სუროგატი დედა.თავი 8.
24.08.2018, 19:49
-არავინ,გეფიცები მე მარტო მოვედი ჩემით და ისე მოგიახლოვდი ვითომ საცოლე ხარ ჩემი.მარიტას საკმაოდ ჰქონდა დალეული და მისი საყვარელი მუსიკა ჩაირთო,წამოდგა და ცეკვა დაიწყო.ყველა მის გარშემო შეიკრიბა.ზაზა უკვე ბრაზობდა,ჯორჯი კი უფრო მეტად.უკვე გაბრაზება სიმხეცეში გადავიდა,როცა უცნობმა მამაკაცმა მარიტას წელში შეუცურა ხელი და მასთან ერთად დაიწყო ცეკვა,თან თვალებში უცქერდა,თითქოს პარტნიორისგან ერთ სიტყვას ელოდებოდა და ისიც გააქრობდა ადგილიდან.ზაზა წამოდგა მკლავში მოკიდა ხელი და გასასვლელისაკენ გაიყვანა,მაგრამ დაუსხლტდა ხელიდან და ცეკვა გააგრძელა.კბილები დააკრაჭუნა და მკაცრად უთხრა.
-გარეთ გელოდები ერთ წუთში.გარეთ გავიდა და იქ შორი ახლო დამდგარი ჯორჯიც დანახა.მართლაც წუთნახევარში მარიტა გარეთ გამოვიდა და ზაზას შეხედა გაბრაზებული თვალებით.
-რამე მნიშვნელოვანი უნდა მითხრა,ცეკვა რომ არ დამაცადე?
-შეგიძლია მითხრა,რას აკეთებ იქ იმ მამაკაცთან ერთად?
-ვერთობი,რა არ შეიძლება თუ თანხმობა უნდა ვთხოვო ვინმეს?
-შენ გრძნობ,რომ ყველა მამრი წამოდგა ფეხზე და შენზე ნერწყვს ყლაპავს?
-სწორედ ესაა რაც მინდოდა,მინდა დაინახონ რომ მეც ქალი ვარ,ცოცხალი ქალი.
-მერე? უკანალი უნდა უქიცინო ყველას რომ შეგამჩნიონ? ხვალ რომ გნახონ სადმე და გითხრან,წუხელ მაგარი იყავიო,რა პასუხს გასცემ მათ მარიტა.
-აქ არავინ მიცნობს და ამიტომ ვარ თავისუფლად.
-არც მე გეგონა თუ გიცნობდი,მაგრამ გიცანი.შენ იქ არ ხარ ის მარიტა მე ვისაც ვიცნობ,შენ იქ სულ სხვა ხარ,ვიღაც აღვირახსნილი ქალი ხარ და ახლავეს წამოდი სახლში.
-ხოოოო? და შენ ვინ ხარ,მე რომ მიფრთხილდები? შენ რა პრობლემა გაქვს,ვინ ხარ შენ რომ მე რამე დამიშალო.
-მე მაქვს უფლება დაგიშალო აქ ყოფნა.მარიტას წინ გაბრაზებული ჯორჯი დადგა.
-ჯორჯ? ოხ,ბატონი ჯორჯიც აქ ბრძანებულა.
-მარიტა ნუ დაივიწყებ,რომ შენს სხეულში ბავშვია.
-ნუ ნერვიულობ მე ბავშვს არაფერს არ ვავნებ,თქვენ მე არ მიცნობთ კარგად.
-მართლა მეგონა გიცნობდი,მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა,არ გიცნობ ვინ ხარ.
-რააა? მარიტა ფეხმძიმედ ხარ? გაოცებულმა შეეკითხა ზაზამ.
-ხვალ ვილაპარაკოთ,ჩვენ.თითი მიადო გულზე ზაზას.
-წამოდი ახლა სახლში.უთხრა მშვიდად ჯორჯმა და ზაზას მხარზე მსუბუქად დაარტყა ხელი.-მადლობა ზაზა.
-ახ,თქვენ იცნობთ ერთმანეთს?
-დიახ ვიცნობთ,რამე პრობლემა გაქვს?
-არა,არანაირი.
-მაშინ ფეხი გამოადგი და წამოდი.
-რა ძილის-პირული უნდა მიმღერო?
-ხო უნდა გიმღერი და დაგაძინო.
-არ მინდა სახლში,შიგნით შევალ რადგან შემცივდა.ჯორჯმა ვეღარ მოითმინა მარიტას უტაქტობა და მხარზე გადაკიდებული მიიყვანა მის მოტოციკლეტთან.
-ჯორჯ მოდი მე წამოვიყვან მარიტას.
-მანქანით ხარ? ზაზამ თავი დაუქნია და მარიტა თავის მანქანაში ჩააჯინა,მიდიოდნენ წყნარად და ჯორჯი უკან მიყვებოდა გაბრაზებული.ზაზამ ხელში აყვანილი შეიყვანა სახლში მარიტა და იქვე დააჯინა მდივანზე მისაღებში,ალექსანდრეს მიუბრუნდა და უთხრა.
-მაგარი ყავა მოუდუღე,უშაქრო რომ გამოფხიზლდეს.
-შეიძლება?
-არც დალევა შეიძლებოდა,მაგრამ დალია.ჯორჯიც შემოვიდა სახლში და მარიტას გვერდით დაჯდა.მარიტამ მხარზე დაადო თავი და ჩუმად თქვა.
-დავიღალე,მართლა დავიღალე ჯორჯ.არ მინდოდა მტკენოდა,მაგრამ მეტკინა.სწორედ ამ ტკივილს გავურბოდი,იცი რა მტკივა ყველაზე მეტად? მოდიხარ,შემდეგ მიდიხარ და დღეები,კვირეები აღარ ჩანხარ,იკარგები.უკეთესია სულ ნუ მოხვალ,ნუ დამენახვები.შენი შარმი ხომ აქ მყავს,ჩემს სხეულში და მას დაველაპარკები.
-ერთხელ ჩავიდინე შეცდომა და იმ შეცდომას დღემდე ვნანობ.ახლა ის იქნება ჩემი შეცდომა,შენ თუ გაგიშვი ჩემი გულიდან და საერთოდ ჩემგან.
-ამიტომ წავედი და დავლიე დღეს,რადგან ძლიერ მეტკინა.ვიტირე კიდეც,მაგრამ არ მომეშვა გულზე.მინდოდა ისე დამელია ვერ გამეგო ვინ შემეხებოდა.
-ჩუ,ჩუ ეს მეორედ არ თქვა.შენ ვერავინი ვერ შეგეხება,გესმის?ვერავინი.
-რამე ხდება ან მოხდა თქვენს შორის? წარბაწეულმა შეეკითხა ჯორჯს ალექსანდრემ.
-ალექსანდრე მაგის დროა ახლა? შეუღრინა ჯორჯმა და ზაზამ ჩაიცინა.
-ზაზა დრო რამდენი უნდა ბოქსის სწავლას კარგად რომ ისწავლო.სერიოზულად შეეკითხა ზაზას ალექსანდრემ.ზაზამ გაკვირვებულმა შეხედა და სერიოზულად უპასუხა ალექსს.
-არ დამჭირვებია ბოქსი მესწავლა, რატომ კითხულობ.
-უნდა ვისწავლო აუცილებლად,რომ ვიღაც ჯორჯ გურენს ცხვირ-პირი გავუერთიანო.
-ძალას კი არ მაძლევ,რაც მაქვს იმასაც მართმევ იდიოტო.შეუღრინა ალექსანდრეს და მარიტა ხელში აყვანილი შეიყვანა საძინებელში.დილით თავი ვერ ასწია ისე ჰქონდა გაბრუებული და უნდოდა სრულ სიწყნარეში ყოფნა,კარები ალექსანდრემ რომ შემოაღო.
-გაიღვიძე მარიტა დაგაგვიანდება სასწავლებელში.ხელით ანიშნა მოკეტეო და საბანი თავზე გადაიფარა.
-ადექი გოგო,დაგაგვიანდებააა.
-გეხვეწები ნუ ყვირიხარ.
-რომ ყლაპავდი, რა გეგონა აბა.ადე, გინდა მოგეხმარო?
-რა ჩავიცვა დღეს,სიცივეა ძალიან?
-მზიანი ამინდია,მაგრამ არის სიცივე მაინც.ადგა,ჩაიცვა თავი მოიწესრიგა და სასწავლებელში ალექსანდრემ წაიყვანა,მკვდარივით შევიდა ლექციაზე რომელიც უკვე დაწყილი იყო.ზაზამ შეხედა მარიტას და უთხრა.
-გაბუნია საათი არ გაქვს სახლში? რატომ მოდიოდი 10 წუთში დასრულდება ლექცია.
-ბატონო ზაზა ცუდად................ვეღარ დაასრულა სიტყვა რომ სახეზე ფერი არ ჰქონდა მარიტას,ზაზა ჩქარი ნაბიჯით მივიდა ხელი შეაშველა და იქვე დააჯინა.
-რატომ წამოდი ასე ცუდად თუ იყავი,გინდა დავურეკო ალექსანდრეს ან ჯორჯს? მარიტამ თავი ასწია და ზაზას შეხედა,შემდეგ კი უთხრა.
-არ მინდა არცერთის დანახვა.ცოტა ხანში კაფეტერიაში იჯდნენ და წყნარად საუბრობდნენ,რომ მარიტამ თქვა ჩუმად.
-მშია.
-გშია? ადე წავიდეთ,მეც მშია.
-ლექცია არ გაქვს?
-არა,დღეს მარტო თქვენთან მქონდა ლექცია.წამოდგნენ ფეხზე და წავიდნენ.
-რას მიირთმევ,რას გთხოვს გული.
-ხაშლამას შევჭამ, სალათას და ყველი.
-აუუუ,ჩვენი პატარა ვაჟკაცია რადგან ვაჟკაცური საჭმელები მოითხოვა.მარიტამ გემრიელად მიირთვა და ზაზამ სიცილით უთხრა.-მოგიტანო ლუდი?
-არა,არ მინდა.ახლა ვლოცულობ რაც ვჭამე შემრჩეს.
-შეგრჩება.
-არ ვარ დარწმუნებული.ზაზამ ჩანთა გახსნა და იქედან რაღაც ამოიღო,მარიტას მისცა და უთხრა.
-ეს დალიე და შეგიჩერებს ტოქზიკოზს.
-რა კარგია ექიმი მეგობარი რომ გყავს.გაეცინა მარიტას და წამალი დალია.
-და თან გენეკოლოგია ის ექიმი.სიცილით დააბოლოვა მარიტას სიტყვა ზაზამ.
   სიცოცხელე დროებითი საჩუქარია, მეგობარი დროებითი ცხოვრების საჩუქარი.სიყვარული კი დროებითი ცხოვრების მთავარი საჩუქარი.ამიტომ ეცადეთ,მხოლოდ შექმნათ ლეგენდები თქვენს სიყვარულზე.იყავით მაგალითი სიყვარულის, სიკეთის და მეგობრობის.მართალია ამ დროს გზა იქნება რთული და გრძელი, მაგრამ ეს ყველაფერი ამად ნამდვილად ღირს! მომავალ დედას ყველამ უნდა დაეხმაროს და ხელი შეუწყოს მის სულიერ სიმშვიდეს,რადგან თუ დედა მშვიდად ვერ არის,თუ დედა ღელავს, მაშინ მისი ჩანასახიც ღელავს, ამიტომ ახლობლებმა ხელი უნდა შეუწყონ მის სიმშვიდეს
-მარგარიტა? რას აკეთებ.კითხა ღიმილით ალექსანდრემ მარიტას რომელიც ისე იყო გართული კითხვაში,რომ ვერც კი გაიგო ალექსანდრეს შესვლა სახლში.
-მოხვედი? ასე ადრე რატომ დაბრუნდი.
-ადრე? საათი წინ გიდევს ნახე რომელი საათია.მარიტამ საათს შეხედა და გაოცებულმა თქვა.
-დაღამებულა,როგორ გამეპარა დრო.
-ისე ხარ გართული კითხვაში,ალბად რომ არ  მოვსულიყავი დილამდე აქ იჯდებოდი.აბა როგორ ხარ,იზრდება ჩვენი პატარა? გიხდება ორსულობა,სულ შეიცვალე.
-ალექსანდრე დედობა შვებაა, დედობა სიამაყეა, სინაზეა, ქალად შექმნაა.ნუთუ შეედრება რამე იმ სიხარულს როცა პირველად უნდა შეეხო შენს შვილს? ყველა ქალმა უნდა გამოსცადოს ეს გრძნობა და გაიგოს რა შეგრძნებაა როცა შენში ახალი სიცოცხლეა,როცა პაწაწა ფეხს გირტყამს მომშივდა და მაჭამეო,იცი? ეს სასაცილოა,მაგრამ სინამდვილეა ის ხომ უკვე ცოცხალი არსებაა რომელმაც გარკვეული დრო უნდა იცხოვროს თბილად დედის სხეულში.
-მამები? რას იტყვი მამებზე.
-ის ყველაზე ბედნიერი მამაკაცია, მის გარშემო იცვლება მთელი სამყარო და ცხოვრობს მოლოდინით როდის დაიბადება მისი სხეულის ნაწილი.
-საოცარი დედა იქნები,გიჟი დედა და არა მარტო დედა შენ მეგობარიც იქნები მისი.მარიტა რისი კეთება გიყვარს.
-მიყვარს ის რაზედაც ვსწავლობ,ასევე მიყვარს კითხვა და მიყვარს ყვავილები.მათთან დაჯდომა და საუბარი მიყვარს,მათზე ზრუნვა.
-ესაუბრები ალბად იმ თემებზე,რაზედაც არ შეგიძლია უთხრა სხვას.
-მიმიხვდი,ისინი ჩემი მესაიდუმლეები არიან,კარგად იციან საიდუმლოს შენახვა.
-ადე დაისვენე,მეც დავწვები დაღლილი ვარ.12 საათი იყო ალექსანდრემ რომ გაიღვიძა და მარიტას ისევ ეძინა.ყავა მოიდუღა და მოწყინდა მარტო ყოფნა,შევიდა და მარიტა ძალით გააღვიძა.
-რა არ გასვენებს, ალექსანდრე რა გინდა.
-მთელი ღამეები შენზე ვფიქრობდი და არც წუხელ დამეძინა.
-მერე,ფიქრებმა გითხრეს წადი მარიტა გააღვიძეო?
-ის რომ ძალიან ვაფასებ შენს გადადგმულ ნაბიჯს,ნაბიჯს რომელსაც ძალიან ბევრი არ გააკეთებდა შენს ასაკში.
-ალექსანდრე მე ამას არ ვაკეთებ იმის გამო,რომ მე ვიღაც გაუნათლებელი გოგოს მსხვერპლი ვარ.მეც რომ დავფიქრდი,მეც მომეწონა ჩემი აზრი,რომ ჩემი სურვილით ოჯახში ნანატრი ბედნიერება დადგება.
-ვისაც კი ვიცნობ,ყველასგან განსხვავებული ხარ,არ ვიცი ვინ ხარ,მაგრამ შენთან დიდ სიახლოვეს ვგრძნობ.ხარ ძალიან უბრალო,მაგრამ ძლიერი და კლდემამოსილი.შენს იქით ძალიან იდუმალი და ძლიერი ქალი დგას მარგარიტა.
-მე მართლა არ ვიცი ვინ ვარ,ვიცი მხოლოდ სად გავიზარდე ეს არ დამიფიცავს შენთვის.მაგრამ ის რომ მე ღარიბმა ადამიანებმა აღმზარდა,გამიწია დედობა,მამობა და მათმა ჩემში ადამიანის თვისებები ყველაზე მაღლა დააფასეს,ყველაზე მეტად ეს მეამაყება.მერე რა რომ სოფლიდან ვარ და ღარიბი ვარ,რა ჩვენ არ გვაქვს უფლება თუნდაც ერთხელ ჩვენს თავს ვუყიდოთ კარგი სუნამო და კარგი ტანისამოსი?თუ მხოლოდ წარმატებული ქალებს და მდიდარი მამიკოს შვილებს უნდა ჰქონდეთ მხოლოდ კარგი სუნამოს სუნი? მეც მსურს ვიყო მიმზიდველი,არა ნუ იფიქრებ სხვაგვარად,მინდა ვიყო უბრალო მაგრამ მიმზიდველი რომ ჩემი სუნამოს სუნი შორიდან იგრძნოს სხვამ.ეჰ,ალბად ოდესღაც ასეც მოხდება.
-რატომ ოდესღაც? არა,დღესვე ადე და წავიდეთ.
-სად? გაუკვირდა მარიტას.
-იქ სადაც შენს უბრალოებას უფრო რომ გაალამაზებს.წავიდნენ და მარიტას ბევრი წინააღმდეგობისა უამრავი რამ უყიდა ალექსანდრემ მისივე გემოვნებით.მოულოდნელად ქრისტის შეხვდა მარიტამ და ერთად დასხდნენ,ყავაც მიირთვეს და ბევრი იხალისეს,ისე შემოაღამდათ რომ ვერც კი გაიგეს.დაღლილებმა შეაღეს სახლის კარი და იქ წარბებშეკრული ჯორჯი დახვდათ.არ ელოდნენ და ორივემ ერთმანეთს გადახედეს,ისე ჰგავდნენ იმ დროს ერთმანეთს ეს ორი ჯორჯს არ სცოდნოდა ალექსანდრე ვინ იყო,აუცილებლად იფიქრებდა და-ძმა არისო.
-ჯორჯ?
-წარმოდგენაც არ გაქვთ,უკვე რამდენი ხანი გელოდებით.
-მაღაზიაში გავედით,მარიტას როგორც ხვდები ბევრი რამ ჭირდება,ასე რომ არ გაქვს სიბრაზის მიზეზი.
-დაგერეკა და მეც წამოვიდოდი.
-ისე უცებ გადავწყვიტეთ,შენ არც კი გამახსენდი.
-ვიცი რომ არ ფიქრობ საერთოდ ჩემზე.მარიტამ გვერდი აუარა ორივეს და სამზარეულოში გავიდა,ცოტა ხანში ორივემ სამზარეულოში გავიდნენ და შეხედეს მარიტა მაცივარში შემძვრალიყო.
-ალექს მშია,რა ვჭამო? იკითხა მოწყენილი ხმით.
-გოგო რამ გადაგრია,ერთად არ ვჭამეთ?
-კიდევ მშია და არ ვჭამო? ჯორჯს გაეცინა და მის თვალებში ბედნიერი სხივი გაჩნდა.
-მითხარი რა გინდა,რას გთხოვს გული და მე მოგიტან.
-ხოდა მეც მაგას ვფიქრობ რა ვჭამო.
-მიდი რა მოიფიქრე,დღეს ჩემს ცხოვრებაში უნიკალური დღე არის,ძალიან მშვენიერი და ხმამაღლა ვიტყვი,რომ რაც შენ გამოჩნდი ჩემს ცხოვრებაში სულ შეიცვალა ჩემი ცხოვრება.ჩემი ცხოვრების შენთან გატარებული ყოველი მომენტი შეუფასებლად დიდი ჯილდოა.მარიტა იდგა და გაოცებული უცქერდა ჯორჯს,ალექსანდრეს კი ჩაეცინა,მარიტას თვალი ჩაუკრა და ფრთხილი ნაბიჯებით გავიდა სამზარეულოდან.ჯორჯმა დაიხარა და მარიტას ლამაზად გამობერილ მუცელზე ორივე ხელები დაადო და თითქოს იგრძნო ბავშვმა მამის სითბო,პატარა მამას მიესალმა,ორივემ ერთმანეთს შეხედა და მარიტამ ჩამწყდარი ხმით უთხრა.
-იგრძნო, რომ აქ ხარ.
-იგრძნო,რომ დედა და მამა მას ეფერება.
-არ გინდა,ჯორჯ ჩვენ თავიდანვე ვიცით რომ ბავშვი შენია და შენთან დარჩება.
-შეძლებ? მარიტა შემომხედე და მითხარი, შეძლებ?
-უნდა შევძლო,რაც არ უნდა ძნელი იყოს,უნდა შევძლო.ჯორჯმა შუბლზე მიადო შუბლი და უთხრა.
-ღმერთო,ამ შეგრძნების შემდეგ,შორს როგორ უნდა ვიყო თქვენგან.მარიტას ცრემლი მოერია და ჯორჯს შეხედა,შემდეგ თავი დახარა და უხმოდ წავიდა თავის საძინებელში სადაც ბევრი ტირილის შემდეგ როგორც იქნა ჩაეძინა.ჯორჯმა კი სახლის გზას გვერდი აუარა და ის ღამე თავის ოფისში გაათენა და ასე გრძელდებოდა დღეები.ერთ დღეს ძალიან ამაღელვებელი და დაძაბული დღის შემდეგ ჯორჯის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა,როცა მისი კაბინეტის კარი ხმაურით მიკეტა ნატამ მამამისთან ერთად.ჯორჯმა უამრავ ფურცლებიდან თავი ასწია და გაოცებულმა შეხედა ჯერ ნატას და შემდეგ მიშას.
-მშვიდობაა? იკითხა სიჩუმის შემდეგ.
-ეს თავად უნდა მითხრა ბატონო გიორგი.
-რა ხდება, შეგიძლიათ პირდაპირ მითხრათ თქვნი აღელვების მიზეზი ბატონო მიშა.
-როგორც გავიგე შვილს ელოდებით.
-დიახ,რამდენიმე თვეში.
-შეიძლება გავიგო ვინ არის ის ქალი,ვინც ჩემი შვილის ადგილზე უნდა დადგეს? ჯორჯს სიბრაზისაგან ყელში ძარღვები დაებერა,თვალებში სისხლი მოაწვა და ფეხზე წამოიჭრა.
-არც ერთს და არც მეორეს,არ გაქვთ უფლება ცუდად შეეხოთ იმას რაც ჩემთვის ძვირფასია.შენ? შენს სხეულში ნატა ძალიან ბინძური ბაქტერიებია,ეგოისტი ხარ და ძალიან დაუნახავი ადამიანი.მამაშენი რომ მომიყვანე,რა შემაშინებ მისი აქ მოსვლით? თუ ვეღარ გავბედავ და ვერ გეტყვი იმას რომ ყელში ამოხვედი უკვე შენი გამოხტომებით.მეჩვენება თუ უკვე დაივიწყე საიდან ამოგიყვანე,დაგავიწყდა როგორ აღმოჩნდი ჩემს გვერდით? სირცხვილია რომ მე მიწევს ეს შეგახსენო,სირცხვილია და იცი? მეცოდები რადგან ფეხზე მოსიარულე ბაქტერია ხართ უკვე ორივე მამაც და შვილიც,თუმცა გპირდებით,რომ თქვენი სახით გაჩენილ ბაქტერიებს მოვსპობ.
-გიორგი ზედმეტი მოგდის.
-მე მომდის ზედმეტი? თქვენს შვილზე რას მეტყვით ოთხი წელია ერთად ვართ და ის სიხარული რაც ოჯახს ახასიათებს და ამყარებს მან ვერ შეძლო ან უფრი სწორად უკვე დარწმუნებული ვარ არ შეძლო და სხვამ უნდა მომანიჭოს.რათ ვერ გაიგე,რათ ვერ დავიდა შენს გონებამდე,რომ მარიტა შვილს გააჩენს და წავა ჩვენი ცხოვრებიდან.
-ამით,რისი თქმა გინდა გიორგი რას გულისხმობ.ჯორჯმა ამოიოხრა და მიშას დაღლილი თვალები მიანათა და უთხრა.
-ის რომ,ის ქალი ,,სუროგატი დედაა'' და თუ ასე გააგრძელეთ ჩემი თვალთვალი და შებოჭვა ის ყველაფერი გახდება ჩემთვის.ამ ყველაფრისკენ კი შენ მიბიძგებ თავად,შენი ეჭვიანობით და შენი კაპრიზებით.ახლა კი მიბრძანდით დღეს რთული დღე მქონდა და გილოცავთ,გამოგივიდათ კიდევ უფრო დაგეძაბათ სიტუაცია ჩემთვის.
-მე,მე სულ სხვაგვარად მითხრა ნატამ.
-ახლა ხომ იცი,ამიტომ სანამ სხვას მოუსმენ იქნებ კაცურად მოსულიყავი და ერთად დაგველაპარაკა,მაგრამ არაფლით არ განსხვავდები თქვენც თქვენი შვილისგან,ვერ ეგუებით წაგებას და ეს გაცოფებთ.შენ კი არაფლით არ განსხვავდები იმ ქალებისგან რომლებიც ნადირობენ,შენც მათნაირი ხარ.
-მე ჩემსას ვიცავ,რა ეს ცუდია?
-ცუდს იცი რას ვხედავ შენში? ძალიან თავისუფლად შეგიძლია ისრიალო ჩემს არტერიაში რომ სისხლი სვა იქედან ნატა.შენი საქციელით რაც გრძნობა მქონდა ვგრძნობ,რომ ნელა ნელა ქრება და სულ მალე აღარაფერი აღარ დარჩება მისგან.ხვდები და ათვითცნობიერებ,რომ ჩვენ ,,ჩვენ''აღარ გვქვია და ჩვენ საერთო თემაც აღარ გვაქვს რომ განვიხილოთ და ერთმანეთს აზრები გავუზიაროთ ეს როგორც ადრე? ეს ყველაფერი კი შენ გააკეთე და მოიყვანე აქამდე ნატა.ყოველ საღამოს შენით სახლიდან გაქცევა მინდა,იცი მაინც რამდენჯერ მომიხდა გაუთვალოსწინებელი შემთხვევა გზაში გათიშულს? იცი რომ ეს დღეები სახლში რომ არ მოვდივარ აქ ვათევ ღამეს? არ იცი,რადგან შენ მხოლოდ შენი თავი გადარდებს და სხვა არავინ.
-ნუთუ ასეთი მომაბეზრებელი გავხდი შენთვის?
-ლაინერი ტიტანიკის კატასტროფამდე 14 წლით ადრე დაიწერა რომანი სახელწოდებით ,,ამაოება'' სადაც მოთხრობილია გემი ,,ტიტანის''ჩაძირვის ამბავი,ეს კინოდ გადაიღეს რომელმაც დიდი გამოხმაურება მოიპოვა,მაგრამ მე შენ ჩამძირე ნატა მე.საზღვარი აღარ აქვს უკვე შენს კაპრიზებს,შენს ეჭვიანობას,ვერცერთი მხრიდან ვერ ვხედავ სინათლეს,ჩემს გარშემო მხოლოდ სიბნელეა.ძალიან იშვიათად გამოვდივარ წყობიდან,მაგრამ შენ ჯილდო და ოსკარი გეკუთნის ამას ყოველ დღე ახერხებ.ბრძანებას გავცემ,რომ შენზე დიპლომი გამოცენ.მიშას არასოდეს ენახა ჯორჯი ასეთი გაბრაზებული და არეული,უხმოდ მოკიდა ხელი ნატას წამოაყენა და კარებისაკენ წაიყვანა.
-გიორგი მწარედ ინანებ მარიტას გამოჩენას,დაიმახსოვრე მწარედ ინანებ.უთხრა ნატამ და კაბინეტი დატოვა.
-სულ გააფრინე? სულ დაკარგე რაც კი თავმოყვარეობა გქონდა? შენ რა ეს რაც მოვისმინე მართალია? ამის მერე გინდა გიორგის მე რამე ვუთხრა? შენ,შენ ხარ დამნაშავე,შენ თავად მიიყვანე ამ მდგომარეობამდე შენი ცხოვრება.ახლა არ გვაქვს დრო ჩხუბისთვის,გვერდში დაუდექი და ძალა აგრძნობინე.
-მე თავად ვნახავ გამოსავალს,რომ ის გზიდან ჩამოვიშორო.
-რა ჩაიფიქრე,არც კი გაბედო და პატარას არაფერი არ დაუშავო,თორემ გეფიცები არ შეგიცოდებ ნატა.უკვე ძალიან გაგივიდა თავს და ეს ჩემი ბრალია,შენ რომ ასეთი თავნება ხარ.ძალიან რთულად მიიღო მარიტას ორსულობა ნატამ,ამიტომ სულ ჩხუბი და კამათი მოსაწყენია,მორიგი კამათის დროს ჯორჯმა სახლი დატოვა და უაზროდ დადიოდა ქუჩებში და ბოლოს ალექსანდრეს დაურეკა.
-ჯორჯ? რომელი საათია,რა ხდება რატომ არ გძინავს?
-გაგაღვიძე? მეგონა ბარში იყავი და სად იყავი გაგება მინდოდა,მეც მოვიდოდი.
-სახლში ვარ და აქ მოდი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 190 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar