც კი გაბედო,არ გირჩევ იცოდე ჩემს გამოწვევას.
-მინდა,მინდა გაგაგიჟო და მინდა ძალიან ბევრი მოგონება წავიღო წასვლისას ჩვენი ურთიერთობის ნეტარი წუთების.
-არ წაიღებ,შენ არსად არ წახვალ.ჩვენ ერთად გავიართ ყველა ნეტარ წუთს,კიდევ ბევრი წლები.
-არა,არა ეს შეუძლებელია.არ მოგცემ ნებას ასე ღრმად შემოიჭრა ჩემში,არ მინდა მეტკინოს,რადგან მიყვარხარ.
-რააა,რა თქვი? მარიტა რა თქვი,გაიმეორე.
-დაივიწყე,არაფერი არ მითქვამს.
-არა,არ დავივიწყებ,ნუ ხარ შებოჭილი მიეცი გრძნობებს გზა,მომენდე უშიშრად.
-ჯორჯ მეშინია,მართლა მეშინია.ჯორჯმა გულში ჩაიკრა მარიტა და მაგრად შემოხვია ხელები,ყურში კი უჩურჩულა.
-მოდი მივუშვათ ვნებები მის ნებაზე.მასზე აკრულ მარიტას ხელი დაავლო და სახლიდან გავიდნენ.ისე სწრაფად მიჰქროდა მანქანით რომ თავბრუ დაახვია სიჩქარემ,თვალები დახუჭა და თითქმის ჩაეძინა.დიდი დრო გავიდა ადგილზე მისვლამდე,თითქმის საუკუნე.მანქანა მიჰქროდა და უკან დიდი თეთრი სავსე მთვარე მოჰყვებიდა ლამაზი და სათნო ღიმილით.მიდიოდა,წინ გზას უცქერდა და მარიტაზე ფიქრობდა,ძლიერი ქალია,მაგრამ სუსტიც,ვნებით სავსე მგრძნობიარე და ტემპერამენტიანი.ფიქრობდა და ეს მხოლოდ ფიქრები იყო მასში,მაგრამ მარიტა თავად იყო ამოუცნობი,იდუმალი,სასურველი და მიმზიდველი ქალი.ორ სართულიანი სახლის წინ გააჩერა მანქანა და ჩაძინებული მარიტა სახლში ხელით შეიყვანა თავის საძინებელში.მოეფერა,თმები გადაუწია სახიდან და ფრთხილად გახადა შარვალი,ასევე სვიტერიც და თავისი მაისური ჩააცვა.დილით გაეღვიძა მარიტას და საწოლში მარტო იყო,ადგა და ფეხშიშველმა გავიდა,ფეხაკრებით მიდიოდა რომ ხმაურმა სამზარეულოში გაიყვანა.
-ჯორჯ სად ვართ? ჯორჯმა შემობრუნდა და შეხედა მარიტას ფეხშიშველს,თმა აბურძგნულს და სიმხურვალე იგრძნო ჯერ ხერხემლის არეში და მერე ნელა ნელა მოედო ცეცხლი მთელ ორგანიზმს.ვერ შეიკავა თავი,ვერ მოთოკა გრძნობები,ვერ შეძლო ვნებების დაოკება.ასეთი რამ არასოდეს არ დამართნია,დილაა მაგრამ წითელი ღვინო დაისხა და სულმოუთქმელად დალია.მარიტას გაუკვირდა და შეეკითხა.
-ჯორჯ რატომ სვამ დილიდან,რა გჭირს? არეული გონებით და თვალებზე ნისლ გადაკრული მიუახლოვდა მარიტას და ხელი ჩამოუსვა,კიდევ უფრო აღეგზნო მარიტას შეხებაზე,არ იმჩნევდა მღელვარებას,მაგრამ ვეღარ მოითმინა და მარიტას გიჟურად დაუწყო კოცნა.შემდეგ მოეშვა,მარიტა ხელში აიყვანა და ხელში აყვანილი მიიყვანა საწოლამდე,ოთახში ნელი და წყნარი მუსიკა ჩართო,მიუახლოვდა წელზე შემოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,თმები აუკეცა ხელით და მისი სურნელი შეისუნთქა.დაიბნა მარიტა,სიამოვნებდა ჯორჯის სხეულზე ყოფნა,მისი სავსე მკერდი მამაკაცის მკერდს ეხებოდა,გრძნობდა ჯორჯის ხელებს მის ტანზე,შემდეგ გულში ჩაიკრა,თავი ააწევინა და ტუჩებში აკოცა.მარიტაც აყვა და უკვე ერთმანეთს გაშმაგებული კოცნიდნენ.საწოლზე დააწვინა და ოსტატურად შემოაცალა სხეულიდან ის რაც კი ხელს უშლიდა.იმდენად არის სექსუალური ჟინით შეპყრობილი,რომ რაც შეიძლება სწრაფად უნდათ მოფერებაზე მეტი.
-თეთრი ვეფხვი ხარ,ჩემი ვეფხვი,მხოლოდ ჩემი.უთხრა ჩურჩულით და მარიტას თეთრ მკერდს მოეფერა.თავს იკავებდა,მაგრამ ჩუმი კვნესა მაინც ვნებიანად მოხვდა ყურს და კოცნით აიყვანა სიამოვნების მწვერვალზე.ველურად ვნებიანი, მგძნობიარე და გაბედული,არ ეგონა ასე თუ გაუჭირდებოდა გრძნობების გაკონტროლება.ტკივილისაგან ატირდა,მაგრამ კოცნით ამოუშრო ცრემლიანი თვალები.ნაზი და მხურვალე იყო ჯორჯის მოფერება,თავადაც ეფერებოდა და ნეტარებისგან ცახცახებდა როცა ყელი და კისრის არეში მხურვალე სუნთქვას გრძნობს და ყელზე ნაზად ეხება.არ იცის ნეტარებისგან დაღლილს რა დროს ჩაეძინა და დილით გაღვიძებულმა მასზე შემოხვეულ ძლიერ ხელებს ნაზად გადაუსვა ხელი და უფრო ძლიერად რომ შემოეხვია ხელები,მიხვდა არ ეძინა და თავი მიაბრუნა ბედნიერი ღიმილით გაუღიმა.
-დილა მშვიდობისა ჯორჯ შენც და ჩვენს პირველ ახალ დილასაც.
-დილა მშვიდობისა ჩვენს ახალ დილას,ახალ ცხოვრებას პრობლემებით სავსეს,მაგრამ მაინც მშვენიერს.ასეთი სასიამოვნო შეგრძნებით,ვიტყვი რომ არასოდეს არ გამღვიძებია.თქვა ჯორჯმა ძილისაგან დაბოხებული ხმით.
-ეს წუთები ჩემთვისაც სასიამონოა,თუ არ ჩამწარდა.
-ნუ ფიქრობ ცუდზე,მე ყოველთვის შენს გვერდით ვარ.
-ვერ იქნები ჯორჯ ყოველთვის ჩემს გვერდით.
-ვიცი,სამსახური მაქვს მაგრამ მე ვაკონტროლებ ყოველთვის ყველაფერს.
-ჯორჯ არ წავიდეთ?
-არა,არ მინდა წასვლა.
-მერე ნატა რომ მოვიდეს?
-ახლავე მოვალ,მოვაგვარებ.თვალი ჩაუკრა და წამოდგა.სულ მალე გაღიმებული დაბრუნდა და უთხრა.-ყველაფერი მოვაგვარე,შენი ტელეფონი სად არის.
-გათიშულია,მკვდარი არის.
-კარგია,იყოს გათიშული წასვლამდე.დაიმახსოვრე,თუ რამე ისეთს შეატყობ მირეკავ,თუ ზარს მომცემ მივხვდები რომ გიჭირს და რაც არ უნდა მნიშვნელოვანი საქმე მქონდეს,ვტოვებ და მოვდივარ შენთან.შენ დღეიდან მე მეკუთნი,მარტო მე.მართალია ეს სიამოვნება რომ შევიგრძნო წინ დიდი წინააღმდეგობები არის გადასალახი და ამის გამო ლოდინია საჭირო.
-ჯორჯ სოფელში მინდა წავიდე.
-გინდა წაგიყვანო?
-არა,მარტო წავალ.
-კარგი თუ გინდა ხვალ აქედან რომ წავალთ,პირდაპირ წადი.
-არაფერი არ მაქვს თან,სახლში მომიწევს მისვლა.
-ეგ მოგვარებადია და ჯობია წახვიდე, მე კი სათბურში წავალ და იქ ვიქმნები დაღამებამდე.
-ჯორჯ მომიყევი შენზე.
-ჯორჯ გურენი ჩემი ფსევდომინია,რადგან ხშირად მიწევს ქვეყნიდან გასვლა,ამიტომ ჯორჯ გურენი ასე მიცნობს ყველა.ჩემი დიდი სურვილია მომღერლად შევდგე,სამსახიობოზე ვაბარებდი და სიმღერა დამჭირდა,საბერძნეთში წავედი ქართველ პედაგოგთან და სამი ბერძნული სიმღერა მოვამზადე,პედაგოგმა რომ მომისმინა მკითხა რამდენი ხანია რაც ვმღერი და მე ვუთხარი ცხოვრებაში არ მიმღერიათქო,არ დამიჯერა,გამოცდაზე აკაპელაში ვიმღერე,მას მერე იმდენად მომეწონა სიმღერა,რომ დღეში 5 საათს ვმღერი.ჯული მაისონმაც მომისმინა,ასევე სხვა ცნობილმა მომღერლებმა და მითხრეს,რომ აუცილებლად მოვახდენ სცენაზე ფურორს,მაგრამ ამ ყველაფერს სურვილი,დიდი შრომა და მონდომება სჭირდება.ხშირად ვმღერი კონკურსებზე და შესაძლებელია საბერძნეთში ახალ ხმაშიც მივიღო მონაწილეობა.მინდა საქართველოს სახელით რაღაც გავაკეთო,თუმცა ჩემი ოცნებაა,ფილმში ვითამაშო.სხვა რა გითხრა პაპა გარდამეცვალა და ორ თვე ნახევარში ზუსტად იმავე ადგილზე,იგივენაირ ავტო კატასტროფაში ძმა დამეღუპა,შალვა ერქვა რომელსაც დარჩა 4 თვის მოყვანილი მეუღლე და მყავს 8 წლის ძმიშვილი ასევე შალვა რომელიც არ იცნობს მამას.ძმის გარდაცვალების შემდეგ 4 წელიწადში მამაც გარდამეცვალა.დიდი ფსიქოლოგიური დეპრესია გადავიტანე,აღარაფერი მინდოდა მაგრამ მაინც დავდექი ფეხზე.გავიცანი ალექსანდრე,სოფი,მელანო,გივიკო და ამათი სიახლოვით ნელა ნელა დავძლიე რთული ეტაპი.მამა რომ გარდაიცვალა,ხატვა დავიწყე და ასე დაიწყო ჩემი კარიერაც.შემეძლო საათობით დავმჯდარიყავი და მეხატა,თავზედავ ბევრჯერ დამთენებია ხატვაში.მაქვს ნათამაშები რამოდენიმე სპექტაკში მსახიობი ვარ,მხატვარი ვარ და მომღერალიც ვარ.მინდა გავყვე ამ გზას და კარიერაც ავიწყო,თუმცა ჩემი საქმეც მაქვს.
-რძალი? ასე ცოტა ხანი იცოცხლა საყვარელ ადამიანთან ერთად,გაუჭირდებოდა შეგუება ცხოვრებასთან.
-რძალი ძალიან კარგი მყავს,30 წლის არის.ვენაცვალე ჩემი და არის,ჩემი სული და გული ძმის-შვილს მიზრდის,ჩემი თეაკო.ახლა იტალიაში წავიდა,უკვე ერთი თვეა.მე კი ძირითადად საბერძნეთში ვცხოვრობ სალონიკში და ვცდილობ თავი დავიმკვიდრო,არ არის მარტივი.მქონდა რამოდენიმე გამოფენა,რომელთა მოწყობაში ბერძნები მეხმარებოდნენ ეს ყველაფერი,რომ ჩემს გვერდით კარგი სამეგობრო მყავს ყოველთვის ვამაყობ და დიდ სტიმულს მაძლეს.
-რა სტილში ხატავ,ხატავ ტილოზეც?
-ჩემი სტილია პიპერრეალიზმი,თუმცა აბტრაქციასაც ვხატავ,გარდა ამისა ფოთლებზეც ვხატავ ზეთით,ძირითადად ჭადრის ფოთლებზე.ეს ახალი სტილია,ძალიან რთული და შტომატევადი.
-ჯორჯ მეძინება.
-მმმმმ,მე კი მომშივდა და თუ არ ადგები შენ დაგადემოვნებ,ასევე ყველაზე მგძნობიარე წერტილებს შევეხები და ისევ აკვნესდები.კისრის უკანა მხარეს კოცნიდა ასევე ნაზად კბენდა და კიდევ მეტად უნდოდა სიახლოვე.ულამაზესი კიდევ ერთი დღე და ღამე დაიწერა მათი მოგონებების წიგნში და დატოვეს სახლი.ჯორჯმა მართლა აურია ნატას კვალი,მარიტამ ყველაფერი იყიდა რაც კი ჭირდებოდა სოფელში,ფულიც მისცა და თავად მიიყვანა მარშუტკასთან.
-დაგირეკავ და ყურადღებით იყავი ტელეფონთან.
-ჯორჯ ნატას.........
-ნატასთან მე მოვაგვარებ,შენ არ ინერვიულო.
-შეხვედრამდე.
-შეხვედრამდე და მომენატრები.მარიტამ გაუცინა და წავიდა,ჯერ ბილეთი აიღო და შემდეგ მარშუტკაში თავისი ადგილი დაიკავა,წიგნი ამოიღო და კითხვა დაიწყო.ჯორჯი ჯერ ოფისში წავიდა,შემდეგ კი სათბურში და დღის ბოლომდე იქ იყო,აღარ გამოიცვალა და სამუშაო ფორმით მივიდა სახლში სადაც გაბრაზებული ნატა დახვდა.
-სად იყავი წუხელ.
-ვმუშაობდი.
-ოფისში არ იყავი,სად მუშაობდი გიორგი.
-სათბურში ვმუშაობდი ნატა.
-მარიტაც იქ გყავდა?
-ვინ? ისე გაიკვირვა ჯორჯმა კითხვა თითქოს მართლა არ ენახოს მარიტა ეს ორი ღამე.
-შენ სულ დაგაბრმავა ეჭვიანობამ ნატა.
-მართლა გეუბნები ,მარიტა სახლში არ იყო წუხელ,იქნებ გადაიფიქრა და წავიდა? ბედნიერების სხივმა გაკიაფდა ნატას თვალებში და გიორგის შეხედა სიამაყით,გიორგიმ კი ტელეფონი ამიღო და ალექსანდრეს დაურეკა.
-შენ ნახე და უთხარი რამე? იცოდე შენ თუ მიხვედი მასთან და რამე გაქვს ნათქვამი,ნატა მიფრთხილდი.
-ალექს შენ ხარ?
-არა,ალექსანდრე მაკედონელი ვარ შენს წასაყვანად გამომგზავნეს.უთხრა ალექსმა და გიორგის ძალიან უნდოდა გაცინება,მაგრამ მის წინ ნატა იდგა.
-ნუ იღრინები,მარიტა სად არის.
-მარიტა გულმოსული იყო და სოფელში წავიდა.
-დარწმუნებული ხარ?
-კი,უკვე ველაპარაკე და ეს არდადაგები იქ დარჩება.
-ააა,ჩემთვის არ უნდა ეთქვა?
-არ ვიცი შენზე იყო გულმოსული თუ სხვაზე,მაგრამ რომ დაბრუნდება გავიგებ.
-იქნებ რამე ჭირდება,რამე უნდა.
-არაფერი არ ჭირდება და დაწყნარდი,ნერვები მოთოკე.
-კარგი ხო,აღრენილი ხარ და არ ღირს შენთან ლაპარაკი,თუ რამე გაიგო გამაგებინე.
-აუცილებლად,მშვიდად ბრძანდებოდეთ.გიორგის ჩაეღიმა და ტელეფონი გათიშა.მარიტას ღიმილი მოჰგვარა ნაცნობი ადგილების ხილვამ და ცრემლიც კი მოერია,მოითენთა და ფიქრებში გადავარდა იმ ძველ ისტორიაში დაიწყო ქექვა რაც მის სოფელს უკავშირდება,სოფელი ვარციხე,ხომ ძველი და დიდი ისტორიის მქონე სოფელია.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 184 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar