ცხოვრების ილუზია (თავი9)
26.07.2017, 15:53
თავი 9
***(წარსული)
-ლოგან ?
აღმომხდა გაოცებულს როდესაც ჩემს ნომერზე შემოსულ უცხო ზარს ვუპასუხე და მოსაუბრის ხმა მეცნო.
-იზაბელამ შენი ნომერი მომცა,მინდოდა გამეგო ფეხი როგორ გაქვს
მისთვის დამახასიათებელი მშვიდი ხმით ჩაილაპარაკა ბიჭმა და არ ვიცი რატომ მაგრამ ცოტა არ იყოს დაბნეული მეჩვენა
-გუშინდელზე ბევრად უკეთ გამოიყურება
სიცილით ვუპასუხე და ლოგინზე წამოწოლილმა ,შესიებულ ტერფს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე.
-ვიფიქრე საღამოს თუ გეცლებოდა იზისთან ერთად გესტუმრებოდი
რამდენიმეწამიანი ჩუმად ყოფნის შემდეგ ხმა ამოიღო და ჩემთვის თავის გეგმის გამხელა მოახერხა,თუმცა მასთან საუბარისას ყველაზე მეტად მხოლოდ და მხოლოდ ერთმა ფაქტმა დამაფიქრა,მიუხედავად იმისა რომ წესით მოლი უნდა ყოფილიყო გოგო,რომელთანაც ყველაზე ახლოს იქნებოდა, ჩემთან დასაკავშირებელ ნომერსაც კი იმ ადამიანს სთხოვდა რომელსაც მეც მხოლოდ 2 დღეა ვიცნობდი,გარდა ამისა სტუმრების ჩამონათვალში არც თავისი შეყვარებულის და არც ოლივიას შესახებ ეთქვა რაიმე.
-რათქმაუნდა,არამგონია ასეთ მდგომარეობაში სადმე გასვლა მოვახერხო
რაც შემეძლო თბილად ვუპასუხე და ვცადე მაქსიმალურად ბუნებრივი ვყოფილიყავი,როგორც ჩანს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ როდესაც სოციალურ ქსელში მარიამის ზარი შემოვიდა,ლოგანს სწრაფად დავემშვიდობე და მეგობარს აფორიაქებულმა ვუპასუხე.
-ალბათ გუშინდელის შესახებ უკვე გაიგე
საუბარი ყველანარი მისალმების და მოკითხვის გარეშე დაიწყო და ჯერ კიდებ ძილბურანში მყოფმა თვალები მოისრისა.
-მე მხოლოდ ის მაინტერესებს რა მოხდა სხვენში გასულ ღამეს
ვუპასუხე და წარბები ეშმაკურად ავათამაშე.
-ოოო
ისე აღმოხდა მეგობარს თითქოს ახალგაღვიძებულს სპეციალურად მაგ ამბების გამო არ დაერეკა.
-იმედი მაქვს ცხრა თვეში საქართველოში ბავშის მოსანათლად არ გამოვფრინდები.
-თუ რამეა გირჩევ ეხლავე მითხრა რადგან ზაფხულში ბილეთები ძვირი ეღირება და კაბის საყიდლად ფული აღარ დამრჩება
-გეყოს !
გაბრაზებულმა დამიყვირა გოგონამ.როდესაც მივხვდი რომ საწადელს მივაღწიე და მარის გაბრაზება დილიდანვე მოვახერხე კმაყოფილმა გადავიკისკისე და ქორწილისთვის შესაფერისი მელოდიის ღიღინი დავიწყე.
-გაინტერესებს თუ არა ?!
ჩაიდუდღუნა და ლოგინიდან ბარბაცით წამოდგა.
-ჩუმად ვარ ! ოხონდ შემპირდი რომ თუ რამე უხერხული მომენტი იქნება დეტალებში არ მომიყვები
-სალომე!
ისეთი ხმით წარმოთქვა ჩემი სახელი რომ მივხვდი დრო იყო მართლა გავჩერებლიყავი და ჯერ კიდევ ემოციების ქვეშ მყოფი მარიამისთვის გასული დღის ამბების მოყოლა დამეცადა.
-კარადაში თბილ ტანსაცმელს ვეძებდი ,როდესაც ფეხის ხმა გავიგონე,თავიდან სანამ თავს გამოვყოფდი ვიფიქრე რომ ნინა იქნებოდა, რომელიც ტანსაცმლის გამო სახლში ამოვიდოდა ,მაგრამ როდესაც ჩახველების ხმა გავიგონე მაშინვე მივხვდი რომ ვცდებოდი.საბოლოოდ კი ხელში თქვენი "მწვანეთვალება" შემრჩა,რომელიც ისეთი სახით მიყურებდა იფიქრებდით რომ ამ სახლში ჩემს გამოჩენას ყველაზე ნაკლებად ელოდა,შემდეგ კი როგორც იქნა მოახერხა და ამიხსნა რომ ნინამ შუქის ჩასაქრობად გამოგზავნა,წინადადების ბოლოს კი როდესაც უკან შეტრიალდა, რადგან ხელი ჩემი მეგობრისკენ გაეშვირა კარები მოხურული დახვდა.მაშინვე მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ იყო და პირველი რაც გავიფიქრე ეს საკეტის მოსინჯვა იყო,რადგან ჩემი ეჭვები გამეფანტა,თუმცა იმედები გამიცრუვდა და სანამ სახეწაშლილი და აფორიაქებული მისკენ შევტრიალდებოდი შუქიც ჩაგვიქრეს.
-შემდეგ?
ვიკითხე ცნობისმოყვარე ხმით, როდესაც გოგონამ პატარა პაუზა გააკეთა და მაცივრიდან გამოღებული ფორთოხლის წვენი ჭიქაში დაისხა.
-ჩემგან განსხვავებით ტელეფონი მაინც ჰქონდა თუმცა მეგობრები ზარზე შეგნებულად არ პასუხობდნენ.რათქმაუნდა მთელი ღამე ასე ჩუმად ვერ ვისხდებოდით და საუბრის წამოწყება მან სცადა,თავიდან უბრალოდ მკითხა რატომ არ გავყევი გოგონებს ვახშამზე,შემდეგ კი ნელ-ნელა საუბარი მეგობრებზე,გართობასა და ფილმებზე გადავიდა.უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ უბრალო პიროვნება ჩანს,ისე მესაუბრებოდა თითქოს ორი დღე კი არა მთელი ცხოვრებაა მიცნობდა,დილამდე სხვენში ატანილ ძველ დივანზე ვისხედით და ვსაუბრობდით,მაგრამ ის ნაწილი რის გამოც შენ დაგირეკეე ახლა იწყება,არ ვიცი ზუსტად რომელი საათი იყო,მაგრამ უკვე თენდებოდა,როდესაც სავარაუდოდ ჩამეძინა და მაშინ როდესაც ნელ-ნელა სიზმრებს სამყაროდან თავს ვაღწევდი და რეალობას ვუბრუნდებოდი ვიგრძენი რომ ჩემს ლოგინში ტანსაცმლიანი ვიწექი და ზემოდან საბანიც მეფარა.
-გინდა თქვა რომ მან ....?
შევყვირე გახარებულმა და წინადადებას სანამ დავასრულებდი ხელები პირზე ავიფარე.
-სანამ შენთან დავრეკავდი ნინა და ელენიკო ვიხმე ოთახში.გოგონებმა მითხრეს რომ სხვენის კარები სადღაც 8 საათისთვის გაგვიხსნეს,თქვენს "ქერა" ჯელტმენს კი უთქვამს რომ ახალი ჩაძინებული ვიყავი და ხელში აყვანილი საძინებლამდე ჩამოვუყვანივარ.
-მარიამ! ახლა ყველაზე მეტად მინდა რომ საქართველოში ვიყო
აფორიაქებულმა ვეღარ დავფარე გრძნობები და წამით ლოყაზე ცრემლიც ჩამომიგორდა.
-არამგონია შენთვის მანძილი პრობლემას წარმოადგენდეს იმისთვის რომ დღეიდან ყველა წინადადებაში ეს ბიჭი მიხსენო
უემოციოდ მიპასუხა თუმცა ,როდესაც დარწმუნებული ვარ წარმოიდგინა წინ რა დღეები ელოდა გაიცინა და დაცარიელებული წვენის ჭიქა ნინას გასარეცხად ჩაუდგა.
-დღეს თბილისში ვბრუნდებით და უნდა მოვემზადო
ჩაილაპარაკა სანამ დამემშვიდობებოდა და ტელეფონს გათიშავდა.
***
წიგნის კითხვისას ახლადჩაძინებული ტელეფონზე მოსული შეტყობინების ხმამ გამომაფხიზლა
"კარს შეგნებულად არ მიღებ თუ ნაღრძობი ფეხით ქუჩაში გასეირნება გადაწყვიტე"
თვალი გადავავლე ახვლედიანისგან მოსულ ტექსტს და შემდეგ მისი ნომრიდან იმწამს ტელეფონზე შემოსულ ზარსაც ვუპასუხე.
-მაპატიე,ახლახანს ვნახე შენი შეტყობინება
მოვუბოდიშე სანამ რაიმეს იტყოდა და ვცადე ლოგინიდან წამომვდგარიყავი.
-არამგონია ამ ფეხით 20 კიბის ჩამოვლა და შემდეგ გრძელი ჰოლის გავლა შევძლო ,რამდენიმე წუთის წინ ჩემი მშობლები რაღაც ბიზნეს შეხვედრაზე წავიდნენ და წესით კარები ღია უნდა დაეტოვებინათ,შეგიძლია შემოხვიდე და მეორე სართულზე სულ ბოლო ოთახში მიპოვნი
ვუთხარი ახვლედიანს და ძლივს-ძლივობით ფანჯარამდე მისულმა ეზოსთან მდგარ მის მანქანას გადავეხედე,შემდეგ კი კარებთან ატუზულ გიორგისაც შევავლე თვალი.
-და აი მეც აქ ვარ
ტელეფონში ჩამძაღა სანამ საძინებლში შემოაბიჯებდა და ბედნიერმა თავი შემოყო.
-შენთვის ასე დგომა არ შეიძლება ,უნდა დაწვე და ფეხი დაასვენო
მაშინვე ჩემს შესიებულ კოჭს დახედა და სანამ შეწინააღმდეგებას შევძლებდი,ხელი ჩამავლო და ლოგინისკენ წასვლაში დამეხმარა.
-წარმომიდგენია რა საშინელებაა იწვე და მთელი დღე წიგნს კითხულობდე
ჩაიბუტბუტა როდესაც ფრთხილად დამსვა და ლოგინის გვერდით მდგარ ტუმბოზე დადებული გადაშლილი წიგნი ცივად აიღო.
-სერიოზულად ?დორიან გრეის პორტრეტი ხომ გასულ თვეს გვქონდა
გაკვირვებულმა ამომხედა და წიგნი თავის ადგილას დააბრუნა.
-რატომღაც თავიდან მომინდა რომ წამეკითხა,ახლა როდესაც გვერდით არანაირი ლექსიკონი არ მიდევს და ჩემთვის ყველაფერი გასაგებია ნაწარმოები ბევრად საინტერესო მეჩვენა,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წლის წინ ქართულადაც გადავიკითხე.
გიორგიმ გაკვირვების ნიშნად მხრები აიჩეჩა და ცალმხარზე მოკიდებული ზურგჩანთა ძირს ფრთხილად ჩამოდო,შემდეგ კი გვერდით მომიჯდა.
-უკეთესი იდეა მაქვს ვიდრე ამ წიგნის მესამედ წაკითხვაა
ამაყად განაცხადა და წამით მეწყინა კიდეც ჩემს საყვარელ ნაწარმოებს ასე აგდებით რომ მოიხსენიებდა,შემდეგ ჩანთა გახსნა და გამარჯვებულის სახით ფილმის დისკებთან ერთად იქიდან პოპკორნი და ჩიფსების დიდი შეკვრა ამოაძვრინა.
-გიორგი...
მშვიდად ჩავილაპარაკე და სანამ წინადადებას გავაგრძელებდი ღრმად ჩავისუნთქე.
-უფლებას მოგცემ ფილმი შენ აარჩიო
ბედნიერმა მიპასუხა და ათობით დისკი ლოგინზე გაშალა.
-არ აპირებდი შენი მათემათიკის შედეგებზე გეთქვა?
ვცადე რაც შემეძლო რბილად მეთქვა და წინადადებას საყვედურის სახე არ მიეღო.
-საიდან გაიგე
იმედგაცრუებული მზერით ამომხედა და წამით მის ხმასა და თვალებში გაბრაზება შევნიშნე.
-ლოგანმა მითხრა,როდესაც გუნდის ვარჯიშზე ვერ დაგინახე.
-კიდევ რა გითხრეს ჩემზე
თავჩახრილმა ჩაილაპარაკა და ორივე ხელი სახეზე მოისვა.
-არაფერი,გიორგი რა ხდება ?
შეშინებულმა ,სერიოზული ხმით ვიკითხე და თავში მაშინვე კინოთეატრის საპირფარეშოში მოსმენილი დიალოგი ამომიტივტივდა.
-მიხარია რომ მხარდამჭერთა გუნდში ჩაეწერა,მიუხედავად იმისა რომ პირველივე დღეს ფეხი იტკინე
თემიდან ისე მშვიდად გადაუხვია თითქოს რამდენიმე წუთის წინ ჩემთვის იმედგაცრუებულს არ ამოეხედა და ჩემს წინ გაშლილი დისკებიდან რამდენიმე ამოარჩია.
-გიორგი!
ისეთი ტონით წარმოვთქვი მისი სახელი რომ თავადაც გამიკვირდა ამ ადამიანთან მსგავსი ხმით საუბარი რომ მიწევდა.
-ვიცი რომ როდესაც სკოლაში სიარული დაიწყე ჩემს გარდა არავის იცნობდი,მიუხედავად იმისა რომ არც ჩვენი ურთიერთობა მოიცავდა თვეებს შენთან დასაახლოებლად ორი და სამი კვირაც საკმარისი აღმოჩნდა,ის რომ ყოველდღე თუ არა კვირაში რამდენჯერმე მაინც დილით კაფეში შენთან ერთად უნდა მესაუზმა ჩემს ცხოვრებას რაღაც ხალისს მატებდა.არაფერს აქვს მნიშვნელობა რაც ამ ურთიერთობის გარეთ ხდება,არც იმას აქვს მნიშვნელობა რა მოხდება ხვალ ან ზეგ,შესაძლოა ერთ დღეს ჩვენი ურთიერთობაც დასრულდეს ,მაგრამ იცოდე რომ ეს არასდროს შეცვლის ჩემს დამოკიდებულებას შენდამი,იცი ვისთან უნდა მიხვიდე როდესაც რამე გაგიჭირდება და ისიც კარგად იცი რომ ამ ადამიანისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნები.
მისი სიტყვების და საოცრად თბილი ტონის შემდეგ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და თავის შეკავება ვეღარ შევძელი რომ ცრემლები არ წამომსვლოდა.არ ვიცი უნდა გავეხარებინე იმ ფაქტს რომ ჩემთვის ერთ-ერთი უძვირფასესი ადამიანი მსგავს სიტყვებს მეუბნებოდა თუ უნდა დავემწუხრებინე რადგან გულის სირღმეში ბოლო დროს მომხდარი ყველა ფაქტის შეჯამებით ვხვდებოდი რომ ამ საუბრის უკან ისეთი რაღაც იდგა,რაც მსგავსი სიტყვების თქმას აიძულებდა და ხაზს მხოლოდ ჩვენ ორის ურთიერთობასა და დაშორებაზე ასმევინებდა.ჯიუტი და ეგოისტი გოგონა თბილისიდან იჯდა და ტიროდა იმ ბიჭის წინაშე, რომლის შესახებაც ხვდებოდა რომ ჯერ კიდევ ბევრი რამ გასარკვევი ჰქონდა,იმის გააზრება უჭირდა რომ მისთვის ყურადღებიან და თბილ ბიჭს შესაძლოა ოდესმე ვინმე დაემცირებინა,ეღალატა ან გული ეტკინა.ეს არ ჰგავდა ცრემლებს, რომლებიც თბილისში გასულ წელს იმის გაგებისას დაღვარა რომ კვარაცხელიას შეყვარებული ყავდა,ის სიყვარული რომელსაც ლუკას მიმართ გრძნობდა ხვდებოდა რომ არაფერი იყო თუ არა უაზრო აკვიატება იმის გააზრების შემდეგ რომ ბიჭი რომელიც 24 საათი კუდში დასდევდა დროს ახლა სხვა გოგოს გაუნაწილებდა.ყველაფრის შემდეგ კი თავში მოულოდნელად ერთმა კითხვამ გამიელვა და სიყვარულსა და ცხოვრებაზე დამაფიქრა,მსგავსი შემთხვევა შესაძლოა კვარაცხელიასთან ჩხუბის საბაბი გამხდარიყო,მაგრამ ახვლედიანთან ეს უბრალოდ ის თემა ხდებოდა რომელზეც საუბარი იმედი მქონდა რომ აღარ მომიწევდა და დავივიწყებდი.
-როგორი გულჩვილი ხარ
სიცილით ჩაილაპარაკა როდესაც თვალებში ჩამხედა და სახეზე ნაზად შემეხო.ინსტიქტურად მისკენ გადავიწიე და თავი მკერდზე ნელა დავადე.
-ჩემს გამო აღარასდროს იტირო
ჩაიჩურჩულა,ხელები მომხვია და ნიკაპი თავზე ჩამომადო.
თვალები მეხუჭა და ვხვდებოდი რომ ეს ის ადამიანი იყო ვისთან ერთადაც შემეძლო მთელი დღე ასე ვმჯდარიყავი და ხმა არ ამომეღო,უბრალოდ მკერდზე თავდადებულს,მისი გულისცემის მოსმენისას ჩამძინებოდა და როდესაც თვალებს გავახელდი ისევ მის მკლავებში გახვეული ვყოფილიყავი.
-წერილი ამ ოთახშია ?
აკანკალებული ხმით იკითხა და მის მკლავზე დადებულ ჩემს ხელებს შეხედა.
-რათქმაუნდა,წაკითხვა გინდა ?
ვიკითხე და ნელა მოვშორდი,რადგან საწერი მაგიდის უჯრაში შენახული მისი ნივთი დამებრუნებინა,რამდენიმე წუთით ჩაფიქრდა და თავი ჩახარა,შემდეგ კი ლოგინიდან ნელა წამოდგა და აივნის კარებიდან შებინდებული ქალაქის ხედს გადახედა.
-ცოტა დრო კიდევ მჭირდება
ჩაიჩურჩულა და მარჯვენა ხელი თმაზე გადაისვა,შემდეგ კარები ფრთხილად გააღო და აივანზე გასული მოაჯირს დაეყრდნო.თვალს არ ვაშორებდი მანამ სანამ ჩემმა ტელეფონმა არ დარეკა და იძულებული არ გავხდი რო ყურადღება ჩაფიქრებულს სხვა რამეზე გადამეტანა.
-გისმენ მოლი
მშვიდად ვუპასუხე გოგონას და ნატკენი ფეხი ლოგინზე ფრთხილად შემოვდე.
-თავს როგორ გრძნობ ?
მკითხა მისთვის დამახასიათებელი წვრილი ხმით და მომეჩვენა რომ იმაზე სერიოზული ტონით მესაუბრებოდა ვიდრე ამას ჩვეულებრივ აკეთებდა.
-შედარებით უკეთ
მოკლედ მოვუჭერი და აივნის სავარძელზე ჩემგან ზურგშექცევით ჩამომჯდარ გიორგიზე გადავიტანე ყურადღება.
-საღამოს არ აპირებ ლოგანთან ერთად წამოსვლას ?
ვიკითხე,რადგან ხმას არ იღებდა.
-სად ?
იკითხა დაბნეულმა და გამიკვირდა რომ ჩემთან ვიზიტის შესახებ არაფერი იცოდა.
-შუადღეს ლოგანს ვესაუბრე,მითხრა რომ იზაბელასთან ერთად საღამოს ჩემთან მოსვლას აპირებდა
რაც შემეძლო მოკლედ ავუხსენი გოგონას ,რომელიც ჩემზე მეტად გაკვირვებული მეჩვენა.
-დღეს დილიდან დედაჩემს ვეხმარებოდი,ლოგანთან არ მისაუბრია და ალბათ მოგვიანებით შემატყობინებს
სწრფად მიპასუხა და მომეჩვენა რომ ეს ყველაფერი თავისდასაძვრენად შეთხზულ ამბავს უფრო წარმოადგენდა ვიდრე რეალობას.
-შენთვის რაღაცის კითხვა მინდოდა
შედარებით მშვიდად ჩაილაპარაკა და რამდენიმე წამით გაჩუმდა.
-სკოლის ავტოსადგომზე ალექსთან ერთად დაგინახე,მანამდე ხის ქვეშ ჩამომსხდრებიც შეგნიშნეთ,როგორც მეგობარს მაინტერესებს რა ურთიერთობა გაქვს ბიჭთან,რომლის ავტორიტეტზეც ხო გახსოვს რაც მოგიყევი
მოლის სიტყვებმა ცოტა არ იყოს დამაბნია ,მაგრამ ვიფიქრე რომ მისი ეს კითხვა კარტერზე გაგონილმა "ბნელმა" ამბებმა გამოიწვია.
-თავად სცადა დამეგობრება
ჩვეულებრივ და რაც შემეძლო მოკლედ ვუპასუხე და თვალი ახვლედიანისკენ გავაპარე.
-კარგი,მოგვიანებით შეგეხმიანები
ჩაილაპარაკა გოგონამ და სანამ დამშვიდობებას მოვასწრებდი ტელეფონი გათიშა.მასთან წარმართული არეული საუბრით შეცბუნებულმა მხრები ავიჩეჩე და ოთახში შემოსულ ბიჭს,რომელსაც სახეზე ბედნიერების ღიმილი დასთამაშებდა გაკვირვებულმა ავხედე.
-რა ხდება ?
სიცილით ვიკითხე როდესაც ზურგსუკან დამალული ხელებზე შევხედე და წარბები ზევით ავქაჩე.
-შენი ჩანახატებიდან ერთ-ერთი წავიკთხე
ბედნიერმა მიპასუხა და ისეთი სახით ამომხედა რომ გაბრაზებამ რაც ჩემში დღიურის დაუკითხავად აღებამ გამოიწვია ერთიანად გადამიარა.
-და ?
ვკითხე და პასუხის მოლოდინში ტუჩები ერთმანეთს გავუსვი.
-უბრალოდ...ყველაზე მაგარი ადამიანი ხარ ვისაც კი ვიცნობ
სრულიად შეცვლილი ხმით ჩაილაპარაკა და იმის მაგივრად რომ მის ხმაში სიხარული ამომეკითხა,სევდის გარდა ვერაფერი შევნიშნე.
***
-"მწვანეთვალებას " სატრფოვ
მსგავსი სახელით შევამკე მეგობარი ,რომელმაც საპასუხოდ თვალები გადაატრიალა და ოთახის დალაგება განაგრძო.
-რისთვის დამირეკე თუ მაინც შენი საქმე უნდა აკეთო და ყურადღება არ მომაქციო
დავიწუწუნე როდესაც 10-15 წუთი ხმააამოუღებლად იდგა და ტანსაცმელს კეცავდა.
-რამე უფრო მნიშვნელოვანით იყავი დაკავებული ცალფეხავ ?
სიცილით ჩაილაპარაკა და სახე ეკრანთან ახლოს მოიტანა.
-ველოდები როდის მოვლენ ლოგანი და იზი და თან იმ დისკებს ვათვალიერებ გიორგიმ რომ დამიტოვა
-ისეთი დრამები ატეხე ,ბიჭს სულ დაავიწყდა რისთვის იყო მოსული
-ჩვენ უბრალოდ ჩემს ჩანახატზე ვსაუბრობდით როდესაც დედამისმა დაურეკა და საქმეზე გაიქცა.
ვუპასუხე და ფილმების თვალიერება განვაგრძე.
-მარიამ ?!
ავხედე როდესაც ყვირილი გავიგონე და ეკრანზე სახეზე ხელებაფარებულ გოგონას შევხედე.
-რა ხდება ?
წამოვიყვირე შეშინებულმა,როცა გოგონამ მობილური კომპიუტერის თვალს მიუახლოვა.
-ქერამ მეგობრობის თხოვნა გამომიგზავნა
სიცილით ჩაილაპარაკა და მობილურის ეკრანს კიდევ ერთხელ შეხედა.
-ვიღაც ზარს რეკავს,ალბათ მოვიდნენ.არ დაეთანხმო რამდენიმე დღე მასე დატოვე
ბოლო "თბილისური" რჩევა მივეცი გოგონას და ჰაეროვანი კოცნის გაგზავნით დავემშვიდობე,შემდეგ კი ლოგინიდან ფრთხილად წამოვდექი და რაც შემეძლო სწრაფად ოთახის ფანჯარასთან მივჩოჩდი.
-იზი!
დავუყვირე კარებთან ატუზულ გოგონას და იმის იმედით რომ ლოგანსაც შევნიშნავდი ეზოს თვალი რამდენჯერმე მოვავლე.
-შემოდი და მეორე სართულის ბოლო ოთახში შემოდი
გადავძახე, როდესაც სახლის კარები შემოხსნა და ფანჯარას მოვცდილდი.
-სალი!
სირბილით ამოვარდა გოგონა და კარები სწრაფად შემოხსნა.
-რა ხდება ?
შეშინებულმა ჩავილაპარაკე და ნელი ნაბიჯით იზაბელასკენ დავიძარი.
-მისმინე! უბრალოდ არ მკითხო საიდან ვიცი,ვინ მითხრა და ასე შემდეგ.
-იზაბელა !
-უბრალოდ მომისმინე და შემდეგ წადი თუ ალექსი შენთვის რაღაცას მაინც წარმოადგენს.
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili
ნანახია: 1105 | რამოტვირთვები: 0 | კომენტარი: 1 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
avatar
0
1
კარგად წერ, მომეწონა 3o
მალე დადე შემდეგიი bb
avatar