ტორო(სრულად)
29.06.2017, 21:09
ედნიერების ძიებაში არასდროს ვყოფილვარ, არ მიყვარდა მზგავს სისულელეებზე დროის ხარჯვა, ეს ალბათ დედაჩემის რეალისტ ბუნებას პლუს მამაჩემის დიქტატორული ხედვების დამსახურება იყო. ბავშვობიდან ცივი, უგულო და უემოციო სტატუსი შევიძნე და ისე მივიღე ჩემეულად თითქოს
არ არსებობდა დამოუკიდებელი და სულ სხვა „მე“.

15 წლისამ მამა დავკარგე. არ დავიწყებ იმ ემოციების გადმოცემას, რაც მაშინ ვიგრძენი, რადგან აზრი არ აქვს. ჩემი ოჯახი დევნილი იყო აფხაზეთიდან, სოხუმში დაბადებულებსა და გაზრდილებს ცუდი ცხოვრება არ ჰქონდათ ნანახი და იმ დღის წინა ღამეს, როდესაც მე მოვევლინე ქვეყანას ჩემმა მშობლებმა ყველა დაკარგეს, დედ-მამიდან დაწყებული და-ძმით დამთავრებული, არ ვიცი ცხოვრების თუ ბედის ირონიაა, მაგრამ ჩემმა მოსვლამ სხვები წაიყვანა და შავ წერტილად დააჩნდა კალენდარს პატარა თხის რქის ანუ ჩემი, როგორც ტოროს დაბადება.
ყველაზე ჯიუტი ბავშვი ვიყავი ყოველთვის
ამისთვის 2 მიზეზი მქონდა
-პირველი ის, რომ თხის რქა ვიყავი. თვალისდაუხამხამებლად გავიკეთე ტატუ ლავიწთან, დიდი ასოებით დავიწერე“ Capricorn”. ტატუ მასტერი აღფრთოვანებული იყო ჩემით და დროდადრო მკერდისკენაც აპარებდა თვალებს, მაგრამ როგორც კი ჩემს მზერას აწყდებოდა, რომელიც შემაძრწუნებლად ცივი იყო მაშინვე ავიწყდებოდა ის, რომ მის წინ ქალი იჯდა და როგორც ყველაზე ფრიგიდულს ისე მიყურებდა (ეს შესაძლებელია ასეც ყოფილიყო) ამ ყველაფერს ისიც ემატებოდა, რომ ხარის წელში დავიბადე ანუ ორმაგად ჯიუტი, მომთხოვნი და მიზანდასახული რეალისტი შევრჩი დედამიწას.
-მეორე ჩემი გვარის ინიციალებიდან გამომდინარე ზედმეტსახელი „ტორო" იყო, რაც ალბათ ყველას მოგეხსენებათ რასაც ნიშნავს.
სიჯიუტე ყოველთვის მეხმარებოდა და ამავდროულად ხელს მიშლიდა , მაგრამ ეს მე ვიყავი, არც მეტი და არც ნაკლები- უბრალოდ მე .
ყველას გაოცება შემეძლო ყოველთვის, არ უარვყოფ, ჩვეულებრივი არ ვყოფილვარ, არც თავმდაბლობას დავიწყებ, შეუდარებლად ლამაზი ვარ, ჩემი ფორმები კაცებში უკვე ორგაზმს იწვევს ხელშეუხებლად, ქუჩაში ყველა მე მიყურებს- ქალები ზიზღით. ჰოი რაოდენ სასაცილონი არიან ჩემს თვალში ,როცა ლამის დაიფურთხონ გვერდზე , ამ დროს არ მავიწყდება სიტყვები
„ადამიანები ყველაფერს გაპატიებენ, მაგრამ სილამაზეს არა"
და ვინ თქვა, რომ ბედნიერია ის ვინც ლამაზია? არ მოტყუვდეთ არ არის ასე, ჩემს მკერდს, საჯდომს და მომაკვდინებელ თვალებს ცხოვრებაში არაფერი არ მოუტანიათ გარდა ერთისა, მე გავხდი საბედისწერო ქალი, მეტსახელით ტორო და არავინ იცოდა ის თუ ვინ ან რა იმალებოდა ჩემს უკან გარდა ერთისა, რომელსაც მთლიანად ეძღვნება ჩემი ცხოვრების ის ფურცლები, რომელიც მამაჩემის გარდაცვალბის შემდეგ დაიწყო. მაშ ასე მზად ხართ ?
-მაშინ მომყევით, ვიწყებ !

ქარია, სასაცილოა დაკრძალვაზე ყოველთვის წვიმს, ახლა კი ქარია არავინ მაინტერესებს, უბრალოდ ვაბოლებ სიგარეტს, რომელიც ჩემი არ არის
-ნეტავ ვისია ?-მიჩნდება კითხვა და შეწუხებული შუბლს ვჭმუხნი, არადა მახსოვს მაგიდიდან ავიღე, მაგრამ როდის ეგ არა.
-შენ ნორმალური ხარ ?-მოდის დედაჩემი და პირიდან სიგარეტის ღერს მაცლის-ახლა ამის თავი არ მაქვს -რაც შეიძლება მობეზრებულ სახეს ვიღებ
და მინდორზე ვწვები
-ღმერთო გამაგიჟებ
-დედა შემეშვი.
-რა ? რა? რანაირად მესაუბრები
-რანაირადაც დაიმსახურე, კახპობა რომ მოგეშალა შესაძლოა მამა ახლაც ცოცხალი ყოფილიყო, რა იყო ფეხები მაინცდამაინც მისი მეგობრისთვის, რომ არ გადაგეშალა ?
-მეზიზღება ის დაწყევლილი დღე შენ, რომ დაიბადე. ურჩხული ხარ
-შენი საშოდან გამომძვრალი ოღონდ-შევხედე, მერე ფეხზე წამოვდექი და სახლში შევედი.
რატომ გადაწყვიტეს მამაჩემის დასაფლავება სოფელში მაინც ვერ ვხვდები ,ყოველთვის მეზიზღებოდა ეს ტრადიციები, მამა შემეცოდა მიუხედავად იმისა ,რომ ბევრ რამეს ვერ ხვდებოდა და არც არასდროს მომქცევია ისე, როგორც მშობელი, მან მე მომავლინა ქვეყანას ამიტომაც ღირსია ერთი მუჭა მიწა მივაყარო
დაასაფლავეს...
წვეთი ცრემლი არ წამომსვლია ...
არავინ მყავდა, დედას ვძულდი
ერთ დღეს სახლში მისულს სასწაული სურათი დამხვდა. მაშინ უკვე 19 წლის ვიყავი, მეორე კურსზე ვსწავლობდი ფსიქოლოგიის განხრით, ჩანთა მივაგდე და ოთახში შესულს დედაჩემი დამხვდა დივანზე გართხმული გვერდით ვისკის ბოთლი ეგდო, ჩაუფსია იმდენი დაულევია, წამით გული ამიცრუვდა მასზე, ჩემზე და ზოგადად კაცობრიობაზე.
გავაღვიძე თვალებიდან ტუში ჩამოდღაბვნოდა საშინელი შესახედავი იყო
-ოხ მოვიდა გველის წიწილი, რა იყო დედა გაგისკდა თავი სწავლით ?
-არ შეიძლება ერთხელ მაინც მომექცე ისე, როგორც დედები ექცეოდნენ შვილებს, ვერ ხვდები რომ შენი ბრალია და ბავშობაში გადატანილი სტრესის ის, რომ მე ასეთი ვარ ? -უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა, აღარ შემეძლო, ყველანაირი განცდა და ემოცია ერთად ამოქმედა ჩემში და მთელი გრძნობათა კასკადი გამოიწვია, ღრმად ვსუნთქავდი და თვალებში ჩავშტერებოდი იმ უსუსურ არსებას, რომელსაც აზროვნების უნარიც კი
წარმთეული ჰქონდა
-იცი, რომ შენი გაჩენა არ მინდოდა? რატომ გაგაჩინე არ ვიცი, იცი რომ მამაშენმა გამაუპატიურა ? აა ჰოპ არ იცოდი ჩემო კუდრაჭა ?- მითხრა და ლოყებზე ხელი მომიჭირა ეს უკანასკნელი წვეთი იყო, თვალებში დამიბნელდა, გავქვავდი და ოთახში შევვარდი. ყველაფერი შიგნით ჩავყარე რაც, კი რამ მებადა და ზიზღიანი სახით დავუფურთხე ეგრეთ წოდებულ მშობელს იატაკზე
-მეტის ღირსი იყავი - ზიზღით გამოვცარი და კარები ძლიერად მოვიჯახუნე.
ამის შემდეგ ყველაფერი აირია, ჩემი შავი ცხოვრება უფრო გაშავდა, დავიკარგე როგორც ფიზიკურად ასევე სულიერად, ვეღარაფერს ვგრძნობდი.
-რატომ წამოვედი იმ სახლიდან სადაც გავიზარდე და დავიბადე? სადაც ღვიძლი დედა მეგულებოდა? პირველად ფეხი სადაც ავიდგი?-მივხვდი რომ ეს შეკითხვები ფორმალური იყო და ტვინი უბრალოდ ადამიანური განცდების ამოწევას ცდილობდა ჩემში, იმისას რაც უკვე არ
გამაჩნდა, მე არავინ მიყვარდა და არც მე ვუყვარდი ვინმეს -ეს განაჩენი იმ ღამეს გამოვიტანე, როცა 10 ლარიან სასტუმროში ჩემი სველი
ბათინკები კომოდთან მივყარე და თავი ყველაზე საშინელ ბალიშში ჩავრგე, ამ საშინელ ღამეს ჩემი მეგზური ორი ბოლო ხმაზე მოღრიალე ცხოველი იყო
-ნეტავ რაღა მეტი უნდა ისედაც გაიხა შუაზე - გაცოფებულმა გადავიფარე ზეწარი და ღრმად ამოვიოხრე.

-გამარჯობათ, 2 ვაკანსია გვაქვს მხოლოდ კრუპიე და მიმტანი. ოღონდ...
-რა ოღონდ ?
-კრუპიე აუცილებლად გამოცდილი უნდა იყოს და მიმტანს კი ბიჭს ვეძებდით
- უკაცრავად თქვენ მენეჯერი ხართ თუ HR-ის უფროსი ?
-არცერთი, მე მიმტანი ვარ
-მერე მიმტანი გასაუბრებას რატომ მიტარებს? ვერ ვხვდები - ავიმრიზე, არ მოეწონა ჩემი ტონი,მაგრამ არ მაინტერესებდა
- ახლავე დავუძახებ მენეჯერს, მაგრამ ვგონებ რომ არ აგიყვანენ
-შენ რას გონებ ეგ იცი სადაც უნდა გაიკეთო - უკვე ვიცოდი, რომ აქ არ დავრჩებოდი ამიტომ არ მაინტერესებდა ვინ რას იფიქრებდა ჩემზე
-ჰმ კახპა -ჩუმად ჩაილაპარაკა, გულში მეც არ დავაკელი, მაგრამ ახლა სცენების გამართვის ნერვები და ძალა არ მქონდა, ერთადერთი მიზეზი
რატომაც მუშაობის დაწყება და ღამეების თენება გადავწყვიტე ის იყო ,რომ სწავლის ფული რამენაირად უნდა გადამეხადა, ერთ დღეს დედისთვის თვალებში უნდა ჩამეხედა და მეთქვა რომ ის არარაოება, რომელიც მან შვა ქალად იქცა, წარმატებულად და ყველასთვის საამაყოდ. მე ამას შევძლებდი ეს ყოველთვის ვიცოდი ! აქ კი იმიტომ მოვედი რომ ყველაზე მაღალი ანაზღაურება რასაც კი გადავაწყდი აქ იყო თუ ლეგალურ ბიზნესებს ჩავთვლიდი, თავს არავის არ დავაჩაგვრინებდი. შიში მე არ ვიცოდი რა იყო, ამიტომაც პირდაპირ კაზინოში მოვაჭერი და ველოდი ქათმისტვინა, როდის მოაგნებინებდა ჩემთან ვინმე პასუხისმგებელს.
-თაკო რისთვის მაწუხებ ნორმალური ხარ ? ხო გითხარი მიმტანი ბიჭი- კრუპიე გამოცდილი , არ მაქვს ამდენი დრო - ყვირილით და ხელების ქნევით მოდიოდა მაღალი კაცი ჩემსკენ ,პიჯაკზე თუ შეხედავდით მიხვდებით, რომ ეს ნახევრად დაკუჭული და ვითომ „ბრენდული“ საშინლად უგემოვნო ნაჭერი , ერთადერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა მის უძვირფასეს კარადაში, ქეციანი მენეჯერის პოზიციით ალბათ აღფრთოვანებული და მეტი სწრაფვის და ამბიციის არ მქონე მამაკაცს უნდა გადაეწყვიტა ვიმუშავებდი თუ არა ამ უკანასკნელში. ჩემს თავს ვწყევლიდი აქ მოსვლისთვის.
-ბატონო კახა, ვუთხარი მაგრამ უზრდელი და ჯიუტია არ მიდის - მისის წიკვინა უკან მოწიკვინებდა
- გამაგიჟებთ თქვენ, ბარდაააგ ნუ - ამ სიტყვებით ჩემსკენ შემოიხედა, თავი ოდნავ გვერდზე გადასწია და მადიანად ამათვალიერ-ჩამათვალიერა, მივხვდი რატომაც მიყურებდა ასე და წამით გული ამერია მამაკაცთა მოდგმაზე, ესეც მორიგი ჩემი ფორმებით გაგიჟებული ალბათ 2 დღეში საწოლში ჩაგდომას დამიპირებს
- თქვენ ხართ ვაკანსიაზე ? - ვაჭარივით შემომხედა
-დიახ, მაგრამ უკვე მითხრეს რომ არ მიმიღებენ
-ამას აქ მე ვწყვეტ - გესლიანად გადახედა ე.წ.“თიკოს“ და მერე მე გამიღიმა
-წამობრძანდით ჩემს კაბინეტში -თვალი თვალში გავუყარე და ოდნავ გავუღიმე - წამში მზერა შეეცვალა და ვიგრძენი ,რომ მასში ცხოველი გავაღვიძე, საშინლად მწყურვალე მზერა დაასო ჩემს მკერდს, და გავლისას ვიგრძენი როგორ გადააგორა მადიანი ნერწყვი პირში
-ძალიან ვუნდივარ -გონებაში გამიელვა და წინ წავედი, მისი კაბინეტისკენ ის კი უკან მომყვებოდა და ალბათ ყველა წერტილს იზუთხავდა
-ეს თამაში მომწონს -ჩემთვის ჩავილაპარაკე და უკან გავიხედე - მომყვებოდა ისე, როგორც მოპოვებული ნადირი ....

უკვე დამღალა მისმა სახემ
-ანუ ,მიმტანის გამოცდილებაც არ გაქვთ და არც კრუპიედ მუშაობის ხო როგორც მივხვდი ?
-არა, არ მაქვს არანაირი სამუშაო გამოცდილება, მხოლოდ ვსწავლობდი
-მმმ, არაუშავს რამეს მოგიფიქრებთ. უკაცრავად თქვენი სახელი
-ტოროთი შეგიძლიათ მომმართოთ- წარბი მაღლა ავზიდე და ოდნავ გავუღიმე, ღიმილმა აშკარად იმოქმედა უკვე ვიცოდი რა გადაწყვეტილებაც
უნდა მიეღო ბატონ კახას ამიტომ გავთამამდი და ფეხები ერთმანეთზე გადავიდე, აი სახის ალეწვაც ამას ერქვა, ეს ის მომენტი იყო როდესაც ქალი აბსოლიტურ ძალას ფლობს მამაკაცზე.
-კარგით, ნება თქვენია, დაგირეკავთ და შეგატყობინებთ, როდის უნდა მობრძანდეთ, კრუპიედ ნამდვილად ვერ აგიყვანთ, მაგრამ რაც შეეხება
მიმტანს ამას აქ დიდი გამოცდილება არ სჭირდება, მხოლოდ ბარი ფუნქციონირებს, სასმელი და სიგარები გვაქვს, ეს სათამაშო დარბაზში, მაგრამ ამასთანავე გვაქვს ვიპ კლიენტების ზონა, სადაც მაგიდებია სპეციალურად განლაგებული, ორივე პოზიციაზე მოგიწევს მუშაობა, 2 ღამე იმუშავებ და
1 დაისვენებ, მოგწონს გრაფიკი ?
-დიახ, აბსოლიტურად
-ანაზღაურება დღიურად გექნება ღამეში 80 ლარი , ამას პლუს ის რასაც სტუმრები დაგიტოვებენ , სიტუაციაში გაგარკვევენ, დარეკვა მგონი აღარც ღირს ჩათვალე აგიყვანეთ, ტანსაცმლის ზომა ალბათ ეს ხო ?
-დიახ
- ხვალ მოხვალ 7 საათზე, ფორმა გასახდელში დაგხვდება, რუსული იცი ?
-არაჩვეულებრივად
-ძალიან კარგი - საქმიანი კაცის იერი მაშინვე მოიხსნა, როგორც კი კარამდე მიმაცილა
-შენნაირი გოგოს ხელიდან გაშვება არ იქნებოდა კარგი საქციელი-მთელი სახით გამეღრიჭა
-დიდი მადლობა ასეთი გულისხმიერებისთვის -სათნოებად დავიღვარე და ოთახის კარი ფრთხილად მოვიკეტე.
გულში ვზეიმობდი, რომ ყველაფერი ასე მარტივად გამოვიდა, არადა არც მიცდია არაფერი. ბართან მივედი და იქ მდგომ წიკვინას ირონიული მზერა ვესროლე
-ამიყვანეს სიცოცხლე - ვუთხარი და გემრიელად გადავიხარხარე, სული შევუბერე, ბარმენს რომელიც გაოცებული გვიყურებდა თვალი ჩავუკარი და ავორთქლდი ქვეყნის ყველაზე შემოსავლიანი კაზინოდან.

დიდხანს ვფიქრობ ხოლმე, რა არის ცხოვრება ? რაში გვჭირდება ? ან რა არის კანონზომიერებანი ერთად შეკრებილი კაცობრიობისთვის ? წესრიგი, რომელსაც ვიცავთ, რწმენა რომელსაც მივყვებით, არსებობენ თუ არა გრძნობები, რომლებიც რევოლუციებს ახდენენ.
გამიხარდა რომ სამუშაო ვიშოვნე და ფიქრის დრო არ დამრჩებოდა, ახლა მხოლოდ გამომუშავებაზე უნდა ვიფიქრო, ანაბარი გავხსნა და წავიდე ამ ქვეყნიდან იქამდე სანამ თავაწეული არ შემეძლება უკან დაბრუნება.
სამსახურში ფორმა დამხვდა, მენიუ მალევე ვისწავლე რადგან სასმელებში ყოველთვის ვერკვეოდი, ყველას მოვწონდი, მთლიან სტაფს
შემიძია ყველანაირ ადამიანს თავი მოვაწონო ,უბრალოდ ამის სურვილი უნდა მქონდეს , მხოლოდ წიკვინა ვერ დავიმორჩილე ,რადგან მეზიზღება და არ ვეკონტაქტები.
2 ბარმენი გვყავს ორივე ჩემზე გიჟდება, სტუმრები კმაყოფილები მიდიან და შესაბამისად მენეჯერსაც არ შორდება სახიდან ღიმილი, ფორმა ზედმეტად სექსუალურია, წიკვინასგან განსხვავებით ჩემი უფრო მოკლეა და ამოღებული, არც მიკვირს...ფიცარი ნამდვილად არ ვარ
დამლაგებლიდან დაწყებული დაცვით დამთავრებული ყველა ჩემს ქებაშია, მოსწონთ ადამიანებს კარგი გარეგნობის ჩუმი გოგონები, რომლებიც ჩუმადაც არიან და თავიანთ საქმესაც კარგად ასრულებენ, ამასთანავე იუმორი და ყურადღებაც არ ეშლებათ.
მაგიდებს შორის მოხერხებულად დავძვრები უკვე 2 კვირაა რაც აქ ვმუშაობ, საშინლად გადაღლილი ვარ ,თვალები მეხუჭება რადგან იმ დასვნების დღეებზე უარი ვთქვი, ვიფიქრე მერე ერთიანად დავისვენებდი 1 კვირით.
-ტორო მიდი რა ვიპ სექტორში მე-10 მაგიდასთან, მე მანდ მიმსვლელი არ ვარ -მეუბნება ნათია და თან კალამს მტენის, აშკარად ეტყობა არასახარბიელო შეხვედრა ჰქონდა ამ მაგიდის სტუმრებთან .
-ხო მშვიდობაა ?- ვეკითხები აღელვებული და პასტას უკან ვუბრუნებ, რადგან მეც არაერთი მაქვს
-კი, უბრალოდ არ მინდა რა მერე მოგიყვები ახლა კი მიდი
არ ვნერვიულობ აუღელვებლად მივდივარ მაგიდისკენ საიდანაც არაფერი არ მოსჩანს მხოლოდ შავი ფერი, ვიხრები მათკენ და განათება თვალს
მჭრის, იმას ვარჩევ რომ მაგიდასთან 4 სხედან.
აქედან 3 მამაკაცია ხოლო 1 მანდილოსანი, რაც აქ ვმუშაობდი უამრავი სიმპატიური, შეძლებული, წარმოსადეგი, წარმატებული და ამასთანავე საშინლად უსუსური მამაკაცები მენახა , ამათ აშკარად ეტყობოდათ, რომ დიდი ფულის პატრონები იყვნენ- რამდენს ნიშნავს ესთეტიურობა ?ძალიან ბევრს, ჩემს მახვილ თვალს არ გამოჰპარვია მათი ბრენდული ტანსაცმელი და აქსესუარები.
მაგრამ ერთი წუთით, უკან გადავახვიოთ ...
ბოტოქსშეპარული და აშკარად გაკეთებული მკერდით ამაყად მომზირალი ქალბატონი, რომელიც ყურს უდორბლავდა იმ შემაძრწუნებლად სიმპატიურ მამაკაცს, როგორიც აქამდე არ მენახა სიტყვით გამოხტა.
-გოგონი, რომ გეძახით ერთი საათია აი გაფიცებ რას მიკეთებთ, ჭორაობთ ?-იმდენად საშინლად მომხვდა ყურებში ეს სიტყვები, რომ ფურთხის ღირსადაც არ ჩავთვალე ეს ბარბის პროვოკაცია
-მგონი ახლა აქ ვარ და გისმენთ -მაინც თავი შევიკავე ხელშეუხებლობის გარანტია არ მქონდა-ვგრნობდი 6 თვალს, ზუსტად ექვსივეს,რომელიც მათვალიერებდა მაგრამ აქედან 2 განსაკუთრებულად, როგორ მინდოდა ეს განათება ჩამქვრალიყო და ზუსტად დამენახა ნებისმიერი წერტილი მის სახეზე, რომელმაც გამაქვავა, არ ვიცი ეს რა იყო...
პირველად ჩემს ცხოვრებაში აუტანელი სურვილი მკლავდა მამაკაცს შევხებოდი
-გვირჩიეთ რამე, გადაწვა ქერათმიანი მამაკაცი, რომელიც უტიფრად მათვალიერებდა როგორც დანარჩენი ორი
-ალბათ ვისკი
-ოჰო, რა თქმა უნდა ვისკი
-სა ლდომ - ხმამაღლა შემოჰკრა ტაში ქერა კაცის გვერდით მჯდომმა, არანაკლებ მოხდენილმა მამაკაცმა
- დიახ, სა ლდომ ოღონდ ბურბონი გნებავთ, აირიში თუ სკოჩი ?
-ოჰო, ყოჩაღ გოგონი მოდი ბურბონი მოგვიტანე, ყინული, ფორთოხლის წვენი და ხილის ასორტი რაც შეიძლება დიდი
- კარგით ახლავე, ჯეიმსონს მოვიტან ხო ? ჯეკს ჯობია
-მომწონს მე ეს გოგო - ქერამ კიდევ ერთხელ ამათვალიერა და იმ განათებაშიც კი დავინახე, როგორ მოიქცია ტუჩი კბილებს შუა
შეკვეთა მივიღე, მივუტანე და წამოვედი, მაგრამ თავს მაინც არაკომფორტულად ვგრძნობდი, რაღაც მაგიჟებდა და მაცოფებდა, მიზეზი კი უცნობი
იყო მაგიდა ნომერი 10 კი თავისკენ მიზიდავდა, ვგრძნობდი როგორ მინდოდა მათზე შთაბეჭდილების მოხდენა, ბარბიც მაღიზიანებდა .
-ნიკო თუ არ გინდა მოვკვდე ჯეკი დამისხი 100 რა - ისეთი თვალებით ვთხოვე ბარმენს ,რომ კინაღამ მთლიანი ბოთლი ჩამახუტა
-გაგიზავო ? -ხელებით ჩემს ხელს შეეხო
-ნიკო არ გინდა გთხოვ
-კარგი, კარგი
დამისხა ,ერთი მოყუდებით დავცალე და ვიგრძენი როგორ ჩამიხურდა მთელი ორგანიზმი, სასწრაფოდ წყლის შესასხმელად გავვარდი, კისერზე ხელები მოვისვი და სარკეში ჩავიხედე
-რა გჭირს ? -ჩემს თავს არ ვგავდი, კიდევ ერთი ღილი შევიხსენი და დავინიავე ,მთლიანად ვხურდი
კარები უნდა მიმეკეტა და დარბაზში დავბრუნებულიყავი ,როცა ვიღაცა უკნიდან ამეკრა, და ამ მომენტში მე არაფერზე ვფიქრობდი გარდა იმ სურნელისა და ჟრუანტელისა ჩემს ფრიგიდულობას მთლიანად ხაზს ,რომ უსვამდა
-ჩემო ლამაზო , შენი სხეული და სახე ცუდ დღეში ჩაგაგდებს, ხალხში არ უნდა გამოჩნდე ხოლმე - მსოფლიოში ყველაზე სექსუალური ხმა მესმოდა, მისი სუნთქვა კისერზე მხვდებოდა და გახსნილი ღილიდან გულ-მკერდის არეს საამოდ ესვენებოდა
ხელები გამიშვა და შემოვტრიალდი , გულმა ყველაფერი ერთიანად გამოტოვა ,ჩემს წინ აპოლონი იდგა , დავმუნჯდი ...
სიტყვებით ვერ აღვწერ როგორი იყო ის , უბრალოდ შეუდარებელი, არწივის გამოხედვით , იმდენად შავი თვალები, რომ ინანებდით როგორ აქამდე
არ შეხვდით ,რათა მის თვალებში ერთხელ მაინც ჩაკარგულიყავით, შავი გრძელი და ატეხილი წარბები , მისი თვალის ნუშისებრ მოყვანილობას
უფრო მამაკაცურ და მიმზიდველს ხდიდა, ასევე შავი თმა და წვერი ერთად ჰარმონიაში იყვნენ , ცხვირი ოდნავ კეხიანი, მაგრამ ამავდროულად
სწორი და პროპროციული ჰქონდა აი ტუჩები კი ,ერთადერთი იყო რაც მის სახეზე ზედმეტად იკვეთებოდა
-ღმერთო რა არაბუნებრივად წითელი ტუჩები აქვს -გავიფიქრე ჩემთვის და მხოლოდ ახლაღა მივხვდი , ამ თვალებში რომლებშიც მე ვიძირებოდი აუტანელი ჟინი იგრძNბოდა , მხოლოდ „ჟინი“ იმისა, რომ დავესაკუთრებინე , მთელი სხეულით იწევდა ჩემსკენ ,ყოველ წერტილს აკვირდებოდა,
ასე მეგონა თითოეულ ამოსუნთქვას მითვლიდა, იმდენად შორს წავიდა ერთმანეთის შესწავლა, რომ წამით ისიც კი ვიფიქრე ,რომ ამ ადამიანს პირველად არ ვხედავდი.
-რა უფლებით ? არა მაინც რა - რაღაც უნდა მეთქვა, მაგრამ ენა მუცელში ჩამივრდა ,როდესაც სწრაფად მომეჭრა და როგორც აფთარი ისე ამაყუად კედელთან, მზერას მთელს სახეზე დააცოცებდა , ხელით სახე დამიჭირა და ცერა თითით ბაგეები ერთმანეთისგან გამიყო, მერე ახლოს მოვიდა ჩემი ტუჩები ჯერ შეიყნოსა და მერე შეისრუტა, ასე მეგონა ცოცხალებში აღარ ვეწერე , იმდენად აღმაგრძნო ,რომ სულ არ მაინტერესებდა ვინ ვიყავი ? ან
ის ვინ იყო ? მხოლოდ 2 ვიყავით იმ საძაგელ საპირფარეშოსთან
დერეფანში ... მე ... ის ...ვნება
-რას აკეთებთ ? - მიუხედავად იმისა ,რომ ყველა წერტილი მეწვოდა სადაც შემეხო მაინც ჩავრთე ჩემი აზროვნება და უკვე მორალის კითხვაზე უნდა გადავსულიყავი ,რომ ცივად შემიშვა ხელი ,ისე თითქოს არაფერი არ მომხდარა ,ავილეწე
მე ვერ ვწყანრდებოდი
ის მშვიდად იყო
მე ვუყურებდი ...ისიც
- არა - თქვა იმ ხმით ,რომელიც უკვე მაგიჟებდა =-ხმა, ტუჩები , თვალები ,ტანი უკვე მისი ყველაფერი მაგიჟებდა და აი ეს კი ნამდვილად
საგანგაშო იყო
-რა არა ? ნორმალური ხართ? -შეშფოთებული ხმა მქონდა , იმან კი ისე თითქოს აქაც არაფერიო მამაკაცების საპირფარეშოს კარები ცხვირწინ მიმიხურა
დარბაზში დავბრუნდი , მიჭირდა მომხდარის გაანალიზება , ვერ ვხვდებოდი რქები მომაჭრა თუ ასე რამ დამაბრმავა , ახლა ცივი ვიყავი ისევ უგრძნობი .
დარბაზში დაბრუნდა ,მათ მაგიდასთან აღარ მივსულვარ ,მაგრამ შევამჩნიე 20 წუთში გავიდნენ. მაგიდა ავალაგე , პორტმანუ გადავხსენი და შიგნით 100 დოლარიანი დამხვდა , ანგარიშიც გასწორებული.
-მე დამიტოვა ?- არ ვიცი რა უნდა მეგრძნო ,მაგრამ გამიხარდა იქნებ მას არ დაუტოვებია ? იქნებ სხვა იყო ? ჯანდაბას რა მნიშვნელობა აქვს , ბანკში შევიტან ...
-ერთ დღეს შენ და შენი მწვანე ძმაკაცები მე ყველაფერს შემაძებინებთ -ვუთხარი კუპიურას და დაუფიქრებლად ჩავიდე წინსაფრის ჯიბეში .

-ნათია მოდი
-ხო ტორო რა იყო ? წინსაფარს გამიუთოვებ ხო იცი მე ვერ -არ დავასრულებინე იმდენად მაინტერესებდა ინფორმაცია შავის შესახებ
-ვინ იყვნენ მეათე მაგიდასთან ?
-რა იყო რამე გითხრეს ?- ნათია შეშფოთდა , მესაყვარლებოდა ეს გოგო ,მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ მოვუყვებოდი უბრალოდ ინფორმაცია მჭირდებოდა.
-არა ,არაფერი უბრალოდ ჩაი დამიტოვეს დიდი რაოდენობით და კიდევ,... კიდევ მათვალიერებდნენ უცნაურად
-აა ხო , ეგ მაგათმა მასე იციან ყოველთვის, მოკლედ ეს 3- ნი არიან უმსხვილესი ჰოლდინგის დამაარსებლები და დირექტორები , ჰოლდინგი ,
რომელიც აერთიანებს საერთაშორისო კომპანიებს, ათასი მსხვილი და ათასივე წვრილი ბიზნესი აქვთ, მაგრამ მთავარი მეღვინეობაა , კახეთშ აქვთ ძალიან დიდი მიწები და ა.შ. რა
-საინტერესოა
-ხო ძალიან, ის ქალი არ ვიცი მორიგი „პრაშმანდოვკა“ იქნებოდა - ნათიამ ისე სასაცილოდ თქვა ეს ყოველივე, რომ ღიმილი შემეპარა სახეზე
-ხო ეტყობოდა-თავი დავუქნიე, უფრო მეტის გაგება მინდოდა და არ ვშორდებოდი
-მოკლედ, სახელები არ მახსოვს, მაგრამ აი მისტერ ვალენტინი , ნუ მოკლედ რამე მისტერი თუ არსებობს ყველაფერზე მაგარია ლევან მაჩაბელი, როგორც კი შემომხედავს წამში ვიფურჩქნები , რა კაცია ... ქერას მგონი დიტო ჰქვია და ანდრია მაჩაბელი კი ლევანის ძმაა...
-რომელი რომელია მაინც ვერ გავიგე - ერთი სული მქონდა გამეგო რა ერქვა
-მოკლედ შავი თვალებით იყო ლევანი, იცი რატომ არ მივედი მაგიდასთან ? 1 კვირის წინ მაგ მაგიდას ვემსახურებოდი, რა თქმა უნდა გოგოები ერთმანეთს ვჭამთ ვინ მივა მასთან, მაგრამ თვითონ ბრძანა ბიჭები მომემსახურონო და სიმართლე გითხრა ეგეც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა ,რომ 1 ბიჭი მიმტანიც დაგვჭირდა, კიდევ აიყვანენ ალბათ ბიჭს , მაგრამ მგონი შენ მოეწონე - თვალი ჩამიკრა ნათიამ
-საიდან მოიტანე ? - სულ არ მაინტერესებდა ,რომც დავენახეთ მაინც
-ნუ ცუდიც ფაქტია არ უთქვამს, კარგი წავედი ჩემი დებილი ქმარი მისახედი მყავს - გამიცინა და ლოყაზე მაგრად მაკოცა
-ოოო ბოჟე კაკოი მუშინაა ოოხ ლევააან - მთელი ხმით ღრიალებდა გასვლის წინ ნათია და თან კაკანებდა
-გიჟი ხარ - მეც გემრიელად გადავიხარხარე და ბართან ჩამოვჯექი
-არ მიდიხარ სახლში ? -ნიკოც დაღლილი სახით მეკითხებოდა
-კი ნიკ აი გამოვიცვლი და წავალ
-მე გაგიყვან ოქეი ?
-კარგი - არ მქონდა შეწინააღმდეგების თავი
25 წუთში ჩემს სასტუმროსთან ვიდექით , აღარც ძალა მქონდა შერჩენილი და აღარც ემოციები
-როდემდე უნდა იცხოვრო აქ ? მისმინე ჩემს დას ყავს დაქალი და ის აქირავებს სახლს იაფად გადასახადს გაიყოფთ შენ და ვინმე გოგო ,
იქ იცხოვრებ არ გირჩევნია ?
-კარგი იდეაა ხო იცი , მომეცი ნომერი მაგ გოგოსი და გავარკვევ ხვალ .
-ტორო მოიცა - გადასვლისას ხელი მომკიდა და მანქანაში ჩამაბრუნა , ნიკო მაგარი ბიჭი იყო მე ვიტყოდი სიმპატიურიც კი , წიკვინა მთელი ძალებით ეპრანჭებოდა, მაგრამ ნიკოს მზერას ყოველთვის მე ვგრძნობდი. მომწონდა, მაგრამ დიდად არ მიზიდავდა. რასაც ლევანზე ვერ ვიტყვი
-იცი ხო რომ მომწონხარ ? მისმინე სულელურია და ამას მგონი პირველად ვაკეთებ
-რას ? გოგოს პირველად უტყდები გრძნობებში -დაცინვა გამომივიდა და ცოტა მეუხერხულა ნიკომ , რომ თავი ჩახარა
-არა , არა უბრალოდ არასდროს არ ყოფილა გოგო, რომელიც მე მომწონებია და იმას არა , მაგარი ხარ არა მაგარი არა , საოცარი ხარ, ვერავინ ვერ ამოგშლის გონებიდან ერთხელ თუ შეგხვდა.
-კარგი ნიკო მსიამოვნებს ეს ყველაფერი , მაგრამ აზრი არ აქვს ხო იცი არა - სრულიად გულგრილი ვიყავი ამ წამს
- ვიცი და ძალიან მეცოდება უკვე ჩემი თავი
-შენი თავი არასდროს შეიცოდო ამაზე არაკაცულს ვერაფერს ვერ იზამ - თვალებში ჩავხედე და ტუჩებზე ვეცი , თავიდან დაიბნა იმდენად, რომ გააკანკალა , მერე ამყვა ვაღიარებ გამოცდილი იყო და ამავდროულად იმდენად სასიამოვნოდ დააცოცებდა ხელებს ჩემს სხეულზე ,კინაღამ თავი ვერ შევიკავე, მაგრამ გონს მაინც მოვეგე და ერთიანად მოვშორდი , ვგრძნობდი, რომ ვერ ითმენდა , ვგრძNობდი რომ ყველაფერს ერჩივნა ახლა ჩემთან სექსი, მაგრამ მოვშორდი და კარები მივუკეტე.
- ნიკო არაფერი გამოგვივა, ღამე მშვიდობისა - სახლში ავედი და მხოლოდ ძილის წინ გამახსენდა ის რაც გავაკეთე.
-ასე ჯობია - ჩემს თავს ვუთხარი და მშვიდად გადავეშვი მორფეოსის სამყაროში - არც ლევანი დამსიზმრებია და არც ნიკო, შავი ფერი მხოლოდ .
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Toro21
ნანახია: 1436 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
კარგი იყო მაგ. დასრულდა?რაღაც უკმარისობის გრძნობა დამრჩა
avatar