ცხოვრების ილუზია (თავი 12)
28.08.2017, 11:58
თავი 12
-სალომე...
ჩაიჩურჩულა ალექსმა ,როდესაც უკან მივუჯექი და ხელები წელზე ფრთხილად მოვხვიე.
-მზად ვარ!
თავდაჯერებულა წარმოვთქვი ,თუმცა როცა ძრავის ხმა ჩამესმა ანერვიულებმა თვალები დავხუჭე და ხელები ჩემდაუნებურად კიდევ უფრო ძლიერად მოვუჭირე.
-ახლა დედაჩემი რომ მხედავდეს
გავიფიქრე, როდესაც თვალწინ ირმას სახე წარმომიდგა და მოტოციკლეტიც ადგილს ელვისსისწრაფით მოსწყდა.მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ ,როდესაც დავრწმუნდი რომ ალექსის გვერდით საფრთხე არ მემუქრებოდა თვალები გავახილე.შენობები,ადამიანები,ავტომობილები ყველაფერი ერთმანეთში ირეოდა და არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ყველაფერი საოცარ ენერგიას მმატებდა,წამით ვისურვე კიდეც რომ გზა არასდროს დასრუებულიყო და სამუდამოდ გაგრძელებულიყო წამი როდესაც ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე რომ თავისუფალი ვიყავი.ნელ-ნელა გავთამამდი ,კარტერის წელზე მოხვეულმა ხელებმა მის მხრებზე გადაინაცვლეს და ვცადე ფეხზე წამომვდმგარიყავი,შიში რომელიც არ ვიცი მოტოციკლეტზე პირველად დაჯდომისგან თუ ბიჭის მიმართ უნდობლობისგან იყო გამოწვეული ყოველ წამს ქრებოდა მიუხედავად იმისა რომ ახლა წინანდელთან შედარებით ბევრად სწრაფად გვიწევდა სიარული.
-გასაოცარია
აღფრთოვანებულმა წარმოვთქვი და ფეხზე მდგარმა ფრანგულ კვარტალს თვალი მოვავლე ,შემდეგ კი ბურბონის ქუჩაზე სწრაფად ჩავიქროლეთ.
ნელ-ნელა სიჩქარეს მოუკლო და ამ ადგილისთვის დამახასიათებელ ორსართულიან შენობასთან ,რომელიც სხვების მსგავსად ორნამენტებით იყო გაფორმებული ფრთხილად შეჩერდა.
-ჯაზი ?
სიცილით წარმოვთქვი, როცა შენობის პირველ სართულზე არსებული პატარა ბარიდან ნაცნობი მელოდია მომესმა.
-განა შესაძლებელია ბურბონის ქუჩაზე რაიმე განსხვავებულს მოჰ,კრა ყური
-ლუი არმსტრონგი
ჩავიცინე,მოტოციკლედიან გადმოსვლის შემდეგ ჩაფხუტი მოვიხადე და ბიჭს უკან გავყევი.ვიწრო ხის კარის საშუალებით,რომელზეც წლებს თავისი კვალი დაეტოვებინა და ალაგ-ალაგ მუქი მწვანე საღებავის ქვეშ სხვა ფერებიც მოჩანდა ბარში შევედით.დაბალჭერიან ოთახში ,რომლის კედლებიც ახალი ორლეანისა და ჯაზის ისტორიული ფოტოებით გადაეტვირთათ სასმლის სუნი სიგარეტისაში ირეოდა და ძველებული ინტერიერის ფონზე საოცარ შეგძნებას ტოვებდა.
-შეიძლება ახალ ორლეანში ბევრად უკეთესი ადგილებიცაა, მაგრამ ვფიქრობ რომ ქალაქის სული და მთლიანი ისტორია ამ ერთი შეხედვით უბრალო კვარტალშია მოქცეული.
მითხრა ალექსმა ,როდესაც ბარს მივუახლოვდით და ახალგზარდა ქალმა ფერადი ტანისამოსით და უცნაური ვარცხნილობით თავაზიანად გაგვიღიმა.
-მირანდა! როგორც ყოველთვის
მიმართა ბიჭმა ,რითიც მივხვდი რომ კარტერი ამ ადგილის ხშირი სტუმარი უნდა ყოფილიყო.გოგონამაც მაშინვე აიღო თაროდან ერთ-ერთი ბოთლი და ბურბონი ორ დაბალ მინის ჭიქაში სწრაფად ჩამოასხა.
-მე არ ვსვავ
ჩავიჩურჩულე როდესაც მირანდამ ჭიქა გამომიცურა.ალექსმა ჩემი სიტყვების გაგონებისას ჩაიცინა ,ტუჩები გაილოკა,ხელში დაჭერილი სასმლის ჭიქა ბარზე დადგა და ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
-არ შეიძლება ასეთ ადგილას იყო და ერთ ჭიქა ბურბონზე უარს ამბობდე
მშვიდი ხმით მითხრა და ჩემკენ გადმოიწია.
-შენც არ უნდა დალიო,არ მინდა სახლში ფეხით წავიდე
ვუპასუხე და ყურადღება ქუჩაში გაჩერებულ მოტოციკლეტზე გადავიტანე.
-ჩემს პროფესიონალიზმში ეჭვი კიდევ გეპარება ?
ირონიანარევი ტონით ჩაილაპარაკა,ჩემი ჭიქა აიღო და ტუჩებთან მომიტანა.
-შენი პროფესიონალიზმი ფეხებზე მკიდია ,როდესაც საქმე ჩემს სიცოცხლეს ეხება
ჩავილაპარაკე და ჩემს პირთან მოტანილი ხელი ფრთხილად გავაწევინე.
-კარტერ შე ნაბიჭვარო!
დაიყვირა ვიღაცამ საკმაოდ შორიდან და ყურადღება მაშინვე ჩვენკენ მომავალ მაღალ და დაკუნთულ ბიჭზე გადავიტანე.კუპრივით შავი თმა ასჩეჩვოდა და ოდნავ მოშვებული წვერი მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უხდებოდა მის მრგვალ და განიერ სახეს.
-ვიცოდი რომ აქ იქნებოდი რეიეს
საკმაოდ ხმამაღლა მიმართმა ბიჭმა,უცნობს გადაეხვია და ხელი ზურგზე რამდენჯერმე დაუტყაპუნა.
-გამარჯობა
მორცხვად ჩავიჩურჩულე როდესაც უცხო ბიჭმა რომლის გვარიც სავარაუდოდ რეიესი უნდა ყოფილიყო ყურადღება ჩემზე გადმოიტანა.
-სალომე გაიცანი ტომას რეიესი
ომახიანად თქვა ალექსმა და თავის მეგობარი წარმიდგინა.
-სალი
დავამატე ჩემი სახელის შემოკლებული ვარიანტი,რომლის წარმოთქმაც აქაურებისთვის გაცილებით მარტივი და გასაგები იყო.ტომასმა თავაზიანად გამიღიმა,ხელი ჩამომართვა და შემდეგ კარტერის გვერდით ჩამოჯდა.
-მირანდა!
მივმართე გოგონას ,რომელიც სხვა კლიენტებს ემსახურებოდა და სანამ კარტერი და რეიესი თავიანთ საქმეზე საუბრობდნენ ჩემთან ვიხმე.
-არ მითხრა რომ ქუჩის მოპირდაპირე მხარეს ვუდუს მაღაზიაა
წინ გადავიწიე და გოგონას ყურთან გაოცებულმა ჩავიჩურჩულე.
-ისეთი სახე გაქვს თითქოს რამე უკანონო შენიშნე
გადაიკისკისა და გადმოღებულ ბოთლებს თაროზე თავიანთი ადგილი მიუჩინა.
-ეს ყველაფერი ხომ ქალაქის ისტორიის ნაწილია
დაამატა მოგვიანებით და ჩვენს გასვწრივ მსხდომ ბიჭებს გახედა.
-სანამ ალექსი თავის საქმეზე საუბრობს მე მაღაზიას დავათვალიერებ,ძალიან მაინტერესებს
გადავუჩურჩულე და შემდეგ გეზი მოპირდაპირე მხარეს არსებული პატარა მაღაზიისკენ ავიღე,რომელიც ბარის მსგავსად ორსართულიანი შენობის ქვედა ნაწილში მოაეთავსებინათ და გარედანაც ეტყობოდა რომ შიგნით თავისუფალ კუთხეს ვერ იპოვნიდი.ოთახში შესულს კი იმდენი უცნაური ნივთი დამხვდა ,რომ ისიც კი არ ვიცოდი დათვალიერება საიდან დამეწყო.ვერ ვხვდებოდი რაში უნდა გამოგეყენებინა სხვადასხვა ზომის ქილებში ჩაყრილი ფერადი ფხვნილები, რომელსაც მაღაზიის ერთი კედელი მთლინად დაკეავებინა,ხოლო ისედაც ვიწრო ოთახს მის შუაგულში გაშლილი დახლები უფრო პატარას აჩენდა.
-არ ვიცოდი ბნელი მაგია თუ გიტაცებდა
სიცილით ჩაილაპარაკა კარტერმა,რომელსაც როგორც ჩანს უკვე გაეგო ჩემი ადგილმდებარეობა და მაგიდაზე გაშლილი თოჯინებიდან ერთ-ერთი ფრთხილად აიღო.
-ჩემს შესახებ ბევრი რამ კიდეც არ იცი ,თუმცა ჯადოქარი ნამდვილად არ ვარ
ვუპასუხე და კედელზე ჩამოკიდბულ ნივთებს თვალი კიდევ ერთხელ შევავლე.
-ცდები
მოკლედ მომიჭრა და გვერდით ამომიდგა.
-შენს შესახებ იმაზე მეტი ვიცი ვიდრე შენ -საკუთარ თავზე
დაამატა და ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ოთახს თვალი მოავლო.
-დამიჯერებ თუ გეტყვი რომ შენი აზრების კითხვა შემიძლია ?
სერიოზული ხმით იკითხა თუმცა წინადადების ბოლოს ღიმილი მაინც შეეპარა.
-მაშინ მითხარი რაზე ვფიქრობ ახლა
გამომწვევად ვკითხე,შემდეგ კი სხვა განყოფილებასთან გადავინაცვლე.
-გინდა გაიგო ეს ნამდვილად ადამიანის თავის ქალაა თუ არა
მიპასუხა და ერთ-ერთ თაროზე ჩამოდებულ ქალას, რომელსაც რამდენიმე წუთის მანძილზე მივშტერდებოდი ხელით შეეხო.
-შეეშვი ბავშვს ტვინს ნუ ურევ
"გადაუჩურჩულა" ტომასმა და ხელი დიდიხნის მეგობარივით გადამხვია.
-უკეთესი იქნება ხანდახან თუ არ მოუსმენ.
ჩაილაპარაკა ჩემს ყურთან ახლოს,თუმცა ისე ჩუმად არა რომ კარტერს ვერ გაეგო.
-ირმამ რომ გაიგოს მსგავს მაღაზიას ვესტუმრე ალბათ სახლიდან გამაგდებს
გავიცინე და როდესაც თვალწინ დედაჩემის სახე კიდევ ერთხელ წარმომიდგა და ფერადი ბუმბულები თავის ადგილას დავაბრუნე.
-არამგონია ქალაქის ისტორიის შესწავლის გამო ვინმე ისჯებოდეს
რამდენიმე მეტრის რადიუსში მდგომმა ალექსმა თავისთვის ჩაილაპარაკა და ფერადი ქილების თვალიერება განაგრძო.
-შეიძლება ამ ქალაქში ყველაფერი ეს რელიგიასთან შეთანხმებით ხდება მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ მე კათოლიკე არ ვარ,ამასთან დედაჩემი ზედმეტად მორწმუნეა იმისთვისაც კი რომ მსგავს რამეებს კულტურული თვლასაზრისით შეხედოს,მე კი უბრალოდ მაინტერესებს
განვუმარტე ბიჭს და როდესც გასასვლელისკენ მიმავალი ტომასი შევნიშნე ,მივხვდი რომ მისთვის ეს ყველაფერი ზედმეტად მოსაბეზრებლად ითვლებოდა.
-დიდი ხანია მეგობრები ხართ ?
ვკითხე კარტერს და თვალით რეიესისკენ მივანიშნე.
-გიკვირს მეგობარი რომ მყავს ?
კითხვაზე კითხვით მიპასუხა და ირონიულად ჩაიცინა.
-მგონია რომ შენგან განსხვავებით მეტად გახსნილი და თავისუფალი პიროვნებაა
-იქნებ არცაა მეგობარი
ჩაიდუდუნა და ვერ მივხვდი მსგავსი ფრაზით ზუსტად რის თქმას სცდილობდა.
-გავიგე რომ დედაშენი ზედმეტად მორწმუნეა ,მაგრამ რისი გწამს შენ
იკითხა როდესაც გასასვლელისკენ დავიძარი და უკან ამედევნა.
-გულისხმობ რამდენად მყარია ჩემი რწმენა .....
-კარგად იცი რასაც ვგულისხმობ
შემაწყვეტინა და სახე მისკენ შემაბრუნებინა.გაურკვევლობაში მყოფი თვალებში უმწეო ბავშვივით მივაჩერდი და როდესაც მარჯვენა ხელით მაისურის საყელო ოდნავ ჩამომიწია შეცბუნებულმა ჩვენგან ზურგით მდგომი რეიესისკენ გავიხედე,რომელიც მშვიდად ეწეოდა სიგარეტს და ბარიდან გამოსული შეზარხოშებული ხალხის ყურებით ტკბებოდა.
-ამბობ რომ მორწმუნე ოჯახში ცხოვრობ ,მაგრამ მიუხედავად ამისა ჯვარს არ ატარებ
ჩაილაპარაკა ,როდესაც ჩემს ცარიელ კისერს თვალი შეავლო და ზედას ხელი მაშინვე გაუშვა.
-იქნებ უბრალოდ იმის მწამს რისი დანახვას შესაძლებლად მიმაჩნია
ვუპასუხე დაბნეულმა და ზედის საყელო შევისწორე.
-ნუ ცდილობ დამალო ის რაც შენშია,მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება
თქვა, ზურგი მაქცია და ტომას მხარზე მეგობრულად დაუტყაპუნა.
-იქნებ პარკში გაგვესერინა,ან თუნდაც ქალაქის ცენტრში რომელიმე კლუბში წავსულიყავით
თავისი იდეით აღფრთოვანებულმა წამოიძახა ტომასმა ,როდესაც გვერდით ამოვუდექით და ჩამწვარი სიგარეტი ფეხით გასრისა.
-რეიეს,არ დაგავიწყდეს რომ ბავშვთან ერთად ვართ
სიცილით მიმართა კარტერმა და თვალით ჩემზე ისე ანიშნა თითქოს ორივენი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არ ვყოფილიყავით.საპასუხოდ თვალები გადავუტრიალე და ყურადღება მაღაზიით აღფრთოვანებულ ტურისტებზე გადავიტანე.
-ისე ჩანს თითქოს ასაკით ჩვენზე დიდი უნდა იყო
უხერხული სიჩუმის დასარღვევად ვკითხე ბიჭს, როდესაც ალექსს მობილურმა დაურეკა და სასაუბროდ გზის მოპირდაპირე მხარეს გადავიდა.
-სკოლა გასულ წელს დავამთავრე
თბილი ხმით მიპასუხა ტომმა და ჩემკენ მობრუნდა.
-გიჟია
სიცილით ჩაილაპარაკა როდესაც შენიშნა როგორ სცემდა ალექსი ბოლთას ტელეფონზე საუბრისას და თავისუფალ ხელს ისე იქნევდა თითქოს მის წინ მდგარ პიროვნებას ესაუბრებოდა.
-უკაცრავად , ახალ ორლეანში მხოლოდ რამდენიმე დღის ჩამოსული ვარ და ხომ ვერ მეტყვით როგორ მოვხვდე წმინდა პეტრეს ეკლესიასთან ?
თავაზიანი ტონით იკითხა მაღაზიიდან გამოსულმა ბრიტანული აქცენტის მქონე გოგონამ და მე და რეიესი შეგავთვალიერა.
-რათქმაუნდა ,არც ისე შორს ხართ,თუ საჭირო გახდა შემიძლია მიგაცილოთ კიდეც
მაშინვე მიუბრუნდა ტომასი და ბიჭებისთვის დამახასიათებელი "თავაზიანი" სიტყვებით ქერასთან ფლირტის გაბმა სცადა.ვცადე მათთვის ხელი არ შემეშალა და რამდენიმე ნაბიჯით უკან დავიხიე,როდესაც შევნიშნე როგორც მადევნებდა თვალს რეიესთან მოსაუბრე უცხო გოგონა და მხარზე ჩამოშლილ ქერა თმას ხელით აწვალებდა.
-სერიოზულად ?!
თვალები რამდენჯერმე დავახმახამე და ვცადე გოგონას ხელს რაც შემეძლო შეუმჩნევლად დავკვირვებოდი,მინდოდა შევცმდარიყავი თუმცა სამაჯურის ფერები,წნული და შესაკრავი სხვა რამეზე მიგვანიშნებდა.
-ალექს ?!
ჩავიჩურჩულე აფორიაქებულმა ,როდესაც გზის მოპირდაპირე მხარეს ბიჭი ვეღარ შევნიშნე ,ბრიტანული აქცენტის მქონე გოგონა,ნაცნობი სამაჯურით კი ჩემთვის თვალის მოცილებას არ აპირებდა.
"ახლავე ბარში შემოდი და საპირფარეშო მოძებნე"
თვალი გადავავლე შეშინებულმა ალექსისგან მოსულ შეტყობინებას,ღრმად ჩავისუნთქე და ქურთუკის ჯიბეებში ხელებჩაწყობილი, რაც შემეძლო ბუნებრივად გზის მოპირდაპირე მხარეს არსებული ბარისკენ დავიძარი.ხალხით გადატვირთულ დარბაზში, რომელსაც მთავარი კარის გარდა მხოლოდ ერთი გასასვლელი ჰქონდა მითითებული აგილის პოვნა მარტვი აღმოჩნდა და სანამ ორ კარებს შორის მოქცეული ქალებისთვის განკუთვნილი კარის სახელურს ჩამოვწვედი,მოულონდელად საიდანღა გამოჩენილმა ალექსმა სწრაფი მოძრაობით კაცების ოთახში შემაგდო.
-ჯანდაბა..
ამოვიგმინე ,როდესაც შიგნით მყოფმა კაცმა ამრეზით ამომხედა და შემდეგ საპირფარეშო დატოვა.
-რა ხდება
მკაცრი ტონით ვკითხე ალექსს და იმედს ვიქონიებდი რომ ჩვენი საუბრის მანძილზე კიდევ ვინმეს დამცინავი გამოხედვის მსხვერპლი არ გავხდებოდი.
-იქნებ სხვა ადგილი გვეპოვნა
ჩავიჩურჩულე და ოთახში შემოსულ კიდევ ერთ უცხო ბიჭს ავხედე.
-რამდენად შეგიძლია იმედგაცრუებული გოგოს როლის თამაში
ჩემი კითხვა უმნიშვნელოდ მიიჩნია კარტერმა და საუბარი განაგრძო.
-წარმოიდგინე მე ვარ ბიჭი ,რომელმაც მოგატყუა,გამოგიყენა და შემდეგ ზურგი გაქცია,როგორც კი ამ ოთახს დავტოვებთ შენ შეეცდები ამ გოგოს სტატუსი მოირგო მანამ სანამ ქუჩაში გავალთ,შემდეგ ტაქსის გააჩერებ და რაც შეიძლება სწრაფად სახლში წახვალ.
-რატომ....
-კითხვები სხვა დროისთვის გადავდოთ
ჩაიჩურჩულა ჩემს ყურთან ალექსმა და მოულოდნელად სანამ კიდევ რაიმეს თქმას მოვასწრებდი ჩემკენ გადმოიწია ,ხელები ძლიერად მომხვია და მიმიხუტა.
-ისე ჩანს თითქოს სიკვდილის წინ მემშვიდობები
უხერხულობის გასაფანტად წარმოვთქვი დაბნეულმა.
-ცუდად ხუმრობ
გაბრაზებულმა ჩაილაპარაკა,შემდეგ მომშორდა და საპირფარეშოს კარები გამოხსნა,რითიც მანიშნა რომ დრო იყო ჩემი როლის მორგება დამეწყო .
***
-მომატყუე,მეგონა გიყვარდი,ვფიქრობდი რომ სამუდამოდ ერთად ვიქნებოდთ,შენ კი მთელი თვით სადღაც გადაიკარგე და აზრადაც არ მოგსვლია რომ დამკავშირებოდი
განწირული ხმით ვიყვირე დარბაზში გასულმა და ბიჭს რომელიც გვერდით მომყვებოდა ზიზღით ავხედე.
-შეგეძლო პირდაპირ გეთქვა რომ ჩემთან ყოფნა არ გსურდა,ცხოვრებაში პირველად ვიფიქრე რომ ვიღაცას მართლა ვუყვარდი
დავამატე და მეტი დამაჯერებლობისთვის ბარზე დადებული ჭიქა ალექსის მიმართულებით ვისროლე,თუმცა ისე რომ მის მაგივრად კედლისთვის მომეხვედრებინა,ხოლო როდესაც ირგვლივ მსხდომი ხალხის გაკვირვებულ სახეებს თვალი მოვავლე მივხვდი რომ როლის მორგება შესანიშნავად მომეხერხებინა.
-როგორ იფიქრე რომ შესაძლოა წყვილი ვყოფილიყავით
წამომეწია კარტერი,რომელიც ჩემზე არანაკლებ ირგებდა თავის როლს და გასასვლელისკენ დაიძრა.
-შენს გამო ოჯახიდან წამოვედი
ვუყვირე და როდესაც ლოყაზე ცრემლი ჩამომიგორდა თავი ძლივს შევიკავე რომ ჩემი ნიჭის პატრონს სიცილი არ ამტეხოდა.
-არ გამეკარო,ჩემთან დაკავშირებაც კი არ გაბედო
დავამატე "გაბრაზებულმა" და ქუჩის ტაქსს ხელი დავუქნიე.
-მე არაფერს დაგპირებივარ,ყველაფერი შენ მოიგონე
მტკიცედ ჩაილაპარაკა კარტერმა,ხოლო როდესაც დავრწმუნდი რომ გამვლელების ყურადღებაც მივიქციე დაუფიქრებლად სილა გავარტყი,შემდეგ კი ტროტუართან შეჩერებულ ტაქსიში სწრაფად ჩავჯექი და მძღოლს სახლის მისამართი ვუთხარი .
***

-თქვენ დაუკავშირდით ალექს კარტერს,გთხოვთ დატოვოთ შეტყობინება
უკვე რამდენიმე საათია ალექსის ნომრის აკრეფისას,ავტომომპასუხე ირთვებოდა.ანერვიულებული მთელი ღამე ბოლთას ვცემდი და იმის გარდა რომ კარტერზე ვნერვიულობდი თავს არ მანებებდა სამაჯურებსა და უცხო ადამიანებზე ფიქრი, რომელიც დარწმუნებული ვიყავი რომ ჩემს მეგობართან იყო დაკავშირებული.ტყუილად ვცდილობდი პასუხის პოვნას ინტერნეტში და უშედეგოდ ვკითხულობდი ტექსტებს თავიდან იმის იმედით რომ რაიმე ხელჩასაჭიდის პოვნას შევძლებდი.გამთენიისას მთელი ღამის უძინარმა კი დროის გაყვანის მიზნით მარიამთან დავრეკე.
-მეგონა ჩვენი არსებობა სულ დაგავიწყდა
ყურმილის აღებისთანავე მისაყვედურა მარიამმა და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რომ რამდენიმე დღეა მათთვის არაფერი მქონდა მიწერილი.
-გუშინ მოგწერე მაგრამ პასუხის ღირსადაც კი არ ჩამთვალე
დაამატა გაბრაზებულმა და სკოლის შენობა დატოვა.
-სირცხვილია სკოლაში კამერით რომ მელაპარაკები
ჩავიცინე და ეკრანზე საკუთარ თავს შევხედე შემდეგ კი თმა შევისწორე ,რადგან იმ შემთხვევაში თუ ვინმე შემამჩნევდა საგიჟეთიდან გამოქცეულის შთაბეჭდილება არ დამეტოვებინა.
-ელენეს მეცადინეობა დაეზარა და სახლში დარჩა,ნინა კი ორი დღეა რაც სიცხის გამო ლოგინიდან თავს ვერ წევს
იქამდე მომახსენა სანამ გოგოებს მოვიკითხავდი და სკოლის ეზოში ,პატარა სკამზე ჩამოჯდა.
-შენ გაკვეთილები დაგისრულდა ჩემთან კი ჯერ ახლა თენდება
უკმაყოფილოდ ჩავიბურტყუნე და ლოგინის თავს მივეყუდე,
-სამაგიეროდ მე თბილისში ვკვდები შენ კიდევ ამერიკაში ნებივრობ
გამომაჯავრა მარიამმა ,შემდეგ კი სახის გამომეტყველება ისე სწრაფად შეეცვალა თითქოს ჩემს ზურგსუკან მოჩვენება შენიშნა
-მარიამ ? რახდება ?
ვიკითხე შეშინებულმა როდესაც მის გაკვირვებულ სახეს თვალი შევავლე .
-სალომე .....
თუმცა სანამ დასრუებას მოასწრებდა,მოულოდნელად მისმა ტელეფონმა სხვის ხელში გადაინაცვლა და როდესაც მობილურის ეკრანზე ჩემთვის კარგად ნაცნობი სახე დავლანდე ადგილზე გავიყინე,ემოციების ნაკადი ერთდროულად მომაწვა და დაბნეულმა იმაში დასარწმუნელად რომ არ ვცდებოდი თვალები რამდენჯერმე დავახამხამე.
-გამარჯობა ამერიკელო გოგონავ
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა ლუკა კვარაცხელიამ და ისე ჩაიცინა თითქოს ჩვენი ბოლო შეხვედრისას შეყვარებულთან ერთად არ გამომხცხადებოდა.
-გამარჯობა ლუკა
წამში მოვეგე გონეს და ვცადე ჩემი თავდაჯერებული ტონით ყველა ის ემოცია რაც შიგნიდან მღრღნიდა უნამუსოდ დამეფარა.
-შეტყობინებაზე ,რომელიც გასულ თვეს გამოგიგზავნე არ მიპასუხე,გადაწყვეტილი მქონდა რომ დღეს შენს დაქალს დავლაპარაკებოდი ,მაგრამ მოხარული ვარ რომ ასე უცბად ჩემს ცხვირწინ აღმოჩნდი
კმაყოფილმა ჩაილაპარაკა და მისმა ასეთმა ტონმა წარსულში ლუკასთან წარმართული ყველა დიალოგი თავში ამომიტივტივა.
-სალაპარაკო გვაქვს ?
ირონიულად ვიკითხე და გამიკვირდა კვარაცხელიასთან ასეთი ტონით დალაპარაკება რომ შევძელი.
-ვფიქრობ შენთვის რაღაცეების ახსნა მომიწევს,მაგრამ არ მინდა თავს მოგახვიო ჩემი ცხოვრება,როცა მზად იქნები გთხოვ რომ დამიკავშირდე და ყველაფერში ერთხელ და სამუდამოდ გავერკვათ
ჩაილაპარაკა და წინადადების ბოლოს თვალი ისე ჩამიკრა როგორც ამას ყოველი საუბრისას აკეთებდა.სანამ პასუხის გაცემას მოვახერხებდი მობილურმა სწრაფად ისევ ჩემი მეგობრის ხელებში გადაინაცვლა და მარის აღშფოთებული სახის დანახვისას კიდევ ერთხელ შევშინდი.
-სალომე ახლა უნდა წავიდე,თქვენ ორმა სხვა დროს ილაპარაკეთ
ანერვიულებულმა მომაყარა და კითხვის დასმა არ მაცადა რომ ტელეფონი გათიშა.
***
-გიორგი
დავუძახე ახვლედიანს ,როდესაც სკოლის სპორტულ ფორმაში გამოწყობილი ბიჭი შევნიშნე და ნაბიჯს ავუჩქარე რომ დავწეოდი.
-გამარჯობა
დაბნეულმა ჩაილაპარაკა და ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩაიწყო.
-ახლა ფიზიკის გაკვეთილი მაქვს,ვიფიქრე იქნებ ამის შემდეგ ლანჩზე შევხვედროდით.
ვკითხე უხერხულობის გასაფანტათ, რადგან როგორც ჩანს ცხოვრებაში პირველად თავად არ ცდილობდა საუბრის წამოწყებას.
-თუ მოვიცლი აუცილებლად შეგატყობინებ
მიპასუხა და ყურადღება დარბაზისკენ მიმავალ მედისონსა და გოგონებზე გადაიტანა.
-რათქმაუნდა
ჩავიჩურჩულე და მის მსგავსდად დაძაბულმა ხელები ქურთუკის ჯიბეებში ჩავიწყე,როდესაც ერთ-ერთ მათგანში რაღაც ნივთს შევეხე.გაკვირვებულმა ვცადე თითებით მივმხდარიყავი რა მედო,ხოლო როდესაც ვერ გავიხსენე ვერაფერი რასაც ქურთუკის ჯიბეში შევინახავდი და შემდეგ მისი არსებობა ასე გადამავიწყდებოდა ხელი მოვკიდე და ფრთხილად ამოვაძვრინე,
-არ არსებობს
აღმომხდა გაოცებულს და მოულოდნელობისგან თვალები შუბლზე ამივიდა.დაბნეულმა მაშინვე გიორგის გავხედე ,რომელიც ისე გართულიყო შემხვედრთან საუბრით რომ ჩემი არსებობა სულ დავიწყებოდა,შემდეც ფრთხილად მოვცილდი და აღშფოთებული მაშინვე სკოლის საპირფარეშოში შევვარდი.
"A.C"
სამაჯურის დათვალიერებისას მის შიგიდან შავი კალმით მიწერილი ინიციალები შევნიშნე და თავში მხოლოდ ერთმა სახელმა გამიელვა.
-ალექს კარტერ
ჩავიჩურჩულე და როდესაც იმაზე დავფიქრდი როგორ შეიძლებოდა ეს სამაჯური ჩემს ქურთუკში აღმოჩენილიყო ,მაშინვე გამახსენდა გასულ ღამეს კაცების საპირფარეშოში როგორც მიმიხუტა ალექსმა.
.....
დააფიქსირეთ თქვენი აზრი <3
კატეგორია: მოთხრობა | დაამატა: Salome_Zurashvili | ტეგები: undefined, 12), (თავი, ილუზია, ცხოვრების
ნანახია: 1087 | რამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar