წარსულის რვეული
16.05.2019, 19:55
გამარჯობა, მე ნიკა ვარ...
სამშაბათი
დიახ ეს ჩემი ნამდვილი სახელია, მაგრამ ბოლო დროს იმდენად უჩინარი გავხდი, რომ მე თავადაც მავიწყდება ის თუ ვინ ვარ და რა მქვია. აღარ მახსოვს ბოლოს ამ სახელით როდის მომმართეს, ბოლო რამდენიმე წელია უკვე მხოლოდ შეურაცმყოფელ სიტყვებს ვისმენ ჩემზე...თავხედი, ლაწირაკი, ნაბიჭვარი, უსაქმური, მუქთახორა, ეს იმ სიტყვების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო დროს ჩემს სახელებად გადაკეთდა და თითქოს სულიერ არსებად იქცა.
თუ დაიბენით გეტყვით, რომ ეს დღიურია, რომლის წერაც დღეს დილით დავიწყე, მაგრამ მეშინია რომ ჩემს სახლში მცხოვრებმა ადამიანებმა არ ნახონ და არ წაიკითხონ, ალბათ ეს რომ ნახონ მაგრად მომხვდება და 3 დღე ისევ ჩემს პატარა და ბნელ ოთახში მომმიწევს დღეების გატარება და ამაზე ფიქრიც კი მაშინებს, დღიური ჩვენი კლასის დამრიგებელმა მაჩუქა, რადგან დღეს 13 წლის გავხდი და ეს მხოლოდ მას გაახსენდა, ნინო მასწავლებელი, რომელიც ჩემთვის ყველაზე ახლობელი გახდა სკოლაში მისვლის პირველივე დღიდან, მაგრამ ვერც მასთან ვარ ბოლომდე გახსნილი, ვერც მას ვეუბნები, რომ სახლში მისვლის ყოველდღე მეშინია, ან უბრალოდ არ მინდა რადგან ვიცი იქ გატარებული ყოველი წუთი ცუდ ხასიათზე მაყენებს, საიდანაც გაქცევა მინდა, მაგრამ როგორც ჩემი „მამა“, ეს მას უნდა რომ ასე დავუძახო, მაგრამ სინამდვილეში იგი დედას მეორე ქმარია, რომელიც მუდმივად მეუბნება, რომ მისი ცხოვრების დიდ ტვირთად ვიქეცი, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ ვხვდები ეს რას ნიშნავს, მაგრამ ვხვდები, რომ ეს არმოწონებას ნიშნავს. და კიდევ დამავიწყდა, იმას ვამბობდი, რომ „მამაჩემი“ ყოველტვის მეუბნება, რომ წასვლას ვერსად შევძლებ, რომ ამისთვის ძალიან პატარა და უსუსური ვარ, რომ მისგან თავს ვერასდროს დავაღწევ. იგი ხშირად იმეორებს, რომ მე მას ცხოვრება ჯოჯოხეთად ვუქციე და რომ მისი სასჯელი გავხდი...რამდენჯერმე ვკითხე დედას ჯოჯოხეთი რას ნიშნავს და როგორია, მაგრამ კითხვაზე არასდროს მპასუხობს, ჯერ ტირილს იწყებს შემდეგ კი მიბრაზდება და როგორც ყოველთვის დატუქსულს ოთახში გასვლა და საშინაო დავალებების გაკეთება მიწევს. ყველაზე მეტად ქართული და ისტორია მიყვარს, აი მათემატიკის კი რა გითხრათ, ზოგჯერ მგონია, რომ იგი იმისთვის გამოიგონეს, რომ მე დამტუქსოს და თავი დამნაშავედ ვიგრძნო. ქვემოდან კარების ბრახუნის ხმა მესმის ალბათ „მამა’’ მოვიდა ეს ის დროა, როცა ჩემი დღიურისთვის სამალავი უნდა ვნახო სანამ მამუკა ისევ დამთვრალა და სახლში ყველა ოთახი თავდაყირა დაუყენებია, მაგრამ არ ვიცი სად დავმალო, ალბათ საუკეთესო სამალავი სხვენზე, პატარა სკივრი იქნება, რომლისთვისაც დედას უკვე 5 წელია ხელი არ უხლია და სხვასაც უკრძალავს მასთან მიახლოვებას, ახლა ჩემი წასვლის დროა ვეცდები ხვალ ისევ დავწერო რამე, რადგან ნინო მასწავლებელმა მითხრა, რომ როცა ცუდ ხასიათზე ხარ საკუთარ თავზე წერა საუკეთეზო გამოსავალია, მაშინ როცა ამაზე სხვასთან საუბარი არ გინდა ან უბრალოდ არ შეგიძლია, ასე რომ მგონი გამოსავალი ვიპოვე, რადგან თავს შედარებით მშვიდად ვგრძნობ, ან უბრალოდ თავს ვაჯერებ ამაში.

ხუთშაბათი
გუშინ წერა ვერ შევძელი, რადგან ბევრი სამეცადინო მქონდა, შემდეგ „მამას“ მანქანის გაკეთებაში ვეხმარეობი, უნდა ვაღიარო საინტერესო საქმე აღმოჩნდა თანაც ჩემთვის ერთხელაც კი არ უყვირია და უხეშადაც არ მოუმართავს, სასიამოვნო შეგრძნება ყოფილა, როცა ის ადამიანი, რომელისიც სულ გეშინია კარგად გეპყრობა, არ ვიცი რა დაემართა გუშინ, მაგრამ ყველას მიმართ თავაზიანი იყო, ეს სიტყვა გუშინ ვისწავლე მასწავლებელმა აგვიხსნა, რომ ამ სიტყვით იმ ადამაინს აღწერენ, რომელიც სხვას კარგად ებყრობა და სიკეთეს იჩენს. გუშინ ის დღე გამახსენდა, როცა მამუკა პირველად მოვიდა ჩვენს სახლში, ბევრი ტკბილეული და სათამაშოები მომიტანა, სწორედ იმ დღეს მითხრა დედამ, რომ მამუკა დღეიდან ჩემი მამა იქნებოდა, მამუკას იმ დღეს ორი გოგონა და ერთი ბიჭი მოჰყვა. გოგონებს ლიზი და ანა ერქვათ ერთი სიმაღლე ჰქონდათ და სახითაც ერთმანეთს ძალიან გავდნენ, მე მაშინ 7-8 წლის ვიყავი ისინი კი 5 წლისანი იყვნენ, ქერა დახვეული თმები და ლურჯი თვალები ქონდათ, ტანსაცმელიც კი ერთნაირი ეცვათ,ცისფერი მოკლე კაბები, რომლებსაც ყვითელი და წითელი ფერის ყვავილები ეხატა, სახლში მოსვლის დღიდან ძალიან მხიარულები იყვნენ, დედაჩემს მაიას ნაცვლად დედას ეძახიან, რაც თავიდან ძალიან არ მომწონდა, ვფიქრობდი რომ ისინი დედას წამართმევდნენ და მე საერთოდ აღარ გავახსენდებოდი, დაივიწყებდა, რომ კიდევ ერთი შვილი ჰყავდა, რომელიც ლიზისა და ანასგან განსხვავებით მისი ნამდვილი შვილი იყო, მაგრამ შემდეგ დედამ ამიხსა, რომ ყველანი ერთნაირად ვუყვარდით და, რომ ეგოიზმის გამოჩენის მიზეზი არ მქონდა, შემდეგ თავზე ხელი გადამისვა და გულში მაგრად ჩამიკრა,ის სითბო და რომელიც მაშინ დედასთან ჩახუტებით ვიგრძენი დღემდე ისევ ისე ძლიერ მახსოვს და როცა იმ მომენტზე ვფიქრობ, ისეთი შეგრძნება მეუფლება თითქოს ის მომენტი იმ წუთშიც ხდება, ასე ალბათ იმიტომ ხდება, რომ დედა მენატრება, დედა, როემლიც მუდამ ჩემს გვერდით იყო, მეფერებოდა, ზრუნავდა იმაზე, რომ დროულად მეჭამა და დროულად დამეძინა, ტელევიზორთან და კომპიუტერთან დიდი დრო არ გამეტარებინა, დედა რომელიც ძილის წინ მისი ბავშვობის ისტორიას გვიყვებოდა, გვიყვებოდათქვა ტყუილად არ დამიწერია, მაგრამ ეს სხვა ისტორია, ამას მაშნ დავწერ როცა ჩავთვლი, რომ ამისთვის მზად ვარ. მისგან ხშირად მესმოდა ისტორია იმის შესახებ თუ როგორ გაიცნო ჩემი ნამდვილი მამა, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს ფიზიკურად და ხასიათითაც ძალიან ვგავარ, მამა არ მახსოვს მაშნ 2 წლის ვიყავი, როცა იგი ავარიით დაიღუპა, მისი რამდენიმე ფოტო მაქვს და ხშირად ფოტოთი ხელში სარკესთან ვდეგები და ვუყურებ, ვაკვირდები ჩემსა და მის სახეს და მიხარია, როცა რაღაც მსაგვსება ჩვენს შორის ნამდვილად ვხედა, მერე იმაზე ვფიქრობ როგორი იქნებოდა ახლა ჩემი და დედას ცხოვრება ის რომ ყოფილიყო ჩვენთან და არა მამუკა, რომლის გამოხედვაშიც კი სიცივე და ბოროტება იგრძნობა. ხო მამუკას თან ბიჭიც ახლდა ჩემზე უფროსი იყო 12 თუ 13 წლის ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ფიზიკურად კიდევ უფრო დიდი იყო, მაღალი იყო და თვალებიდან ყოველთვის ბრაზს აფრქვევდა, იმ დღიდან როცა ჩვენს ოჯახში შემოვიდა ძალიან ცოტას ლაპარაკობს, ახლა უკვე 18 წლისაა და უნივერსიტეტში სწავლობს, როგორც ერთხელ თვითონ თქვა უნდა არქიტექტორი გახდეს და მამუკასგან შორს წავიდეს იმდენად შორს რომ მისი სახე არასდროს დაინახოს, ერთხელ ვკითხე მეც თუ წამიყვანდა თან მაგარამ პასუხად მხოლოდ ირონიული ჩაცინება მივიღე თან თავზე რბილად „შემომარტყა“ და ოთახიდან გავიდა. ლევანი უხასიათო ბიჭია, მაგრამ ცუდი ადამიანი არააა, შეიძლება საუკეთესო მეგობრები და ძმები არასდროს ვყოფილვართ, მაგრამ მახსოვს ბევრჯერ დამიცვა უფროს იჭებთან, რომლებიც იმის გამო დამცინოდნენ, რომ ცოტათი პუტკუნა ვიყავი და სპორტის გაკვეთილზე ამის გამო ხშირად ვფლავდებდი, იცით საშინელი შეგრძნებაა, როცა 30 ბავშვის წინ სირბილისას ან კალათბურთის თამაშისაც მოულოდნელად ძირს ვარდები და ყველა სიცილს იწყებს, ამის გამო პირველ კლასში ხშირად ვფიქრობდი, რომ სკოლა მსოფლიოში ყველაზე საშინელი ადგილი იყო, მანამ სანამ ჩვენს სკოლაში ერთი გოგო არ გადმოვიდა და ჩემს გვერდით არ დაჯდა გაკვეთილზე, მას ნიცა ქვია გრძელი ოქროსფერი თმები აქვს და მწვანე თვალები, ყოველთვის იღიმის, კარგად სწავლობს, ყველაზე მეტად ის მომენტი მიყვარს, სიცილის დროს ლოყაზე პატარა ნაკეცი რომ უჩნდება. ნიცა კლასში ყველას უყვარს,ყოველთვის ყველას ეხმარება და ამხიარულებს, კლასში პირველი მე დამიმეგობრდა და ამით დღემდე ძალიან ამაყი ვარ, აღმოჩნდა, რომ სახლისაკენ მიმავალი გზაც ერთი გვაქვ ამიტომ ყოველდღე სკოლაში ერთად მივდივართ და ერთად მოვდივართ. ნიცია ჩემი ერთადერთი მეგობარია...
ხო მართლა დამავიწყდა რომ ლევანიზე გიყვებოდით, უკვე გითხარით, რომ იგი ყოველთვის მიცავდა და მასწავლიდა თავი როგორ უნდა დამეცვა, ჩხუბის რამდენიმე ილეთიც მასწავლა, მაგრამ საბედნიეროდ მისი გამოყენება ჯერ არ დამჭირვებია. დედას მაია დეიდათი მიმართავს და მის მიმართ თავაზიანობას იჩენს ყოველთვის, აი მამუკასთან კი საშინელი ურთიერთობა აქვს, მათი ყოველი საუბარი ჩხუბით და თეფშების მსხვრევით მთავრდება, თუ თეფშეფს ყოველთვის რათქმაუნდა მამუკა ისვრის. დედა ხშირად ამბობს, რომ სახლში მალე ერთი ცალი თეფშიც კი არ დარჩება. ჩხუბის შემდეგ ლევანი დედას ბოდიშსს თავაზიანად უხდის, მის ატირებულ დებს მაგრად ეხუტება, მათ ამშვიდებს, შემდეგ გასვლისას თავზე ხელს გადამისვამს და სახლიდან მიდის, ზოგჯერ რამდენიმე დღე არ ბრუნდება ხოლმე სახლში, მაგრამ მამუკას ეს არ ადარდებს, ამბობს, რომ იგი უმადური ბიჭია, რომელსაც მამა და დები საერთოდ არ ადარდებს. ლევანი მუსშაობს მაღაზიაში კონსულტანტია და ასევე ჩევნს მეზობელ ირაკლი ბიძიას ეხმარება მანქანების შეკეთებაში, წელს დიდ სკოლაში ჩააბარა, მე ასე ვეძახი უნივერსიტეტს, როცა დიდ სკოლას ვამბიბ ლევანი ამაზე ხშირად იცინის, მაგრამ მერე ისევ მკაცრ გამომეტყველებას იღებს და ოტახიდან გადის. უცნაური ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ მე ლევანი ძალიან მიყვარს და მგონია, რომ მასაც ვუყვარვა. რაც შეეხება ლიზასთან და ანასთან ურთიერთობას, ადრე უფრო ვმეგობრობდით, ახლა ისინი სულ თავიანთ სათანამოშებზე და ვარდისფერ კაბებზე საუბრობენ, რაც ჩემთვის მოსაწყენია ამიტომ ნაკლებად ვატარებთ ხოლმე ერთად დროს, მაგარმა როგორც დედამ ამიხსნა ისინი ჩემი დები არიან და მათზე უნდა ვიზრუნო ყოველთვის ისე, როგორც ლევანი ზრუნავს მათზე და ჩემზეც.
დღეს მთელი დღე მარტო ვარ დედა სამსახურში გვიანობამდე გაჩერდება, რადგან ზაფხული იწყება, ამინდები დათბა და მაღაზიაშიც უბრო ბევრი ხალხი დადიდს, ზაფხულობით დედა ყოველთვის გვიანობამდე მუშაობს, მამუკაც სამსახურშია, მშენებლობაზე მუშაობს, როგორც ერთხელ თქვა გრანდიოზული სასტუმრო შენდება და მუშების მთავარი ხელმძღვანელია. გოგონები დღეს თავიანთ დეიდასშვილებთან რჩებიან, ლევანი კი უკვე ერთი კვირაა სახლში არ მოსულა, როგორც მეზობლისგან გავიგეთ ჩენთან ახლოს პატარა ოთახი იქირავა და იქ გადვიდა, მაგრამ ჯერ მისი ნივთების უმეტესობა ისევ ჩემს ოთახშია, ალბათ მალე შემოივლის მის წასაღებად, მე არ მინდა ის რომ გადავიდეს, მაგრამ ამის თხოვნა მისთვის არ შემიძია. თანაც ერთი მხრივ კარგია სახლში ნაკლებად იქნება ჩხუბი და ჭურჭლის მსხვრევა.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: stella
ნანახია: 151 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar