ცხოვრების ილუზია (თავი 10)
07.08.2017, 15:22
თავი 10
-უბრალოდ მომისმინე და შემდეგ წადი თუ ალექსი შენთვის რაღაცას მაინც წარმოადგენს.
კარტერის ხსენებამ ადამიანისგან, რომელთანაც ამ თემაზე თავი ყველაზე შორს უნდა დამეჭირა უფრო მეტად ამაფორიაქა და სანამ გოგონა საუბარს დაიწყებდა ხელით მანიშნა ,რომ ლოგინზე ჩამოვმჯდარიყავი.
-ვიცი რა ურთიერთობაც გქონდათ შენ და ალექსს გასულ წელს,ისიც ვიცი რომ თქვენს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა,ამიტომ თუ იმაზე გინდა საუბარი რომ მე კავშირი ორივე თქვენგანთან ერთდროულად მაქვს შეგიძლია მითხრა რაც გინდა.
იმ შესაძლო საუბრის წამოწყებას შევეცადე,რომელსაც წესით იზაბელასა და კარტერს შორის აღმოჩენის შემთხვევაში გვერდს ვერც ერთი ჩვენგანი ავუვლიდა და სანამ გოგონასთან უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი გადავწყვიტე მსგავსი შესავლით დიალოგი ნაკლებად მძაფრი გამეხადა.
-დამიჯერე ჩვენი ურთიერთობა არ სცდება უბრალო მეგობრობას,რომელიც მხოლოდ რამდენიმე უხერხულ შეხვედრას მოიცავს.
-სალი
ჩაიჩურჩულა გოგონამ და ისეთი თვალებით ამომხედა რომ მივხვდი ამის გარდა კიდევ სხვა თემაზეც სურდა დალაპარაკება.
-არ ვიცი რასაც ახლა გეტყვი შეიძლება შენთვის სრულიად უცხო და გასაკვირი იყოს მაგრამ აქ მსგავსი ამბები უკვე ყოველდღიურობად იქცა,არ ვიცი რა დამოკიდებულება გაქვს ადამიანების მიმართ და რამდენად ენდობი მეგობრებს მაგრამ იმედი მაქვს რომ დღევანდელი ჩვენი საუბრის შემდეგ ბევრ რამეს მიხვდები.როდესაც მეგობრობას მოლის მსგავს რთულ პიროვნებასთან იწყებ ვფიქრობ ცოტა სიფრთხილეა საჭირო.
-იზი,არ ვიცი რას გულისხმობ მაგრამ მინდა რომ უფრო დაწვრილებით ამიხსნა
ჩავილაპარაკე დაბნეულმა და გოგონასგან თემის გავრცობას დაველოდე.
-დარწმუნებული ვარ შეატყობდი რომ მესაკუთრე და ზოგ სიტუაციაში საკმაოდ ეგოისტი ბავშვია,მინდოდა მანამ გამეფრთხილებინე სანამ ლოგანთან ისე დაახლოვდებოდი რომ შენთან სახლში მოსვლას გადაწყვიტავდა, ვიცი რომ უბრალოდ დამეგობრება სცადა თუმცა მისი შეყვარებულისთვის ეს არც ისე მარტივად გასაგები თემაა, ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ეეჭვიანა თუ მისი შეყვარებული ვიღაც გოგოს ასე მალე დაუმეგობრდებოდა, მაგრამ არ მეგონა მოლი თავის ერთ-ერთი მეგობარზეც თუ გაბრაზდებოდა,ამ გოგოს ვერ აუხსნი რომ ხელში აყვანილს ნახევარი სკოლა მხოლოდ იმიტომ შემოგატარა რომ დაზარალებული იყავი,ექიმის კაბინეტშიც იმიტომ დაგელოდა რომ თანაგრძნობას გამოხატავდა და შენთან სახლში მოსვლაც ელემენტალური ყურადღების საკითხი იყო,მისი გადმოსახედიდან რატომღაც ყველაფერი გაცილებით რთულად ჩანს და ფიქრობს რომ 5 კალათბურთელიდან შეეძლო ნებისმიერ აეყვანე ლოგან ფილდსის გარდა,იმას კი აღარ უფიქრდება რომ იმ დროს თუნდაც ჩემი მხრიდან ის ყველაზე ახლო ადამიანი იყო ჩვენთვის.
-იზ,გასაგებია რომ არ უნდა ეეჭვიანა და ჩემზე მსგავსი რამ არ უნდა ეფიქრა მაგრამ ვერ ვხდები ამ ორ ადამიანზე საუბარი ალექსით რატომ დაიწყე.
-მისმინე,არ ვიცი რას ფიქრობს მოლი მაგრამ მისი გადმოსახედიდან რატომღაც ყველაფერი გაცილებით რთულად ჩანს ,რეალურად შურისძიებას ცდილობს,მაგრამ მას რომ ჰკითხო ეს მხოლოდ სიმართლის გამჟღავნებაა, რომელსაც ამდენი ხანი იმიტომ მალავდა რომ შენთან დაახლოება და მეგობრობა სურდა,თუმცა ახლა როცა როგორც თავად ამბობს მის ზურგსუკან ლოგანთან ურთიერთბის აწყობა სცადე მზადაა მსგავსი რამ თვითონაც გააკეთოს.მოკლედ ბევრი რომ აღარ ვილაპარაკოთ,მოლი თავის "სიმართლის" გამჟღავნებას ჩუმად აპირებდა,ისე რომ შენ ამის შესახებ მხოლოდ მოგვიანებით გაგეგო ,ალბათ იმიტომ რო ხელი არ შეგეშალა და საკადრისი პასუხი მიგეღო,მე უბრალოდ ის ადამიანი ვარ ვინც საუბარი შემთხვევით მოისმინა და საჭიროდ ჩათვალა რომ შენთვის ყველაფერი მოეყოლა,კიდევ არის ერთი ადამიანი ვინც ყველაფერის შესახებ იცის,ეს ერთ-ერთი ბიჭია კალათბურთელებიდან ,მას სურდა რომ ეს ამბავი შენთვის თავად მოეყოლა მაგრამ გადავწყვიტე უკეთესი იქნებოდა თუ ჩემგან მოისმენდი იმას რასაც მოლი და ოლივია შენს ზურგსუკან გეგმავენ.
-იზაბელა! გთხოვ ყველანაირი შესავალი გამოტოვე და პირდაპირ მითხარი
-მოლი ხვდებოდა რომ შენი და ალექსის ურთიერთობა ყოველდღიურად უფრო ახლო ხდებოდა,თითქმის თქვენს ყველა შეხვედრას რომელიც სკოლის ტერიტორიაზე იყო ჩუმად აკვირდებოდა,ზოგადად მისი საქმეა სხვისი ცხოვრებისთვის თვალყურის დევნება,არის რაღაც რაც როგორც მოვისმინე შენსა და კარტერის ურთიერთობას დაანგრევს,ამბობდა რომ ამ საქმით მხოლოდ და მხოლოდ ალექსს ეხმარებოდა იმაში რომ სიმართლე გაეგო და მატყუარა ხალხთან არ დაეწყო ურთიერთობა,ეს რაღაც რამდენადაც ვიცი ოლივიას აქვს,დაზუსტებით არ ვიცი მაგრამ როგორც მოვისმინე ჩანაწერია სადაც შენ ალექსზე საუბრობ.
-კი მაგრამ მე არასდროს მისაუბრია ალექს კარტეზე
ჩაფიქრებულმა წარმოვთქვი და მარჯვენა ხელით წინ წამოყრილი თმა გადავიწიე.
-გარდა ერთი შემთხვევისა
აღმომხდა ,როდესაც გასულ რამდენიმე თვეს თვალი გადავავლე და მოულოდნელად გონებაში ჩემი და სკოლის ყველაზე იდუმალო ბიჭის პირველი შეხვედრა ამომიტივტივდა,რომელსაც შემდეგ მოლისთან საუბარი მოყვა,სადაც ის კარტერის რეპუტაციას უსვამდა ხაზსს და მისა და იზაბელას ურთიერთობას მახსენებდა.
"-რას მეტყვი იმაზე რომ ზოგ ფოტოში იმაზე გაცილებით ახლოს დგახართ,ვიდრე იმ ადამიანებს შეეფერებათ ,რომლებიც მხოლოდ გაუგებრობის გამო მოხვდნენ ერთ სივრცეში
-მისმინე კარტერის მსგავსი ბიჭებს ადრეც შევხვედრილვალ,საკუთარ თავს ცოტა გადამეტებულად აფასებენ და რატომღაც ფიქრობენ რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს "
ფეხზე წამოვიჭერი და ვიგრძენი როგორ დამეხვა თავბრუ,თვალებდაბინდული მეგობრის გამოწვდილ ხელს ჩავეჭიდე და ვცადე რომ ცალ ფეხზე მდგომს წონასწორობა შემენარჩუნებინა.
"ალექსთან არასდროს მექნება ისეთი ურთიერთობა რომ ჩემთვის მისი და იზაბელას ურთიერთობის შეხსენება დაგჭირდეს.რეალურად ერთი შეშლილი და ეგისტი ბიჭია "
საკუთარი ხმა ჩამესმოდა და იმის გააზრებაც მზარავდა რა რეაქცია ექნებოდა კარტერს თუ ამ ყველაფერს მოისმენდა, თუ გაიგებდა რომ ადამიანი რომელსაც "შანსი" უწოდა მის დასახასიათებლად მსგავს სიტყვებს იყენებდა,იმასაც კი ვერ ვხვდებოდი როგორ ამეხსნა რომ ეს საუბარი მის გაცნობამდე შედგა,ასე მხოლოდ მაშინ ვფიქრობდი სანამ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ერთ ,გაურკვეველ შეხვედრას მოიცავდა სადაც უცნობის მიერ ნაჩუქარი სამაჯური გარეულიყო.
-შენი აზრით უკვე ნახავდა ?
ჩავილაპარაკე და გოგონას აწყლიანებული თვალებით ავხედე.იმასაც ვერ ვხვდებოდი გულს რა უფრო მიჩუყებდა,ის რომ მოლიმ და ოლივიამ ჩემთვის მსგავსი რამის გაკეთება გადაწყვიტეს,თუ იმ ბიჭის რეაქცია რომელსაც მთელი სკოლა არც ისე კარგ პიროვნებად ახასიათებდა.
სანამ იზაბელა პასუხს დამიბრუნებდა ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოაძვრინა და ვიღაც გრეგს იგივე შეკითხვა დაუსვა,შემდეგ კი როდესაც დარწმუნებული ვარ რომ პასუხი მოისმინა მობილური ლოგინზე გაბრაზებულმა მოისროლა
-გრეგი ლოგანის ახლო მეგობარია,ის კალათბურთელია რომელიც წეხან საუბარში ვახსენე,მოლი იმდენად ენდობა რომ საკუთარ სამეგობროშიც კი გარია,თუმცა გრეგი იმ ტიპის ბიჭი არაა რომ უსამართლობა აიტანოს და მათი წესებით ითამაშოს,მითხრა რომ რამდენიმე წუთის წინ დატოვეს გოგონებმა ფილდსის სახლი,სავარაუდოდ თავადაც კარგად იცი სად წავიდოდნენ,თქვა რომ ტელეფონით გადაღებული ვიდეოა,რომელიც სავარაუდოდ შენ წინ მდგარ ადამიანს ჯიბეში ედო და საკმარისად ჩანს შენი სახე იმისთვის რომ ალექსმა გიცნოს,თან მხოლოდ შენ მიერ ნათქვამი სიტყვები ისმის,რომელიც რამდენჯერმე მეორდება ჩანაწერში.ფიქრობს რომ დისკს მის სახლთან დატოვებენ.
-რაღაც აუცილებლად უნდა მოვიფიქრო
წარმოვთქვი შეშინებულმა და საწერ მაგიდას ხელებით დავეყრდენი.
-ჩვენ ისედაც ერთი ნაბიჯით წინ ვართ,მათ გეგმაში ამ ინფორმაციის შენთვის მოწოდება არ შედიოდა.
ჩემი გამხნევება სცადა გოგონამ და ჩაფიქრებული ლოგინზე ჩამოჯდა.
-კარტერის სახლის მისამართი მომეცი
წამოვიყვირე რამდენიმე წუთიანი ჩუმად ყოფნის შემდეგ და კარადისკენ დავიძარი.
***
ახალაშენებული ორსართულიანი სახლის ეზოსთან გაშეშებული ვიდექი და მის დიზაინში შერეულ გოთურ შტრიხებს ისეთი ინტერესით ვაკვირდებოდი თითქოს ამ ქალაქში ყველაფერი მსგავსი დიზაინით არ იყო აგებული.ვიდექი და ვფიქრობდი ადამიანზე რომელიც კედლის იქით შესაძლოა უკვე მისთვის გაგზავნილ ჩანაწერსაც უსმენდა,ვღელავდი ჩემი და იმ ბიჭის ურთიერთობაზე რომელთან დაახლოებასაც დიდად არავინ ცდილობდა.თუმცა ჩემთვის სხვისი აზრი ბიჭზე ,რომელიც სახლში მელოდა აღარაფერს ნიშნავდა,მიუხედავად იმისა რომ ბევრი არაფერი ვიცოდი ამ ადამიანზე და ჩემთვისაც კი ჯერ კიდევ იდუმალ პიროვნებად რჩებოდა.შემეძლო უკან დაბრუნებულიყავი,ჩემს საძინებელში ავსულიყავი და მეყურებინა როგორ განვითარდებდა მოვლენები,სკოლაში მისულს მისთვის თვალი ამერიდებინა და უბრალოდ საშუალება მიმეცა წასულიყო,არც იმის გარანტია მქონდა რომ კარტერი ჩემს მონაყოლს დაუჯერებდა მაგრამ მთავარი ის იყო რომ ჩემს შესახებ სიმართლე ეცოდინებოდა და შემდეგ თუნდაც არ დაეჯერებინა და ზურგი ექცია ,მეცოდინებოდა რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანი იქნებოდა.
მას შემდეგ რაც ღრმად ჩავისუნთქე სახლის კარებამდე მისასვლელი ბილიკი კოჭლობით ფრთხილად გავიარე, სანამ ფიქრები კიდევ ერთხელ გამიტაცებდა და აზრის შეცვლისკენ მიბიძგებდა კარებზე რამდენჯერმე ძლიერად დავაკაკუნე.გავიგე ფეხის ხმა რომელიც კედლის იქიდან ისმოდა,რასაც მოგვიანებით საკეტის გადატრიალება მოყვა,შემდეგ კი ალექსის განცვიფრებულ სახეს თვალი შევავლე.
-სალომე ?!
თავისებური მკაცრი ტონით ჩაილაპარაკა ჩემი სახელი და გაკვირვებულმა შეხვეულ ფეხზე დამხედა.
-მარტო ხარ ?
მშვიდად ვიკითხე და ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა მზერა მისი სახიდან შესასვლელზე გადავიტანე.სანამ პასუხს დამიბრუნებდა ირონიულად ჩაიცინა,შემდეგ კარებს ნელა მოსცილდა და ხელით მანიშნა რომ შევსულიყავი.
-როგორც ყოველთვის
დაამატა მოგვიანებით და საკეტის გადატრიალების შემდეგ მისაღებისკენ გამიძღვა.
-მარტო ცხოვრობ ?
გაკვირვებულმა ვიკითხე და დალაგებული ოთახს შევათვალიერე.
-მხოლოდ მე და ბიძაჩემი ,ჩემი მშობლები ნიუ-იორკში ცხოვრობენ.
აუღელვებლად მიპასუხა და მთხოვა რომ დივანზე ჩამომვმჯდარიყავი.
-მათთან ერთად რატომ არ ხარ ?
-არამგონია აქ ჩემს ოჯახზე სასაუბროდ მოსულიყავი
მოკლედ მომიჭრა და მივხვდი რომ ამ თემაზე საუაბარი არ სურდა.
-მინდა რომ მომისმინო და რაც მთავარია დამპირდი რომ საუბარს არ გამაწყვეტინებ,როდესაც ყველაფერს ვიტყვი კი თავად გადაწყვიტე შენთვის რომელ მხარეს აირჩევ,საუბრის დაწყებამდე კი მინდა რაღაც გკითხო, ჩანაწერი მიიღე ?
შეშინებულმა ჩავილაპარაკე და კარტერს დამნაშავის თვალებით ავხედე.
-უნდა მიმეღო ?
კითხვაზე კითხვით მიპასუხა და ჩემს წინ მდგარ სავარძელზე მოკალათდა.
-როდესაც სკოლაში სიარული დავიწყე,ახალ ორლეანში მხოლოდ რამდენიმე კვირის ჩამოსული ვიყავი,არავის ვიცნობდი ახვლედიანის გარდა და სკოლის პირველ დღესვე გადავწყვიტე რომ მეგობრები შემეძინა,მოგვიანებით მოლის და ოლივიას დავუმეგობრდი რომლებმაც ჩემთან ურთიერთობის სურვილი თავადვე გამოთქვეს,არ ვიცი რამდენად გახსოვს მაგრამ ჩვენი პირველი შეხვედრა,თუ კი შეგვიძლია ასე ვუწოდოთ ამას...
-სკოლის ავტოსადგომზე იყო,მოლის მანქანასთან იდექი და ჩემს მოტოციკლეტს თვალს ვერ აშორებდი
სიცილით ჩაილაპარაკა და წამით ვინანე კიდეც რომ რამდენიმე წუთში ჩემი სიტყვებით მისი ხასიათის შეცვლას ვაპირებდი.
-გოგონები მთელი დღის მანძილზე ცდილობდნენ ჩემთვის სკოლის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინათ და მაშინ, როდესაც სკოლის ეზოში გამოჩნდი,შენი თავი არც ისე კარგ პიროვნებად ამიღწერეს,მითხრეს შენი შესაძლო ურთიერთობის შესახებ და ასევე თითქმის ყველა ჭორი ჩამოთვალეს რაც კი ოდესმე შენ შესახებ სმენოდათ,მიუხედავად იმისა რომ ვუთხარი სხვა დროს ასე აღარ ელაპარაკათ ,მოგვიანებით მომიწია შენს " ცუდ" ხასიათში დავრწმუნებულიყავი,რადგან იმავე დღეს მოახერხე ჩემი გაკვირვება უხეში ქცევებით და დაულაგებელი წინადადებების საშუალებით,მას შემდეგ რაც ფოტოები გამოქვეყნდა მოლიმ შენზე საუბარი დამიწყო და მეც შეშინებულმა და უფრო მეტად კი შენზე გაბრაზებულმა არც ისე კარგი სიტყვებით შეგამკე,შემდეგ აღმოჩნდა რომ ეს საუბარი ჩაიწერა და ჩემს წინააღმდეგ ისევე ინახავდა როგორც ჭორებს ნებისმიერი მოსწავლის შესახებ,მას შემდეგ უფრო ახლოს გაგიცანი,მიუხედავად იმისა რომ არც ისე კარგი პირველი შეხვედრა გვქონდა ვხედავდი შენში რაღაცას რაც მაიძულებდა რომ სხვა ადამიანად აღმექვი,სკოლის სტადიონზე საუბრისასაც კი იმ სიცარიელეში რაც შენს თვალებში იკითხებოდა,რაღაც რწფელის და ნამდვილის დანახვა შევძელი,ეს რომ არ დამენახა აქამდე არ მოვიდოდით, ჩვენი არც ერთი დიალოგი არ შედგებოდა და მერწმუნე ახლა არ აქ ვიჯდებოდი,მოლი ფიქრობს რომ შენთვის ამ ჩანაწერის ჩვენებით სიმართლე იზეიმებს რეალურად კი შურისძიება უნდა მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ რომ ლოგანმა ჩემთან დამეგობრება სცადა.დისკის შენს სახლთან დატოვებას აპირებდა,არ ვიცი რამდენად გჯერა ჩემი მაგრამ აქ მოსვლისთვის დიდი ძალისხმევა დამჭირდა და შენზე პირვანდელი შთაბეჭდილება რომ მქონდეს ამდენს არ ვილაპარაკებდი,სანამ ჩემზე გაბრაზდები და გადაწყვეტილებას მიიღებ მინდა იცოდე რომ არ ხარ ბიჭი რომელსაც სხვებივით ვუყურებ.
აღელვებულმა როგორც იქნა შევძელი და საუბრის დასრულების შემდეგ მზერა იატაკიდან ნელ-ნელა ჩემს წინ მჯდარ ბიჭზე გადავიტანე,მის სახეზე არაფერი იკითხებოდა,არც გაბრაზება ,არც სინანული არაფერი რაც თავს ოდნავ უკეთ ან უარესად მაგრძნობინებდა,რამდენიმე წუთის შემდეგ კი ფეხზე წამოიჭრა და ოთახი ხმაამოუღებლად სწრაფი ნაბიჯებით დატოვა.
-ალექს!
წარმოვთქვი მისი სახელი და წამოვდექი.
-დამელოდე
მომაძახა სანამ სახლის კარებს გაიხურავდა.აფოარიაქებული პირვანდელ ადგილს დავუბრუნდი და ნერვიულობის ნიშნად თითების ტკაცუნს და მუხლების კანკალს მოვყევი.
-საფოსტო ყუთში დატოვეს
ჩაილაპარაკა სახლში დაბრუნებულმა და ხელში დაჭერილი თეთრი კონვერტი კიდევ ერთხელ შეათვალიერა.გაკვირვებულმა ავხედე და დაველოდე რას მოიმოქმედებდა.კარტერმა ჟურნალების მაგიდაზე დადებული ლეპტოპი გახსნა და შემდეგ ჩემს გვერდით ფრთხილად ჩამოჯდა.ჩუმად ვიჯექი და ვუყურებდი ,როგორ აუჩქარებლად ცდილობდა ჩანაწერის გახსნას,მოულოდნელად კი სიწყნარე ჩემმა ხმამ დაფარა და სიტყვები საკმაოდ მკვეთრად გაისმა.
-"კარტერის მსგავსი ბიჭებს ადრეც შევხვედრილვალ,საკუთარ თავს ცოტა გადამეტებულად აფასებენ და რატომღაც ფიქრობენ რომ სამყარო მათ გარშემო ბრუნავს "
-"რეალურად ერთი შეშლილი და ეგოისტი ბიჭია"
სიტყვები ერთი მეორის მიყოლებით მეორდებოდა და სინდის ქენჯნას მიმძაფრებდა.ჩემს გვერდით ჩამომჯდარ ბიჭს თვალს არ ვაშორებდი და ველოდი როდის გამორთავდა ჩანაწერს რომელიც ცოტახანში მას კი არა მეც ჭკუიდან შემშლიდა.
-ილაპარაკე!
ჩავიჩურჩულე როდესაც მომუშტურ ხელზე დავხედე და ტუჩები ერთმანეთს ძლიერად გავუსვი.ცალი თვალი ჩემკენ გამოაპარა,შემდეგ დისკი ფრთხილად ამოიღო და ფეხზე წამოდგა.
-რას აპირებ ?
უემოციოდ იკითხა.
-მოლისთან და ოლივიასთან დაკავშირებით რას აპირებ ?
განავრცო როდესაც გაკვირვებულმა ახვედე და მიხვდა რომ მისი კითხვიდან აზრის გამოტანა გამიჭირდა.
-ალბათ დაველაპარაკები
დაბნეულმა ჩავილაპარაკე და ხელზე გაკეთებული ბეჭდის წვალება განვაგრძე.
-სერიოზულად ?
იკითხა და ტუჩის მარჯვენა კუთხეში ირონიულად ჩაიცინა.
-გგონია ამით მორჩებიან და მეტს არაფერს დაგიშავებენ ? კიდევ უამრავ მიზეზსს იპოვნიან იმისთვის რომ შენი ცხოვრება არიონ, ეს მხოლოდ იმისთვის არ გააკეთეს რომ მე და შენ ერთჯერადად გვეჩხუბა,ისინი შემდგომი ნაბიჯებითაც ხელს შეუწყობენ ჩვენს დაშორებას და ამას ახლავე დაგიმტკიცებ.
გაბრაზებულმა წარმოთქვა ბიჭმა და შემდეგ მობილურში რაღაცის ძებნა განაგრძო,რამდენიმე წუთში კი დარეკვის ღილაკს დააჭირა და ხმამაღალი რეჟიმი ჩართო.
-გისმენთ !
მოლის წვრილი ხმა გაისმა.
-შენი ჩანაწერი მივიღე,მინდა მადლობა გითხრა იმისთვის რომ სიმართლე შემატყობინე,ახლა კი კიდევ ერთი თხოვნა მაქვს შენთან,შეგიძლია სალომეს ნომერი მომცე ? სასწრაფოდ ყველაფერზე პასუხი უნდა მოვთხოვო
-რათქმაუნდა ალექს,ახლავე გამოგიგზავნი
ისე მშვიდად უპასუხა გოგონამ რომ იფიქრებდი ამ ყველაფერს ერთ-ერთ ახლო მეგობარს კი არა უბრალო გამვლელს უკეთებდა.როდესაც ალექსმა ყურმილი დაკიდა და ნომერიც მიიღო გამარჯვებულის სახით ამომხედა და ტელეფონი ხელებში ჩამიდო.
-არ ჩერდება და არც არასდროს გაჩერდება,შეიძლება მეწყინა მაგრამ რათქმაუნდა შენი გადმოსახედიდანაც ყველაფერში მართალი ხარ.უნდა მოვიფიქროთ რამე რითიც სიტუაციის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნებას შევძლებთ,თამაში უნდა შევქმნათ,ჩავითრიოთ და შემდეგ როდესაც ეგონებათ რომ გაიმარჯვეს მოულოდნელად ძირს დავცეთ
გამოსცა ბიჭმა კბილებში და თავდაჯერებულმა გამომხედა.
-ბავშვები არ ვართ,სჯობს დაველაპარაკოთ და ყველაფერი პირისპირ გავაკრვიო
აფორიაქებული წამოვიჭერი და კარტერის მობილურ დივანზე მოვისროლე.
-სალომე! ნუ ცდილობ ყველაფერში სამართლიანობა იპოვნო,ამ სამყაროში ან ითამაშებ ან არადა სცენიდან გადავარდები,სცენარი ისე უნდა შეატრიალო რომ შენი პერსონაჟის გარდა ყველა განადგურდეს,სხვა შემთხვევაში ყოველთვის დამარცხებული იქნები.
-ალექს.....
ვცადე კიდევ ერთხელ შემეცვლევინებინა მისთვის აზრი,როდესაც კარებზე ზარის ხმა გაისმა და კარტერიც სწრაფი ნაბიჯით ფანჯრისკენ დაიძრა.
-ოლივიაა
მომიტრიალდა და თვალით მანიშნა რომ ჰოლის კედელს ამოვფარებოდი,შემდეგ კი ჰოლში გავიდა და მოულოდნელ სტუმარს კარები გაუღო.
-ალექს აქ იმისთვის მოვედი რომ რაღაც გითხრა,არ იფიქრო რომ თავის გამართლებას ვცდილობ,ვიცი რომ ყველაფერი უკვე მოისმინე მაგრამ მინდა რომ ბოდიში მოვიხადო ყველაფრისთვის რაც გავაკეთეთ.
-სერიოზულად ?
აღმომხდა გაოცებულს როდესაც გოგონას სიტყვები მოვისმინე და კედელს უფრო მეტად ავეკარი.
-გასაგებია,მადლობა
მშვიდი ხმით უპასუხა,ხოლო როდესაც კარები მიხურა კედელთან ჭორიკანა გოგოსავით ატუზულს სიცილით გამომხედა.საპასუხოდ გავიღიმე და თვალები ფანჯრისკენ ეშმაკურად გავაპარე შემდეგ კი ალექს სრულიად შეცვლილი სახით მივუბრუნდი.
-თამაშის წესები გამაცანი
ჩავილაპარაკე და ბედნიერი სახით დივნისკენ დავიძარი
***
-ურთიერთობას აგრძელებ მაგრამ ვხვდები რომ ყველაფრის შემდეგ მაინც გაბრაზებული ხარ
ჩავიჩურჩულე როდესაც ალექსმა თავისი გეგმა გამაცნო და გვერდით მივუჯექი.
-მესმის რომ ჩემგან მსგავს რამეს არ ელოდი მაგრამ კარგად იცი რომ ეს საუბარი სულ სხვა პერიოდს მოიცავს
-ვიცი,სალომე!
ჩაილაპარაკა და ფრთხილად წამოდგა.
-ერთ დროს რამდენიმე მეგობარი ვიყავით,იქიდან ყველაზე მეტად ერთ-ერთ მათგანს ვენდობოდი,ყოველთვის გვერდში მედგა,თუმცა საბოლოოდ ზურგი პირველმა სწორედ მან მაქცია
მითხრა როდესაც ფანჯარას მიუახლოვდა და ხელში დაჭერილი ჭიქიდან წვენი მოსვა,
-ჩემი წასვლის დროა
წარმოვთქვი და ფრთხილად წამოვდექი.
-არ დაგავიწყდეს,არანაირი საუბარი,შეხვედრა ან რამე მსგავსი სკოლის ტერიტორიაზე ,ყველამ უნდა იცოდეს რომ ნაჩხუბრები ვართ,ასე უფრო მარტივი იქნება მათ წინააღმდეგ წასვლა
მომიბრუნდა როდესაც სახლს ვტოვებდი და ცალი ხელით კარების ჩარჩოს დაეყრდნო.გამოსავლის გარეშე მყოფმა თავი მორჩილად დავუქნიე და გზამდე მისასვლელ ბილიკს კოჭლობით ფრთხილად გავუყევი.
გავიგონე როგორ ხმაურიანად დახურა ალექსმა კარები,ჩემს ცხოვრებში დიდი ცვლილებები ხდებოდა და ამასთან შეგუება უნდა დამეწყო,არ ვიცი რას იზავდა ახვლედიანი თუ გაიგებდა რომ სკოლის თამაშში კარტერთან ერთად ვიყავი ჩართული,რომ ახლა მისი სახლიდან შინ ვბრუნდებოდი და ყველაფერ ცუდს რაც ამ ბიჭზე მსმენოდა უკან ვიტოვებდი,მე მჯეროდა რომ შემეძლო გადამერჩინა ადამიანი რომელიც ახლა კედლებს მიღმა იდგა,შემეძლო სამყაროსთვის ისეთად დამენახებინა როგორსაც ვერასდროს ამჩნევდნენ მაგრამ ამისთვის ჯერ მისი გულის სირღმეში გადამალული სულის გასაღები უნდა მეპოვნა.გასაღები რომელიც საშუალებას მომცემდა ის კარები გამეხსნა რომლის მიღმაც მეგობრული,მხიარული და ის ხალისიანი ბიჭი იმალებოდა რომელსაც ალექსი ჩემთან იშვიათად მაგრამ მაინც აჩენდა.
-ფრთხილად !
წამოვიყვირე როდესაც ვიღაც უკნიდან ძლიერად დამეჯახა და რამდენიმე წამში,გატვირთულ ქუჩაში,ხალხის ფეხებში გავწექი.
-მაპატიე,მეჩქარებოდა და თავადაც ვერ შევძელი წონასწორობის შენარჩუნება
ჩაილაპარაკა ჩემს წინ მდგომმა მაღალმა ბიჭმა და თავზე წამოფარებული კაპიშონი შეისწორა,შემდეგ კი დასახმარებლად მარჯვენა ხელი გამომიწოდა.
-არაუშავს
თავაზიანად ვუპასუხე და ხელის ჩასაჭიდად მოვემზადე როდესაც მის მაჯაზე გაკეთებულ სამაჯურს მოვკარი თვალი.
წითელი და შავი,იგივე ფერები,იგივე წნული,როგორც ჩემი და კარტერის.
შეშინებულმა სწრაფად ავხედე თუმცა ნახევრად ჩაბნელებული ქუჩისა და კაპიშონის გამო მისი ნიკაპის გარდა ვერაფერი შევნიშნე.შემდეგ ორივე ხელით მიწას დავეყრდენი და ფრთხილად,მისი დახმარების გარეშე წამოვდექი.
-უნდა წავიდე
აღმომხდა განცვიფრებულს და გზაზე მიმავალ ტაქსს ხელი დავუქნიე.როდესაც მანქანაში ჩავჯექი და ფანჯარაში გავიხედე აღარავინ იდგა,არც შორიახლოს მოჩანდა ვინმე მსგავსი აღნაგობით,როგორც გამოჩნდა ისე გამქრალიყო და ჩემში კიდევ უამრავი კითხვის დაბადების მიზეზი გამხდარიყო.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 926 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0 Spam
1
ძალიან საინტერესოდ წერ და მომწონს 3o უბრალოდ ძალიან აგვიანებ დადებს
avatar