ტკბილი წვიმა (მეექვსე თავი)
26.05.2017, 15:32
–რა კარგია სახლში დაბრუნება. ღიმილით თქვა ალექსმა და სავარძელში მოკალათდა.
–ჰო,საავადმყოფოს სუნი უკვე ცუდად მხდის,ისევ ის დღე მახსენდება,როცა შენ კინაღამ... სიტყვა შუაზე გაუწყდა ანას.
ალექსმა გოგონას ხელები მოკიდა და მის გვერდით,სავარძლის კიდეზე ჩამოსვა.
–ცუდზე აღარ იფიქრო.ყველაფერი კარგად იქნება ანა.სახეზე მოეფერა და გულში ჩაიკრა.
–იცი რაზე ვფიქრობ? სიჩუმე დაარღვია ანამ.
–რაზე?
–დეიდაჩემმმა კატოს უთხრა ასეთი მარტივი ნუ გგონია შენი ცოდვების დავიწყებაო.იმ დღის მერე კატო ჩემთან საუბარს თავს არიდებს.რაღაც ხდება.
–რა უნდა ხდებოდეს? ამაზე ნუ იფიქრებ.ხომ იცი ერთმანეთი არ მოწონთ დეიდაშენი ყოველთვის უსამართლოა კატოს მიმართ.გახსოვს,შენ თვითონ მიყვებოდი.ახლაც სერიოზული არაფერი იქნება.
–არ ვიცი,კატოს თვალები რომ მახსენდება.მეშინია.
–არა,ნუ გეშინია და ამაზე აღარ იფიქრო კარგი?თანაც,ხომ იცი კატო თავს არავის დააჩაგვრინებს.
–ჰო,ჩემი გიჟი და.ღიმილით თქვა ანამ და ალექსს მხარზე დაადო თავი.
–საშინლად მომშივდა ანა
–სიმართლე გითხრა მეც.უპასუხა ანამ
–სამზარეულოში გავიდეთ და რამე გემრიელი მოვამზადოთ.ხელები ერთმანეთს გაუსვა ალექსმა და წამოდგა.
–აჰა, მშვენიერი აზრია.
––––––
კატო სოფოსთან ერთად თავიანთ საყვარელ კაფეში იჯდა.ხელები ყავით სავსე ჭიქაზე ჰქონდა მოხვეული და ჩაფიქრებული,ფანჯარაში სივრცეს გაჰყურებდა.
–კატო,კატო...გამოაფხიზლა სოფოს ხმამ
–ჰო.დაბნეულად უპასუხა და ყავა მოსვა
–რა გჭირს შენ? გელაპარაკები და თითქოს არაფერი გესმის.
–მაპატიე რა სოფო.
–კატო,შეგიძლია ყველაფერი მითხრა,ხომ იცი? თუ რამე გაწუხებს.
–მგონია,რომ გულზე დიდი ლოდი მადევს.ვეღარ ვსუნთქავ და შიგნიდან რაღაც მჭამს. მძიმედ ამოისუნთქა კატომ.
სოფომ მეგობარს ხელი ხელზე დაადო.
–რაც არ უნდა მომხდარიყო,იცოდე,რომ შენ გვერდით ვარ.
–არ ვიცი,სოფო.ამას რომ გაიგებ ჩემზე რას იფიქრებ.
–ნუ გეშინია,შეგიძლია მითხრა ყველაფერი.
კატო ცოტა ყოყმანობდა.ღრმად ჩაისუნთქა და თვალები დახუჭა.რამდენიმე წამიანი დუმილის შემდეგ კი დაიწყო
–საბამ რომ ალექსი დაჭრა ჩემი ბრალია
–რას ამბობ?
–ჰო სოფო,მე ვუთხარი ,რომ ანას შეურიგდა.მაშინ სიბრაზისგან დაბრმავებული ვიყავი.ახლა კი ძალიან ვნანობ ,მაგრამ რაღა დროსია.ანას თვალებში ვერ ვუყურებ.მინდა ყველაფერი მოვუყვე ,მაგრამ გამბედაობა არ მყოფნის.
–არც კი ვიცი რა ვთქვა,კატო...ეს არ უნდა გაგეკეთებინა,მაგრამ მაშინ ცუდად იყავი.ადვილი ხომ არაა შენს ყოფილ საქმროს შენი დის გვერდით რომ ხედავ.
–მაგრამ ეს არ მამართლებს და არც ვცდილობ თავის გამართლებას. მე მეშინია.მეშინია,რომ ჩემი და და ამაჩემი შემიძულებენ ამ საქციელის გამო.ალექსიც შემიძულებს.ალბათ შენც გძულვარ.
–სულ გაგიჟდი არა?მე შენ ვერასდროს შეგიძულებ,შენ იცი რამდენს ნიშნავ ჩემთვის.არც დანარჩენები შეგიძულებენ.შენ მდგომარეობაში შეიძლდება სხვას უარესი გაეკეთებინა.დამიჯერე,ანა გაგიგებს ყველაფერს. ჯობია დაელაპარაკო.
–ჰო,მეც ამას ვფიქრობ.ნოემაც ეგ მირჩია.რა კარგია რომ შენი და ნოესნაირი ადამიანები მყავს გვერდით.სოფო მადლობა რომ არ შემიძულე.
–რა სულელი ხარ კატო.შენ როგორ უნდა შეგიძულო.თმაზე ხელი გადაუსვა სოფომ. –ჰო მართლა,ნოესთან რა ხდება?
–რა უნდა ხდებოდეს.არაფერი.ვმეგობრობთ.
–ჯერ–ჯერობით მეგობრობთ.
–ოო,კარგი რა .სახეზე წამოწითლდა კატო.ნოეს ხსენებაზე უნებურად გაეღიმა.
–ასეთი ღიმილი მომწონს.მგონი ვიღაც შეყვარებულია.
–არაა.არავითარ შემთხვევაში.კატეგორიულად წამოიძახა კატომ,თუმცა გულის სიღრმეში თვითონვე არ სჯეროდა თავისი სიტყვების
–მგონი გემრიელი რაღაც გამოგვივიდა არა? თქვა ალექსმა და თეფშზე საჭმელი დაისხა.
–კარგი სურნელი კი აქვს.დაეთანხმა ანა და მაგიდასთან დაჯდა.
–კი,ნამდვილად გემრიელია.აღნიშნა ალექსმა რამდენიმე ლუკმის გასინჯვის შემდეგ
სადილის შემდეგ ორივე აივანზე გავიდნენ.საღამოვდებოდა.ალექსი აივნის მოაჯირს დაეყრდნო და მზერა ჩამავალ მზეს მიაპყრო.დღე–ღამის ყველაზე ლამაზი მონაკვეთი დგება,როდესაც ცა მზიგან გამოსამშვიდობებელ საჩუქარს იღებს და სხვადასხვა ფერად შეიღებება.
ალექსი ანას მიუბრუნდა,წელზე ხელები მოხვია და მაგრად მიიკრა სხეულზე.თმა ნაზად გადაუწია და ყელზე აკოცა.
–ხომ დარჩები?
–ჰო.უპასუხა ანამ
–აღარსად გაგიშვებ,არასდროს.
ალექსმა ჯიბეში ხელი ჩაიყო და პატარა ზომის მუქი ლურჯი ყუთი ამოიღო.იქედან კი ბეჭედი ამოიღო და ანას თითზე გაუკეთა.გოგონას გულმა უფრო ჩქარა დაიწყო ცემა და მთელი სხეული უთრთოდა აღელვებისგან.
–მინდა ჩემი ცოლი გახდე.ანა,მიყვარხარ
–მეც,მეც მიყვარხარ.თვალზე მომდგარ ბედნიერების ცრემლს იმშრალებდა.საყვარელ ადამიანს მიეკრო.ისმენდა მის გულისცემას და ჯერ კიდევ იმის გააზრებას ცდილბდა ,რომ ეს ყველაფერი სამუდამოდ უნდა გაგრძელებულიყო.
კატო დილით ადრე ადგა და სამზარეულოში ჩავიდა ყავის დასალევად.
–კატო.რამეს არ შეჭამ? ჰკითხა მსახურმა გოგონამ.
სანამ კატო პასუხს გასცემდა სამზარეულოში ლელა შემოვიდა.
–არა ლიკა,არაფერი მინდა.მადა არ მაქვს .ზიზღით გადახედა ლელას და სამზარეულოდან გასვლა დააპირა.
ლელამ მკლავში ხელი მოკიდა და შეაჩერა.ცივი,არაფრისმთქმელი თვალები მიაპყრო გოგონას
–რა გინდა?
–არაფერი,იმედია ჭკუას მოუხმობ და ენას კბილს დააჭერ.
–შენი საქმე არაა მე რას გავაკეთებ და იცოდე ყველაფერს გავარკვევ
–წარმატებები.დამცინავად ჩაიცინა ქალმა.
კატომ ფანჯრიდან ანას მანქანა დაინახა,რომელიც ის ის იყო ეზოში შემოვიდა.
–ანას მე თვითონ დაველაპარაკები.შენი მუქარით ვერ შემაშინებ.უთხრა კატომ დეიდას,პასუხს აღარ დაუცდია და ანას შესახვედრად გავიდა გარეთ.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: TINAFALCONE
ნანახია: 1069 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 1
avatar
1 Spam
1
3o bb 3o
avatar