ცხოვრების ილუზია (თავი7)
17.07.2017, 23:20
თავი 7
-სალომე!
სკოლის ჰოლში მიმავალს ახვლედიანის ბოხი ხმა ჩამესმა და მიხვდი რომ ამჯერად მაინც ვეღარ შევძლებდი საპირფარეშოსთვის თავის შეფარებას.ნაბიჯს შევუნელე , მანამ სანა წამომეწეოდა ღრმად ჩავისუნთქე და მაქსიმალურად ვცადე რაც შემეძლო ბუნებრივი ვყოფილიყავი.
-როგორ ხარ ?
მკითხა მისთვის სავსებით არადამახასიათეებელი სერიოზული ხმით და წამით მომეჩვენა რომ ახვლედიანს კი არა კარტერს ვესაუბრებოდი.
-ჩვეულებრივ
მოკლედ მოვუჭერი და ზრდილობის მიზნით წინადადების ბოლოს ოდნავ გავიღიმე.
-სალაპარაკო გვაქვს
რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ შარვლის ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ჩაილაპარაკა და ნერვიულობის ნიშნად ტუჩები ერთმანეთს გაუსვა.
-შეგიძლია დაიწყო
ცივად ვუპასუხე და მაჯის საათს ისე დავხედე თითქოს მნიშვნელოვან შეხვედრაზე მაგვიანდებოდა.
-აქ არა
ჩაიბურტყუნა და მზერა შენობის კარებთან მდგარ მედისონზე და რამდენიმე გოგონაზე გადაიტანა,შემდეგ კი სანამ შეწინააღმდეგებას გავბედავდი ან ვიტყოდი რომ საუბარი სხვა დროისთვის გადაგვედო ხელო ჩამავლო და ჩვენს გვერდით არსებულ ბიჭების საპირფარეშოში სწრაფად შემიყვანა.
-სერიოზულად ?
ვიკითხე აღშფოთებულმა როდესაც ოთახის კარები შიგნიდან ჩაკეტა და გიორგის გაბრაზებულმა ავხედე.კინოთეათრის შენობაში გადატანილი ამბების შემდეგ ,რამდენიმე დღე თავგზააბნეული დავდიოდი და უკვე ისიც აღარ ვიცოდი ვის შემეძლო თვალდახუჭულო ვნდობოდი.ახვლედიანის ხმამ,გამოხედვამ,საუბრის ტონმა და უხეშმა საქციელმა კი ჩემში მის მიმართ შიშის გრძნობა გააღვიძა და აცაცხცახებული ნიჟარას ზურგით მივეყუდე.
-იქნებ სხვა დროს გველაპარაკა
ჩავიჩურჩულე და ცალი თვალი მისკენ გავაპარე,სანამ ყველა კაბინას სათითაოდ ამოწმებდა იმაში დასარწმუნებლად რომ ოთახში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით.
-ისეთი შთაბეჭდილება მრჩვება რომ გამირბიხარ
მომიბურნდა როდესაც თავის საქმეს მორჩა და რამდენიმე ნაბიჯი ჩემი მიმართულებით გადმოგდა.
-უბრალოდ..
იმ მომენტში მოფიქრებული ყველაზე სულელური მიზეზით ვცადე თავის დაძვრენა და წამით შემრცხვა კიდეც ამ ადამიანთან მსგავსი რამის გაკეთება რომ მიწევდა.
-სალომე!
ამჯერად წინანდელთან შედარებით რბილად მომმართა,თუმცა მის ხმაში ბრაზი მაინც იგრნობოდა და შემაწყვეტინა რადგან დარწმუნებული ვარ მიხვდა რომ მის მოტყუებას ვცდილობდი.
-ჩემთან მსგავსი რამის გაკეთება საჭირო არ არის
დაამატა და სახეზე ჩამოშლილი თმა ყურს უკან ნაზად გადამიწია.
-მედისონს ეხება ?
მშვიდი ხმით იკითხა და ცერა თითით ლოყაზე ოდნავ შემეხო.
-უბრალოდ რაღაცეებში უნდა გავრკვეულიყავი
როგორც იქნა მეყო გამბედაობა ხმის ამოსაღებად და მეტი დამაჯერებლობისთვის გიორგისთვის თვალებში შესახედად.
-მისმინე,ვერაფერს მეტყვი ისეთს რაც თავადაც არ მეცოდინება მედისონის ან სხვა ნებისმიერი ბავშვის შესახებ,ვერაფერს ისეთს რაში დახმარებაც მე არ შემეძლება.როგორ ფიქრობ შესლოა იმ ყველაფრის შემდეგ რაც ამ მცირე დროში გადავიტანეთ ვინმემ შენზე უკეთ იცოდეს ჩვენი ურთიერთობა რამდენად სერიოზულია ჩემთვის ?
ერთი შეხედვით თბილად საუბრობდა თუმცა მის ტონში მაინც იყო რაღაც,რაც მაიძულებდა თავი დამნაშავედ მეგრძნო და გიორგის წინაშე დასჯილი ბავშვივით ვმდგარიყავი.ის რომ ამ სიტყვებით მის ჩემდამი ნდობას უსვამდა ხაზს და წერილის ადგილმდებარეობას მახსენებდა რთული მისახვედრი არ იყო,მაგრამ ამავდროულად თავიდან ვერც იმ ეჭვებს ვიგდებდი რომელსაც ჩემი გონება შემთხვევით მოსმენილი საუბრის შემდეგ მოეცვა,მაგრამ გარდა ეჭვებისა იყო სხვა მიზეზიც რაც თავის ახვლედიანისგან შორს დაჭრას მაიძულებდა ,ეს არ ეხებოდა გიორგის ურთიერთობას მედისონთან,არც იმას რას იტყოდნენ სკოლის ბავშვები,საქმე ჩემს გრძნობებში იყო და გადაწყვეტილი მქონდა მანამ სანამ არ გავერკვეოდი ჩემი და კვარაცხელიას თბილისში დატოვებულ ურთიერთობაში ,ვერანაირი სტატუსის მინიჭებას შევძლებდი გიორგისთვის გარდა საუკეთესო მეგობრისა.
-არ არის აუცილებელი იყურებოდე შეშინებული თვალებით,მაშინ როდესაც გვერდით მე გყავარ
ჩაილაპარა ,თბილად გამიღიმა და თვალი ჩამიკრა.
არ მივეკუთვნებოდი გოგოების კატეგორიას რომელთა შესარიგებლადაც ორი ან სამი თბილი სიტყვა სავსებიით საკმარისი იყო,მაგრამ ამავდროულად არ მინდოდა ვქცეულიყავი ადამიანად რომელიც თავის ეჭვებისა და სიჯიუტის გამო ბედნიერების კიდევ ერთ შანსს ხელიდან გაუშვებდა,შემდეგ რამდენიმე დღით ოთახში ჩაიკეტებოდა და დროს იმაზე ფიქრში გაფლანგავდა რომ ნამდვილი სიყვარული არ არსებობდა.ახვლედიანის გვერდით არ ვიყავი ის ჯიუტი და დაუმორჩილებელი გოგო როგორსაც თბილისში მიცნობდნენ,არ შემეძლო დიდიხნის მანძილზე გავბუტოდი და საკუთარი პრინციპების გამო ჩვენი ურთიერთობა სასწორზე დამედო,ალბათ იმიტომ არ შემეძლო რომ თავად გიორგი იყო ჩემთან მიმართებაში ისეთი ადამიანი რომელიც საკუთარი თავს მაცნობდა და მსგავსი საქციელით ჩემგან მოითხოვდა კიდეც ის ნაწილი მეჩვენებინა რომელზეც უარის თქმა გარშემომყოფების გამო მიხდებოდა.
-ლიტერატურის გაკვეთილი გვაქვს
ჩავილაპარაკე ,როდესაც რამდენიმეწუთიანი უხერხული სიჩუმე ზარის ხმამ დაარღვია და შვებით ამოვისუნთქე რადგან მისი საშუალებით ჩვენი საუბარიც დასასრულს უახლოვდებოდა.გიორგის გვერდი ნელა ავუარე და სანამ კარის საკეტს გადავატრიალებდი კიდევ ერთხელ ჩავფიქრდი.
-არ მოდიხარ ?
საბოლოოდ მაინც შევტრიალდი და ახვლედიანი რომელსაც ფერი სულ დაკარგვოდა კიდევ ერთხელ შევათვალიერე,შემდეგ კი ცხოვრებაში პირველად საკუთარ პრინციპებს და სიამაყეს გადავაბიჯე და მისი მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი.
-მისტერ სმიტს ვერ გადავურჩებით
სიცილით ჩავილაპარაკე და ხელი ფრთხილად ჩავავლე.რამდენიმე წამი გაშეშებული იდგა და სარკეში საკუთარ ანარეკლს უყურებდა ,შემდეგ სრულიად შეცვლილი სახით ჩემკენ გამოიხედა და ისე რომ გააზრებაც ვერ მოვასწარი მის მკერდზე მიხუტებული აღმოვჩნდი.
***
-მარიამ,შეგიძლია ამიხსნა რატომ ააფეთქე ჩემი ტელეფონი ფიზიკის გაკვეთილზე,როცა წესით საქართველოს დროით ღრმა ძილში უნდა ყოფილიყავი
სიცილით ვუსაყვედურე მეგობარს და სკოლის ეზოს ნაკლებად ხმაურიან ნაწილში ერთ-ერთი ხის ქვეშ ჩამოვჯექი.
-გუშინ სკოლის შემდეგ მე და ნინამ რამდენიმე დღით წყნეთში წამოსვლა გადავწყვიტეთ,ვიფიქრეთ რომ შაბათ-კვირას მშვიდად გავატარებდით და შემაჯამებლებისთვის უკეთ მოვემზადებოდით,თანაც რამდენიმე დღით რეპეტიტორებისგან დასვენებაც არ გვაწყენდა,მეგონა ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდოდა სანამ არ მოსაღამოვდა და მეზობელი სახლის მცხოვრებლები არ ახმაურდნენ.
სასაცილო პიჟამოებში გამოწყობილმა და თმააჩეჩილმა ჩაიბურტყუნა მარიმ და უძილობისგან ნახევრად დახუჭული თვალები კიდევ ერთხელ მოისრისა.
-და ამის გამო გადაწყვიტე რომ შუა გაკვეთილიდან ჩემი თავი მოგეხსნა ? ხომ შეგიძლია უბრალოდ გახვიდე და უთხრა რომ წუხდებით?
შედარებით ხმამაღლა, "გაბრაზებულმა" ვიკითხე და მისი სახის შემხედვარემ თავი ვერ შევიკავე რომ არ გამცინებოდა.
-როგორ გგონია გავალ და დინამოს ფეხბურთელების წინაშე 80 წლის ქალივით წუწუნს დავიწყებ ?
ჩაილაპარაკა დაღლილმა და ყავის ჭიქა ნელა შეავსო.
-რა ნამუსით მეწუწუნები სკოლაში გამოკეტილს ,როდესაც მეორე ეზოში ფეხბურთელების წვეულება გაქვს
ვუსაყვედურე მეგობარს და ისეთი სახე მივიღე ვინმე იფიქრებდა სკოლის ეზოში კი არა საპყრობილეში ვიჯექი.
-მარიამ! მოკეტე !
უყვირა ნინან მეორე ოთახიდან რომელიც როგორც ჩანს მთელი ეს დრო დაძინებას ცდილობდა.
-შენს ადგილას ელენიკო რომ ყოფილიყო აქამდე,თითოეულ ბიჭთან გადაღებულ მილიონ ფოტოს ატვირთავდა.
-მითუმეტეს როდესაც ბიჭები თავიანთ სახლში გეპატიჟებიან
ჩაიბურტყუნა ლოგინიდან ახალწამომდგარმა ნინამ და მარიზე არანაკლებ "გალამაზებული" მაგიდასთა ჩამოჯდა.
-მომესმა თუ სიმართლეა ?
გაკვირვებულმა ვიკითხე და იმხელა ხმაზე წამოვიყვირე ,ახლოს მდგომი რამდენიმე ბავშვის ყურადღებაც მივიქციე.
-ვიღაც ქერა გადმოვიდა და გვითხრა რომ მოხარულები იქნებოდნენ თუ ჩვენც შევუერთდებოდით მათ " წვვეულებას"
განმიმარტა ნინამ და მარის საგულდაგულოდ მომზადებული ყავა ხელიდან ააცალა.
-მაგ ვიღაც ქერას,გიორგი ქვია
უკმაყოფილო სახით შეუსწორა მარიამმა ,შემდეგ კი ზანტად წამდოგა და ნახევრადმძინარემ თავისთვის ახალი ჭიქა გადმოიღო.
-სამაგიეროდ ამან ისეთი უარით მოიშორა ,ბიჭი აქედან შეშინებული გაიქცა
მეგობრის გასაჯავრებლად დაამატა გოგონამ და მარის გაბრაზებული სახის დანახვისას სიცილი დაიწყო.
-ერთი წუთით
ჩავილაპარაკე როდესაც ჩემგან რამდენიმე მეტრის რადიუსში,სკოლის ავტოსადგომისკენ მიმავალი გაბრაზებული ახვლედიანი შევნიშნე და გოგონებს ვანიშნე რომ ცოტახნით გაჩუმებულიყვნენ.შემდეგ კი ისე რომ არც დავმშვიდობებივარ ტელეფონი გავთიშე,ძირს დაგდებულ ჩანთას ხელი დავავლე და გიორგის მიმართულებით სწრაფი ნაბიჯით გავეშურე.
-რა ჯანდაბა ხდება
ჩავილაპარაკე როდესაც შევნიშნე როგორ მიუახლოვდა გიორგი მედისონს,რომელსაც ზურგს ორი გოგონა უმაგრებდა,შემდეგ კი ფრთხილად მათთან ახლოს შეჩერებულ ერთ-ერთ მანქანას ამოვეფარე.
-აპირებ ამიხსნა რას ნიშნავს ეს ?
გამოსცრა ახვლედიანმა კბილებში და მობილური რომელიც მთელი ეს დრო ხელში ეჭირა მედისონის სახესთან ახლოს მიუტანა.გოგონამ ამრეზით შეხედა და შემდეგ გამარჯვებულის სახით მეგობრებს შეუტრიალდა.
-აღარასდროს მიუახლოვე და მისით მანიპულირება არ გაბედო,სალომე არაა პაიკი თამაშში რომელიც მე და შენ გვეხება,ის საერთოდ არავინაა და ნუ გარევ ალიაქოთში რომელიც ყოველთვის თან გსდევს,თორემ გეფიცები დავივიწყებ ყველაფერს რაც მთელი 12 წლის მანძილზე ერთად გამოვიარეთ.
გიორგისგან მსგავსი ტონით წარმოთქმული სიტყვები არასდროს მომესმინა,ავტოსადგომის შუა გულში ვხედავდი ბიჭს რომელიც საერთოდ არ შეესაბამებოდა იმ მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანს რომელიც ამერიკაში ჩამოსვლისას კაფეში გავიცანი.რაღაცას მისი ხასიათის ასეთ ცვლილება გამოეწვია და ეს რაღაც აშკარა იყო რომ ჩემთანაც კავშირში იყო.
-როგორც ჩანს უკვე ყველაფერი გაიგე
ჩაილაპარაკა ნაცნობი,ღრმა ხმის პატრონმა ჩემს ზურგსუკან და მოულოდნელობის გამო,ჩაფიქრებული ოდნავ შევშინდი კიდეც.
-ვერაფერს ვხვდები
შევუტრიალდი ალექსს და საგონებელში ჩავარდნილმა ამოვიხვნეშე.
-აი იმ ორი გოგოს დამსახურებით მედისონს ზურგს რომ უმაგრებენ კიდევ ერთხელ მოხვდი სკოლის ჭორების სათავეში
სიცილით ისე ჩაილაპარაკა როგორც ჩანს ასეთ რაღაცეებს სერიოზულად არ უდგებოდა.შეშფოთებულმა კარტერს ხელებიდან ტელეფონი გამოვგლიჯე და სტატიას თვალი სწრაფად გადავავლე.
"კალათბურთის გუნდის კაპიტანმა,ახალ გოგოს იმედები სხვებივით გაუცრუა"
დიდი ასოებით ეწერა ფოტოს თავზე ,რომელზეც კინოთეატრის კედელზე მიყუდებული,სახეწაშლილი გოგო იყო გამოსახული.
-გამომართვი!
ბრაზმორეულმა ტელეფონი ხელებში მივაჩაჩე კარტერს და გოგოებისკენ დავიძარი,რომლებიც მიუხედავად იმისა რომ ახვლედიანი წასულიყო ძველ ადგილას იდგნენ და ტელეფონს მხიარული სახეებით ჩასჩერებოდნენ.
-გაჩერდი!
დამიყვირა ბიჭმა და შესაჩერებლად მარჯვენა ხელის მკლავზე ჩამეჭიდა.
-შენ რა მართლა აპირებ მათ ამაზე პასუხი მოთხოვო ?
სიცილით იკითხა და ჯერ მე,ხოლო შემდეგ კი მედისონი შეათვალიერა.
-სერიოზულად ?
ვკითხე მისი რეაქციით გაკვირვებულმა და თვალები მოვჭუტე.როდესაც მისგან პასუხი ვერ მოვსიმინე გადავწყვიტე დაწყებული საქმე დამესრულებინა და მათი მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი ისევ გადავდგი თუმცა მოულოდნელად ვიღაცის ძლიერი ხელები მუცელზე ისევ შემეხო და ფეხებქვეშ მიწაგამომეცალა.
-ალექს გამიშვი !
ვუყვირე ბიჭს და მისი ხელებიდან განთავისუფლება ვცადე.
-გაჩუმდი
მშვიდად ჩაილაპარაკა და ავტოსადგომის ბოლოსკენ ჩემი წაყვანა განაგრძო.
-შენ რა გინდა კიდევ ერთი სტატია მოგვიძღვნან იმ სულელურ ჯგუფში ?
-რატომ გადარდებს "სულელური ჯგუფი"
მკვეთრად წარმოთქვა ბოლო სიტყვები და ხელი მხოლოდ მაშინ გამიშვა როდესაც დარწმუნდა რომ გოგონებისგან საკმაოდ შორს ვიყავით.
-უარესი მოხდება თუ რომელიმეს პასუხს მოსთხოვ მსგავსი საქციელისთვის
მშვიდად ჩაილაპარაკა და თვალებში ისე შემომხედა თითქოს მსგავი საქციელით ჩემს დარწმუნებას უფრო მეტად შეძლებდა.
-მისმინე,მედისონი შესაძლოა დღეს ჯორჯს(გიორგი) ეჩხუბა ,მაგრამ ყოველთვის ეყოლება მეგობრები რომლები ზურგს გაუმაგრებენ და ადამიანების რომლებიც ახლა სკოლის სხვა მხარეს ელოდებიან რადგან ჩხუბის ამბავი დეტალურად გამოიკითხონ,ვინ იცის იქნებ ხვალ ახვლედიანი ისევ დაუბრუნდეს ხალხს რომელთანაც რამდენიმეწლიანი ურთიერთონა აკავშირებს ,ამგრამ შენ ამ შემთხვევაში არაფერი დაგრჩება,გჭირდება ვიღაც ვინც დედამიწის მეორე ნახევასფეროში კი არა შენს გვერდით იქნება,ნამდვილი მეგობრები გჭირდება და ვფიქრობ რომ ამისთვის საჭიროა მხარდაჭერთა გუნდის შემოთავაზებას დასთანხმდე.
-და შენ ? ვინ გყავს შენ იმისთვის რომ გვერდში დაგიდგეს.
ვკითხე და პასუხის მოლოდინში კმაყოფილმა ავხედე.
-მე არ მჭირდება ადამიანი ვის კალთაზეც თავს დავდებ და ვიტირებ როდესავ ბიჭები იმედებს გამიცრუებენ
ირონიულად ჩაილაპარაკა და გამარჯვების ნიშნად თვალი ჩამიკრა.
***
-გამიხარდა რომ ჩვენს შემოთავაზებას დათანხმდი
სიხარულით ჩაილაპარაკა იზაბელამ ,რომლისთვისაც მოლის ჩემი პატრონომა დაევალებინა და მხარდამჭერთა გუნდის ფორმა გამომიწოდა.
-ვიფიქრე რომ მეგობრების შეძენის საუკეთესო გზა იქნებოდა
ვუპასუხე და კი გამოცვლას შევუდექი.
-დღეს რამდენიმე მარტივ მოძრაობას გაჩვენებ ჩვენი ცეკვიდან,შევხედავ რა შეგიძლია,ხვალიდან კი ვარჯიშებს ჩვენთან ერთად დაესწრები,ფორმას რაც შეეხება დღეს ჩემი მოცემული სკოლის ფორმა ჩაიცვი,შეეგუები და ტანზე მოირგებ ჩვეულებრივ ვარჯიშებზე კი უბრალოდ სპორტული ტანსაცმელი ატარე,ისეთი რამ რაც შენთვის მოსახერხებელი იქნება.
ისე სწრაფად და გამართულად ჩამომიყალიბა საჭირო ინფორმაცია ,რომ მივხვდი ჯგუფისთვის ახალი წევრის გაწვრთნა პირველად არ უხდებოდა და შესაძლოა ეს მის მოვალეობაშიც შედიოდა,მიუხედავად იმისა რომ გუნდის კაპიტანი მოლი იყო.
-როგორ ახერხებენ ბიჭები კალათბურთის თამაშს მაშინ როცა გოგოენები ასეთი მოკლე კაბებით მათ თვალწინ უცნაურ მოძრაობებს ასრულებთ.
სიცილით ვიკითხე და მოკლე კაბის ჩამოქაჩვა უშედეგოდ ვცადე.
-ისე ჟღერს თითქოს აქამდე არასდროს...
-არასდროს,არსად მინახავს გუნდის გამოსვლა ტელეეკრანის გარდა,ჩემს ქვეყანაში მსგავს რამ არ არის მიღებული.
იზაბელამ წარბები აქაჩა და გაკვირვების ნიშნად ქვედა ტუჩიც გადმოაბრუნა.შემდეგ კი გუნდის ფორმაში გამოწყობილი კიდევ ერთხელ შემათვალიერა და დარბაზის კარებისკენ გამიძღვა.
-ვიფიქრე მხოლოდ გოგონები ვიქნებოდით
კალათბურთელებით გადატვირთულ დარბაზსს თვალი მოვავლე,უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე და მოკლე ზედა,რომელიც ჩემი ტანის ნახევარს ფარავდა რაც შემეძლო ვევით ჩამოვწიე.
-შეეჩვევი
სიცილით მითხრა და შემდეგ მზერა ოთახის ბოლოში მდგარ მოლიზე გადაიტანა,რომელიც მთელი ეს დრო ლოგანს ისე ემშვიდობებოდა თითქოს მასთან გამომეშვიდობება მთელი საუკუნით უწევდა.
-როგორც ვიცი ადრე ტანმოვარჯიშე იყავი,ასე რომ შედარებით რთული ილეთით დავიწყებ და შეეცადე გაიმეორო.
სავარჯიშოდ თავისუფალი ადგილი მონახა და მობილურში დაბალ ხმაზე ჩართულ მუსიკაზე მოძრაობების ახსნა დაიწყო.
-------
ბავშვები ვისაც არ გეზარევათ გთხოვთ თქვენი აზრი დააფიქსირეთ <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 937 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar