ცხოვრების ილუზია (თავი 6)
13.07.2017, 17:25
თავი 6
-ვფიქრობ პირველი პაემნისთვის ბევრად უფრო დახვეწილ ტანსაცმელს ირჩევენ
ჩაილაპარაკა მარიამმა როდესაც წასასვლელად გამზადებული კომპიუტერის თვალთან რამდენჯერმე დავტრიალდი და ჩემს ჯინსსა და თეთრ კეტებს ამრეზით შეხედა.
-ფილმის საყურებლად მივდივართ... და ეს უბრალოდ მეგობრული საღამოა
დავამატე როდესაც საკუთარი თავი სარკეში კიდევ ერთხელ შევათვალიერე და შავი ქურთუკი შემოვიცვი.
-ნეტავ შენთვითონ თუ მაინც გჯერა მაგის
თავისთვის ჩაიბურტყუნა თუმცა მისი ნათქვამის გაგება მაინც შევძელი და მიუხედავად იმისა რომ ლეპტოპისკენ არ გამიხედავს დარწმუნებულ ვიყავი იმაში რომ თვალებიც გადაატრიალა.
-გუშინ სანდრო და ირაკლი ვნახეთ,საღამოს ჩვენს ეზოში გამოვიდნენ
ჩაილაპარაკა ნინამ მისთვის სრულიად არადამახასიათებელი მშვიდი ხმით.,რაც იმის მანიშნებელი იყო რომ ჩემი ძველი კლასელების სახელები მხოლოდ შესავალი იყო იმ ამბის რისი თქმაც როგორც ჩანს საკმაოდ უძნელდებოდა.
-და ?
გაკვირვებულმა ვიკითხე და წარბები ზემოთ ავქაჩე.
-ლუკასთან ერთად იყვნენ
კიდევ უფრო დაბალი ხმით წარმოთქვა იმ ბიჭის სახელი ,რომელიც მე და ჩემმა მეგობრებმა თბილისურ თავისტკივილად შევრაცხეთ.
-მოგიკითხა,უნდოდა გაეგო რამდენი ხნით წახვედი.
მშვიდი ხმით განაგრძო საუბარი და ჩემს რეაქციას დაელოდა.
-არამგონია ჩემი არყოფნით რამე დააკლდეს
ლუკას გამოჩენით გაბრაზებულმა უხეშად ვუპასუხე და თასმების შეკვრა განვაგრძე.
-თქვა რომ შენთან დალაპარაკება სურდა,ვუთხარი რომ უკეთესი იქნებოდა თუ ყველაფერს პირისპირ გაარჩევდით და დასაკავშირებლად ჩვენ არ გამოგვიყენებდა.
განაგრძო ნინამ,რომელიც ცდილობდა სიმშვიდე შეენარჩუნებინა და ეს ამბავი ჩემამდე მაქსიმალურად რბილად მოეტანა.
-ისევ სოფისთანაა ?
თავი ვეღარ შევიკავე და ისეთი რამ ვიკითხე რაზე პასუხიც ყველაფრის და მიუხედავად მაინც მაინტერესებდა
-დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი,მაგრამ დაშორების სუნი მცემს
-და მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნა ქალაქში ჩემი არ ყოფნა
ჩავიდუდღუნე და ზედა შევისწორე.
-მაგრამ თქვენ შეყვარებულებიც კი არ ყოფილლხართ,ის რომ სკოლასთან გაკითხავდა და მასწავლებლებთან გაცილებდა არ ნიშნავს რომ ურთიერთობას სახელი ერქვა.თავად ამბობდი რომ შენთვის ზედმეტი თავისტკივილის მეტი არაფერი იყო.
ლუკას დაცვას ისე შეეცადა მარიამი, თითქოს ჩემი დაქალი კი არა იმ ბიჭის მიერ მოგზავნილი რომელიმე მეგობარი იყო.
-შემდეგ კი ადგა და ერთ დღეს ვიღავ სოფისთან ერთად გამომეცხადა,ის რომ სკოლის დასრულებამდე არ მსურდა ვინმესთან სერიოზული ურთიერთობა მქონოდა არ ნიშნავს იმას რომ მისი მოშორება მინდოდა.
გაბრაზებულმა თითქმი ვუყვირე მეგობარს და წინადადების დასრულებისთანავე ლეპტოპი დახურე.
"-ირაკლისთან ერთად ვინ დგას ?
-არ იცნობ ?
-რამდენიმე დღეა რაც სკოლის შესასვლელთან ვამჩნევ ? ვინმე ახალია ?
-არა ჩვენზე დიდია
-შენ საიდან იცი ?
-ნახევარი ქალაქი მაგ ბიჭზე ლაპარაკობს,სანდროს დეიდაშვილი,ლუკა კვარაცხელიაა "
თავში მაშინვე ,სკოლის ეზოში წარმართული ჩემი და ელენიკოს დიალოგი ამომიტივტივდა და იმ ემოციებით დატვირთული რომელიც ჩემში ყველაფრის გახსნებას გამოეწვია სკამზე ჩამოვჯექი.
"-სალომე ?!
-გიცნობთ ?
-საკმარისად კარგად იმისთვის რომ გაგაცილოთ
-მეგობარს ველოდები.
-სანდროს არ ეცალა და მე გამომგზავნა,მითხრა რომ ყოველთვის ქიმიდან შენს წასაყვანად წერეთელზე ამოდის
-ვფიქრობ დღეს მარტოს მომიწევს წასვლა
მოკლედ მოვუჭერი და გვერდი ავუარე.
-საბედნიეროდ ერთი გზა გვაქვს "
ბიჭი რომელიც თბილისში ჩემს თავისტკივილად ქცეულიყო ,როგორც ჩანს დედამიწის მეორე ნახევარსფეროშიც არ მაძლევდა მოსვენებას.მიუხედავად იმისა რომ დაზუსტებით არ ვიცოდი რას წარმოადგენდა ადამიანი რომელიც ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად გამოჩნდა,მაინც ტკივილს მაყენებდა იმის გახსენება რომ ერთ დღეს შეყვარებულთან ერთად გამომეცხადა,ისე თითქოს ყველაფერი რის წამოწყებასაც მთელი თვის მანძლზე ცდილობდა არაფერი ყოფილიყო გარდა გართობისა.
"-ორი კვირაა ლუკა არ გამოჩენილა,ქიმიაზეც ისევ სანდრო მაკითხავს, თავის დეიდაშვილს არც კი ახსენებს
-იქნებ ელოდება როდის მოიკითხავ.
-რომ მაინტერესებდეს მივწერდი."
"-კვარაცხელიასთან ერთად მანქანაში ვინ ზის ?
-სოფი,რამდენიმე თვე გერმანიაში ცხოვრობდა,გუშინ ჩამოფრინდა.
-და არის ?
-შეყვარებული"
.......
-სალომე!
ფიქრებიდან ქალის ხმამ გამომაფხიზლა და თბილისიდან ისევ ახალი ორლეანის ერთ-ერთ ქუჩაზე დამაბრუნა.
-კიდევ დიდხანს თუ ალოდინებ ეჭვი არ მეპარება რომ შენს წაყვანას გადაიფიქრებს.
სიცილით დაამატა ირმამ და ჩემი კარადისკენ დაიძრა.
-საინტერესოა ამდენი ხანი რას აკეთებდი,როცა ტანსაცმელიც კი არ ჩაგიცვამს.
თავისთვის ჩაილაპარაკა და ტანსაცმლის თვალიერებას შეუდგა.
-ირმა!
მკაცრი ტონით მივმართე და როდესაც ჩემკენ შემობრუნდა მიხვდა რომ არანაირი კაბით და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით კინოში წასვლას არ ვაპირებდი.
-პაემანზე ყოველდღიურ ტანსაცმელს არ იცვამენ
-მაგრამ მე პაემანზე არ მივდივარ
-სალომე! განსხვავებულად უნდა გამოიუყურებოდე
-სირცხვილია
მივაძახე მოთმინებაგამოლეულმა როდესაც უჯრიდან თეთრი,ფრიალა კაბა ამოიღო და ბედნიერი სახით ლოგინზე გაშალა.
-დედა! ფილმის საყურებლად მივდივარ,ქორწილი კი არ მაქვს
სიცილით ვუთხარი და ოთახის კარი გავიხურე მანამ სანამ კიდევ იტყოდა რამეს და ჭკუიდან გადამიყვანდა.
კიბეები სირბილით ჩავირბინე და მანამ სანამ სახლს დავტოვებდი მისაღების კედელზე ჩამოკიდულ სარკეში ჩემი თავი კიდევ ერთხელ შევათვალიერე,შემდეგ კი კმაყოფილმა კარები გავიხურე და გზის ნაპირას შეჩერებული მანქანისკენ აფორიაქებული დავიძარი.
-გამარჯობა
მივესალმე ახვლედიანს როდესაც მანქანის კარები გავხსენი .
-ვფიქრობ დასასრულს მივუსწრებთ
სიცილით თქვა და მაჯის საათზე დაიხედა.
-ირმასთვის რომ დამეჯერებინა ბილეთების ყიდვა შემდეგი სეანსისთვის მოგიწევდა
გიორგის გავხედე და შემდეგ უსაფრთხოების ღვედი შევიკარი.
-რაც სკოლა დაიწყო ერთმანეთის ნახვას ძველებურად ვეღარ ვახერხებთ ,მაგრამ არ იფიქრო რომ ამას შეუძლია ჩვენს ურთიერთობაზე გავლენა მოახდინოს
რამდენიმეწუთიანი უხერხული სიჩუმის შემდეგ ,საუბრის წამოწყება სცადა.
-თუ კიდევ გაქვს რაიმე პრობლემა,არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ალექსი იქნება თუ ვინმე სხვა შეგიძლია მითხრა.
-გიორგი,კარგად ვარ,მართლა
გამეღიმა როდესაც მის ხმაში ვალდებულებაზე მეტი მზრუნველობა შევნიშნე,თუმცა გარდა ამისა კიდევ იყო რაღაც რისთვისაც არ შემეძლო სახელი მეწოდებინა,ახვლედიანთან საუბრისას იმ გრძნობების გარდა რომელიც ჩემს მუცელში პეპლების ფრიალს იწვევდა კიდევ იყო რაღაც რაც თავად გიორგისგან მოდიოდა,თითქოს ისეთი რამ რაც გაიძულებდა ამ ადამიანის განსაკუთრებული თვისებები დაგენახა და შემდეგ გეფიქრა რომ მისთვის ამ თვისებების გამოვლენას დიდი ძალისხმევა სჭირდებოდა.
-ბედისწერის გწამს?
მოულოდნელად ისეთი რამ იკითხა,რის გაგონებასაც ამწამს ყველაზე ნაკლებად ველოდი და გამომხედა.
-ყველაფერს რაც ჩვენს ირგვლივ ხდება თავისი მიზეზი აქვს,ამ მიზეზებს კი ადამიანები თავად ვქმნით,ის რომ 2014 წლის 20 ოქტომბერს შენთან ერთად ფილმის პრემიერაზე უნდა წავსულიყავი არამგონია სადმე ჯერ კიდევ ჩვენს დაბადებამდე გადამწყდარიყო.კაფეში ყავის დასალევად შესულს ბარათი რომ არ დამეკარგა ახლა შესაძლოა შენი სახელიც კი არ მცოდნოდა.
-მაგრამ დაკარგე
სიცილით ჩაილაპარაკა და ყურადღება გზაზე გადაიტანა.
-ეს კითხვა შენში ფილმის სათაურმა გამოიწვია?
ვკითხე ,როდესაც ბილეთებზე დატანილ სათაურს თვალი შევავლე.
-"ბედის ვარსკვლავის ბრალია "
ქართულად წარმოთქვა ფილმის სახელი და მანქანა კინოთეატრთან შეაჩერა.
***
-მედისონ?
გავიგონე როგორმა შეშფოთებულმა წარმოთქვა გიორგიმ მისი სახელი და მზერა ეკრანიდან მაშინვე გიორგის გვერდით მჯდარ გოგონაზე გადავიტანე.
-არ ვიცოდი არ თუ იქნებოდი
შეეცადა მსგავსი სიტყვებით შეშფოთების მიზეზი დაეფარა და ზრდილობისთვის ონდავ გაიღიმა.
-ჰესტინგსმა ბილეთები გამიცვალა
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა გოგონამ და ბიჭს რამდენიმე რიგის მოშორებით მჯდარ ქერა გოგონაზე მიანიშნა,შემდეგ კი მზერა ჩემზე გადმოიტანა და არ ვიცი რატომ მაგრამ მგონია რომ გამარჯვებულის სახით გამომხედა.დაბნეულმა თავაზიანობის ნიშნად გავუღიმე და მზერა მაშინვე ფილმზე გადავიტანე,დაძაბულობის დასაფარად კი პოპკორნის ჭამა განვაგრძე.
რამდენჯერაც ვცადე და გიორგისკენ გავიხედე,იმდენჯერ თვალში მომხვდა ახვლედიანის ფეხზე თამამად დადებული მედისონის ხელი.პაემანი რომლის სამსზადისშიც საათნახევარი გავატარე ყოველ წუთს ძილში ნანახ კოშმარს ემსგავსებოდა.
-შენი ტელეფონია
ჩაიჩურჩულ გიორგიმ ჩემს ყურთან და მხოლოდ მაშინღა მოვედი გონს,ეკრანს რამდენიმე წუთის განმავლობაში ისეთი სახით ვუყურებდი თითქოს ფილმზე მეტად არაფერი მაინტერესებდა და რეალურად ფიქრებით სულ სხვაგან არ ვიყავი წასული.ხელი მაშინვე ჯიბისკენ წავიღე და სოციალურ ქსელში მოსული შეტყობინება გავხსენი.
"როგორ ხარ ? სანდრომ მითხრა რომ მოულოდნელად ახალ ორლეანში მოგიწია გადასახლება,იმედი მაქვს შეეგუე ამერიკულ ცხოვრებას.ვიცი მოულოდნელად დავიკარგე და ახლა ისევ გამოვჩნდი მაგრამ ვფიქრობ უკეთესი იქნება თუ ვისაუბრებთ"
თვალი გადავავლე ტექსტს,რომლის ავტორიც ამ დროისთვის ჩემთვის ყველაზე არასასურველი პიროვნება,ძალით გადავიწყებული ადამიანი და თბილისური თავისტკივილი ლუკა კვარაცხელია იყო.
მოულოდნელად მარცხენალ ხელზე შეხება ვიგრძენი და აფორიაქებულს წამით შემეშინდა კიდეც.
-კარგად ხარ ?
ჩაიჩურჩულა ახვლედიანმა და ხელი ძლიერად ჩამჭიდა. გრძნობა რომელიც იმწამს განვიცადე არ პეპლებს ეხებოდა და არც შეყვარებული გოგოს ემოციებს მოიცავდა,ეს რაღაც ზედმეტად ცივი იყო იმისთვის რომ სიყვარული გეწოდებინა.ზიზღიდან დაწყებული მონატრებით დამთავრებული ყველა გრძნობა ერთდროულად დამეუფლა და შეშინებულმა მარცხენა ხელი სწრაფი მოძრაობით უკან გავწიე.
-უნდა გავიდე
ამოვილუღლუღე როდესაც მედისონისკენ თვალი კიდევ ერთხელ გავაპარე,გოგონა არ აპირებდა თავისი ხელისთვის მდებარეობა შეეცვალა და ფილმს ისეთი სახით უყურებდა თითქოს გულისამაჩუყებელი დრამა კი არა კომედია ყოფილიყო.სწრაფად წამოვდექი და მაქსიმალურად ვცადე თავბრუსხვევის გამო წონასწორობა შემენარჩუნებინა.სკამებზე დაყრდნობილმა გრძელი რიგი რაც შემეძლო ფრთხილად გავიარე.კანკალი მიტანდა და ვხვდებოდი რომ მალე უნდა დამეღწია თავი უჰაერო სივრცისგან.მხოლოდ ლუკას წერილს და მისმიმართ გრძნობებს ვერ დავაბრალებდი იმას რისი გამომწვევი მიზეზიც ჩაშლილ პაემანზე მეტად არაფერი იყო,დარბაზიდან გასულს ცივი ჰაერი სახეზე მეცა და ღრმად ამოვისუნთქე ,შემდეგ კი რაც შემეძლო სწრაფად საპირფარეშოსკენ დავიძარი.
"-გამომყევი!
-რა ხდება ?
- წამოდი.
-მარიამ!
-ამიხსნი ღამის თორმეტ საათზე ეზოში რატომ ჩაგყავარ
-შენს ადგილას ცოტახანს გავჩუმდებოდი.
-სადარბაზოდან ფეხს არ გამოვადგავ.
-ნუ ხარ ჯიუტი!
ხელი მაჯაში ჩამჭიდა და ეზოსკენ გამწია.
-სალომე?!
-ლუკა ?
გავიხედე ჩემგან რამდენიმე მეტრის რადიუსში მანქანზე მიყუდებული ბიჭებისკენ.
-აქ რას აკეთებთ?
-უნდა მოგიტაცოს
სიცილით თქვა სანდრომ და მანქანის კარები გააღო.
-კარგი ვერ ხედავთ შეეშინდა
საუბარში ჩაერია კვარაცხელია და ირაკლის ყვავილები გამოართვა.
-დაბადებისდღეს გილოცავ!
სიცილით ჩაილაპარაკა და საღამურებში გამოწყობილს თვალი შემავლო,შემდეგ კი ჩასახუტებლად გამოიწია"
ონკანი მოვუშვი და ცივი წყალი სახეზე შევისხი,შემდეგ კი ხელებით ნიჟარას დავეყრდენი და საკუთარ აწითლებულ სახეს სარკეში დავაკვირდი.საუბარში გართული ორი ქერა გოგო ,რომლებიც სკოლაში უმეტესად მედისონთან ერთად ჩნდებოდნენ, საპირფარეშოში შემოვიდა და მანამ სანამ მათი სალაპარაკო თემა სახეწაშლილი და აწითლებული ახალი გოგონა გახდებოდა ერთ-ერთ კაბინაში შევვარდი.
-ჯანდაბა!
ამოვილუღლუღე და კვარაცხელიას შეტყობინებას კიდევ ერთხელ დავხედე.
-მედისონმა ჰესტინს ბილეთი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ გაუცვალა რომ ჯორჯთან(გიორგისთან) მოხვედრილიყო.
სიცილით და საკმაოდ ხმამაღლა განაგრძო საუბარი ერთ-ერთმა მათგანმა და იმაზე არც კი დაფიქრებულა რომ შესაძლოა მათ გარდა ოთახში სხვა ვინმეც ყოფილიყო.
-იმ გოგოს სახე ნახე ?დამავიწყდა რა ქვია ,მგონი სალი.ფილმს გაშეშებული უყურებდა.
ჩემზე განაგრძო საუბარი მეორემ და როგორც პატარა ნახვრეტიდან დავინახე სარკეში ტუჩსაცხი წასმა განაგრძო.
-როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ იცნობს ჯორჯს,ის მაინც თუ იცის როგორ დაამცირა გასულ წელს გოგონები მაგის ვარსკვლავმა.
-ალბათ სალისთანაც ყველაფერი ღიმილით და რომელიმე ჯელტმენური საქციელით დაიწყო.
ირონიულად ჩაილაპარაკა და მოკლე კაბა შეისწორა.
გოგონების მიერ ნათქვამი სიტყვები ,ჩემთვის მოთმინების ბოლო წვეთი აღმოჩნდა და იმედგაცრუებულმა თავი ვეღარ შევიკავე,ცრემლებს უფლება მივეცი ჩემს სახეზე გზა გაეკვლიათ და სანამ ყველა გრძნობა შიგნიდან შემჭამდა გამენთავისუფლებინა.არ მადარდებდა შემნიშნავდნენ თუ არა როდესაც ოთახს ატირებული დავტოვებდი,მხოლოდ ის ვიცოდი რომ აქედან რაც შემეძლო მალე უნდა წავსულიყავი,იმაზე მალე სანამ ახვლედიანი ჩემს მოძებნას გადაწყვიტავდა.
***
-გიორგი
წარმოვთქვი ბიჭის სახელი როდესაც მობილურს უპასუხა და ვცადე ხმაზე არაფერი შემტყობოდა.
-სალომე? სად ხარ ?
შეშინებულმა ჩუმად ჩაილაპარაკა ,რაც იმას ნიშნავდა რომ ისევ დარბაზში იჯდა.
-ცუდად გავხდი და გარეთ გასვლა ვარჩიე
ვუპასუხე და ყელში გაჩხერილი ბურთი გადავყლაპე.
-ახლავე გამოვალ...
-არ შეწუხდე
მივაძახე სანამ წინადადებას დაასრულებდა და ჩემს ადგილმდებარეობას იკითხავდა.
-მამაჩემს დავურეკე და სახლში წამიყვნას,ეს წუთია მოვიდა,არმინდოდა შენთვის საღამო ჩამეშალა
უემოციოდ ვუთხარი და კინოთეატრის კედელზე მიყუდებულმა ტელეფონი ჯიბეში ჩავაბრუნე.ცხოვრებაში პირველად გადავდგი ისეთი ნაბიჯი რომელსაც საკუთარ თავს ადრე არასდროს ვაპატიებდი და საუკეთესო მეგობრის(ან უფრო მეტის) მოტყუება გადავწყვიტე.თუმცა ეჭვგარეშე იყო ის რომ თუნდაც რამდენიმე საათით ყველასგან შორს ყოფნა და საკუთარ გრძნობებში გარკვევა ახლა ყველაზე მეტად მჭირდებოდა.ვცდილობდი საკუთარი თავი ხელში ამეყვანა,მომხდარი გამეანალიზებინა და გახშირებული სუნთქვაც როგორმე დამერეგულირებინა.წვიმის წვეთების შეხება გახურებულ სახეზე კი თავს უკეთ მაგრძნობინებდა.ქურთუკის ჯიბეებში ხელი ჩავიყავი და საკუთარ თავს ვაიძულე ამ შენობას მანამ გავცლოდი სანამ ყველანი გარეთ გამოვიდოდნენ და ახლვედიანი ტყუილში გამომიჭერდა.უცხო ქუჩა,რომელიც ცუდი ამინდის გამო თითქმის დაცარიელებულიყო ჩემთვის იმ დრისთვის ყველაზე სასრუველ ადგილს წარმოადგენდ,ჩამოსვლის დღიდან ყველაფერი ნელ-ნელა იცვლებოდა და არ ვიცი საკუთარ თავს ვკარგავდი თუ მის შეცნობას ვიწყებდი.
"-ეგოისტი ხარ,მხოლოდ მაშინ შენიშნე კვარაცხელია როდესაც შეყვარებულთან ერთად გამოგეცხადა,გერჩივნა მთელი ცხოვრება შენი დევნით დატანჯულიყო ვიდრე სხვასთან ბედნიერ ყოფილიყო "
ეგოისტი გოგონა თბილისიდან რომელსაც გულის სირღმეში მოწონდა კიდეც ბიჭის ასე წვალება,თავის გასამართლებლად ყოველთვის სწავლასა და სკოლას იყენებდა მაგრამ ყველაფერი ,თითოეული თვისება ეგოისტობასთან და სიჯიუტესთან ერთად უკან რჩებოდა როდესაც საქმე ახვლედიანს ეხებოდა და გიორგი ჩემთვის არასდროს წარმოადგენდა ბიჭს რომლის "წვალებაც" ოდნავ მაინც მომინდებოდა.მასთან ყოფნისას თავს უფლებას ვაძლევდი ის დაუცველი და მშიშარა გოგო ვყოფილიყავი რომლის დასამალად წლების მანძილზე ნიღაბი მჭირდებოდა.ახლა კი არ ვიცოდი ვინ ვიყავი სინამდვილეში როდესაც არც ახვლედიანი მიმაგრებდა ზურგს და არც ლუკას წვალება მიხდებოდა, ვერ ვხდებოდი რომელი თვისება მეკუთვნოდა მე და რომელი ახლდა ნიღაბს რომელიც თბილისში შევქმენი.რა იყო რის რისი აღმოჩენაც საკუთარ თავში არასდროს მინდოდა.გიორგი არ იყო თავისტკივილი,არმსურდა ჩემთვის ყოველწუთას გაემეორებინა როგორ ვუყვარდი,არც სკოლიდან სახლამდე მიცილება მჭირდებოდა.არაფერი იმ ქცევებიდან რომელსაც კვარაცხელია ლუკასგან ვიღებდი.მე უბრალოდ მინდოდა ბიჭი რომელთანაც ჩუმად ყოფნითაც კი შემეძლო გრნობები გამეზიარებინა.ადამიანი რომელიც საკუთარი თავის იმ ნაწილს მაჩვენებდა რომელსაც გაურბოდა და არა იმას რომელიც ნებისმიერ გოგოს ხიბლავდა.არ მსურდა დაბადებისდღეზე ჩემთვის სიურპიზი მოეწყო,ღამე სახლში ყვავილებით დამდგომოდა,პაემანზე შეყვარებული წყვილებით გადატვირთულ რესტორანში წავეყვანე და შემდეგ ყველაფრის შესახებ დაქალებთან საუბარი დამეწყო. მერჩივნა დრო ერთმანეთის გვერდით ისე გაგვეტარებინა რომ შემდეგ ამ ყველაფრის ვინმეთვის მოყოლა და თავის მოწონება საჭირო არ ყოფილიყო.მის მხარზე ჩამძინებოდა და არ შემშნებოდა იმის რომ ოდესმე შესაძლოა ამ სამყაროში მარტო დავრჩენილიყავი.არაფრისმთქმელი სიტყვების ნაცვლად კი მისი გულისცემისთვის მესმინა.
-ალექს
ჩავიჩურჩულე როდესაც ჩემგან არც ისე შორს გზაზე ჩამომჯდარი ბიჭი დავლანდე და მისი მიმართულებთ რამდენიმე ნაბიჯი დაუფიქრებლად გადავდგი.არამგონია წვიმიან ამინდში,ნახევრად ჩაბნელებულ ქუჩაში მხოლოდ იმიტომ მჯდარიყო რომ ასეთი ამინდი მოსწონდა.მის გვერდით ფრთხილად ყველანაირი მისალმებისა და შეძახილის გარეშე ისე ჩამოვჯექი თითქოს მისი იმ ადგილას პოვნა ისედაც ყველაფერს ამბობდა და ის რომ ორივენი ,რაღაც მიზეზით ქუჩაში მარტოები ვიყავით ერთმანეთის მსგავს ადამიანებად გვაქცევდა.
ისე გამომხედა თითქოს ჩემს გამოჩენას დიდიხანია ელოდა და რამდენიმე წუთი ჩემს ყურებაში გაატარა.მზერა ტალახში ამოსვრილ თეთრ კეტებზე მქონდა გადატანილი და თავის შესატრიალებლად გამბედაობა არ მყოფნიდა.
-შენ...
-გთხოვ....
შევაწყვეტინე ისე რომ მისკენ არ ამიხედავს.არ შემეძლო იმის შესრულება რის თქმასაც ჩემი აზრით ახლა აპირებდა.ვერ წავიდოდი ,რამდენიმე მეტრს ამ წვიმაში ფეხით სრულიად მარტო ვერ გავივლიდი და საკუთარი თავის დადანაშაულებას ვერ გავაგძრობდი.ყველაფერს გავაკეთებდი,ღამით,ქუჩაში თითქმის უცხო ადამიანთან ერთად,თავსხმა წვიმაში გზის ნაპირას ვიჯდებოდი,კიდევ რამდენიმე საათს ჭუჭყიანი კეტების ყურებაში გავატარებდი მაგრამ მარტო ვერ დავრჩებოდი.
-იყავი ჩემი შანსი
ჩაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
ჩაიჩურჩულა და თავი ჩახარა.
მხოლოდ შემდეგ შევძელი კარტერისკენ გახედვა. სიგარეტისაში არეული სუნამოს ცივი სუნი მაშინვე მეცა როდესაც სახე მასთან ახლოს მივიტანე. გაყინულ ხელზე ფრთხილად შევეხე და იმის მოლოდინში რომ უკან გაწევდა ან მიყვირებდა რამდენიმე წამი საუკუნესავით გაიწელა.
ხმას არ იღებდა.
ქურთუკის მაჯა ხელის კანკალით ავუწიე და მაჯაზე გაკეთებულ სამაჯურებს თვალი შევავლე.შემდეგ რამდენიმე მათგანი ფრთხილად გადავწიე და მზერა წითელი და შავი ძაფებისგან დაწნულ სამაჯურზე გადავიტანე.
***
"დედოფალი თუ პაიკი"
ახლა უკვე საკუთარ თავს ვუსვამდი კითხვას ,გონებაში განუწყვეტლივ ვიმეორებდი და კიბეებზე გიჟივით ჩავრბოდი.
-5 წლის შემდეგაც კი ბავშვივით იქცევი
მომაძახა მარიამმა მეორე სართულიდან და საძინებლის კარი გამოხურა.
-შენ არ იყავი გოგონა რომელსაც გადარჩენა სჭირდებოდა,ყველაფერი შენ მოიგონე,გონებაში იმ ცხოვრების ილუზია შექმენი რომელიც გეგონა რომ საკუთარ თავს გაპოვნინებდა,სიყვარული,მეგობრობა,ადამიანები ყველაფერი შენი გამოიგონე.
-"დედოფალი თუ პაიკი ?"
ისევ გავიგონე მისი ხმა ,რომელმაც მარის ყვირილიც კი დაჩრდილა და ცარიელ ოთახს თვალი შეშინებულმა მოვავლე.
-"შენ ხომ არც ერთი ყოფილხარ "
მისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმით გამცა პასუხი .
-სალომე !
გზა გადამიჭრა ნინამ და ლიყაზე ჩამოგორებული ცრემლი მომწმინდა.
-გთხოვ,ახალ ორლეანში წამიყვანე
შევევედრე მეგობარს და ძალა გამოცლილი დივანზე ჩამოვჯექი.
-შენი გამოჩენა არავის გაუხარდება,გაიგე რომ არ გაქვს მის დაკრძალვაზე მისვლის უფლება,ვერ წახვალ იქ სადაც ზედმეტი ხარ, 4 წლის წინ ოლივიას ქორწილში ისედაც საკმარისზე მეტი გააკეთე თითოეული მათგანის ცხოვრების გასამწარებლად თუ არა შენი სისულელის დასამტკიცებლად მაინც.
-მარიამ !
შეაწყვეტინა ნინამ და ჩემს წინ ჩაიმუხლა.
-ეს აღარაა მისი ცხოვრება და უნდა გაიგოს,უნდა მიხვდეს რომ ყველაფერი 4 წლის წინ დამთავრდა,რომ ყველა მათგანი გაიზარდა და ახლა მისი დაკრძალვაზე სალომე უკანასკნელი ადამიანია ვისი დანახვას მის ოჯახს და მეგობრებს ენდომებათ.გავიზარდეთ, თითოეული ჩვენგანი თავის გზაზე წავიდა მაგრამ შენ ჯერ კიდევ მიჯაჭვული ხარ ისტორიაზე რომელიც თავადაც კი არ იცი რატომ აიკვიატე.
-მარტო დამტოვეთ !
მარის ხმა კაცის გაბრაზებულმა ხმამ გადაფარა და წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ლუკა
ჩავიჩურჩულე მისი სახელი და ჩემს წინ მდგარ ადამიანს ავხედე.
***
-სახლში წაგიყვან
ჩაიჩურჩულა ალექსმა რამდენიმეწუთიანი დუმილის შემდეგ და მზერა ჩემს ხელსა და მის სამაჯურებზე გადმოიტანა.
-თქმას არ აპირებ ,არა ?
მშვიდად ვკითხე და თითებით სამაჯურს კიდევ ერთხელ შევეხე.
-ამაში ვერ გაგრევ
მოკლედ მომიჭრა და ქურთუკის მაჯა ჩამოიწია.
-აჯობებს ფეხით წავიდე
ჩავილაპარაკე და ფეხზე წამოვდექი,შემდეგ კი მზერა შავ მოტოზე გადავიტანე რომელიც ჩემს გონებაში წარმოუდგენელ ექსტრემთან ერთად შიშთანაც ასოცირდებოდა.
-როგორ ფიქრობ მიზანშეწონილია ასეთ დროს ორი კვარტალი მარტომ გაიარო ?
თავის აუწევლად მიპასუხა და იმაზე მიმანიშნა რომ ჩემი მისამართი იცოდა.
-არ მომწონს როცა ვინმე ჩემს დაინტრიგებას ცდილობს
პატარა ბავშივით გავაპროტესტე და ალექსის სახის დანახვისას თავი ვერ შევიკავე რომ არ გამეცინა.
-უბრალოდ რამდენჯერმე შეგნიშნე ორსართულიან ,არც ისე დიდ სახლთან
მხრები აიჩეჩა და ქედა ტუჩი ისე გადმოაბრუნა თითქოს ამ ქვეყნად მასზე უცოდველი არავინ მოიძებნებოდა.
-გამიწევ პარტნიორობას ?
ვკითხე და ნახევრად ჩაბნელებულ გზას გავხედე.
-სანაცვლოდ მოგიწევს მომიყვე რამ გაიძულა წვიმაში მარტოს გეხეტიალა მაშინ როცა წესით პაემანზე უნდა ყოფილიყავი
მხიარულად მიპასუხა და გვერდით ამომიდგა.კიდევ ერთი კითხვის დასმის მაგივრად რომელზეც დარწმუნებული ვარ ვერ მივიღებდი ჩემთვის დამაკმაყოფილებელ პასუხს სიჩუმე ვამჯობინე და მხოლოდ ერთხელ გავხედე მზერით რომლითად ჩემს სათქმელს ვამბობდი.
-მედისონისთვის ბილეთის შოვნა არც ისე მარტივი აღმოჩნდა
სიცილით ჩაილაპარაკა და მსგავსი ფრაზით ჩემი გაკვირვება კიდევ ერთხელ მოახერხა.
-ვფიქრომ შენს მიერ დასმულ კითხვას პასუხი თავად გაეცი
-მოგვიანებით გავიგე რომ ეს შენი და ახვლედიანის შეხვედრას ეხებოდა
თავის გამართლება სცადა როდესაც გაბრაზება შემატყო და თმისამაგრი რომლითაც თმის შეკრვას ვცდილობდი ხელიდან გამომგლიჯა.
-გთხოვ
შემევედრა როცა მის წართმევას შევეცადე და როდესაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე პატარა ბავშვივით ტაში შემოსცხო.
-მაშინ შენც უნდა მაჩუქო რაღაც
ნიშნისმოგებით ვუპასუხე და მზერა მის მარჯვენა ხელზე გადავიტანე.კარტერმა ისე ჩაიცინა თითქოს მისთვის რაღაც შეუძლებელი მეთხოვა და გზა უხმოდ გააგრძელა.
-აირჩი,ან კითხვებზე მიპასუხებ ან იცი რომელ სამაჯურსაც მაჩუქებ
-ულტიმატუმებს მიყენებ?
სიცილით მკითხა და ჩემი თმისამაგრი ხელზე გაიკეთა.
-დრო გეწურება
გავაფრთხილე და ალექსის არჩევანს დაველოდე.
-მეგონა მსგავსი რამ უკვე გაჩუქე
ირონიულად იკითხა რამდენიმე წუთიანი ჩუმად ყოფნის შემდეგ .
-შენ არაფერი მოგიცია
ვუპასუხე და ვანიშნე რომ არჩევანს გვერდს ასე მარტივად ვერ აუვლიდა.
-მაგრამ ყველაფრის მიზეზი მე ვიყავი
თავდაჯერებულმა მიპასუხა და ნიშნისმოგებით გამომხედა.
-შეიძლება ფიქრობ რომ არ მიცნობ მაგრამ მე მჯერა რომ არის შენში ისეთი რამ რაც დასაფასებელია ჩემი მხრიდან.
ჩაიჩუჩულა და მზერა ჩემს სახლზე გადაიტანა.
-შენი ისტორია არ მჭირდება იმისთვის რომ გაგიცნო
ამაყად ვუპასუხე და ვცადე დამენახებინა რომ ჩვენ ორიდან მხოლოდ მას არ შეეძლო ადამიანებე შთაბეჭდილების მოხდენდა მრავლისმთქმელი სიტყვებით და თავდაჯერებული გამოხედვით.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 995 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar