ცხოვრების ილუზია (თავი8)
20.07.2017, 12:23
თავი 8
-კარგად ხარ ?
შეშინებული მომვარდა იზაბელა,როდესაც ერთ-ერთი საკმაოდ რთული მოძრაობის შესრულებისას უხერხულად დავეცი და ფეხი ვიტკინე.
-სერიოზული არაფერია
რაც შემეძლო მშივდად ჩავილაპარაკე და ვცადე ტკივილი სახეზე არ შემტყობოდა,რადგან ისედაც შეშინებულ გოგონას ეს კიდევ უფრო მეტად ააფორიაქებდა.
-უკეთესი იქნება თუ სკოლის ექიმს ვაჩვენებთ
თქვა და ჩემს ფეხს ისეთი სახით მიაჩერდა ,თითქოს ამპუტაცისს გაკეთება უწევდა.
-ლოგან!
თამამად დაუძახა მოედანზე ბურთის თამაშით გართულ ბიჭს,რომელსაც როგორც ჩანს მოლის გარეშეც საკმაოდ კარგად იცნობდა და ხელის მოძრაობით თავისთან იხმო.
-საჭირო არაა
უშედეგოდ ვცადე იზის შეჩერება და იატაკზე წამომდჯარმა ჩვენს გარშემო ,რამდენიმე წამში ლოგანთან ერთად მოგრობილი ბიჭების ჯგუფს შერცხვენილმა ავხედე.
-დამეხმარეთ რომ ექიმის კაბინეტამდე მივიყვანო
ისე შესჩივლა ბიჭებს ,თითქოს სასიკვდილოდ განწირული ძირს უგონოდ ვიწექი და თავად არ შემეძლო გადაწყვეტილების მიღება.
-მიმიშვით
გზა გადაუჭრა ლოგანმა ,რომელიც მთელი ეს დრო ზურგს უკან ედგა და ჩემკენ გადმოიხარა.
-თავადაც შევძლებ
ვცადე მსგავსი ფრაზით ჩემთვის ასე თუ ისე უცნობი ბიჭი შემეჩერებინა,თუმცა სანამ წინადადებას დავასრულებდი ხელში სწრაფად ამიტაცა.
-ძალას თუ დაატან შეიძლება უარესი მოხდეს
ჩაილაპარაკა და როდესაც დარწმუნდა რომ ძლიერად ვეჭირე,დარბაზის გასასვლელისკენ თამამად დაიძრა,დავინახე როგორ მოგვყვებოდნენ კალათბურთელთა მთელი არმია ,რომელებიც უკვე რამდენიმე დღეა ახვლედიანის გარეშე ჩნდებოდნენ და ახლა გაფითრებულ გოგონას ზურგს უმაგრებდნენ.სკოლის ჰოლში გასულები მაშინვე ათობით ბავშვის ყურადღების ცენტრში აღმოვჩნდით და წამით,დაზარალებულიც კი იმაზე ფიქრმა შემიპყრო ახლა რა იარლიყის მომაგრებას ეცდებოდნენ ჩვენი ცხოვრებისთვის,
-მის დალას
კაბინეტის კარებს მხრებით მიაწვა და შიგნით ისეთი სისწრაფით შემიყვანა თითქოს ხელში მომაკვდავი ადამიანი ეჭირა.
-ლოგან?! რა ხდება
ჟურნალი გვერდით გადადო შუა ხნის ქალმა და ჩვენი დანახვისას სკამიდან სწრაფად წამოდგა.
-ცეკვისას ცუდად დაეცა და მარჯვენა ფეხი იტკინა
სწრაფად აუხსნა ბიჭმა და ხმის ამოღება არ დამაცადა,შემდეგ კი ექიმის მითითებით პაციენტებისთვის განკუთვნილ გასასინჯ ტახტზე ფრთხილად დამაწვინა.
-ზედმეტი ხალხი ნუ შემოხვალთ
კარებში შეაჩერა ქალმა შეშინებული იზაბელა,რომელიც ჯერ კიდევ ცდილობდა სუნთქვა დაერეგულირებინა და ლოგანს ანიშნა ოთახი ჩაეკეტა.
-ვფიქრობ უბრალოდ იღრძეთ
ჩაილაპარაკა, როდესაც ფეხსაცმელი გავიხადე და ხელით რამდენიმე ადგილას ტერფს ფრთხილად შეეხო,შემდეგ კი თავის ნათქვამში დარწმუნებული ხესაწყოების კარადისკენ დაიძრა.
-მადლობა
მივუტრიალდი ჩემს თავთან ჩამომდგარ ბიჭს ,სანამ მისის დალასი რაღაცას გამალებით ეძებდა.
-უცნაური აქცენტი გაქვს,მოლიმ რამდენჯერმე გახსენა,მითხრა რომ საკმაოდ შორიდან გადმოხვედი.
-საქართველოდან,ეს ქვეყანა ევროპის და აზიის გასაყარზე მდებარეობს
შევეცადე რაც შემეძლო მარტივად ამეხსნა ბიჭისთვის ჩემი ქვეყნის ადგილმდებარეობა ,რადგან მასაც სხვა ბავშვებივით ამერიკის შტატში არ არეოდა.
-მსმენია,ჩვენი გუნდის ერთ-ერთი წევრიც მგონი წარმოშობით მაიდანაა
რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ მიპასუხა ლოგანმა და ახვლედიანზე მიმანიშნა.მისის დალასი, რომელსაც საჭირო ნივთები უკვე ეპოვნა ,ჩემს ფეხებთან ჩამომჯდარიყო და კოჭს ფრთხილად მიხვევდა.
-შეიძლება რაღაც გკითხო ?
ჩაფიქრებულმა გამბედაობა მოვიკრიბე და ბიჭს მივუბრუნდი რომელიც ექიმის საქმის ყურებით გართულიყო.
-რათქმაუნდა
უმალ მიპასუხა და ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
-რატომ არ ესწრებოდა ახვლედიანი ვარჯიშს?
-არ აქვს უფლება ითამაშოს სანამ მათემატიკის ნიშანს არ გამოასწორებს
პასუხით გაკირვებულმა და ოდნავ ჩაფიქრებულმაც მზერა მის დალასზე გადავიტანე ,რომელსაც შეხვევა დაესრულებინა და თავის ნამუშევარს გამარჯვებულის სახით ისე ათვალიერებდა თითქოს ამ ქვეყნად ყველაზე რთული მისია შეესრულებინა და თავის საქმით კაცობრიობა გადაერჩინა.
-კარგი იქნება თუ რამდენიმე დღით მოძრაობისგან თავს შეიკავებ და ფეხს არ დატვირთავ
მომიბრუნდა როდესაც დარწმუნდა რომ ყველაფერი სწორად გააკეთა და ხელზე გაკეთებული ნიშნობის ბეჭდის წვალება განაგრძო.
-შეგიძლიათ წახვიდეთ
დაამატა მოგვიანებით და თავისი მაგიდისკენ დაიძრა.როდესაც ფეხზე წამოვდექი და გავლა ვცადე ,ლოგანი სიარულში დასახმარებლად მაშინვე ნაღრძობი ფეხის მხარეს ამომიდგა და საშუალება მომცა მის ხელს დავყრდნობოდი,რადგან ფეხი ზედმეტად არ დამეტვირთა.მადლიერმა ბიჭს ღიმილით ავხედე და შემდეგ მის მიერ გაღებულ კარებში ფრთხილად გავედი.
-ამდენხანს რას აკეთებდით
იკითხა მოლიმ და მაშინვე ჩვენკენ დაიძრა.გოგონას როგორც ჩანს უკვე შეეტყო ჩემი ამბავი და მთელი ეს დრო გარეთ იცდიდა.
-მზის ჩასვლით ვტკბებოდით
სიცილით ვუპასუხე და ყურადღება იზაბელასა და კედელთან აყუდებულ კალათბურთელებზე გადავიტანე,ხოლო როდესაც ცალი თვალი ლოგანის მხარზე მიყუდებული მოლისკენ გავაპარე მივხვდი რომ ჩემი ხუმრობა მისთვის სასაცილოდ სულაც არ ჟღერდა .
-როგორ იქნა მისტერ გრეის თავი დავაღწიე
ქოშინით შემოვარდა ახვლედიანი ,რომლის ნათქვამიდანაც მივხვდი რომ მთელი ეს დრო დირექტორის კაბინეტში იცდიდა და აფორიაქებულმა თავიდან ფეხებამდე შემათვალიერა.
-კარგად ხარ ? როგორც კი ბიჭებმა შეტყობინება გამომიგზავნეს მაშინვე ვცადე გამოვსულიყავი
მომიახლოვდა გიორგი და ყურადღება შეხვეულ ტერფზე გადაიტანა.
-სერიოზული არაფერია
უმნიშვნელოდ ჩავიჩურჩულე და ფეხზე დავიხედე.
-მადლობა ბავშვებო
ჩაილაპარაკა ახვლედიანმა,მადლიერების ნიშნად ლოგანს გადაეხვია და ხელი მხარზე რამდენჯერმე დაუტყაპუნა,შემდეგ კი ხელში დაჭერილი ჩემი ცალი ფეხსაცმელი გამოართვა.
-სახლში წაგიყვან
მომიბრუნდა გიორგი.როდესაც თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ნაბიჯის გადასადგმელად მოვემზადე,ფეხებქვეშ მიწა გამომეცალა და მის ხელებში აღმოვჩნდი.
-არამგონია მანქანამდე მისვლა კუს ნაბიჯებით მოგეხერხებინა
სიცილით ჩაილაპარაკა ჩემს ყურთან ,შემდეგ ბავშვებს დამშვიდობების ნიშნად თავი დაუქნია და ჰოლს ისე თავისუფლად გაუყვა თითქოს ხელში მე კი არა მხოლოდ ჩემი ფეხსაცმელი სჭეროდა.
***
-რატომ არ მიკვირს !
ირონიულად ჩაილაპარაკა მარიამმა როდესაც ჩემი ფეხის შესახებ მოვუყევი და სამზარეულოში მოფუსფუსე ნინას ალმაცერად გახედა.
-მათემათიკა კი არა ,ახვლედიანი სულ კლასშიც რომ ჩატოვონ მაინც ვიტყვი რომ შესანიშნავი ადამიანია.
რამდენიმე წუთიანი დუმილის შემდეგ,როდესაც მეგობრის საქმიანობიდან აზრი ვერ გამოიტანა მომიბრუნდა და ჩემთან საუბარი განაგრძო.
-ნეტავ ვიცოდე რაში სჭრდება ამდენი ჯამი
ჩაიდუდღუნა და უნარების წიგნში,დავალების ძებნას შეუდგა.
-ჩემზე ჩურჩულს გირჩევნია შენი დილანდელი ამბები მოყვე.
ამაყად გამოსძახა ნინამ და ჯერ კიდევ ცხელი კექსი,ფორმიდან თეფშზე ფრთხილად გადაიტანა.
-რამდენიმე წუთში ელენიკოც მოვა,გადაწყვიტე უქმეების ბოლო დღე წყნეთში ჩვენთან ერთად გაატაროს
საუბარი ისე განაგრძო მარიამმა ,აშკარა იყო მეგობრის სიტყვებზე გამოხმაურებას არ აპირებდა და ერთ-ერთ გვერდს წიგნში ინტერესიანი სახით ისე ჩააჩერდა თითქოს ამქვეყნად მისთვის ყველაზე საშინელ საგანთან არ უწევდა შეხება.
-მარიამ!
მკაცრი ტონით წარმოვთქვი მისი სახელი,რაც უკვე იმას ნიშნავდა რომ ასე მარტივად ვერ შეძლებდა თემისთვის თავის არიდებას.
-დილას,ცხრა საათზე აღმოაჩინა რომ ყავა გათავდა და მაშინვე ქუჩის პატარა მაღაზიისკენ გაემართა.
სალათის ფურცლების დაჭრას თავი მიანება ნინამ და იმ ამბის მოყოლა დაიწყო ,რომლისთვისაც ჩვენი მეგობარი გვერდის ავლას ცდილობდა.
-როდესაც მიდიოდა ,გზაში ის მწვანეთვალება ბიჭი შეხვდა,წუხელ აქედან უარით რომ გაისტუმრა.
-მწვანეთვალება ბიჭი კი არა გიორგი
დღეს უკვე მეორედ შეუსწორა მარიამმა სახელი და დაღვრემილი სახით დავალების წერა განაგრძო.
-იმ ბიჭმა ბოდიში მოუხადა და უთხრა რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდებოდა ,რადგან დღეს სტუმრების ნახევარი წყნეთიდან თბილისში ბრუნდებოდა,შემდეგ კი დაამატა რომ გადაწყვეტილი ქონდა დანაშაულის გამოსასყიდად ვახშამზე დავეპატიჟებინეთ.
-ნება მომეცი გამოვიცნო,ჩვენმა "სერიოზულმა" დაქალმა ,მწვანეთვალება ისევ დააფრთხო
სიცილთ ჩავილაპარაკე და მარის გასაბრაზებლად ,ბიჭის სახელის მაგივრად "მწვანეთვალება" რაც შემეძლო მკვეთრად წარმოვთქვი,რაზეც ჩემმა მეგობარმა სინანულის ნიშნად თავი გააქნია და წიგნიდან ამოხედვაც კი არ იკადრა.
-არა,ამჯერად უთხრა რომ შემოთავაზებაზე იფიქრებდა
მარის საქციელით ჯერ კიდევ გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა ნინამ და თვალი სიცილით ჩამიკრა
-დილანდელი თქვენი შეხვედრა აშკარად ბედისწერის ამბავია
რაც შემეძლო ხმამაღლა ვიყვირე და მეგობარს საპასუხოდ თვალი მეც ჩავუკარი.
-ბედიწერას ნუ ეძახით იმას,რასაც მაგის მთვრალი ძმაკაცებისთვის ბორჯომის და მჟავე კიტრის მიტანა ქვია
კვლავ სერიოზული ხმით გაგვცა პასუხი გოგონამ ,შემდეგ ფეხზე წამოდგა და მაცივარში ფორთოხლის წვენის ძებნას შეუდგა.
-მეჩვენება თუ მეზობელი სახლის აივანზე ზედმეტად ცხელა
მხრიალურად შემოიჭრა თბილისიდან ჩამოსული ელენე სახლში და ყველანაირი მისალმებისა და შეძახილის გარეშე ,პირდაპირ სიმპათიური მეზობლების ამბის გარჩევას შეუდგა.
-იქნებ მე მაინც მომსალმებოდი
დავიძახე ლოგინზე წამოწოლილმა და მობილურის ეკრანზე რამდენჯერმე დავაკაკუნე.
-გამარჯობა ორლეანელო გოგონავ
ჩემი ხმის გაგონებისას მარის ლეპტოპისკენ შეტრიალდა ელენიკო და მისალმების ნიშნად ხელი დამიქნია.
-მარიამ !
შემდეგ მაცივარში შემძვრალ გოგონას დაუძახა და ჩანთიდან ამოღებული ფორთოხლის წვენი ჰაერში რამდენჯერმე დაატრიალა.
-მადლობა ღმერთს
ისე ხმით აღმოხდა გოგონას თითქოს ამ წვენის გარეშე რამდენიმე წუთში სიცოცხლეს გამოეთხოვებოდა და მეგობარს ხელიდან გამოგლიჯა.
***
-ღვიძავს,შემოდი!
საძინებლის კარები ფრთხილად შემოხსნა ირმამ,შემდეგ კი ვიღაცას მსგავსი სიტყვებით მიუბრუნდა.გაკვირვებულმა წიგნი ლოგინის გვერდით მდგარ ტუმბოზე გადავდე და ოდნავ წამოვჯექი.
-ლოგან ?!
განცვიფრებულმა ჩავილაპარაკე,როდესაც ოთახში შემოსული ბიჭი შევათვალიერე.
-შენი შეწუხება არ მინდოდა.მოსვლას იზაბელა,მოლი და ოლივია აპირებდნენ მაგრამ მოგვიანებით თქვეს რომ სკოლის პროექტთან დაკავშირებული რაღაც საქმე გამოუჩნდათ და იზიმ მთხოვა გასახდელში დარჩენილი შენი ნივთები მომეტანა
უხერხულად ჩაილაპარაკა ბიჭმა და სკოლის ზურგჩანთა ჩემს ქურთუკთან და დაკეცილ ტანსაცმელთან ერთად პატარა სავარძელზე ფრთხილად დაალაგა.
-თან მაინტერესებდა ფეხი როგორ გაქვს
დაამატა მოგვიანებით და როდესაც ხელით ვანიშნა რომ ლოგინზე ჩამომჯდარიყო,უარის ნიშნად თავი გააქნია.შემდეგ მობილურს რომელიც მისი შემოსვლის წუთიდან რეკვას არ წყვეტდა უპასუხა და სახეზე გამომეტყველება მაშინვე შეეცვალა.
-მოლი,რამდენიმე წუთის წინ ხომ მოგწერე რომ შემაგვიანდებოდა,იზიმ მთხოვა რომ სალომესთვის ტანსაცმელი და ზურგჩანთა მომეტანა.
ისე თბილად უპასუხა,დარწმუნებული ვარ გაბრაზებული მოლი მაშინვე გააჩუმა და რამდენიმე წუთში მობილურიც გათიშა.
-ძალიან მინდა შენთან საუბარი მაგრამ სამწუხაროდ მეჩქარება
ჩაილაპარაკა როდესაც ტელეფონი ჯიბეში ჩააბრუნა და თავაზიანობის ნიშნად ოდნავ გამიღიმა.
-მადლობა რომ ასე შეწუხდი
ვუთხარი სანამ კარებს გაიხურავდა და ოთახს დატოვებდა .
მოწყენილობის გასაფანტად რომელიც ჩემში უმოქმედოდ წოლას გამოეწვია,სატენზე შეერთებული ტელეფონი გამოვაძრე და სოციალური ქსელის მეშვეობით ნინასთან დავრეკე.თავიდან მეგობარმა ყურმილი დამიკიდა,რამდენიმე წუთში კი ტელეფონმა რეკვა დაიწყო.
-სად ხარ ?
ვიკითხე შეშფოთებულმა,რადგან აქამდე მსგავსი რამ არასდროს გაეკეთებინა და მის პასუხს დაველოდე.გოგონას ჯერ ისტერიკული სიცილი აუტყდა,შემდეგ საუბრის წამოწყება სცადა თუმცა თავის შეკავება ვერ შეძლო და რამდენიმე წუთში როდესაც დამშვიდდა და მიხვდა რომ ჩემთან საუბარს შეძლებდა ცოტა არ იყოს შეშინებული პასუხის ღირსი გამხადა.
-მარიამმა ვახშამზე წამოსვლა არ იკადრა,როგორც ყოველთვის ბევრი სამეცადინო ჰქონდა და კუჭი სტკიოდა,მე და ელენიკოს მოგვერიდა მწვანეთვალებასი რომელიც ჩვენს დასაპატიჟებლად ორჯერ გადმოვიდა და ჩემი გამომხცვარი კექსით ვესტუმრეთ.4-5 ფეხბურთელი დაგვხვდა ,რამდენიმე მათგანს შეყვარებულიც თან ახლდა.ვახშმის შემდეგ უკანა ეზოში ვისხედით,ლუდს ვსვავდით და თან ბიჭების მოყოლილ სასაცილო ისტორიებს ვისმენდით,როდესაც ქერამ კიდევ ერთხელ გვთხოვა რომ ჩვენი მეგობრისთვისაც გვეთხოვა გადმოსულიყო,რადგან მართლა კარგად ვერთობოდით და კოცონის დანთებასაც აპირებდნენ.ერთ-ერთის შეყვარებულმა მე და ელენიკოს იდეა მოგვაწოდა რომ ჩვენი უკარება მეგობრისთვის და მასპინძელი მწვანეთვალება ბიჭისთვის რამე გაგვეჩალიჩებინა.როდესაც გეგმა დანარჩენებსაც გავუზიარეთ მის განხორციელებას შევუდექით,პირველ რიგში მარიამს დავურეკე და ვუთხარი რომ გარეთ ნოემბრის კვალობაზეც კი საკმაოდ გრილოდა და თუ შეძლებდა სხვენში ჩემთვის დედამისის თბილი ტანსაცმელი მოენახა,როდესაც სხვენის ფანჯრები განათდა და დავრწმუნდი რომ ჩვენი მეგობარი თხოვნის შესრულებას იწყებდა,ჩვენს ქერა პრინცს ვთხოვე რომ სხვენში დარჩენილი შუქის ჩასაქრობად გამომყოლოდა,იმიტომ რომ ქუჩის ძაღლების გადამკიდეს მარტო სიარულის მეშინოდა და თან მარიამსაც უკვე დიდიხანია ეძინა.ასე მოტყუებით ავიყვანე სხვენამდე და რადგან მე სიბნელის შიში მქონდა წინ ის მიძღვებოდა,შემდეგ ვუთხარი რომ ნახევრად მოხურულ კარში შესულიყო და შუქის ჩასაქრობს მარჯვენა კედელზე კარადებთან მიაგნებდა.როდესაც ჩემი თხოვნა შეასრულა და ოთახში შევიდა,მანამ სანამ ის და მარი ერთმანეთს შეამჩნევდნენ კარები სწრაფად მოვხურე და გარედან გასაღებიც გადავატრიალე.
აფორიაქებულმა მთელი ეს ისტორია საკმაოდ სწრაფად მომიყვა და დადებითი ემოციების ჩემთვის გადმოდებაც მოახერხა.
-ახლა ?
მათი გეგმით აღფრთოვანებულმა წამოვიყვირე.
-მთავარი სწორედაც რომ ეს ნაწილია,დაახლოებით ნახევარი საათია ოთახში არიან გამოკეტილები,სხვენის ჩამრთველი კი კარგად იცი რომ კალიდორშია დაყენებული და ელენიკომ ისინი საბოლოოდ გასწირა როდესაც ახლახანს შუქიც ჩაუქროთ.
-როდემდე აპირებთ მასე გამოკეტვას
-ახლა უკვე ღამის ორი საათია,ხუთი-ექვსისკენ მზე ამოვა და გათენდება,ცოტახანი მოუწევთ სიბნელეში ყურყუტი
ნინას მაგივრად ელენიკომ ჩაილაპარაკა და წინადადების ბოლოს ბოროტულად გადაიკისკისა.
-ისე დაქალებმა გიორგის მეტი სახელი არ იცით ?
დაამატა მოგვიანებით და ამით ელენემ ჩემი და ახვლედიანის ურთიერთობას გაუსვა ხაზი.
***(აწმყო)
-მარტო დამტოვეთ !
მარის ხმა კაცის გაბრაზებულმა ხმამ გადაფარა და წამით სიჩუმე ჩამოვარდა.
-ლუკა
ჩავიჩურჩულე მისი სახელი და ჩემს წინ მდგარ ადამიანს ავხედე.კვარაცხელია ჩემს წინ ჩაიმუხლა და ლოყაზე ჩამოსული ცრემლი ცერა თითით ნაზად მომაშორა.სხეული ერთიანად მიცახცახებდა და ამ დგმომარეობაში მისთვის თვალებში შესახედად ძალა არ მყოფნიდა.
-როგორ გაიგე
ჩავიჩურჩულე და ჩემი სახიდან ხელი ფრთხილად გავაწევინე.
-ელენემ დამირეკა
-მასაც სცოდნია
ცივად ვთქვი და ლუკასთვის თვალის ასარიდელად ოთახის სხვა მხარეს გავიხედე.
-მეგონა შენთვის უბრალო ,სკოლისდროინდელი მეგობარი იყო
რამდენიმე წუთის შემდეგ მძიმედ თქვა და გვერდით მომიჯდა.
-ალბათ ყველაფერი თავის დროზე უნდა მეთქვა
ვუპასუხე და ვცადე მის ხელს შევხებოდი,რომელიც ჩვენს შორის დივანზე ჩამოედო და მთლიანად დასჭიმვოდა.
-გისმენ!
მკაცრად წარმოთქვა და როდესაც შევეხე ხელი ძლიერად მომიჭირა.თუმცა იმწამსვე ვინანე რომ მასთან მიახლოება გადავწყვიტე,ადამიანი რომელიც წესით ჩემითვის ყველაზე ძვირფასი უნდა ყოფილიყო ახლა სიცარიელეს გარდა არაფერთან ასოცირდებოდა,თითქოს მის თბილ ხელებს არ შეეძლო ჩემი გაყინული სხეულის ტემპერატურის შეცვლა,თითქოს იყო რაღაც ბარიერი რომელიც უფლებას არ აძლევდა მის თითეულ გრძნობას ჩემამდე მოეღწია.
-ყველაფერი დაახლოებით იმ პერიოდს ეხება ,როდესაც ამერიკაში წასულმა ,კინოთეატრის დარბაზში შენგან შეტყობინება მივიღე,სადაც მეუბნებოდი რომ ჩემთან პირისპირ საუბარი გსურდა,იმ ღამეს ფარდა ბევრ რამეს აეხადა თუმცა ყველაფრის დეტალურად გააზრება მოგვიანებით შევძელი,რამდენიმე დღეში კი როდესაც ჩემს ცხოვრებაში ლოგანიც გამოჩნდა,მოლის საშუალებით ყველაფერი აირია და ვფიქრობ მთელი ჩემი ისტორიაც იმ დღიდან დაიწყო.
როგორც იქნა საუბრის წამოწყება შევძელი და ვცადე გაფანტული წინადადებებით და არეული აზრებით კვარაცხელიასთვის წარსული დეტალურად მეჩვენებინა. მზად ვიყავი საკუთარი სულის ის მხარე დამენახებინა რომელსაც 5 წლის მანძილზე უშედეგოდ ვმალავდი.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 963 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar