ცხოვრების ილუზია (თავი 11)
20.08.2017, 17:16
თავი 11
წითელი ,შავი,სამაჯურები,სიმბოლიკა,ახალი ორლეანი და უშედეგო დროის ფლანგვა,იმისთვის რომ ამ სიტყვებს შორის კავშირი მეპოვნა,არანაირი რესურსი ინტერნეტში რაც ოდნავ მაინც მიმაახლოვებდა საქმესთან რომლის გამოძიებასაც საკუთარი ძალებით ვცდილობდი,ის რომ ეს რაღაც უბრალო ხუმრობად არ ითვლებოდა ამაზე კარტერის რეაქციაც მიანიშნებდა როდესაც ჩემს ხელზე მსგავსი სამაჯური პირველად შენიშნა,ვხვდებოდი რომ ყველაფერი გაცილებით სერიოზულად იყო და გოგონასთვის რომელიც ამ ქალაქს ჯერ კიდევ არ იცნობდა მსგავსი რამის გამოძიება ბევრად რთულ საქმეს წარმოადგენდა.
-შეიძლება ?
ჩაილაპარაკა ჩემს ზურგსუკან ახვლედიანა და მისი ხმის გაგონებისთანავე სკოლის ეზოში ,ხის ქვეშ გაშლილი ლეპტოპი და ბლოკნოტები სწრაფად დავხურე.
-ჩანახატების რვეულის დასაბრუნებლად მოვედი
კმაყოფილმა თქვა და ჩემს გვერდით მინდორზე ფრთხილად ჩამოჯდა.
-რამდენიმე მათგანმა ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა,იმაზე ბევრად მეტი ვიდრე 17 წლის გოგოს მიერ გადმოცემულ გრძნობებსა და ემოციებს უნდა მოეხდინა,აქ არ იყო საუბარი მხოლოდ ადამიანებსა და მათ ურთიერთობებზე,იყო რაღაც რამაც მაგრძნობინა, რომ მეც ყველაფრის ნაწილი ვიყავი.
სახეგაბრწყინებული და აფორიაქებული ვუსმენდი ბიჭს ,რომელიც ჩემი ნაწერების პირველი შემფასებელი გამხდარიყო,ადამიანს, რომელიც ლიტერატურის მასწავლებლის დავალებებსაც არ კითხულობდა და ოსკარ უაილდსაც ხშირად წუნს უდებდა ,ახლა ჩემს უბრალო ნაწერებზე ისეთი გატაცებით საუბრობდა თითქოს, რომელიმე ცნობილი კლასიკოსი ვყოფილიყავი.ვხვდებოდი, რომ მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას თუ ვინ იქნებოდა ავტორი და რა ჟანრის ნაწარმოებს დაწერდა,ის მხოლოდ იმას აფასებდა ,რამდენად ახლოს იქნებოდა მის ცხოვრებასთან ემოციები რომლის გადმოცემად მწერალს მკითხველისთვის უნდოდა,რამდენად ზუსტად შეძლებდა ამას გოგონა, რომელიც რამდენიმე თვის წინ ყავის რიგში გაიცნო,გოგონა რომელსაც ერთ თვეში საკუთარი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი გაანდო და უფლება მისცა რომ მისი აცრემლიანებული თვალები ენახა.
-დღეს 1 დეკემბერია....
ჩავიჩურჩულე როდესაც ჩანახატებზე საუბარს მორჩა და წიგნაკი ჩემს ჩანთასთან ჩამოდო.
-და საკმაოდ ცივა იმისთვის რომ გარეთ ასე კომფორტულად იჯდე
დაამატა, როდესაც ჩემს ირგვლივ დალაგებულ ნივთებს თვალი მოავლო და შემდეგ მზერა ჩემს გაყინულ ხელებზე გადმოიტანა.
-სამაგიეროდ აქ თითქმის არავინაა
-რამე მოხდა ?
იკითხა როცა მიხვდა რომ რაღაც რიგზე ვერ იყო და გაყინულ ხელეზე ფრთხილად შემეხო.
-მაშინ 13 წლის ვიყავი,ზამთრის პირველ დღეს უქმეებზე წყნეთში წასვლა გადავწყვიტეთ,როდესაც ჩემმა უფროსმა ძმამ ლევანიმ გამოგვიცხადა რომ მეგობრებთან ერთად იქ ასვლა უკვე დიდი ხნის გადაწყვეტილი ჰქონდა და მანქანით, რომელიც მამამ დაბადებისდღეზე აჩუქა ყველანი ჩვენი აგარაკისკენ დაიძრნენ,პირველი დეკემბერი იყო და იმ დღით წვიმასთან ერთად საშინელი ქარიც უბერავდა,ისეთი რომ სახლიდან ცხვირს ვერ გაყოფდი,დილით ადრე გასულს საღამომდე ჩემთვის ერთი სიტყვაც არ ჰქონდა მოწერილი და როგორც ჩანს არც დარეკვას ჩქარობდა,რაც მისი მხრიდან მეტად წარმოუდგენელი იყო,თუ იმასაც გავითვალისწინებდით რომ იცოდა იმ დღით ელენიკოსთან უნდა დავრჩენილიყავი.ლევანი ის ადამიანი იყო, რომელიც უფროსი ძამიკოს სტატუსს ყოველთვის ამაყად ირგებდა და როდესაც იცოდა რომ სხვასთან მივდიოდი რამდენჯერმე მკითხულობდა მთელი დღის მანძილზე,გამიკვირდა რომ არც დედასგან და მამასგან მსმენოდა რამე მიუხედავად იმისა რომ ვიცოდი იმ დღით არც ერთ მათგანს საქმე არ ჰქონდა,მეორე დილით როდესაც გავიღვიძე და ვიფიქრე რომ დრო იყო სახლში დავბრუნებულიყავი ელენიკოს დედამ მითხრა რომ რამდენიმე დღით მათთან ვრჩებოდი,თავიდან შემომაპარეს რომ ლევანიკო ავარიაში მოყვა და რეანიმაციაში იყო მოგვიანებით კი როდესაც მიხვდნენ რომ ვეღარ დამიმალავდნენ და თან თავს უფლებას ვერ მისცემდნენ ისე დაეკრძალათ რომ მე ამის შესახებ მოგვიანებით გამეგო მითხრეს რომ გარდაიცვალა.
ხმისკანკალით ჩავილაპარაკე ბოლო სიტყვები და ძალა არ მეყო რომ ყელში მობჯენილი ბურთი გადამეყლაპა.
-1 დეკემბერს, 20 წლის ასაკში მიმატოვა
დავამატე მოგვიანებით და შემდეგ თავს უფლება მივეცი, რომ ცრემლები რომელიც მთელი ეს დრო მახრჩობდა ჩემს ლოყაზე ჩამოგორებულიყო.ცხოვრებაში პირველად ჩემი ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდის შესახებ ვსაუბრობდი ადამიანთან რომელსაც ნორმალურად ვფიქრობდი რომ კიდევ არ ვიცნობდი,ბიჭთან რომელთან ურთიერთობაც ისეთ განცდას მიტოვებდა თითქოს ჩემი სულისთვის თავშესაფარი მეპოვნა.ახვლედიანი იყო ადამიანი რომელიც თავს სახლში მაგრძნობინებდა მაშინაც კი როდესაც სამშობლოდან ათასობით კილომეტრი მაშორებდა.
-ვწუხვარ
ჩაიჩურჩულა და ხმაზე შევატყე რომ ამ ამბავს მართლა გულით განიცდიდა,ალბათ იმიტომ რომ მასზე უკეთ არავინ იცოდა რას ნიშნავდა ოჯახის წევრის დაკარგვა,მაშინ როცა ის ყველაზე მეტად გჭირდებოდა.
-შენთვის ახალი ამბავი მაქვს
ჩაიჩურჩულა რამდენიმეწუთიანი ჩუმად ყოფნის შემდეგ და როდესაც გაკვირვებულმა თვალებში შევხედე ზურგჩანთიდან ამოღებული ფურცელი მუხლებზე დამიდო.
-გუნდში დაბრუნებას გილოცავ
აღმომხდა გახარებულს როცა მათემატიკის ტესტზე დადებითი ნიშანდი დავინახე და ამ ამბით აღტაცებული გიორგის სწრაფად გადავეხვიე.
-შენი გამოგზავნილი კონსპექტები მართლა ძალიან დამეხმარა
ჩაილაპარაკა ჩემს ყურთად და ორივე ხელი ძლიერად მომხვია.
-ძალიან მიყვარხარ
დაამატა მოკლე პაუზის შემდეგ და ცალი ხელით თმაზე შემეხო,მიუხედავად იმისა რომ მის ხმაში სითბოზე მეტი სინანული შევნიშნე ,ვცადე ამას ბედნიერებაა არ ჩაეშხამებინა და ყურადღება არ მივაქციე.
-რაც არ უნდა მოხდეს არ დაგავიწყდეს
დაამატა და შემდეგ ტუჩები ლოყაზე ნაზად შემახო.
***
-ალექსთან რა ხდება ?
მკითხა იზაბელამ როდესაც ცეკვის მოძრაობების გამეორებას მოვრჩით და მის ტონში აშკარად იგრძნობოდა ყველაფერი რასაც ამ ბიჭის მიმართ ჯერ კიდევ განიცდიდა.
-არ დავლაპარაკებივარ,სჯობია ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის
კარტერის გეგმის დასაფარად დაუფიქრებლად ვიცრუე და ყურადღება დარბაზში შემოსულ მოლისა და ოლივიაზე გადავიტანე,რომლებსაც უკან გუნდის დანარჩენი წევრებიც მოყვებოდნენ,ხოლო სანამ გოგონა ჩემთვის კითხვების დასმას შეუდგებოდა და ტყუილში გამომიჭერდა ვცადე საუბარი სხვა თემაზე გადამეტანა.
-გამოდის დღევანდელი შრომა ნაცარში ჩამიყარე?
გაბრაზებულმა გადმომიჩურჩულა და როდესაც გაკვირვებულმა გავხედე მიხვდა რომ ჩემთვის თავისი გეგმების შესახებ არაფერი მოეყოლა.
-მოლისა და ოლივიას კარადაში ზედები დავტოვე წარწერით "BITCH"
თავის საქციელით კმაყოფილმა ამაყად გამიცხადა და გოგონებს დაწვრილებული თვალებით გახედა.
-ღმერთო ჩემო,მგონი დაბალბიუჯეტიან დრამაში მიღებენ
ქართულაც ჩავიჩურჩულე და როდესაც იზაბელას გაკვირვებული მზერა დავაფიქსირე ისეთი სახე მივიღე თითქოს მსგავსი სიტყვებით მის საქციელს ვიწონებდი.
-გამარჯობათ გოგონებო
ისეთი ხმით ჩაილაპარა მოლიმ თითქოს რამდენიმე დღის წინ ალექსისთვის ჩანაწერი მას კი არა მე გამეგზავნა და ბედნიერი სახით ამათვალიერა.
-ჰმ
ირონიულად ჩავიცინე და დარბაზში სავარჯიშოდ შემოსულ კალათბურთელებს გავხედე,როდესაც თავში მოულოდნელად ერთმა აზრმა გამიელვა.
-ლოგან!
შევყვირე გახარებულმა და როდესაც ბიჭის ჩემკენ მომართული მზერა დავაფიქსირე მისკენ სიხარულით გავიქეცი,მასთან მისულმა კი საუბარი ჩემს დამცხრალ ფეხზე და უაზრო ვარჯიშებზე მხოლოდ იმიტომ გავაბი რომ ამით ჩვენგან რამდენიმე მეტრის რადიუსში მდგომი შეყვარებულის ყურადღება მიმექცია,რომელსაც დარწმუნებული ვარ რომ ხმაურის გამო სულაც არ ესმოდა რაზე ვსაუბრობდი ასეთი ბედნიერი. მოულოდნელად ფილდსს ხელში დაჭერილი ბურთი გამოვტაცე და ისე გავირბინე როგორც გიორგიმ მასწავლა შემდეგ კი ფარიდან რამდენიმე მეტრის მოშორებით მდგომმა ბურთი სამიზნის მიმართულებით ისე ვისროლე რომ სულაც არ მეგონა რამდენიმე დატრიალების შემდეგ კალათში თუ ჩავარდებოდა.
-იქნებ მხარდამჭერთა გუნდიდან ჩვენთან გადმოსვლაზე გეფიქრა
სიცილით დაიყვირა ბიჭმა ჩემს უკან და ტაში შემოსცხო.
-რათქმაუნდა ვიფიქრებ თუ დამეხმარებით რომ ეს სპორტი უკეთესად ავითვისო
შედარებით ხმამაღლა ვუპასუხე და ცალი თვალი ჩვენკენ მომავალი მოლისკენ გავაპარე.
-ჯორჯ,დარწმუნებული ვარ ამაში შენი ხელი ურევია
სიცილით და საკმაოდ ხმამაღლა მიმართა ლოგანმა დარბაზის კარებთან მდგომ ახვლედიანს, რომელიც ვიღაც უცხო ბიჭთან საუბრით იმდენად გართულიყო რომ ვერაფერი გაიგო.
-რა ჯანდაბა ხდება
ჩავიჩურჩულე როდესაც დავინახე როგორ მიაწოდა ფრთხილად რაღაც რაც სავარაუდოდ ორად მოკეცილი ფულის კუპიურები უნდა ყოფილიყო და მაშინვე დარბაზიდან გაუჩინარდა.
-მოლი,ვარჯიში დაიწყეთ მე მალე დავბრუნდები
ჩავილაპარაკე და ჰოლისკენ დაძრულ ჩვეულებრივ ფორმაში გამოწყობილ სახეწაშლილ გიორგის ,რომელიც წესით ახლა სკოლის წითელ სპორტულებში გამოწყობილი ვარჯიშსს უნდა დასწრებოდა ჩქარი ნაბიჯით გავყევი.ანერვიულებულმა გაიარა მთლიანი შენობა და შემდეგ უკანა ეზოში ფრთხილად გავიდა.
-ვარჯიშზე უნდა დამადგეს ?
გაბრაზებულმა დაიყვირა მაშინ როცა ძირს ჩამომჯდარი რამდენიმე ბიჭი შენიშნა და შეშინებული მაშინვე სკოლის კედელს ავეკარი.
-რა გითხრა
მშვიდად კითხა ერთ-ერთმა მათგანმა და ჩამწვარი სიგარეტი ძირს მოისროლა.
-თქვენი სისულეების გამო და იმისთვის რომ ყველაფერში ვითომ სანდო პირები გარიეთ,რომლებიც ნარკოტიკს წვეულებებზე უპრობლემოდ გაასაღებდნენ ახლა 1000$ გაქვთ გადასახდელი და დრო მხოლოდ ერთი კვირა გვაქვს
უპასუხა ახვლედიანმა და მეგობარის გაწვდილი შეკვრიდან სიგარეტი ფრთხილად ამოაძვრინა.
-გიორგი....
ნანახით გულნატკენმა ჩავიჩურჩულე მისი სახელი და ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა.ასეთი ტონი,ასეთი ქცევები და საერთოდ ასეთი ახვლედიანი აქამდე არასდროს მენახა.თბილ ,მოსიყვარულე და მეგობრულ ბიჭს რომელსაც შეეძლო მთელი დღე თავის გულისტკივილსა და ჩანახატში გადმოცემულ ემოციებზე ესაუბრა, როგორ შეეძლო რაიმე საერთო ჰქონოდა ნარკოტიკებთან და მსგავსი ტიპის ადამიანებთან.მანამ სანამ კიდევ რამეს მოვისმენდი კედელს მოვცილდი და დარბაზისაკენ სირბილით გავემართე.
-ოლივია ?!
გაკვირვებულმა ახვედე ჰოლში ჩემკენ მომავალ გოგონას და ვცადე ჩემი აჭრილი ხმა და აცრემლიანებული თვალები არ შეემჩნია.
-გამომყევი გოგონებს შენთან რაღაც საქმე აქვთ
ცივად მითხრა და ხელით გასახდელისკენ მიბიძგა.
-რა ხდება ?
გაურკვევლობაში მყოფმა ჩავიჩურჩულე და პასუხის გარეშე დარჩენილმა კარები ფრთხილად შევაღე.
-მეგონა გოგოებში მთელ გუნდს გულისხმობდი და არა მხოლოდ მოლის
წამოვიძახე ,როდესაც ოთახში მხოლოდ ჩემი "მეგობარი" შევნიშნე და გონებაში ყველა ის შესაძლო ვარიანტი დავუშვი რის გამოც ჩემთან მსგავს შეხვედრას ისურვებდა.
-სალომე,ვიფიქრე და როგორც გუნდის კაპიტანმა გადაწყვეტილება მივიღე,იმის გარდა რომ რამდენიმე დღეში შეჯიბრია და ფორმაში უნდა ვიყოთ,შენ კი თუნდაც ფეხის გამო ვარჯიშების გაცდენა მოგიხდა,ახლა როცა გამოჯანმრთელდი მაინც არ ხარ მზად და შუა რეპეტიციებიდან სადღაც გარბიხარ,არ დაგავიწყდეს რომ უამრავი გოგო ოცნებობს გუნდში მოხვედრაზე,ჩემი გადაწყვეტილება დანარჩენ გუნდის წევრებსაც გავაცანი და უმეტესობა ფიქრობს რომ უკეთესი იქნება თუ ჯგუფს დატოვებ.
-როდის გაიზრდები და მიხვდები რომ ბავშივით იქცევი,ჯანდაბამდეც გზა გქონიათ შენც და შენ წყეულ გუნდსაც
მივახალე გაბრაზებულმა,გოგონას რომელიც ასე თითქოს სამაგიეროს მიხდიდა მის შეყვარებულთან ურთიერთობის გამო ,ხოლო როდესაც სკამიდან ჩემი ნივთები მოვხვეტე ოთახი ხმაურიანად დავტოვე.
***
ლოგინზე პირქვედამხობილი ტკივილს, რომელიც გულიდან მთელ სხეულში ვრცელდებოდა და მბოჭავდა წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი და რამდენიმე საათის მანძილზე ერთი და იმავე პოზაში დაწოლილი გაუნძრევლად მხოლოდ დღევანდელ დღეზე ვფიქრობდი.ვერ ვხვდებოდი როგორ შეეძლო ადამიანს რომელიც ჩემთვის სისუფთავის განსახიერება იყო მსგავს ხალხთან ურთიერთობა ჰქონოდა,გონებაში იმასაც ვუშვებდი რომ შესაძლოა მსგავს სიტუაციაში სხვების გამო აღმოჩენილიყო და ახლა თავის დაძვრენა უჭირდა,ან იქნებ ეს იყო გიორგი რომელსაც ყველა იცნობდა და მე მხოლოდ მის იმ მხარეს ვხედავდი რომელსაც მხოლოდ ძლიერი ემოციების შემდეგ აჩენდა.ახვლედიანი არ მივიდოდა,ვიღაცის ბანდას არ შეუერთდებოდა და თავისი ნებით მონაწილეობას არ მიიღებდა ნარკოტიკების გასაღებაში,საკუთარ თავს ამას სულელი ბავშვივით ვუმეორებდი და ვცდილობდი როგორმე ამ ამბავში მის გასამართლებელად საბუთი მენახა.ვერ მივიდოდი და ვერ ვკითხავდი მის ცხოვრებაში რა გახდა მსგავსი გადაწყვეტილების მიღების მიზეზი,ვერ ვეტყოდი რომ ვუთვალთვალებდი და სიმართლის გაგებას ამ გზით ვცდილობდი.ადამიანი რომელიც ჩემს მონათესავე სულად მიმაჩნდა ასე უბრალოდ ვერ გაქრებოდა და სულ სხვა პიროვნებად ვერ გამომეცხადებოდა.ერთი კვირა მჭირდებოდა,როგორც ლაპარაკში ახსენა 7 დღეში ყველაფერი დასრულდებოდა და მჯეროდა რომ ყველა ის სევდანარევი ტონი და დამაბნეველი გამოხედვა რაც მასთან საუბარს ბოლო დროს თან ახლდა ამ პრობლემასთან ერთად გაუჩინარდებოდა. ყველაზე მეტად მჭირდებოდა ახლა გეგა გვერდით მყოლოდა,ყოველთვის როცა კი რამე მიჭირდა დასახმარებლად მასთან მივრბოდი მნიშვნელობა არ ჰქონდა ეს უბრალოდ წაკამათება იქნებოდა მეგობართან თუ რაიმე სერიოზული რისი თქმაც მშობლებისთვის მიჭირდა.ადამიანი რომელიც მხოლოდ უფროსი ძმა კი არა ჩემთვის მშობელიც იყო ,დაქალიც და მასწავლებელიც.ვიგრძენი 3 წლის შემდეგაც კი როგორ ძლიერ მიჭირდა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელება და ალბათ ნაწილობრივ ამის ბრალიც იყო გიორგისგან წამოსულ სითბოს ჩემთვის ჩვეულებრივზე მეტი დატვირთვა რომ გააჩნდა,რადგან გეგას შემდეგ კიდევ იყო ვიღაც ვინც მანახებდა რომ ჩემზე ზრუნავდა,ვისთვისაც ყველაფრის მოყოლა შემეძლო და ვიცოდი რომ გასაჭირში არ მიმატოვებდა.
-გისმენთ!
ჩახლეჩილი ხმით ვუპასუხე ტელეფონზე შემოსულ ზარს და როდესაც ალექსის ხმა გავიგონე ლოგინიდან ფრთხილად წამოვჯექი.
-გამოვიცნობ რატომ გაქვს ასეთი ხმა,იმიტომ ხომ არა რომ მოლიმ გუნდიდად გაგაგდო
სიცილით ჩაილაპარა და იმ წუთისთვის ზედმეტად მეგობრული მეჩვენა.
-ნეტავ ვიცოდე როგორ ვრცელდება ამ ქალაქში ყველაფერი ასეთი სისწრაფით
ჩავიდუდღუნე და აბაზანაში გასულმა საკუთარ ანარეკს სარკეში თვალი უკმაყოფილოდ შევავლე.
-სკოლაში დღეს ისე უხეშად ჩამიარე ,რომ არ მცდონდოდა ვიფიქრებდი რომ ჩემზე მართლა იყავი გაბრაზბული
დავამატე მოგვიანებით და ჩალურჯებულ ქუთუთოებს თითით ფრთხილად შევეხე.
-და ვინ თქვა რომ არ ვარ ?
იკითხა ირონიულად რაზეც სინანულის ნიშნად თავი გავაქნიე და არაფერი ვუპასუხე.
-შეგიძლია გარეთ გამოხვიდე ?
ჩაილაპარაკა სრულიად შეცვლილი ხმით და მივხვდი რომ ახლა რეალურ ალექსს ვესაუბრებოდი.
-უკვე ბინდდება
უკმაყოფილოდ ჩავილაპარაკე მას შემდეგ რაც ფანჯარას გავხედე.
-ვიღაც უნდა გაგაცნო
ისე დაამატა დარწმუნებული ვარ ფიქრობდა რომ ამ წინადადებით ჩემს დაყოლიებას შეძლებდა.
-სალომე, მოემზადე მამაშენის პარტნიორთან ვახშამზე ვართ მიწვეულები
თავი შემოყო ჩემს ოთახში ირმამ და სპორტულებში გამოწყობილს უკმაყოფილოდ ამომხედა.
-დედაა
შეწინააღდმეგება კიდევ ერთხელ ვცადე და კრავის თვალებით უშედეგოდ ავხედე.
-სალომე!
-ვერ მოვასწრებ სკოლის პროექტის დასრულებას
ახლა მსგავსი ხერხით ვცადე თავის დაძვრენა და იმედი ვიქონიე რომ საწერი მაგიდის გვერდით გაშლილ გამზადებულ რეფერანტს თვალს ვერ მოკრავდა.
-მამაშენს ვეტყვი
საბოლოოდ დაბნებდა და კარები იმედგაცრუებულმა გაიხურა.
-ეს ისე ჟღერს თითქოს დროა რომ გამოგიარო
ყურიდან ჩამოწეულ ტელეფონში ჩაილაპარაკა ალექსმა.
-მზად ვარ ცხოვრებაში პირველად შენი კარგი ხასიათიც ვიხილო
ვუპასუხე და ყურმილი მაშინვე დავკიდე.
***(აწმყო)
-ზამთრის პირველი დღე იყო, როდესაც მივხვდი რომ შესაძლოა ადამიანს ორი სხვადასხვა ცხოვრებით ეცხოვრა,რომ ბიჭს რომელსაც ვაღმერთებდი თითქმის არავინ იცნობდა.
-მოგატყუა ?
ჩახლეჩილი ხმით ჩაილაპარაკა კვარაცხელიამ და ოთახის შემოსასვლელთან მდგომ გოგოებს ახედა.
-იმ დღით მისი სხვა მხრის დანახვა შევძელი, ისეთ პიროვნებად აღვიქვი როგორადაც ყველა იცნობდა ,მაშინ გადადგა პირველი ნაბიჯი რომ ჩამომშორებოდა,მიზეზის გამოსაცნობად კი თვეზე მეტი დამჭირდა.
-და ეს ზამთარი იქცა სალომეს ცვლილების მიზეზი,ისეთი ცვლილების რომ როდესაც გაზაფხული დაიწყო და განვლილ თვეებს გადახედა ,მიხვდა რომ აღარაფერი დარჩენოდა ისეთი რაც საკუთარ თავთან დააბრუნებდა თუ ოდესმე ამას კიდევ ერთხელ მოისურვებდა
სინანულით ჩაილაპარაკა მარიამმა და ისეთი სახით ჩამოჯდა ჩვენს წინ თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი 5 წლის წინ გარდაცვლილიყო.
***(აწმყო)
-არ არსებობს
კიდევ ერთხელ შევეწინააღდეგე ჩემს სახლთან ჩამომდგარ ალექსს,რომელიც რამდენიმე წუთის მანძილზე უშედეგოდ ცდილობდა ჩემს დაყოლიებას რომ მის "რაშზე" უკან შემოვმჯდარიყავი.
-შენი საქციელით შეურაწყოფას მაყენებ
"გაბრაზებულმა" ჩაილაპარაკა და გაჩერებულ მოტოს მიეყუდა.
-შეურაცყოფას არ გაყენებ უბრალოდ არც კი ვიცი როგორ მართავ
ვცადე შედარებით რბილად დამეფიქსირებინა ჩემი პოზიცია და ჩაფხუტი ფრთხილად გავუწოდე.ბიჭმა თვალები გადაატრიალა და რამდენიმე წუთით გაჩუმდა,ჩემ მიერ გაწვდილ ნივთს კი ისეთი სახით დახედა რომ მანიშნა მოსაფიქრებელ დროს კიდევ მაძლევდა
-შემიძლია ფეხით წამოვიდე
დავამატე როდესაც მივხვდი რომ ჩემგან თანხმობის მიღების იმედი კიდევ ჰქონდა და მეტი დამაჯერებლობისთვის თვალებში შევხედე.
-პირველ დღეს ისეთი სახით უყურებდი რომ მეგონა ერთი სული გქონდა როდის შეძლებდი მის მართვას,ახლა კი უკან შემოჯდომაზეც უარს მიცხადებ.სიმართლე გითხრა იმედები გამიცრუე და ერთი მშიშარა და უსუსური გოგო აღმოჩნდი
ჩემს გასამწარებლად ჩაილაპარაკა და ჩემ მიერ გაწვდილი ჩაფხუტი მოტოციკლეტზე ჩამოდო.
-ვაღიარებ რომ მართლა ძალიან მაგარია,უბრალოდ მსგავსი რამ აქამდე არასდროს გამიკეთებია
-ერთხელ ცხოვრობ და ოცნების ასრულებაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობ რომ გეშინია თუ იმიტომ რომ "პატიოსნების" ჩარჩოებში გაგზარდეს ,რომლის მიხედვითაც შენი სოცოცხლე მსგავი რამეების გამო სასწორზე არ უნდა შემოდო
ირონიულად ჩაილაპარაკა და ჩემკენ რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.მისი სიტყვების შემდეგ ღრმად ჩავისუნთე და გაშლილი თმა ცალი ხელით შუბლიდან გადავიწიე.
-მაშინ გთხოვ მაინც და მაინც დღეს ნუ მოგინდება ილეთების შესრულება
რამდენიმეწუთიანი ჩუმადყოფნის შემდეგ ჩავიჩურჩულე და მოტოციკლეტისკენ დავიძარი.
-არ გეგონოს რომ ეს შენმა სიტყვებმა გადამაწყვეტინა,უბრალოდ პირველივე დღიდან მინდა მასზე დაჯდომა
დავამატე სანამ ჩაფხუტს მოვირგებდი და ამაყად გავხედე.
-რაჯიუტია
გავიგონე როგორ ჩაიჩურჩულა და სინანულის ნიშნად თავიც გააქნია,თუმცა ყურადღება აღარ მივაქციე და დაველოდე როდის იქნებოდა მზად რომ თავისი "რაში" ადგილიდან დაეძრა.
........
მაპატიეთ ბავშვებო სოფელში.ვიყავი დღეიდან ახალი თავები ყოველთვის მალე დაიდება
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili | ტეგები: undefined, 11), (თავი, ილუზია, ცხოვრების
ნანახია: 1281 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar