სუროგატი დედა.თავი 9.
26.08.2018, 19:15
-ხუთ წუთში მოვალ შენს კარებთან და გამიღე.ალექსანდრე წამოდგა და კარები გააღო,სამზარეულოში გავიდა ყავა მოადუღა და უკვე სახლში შემოსულ ჯორჯს წინ დაუდო დიდი ფინჯანით,თავადაც მის წინ დაჯდა და ჩუმად უცქერდა.
-იტყვი რა მოხდა,რატომ ხარ ამ დროს აქ?
-ეს ბოლო თვეებია,არაფერი კარგი არ ხდება ალექსანდრე.
-იჩხუბეთ?
-ვიჩხუბეთ,ან როდის არ ვჩხუბობთ.
-მიზეზი?
-მიზეზი,მიზეზი ისევ ის.
-ეს როგორ,ჯორჯ ბავშვი უკვე გრძნობს რომ დედის სხეულშია.
-არა მარტო ბავშვი,უკვე მეც ვგრძნობ მას ალექსანდრე.
-იმედია შეიცვლება,ბავშვს რომ შეხედავს და მარიტა აღარ იქნება შენს სიახლოვეს.
-შეიცვლება,არ შეიცვლება სულერთია უკვე ეს ჩემთვის.
-რას ფიქრობ.
-ჯერ არ ვიცი,მაგრამ თუ არ შეიცვალა ალბად გადაწყვეტილების უნდა მივიღო.
-კარგად დაფიქრდი და ისე გადადგი შემდეგი ნაბიჯი,ახლა კი ადექი და დაისვენე 4 საათია.
-თავს ვეღარ ვერევი,უცნაური რამ ხდება ამ ბოლო დროს ჩემს თავს.
-რა ხდება,რამე შეამჩნიე?
-ფული ქრება ჩემი ანგარიშიდან და არა პატარა თანხა.
-როდის შეამჩნიე.
-შევამჩნიე უკვე ორი კვირაა,და არა მარტო ეს, მარიტას სახელზე მქონდა ანგარიში გახსნილი და ზედ დავდე 35,000$ დღეს ვნახე და 20,000$-ია.ვინ მოხსნა,როდის მოხსნა ვერაფერი ვერ გავიგე.
-ჯორჯ ნატას შეუძლია ხელი მიწვდეს თანხაზე?
-ჩემს ანგარიშზე თავისუფლად,მაგრამ მარიტას ანგარიშზე არა თუ კოდი არ გატეხა ვინმემ.ალექსანდრე დაფიქრდა და მიხვდა,რომ უკვე დრო იყო ჯორჯს ყველაფერი სცოდნოდა ნატას შესახებ.
-ახლა რაღაცას გაჩვენებ და შენს ეჭვებს ფარდა აეხდება.
-რა ხდება,რამე ხდება და არ ვიცი?
-ვფიქრობ,რომ ნატა ისევ დაბრუნდა იქ საიდანაც შენ ამოიყვანე.
-მეც მაგი ვიფიქრე,მაგრამ შენ საიდან იცი.
-აი ამ ვიდეოს უყურე. ალექსანდრემ ტელეფონში ვიდეო აჩვენა და ჯორჯი თვალებ გაფართოვებული უცქერდა.
-ნატა,ნატა სხვა ვინ თუ არა ნატა.ეს სერგეი არის ვისგანაც დავიხსენი,კარგ გზაზე ხარ მეტის ღირსი არც ყოფილხარ ნატა.ვინ გადაუღო ეს ვიდეო.
-შემთხვევით დაინახა მარიტამ და გადაიღო,კარგი დაისვენე,ხომ გაიგე უკვე სიმართლე.
-შეიძლება ვნახო?
-ჯორჯ ძინავს და ასე უფრო გაგიჭირდება მასთან დაშორება და დავიწყება.შეცვლილი ხარ და ძალიან არ მომწონს ეს ყველაფერი.
-როგორ ფიქრობ ადვილია ჩემთვის ჩემი საყვარელი ქალი ჩემს შვილს ატარებდეს მისი სხეულით და ვერ ვუახლოვდები,ვერ ვეკარები და ვერ ვესაუბრები ისე როგორც მინდა? ან ამ ვიდეოს შემდეგ,როგორ ფიქრობ უნდა დავივიწყო ან შევძლებ რომ დავივიწყო მარიტა?
-მართალი ხარ,დაწყნარდი და დრო გზას თავად გვიჩვენებს
-ალექსანდრე ამ რამდენიმე თვეში როგორ შეიცვალა ყველაფერი,სად წავიდა ის ბედნიერი და უპრობლემო წლები?
-რამ მოგიტანა პრობლემები ბატონო ჯორჯ? ჩაეღიმა ალექსანდრეს.
-რამ არა,ვინ თავად ბატონო ალექსანდრე.
-ჯორჯ? ალექსანდრე? მშვიდობა არის? რატომ ხართ ამ დროს აქ,რას აკეთებთ.
-ჩვენ ყავას ვსვამთ და ვსაუბრობთ,შენ რატომ ადექი.უთხრა ღიმილით თმაგაჩეჩილ მარიტას ალექსანდრემ.
-ჩვენ მოგვშივდა.ღიმილით დაუბრუნა პასუხი და სამზარეულოში შევიდა უკან კი ალექსანდრეს სიცილით ნათქვამი მოესმა.
-ჯორჯ ეს ბავშვია მარიტას სხეულში, თუ სპილო.
-სპილო შენ ხარ,თუ მოშივდა რა ქნას არ ჭამოს? შეუღრინა ჯორჯმა და მერე თავადაც გაეცინა.
-მე წავედი,სახლიც თქვენს განკარგულებაშია და სამზარეულოც.მარიტა სულ არ უსმენდა ალექსანდრეს და გემრიელად მიირთმევდა სალათას,ყველს და პურს.ისე გაუარა გვერდი ჯორჯს ფიქრებში წასულმა ჯორჯმა ფეხის ხმაც კი ვერ გაიგონა,უეცრად წამოდგა სამზარეულოში შევიდა იქ არავინი არ დახვდა,მარიტას საძინებლის კარი შეაღო და დაინახა თხელ პენუარში მარიტა მისი ლამაზი მუცლით და თვალი ვერ მოწყვიტა.
-შეგეშალა,აქ არა გვერდით საძინებელში დაისვენე.უთხრა მარიტამ და ზურგი აქცია,უნდა შეწოლილიყო უკვე საწოლში,რომ ჯორჯმა მარიტასკენ გადადგა ნაბიჯი.
-რას აკეთებ,აქ არათქო გითხარი.
-ნუ გამაგდებ,შენთან,თქვენთან მინდა ახლოს რომ ვიყო.
-არა,არ შეიძლება აქ იყო და უნდა ხვდებოდე,რომ ასეთი ქცევით მეც ზიანს მაყენებ და შენს თავსაც.
-დარწმუნებული ხარ,რომ გულით ამბობ იმას რასაც ამბობ?
-რატომ არ უნდა ვიყო დარწმუნებული,რა ასე არ არის?
-არა,არ არის ასე და ეს ჩემზე უკეთ შენც იცი.
-ვერ გავიგე ჯორჯ რისი თქმა გინდა.
-ყველაფერი კარგად გაიგე მარიტა უბრალოდ არ გინდა თავს გამოუტყდე,მაგრამ ვერც მე ვერევი უკვე ჩემს თავს,მიჭირს უშენობა.სულ რაღაც თვეების წინ მშვიდად ვიძინებდი,დღეს ძილიც აღარ არის ჩემთვის.იმ დღეს,როცა პირველად შეგხედე,პირველად დაგხატე მაშინ როცა ჩუმად გითვალთვალებდი,მერე შენი ტუჩების გემოც ვიგემე პირველი კოცნა მოგპარე,ახლა აქ ხარ ჩემს წინ და მეუბნები არ შეგეხო,მითხარი როგორ არ შეგეხო როცა პირველი წუთიდანვე ვთქვი,რომ შენ ჩემი იქნებოდი და გპირდები შენ ჩემი იქნები,ჩვენ ერთად ვიქნებით.
-გთხოვ,ჯორჯ კიდევ უფრო ნუ მირთულებ შენს არსებობას.
-რატომ გეშინია? ვისი გეშინია მარიტა ჩემი თუ შენი გრძნობების.
-არა,შენი არა მაგრამ არ დაგიფიცავ და ნატასი მეშინია ისეთი თვალებით მიყურებს.
-არ შეგეშინდეს,მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,მე ყოველთვის დაგიცავ.ხანდახან ცხოვრებაში უცნაური რამ ხდება და ეს უცნაურობები და დაუგეგმავად შემოიჭრება ხოლმე ისე რომ აგვირევს და დაგვირევს ტვინში ყველაფერს და საერთოდ გაგვთიშავს,აზროვნების უნარს გვართმევს.შეუძლებელია ამ ყველაფერს მარტომ გავუმკლავდე,ამ ტუჩებს ახლა ჩემს წინ რომ თრთოლვით შემომყურებს როგორ არ შევეხო.ათრთოლებულ ბაგეებზე თითი გადაუსვა და შემდეგ ნაზად შეეხო,რომ ცეცხლი დაუტოვა არა მარტო ბაგეებზე გადანაწილდა და ცეცხლის აგონიამ მთელ სხეულის წერტილებში გაიარა.
-რატომ უნდა შევიკავოთ თავი,რატომ არ უნდა გავაკეთოთ ის რაც ორივეს ძალიან გვინდა.ჩვენი გრძნობებით ვუშავებთ ვინმეს რამეს? ეჩურჩულებოდა უკვე სამყაროდან გამოთიშულს და ნაზად უკოცნიდა სახეს,ნაზი კოცნა მომთხოვნი და ვნების ამღძვრელი გახდა.
-ნუ ხარ დაძაბული,მე დაგიჭერ და მე ვიქნები შენი საყრდენი.მინდა დილით გაღვიძებულს შენს თვალებს ვხედავდე.
-ჯორჯ,ჯორჯ შეწყვიტე გთხოვ,ისე ამბობ რომ თითქოს გვაქვს შესაძლებლობა ყოველ დილით ერთად გავიღვიძოთ.
-შენ წარმოდგენა არ გაქვს,რამდენჯერ ვნახე ეს სურათი უკვე ძილში.
-ეს არასოდეს არ მოხდება და ნუ გაქვს ის ფიქრები და ოცნებები რომლებიც არასოდეს არ ახდება,ასე ხომ თავს იტანჯავ.ეს რაც ჩვენს შორის ხდება ეს ორი ადამიანის სისუსტე იყო,ვსო მორჩა აქ დასრულდა ეს სისუსტე და ეს აღარ განმეორდება.
-სცდები,ძალიან სცდები.ჩვენში არა სისუსტემ,ვნებამ გაიღვიძა მარიტა.
-წუთიერი ვნების არ შეკავების გამო,არ შემიძლია მთელი ჩემი მომავალი დავაყრდნო მხოლოდ ოცნებებზე.
-წუთიერი სისუსტე? შენ ამბობ რომ ჩემში შენდამი კოცნა და შენზე შეხება წუთიერი სისუსტე იყო?
-ჯორჯ რატომ გიკვირს? როდის გვქონდა ისეთი ძლიერი სიყვარული,რომ ჩვენზე ლეგენდები დადის?
-მარიტა გაჩუმდი,კარგად ვიცი შენს გულში რაც ხდება.ვერ დამალავ გრძნობებს ის შენს გამოხედვაშია,შენს გულშია და დაუგდე ყური მას როგორ ძლიერად ფეთქავს როცა ჩემს წინ არის და ჩემი შეხების მოლოდინშია.დაიმახსოვრე,შენ არასოდეს არ იქნები ჩემთვის წუთიერი სისუსტე.რატომ არ შეგიძლია გამიგო,რატომ მარიტა.
-რა უნდა გაგიგო ჯორჯ შენ ხომ ცოლი გყავს,ოჯახი გაქვს,ეს შეუძლებელია რაც ჩვენს შორის ხდება.
-ჩემი ქორწინება ნატასთან ნელა-ნელა იშლება და იმსხვრევა მარიტა.
-ძალიან გთხოვ ჯორჯ ნუ ამირევ ისედაც არეულ ტვინს,მე შენს ცხოვრებაში კიდევ ხუთი თვე ვიქნები და ჩვენი გზები გაიყრება და არ მინდა მტკივნეული იყოს ჩემი წასვლა.
-გაჩუმდი,გაჩუმდი გთხოვ.როგორ იფიქრე რომ მე შენ გაგიშვებ.რატომ არ გინდა რომ დაიჯერო,რომ მხოლოდ შენსკენ იწევს ჩემი გული,მხოლოდ შენთან მინდა ვიყო,შენ მინდებხარ მარტო და სხვა არავინ.
-და ნატა? არ შეიძლება ის ასე ადვილად გაუშვა შენი ცხოვრებიდან,თქვენ ხომ უკვე რამდენიმე წელია ერთმანრეთის ცხოვრებით ცხოვრობთ.მისი არსებოდა ხომ არ დაგავიწყდა?
-არა,არ ვამბობ,რომ დამავიწყდა მისი არსებობა,მაგრამ ცხოვრება არ არის რამე ყუთი,ძველი და მობეზრებული ცხოვრება რომელიც შეცდომითაა შექმნილი რაიმე ყუთი ავიღოთ და შიგ ჩავდოთ გვერძე რომ მივდოთ.ნატასთან ცხოვრებამ არ მომცა ის ბედნიერება,რასაც განვიცდი შენთან შენს სიახლოვეს.დანაშაულს არ ჩავდივართ,მარიტა ეს სიყვარულია.ნუ კანკალებ,მოდი ჩემთან.ჯორჯმა გულში ჩაიკრა ტირილამდე მისული მარიტა და ნელა-ნელა საწოლთან მიიყვანა,ცალი ხელით საბანი გადაწია ფრთხილად დააწვინა,თავადაც გვერდით მიუწვა რადგან მარიტა ისე იყო მის პერანგს ჩაბღაუჭებული თავადაც მოხვია ხელი და მისივე სხეულზე აიკრა,მისი თმების სურნელი ღრმად შეისუნთქა,შუბლზეც აკოცა და მზად იყო თავადაც მოეტყუებინა თვალი ცოტა რომ მარიტას ჩურჩული გაიგონა.
-შენ არ იცი რა რთულ მდგომარეობაში მაყენებ,შენ ისიც არ იცი როგორ ფეხ და ფეხ გვითვალთვალებს ნატა.მინდა შენთან ვიყო,მაგრამ არ მინდა რამე დაგიშავდეთ არც შენ და არც ჩვენს პატარას.,,ჩვენს პატარას''რა საყვარლად მოხვდა ეს სიტყვები მის ყურს.ზემოდან დახედა უკვე ჩაძინებულ მარიტას და ასევე ჩურჩულით უთხრა.
-ჩემით არ შეგიქმნი პრობლემებს ჩემო ტკბილო,ვიცი რის გამოც იხევ უკან,მაგრამ დამიჯერე,რომ არ შემიძლია შენი დაკარგვა,ვერ გაგიშვებ ჩემგან.რომ იცოდე რა ძნელია ჩემთვის უშენოდ ყოფნა,ძალიან ძნელი.ჯორჯმა იგრძნო თუ არა მარიტას ღრმად ჩაეძინა,ფრთხილად წამოდგა და ასევე ფრთხილად დატოვა ალექსანდრეს სახლი.
  სერიოზული უთანხმოების წამოჭრის გამო ნატა ღრმა დეპრესიაში ჩავარდა,ბევრჯერ სცადა ჯორჯთან დალაპარაკება, მაგრამ უშედეგოდ.რადგან დიდ იმედგაცრუებას გრძნობდა,ამის გამო ვეღარ მალავდა უკმაყოფილებას და სიბრაზეს.უჭირდა მშვიდად საუბარი,რადგან იცოდა ნატა პანიკაში ჩავარდებოდა,ამიტომ კამათსაც ერიდებოდა.ნატას კი არასოდეს უცდია გულახდილი ყოფილიყო ჯორჯთან და თუნდაც ერთხელ ეთქვა, ,,ბოდიში შევცდი'', ,,მაპატიე, რომ გული გატკინე''.ჯორჯის დუმილი ნატაზე კი ძალიან ცუდად მოქმედებდა,აღაგზნებდა და სექსუალურ სურვილებს უმძაფრებდა.ქორწინებაში კი ფიზიკური სიახლოვე მაშინ არის სასიამოვნო,როცა მეუღლეები ერთმანეთის კეთილდღეობაზე ფიქრობენ და უყვართ ერთმანეთი.ჯორჯს კი ამდენი პრობლემებისგან და უსიამოვნებებისგან ემოციურად გამოფიტულია.
-გიორგი არ ფიქრობ,რომ ძალიან შევიჭერით როლებში და კვირაში მხოლოდ რამდენიმე დღე შემოირბენ სახლში,ფიქრობ ეს საკმარისია ნორმალური ოჯახისათვის? კითხა ერთ საღამოს ნატამ ჯორჯს.(უნდა შეგახსენოთ,რომ ნატამ გიორგის ფსევდომინი არ იცის ან იცის და არ ამხელს) მე ვცდილბ ყველაფერი გავაკეთო ჩემი ოჯახის შესანარჩუნებლად.გული აუჩუყდა და ცდილობდა ყურადღების მიქცევას.
-რაც გინდა ის იფიქრე და გააკეთე,გაცილებით უფრო დიდი პრობლემები მაქვს და ვცდილობ მის აღმოფხვრას.
-შემიძლია დაგეხმარო?
-შეგიძლია,მხოლოდ შენ შეგიძლია ჩემი დახმარება ნატა.ნატას თვალები გაუფართოვდა სიხარულისგან და აღფრთოვანებულმა შეეკითხა.
-როგორ,მითხარი გიორგი რა გავაკეთო.
-ჩემი ანგარიშიდან ფულს ნუ ხსნი,ასევე მარიტას სახელზე გაკეთებული ანგარიშიდან.ნატა დაიბნა,გაშრა,გაფითრდდა.
-მე,მე,მე არაფერ...............
-არაფერი არ თქვა,ვიცი რომ სერგის დაუბრუნდი,ვიცი რომ ისევ იმ ჭაობისკენ მიდიხარ და სანამ დროა,სანამ ჯერ არ ჩაძირულხარ,შეეშვი ნატა.მე გაგაფრთხილე,თუ დღეიდან ჩემი ანგარიშიდან ფული გაქრება,პასუხს გაგებინებ შენც და იმ სერგეისაც.
-მოდი ყველაფერი დავივიწყოთ და სულ-სულ ახალი ფურცლიდან დავიწყოთ.
-შენ არც ახლიდან დაწყება გამოგასწორებს ნატა არც ბოლოდან და არც შუიდან.უთხრა გაბრაზებულმა და სახლი დატოვა.მარიტა სახლიდან გასვლას ერიდებოდა თუ გვერდით არ ახლდა ან ალექსანდრე,ან თვით ჯორჯი,ან ქრისტი და ან ზაზა რადგან ამ ოთხმა იცოდა მარიტას შიშის მიზეზი და ოთხივე მტკიცედ იდგა მის გვერდით,მაგრამ ერთ დღეს მოხდა გაუთვალისწინებელი,როცა მარიტა მარტო იყო სახლში ნატამ მოინახულა.
-დილა მშვიდობის,როგორ ხარ? ტკბილად შეხვდა მარიტას რამაც ძალიან გააკვირვა და თავადაც დამთბარი ხმით უთხრა.
-მადლობა კარგად,რას დალევ ჩაი თუ ყავა.
-ყავა თუ არ შეწუხდები.უთხრა და იქვე დაჯდა.მარიტა სამზარეულოში გავიდა და ოთხივეს ერთი შეტყობინება გაუგზავნა, ,,ნატა მოვიდა, მარტო ვარ და მეშინია''.ჯორჯს არ გაუგონია შეტყობინების მისვლა რადგან ოფისში დარჩა ტელეფონი თავად კი სათბურში იყო,მარიტამ კი შეტყობინებასთან ერთად უამრავჯერ მოასწრო გადარეკვა,მაგრამ უშედეგოდ ჯორჯი არ პასუხობდა,შემდეგ ალექსანდრეს დაურეკა და აქაც უშედეგო ცდის შემდეგ ზაზას გადაურეკა.ზაზა ლექციაზე იყო შეტყობინება რომ მიიღო,თვალი მოკრა თუ არა მარიტას სახელს იმ წუთში გახსნა,ფერი შეეცვალა და ქრისტის შეხედა,ქრისტიმ მიხვდა ზაზა აფორიაქების მიზეზს და თავადაც ფეხზე წამოდგა.ზაზამ სტუდენტებს გადახედა და თხოვნით უთხრა ყველას.
-მეგობრებო მარიტას სიცოცხლე საფრთხეშია,უნდა წავიდე გთხოვთ სიწყნარე შეინარჩუნოთ.
-მეც მოვდივარ.
-არა,ადგილზე დარჩი და ტელეფონით გაგაგებინებ ამბავს,მაგრამ ორი ჯანსაღი ბიჭი დამჭირდება.ორი სტუდენტი აარჩია და საჩქაროდ დატოვა აუდიტორია გაოცებულ სტუდენტებთან ერთად.უკვე გზაში იყო,ისევ მარიტამ რომ დაურეკა.
-მარიტა გისმენ,წავიკითხე შეტყობინება და მოვდივარ.
-ზაზა მეშინია.მოასწრო თქმა და თითქოს იმედი მიეცა და რაც შეეძლო ყავის მოდუღების პროცესი გაწელა.მარიტამ ყავა გაუტანა ნატას და თავადაც შორი ახლოს დაჯდა.ნატა ნელა-ნელა სვამდა ყავას და შემდეგ ირონიულად უთხრა.
-როგორ მოხდა,რომ მარტო ხარ? მოეჩვენა მარიტას რომ ნატას სიცილი სატანური სიცილი იყო,რადგან მოულოდნელად ფეხზე წამოხტა,მარიტას ხელიდან ტელეფონი აართვა და კედელს მიახეთქა.
-რა გგონია,ძალით შეძლებ წამგლიჯო ის რაც ჩემია?
-ნატა დაწყნარდი,ძალიან უსამართლო ხარ ჩემს მიმართ.ხომ შევთანხმდით,ხომ ვისაუბრეთ რატომ გაქვს ასეთი დიდი ზიზღი გულში,რატომ ვერ მიტან.
-თავიდანვე არ მომეწონე,თავიდანვე შეგამჩნიე,რომ ჩემი ადგილის დაკავება გინდოდა,მაგრამ არა,არ დაგითმობ გიორგი ჩემი ქმარია და ჩემი დარჩება ბოლომდე.
-რატომ არ გინდა გაიაზრო,რომ შენს ქმარს არავინი არ გართმევს.მე შენთან სალაპარაკო არაფერი არ მაქვს და ძალიან გთხოვ მარტო დამტოვე.მარიტა წამოდგა და თავის საძინებელში წავიდა,რომ ნატას ხმა მოესმა.
-გახსოვს რომ გითხარი,ეს ბავშვი არ დაიბადებათქო?
-მახსოვს,მაგრამ როგორც ხედავ სულ ცოტაც და დაიბადება.
-არ იცოცხლებს, ექვსთვიანი ბავშვები არ ცოცხლობენ.
-რას გულისხმობ.კიბეზე ადიოდა მარიტა რომ მოუბრუნდა გაკვირვებულმა.
-რას ვგულისხმობ? ნელა-ნელა ახლოს მივიდა ნატა და უეცრად თმებში წვდა კიბეზე დააგორა,შემდეგ კი ზემოდან დახედა,ფეხი გადააბიჯა და სახლიდან გავიდა. სახლში მივიდა,დამშვიდდა და ჯორჯს დაურეკა.ჯორჯმა არ უპასუხა და შეტყობინება გაუგზავნა.
-საყვარელო გელოდები,მინდა დღეს ერთად ვისადილოთ.ზაზამ მოწყვეტით გააჩერა მანქანა ალექსანდრეს სახლთან და სირბილით შევიდა ეზოში,მაგრამ კარი დაკეტილი დახვდა.
-ბიჭებო მომეხმარეთ,კარი უნდა შევამტვრიოთ.ძალა არ დაიშურეს და როგორც იქნა კარიც გატეხეს,სირბილით შეცვივდნენ სახლში და სამივე თვალებგაფართოვებული უცქერდა მარიტას გათიშულს და სისხლის გუბეში მწოლიარეს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: mziaferadze
ნანახია: 191 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar